close

ეს საინტერესოა

ეს საინტერესოამსოფლიო

საკურას ყვავილობის დღესასწაული იაპონიაში

საკურა – იაპონური დეკორატიული ალუბალი იაპონიის ნაციონალური სიმბოლოა. დღეისათვის საკურას დაახლოებით 16 სახეობა და 400 ჯიშია ცნობილი. მისი ორი ყველაზე ცნობილი ჯიშია “Somei Yoshino” და „Sidarezakura” (მტირალა საკურა). Somei Yoshino-სქათქათა თეთრ ყვავილი აქვს, ფურცლის ძირზე კი ძალიან მკრთალ ვარდისფერში გადადის. სახელწოდება მოდის სოფელ Somei-დან, რომელიც ახლა ტოკიოს შემადგენლობაში შედის. ეს ჯიში დაახლოებით მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებშია გამოყვანილი.
მტირალა საკურას მკვეთრი ვარდისფერი ყვავილები აქვს და დაშვებული ტოტები.


ზამთრის საკურა-(fuyuzakura/Prunus subhirtella autumnalis) ყვავილობას შემოდგომაზე იწყებს და ზამთარშიაც კი ყვავის. ზოგადად ,საკურას ყვავილების შეფერილობა თეთრიდან მუქ ვარდისფრამდეა.საკურას აქ ყველგან შეხვდებით, პარკებში, მდინარეების პირას, ტაძრებში. იაპონელები თვლიან, რომ საკურა ყველაზე ლამაზად უძველეს დედაქალაქებში- კიოტოში, ნარაში და კამაკურაში ყვავის. .

საკურას ყვავილობა ძალიან ხანმოკლეა, თეთრ-ვარდისფერი სასწაული მხოლოდ რამდენიმე დღეს გრძელდება, ხანდახან კი მხოლოდ რამდენიმე საათს, შეიძლება ამიტომაც ბუდიზმში მოყვავილე საკურა სიცოცხლის ხანმოკლეობასთან, ხოლო პოეზიაში დაკარგულ ახალგაზრდობასთან და სიყვარულთან ასოცირდება,ასევე თვლიან რომ საკურას ყვავილები იაპონელი ქალების სილამაზის განსახიერებაა. სწორედ ამიტომ მიუძღვნეს უამრავი ლექსი, სიმღერა, პოემა, და ა.შ.

ხანამი- აყვავებული საკურას დღესასწაული
ხაარუ- იაპონურად- გაზაფხული, დეკორატიული ალუბლის, საკურას ყვავილობის დროა, რომელსაც იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი დღესასწაული უკავშირდება. მარტის დასასრულს და აპრილის დასაწყისში მთელ იაპონიაში ასობით და ათასობით საკურა ყვავდება თეთრად და თეთრ-ვარდისფრად, შორიდან კი ისე ჩანს, თითქოს ხეები ვარდისფერ ბურუსშია გახვეული, ან თოვლის ფანტელებითაა დაფარული. ყოველ წელს პარკებში, ხეივნებში, სასახლეებში და ტაძრებში ათასობით ადამიანი იკრიბება ამ სანახაობის საყურებლად. ამ ტრადიციას „ხანამი“ ეწოდება (სიტყვიდან- ხანა-ყვავილი, მი- ყურება), სიტყვასიტყვით კი ნიშნავს ყვავილების ცქერას. აყვავებული საკურას დღესასწაული იაპონელთა ერთ-ერთი უძველესი რიტუალია, ხოლო ხანამში, რომელიც აყვავებულ საკურას ეძღვნება, მოსახლეობის თითქმის 90% მონაწილეობს.

ყოველ წელს, როცა საკურა ყვავდება, იაპონელები ოჯახის წევრებთან, თანამშრომლებთან და მეგობრებთან ერთად უახლოეს პარკში მიდიან, აწყობენ პიკნიკებს და სვამენ იაპონური ბრინჯის არაყს, საკეს. მარტის დასაწყისშივე ტელევიზიით ცხადდება საკურას ყვავილობის სავარაუდო ვადები თითოებული კონკრეტული რეგიონისთვის, ასევე იტყობინებიან თითოეულ პარკში საკურას ხეების რაოდენობასაც.

ხანამის ისტორია
იაპონიაში აყვავებული საკურას ცქერის ტრადიცია მეშვიდე საუკუნეში გამოჩნდა, ჰეიანის პერიოდში. (794-1185). იაპონელებმა ამ დროს ჩინელებისგან გადმოიღეს ბევრი რამ, მათ შორის შეკრების და ყვავილებით ტკბობის ტრადიციაც. ჩინეთში სასახლის კარის არისტოკრატები ატარებდნენ ხოლმე დროს აყვავებული ხეების ძირში, უკრავდნენ მუსიკას, თამაშობდნენ, სვამდნენ მსუბუქ სასმელებს. მაგრამ იქ დღესასწაულობდნენ ჩინური ქლიავის, იგივე იაპონური ატმის აყვავებას. ხოლო იაპონიაში ეს პატივი საკურას ერგო. იმპერატოს საგას დროს ,რომელიც ცნობილი პოეტი და კალიგრაფი იყო, კიოტოში, სასახლის კარზე აწყობდნენ პიკნიკს საკურას აყვავების დროს. ასე იწყებოდა ხანამი…


თავდაპირველად ეს რიტუალი მხოლოდ იმპერატორის კარზე იმართებოდა, შემდეგ სამურაებშიც გახდა პოპულარული, ბოლოს უბრალო ხალხშიც გავრცელდა. იმ პერიოდში საკურა მოსავლიანობის სიმბოლო იყო, მისი ყვავილობა ბრინჯის თესვის დასაწყისზე მიუთითებდა. იაპონელების რწმენით, ბუნებას დასახლებულია სულებით, ამიტომაც საკურას ადიდებდნენ და შესაწირი მიქონდათ , მოგვიანებით შესაწირის მიტანის დროს დაიწყეს საკეს- იაპონური ბრინჯის არაყის სმა.

ტოკუგავას დინასტიის დროს საკურას ხეების დარგვა მთელ ქვეყანაში დაიწყეს, რათა ეს ტრადიცია გაევრცელებინათ და გაემყარებინათ. ფეოდალიზმის პერიოდში საკურა სამურაების სიმბოლოდ ითვლებოდა და ეს ყვავილი მათ თავსაბურავზეც იყო გამოსახული.
მეცხრამეტე საუკუნეში მეიცზის რეფორმების დროს საკურას ხეების მოჭრა დაიწყეს იმპერატორის ბრძანებით, იმიტომ რომ ეს ხე ფეოდალიზმის სიმბოლოდ იყო ქცეული, მაგრამ ტრადიცია გარკვეული პერიოდის მერე მაინც აღდგა და ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ დღესასწაულად იქცა იაპონელთათვის.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაისტორიაკატეგორიის გარეშეკულტურამსოფლიო

ეგვიპტეში რამზეს II-ის სასახლე აღმოაჩინეს

ამერიკელმა არქეოლოგებმა ქალაქ აბიდოსში რამზეს II-ის სამარხთან ახლოს შენობის ნაწილები აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ ფარაონის სასახლე იყო. ამის შესახებ Luxor Times-ი წერს.

გათხრების დროს არქეოლოგებმა სხვა შენობაში ქვის გასასვლელი იპოვეს, რომელზეც ისეთივე იეროგლიფები იყო, როგორიც მთავარ ტაძარს აქვს.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშემედიცინასამართალი

ბრაზილიაში სასამართლომ ტყუპი ძმებიდან ორივე ბავშვის მამად აღიარა  

ბრაზილიაში სასამართლომ ორ კაცს, რომლებიც იდენტური ტყუპები არიან, ბავშვის მიმართ ალიმენტის გადახდა დააკისრა, ვინაიდან მამობაზე გაკეთბულმა დნმ-ის ანალიზმა ზუსტი პასუხი ვერ გასცა თუ რომელი მათგანია ბავშვის რეალური მამა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მოპასუხეებმა (კაცებმა) უარი განაცხადეს საკუთარი სურვილით ეთქვათ რომელი მათგანია გოგოს მამა, ვინაიდან ფიქრობდნენ, რომ ასე ალიმენტის გადახდას თავს აარიდებდნენ, თუმცა სასამართლომ პირიქით გადაწყვიტა.

სასამართლოს დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ტყუპი ძმა ქალთან პაემანზე მონაცვლეობით დადიოდნენ. ამიტომაც დედამ არ იცის რომელია მისი შვილის მამა.

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოაკატეგორიის გარეშე

მარსის 20 ფოტო, რომელიც, დიდი ალბათობით, აქამდე არ გინახავთ

თუ პარასკევ საღამოს სიმშვიდესა და სიწყნარეს ეძებთ, მარსზე უკეთეს ადგილს, დიდი ალბათობით, ვერ ნახავთ.

მარსს ხშირად წითელ პლანეტას ეძახიან, თუმცა, ნასას ხომალდზე, Mars Reconnaissance Orbiter-ზე არსებულ კამერა HiRiSe-ს მარსის ზედაპირზე არსებულ ფერებში მცირედი განსხვავებების აღქმა და მათი ულამაზეს სურათებად გადაქცევა შეუძლია.

Mars Reconnaissance Orbiter მარსის გარშემო უკვე ათი წელია ბრუნავს. ნასამ ხომალდის მიერ გადაღებული 2,540 სურათი გამოაქვეყნა და ქვემოთ მათ ნაწილს შეხვდებით.

1. დიდი ღარი მარსის ზედაპირზე.

ფოტო: NASA/JPL/University of Arizona

2. ქვიშის დიუნები რასელის კრატერში.

ფოტო: NASA/JPL/University of Arizona

3. ტერიტორია, სადაც 2020 წელს ნასას რობოტი დაეშვება.

ფოტო: NASA/JPL/University of Arizona

4. მინერალური დეპოზიტები ქვიშის დიუნებზე.

ფოტო: NASA/JPL/University of Arizona

5. ხელოვნურად გაფერადებულ სურათებში დიუნები ლურჯად ჩანს.

ფოტო: NASA/JPL/University of Arizona

6. რობოტ ExoMars 2020-ის სავარაუდო დაშვების ადგილი.

ფოტო: NASA/JPL/University of Arizona

7. მარსის სამხრეთ პოლუსზე ნახშირორჟანგის სუბლიმაციით წარმოქმნილი გეომეტრიული ფორმები.

ფოტო: NASA/JPL/University of Arizona

8. მეტეორის შეჯახების შედეგად ახლახან წარმოქმნილი კრატერი.

ფოტო: NASA/JPL/University of Arizona

9. წყლით გაკვალული ხევი.

ფოტო: NASA/JPL/University of Arizona

10. კრატერში წარმოქმნილი დიუნები, წითელი მართკუთხედი კამერის არტეფაქტია.

ფოტო: NASA/JPL/University of Arizona

11. კრატერი Arcadia Planitia-ზე.

ფოტო: NASA/JPL/University of Arizona

12. მინერალები კრატერის ძირში.

ფოტო: NASA/JPL/University of Arizona

13. მარსზე არსებული ყველაზე დიდი კანიონის ნაწილი.

ფოტო: NASA/JPL/University of Arizona

14. ცისარტყელას ფერები მარსზე.

ფოტო: NASA/JPL/University of Arizona

15. მარსზე არსებული უძველესი კრატერი ნელ-ნელა ქვიშით ივსება.

ფოტო: NASA/JPL/University of Arizona

16. უცნაური რეგიონი მარსზე.

ფოტო: NASA/JPL/University of Arizona

17. ქვიშის დიუნები.

ფოტო: NASA/JPL/University of Arizona

18. მშრალი ყინულის გალღვობის შედეგად დატოვებული კვალი.

ფოტო: NASA/JPL/University of Arizona

19. კანიონის ჩრდილი.

ფოტო: NASA/JPL/University of Arizona

20. ქვიშით გამოწვეული ეროზია.

ფოტო: NASA/JPL/University of Arizona

წყარო : on.ge
სრულად ნახვა
განათლებაეს საინტერესოაკატეგორიის გარეშე

გურიის წისქვილებში ბიბლიოთეკები მოეწყო

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმი გურიის სოფლებს ლიხაურს, დვაბზუს და სილაურს ესტუმრა.

ამ სოფლების წისქვილებში ბიბლიოთეკები მოეწყო.

“გურიაში წყლის წისქვილი ისევ არის ჩამოჯდომის, ლოდინის, ფიქრის და საუბრების ადგილი. ახლა ამ ამბავს წიგნების და ჟურნალების სამკითხველოც დაემატა – იქვე კითხვაც შეგიძლია და თან წაღებაც. ასეთი სამკითხველოები სამ სოფელში: ლიხაურის, დვაბზუს და სილაურის წისქვილებში მოვაწყვეთ, შემოგებებული გურული პურ-მარილის თანხლებით” – აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოამსოფლიო

1961 წლის 12 აპრილს იური გაგარინი კოსმოსში გაფრინდა

გაგარინი კოსმოსში ხომალდ ,,ვოსტოკ-1-ით” გაფრინდა. ის იყო პირველი ადამიანი, რომელმაც კოსმოსში იმოგზაურა. რუსმა კოსმონვტმა 1 საათსა და 48 წთ-ში დედამიწას ერთხელ შემოუარა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშე

აჩუქე წიგნი – ეროვნულმა ბიბლიოთეკამ წიგნის ჩუქების კამპანია დაიწყო

“აჩუქე წიგნი” – ასე ჰქვია კამპანიას, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და „ანაგრამამ“ წამოიწყო და რომელიც 23 აპრილის წიგნის ჩუქების დღედ გამოცხადებას გულისხმობს.

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე წერს, რომ მსოფლიოს არაერთ ქვეყნაში არსებობს ერთი ძალიან ძვირფასი და თანაც ძალიან იაფი ტრადიცია – წიგნის ჩუქების დღე. და კარგი იქნებოდა, თუ ერთი ასეთი დღე საქართველოშიც იქნებოდა:

„რატომაც არა – ჩვენ დავამკვიდრებდით. თუ დააკვირდებით, წიგნის ჩუქება ყველა საჩუქარს ერთად მოიცავს: ცოდნასაც და განცდასაც, სიხარულსაც და ტკივილის გაძლების სწავლსაც, ნივთს, ჩაფიქრებას, დაკვირვებას, ამ დაკვირვებით გაკვირვებას. წიგნი კაცობრიობის მეხსიერების ჯამია, ისეთივე გამოცდილება, როგორიც მე და შენ გვაქვს“, – წერს გიორგი კეკელიძე.

„მოიფიქრეთ, ვის აჩუქებთ წიგნს, რატომ და რას წაუწერდით. მოსაფიქრებლად მთელი თვე გაქვთ. მანამდე კი, ეს ამბავი მეგობრებს გაუზიარეთ, მონიშნეტ, გამოიწვიეთ, თანაც კომენტარებში თქვენი საჩუქრის ადრესატი შეგიძლიათ მონიშნოთ, თუ ამის საიდუმლოდ დატოვებას არ აპირებთ“, – მოუწოდებენ წიგნის გაჩუქების მსურველებს იდეის ავტორები.

„ამჯერად გვირჩევნია, ეს საჯარო მითითებით, სოციალური ქსელით გააკეთოთ, აქცია გარდამავალი რომ გახდეს“, – წერს გიორგი კეკელიძე.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშესაქართველო

დღეიდან არაბიოდეგრადირებადი პარკების გამოყენება აიკრძალა

დღეიდან საქართველოში ნებისმიერი სისქის არაბიოდეგრადირებადი პოლიეთილენის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აკრძალულია.

ამ წესის დარღვევის შემთხვევაში მეწარმე დაჯარიმდება 500 ლარით და პროდუქცია ჩამოერთმევა. განმეორების შემთხვევაში კი სანქცია გაორმაგდება.

პარკების მწარმოებლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გააკონტროლებს. რაც შეეხება პარკების იმპორტს, მისი კონტროლი ფინანსთა სამინისტროს საბაჟო სამსახურს ევალება. პარკების რეალიზატორებს კი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები გააკონტროლებენ.

2018 წლის 1 ოქტომბრიდან კი, საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალა. ამავე რეგლამენტის მიხედვით, 1 აპრილიდან სრულად აიკრძალა ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.

ბიოდეგრადირებად პარკს, პოლიეთილენის პარკთან შედარებით, ის უპირატესობა აქვს, რომ გარემოში დაშლას 3-6 თვეში იწყებს და პროცესი 12-24 თვეში სრულდება.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშემედიცინამსოფლიო

მეცნიერებმა ნაყოფის გულის უპრეცედენტო ფოტოები გაავრცელეს

მკვლევარებმა საშვილოსნოში მდებარე ნაყოფის გულის უპრეცედენტოდ დეტალური ფოტოები გაავრცელეს.

ორსულებს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) გადაუღეს და კომპიუტერით ჯერ კიდევ დაუბადებელი ბავშვების პატარა მფეთქავი გულების 3D მოდელები შექმნა.

King’s College London -ის, Guy’s და St Thomas’s-ის მეცნიერები აცხადებენ, რომ აღნიშნული ტექნოლოგია გულის თანდაყოლილი დაავადებების მკურნალობას გააუმჯობესებს.

პატარა ვიოლეტს გულის გარშემო არსებულ სისხლძარღვებში სიცოცხლისთვის საშიში ანომალიები ჯერ კიდევ მაშინ განუვითარდა, როცა ის ჯერ კიდევ საშვილოსნოში იყო.

პრობლემები პირველად მაშინ აღმოაჩინეს, როცა ვიოლეტის დედამ ორსულობის 20 კვირის ვადაზე ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა ჩაიტარა. იგი დათანხმდა მონაწილეობა მიეღო კვლევაში, რომლის მიზანი ბავშვის გულის დეტალურად ნახვა იყო.

გამოკვლევამ აჩვენა, რომ პატარას გულის მთავარი არტერია – აორტა დავიწროებული ჰქონდა, რაც დაბადების შემდეგ სისხლძარღვის ბლოკირებას გამოიწვევდა. გარდა ამისა, ვიოლეტს გულში ორი ხვრელი ჰქონდა. ზუსტმა დიაგნოზმა მედიკოსებს საშუალება მისცა, მკურნალობა გოგონას დაბადებამდე დაეგეგმათ და საჭირო ოპერაცია დაბადებიდან რამდენიმე დღეში გაეკეთებინათ.

ამჟამად ვიოლეტი 11 თვის ჯანმრთელი გოგონაა.

 

როგორ მუშაობს ტექნოლოგია?

2D სურათები მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით სხვადასხვა კუთხითაა გადაღებული, თუმცა ნაყოფის გული ძალიან პატარაა და თან გაცილებით სწრაფად ფეთქავს, გარდა ამისა, ბავშვი გამუდმებით მოძრაობს, ამიტომ გულის გამოსახულებები, როგორც წესი, ძალიან ბუნდოვანია.

დახვეწილი კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა კი გულის უპრეცედენტო  3D გამოსახულებას იძლევა და ექიმებს ანომალიების შესახებ სრულყოფილ სურათს აძლევს.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ყოველი 100 ბავშვიდან დაახლოებით 1 გულის თანდაყოლილი ანომალიით იბადება, რასაც სხვადასხვა ინფექცია ან ზოგიერთი მედიკამენტის მოქმედება იწვევს. ასე რომ, ამ ანომალიების დიაგნოზირება მაშინ, როცა ნაყოფი ჯერ კიდევ საშვილოსნოშია მედიკოსებისთვის დროის მოგებაა, რაც ხშირ შემთხვევაში ჩვილის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

კვლევა  პროექტ iFind- ის ნაწილია, რომლის მიზანია ორსულობის სტანდარტული სკანირების დროს ჯანმრთელობის რაც შეიძლება მეტი პრობლემის აღმოჩენა გახდეს შესაძლებელი.

კვლევა სამეცნიერო ჟურნალ  Lancet-ში გამოქვეყნდა.

ფოტოზე : BBC-ის კორესპონდენტი ჯეიმს გალაგერი, რომელსაც ხელის გულზე ჩვილის გულის 3D მოდელი აქვს მოთავსებული.

 

www.bbc.com

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკატეგორიის გარეშეკულტურამსოფლიოსაქართველოფოტო

7 წლის გეგა სოფრომაძის ნამუშევარი მსოფლიოს მასშტაბით 650 000 ნახატს შორის შეირჩა

ქუთაისელი გეგა სოფრომაძე აგვისტოში იაპონიაში გლობალურ კონკურსში მონაწილეობისთვის მიემგზავრება. ვან გეგა ფინალურ ეტაპზე საკუთარ ნამუშევარს წარადგენს. ის მსოფლიოს მასშტაბით, 650 000 ნახატს შორის შეირჩა. პირველი შემთხვევაა, როდესაც “ტოიოტას” კონკურსის ფინალში ქართველი მხატვარი მოხვდა.
ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად უკვე მო­ირ­გო დიდი მხატ­ვრე­ბის სა­ხე­ლე­ბი. მე­გობ­რე­ბი “პი­კა­სოს” ეძა­ხი­ან, ოჯახ­ში კი “ვან გეგა” შე­არ­ქვეს. 7 წლის გეგა სოფ­რო­მა­ძე დე­დას­თან, უმ­ცროს დას­თან და ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან ერ­თად ქუ­თა­ის­ში, პა­ტა­რა ბი­ნა­ში ცხოვ­რობს. ფარ­თის სიმ­ცი­რის გამო, ხში­რად ვერ ხა­ტავს და ამი­ტომ სა­კუ­თა­რი ფან­ტა­ზია მხო­ლოდ კონ­ტუ­რის სა­ხით გა­და­აქვს ფურ­ცელ­ზე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­დე­საც შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვა, აფე­რა­დებს და რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ნა­ხატს აცო­ცხლებს. ახ­ლაც გა­ცო­ცხლე­ბის მო­ლო­დინ­ში ბევ­რი პერ­სო­ნა­ჟია.
გეგა თავის წარმატებას და მიღწევებს დედას უმადლის. ამბობს, რომ მისი დამსახურებით და სიყვარულით მიაღწია ყველაფერს.

გეგას დღემდე 300-ზე მეტი ნამუშევარი აქვს შესრულებული, ბევრი მათგანი გაჩუქებული აქვს. ამბობს, რომ უყვარს სხვების გაღიმება და გახარება.

პატარა მხატვარს უკვე ორი პერსონალური გამოფენა ჰქონდა. გახლავთ კონკურს „სიზმარას“ ჟიურის რჩეული. ასევე „ნესქვიკის“ გამარჯვებული.  მისი ერთ-ერთი ნახატი გახდა კომპანია „სნოს“ ფავორიტი, განთავსდა „სნოს“ ეტიკეტზე და მიიწვიეს საპატიო ვიზიტით „სნოს“ საწარმოში. შემდეგ ქართული ღვინის პალატამ შეიძინა გეგას ნამუშევარი „ღვინო და ადამიანი“ და დღეს მათ მუზეუმშია განთავსებული.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გეგა თვითნასწავლი მხატვარია.

სრულად ნახვა
1 48 49 50 51 52 98
Page 50 of 98