close

ეს საინტერესოა

ეს საინტერესოამედიცინასაქართველო

წყალტუბოში სასუნთქი გზების გამაჯანსაღებელი მღვიმე გაიხსნება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარე “საწურბლიას მღვიმე” გაზაფხულზე გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

“საწურბლიას მღვიმე პირველი საერთაშორისო სტანდარტების სპელეო-გამაჯანსაღებელი მღვიმე იქნება კავკასიის რეგიონში, სადაც სასუნთქი გზების პრობლემების მქონე პირები გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარებას შეძლებენ.

მღვიმის ბუნებრივი სამკურნალო თვისებები ჩეხი და ქართველი სპეციალისტების მიერაა შესწავლილი. ადგილზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი; ამბულატორია. მღვიმეში დამონტაჟდა განათების სისტემა. საწურბლიას მღვიმე ორ – აქტიურ და პასიურ ზონად გაიყო. აქტიურ ზონაში მოეწყო სათამაშო მოედანი ბავშვებისთვის, ხოლო პასიურ ზონაში განთავსდა შეზლონგები. მღვიმე პირველ ვიზიტორებს ახალ ტურისტულ სეზონზე მიიღებს. საწურბლიას მღვიმე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავში, პრომეთეს მღვიმიდან 2 კმ-ში მდებარეობს”- ნათქვამია ინფორმაციაში. 

მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურულ პროექტი საქართველოს ბიუჯეტიდან 647 000 ლარით იყო დაფინანსებული.

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოა

19 წლის ახალგაზრდამ საკუთარი მკლავი ლეგოს კუბიკებით ააწყო

19 წლის დევიდ აგუილამ ლეგოს კუბიკებისგან ხელის რობოტული პროტეზი აიწყო. დევიდი უიშვიათესი გენეტიკური დაავადების გამო მარჯვენა წინამხრის გარეშე დაიბადა.

ის ესპანეთის Universitat Internacional de Catalunya უნივერსიტეტში ბიოინჟნერიის ფაკულტეტზე სწავლობს. დევიდი პროტეზის მეოთხე მოდელს უკვე იყენებს და ოცნებობს, შექმნას რობოტული კიდურები მათთვის, ვისაც ეს ესაჭიროება.

საყვარელი სათამაშო ლეგოსგან პირველი ხელოვნური მკლავი დევიდმა 9 წლის ასაკში შექმნა და მის მიერ აწყობიი ყოველი მომდევნო მოდელი წინამორბედთან შედარებით გაცილებით უფრო დახვეწილი იყო.

„ბავშვობაში ჩემი განსვავებულობის გამო ძალიან განვიცდიდი. მინდოდა, ერთ დღეს სარკეში ჩემი თავი ისეთი დამენახა, როგორიც სხვა ბიჭები იყვნენ – ორი ხელით. ოცნების ასრულებაზე ფიქრი არასოდეს შემიწყვიტავს,“ აცხადებს დევიდი.

დევიდ აგუილამ წითელი და ყვითელი ლეგოს კუბიკებით აწყობილ მკლავი იდაყვის სახსარს მიაბა. ხელოვნური მკლავის მოხრა შესაძლებელია მასში მოთავსებული ელექტრო ძრავის საშუალებით.

YouTube-ის არხზე ატვირთულ პრეზენტაციაში აღნიშნულია, რომ დევიდის მიზანი იყო ეჩვენებინა, რომ შეუძლებელი არაფერია და შეზღუდული უნარები მათ ვერ შეაჩერებთ.

Reuters

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოა

19 წლის ახალგაზრდამ საკუთარი მკლავი ლეგოს კუბიკებით ააწყო

19 წლის დევიდ აგუილამ ლეგოს კუბიკებისგან ხელის რობოტული პროტეზი აიწყო. დევიდი უიშვიათესი გენეტიკური დაავადების გამო მარჯვენა წინამხრის გარეშე დაიბადა.

ის ესპანეთის Universitat Internacional de Catalunya უნივერსიტეტში ბიოინჟნერიის ფაკულტეტზე სწავლობს. დევიდი პროტეზის მეოთხე მოდელს უკვე იყენებს და ოცნებობს, შექმნას რობოტული კიდურები მათთვის, ვისაც ეს ესაჭიროება.

საყვარელი სათამაშო ლეგოსგან პირველი ხელოვნური მკლავი დევიდმა 9 წლის ასაკში შექმნა და მის მიერ აწყობიი ყოველი მომდევნო მოდელი წინამორბედთან შედარებით გაცილებით უფრო დახვეწილი იყო.

„ბავშვობაში ჩემი განსვავებულობის გამო ძალიან განვიცდიდი. მინდოდა, ერთ დღეს სარკეში ჩემი თავი ისეთი დამენახა, როგორიც სხვა ბიჭები იყვნენ – ორი ხელით. ოცნების ასრულებაზე ფიქრი არასოდეს შემიწყვიტავს,“ აცხადებს დევიდი.

დევიდ აგუილამ წითელი და ყვითელი ლეგოს კუბიკებით აწყობილ მკლავი იდაყვის სახსარს მიაბა. ხელოვნური მკლავის მოხრა შესაძლებელია მასში მოთავსებული ელექტრო ძრავის საშუალებით.

YouTube-ის არხზე ატვირთულ პრეზენტაციაში აღნიშნულია, რომ დევიდის მიზანი იყო ეჩვენებინა, რომ შეუძლებელი არაფერია და შეზღუდული უნარები მათ ვერ შეაჩერებთ.

Reuters

სრულად ნახვა
განათლებაეს საინტერესოაისტორიაკულტურამსოფლიოფილოსოფია

ჯერომ სელინჯერის უცნობი ნაშრომები გამოქვეყნდება

ჯერომ სელინჯერის შვილი ბრიტანულ “გარდიანთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ მწერილის საკმაოდ ბევრი ნამუშევარი არსებობს, რომელიც საზოგადოებისათვის ცნობილი არ არის.

მწერლის შვილი მეტ სლინჯერი ამბობს, რომ ის და ჯერომ სელინჯერის ქვრივი მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ამ ნამუშევრებს გამოაქვეყნებენ. მისი თქმით, ნაშრომები ჯერ გამოსაქვეყნებლად მზად არ არის.

ჯერომ სლინჯერი ცნობილი ამერიკელი მწერალია, რომელმაც სახელი გაითქვა ნაწარმოებით: თამაში ჭვავის ყანაში. სელინჯერი 2010 წელს გარდაიცვალა. ის დიდი ხნის განმავლობაში მედიასთან არ კონტაქტობდა, თუმცა მწერლის ფანები ფიქრობდნენ, რომ სელინჯერი ამ ხნის განმავლობაში წერას აგრძელებდა.

მისმა შვილმა “გარდიანთან” ინტერვიუში ეს ფაქტი დაადასტურა და თქვა, რომ ეს ნაშრომები გამოქვეყნდება.

სელინჯერმა წიგნი ბოლოჯერ 1963 წელს, ხოლო მოთხრობა 1965 წელს გამოაქვეყნა. 1980 წელს ბოლოჯერ მისცა ინტერვიუ. მისი რადიკალიზმი მკითხველებსა და ლიტერატორებს არასდროს უქრობდა ეჭვს იმის შესახებ, რომ სელინჯერი წერდა და თანაც ბევრს. მოსაზრებებს მითქმა–მოთქმები ამყარებდა: 1999 წელს სელინჯერის ნიუ ჰემფშირელმა მეზობელმა ჯერი ბარტმა განაცხადა, რომ წლების წინ ავტორმა მას 15–მდე გამოუქვეყნებელი წიგნის არსებობის შესახებ ამცნო, რომლებსაც საგულდაგულოდ სახლში ინახავდა. მსგავსი განცხადება სელინჯერის ყოფილმა მეგობარმა ქალმა, ჯოის მეინარდმაც გააკეთა. მეინარდი ამბობდა, რომ მწერალი ყოველდღიურდ წერდა და სულ მცირე ორი რომანი მაინც ექნება შეთხზული.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაფრაზები

“შენ საკმარისზე მეტი ხარ” — მიშელ ობამამ თავის ახალგაზრდა ვერსიას ემოციური წერილი მისწერა

ძალიან რთულია სრულყოფილი ადამიანის წარმოდგენა, მაგრამ როცა მიშელ ობამას უყურებ, რთულია ნაკლი აღმოაჩინო.

ალბათ გაგიკვირდებათ, როცა გაიგებთ, რომ ამერიკის ყოფილ პირველ ლედის ახალგაზრდობაში საკუთარი თავის მიმართ ეჭვები გააჩნდა.

სწორედ ამ ეჭვებსა და კითხვებს პასუხობს მიშელი წერილში, რომელიც ცოტა ხნის წინ, CBS-ის სატელევიზიო შოუს Note to Self-ს გაუზიარა. წერილი მის სტუდენტობისდროინდელ მე-ს ეძღვნება.

ძვირფასო მიშ,

შენ აქ ხარ, ჯინსის ჟაკეტითა და ნაწნავებით. შორს ჩიკაგოს სამხრეთ ნაწილში მდებარე პატარა ბინიდან. შენ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში ხარ. იღიმი და ასეც უნდა იყოს. ამისთვის ხომ ბევრი იშრომე. მაგრამ თუნდაც ახლა, მას შემდეგ რაც შენს მიზნებს მიაღწიე, კვლავ არ ხარ დარწმუნებული, იპოვე თუ არა შენი ადგილი და ვერ გაურბიხარ ერთ კითხვას: “საკმარისად კარგი ვარ?”

არც ისე ბევრი ახალგაზრდაა შენი მსგავსი. ზოგი კამპუსში ლიმუზინით მოვიდა. შენი ერთი კლასელი ფილმის ვარსკვლავია, მეორეზე კი ამბობენ, რომ პრინცესაა. ამავე დროს, შენ მამამ გაჩერებაზე საოჯახო სედანით ჩამოგსვა.

წლების შემდეგ გაიგებ, რომ სწავლის გადასახადის დასაფარად, შენს მშობლებს კრედიტის აღება მოუწიათ. თუმცა, მიშელ, ერთ დღესაც გააცნობიერებ, რომ მხოლოდ საკუთარ ნაკლოვანებებს ამჩნევ და არა იმ ყველაფერს, რაც შენმა თავმა გაჩუქა.

როცა იზრდებოდი, შენ სიყვარულით იყავი გარშემორტყმული და სოულსა და ჯაზს უსმენდი. მშობლები გასწავლიდნენ, რომ საკუთარი სიტყვა უნდა დაგეცვა, ადამიანებს კი პატივისცემით მოპყრობოდი. ისინი გაძლიერებდნენ, რომ შენი ხმა გეპოვა და მისი გამოყენება გესწავლა. ეს გაკვეთილები იმაზე უფრო ძვირფასია, ვიდრე ნებისმიერი მატერიალური რამ. ისინი მომავალში დაგეხმარებიან.

მამას უკანასკნელი გაკვეთილი მეტისმეტად ადრეული იყო. მან გასწავლა, რომ ცხოვრება ხანმოკლეა. ასე რომ, იცინე მასთან ერთად მანამ, სანამ ლოყები არ გეტკინება. დატკბი მისი ჩახუტებითა და თვალებში არსებული სითბოთი და სინაზით. მოვა დღე, როცა მისგან მხოლოდ ეს მოგონებები დაგრჩება. მისი დანაკლისი ქვასავით დაგეცემა. შენ საკუთარ თავსა და მომავალს თავიდან გადაიაზრებ, მაგრამ არ ინერვიულო, ამ დროს მარტო არ იქნები.

შენ გულის კარს გაუღებ მას, ვინც ისევე აღზარდეს, როგორც შენ. ის იდეალებით მოქმედებს და ეს იმედის მომცემია. ის კეთილი, ჩამოყალიბებული და ძალიან ჭკვიანია. ოჰ, და სიმპატიურიც. ალბათ ამას დააფასებ.

შენ აღმოაჩენ, რომ თურმე სანიმუშო ურთიერთობასაც სჭირდება მუშაობა და ეს ნორმალურია. სწორედ ეს აძლიერებს თქვენს პარტნიორობას.

თქვენ ერთად ორი სრულყოფილი პატარა გოგონა გეყოლებათ, რომლებიც იმხელა სიხარულით აგავსებენ, რომ ამის გააზრება ალბათ გაგიჭირდება. სირთულეებიც შეგხვდება, როგორიცაა ოჯახის, ქმრის აღმავალი კარიერისა და საკუთარ თავს შორის ბალანსის პოვნა. მოითმინე, შენ ამას შეძლებ. და როცა მიხვდები, რომ ამას მიაღწიე, თქვენ ოთხი უსასრულობაში გაიტყორცნებით.

იგრძნობ, რომ რისკის ქვეშაა ყველაფერი ის, რისთვისაც ასე ძლიერ იბრძოდი — სტაბილურობა, ბალანსი, საკუთარი თავის რწმენა. შენ ის ადამიანები დაგესხმებიან თავს, რომლებსაც არასდროს შეხვედრილხარ და რომლებიც შენზე საერთოდ არ ღელავენ. ისინი ეცდებიან ზიანი მოგაყენონ, იმისთვის, რომ სარგებელი მიიღონ. არ დადგე მათ სიმაღლეზე, იმის მიუხედავად, როგორი სასურველიც არ უნდა ჩანდეს ეს. გამაგრდი იმ ღირებულებებით, რომლებიც შენმა მშობლებმა მოგცეს.

შენი ოჯახი ისტორიას შექმნის, დაამსხვრევს ბარიერებს და ამერიკული ისტორიის წარმოსახვას კიდევ უფრო გაამდიდრებს. შენ შეხვდები რომის ორ პაპსა და ინგლისის დედოფალს. ხალხი სტადიონებს გაავსებს, რომ შენი საუბარი მოისმინოს.

მარტივი გახდება იმის დაჯერება, როგორი განსაკუთრებული ხარ. უბრალოდ გახსოვდეს, რომ მილიონობით ადამიანია, ვინც შენს მსგავს პირობებში გაიზარდა, მაგრამ ამხელა აღიარება არ მიუღია. მიღებული სითბო მათ უკანვე დაუბრუნე.

გარშემო უამრავი შენი მსგავსია. შავკანიანი გოგოები და ყველანაირი უმცირესობები, მუშათა კლასის შვილები როგორც დიდი, ისე პატარა ქალაქებიდან. ადამიანები, რომლებსაც საკუთარ თავში ეჭვი ეპარებათ. რომლებმაც არ იციან, სადაა მათი ადგილი, მაგრამ სამყაროსთვის ძალიან ბევრი რამის შეთავაზება შეუძლიათ. გაუზიარე მათ შენი ისტორია, შენი სირთულეები, გამარჯვებები. ყველაფერი. აჩვენე მათ, რომ შიგნიდან იმაზე მეტი სილამაზე მოდის, ვიდრე მათ შეუძლიათ დაინახონ. სწორედ ასე უპასუხებ იმ კითხვას, რომელიც ყველგან დაგყვება. კითხვა, რომელიც ღამით არ გაძინებს.

შენ საკმარისზე მეტი ხარ, მიშ. შენ ყოველთვის იყავი და ყოველთვის იქნები და ერთი სული მაქვს, როდის დაინახავ ამას.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოამსოფლიო

როგორ აღადგინა ბრაზილიელმა ფოტოგრაფმა ტყე

ცნობილი ბრაზილიელი ფოტოგრაფი სებასტიაო სალჯადო 90-იან წლებში რუანდას გენოციდის შესახებ ინფორმაციის მოსაგროვებლად ამავე ქვეყანაში იმყოფებოდა. როდესაც ის ბრაზილიაში, მინას ჟერაისში, საკუთარ სახლში დაბრუნდა, მას მთელი ტყე, რომელიც ერთ დროს თავს იწონებდა ბიომრავალფეროვნებით, გამქრალი და გაუდაბურებული დახვდა. ფოტოგრაფი, რომელსაც საკუთარი მამული სტკიოდა, ამ ამბავმა დაამწუხრა და უბიძგა მისი შეცვლისკენ.

ერთ-ერთ ინტერვიუში სებასტიაო ამ ტერიტორიას “დაავადებულს” უწოდებდა, რომელზეც მხოლოდ ხეების 0.5 პროცენტი იყო დარჩენილი. ცხადია, გარემო პირობების მსგავსმა ცვლილებამ, ფაუნის გაქრობაც გამოიწვია. ტყის ხელახალი გაშენების იდეა ფოტოგრაფის მეუღლეს მოუვიდა.

მათ მალევე დაიწყეს ადამიანთა ჯგუფების მოკრება და საჭირო სახსრების მოკრება, დააარსეს ფონდიც, რომლიდან შემოსული თანხაც მთლიანად მოხმარდა ბიო პრობლემას.

ცოლ-ქმარმა პირველი ნერგი 1999 წელს დარგო და მას შემდეგ მუდმივ პროცესში არიან ჩართულნი. გამომდინარე იქიდან, რომ მათ მკაცრად ჰქონდათ განსაზღვრული მიზანი – აღედგინათ ამ ადგილის ძველი იერსახე, სალგადომ აუცილებლად მიიჩნია მხოლოდ ადგილობრივი მცენარეები დაეთესათ.

საბოლოოდ, ცოლ-ქმარმა, ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფის დახმარებით, 290 სახეობის ორ მილიონზე მეტი ხე დარგო.

შედეგად, ტერიტორიაზე დაბრუნდა: 172 ფრინველის სახეობა, რომელთაგან 6 ამჯერად გადაშენების საშიშროების წინაშე დგას; 33 სახეობის ძუძუმწოვარი; 15 სახეობის რეპტილია; 15 სახეობის ამფიბია და 293 სახეობის მცენარე.

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიო

ინსტაგრამის რეკორდსმენი კვერცხი ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე „ზრუნავს“

„ინსტაგრამის“ ყველაზე პოპულარული პოსტი- კვერცხის ფოტო სინამდვილეში ფსიქიკური ჯანმრთელობის ცნობიერების კამპანიის ნაწილია.

კვერცხი, რომელიც იუჯინის სახელწოდებითაა ცნობილი, „გადაჭარბებული ყურადღებისგან მიღებული სტრესის“ შედეგად გატყდა. გატეხილი კვერცხის ფოტოს გასწვრივ განთავსებული მესიჯი იმ ადამიანებს, რომლებიც იგივეს განიცდიან, რჩევას აძლევს : „თუ ზეწოლას განიცდით, ეწვიეთ ვებგვერდს – alkegg.info რათა გაიგოთ მეტი.”

ბმულს მომხმარებელი გადაჰყავს ვებ გვერდზე, სადაც სხვადასხვა ქვეყნის სიაა გამოქვეყნებული და ასევე ის სერვისები, რაც ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირებისთვის ამ ქვეყნებშია ხელმისაწვდომი.

არაფრით გამორჩეული კვერცხის ფოტო 52 მილიონმა მომხმარებელმა მოიწონა და ამ შედეგით გადაუსწრო კარდაშიანების ოჯახის წევრის, კაილი ჯენერისა და მისი შვილის ფოტოს, რომელსაც სოციალურ ქსელში 18 მილიონამდე მოწონება ჰქონდა.

კვერცხის ექაუნთი 29 წლის კრის გოდფრიმ შექმნა, რომელიც ლონდონში, სარეკლამო სააგენტო The & Partnership-ში მუშაობს.

ფოტო „ინსტაგრამზე“ 4 იანვარს აიტვირთა წარწერით: „მოდი, ერთად დავამყაროთ მსოფლიო რეკორდი და ვაქციოთ ეს პოსტი „ინსტაგრამის“ ყველაზე მეტად „მოწონებულ“ პოსტად. დავამარცხოთ კაილი ჯენერის რეკორდი“.

ამის საპასუხოდ კაილი ჯენერმა საკუთარ ანგარიშზე ვიდეო განათავსა, სადაც ის კვერცხს ცხელ ზედაპირზე ახლის.

კრის გოდფრი კი აცხადებს, რომ კვერცხს არ აქვს სქესი, რასა და რელიგია. ის უნივერსალურია და სწორედ ამ მიზეზის გამო, დღემდე არავის აგრესია გამოუწვევია.

აღსანიშნავია, რომ „რეკორდსმენი კვერცხის“  შემდეგ „ინსტაგრამზე“ ხინკლის ფოტო გამოჩნდა წარწერით: „თუკი კაილი ჯენერმა და კვერცხმა დააგროვეს მილიონობით მოწონება, ვერ დაამარცხებს მათ ხინკალი?“. პოსტი სოციალურ ქსელში 14 იანვარს, 14:00 საათისათვის აიტვირთა და ჯერ-ჯერობით ასი ათასამდე მოწონება აქვს.

წყარო :  BBC

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოასაქართველო

გინესის რეკორდსმენი- ანა ლომინაძემ  დარდანელის სრუტე გადაცურა 

ქართველმა მოცურავემ და რეკორდსმენმა, 19 წლის ანა ლომინაძემ მორიგი მსოფლიო რეკორდი დაამყარა – ბორკილებითა და ჯაჭვებით ხელფეხშეკრულმა სპორტსმენმა 25 მეტრიანი დისტანცია 21.76 წამში დაფარა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო საქართველოს რეკორდების ფედერაცია.
 
ანა ლომინაძის წარმატებამ მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების ყურადღება მიიქცია – რეკორდის ფოტო–ვიდეო მასალა Yahoo–მ, The Telegraph–მა დაReuters–მა გაავრცელეს. გარდა ამისა, ქართველი რეკორდსმენის შესახებ წერენ ბრიტანული, გერმანული, რუსული, ბერძნული, ესპანური, ბრაზილიური, ჩინური, პოლონური და ლიტვური საინფორმაციო სააგენტოები. 
 
სარეკორდო გაცურვა 3 აპრილს, თბილისში, დიღმის საცურაო აუზზე შესრულდა. ანა ლომინაძის მიზანი ხელფეხშეკრულ მდგომარეობაში (ბორკილითა და ჯაჭვით) 25–მეტრიანი მანძილის მინიმალურ დროში გაცურვა იყო. აღსანიშნავია, რომ ანა საკუთარი სურვილით, სპეციალურად გაირთულა მდგომარეობა და ხელები ბორკილებით ზურგსუკან შეიკრა, აგრეთვე, უარი განაცხადა წესებით გათვალისწინებულ პრივილეგიაზე, რომელიც წვივებს შორის ჯაჭვით, 50–სანტიმეტრიან დაშორებას ითვალისწინებდა.
ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყო. რეკორდის დამყარების პროცესი საერთაშორისო წესებით მოქმედი მსაჯთა კომისიის მეთვალყურეობით მიმდინარეობდა. სასტარტო სიგნალის შემდეგ შებოჭილი მოცურავე აუზში გადაეშვა და დისტანცია უმოკლეს დროში დაფარა. მსაჯების წამზომებზე სარეკორდო შედეგი – 21.76 წამი დაფიქსირდა.საქართველოს რეკორდების ფედერაციის წარმომადგენლებმა ადგილზე დაადასტურეს ლომინაძის წარმატება და მსოფლიო რეკორდის დამამტკიცებელი სერტიფიკატი გადასცეს.
„რეკორდის დამყარებაში სიცხე და ფეხის ტრავმა მიშლიდა ხელს, თუმცა ჩემი თავით კმაყოფილი ვარ. ამ შედეგის მისაღწევად ერთი თვის განმავლობაში ვემზადებოდი; დღეში ორჯერ, ფეხებზე მობმული 5–კილოგრამიანი სიმძიმეებით ვვარჯიშობდი. სამომავლოდ ვგეგმავ 3–კილომეტრიანი მარათონის გაცურვას ღია წყალში, ისევ ბორკილისა და ჯაჭვის თანხლებით“ – აღნიშნა ანა ლომინაძემ.
ფედერაციის პრეზიდენტის – დავით ბეგიაშვილის განცხადებით, ანა ლომინაძის შედეგები უახლოეს მომავალში რეკორდების მარეგისტრირებელ საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეგზავნებაანა ლომინაძისთვის ეს წარმატება პირველი არ ყოფილა: 2017 წლის 30 აგვისტოს, თურქეთში, 17 წლის გოგონამ ხელფეხშეკრულ მდგომარეობაში დარდანელის სრუტის 5.5–კილომეტრიანი მონაკვეთი შეუსვენებლად, 46.47 წუთში გადაცურა და პირველი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ამ შედეგით ანა ლომინაძემ არაერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. აგრეთვე, გახდა პირველი (და ჯერჯერობით ერთადერთი) ქართველი რეკორდსმენი, რომელიც პოპულარული ამერიკული გამოცემის – “რიფლეის დაუჯერებელი ფაქტების” 2014 წლის წიგნში მოხვდა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიო

კვლევა : დენისოვანები იმაზე მეტად განვითარებული იყვნენ, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ

მეცნიერებმა ციმბირის ერთ-ერთ გამოქვაბულში აღმოჩენილი ძვლის ფრაგმენტებისა და კბილების გამოსაკვლევად თანამედროვე ტექნიკა გამოიყენეს და ადამიანის ერთ-ერთი გადაშენებული სახეობის შესახებ საინტერესო აღმოჩენაც გააკეთეს.

ახლახანს ახალი კვლევა გამოაქვეყნდა, რომელიც დენისოვანის სახელწოდებით ცნობილი სახეობის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია და მიანიშნებს, რომ ისინი იმაზე უფრო განვითარებულები ყოფილა, ვიდრე აქამდე ეგონათ.

ამ სახეობის წარმომაგდენლის სამი კბილი და ხელის თითის ძვალი გახლავთ ის უმწირესი მასალა, რომელიც დღემდეა აღმოჩენილი. ახალგაზრდა გოგონა, რომლის დედა სავარაუდოდ ნეადერტალელი იყო, მამა კი – დენისოვენელი რუსეთში, ალთაის მთებში მდებარე დენისოვას მღვიმეში აღმოაჩინეს.

გამოქვაბულში აღმოჩენილ დნმ-ზე ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, დენისოვანები გამოქვაბულში დაახლოებით 200,000-50,000 წლის წინ ცხოვრობდნენ, ხოლო ნეადერტალელები -200,000 -80,000 წლის წინ. აღმოჩენილი ქვის იარაღები კი მიანიშნებს, რომ ერთ-ერთმა, ან ორივე სახეობამ, გამოქვაბული 300,000 წლის წინ დაიკავა.

რაც შეეხება გოგონას, რომელსაც ზედმეტსახელად „დენი“ უწოდეს და რომლის ძვლის ფრაგმენტიც დენისოვას გამოქვაბულში აღმოაჩინეს, ახალი კვლევის თანახმად ის დაახლოებით 100,000 წლის წინ ცხოვრობდა.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ცხოველების კბილებითა და ძვლებით მიერ დამზადებული სამკაულები, დაახლოებით 43,000-49,000 წლის წინანდელია და დენისოვანებს ეკუთვნით, ეს კი მათ ინტელექტუალურ განვითარებაზე მიანიშნებს.

„ტრადიციულად, ეს ნივთები დასავლეთ ევროპაში ადამიანის სახეობის გავრცელებასთანაა დაკავშირებული, თუმცა ამ კონკრეტულ გამოქვაბულში აღმოჩენილი ნაკეთობების ავტორი შესაძლოა დენისოვანები იყვნენ, ვინაიდან არ არსებობს ამ გამოქვაბულში თანამედროვე ადამიანის წინაპრის – ჰომო საპიენის ყოფნის მტკიცებულება. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ დენისოვანები გაცილებით უფრო განვითარებულები ყოფილან, ვიდრე აქამდე მივიჩნევდით,“ განაცხადა მაქს პლანკის ინსტიტუტის ადამიანის ისტორიის მეცნიერების არექოლოგიურმა მეცნიერმა კატერინა დუკმა.

კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეს საინტერესოა

წყალი დედამიწაზე უფრო დიდი ხნისაა, ვიდრე მზის სისტემა

გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ დედამიწაზე არსებული წყლის 50% მზის სისტემაზე ძველია. აღმოჩნდა, რომ კოსმოსური ყინული უფრო ადრე ჩამოყალიბდა, ვიდრე კოსმოსური მტვრის ღრუბელი.

მზის სისტემა წარმოიშვა კოსმოსური მტვრის ღრუბლისგან, მაგრამ წყალბადს და ჟანგბადს ჩვეულებრივ შეეძლო წარმოექმნა წყალი. როდესაც მზე სრულად ჩამოყალიბდა და რადიაციის გამოყოფა დაიწყო, მან გაყარა მზის სისტემაში მოთავსებული წყალი მზის სისტემის კიდეებში კომეტების ორბიტაზე. დედამიწაზე არსებული ოკეანეები არის სწორედ ამ ყინულით და წყლით გაჯერებული კომეტების და ვულკანების გავლენის შედეგი, ეს ხდება მზის სისტემის ახალი სიცოცხლის დაწყების პერიოდში. როგორც მეცნიერები ამბობენ, თეორია ნაწილობრივ მართალია.

წყარო: Harvard business review

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 55 56 57 58 59 98
Page 57 of 98