close

ეს საინტერესოა

ეს საინტერესოამანქანათმშენებლობამსოფლიო

პირველი წყალბადზე მომუშავე მატარებელი მსოფლიოში

წყალბადის საწვავი საკმაოდ კარგი საშუალებაა სხვადასხვა მანქანისა თუ მატარებლისთვის, რადგან იგი არ აბინძურებს გარემოს და ასევე სხვა საწვავთან შედარებით საგრძნობლად იაფია.

არსებობდა მანქანები, რომლებიც წყალბადის მეშვეობით გადაადგილდებოდნენ, მაგრამ გერმანიაში შექმნეს მსოფლიოში პირველი მატარებელი, რომელიც წყალბადით ივლის, მას შეუძლია ერთი სავსე ავზით 1000 კილომეტრი გაიაროს და მიაღწიოს 140 კმ/სთ სიჩქარეს.

შემქმნელები ამბობენ, რომ ჰიდროგენისა(წყალბადი) და ოქსიგენის(ჟანგბადი) კომბინაციის დროს ვიღებთ წყალს, რაც გვაძლევს შედეგს, რომ გარემოს დაბინურება და ხმაური მინიმუმამდე დავიყვანოთ. ასევე მათ განაცხადეს, რომ თუ ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს ახალი მატარებლები მათი მასიური გამოშვებაც დაიწყება.

წყარო : Sciencealert.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგიაეს საინტერესოამსოფლიო

გიგანტურმა, 1000-მეტრიანმა ობობების ქსელმა ტბა დაფარა

ჩრდილოეთ საბერძნეთში მდებარე ტბა ვისტონიდა საშინელებათა ფილმის სცენას დაემსგავსა. უამრავმა ობობამ ტბის ზედაპირზე უზარმაზარი- 1000 მეტრიანი ქსელი გააბა.
ტბის ფოტოებზე კარგად ჩანს თუ როგორაა დაფარული ტბის მიმდებარედ არსებული ბუჩქები, ღობეები და პატარა ხეები ობობების ქსელით.
ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს იშვიათი ფენომენი ასობით ათასმა ტეტრაგნატამ [ობობის სახეობა] გამოიწვია, რომელთა აღნიშნულ ტერიტორიაზე გამოჩენის ერთ-ერთი მიზეზი შემოდგომის სეზონისთვის არაბუნებრივად თბილი ამინდი გახდა. გარდა ამისა, ობობების რაოდენობის ზრდა კოღოების რაოდენობის ზრდამაც განაპირობა, რომლებსაც ობობები საკვებად იყენებენ.
ბიოლოგისტები აცხადებენ, რომ მოსალოდნელია ქსელის კიდევ უფრო მომატება, ვინაიდან უახლოეს მომავალში კიდევ ტემპერატურის ზრდაა მოსალოდნელი.
მსგავს შემთხვევას საბერძნეთში სექტემბერშიც ჰქონდა ადგილი, როცა რამდენიმე ასეულ მეტრიანმა ობობების ქსელმა აიტოლიკოში ლაგუნას მთელი აღმოსავლეთ მხარე დაფარა.
წყარო : independent.co.uk/news/
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგიაეს საინტერესოამსოფლიო

ბამბის ქსოვილი და ტანსაცმელი პლასტმასისგან

400 მილიონი ტონა პლასტმასი იწარმოება ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად, მხოლოდ 18 პროცენტი მუშავდება. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოს ეკონომიკის ფორუმმა განაცხადა – დაახლოებით, 8 მილიარდი კილოგრამი პლასტმასი იძირება ოკეანეში, რაც ყოველ წუთში თითო დიდ სატვირთო პლასტმასს ნიშნავს.

სხვადასხვა ამერიკულმა კომპანიამ, რომელიც წარმატებულია  მოდის სფეროში და სხვადასხვა ტანსაცმელს აწარმოებს, გადაწყვიტა, რომ ასეთი დიდი რაოდენობით პლასტმასს შეეძლო დიდი დახმარება გაეწია მათთვის და გადამუშავების შედეგად, მიიღეს ბამბის ქსოვილი.

ამგვარი CSR-ის ( კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა)  შედეგი არის ის, რომ ოკეანის დასუფთავებაც უფრო აქტუალური გახდა და, ასევე, ნაკლები კაპიტალი იხარჯება ბამბის ქსოვილის მოსაპოვებლად.

წყარო:Sciencealert.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიოსამართალიტექნოლოგიები

,,Apple-ი” ყოფილ თანამშრომელს პროექტის მოპარვაში ადანაშაულებს

ბოლო დროის ყველაზე პოპულარულმა და წარმატებულმა კომპანიამ „Apple-მა” მისი ყოფილი თანამშრომელი გასაიდუმლოებული პროექტის მოპარვაში დაადანაშაულა, პროექტი უპილოტო მანქანების წარმოებაზე იყო.

გავრცელებული ცნობებით, ჩინელი ინჟინერისიაოლან ჩჟანი 7 ივლისს სანხოსეს საერთაშორისო აეროპორტში, ჩინეთში გამგზავრებამდე დააკავეს. მან კომპანია მიმდინარე წლის აპრილში დატოვა იმ მოტივით, რომ აპირებდა მუშაობის გაგრძელებას გუანჩჟოუში, კომპანია ,,Xiaopeng Motors-ში”.

ამერიკულმა კომპანიამ კი ეჭვი მიიტანა მონაცემთა მოპარვაზე ქსელში მისი გაზრდილი აქტივობისა და გათავისუფლების შემდეგ, ოფისში გახშირებული ვიზიტების გამო. როგორც ამბობენ, შესაძლოა, მისი მოტივი ახალი კომპანიისთვის უკვე დამუშავებული პროექტის წარდგენაც კი ყოფილიყო.

 

წყარო:Bloomberg.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიორობოტექნიკატექნოლოგიები

რობოტების მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში 2020 წელს გაიმართება

მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში რობოტებს შორის 2020 წელს საფრანგეთის ქალაქ ბორდოში გაიმართება. ამის შესახებ სააგენტოფრანს პრესიწერს. როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, რობოტი ფეხბურთელების პრეზენტაცია ორმოცზე მეტ ქვეყანაში შედგება.

ქალაქი ბორდო შემთხვევით არ შერჩეულა, სწორედ იქ არის განლაგებული ბორდოს საინფორმაციო ლაბორატორია, სადაც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებითაც მიმდინარეობს მუშაობა. სწორედ იქ აწარმოეს საშუალო ზომის რობოტები სახელწოდებით ,,Rhoban-ი”, რომლის დახმარებითაც მოიპოვა ქალაქმა აღნიშნული ღონისძიების ჩატარების უფლება.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატზე საფრანგეთის სახელით სამი გუნდი წარდგება, ბორდოს გარდა, ასევე ჩაერთვებიან ვერსალის უნივერსიტეტისა და ლიონის გუნდებიც.

წყარო:Theguardian.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოასაქართველო

საქართველოში მთვარის დაბნელება 21 საათსა და 14 წუთზე დაიწყება

როგორც იცით, დღეს საუკუნის ყველაზე გრძელი მთვარის სრული დაბნელება იქნება – ის ერთი საათი და 43 წუთი გაგრძელდება. გასაგებად რომ განვმარტოთ – მთვარე დედამიწის ჩრდილში მოხვდება.

რაც შეეხება საქართველოს – აქ მთვარის დაბნელება 21 საათსა და 14 წუთზე დაიწყება და მაქსიმუმს დაახლოებით 00 საათსა და 21 წუთზე მიაღწევს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოაკვლევებიფიზიკა

პირველად მეცნიერების ისტორიაში – მეცნიერებმა აინშტაინის შავი ხვრელის თეორიის დამტკიცება შეძლეს!

მეცნიერებმა ირმის ნახტომში (Milky Way) ვარსკვლავზე დაკვირვება აწარმოეს და, პირველად მეცნიერების ისტორიაში – დაამტკიცეს აინშტაინის პროგნოზი იმის შესახებ, თუ რა ხდება, როცა ვარსკვლავი სუპერმასიურ შავ ხვრელს ახლოს ჩაუვლის.

აინშტაინის 100 წლის წინ ნაწინასწარმეტყველები ზოგადი ფარდობითობის თეორიის თანახმად, ძლიერ გრავიტაციულ ველში სინათლე მრუდდება ან განიცდის წითელ წანაცვლებას.

,,ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა შესაძლებლობა მოგვეცა, აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორია სუპერმასიურ ხვრელთან ახლოს შეგვემოწმებინა. იმ დროს აინშტაინი ვერც კი იოცნებებდა იმაზე, რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ,“ – განაცხადა მაქს პლანკის ინსტიტუტის (Max Planck Institute for Extraterrestrial Physics) მეცნიერმა- ფრენკ ეისენჰაუერმა.

,,European Southern Observatory-ის” მეცნიერებმა Very Large Telescope-ის გამოყენებით,  ირმის ნახტომის ცენტრალურ ნაწილზე დაკვირვება 26 წლის წინ დაიწყეს იმის დასადგენად, თუ როგორ მოძრაობდა ვარსკვლავი სუპერმასიურ შავ ხვრელთან მიახლოებისას.

შავი ხვრელი დედამიწისგან 26,000 სინათლის წლითაა დაშორებული და ის მზეზე 4 მილიონჯერ უფრო მასიურია. მეცნიერებმა დაკვირვებისთვის აარჩიეს ერთი ვარსკვლავი –  S2, რომელიც ორბიტის გარშემო ერთ შემოვლას 16 წელს ანდომებს. ასე რომ, მეცნიერებმა იცოდნენ, რომ ვარსკვლავი შავ ხვრელს 2018 წელს მიუახლოვდებოდა.

26 წლის მანძილზე მათი ინსტრუმენტების სიზუსტე გაუმჯობესდა და, შესაბამისად, 2018 წლის მაისში მათ ძალიან ზუსტი ზომების მიღება შეძლეს.

დაკვირვებამ აჩვენა, რომ ვარსკვლავის ორბიტალურმა სიჩქარემ საათში 25 მილიონ კილომეტრს გადააჭარბა, როცა ის შავ ხვრელს მიუახლოვდა.

ვარსკვლავის ტალღის სიგრძე გაიჭიმა, რადგან იგი ცდილობდა უზარმაზარი შავი ხვრელის გრავიტაციული ძალისგან თავის დაღწევას, რის გამოც მისი შეფერილობა ლურჯიდან წითლით შეიცვალა. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ შავი ხვრელის სხვა თეორიების დაკვირვებასაც მოახერხებენ.

,,ეს არის პირველი ნაბიჯი ხანგრძლივ გზაზე, რომელიც, იმედია, რომ მომავალშიც გაგრძელდება”, – განაცხადა მეცნიერთა აღნიშნული გუნდის ხელმძღვანელმა – რეინჰარდ გენზელმა.

 

წყარო: www.reuters.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოარობოტექნიკატექნოლოგიები

რობოტი, რომელიც მცენარეს გაზრდაში ეხმარება  

რობოტების მწარმოებელმა კომპანია ,,CEO of robotics“–მა შექმნა ახალი პატარა რობოტი, რომელსაც შეუძლია სახლის პირობებში იზრუნოს მცენარის გაზრდაზე. ახალი პროდუქტი ჰგავს კიბორჩხალას, მას აქვს ფეხები, მასზე ზემოდან თავსდება მცენარე. მისი ფასი 949 აშშ დოლარია.

გასულ წელს კომპანიამ გამოაქვეყნა სიახლე პროდუქტთან დაკავშირებით, მაგრამ  ,,Theverge”–ის სტატიის შემდეგ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგო მასზე.

პროდუქტის შემქმნელმა განაცხადა, რომ მან შეამჩნია, როგორ კვდებოდა მცენარე მის თვალწინ, არ იცოდა რა ესაჭიროებოდა- წყალი, თუ მზე, მაგრამ გადაწყვიტა, რომ თუ მცენარე რეგულარულად იმოძრავებდა მზესა და ჩრდილში, შესაძლოა, მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო, ასეც მოხდა, სწორედ ეს იყო მისთვის შთამაგონებელი, რომ შეექმნა ახალი პროდუქტი.

წყარო:  Theverge.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოარობოტექნიკა

,,ბოსტონ დინამიკსის” რობოტი სუფთა ჰაერზე ვარჯიშობს  

ყველას სჭირდება იმის ცოდნა, რომ სუფთა ჰაერი ნებისმიერი ქმნილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის – რობოტისთვისაც.

,,ბოსტონ დინამიკსმა” ატვირთა ვიდეო, სადაც მათი რობოტი, სახელად ,,ატლასი” ვარჯიშობს სუფთა ჰაერზე.

ბევრი საუბარი არ სჭირდება იმას, რომ ,,ბოსტონ დინამიკსის” რობოტები სულ უფრო და უფრო უკეთესები ხდებიან, მათთვის მცირდება დაბრკოლებები, რომელთა გადალახვაც არ შეუძლიათ. სენსორები, რომლებიც დამონტაჟებული აქვს რობოტს – ყველა მხრივ ეხმარება სხვადასხვა დავალების, მოძრაობის შესრულებაში.

 

წყარო:  Sciencealert.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოამანქანათმშენებლობატექნოლოგიებიტრანსპორტი

როგორი იქნება მფრინავი ტაქსები?

Rolls Royce-მა“ წარადგინა მფრინავი ტაქსის პროექტი.  როგორც კომპანიამ განაცხადა, მფრინავ ტაქსიში 5 ადამიანის მოთავსებაა შესაძლებელი. იგი გამორჩეული იქნება სისწრაფითა და გარედიზაინით, შესაძლოა, საქმე მსოფლიოს ყველაზე სასურველ ტრანსპორტთანაც კი გვქონდეს საქმე.

Rolls Royceეს არის ბრიტანული ავიაძრავების მწარმოებელი კომპანია, მას არანაირი შეხება არ აქვთ მანქანათმწარმოებელ კომპანიებთან.

მოსალოდნელია, რომ 2019 წელს უკვე ვიხილოთ ახალი პროდუქტი, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმ რეალობას, რომ სამყარო შეუჩერებლად მიიწევს წინ. რაც წარმოუდგენლად მიგვაჩნდა – ახლა უკვე რეალობად იქცა.

წყარო: Engadget.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 58 59 60 61 62 98
Page 60 of 98