close

ეს საინტერესოა

გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოამედიცინატექნოლოგიები

ინოვაციური თერმომეტრი ვერცხლისწყლის გარეშე

როგორც ცნობილია, კომპანია“Xiaomi“ უამრავი სახეობის მოწყობილობის წარმოებით არის დაკავებული. ამჯერად, კომპანიის პროდუქტების სიას თერმომეტრიც შეემატა.

სიახლის ფასი მხოლოდ 3 დოლარს შეადგენს. იგი არ შეიცავს ვერცხლისწყალს და მთლიანად ციფრულია. პროდუქტი დამზადებულია სამედიცინოდ სუფთა ნივთიერებებისგან და ყველა ეტაპზე მან მკაცრი კონტროლი გაიარა. შესაბამისად, ახალი თერმომეტრი ადამიანისთვის სრულიად უსაფრთხოა.
,,MI Digital Thermometer-ი”-ასე ჰქვია თერმომეტრს და ის 18.8-მილიმეტრიანი LCDეკრანით არის აღჭურვილი, რომელზეც ტემპერატურის მაჩვენებელი გამოისახება. როგორც ჩანს, თერმომეტრი საკმაოდ მოსახერხებელია და საზოგადოებას აღარ დასჭირდება დამღლელი პროცედურები ტემპერატურის გასარკვევად.

 

წყარო: Theverge.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაგანათლებაეს საინტერესოასაქართველო

,,STEM სამზარეულო” – ქართველი ახალგაზრდების სამეცნიერო წიგნი კულინარიაზე

მალე ქართველ მკითხველს უპრეცედენტო  „STEM სამზარეულოს“ წიგნის გაცნობის საშუალება მიეცემა. წიგნი საკმაოდ საინტერესოა სტრუქტურა აქვს და მისი მთავარი პერსონაჟი – უცხოპლანეტელი ალი დედამიწაზე საკუთარი კვლევის შედეგებს გაგიზიარებთ, პერსონაჟი მეგზურობას გაგიწევთ მეცნიერების ტექნოლოგიების ინჟინერიისა და მათემატიკის საინტერესო სფეროებში. იმის შესახებ თუ კონკრეტულად რას გვპირდებიან საღამოს ორგანიზატორები, იდეის ერთ-ერთი ავტორი – თაკო ბასიაშვილი გვიამბობს.

-თაკო, დაწვრილებით გვიამბე რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს მკითხველს თქვენი წიგნისგან?

STEM სამზარეულო – არის წიგნი, რომელიც ახალგაზრდა მკითხველს მეცნიერულად გააცნობს სამზარეულოში ყოველდღიურად მიმდინარე პროცესებს. წიგნი ყველასთვის საყვარელი გემრიელი კერძების მზადებისას მიმდინარე მეცნიერულ პროცესებს საინტერესოდ ხსნის და ასევე, სახლის პირობებში სახალისო ექსპერიმენტების ჩატარებასაც ასწავლის მკითხველს. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექმნებათ იდუმალებით მოცული მეცნიერული სამყარო საკუთარი გამოცდილებით შეიცნონ და ცოდნის გაღრმავებასთან ერთად დრო სასიამოვნოდაც გაატარონ.

-ძირითადად რომელი ასაკობრივი სპექტრისთვის არის წიგნი განკუთვნილი?

-მე მივიჩნევ, რომ წიგნი საინტერესო იქნება ყველასთვის, განურჩევლად ასაკისა, რადგან აქ მკითხველი შეხვდება 20-ზე მეტ მეცნიერულად ახსნილ რეცეპტს, რომელთა შორისაც არის NASA-ს ასტრონავტის – ჰაიდი ფაიფერისა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის – ჯენერ ედელმანის საავტორო რეცეპტებიც. წიგნში შესულია 10 სახლის პირობებში მარტივად ჩასატარებელი ექსპერიმენტი, რომელიც თქვენ და თქვენს პატარებს საშუალებას მოგცემთ, საკუთარ თავში ნამდვილი მეცნიერი აღმოაჩინოთ.

-ვინ არიან წიგნის ავტორები და როგორ შეძელით იდეის პრაქტიკულად განხორციელება?

-წიგნის ავტორები გახლავთ დავით კეკენაძე და სოფიო დაფქვიაშვილი, ილუსტრატორი კი  – სალომე ხაზარაძე. ჩემთან ერთად, პროექტს ორგანიზებას უწევს ანა შალამბერიძე. მე და ანა სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტები ვართ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პროექტი ჩვენი უნივერსიტეტის მხარდაჭერით დაიწყო, მის ფინანსურ განხორციელებაში კი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო დაგვეხმარა.

-როდესაც პროექტზე მუშაობა დაიწყეთ, რა წარმოადგენდა თქვენს ძირითად მიზანს?

ჩვენი პროექტის მთავარი მიზანია სკოლის მოსწავლეებში გავზარდოთ ცნობიერება STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) სფეროების მიმართულებით და ადრეული ასაკიდან დავნერგოთ სკოლის მოსწავლეებში მეცნიერებისა და ტექნოლოგიური სფეროების მიმართ ინტერესი. სწორედ ამიტომ ხსნის წიგნი ახალგაზრდებისთვის მარტივად აღსაქმელ ყოველდღიურ სამზარეულო საქმიანობების უკან დამალულ მეცნიერულ მოვლენებს.

-სად შეუძლია მსურველს „STEM სამზარეულოს“ შეძენა?

-უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავ, რომ პროექტი განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დაფინანსებით და წიგნის პირველი გამოშვება უფასოდ დაურიგდებათ სკოლებს და მოსწავლეებს მთელი საქართველოს მაშტაბით. ასევე, პრეზენტაციაზე მოსული თითოეული მსმენელიც მიიღებს წიგნს საჩუქრად.

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

 

 

 

სრულად ნახვა
არქიტექტურა/დიზაინიეკოლოგიაეს საინტერესოამსოფლიო

კომპაქტური საცხოვრებელი, რომელიც ყველგან შეგიძლიათ ატაროთ

კომპანია „Nice Architect-მა“ ბრატისლავადან, შეიმუშავა ახალი პროექტი – ეკოსაცხოვრებელი, რომელსაც ეწოდება „Ecocapsule-ი“. ახალ საცხოვრებელ სახლებს წარმოადგენს კომპაქტური კაფსულები, რომლებიც მთლიანად ავტომატურია.

ის აღჭურვილია წვიმის წყლის შეგროვების სისტემითა და მზის პანელებით. კაფსულის შიდაფართობი 8 კვადრატული მეტრია. პროდუქტი  გათვლილი იქნება ტურისტებისთვის და მკვლევარებისთვის, დროებით საცხოვრებლად. ისინი ადვილად ტრანსპორტირებადია და შეიძლება დამონტაჟდეს ნებისმიერ ადგილას. კაფსულაში, არა მარტო ძილისთვის არის ადგილი, აგრეთვე, აქვე განთავსებულია: საპირფარეშო, შხაპი და სამზარეულოც კი. კაფსულის შიგნით ყოველთვის არის კომფორტული ტემპერატურა, რომელიც რეგულირდება საჰაერო კონდიციონერით. მსგავსი კაფსულები უკვე ხელმისაწვდომია და მისი ფასი შეადგენს 80, 000–ს ევროს.

 

წყარო: Sciencealert.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკომუნიკაციატექნოლოგიები

რამდენად მნიშვნელოვანია სმარტფონების ხშირი წმენდა?!

კველევების თანახმად, ტელეფონზე გაცილებით მეტი ბაქტერია გროვდება, ვიდრე თქვენთვის ცნობილ სხვა ანტისანიტარულ ადგილებში.

 „Apple-ის“ მწარმოებლები რეკომენდაციას იძლევიან პროდუქტი  გავწმინდით რბილი, გლუვი ზედაპირის მქონე ქსოვილით. ტელეფონის დეზინფიცირება კი შეიძლება ულტრაიისფერი გამოსხივების მქონე სპეციალური მოწყობილობით, ან უფრო მარტივი მეთოდით – სპირტში დასველებული ბამბის ტამპონით.

არც დამტენის პორტის გაწმენდა დაგავიწყდეთ. მასში შეიძლება დაგროვდეს ჯიბეში არსებული ნაგავი, რის გამოც შეიძლება კავშირის პრობლემა შეიქმნას.

წამყვანი კომპანიების მმართველებმა განაცხადეს, რომ მომხმარებელთა უმრავლესობა ცუდად უვლის შეძენილ პროდუქტს და, შესაბამისად, ხშირად უფუჭდებათ სმარტფონები.

 

წყარო: Theverge.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოატექნოლოგიები

ხელოვნური ინტელექტი კიდევ უფრო განვითარდა

მოლოდინის მიუხედავად, მძღოლების გარეშე მოძრავი  „სმარტმანქანებით“ ქუჩების გავსება ისევ გადაიდო. ავტომობილების უსაფრთხოება და წესრიგის სრულყოფა კვლავ სერიოზულ დაბრკოლებად რჩება.

სამაგიეროდ, ჩვენი სახლები გახდება გაცილებით უფრო გონიერი. წარმოიდგინეთ, რომ სახლიდან გასვლისას თავისით ჩაქრება შუქი, გამოირთვება კონდიცირება და გათბობა. სახლში შესვლისას, სახის ამომცნობი ტექნოლოგია გვიცნობს და არ ჩაირთვება სიგნალიზაცია, თავისით გაიღება კარი და აინთება შუქი.

ხალხმრავალ ადგილებში სახის ამომცნობი ტექნოლოგიების რაოდენობა გაიზრდება, რომელიც სამართალდამცველებს დაეხმარება.  გაჩნდება გაცილებით მეტი სენსორი, რომელიც ჰაერის, ნიადაგის, თუ მდინარის წყლის დაბინძურებას გააკონტროლებს.

წყარო: Hbr.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიო

ჩინეთი მთვარის ბნელი მხარის გამოკვლევას იწყებს

ჩინეთმა ორშაბათს კოსმოსში თანამგზავრი ,,Queqiao-ი” გაუშვა, რომლის მიზანი დედამიწასა და მთვარის დაგეგმილ გამოკვლევას შორის საკომუნიკაციო კავშირის დაყარებაა, რათა, საბოლოო ჯამში, ჩინელმა მეცნიერებმა მთვარის ე.წ. ბნელი მხარის შესწავლა მოახერხონ.
ჩინური სააგენტო ,,სინჰუა” ჩინეთის ნაციონალურ კოსმოსურ ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ თანამგზავრი რაკეტა ,,Long March-4C-ის” საშუალებით გადაიტანეს.
,,მისიის დაწყება ჩინეთისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს იმის გასაცნობიერებლად, თუ რას ნიშნავს, იყო პირველი ქვეყანა, რომელიც მთვარის უცნობი მხარის გამოკვლევას იწყებს,“ – განაცხადა პროექტის მენეჯერმა იანგ ლიჰუამ.
თანამგზავრი სახელად ,,Queqiao” – მაგფის ხიდი, დედამიწიდან დაახლოებით 455,000 კმ-ზე იმოძრავებს და გახდება იქ მოქმედი მსოფლიოს პირველი საკომუნიკაციო თანამგზავრი.
ჩინეთის მიზანია 2030 წლითვის მსოფლიოს ნომერ პირველ კოსმოსურ ძალად იქცეს. ქვეყანა მომავალი წლისთვის საკუთარი კოსმოსური სადგურის აშენებას აპირებს. ხელისუფლება ირწმუნება, რომ მათ მშვიდობიანი მიზნები ამოძრავებთ, თუმცა, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ჩინეთის კოსმოსში გააქტიურება მიზნად ისახავს ხელი შეუშალოს სხვა ქვეყნებს კრიზისის დროს კოსმოსის აქტივების გამოყენებაში.

 

წყარო: Reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიორელიგია და მეცნიერება

რომის პაპი ფრანცისი LGBTთემის წევრს: „ღმერთმა ასეთად შეგქმნა“

ხუან კარლოს კრუზი, რომელიც საეკლესიო პირისგან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა, აცხადებს, რომ რომის პაპთან შეხვედრისას, პაპმა მისი მხარდაჭერა შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „ღმერთმა ასეთად შეგქმნა, მას ისეთი უყვარხარ, როგორიც ხარ, მეც ისეთი მიყვარხარ, როგორიც ხარ და არ მაინტერესებს შენი ორიენტაცია. შენ ბედნიერი უნდა იყო იმით, ვინც ხარ“.

ვატიკანის  სპიკერი, გრეგ ბურკი არ პასუხობს ჟურნალისტების შეკითხვებს, თუ რამდენად შეესაბამება კრუზის განცხადება სიმართლეს.

მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკური ეკლესია ღიად უპირისპირდება ჰომოსექსუალობას და ჰეტეროსექსუალობის გარდა, სხვა სახის ორიენტაციას ცოდვად მიიჩნევს, რომის პაპი ფრანცისი აღნიშნული საკითხისადმი განსაკუთრებული ლოიალურობით გამოირჩევა.

ჯერ კიდევ 2013 წელს, გახმაურდა ფაქტი, რომის პაპის „ჰომოსექსუალობის ლობირების“  ვატიკანში, რაზედაც პაპ ფრანცისის პასუხი შემდეგი იყო: „ვინ ვარ მე, რომ ადამიანი განვსაჯო?“

ზოგიერთის შეხედულებით, რომის პაპის მსგავს დამოკიდებულებას ჰომოსექსუალიზმის მიმართ, შეუძლია გამოიწვიოს თავად კათოლიციზმის მოძღვრებაში ცვლილებები.   მაგალითდ, ჯეიმ მარტინი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც კათოლიკე LGBTსაზოგადოების ინტეგრაციისთვის და მათი დისკრიმინაციის წინააღმდეგ იბრძვის, ის გასულ წელს ვატიკანის კომუნიკაციების სამდივნოს კონსულტანტად დაინიშნა. თავის წიგნში, „ხიდის მშენებლობა“ ის ხალხს მოუწოდებს – „სექსუალურობაზე დამყარებული მორალისაგან“ თავი შეიკავონ.

წყარო: Theguardian

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ანალიტიკაასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიო

შორეულ გალაქტიკაში აღმოჩენილი ჟანგბადი ადრეული სამყაროს წარმოშობის თარიღს ადგენს

ჟანგბადის აღმოჩენის შემდეგ, ასტრონავტებმა დაადგინეს, რომ შორეულ გალაქტიკაში ვარსკვლავები დიდი აფეთქებიდან 250 მილიონ წელში ჩამოყალიბდნენ.

მეცნიერები MACS1149-JD1-ად წოდებულ გალაქტიკას დააკვირდნენ, რომელიც დიდი აფეთქებიდან, დაახლოებით, 550 მილიონი წლის შემდეგ არსებობდა და რომელმაც, დაახლოებით,  13.8 მილიარდი წლის წინ დასაბამი მისცა სამყაროს.

MACS1149-JD1-სგან გამოყოფილ სინათლეს დედამიწამდე მოსაღწევად 13.28 მილიარდი სინათლის წელი დასჭირდა. სინათლის წელი არის მანძილი (9,5 ტრილიონი კილომეტრი), რომელსაც  სინათლე 1 წელში გაივლის.

MACS1149-JD1-ზე ჟანგბადის აღმოჩენა ძალიან საყურადღებო ფაქტია. მისი არსებობა ადასტურებს, რომ თავდაპირველი სამყარო შედგებოდა ისეთი ელემენტებისგან, როგორიცაა – ჟანგბადი, ნახშირბადი და აზოტი, რომლებიც ვარსკვლავების შემადგენლობაშიც იყვნენ, ვარსკვლავები აფეთქებისა და დაღუპვის შემდეგ კი – ვარსკვლავთშორის სივრცეში გადაინაცვლეს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ გალაქტიკაში კიდევ უფრო ადრე წარმოშობილი ვარსკვლავები არსებობდნენ, რომლებიც შემდეგ დაიღუპნენ, ხოლო გალაქტიკა დიდი აფეთქებიდან 250 მილიონი წლის შემდეგ ჩამოყალიბდა.

,,ეს აღმოჩენა კიდევ უფრო გვაახლოვებს კოსმოსური ცისკრის გაჩენის თარიღთან,”- აცხადებს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ასტრონომი – ნიკოლას ლაპორტე, რომელიც ვარაუდობს, რომ პირველი ვარსკვლავები დიდი აფეთქებიდან 150 მილიონი წლის შემდეგ გაჩნდნენ.

მეცნიერებმა გალაქტიკის მანძილი ჩილეს ტელესკოპის საშუალებით დაადგინეს და  MACS1149-JD1-ის ადრეული ისტორიის რეკონსტრუქცია ინფრაწითელი, ორბიტაზე მოძრავი ტელესკოპების მეშვეობით განახორციელეს.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიოსაქართველო

კვლევა – ,,ქსოვილი საქართველოდან“ ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის პრიზით დაჯილდოვდა

2018 წლის 15 მაისს, ბრიუსელში, სამეცნიერო კლევითი პროექტი –  ,,ქსოვილი საქართველოდან“ გახდა კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი ჯილდოს, Europa Nostra–ს გამარჯვებული. ,,ქსოვილი საქართველოდან“  მასშტაბური და საინტერესო კვლევითი პროექტია, რომლის უმთავრესი მიზანი ქართული ქსოვილის ისტორიის კვლევა, ძველი ტრადიციების აღდგენა და თანამედროვე ყოფით ცხოვრებაში მათი დამკვიდრებაა. პროექტი, რომელმაც თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, გამორჩეული მეცნიერული დატვირთვა შეიძინა, განხორციელდა  ხელოვნების სასახლის მიერ, გიორგი ჩუბინაშვილის კვლევით ცენტრთან და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის შედეგად.

Europa Nostra გამარჯვებულები გამოვლინდნენ 4 ნომინაციაში – კონსერვაცია; კვლევა; განსაკუთრებული ღვაწლი; განათლება, სწავლება და ცნობიერების ამაღლება, სულ –  17 ქვეყნის 29 ლაურეატი.  ევროპის კულტურული მემკვიდრეობის წლის აღნიშვნის ფარგლებში, დამოუკიდებელმა ჟიურიმ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ პროექტებზე.

ტიბორ ნავრაჩიჩმა, ევროკომისარმა განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის და სპორტის საკითხებში განაცხადა:  ,კულტურული მემკვიდრეობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი აქტივია. ის აშენებს ხიდებს ხალხსა და საზოგადოებას შორის, ისევე
როგორც წარსულსა და მომავალს შორის”.

Europa Nostra–ს პრეზიდენტმა და ოპერის სახელგანთქმულმა მომღერალმა  პლასიდო დომინგომ განაცხადა:
 ,,თითოეული გამარჯვებული პროექტი პატივისცემასა დამხარდაჭერას იმსახურებს და ნათელი მაგალითია იმისა, რომ ჩვენიკულტურული მემკვიდრეობა გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვენიწარსულის ხსოვნა; ის აწმყოს შეცნობისა და მომავლისკენ სწრაფვისძირითადი რესურსია. სწორედ ამიტომ, უნდა ვაღიაროთ ჩვენისაერთო  კულტურული მემკვიდრეობა ევროპის მომავლისათვის!“ 

გამარაჯვებულების დაჯილდოვება შედგება სპეციალურ ცერემონიაზე 22 ივნისს, ბერლინის კონგრესის ცენტრში. ცერემონიას წარუძღვებიან მაესტრო პლასიდო დომინგო და ევროკომისარი ტიბორ ნავრაჩიჩი.

2002 წელს დაარსებული ეს პრიზი ხელს უწყობს კულტურული მემკვიდრეობის, როგორც ევროპის ეკონომიკის და საზოგადოების სტრატეგიული რესურსის როლის აღიარებას მემკვიდრეობის კონსერვაციის, კვლევის, მენეჯმენტის, განათლების და კომუნიკაციის სფეროს საუკეთესო მაგალითების აღიარებით და მათი დაჯილდოვებით.  პრიზის მხარდამჭერია ევროკავშირის პროგრამა ,,შემოქმედებითი ევროპა“ (Creative Europe), რომლის წევრი საქართველო 2015 გახდა.

2019 წლის ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის პრიზის საკონკურსო პირობებები გამოქვეყნდება 2018 წლის შემოდგომაზე შემდეგ ბმულზე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებისაქართველოსოციოლოგია

2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 3 394 000 იქნება

გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტის პროგნოზით (2018 Revision of World Urbanization Prospects), 2050 წელს საქართველოს მოსახლეობა 3 394 000  ადამიანამდე შემცირდება. 2016 წლის მონაცემებით, საქართველოში 3 719 000 ადამიანი ცხოვრობს. 

გაეროს პროგნოზით, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობის 2 483 000 ადამიანი ქალაქში იცხოვრებს, ხოლო 911 000 კი – სოფლად.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 66 67 68 69 70 98
Page 68 of 98