close

ეს საინტერესოა

განათლებაეს საინტერესოასაქართველო

17 წლის ლუკა ჯაფარიძე ბათუმიდან საერთაშორისო კოლეჯების კონკურსის გამარჯვებული გახდა

ლუკა ჯაფარიძე 17 წლის ახალგაზრდაა ბათუმიდან, რომელმაც სკოლა-ლიცეუმ ,,მასტერკლასში” სწავლის ბოლო ეტაპზე საერთაშორისო კოლეჯების ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა და დღეს განათლების მიღებას კოლეჯ UWC Dilijan-ში“ აგრძელებს, პარალელურად კი, არ არღვევს ტრადიციას და ბევრი საინტერესო აქტივობითაც გამოირჩევა, რომელთა შესახებაც თავად გვიამბობს.

-ლუკა, როგორ გაიგე მსოფლიოს გაერთიანებული კოლეჯების UWCკონკურსის შესახებ და რამდენად მოელოდი ამ წარმატებას?

-UWC–ის სომხეთის ფილიალის შესახებ რამდენიმე წლის წინ გავიგე, თუმცა მასზე დეტალური ინფორმაცია არ მქონდა და არც მიფიქრია კონკურსში მონაწილეობის მიღება. 2016 წლის სექტემბერში მეგობრებისგან მივიღე რჩევა, რომ ბედი მეცადა UWC–ის შესარჩევ პროგრამაში. შესარჩევი კონკურსი სამი ეტაპისგან შედგება და ბევრ ისეთ ეტაპს დეტალს მოიცავს, როგორიცაა ონლაინაპლიკაცია, ონლაინგასაუბრება და უშუალოდ ფინალურ ეტაპს. მოგატყუებთ, თუ გეტყვით, რომ 100%–ით ვიყავი დარწმუნებული  გამარჯვებაში, მაგრამ ზოგადად ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი.

-რა მიმართულებით გააგრძელე კოლეჯში სწავლა?

-UWC საქართველოს შემრჩევმა კომისიამ UWC Dilijan–ის კოლეჯისთვის შემარჩია, რომელიც 2014 წელს გაიხსნა ქალაქ დილიჟანში, სომხეთში. ამ კოლეჯში ყოველწლიურად იღებენ ქართველ მოსწავლეებს. აქ IB (International Baccalaureate) სისტემით ვსწავლობ, რომლის  IB-სტანდარტების მიხედვით, ექვს საგანს გავდივარ, ესენია – გლობალური პოლიტიკა, ინგლისური ენა და ლიტერატურა, გეოგრაფია, მათემატიკა, ბიოლოგია და ესპანური.

ჩვენს კოლეჯში გავლილი ორწლიანი კურსის შემდეგ სტუდენტი იღებს დიპლომს, რომელსაც 90–მდე ქვეყანა აღიარებს და მისი მეშვეობით იოლად შეგიძლია მოხვდე სხვადასხვა ქვეყნის მაღალი დონის უნივერსიტეტებში.

-გარდა სწავლისა, რა აქტივობებით ხარ დაკავებული?

-IB კურსისთვის ასევე მნიშნელოვანია სკოლის გარეაქტივობები და კოლეჯში ამის საკმაოდ დიდი არჩევანი გვაქვს. ჩემი გრაფიკი საკმაოდ დატვირთულია, რადგან გაკვეთილების გარდა სკოლის გარეაქტივობებში ვარ ჩართული. როგორიცაა – წყალბუთი, გაეროს მოდელირების კლუბი და ა.შ. სულ ცოტა ხნის წინ კოლეჯში მოვაწყვეთ სომხეთში პირველი საერთაშორისო გაეროს მოდელირება, სადაც მე საორგანიზაციო გუნდის წევრი ვიყავი. აქაური განათლების სისტემაში ძალიან მომწონს ის, რომ სწავლა უფრო მეტად კონცენტრირებულია ანალიტიკურ აზროვნებაზე და არა ფაქტობრივ ცოდნაზე.

-როგორც ვიცი, ყოველთვის აქტიური მოსწავლე იყავი, გვიამბე შენი გამოცდილების შესახებ.

-დიახ, საქართველოშიც საკმაოდ აქტიური მოსწავლე ვიყავი და ყოველთვის აქტიურად ვიყავი ჩართული სხვადასხვა აქტივობაში, იქნებოდა ეს სკოლაში თუ სკოლის გარეთ. მეექვსე და მეშვიდე კლასში კი, ორჯერ გავხდი მშვიდობის კორპუსის მიერ ორგანიზებულ კრეატიული წერის კონკურსის გამარჯვებული. 2015 წლის ზაფხულში აჭარის განათლების სამინისტროს ინიციატივით NASA-ს კოსმოსურ ბანაკში გავემგზავრე თურქეთში, ქალაქ იზმირში. ვიყავი სკოლის „რა?სად?როდის?“ კონკურსის გუნდის წევრი, ბოლო წლებში აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის სესიებში, ბევრი საერთაშორისო პროგრამაში მიმიღია მონაწილეობა და მოხალისეც ვიყავი სხვადასხვა ბანაკსა და ბათუმის ამერიკულ კუთხეში.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ რა გეგმები გაქვს?

-მაისში პირველ წელს ვასრულებ და კიდევ ერთი სასწავლო წელი მაქვს აქ დასამთავრებელი,  სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ჯერჯერობით არ ვარ ზუსტად ჩამოყალიბებული, მაგრამ  უმაღლესი განათლების მიღებას ევროპაში ან ამერიკაში ვაპირებ.

 

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოაკვლევები

მეცნიერები: ჩვენი გალაქტიკის ცენტრში ათეულობით შავი ხვრელია

 შავი ხვრელები ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მდებარეობენ. მკვლევარებმა განაცხადეს, რომ „ნასას“ ორბიტაზე მოძრავი ობსერვატორიის საშუალებით მათ „მილქი ვეის“ ცენტრში“ მდებარე სუპერმასიური შავი ხვრელის – Sagittarius A-ის მეზობლად ათეულობით შავი ხვრელი აღმოაჩინეს.  

შავ ხვრელებს, რომლებიც სხვადასხვა ზომის არიან, გრავიტაციის ისეთი ძალა აქვთ, რომ მათგან თავის დაღწევა შუქსაც კი არ შეუძლია. ამ დასკვნების მიხედვით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ Sagittarius A-დან დაახლოებით  3 სინათლის წლის დაშორებით 10,000-მდე შავი ხვრელი მდებარეობს.

Sagittarius A, რომელიც მზეზე დაახლოებით 4 მილიონჯერ მასიურია, დედამიწისგან დაახლოებით 26,000 ათასი სინათლის წლის დაშორებით მდებარეობს. სინათლის წელი არის მანძილი, რომლის გავლასაც სინათლე ერთ წელს ანდომებს – 9.5 ტრილიონი კილომეტრი.

ახლად აღმოჩენილი შავი ხვრელები, რომლებიც ვარსკვლავების კოლაფსის შედეგად წარმოიქმნება, იშვიათია, რომლებმაც დაიჭირეს და შეიერთეს გამავალი ვარსკვლავი, რის შედეგადაც ბინარული ვარსკვლავი წარმოიქმნა.

შავი ხვრელების იზოლაციაში პოვნა ძნელია, მაგრამ მათი აღმოჩენა ბინარული ვარსკვლავის რენტგენის გამოსახულების საშუალებით ხდება.

„შავი ხვრელების წარმოქმნა გალაქტიკის ცენტრიდან შორსაა შესაძლებელი. ისინი ვარსკვლავებთან გრავიტაციულად მოქმედებენ და კარგავენ ენერგიას. ენერგიის დაკარგვის შემდეგ გალაქტიკის ცენტრში იძირებიან და სუპერმასიური შავი ხვრელის გრავიტაციის მიერ შთაინთქმებიან. სუპერმასიური შავი ხვრელები წარმოიქმნებიან გალაქტიკების ფორმირების შემდეგ და ისინი კოლოსალურ ზომას აღწევენ დიდი რაოდენობის გაზის, მტვრისა და ვარსკვლავების შთანთქმის შემდეგ. მეცნიერები აცხადებენ, რომ შავი ხვრელი გალაქტიკის ცენტრში თავიდანვე რომც არ წარმოიქმნას, იმდენად დიდი ზომის ხდება, რომ საბოლოოდ იქ ეფლობა.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოარობოტექნიკა

რობოტი ვარჯიშის შედეგად მოქნილი გახდა?!

კომპანიები, რომლებიც ლიდერობენ რობოტექნოლოგიის სფეროში ყოველთვის ცდილობენ რაც შეიძლება ინოვაციური ნაბიჯები გადადგან და ხალხს დაანახვონ, თუ რამდენად დიდ სამუშაოს ასრულებენ ისინი განვითარებისთვის.
,,ბოსტონ დინამიქსის ჯგუფმა” კიდევ ერთი ახალი რობოტი შექმნა, Atlas-ი, გარეგნულად იგი, რა თქმა უნდა, ძალიან ჰგავს ადამიანს და ძალიან მოქნილია, მას შეუძლია ხტუნვა, ჰაერში დატრიალება. ალბათ გახსოვთ, რომ რამდენიმე თვის წინ ამავე კომპანიამ წარადგინა რობოტი, რომელიც ადამიანისთვის დამახასიათებელ ვარჯიშებს აკეთებდა, ახლა კი თითქოს ვარჯიშმა შედეგი გამოიღო და ბევრ ადამიანზე უკეთ, მოქნილად მოძრაობა შეუძლია ახალ პროდუქტს.

წყარო: Businessinsider
მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიგანათლებაეს საინტერესოამსოფლიოტექნოლოგიები

,,Microsoft-ის” ხელოვნური ინტელექტის შემსწავლელი კურსები

.,Microsoft-ი” ახლა უკვე გთავაზობთ ხელოვნური ინტელექტის შემსწავლელ კურსებს, რაც თქვენი CV–ისთვის ძალიან ხელსაყრელი იქნება.
უკვე ყველა  ტექნოლოგიურ კომპანიას ესაჭიროება ხელოვნური ინტელექტის მცოდნე სპეციალისტები. ,,მაიკროსოფტმა” გადაწყვიტა ეს პრობლემა რამენაირად მოეგვარებინა და შექმნა შემსწავლელი კურსები ტექნოლოგიის კიდევ უფრო სწრაფი განვითარებისთვის.
კურსი შედგება 10 ეტაპისგან, თითოეულს დაახლოებით 8–16 საათამდე სჭირდება ინტერნეტის საშუალებით შესასწავლად. კურსი მოიცავს კომპიუტერული ხედვის, საუბრის მოსმენის, სპეციფიური ენის დაუფლების და კიდევ მრავალი კარგი თვისების შესწავლას.
გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ყველა კომპანია რეკლამისთვის აკეთებს მსგავს ღონისძიებებს, მაგრამ მოსახლეობისთვის და ამ სფეროში დაინტერესებული პირებისთვის ძალიან ხელსაყრელია შეთავაზებული კურსის გავლა.

წყარო: Theverge.com
მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოა

რისთვის უნდა დავუსვათ საკუთარ თავს შეკითხვები მუდმივად?!

ადამიანის ფსიქოლოგია, ზოგადად, ძალიან საინტერესო რამაა, ყველასთვის აუცილებელი და გასათვალისწინებელი, შეკითხვები და მათი პასუხების ძიება დიდ გამოცდილებას შესძენს ადამიანს, გამოცდილების გარეშე კი ნებისმიერს გაუჭირდება ამ მეტად რთულ ცხოვრებაში საკუთარი თავის პოვნა.
ჩვენ მუდმივად უნდა ვეძებოთ სისუსტე საკუთარ თავში, რომ უკეთესები გავხდეთ, არავინაა უნაკლო და ვერც იქნება, მაგრამ უკეთესია ის ადამიანი, რომელიც დღითი დღე ვითარდება, არ უნდა დავკმაყოფილდეთ იმით რაც გვაქვს, თორემ შესაძლოა დავიკარგოთ გამოწვევებით სავსე სამყაროში.
,,Entrepreneur.com”–მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც გვირჩევენ, რომ საკუთარ თავს რაც შეიძლება მეტი კითხვა დავუსვათ, რათა სხვაგვარად შევხედოთ ჩვენს პრობლემებს, გავიაზროთ და ისეთი გადაჭრის ხერხები მოვიძიოთ, რომლებსაც აქამდე აზრადაც კი არ გავივლებდით.

წყარო: Entrepreneur.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოამსოფლიოტექნოლოგიები

ჭადრაკის სუპერვარსკვლავმა ვერ შეძლო ხელოვნური ინტელექტის დამარცხება

ჭადრაკი არ არის ადვილი თამაში, ადამიანური სტანდარტების გათვალისწინებით. მაგრამ ხელოვნური ინტელექტი, რასაც განუსაზღვრელი შესაძლებლობები აქვს, ხალხს კიდევ ერთხელ აკვირვებს და კომპანია „Google–ის“ პროდუქტი „AlphaZero” სულ რაღაც 4 საათში პროფესიონალურ დონეზე შეისწავლის მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე რთულ თამაშს.
მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი მოთამაშე, სტოქფიში, შეახვედრეს “AlphaZero–ს”, მან 100 თამაშიდან 25–ში გაიმარჯვა, როდესაც თეთრი ფიგურებით თამაშობდა ანუ პირველ სვლას აკეთებდა, ხოლო 3 მოიგო შავი ქვებით, დანარჩენი ყველა მატჩი ფრედ დასრულდა, ჭადრაკის სუპერვარსკვლავმა ვერ შეძლო ხელოვნური ინტელექტის დამარცხება.

წყარო: Sciencealert.com
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოატექნოლოგიები

ელემენტი, რომელიც 30 წამში დაიტენება

ბოლო დროს ნამდვილად აქტუალური გახდა ელემენტთან დაკავშირებული პრობლემები, ყველა კომპანია თავისებურად ცდილობს, რომ მოიფიქრონ რაიმე ისეთი, რაც გააადვილებს ელემენტის ენერგიის შევსებას. ყოველთვის არ ვართ ისეთ ადგილზე, რომ ელექტროენერგიასთან გვქონდეს შეხება, ამიტომ გამოიგონეს კვების ბლოკები, რომლებიც ჩვენი ტელეფონების ელემენტებს ამარაგებს გარკვეული რაოდენობის ენერგიით, მაგრამ ისინიც არ არის მთლად მოხერხებული.
გამოჩნდა ახალი საშუალება, რაც ელემენტს 30 წამში სრულყოფილად დატენის. კორეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტმა გამოიგონა ახალი მოწყობილობა, რომელიც ელექტრონების შეხების საშუალებით წამებში მოახერხებს თავის საქმის გაკეთებას, სასიხარულოა, რომ დამჯდარი ელემენტი უკვე აღარ იქნება ჩვენი პრობლემა.

წყარო: Sciencealert.com
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოასაქართველო

“NASA” და ,,SpaceX-ი” მარსზე გასაგზავნ ძაღლებს საქართველოშიც შეარჩევენ

“NASA” და ,,SpaceX-ი” მარსზე ადამიანებთან ერთად ძაღლების გაგზავნასაც აპირებს. როგორც ირკვევა, ძაღლებს NASA საქართველოდანაც შეარჩევს. ამის შესახებ ინფორმაციას ქართული ზოომაღაზიათა ქსელი „ზოომარტი“ ავრცელებს.

თითქმის 2-წლიანი კვლევის შემდეგ, უნიკალური კლიმატური პირობების გამო საქართველო მოხვდა იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, სადაც NASA და SpaceX კოსმოსური მისიისთვის ძაღლებს შეარჩევენ.

მისია ,,DogX 2019″ ითვალისწინებს კოსმონავტებთან ერთად პირველი შინაური ცხოველის უსაფრთხო გაფრენას პლანეტა მარსზე.

,,ზოომარტმა” NASA-სგან მიიღო პროგრამის ოფიციალური მასპინძლის აკრედიტაცია და ჩართული იქნება ცხოველის შერჩევის საორგანიზაციო საკითხებში 3-კაციან სამუშაო დელეგაციასთან ერთად: William E. Campbell (მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კინოლოგი), Dr. Laurie Coger (ცხოველების ფიზიოთერაპევტი) და Ann-Sofie Schreurs (პროგრამის კოორდინატორი).

ცხოველების შერჩევა დაიწყება 2018 წლის სექტემბრიდან დაიწყება. როგორც ,,ზოომარტში” აცხადებენ, უახლოეს პერიოდში გაიხსნება სპეციალური ქართულენოვანი ვებგვერდი, სადაც დაინტერესებული ადამიანები ამ მისიასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ.

,,ვიმედოვნებთ რომ ჩვენი ქვეყნისთვის მოხდება ისტორიული ფაქტი და მარსზე პირველი ცხოველი საქართველოს ბინადარი იქნება” – ამბობენ ზოომარტში.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინასაქართველო

საქართველოში თამბაქოზე ცნობიერების ამაღლებისთვის 378 ათასი ლარი დაიხარჯება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოსახლეობის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლებისთვის საინფორმაციო კამპანიას გეგმავს. ამის შესახებ on.ge წერს.

უწყებას ამ მომსახურებისთვის ტენდერი აქვს გამოცხადებული, რომელის სავარაუდო ღირებულება 378 ათასი ლარია. საგანმანათლებლო კამპანიის მიზანია:

საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების კამპანიით, თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების ხელშეწყობად გარემოს შექმნა;

მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლება თამბაქოს საკითხებზე, მათ შორის, კანონმდებლობის ძირითად პრინციპებსა და თამბაქოს, როგორც ჯანმრთელობის ქცევით რისკ-ფაქტორზე;

მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლება თამბაქოს მოხმარების აკრძალვის დანერგვის მხარდასაჭერად.

ყოველწლიურად საქართველოში თამბაქოს მოხმარების გამო 11 400 ადამიანი იღუპება.

2018 წლის 1 მაისიდან ძალაში შედის “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონი, რომლის მიხედვითაც თამბაქოს მოწევა, (ასევე, ელექტროსიგარეტის) სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში იკრძალება.

 

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოაკვლევები

,,ნასა“ მზის სისტემის მიღმა არსებული პლანეტების აღმოსაჩენად ახალ მისიას იწყებს

აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნული სააგენტო – ,,ნასა” 337 მილიონი დოლარის ღირებულების მისიის განხორციელებას იწყებს, რომლის ფარგლებში ახალ თანამგზავრს – Transiting Exoplanet Survey-ს (TESS) ორბიტაზე განათავსებს.
TESS-ი კოსმოსში კომპანია ,,SpaceX-ის” კოსმოსური ხომალდის Falcon 9-ის საშუალებით გადაიტანენ, რომელიც სტარტს 16 აპრილს ფლორიდაში მდებარე კაპე კანავერალის კონცხიდან აიღებს.
,,ნასა“ იმედოვნებს, რომ TESS-ი ათასობით ადრე უცნობ სამყაროს აღმოაჩენს. მეცნიერებო მიიჩნევენ, რომ ზოგიერთ ასეთ სამყაროში კლდოვანი ზედაპირებს ან ოკეანეები არსებობს და ისინი სიცოცხლის ევოლუციის ყველაზე პერსპექტიულ კანდიდატებად განიხილებიან.
ახალი კვლევა დაახლოებით 60 დღეს გაგრძელდება.
,,ნასას“ მიზანია TESS-მა გააგრძელოს წინამორბედის, კოსმოსური ტელესკოპის Kepler-ის მიერ განხორციელებული სამუშაო, რომლის მეშვეობით ეგზოპლანეტებზე დაკვირვება 2009 წლიდან მიმდინარეობს. მისია Kepler-ის ამოცანა დედამიწის მსგავსი პლანეტების აღმოჩენაა, რომლებზეც სიცოცხლის არსებობა არის შესაძლებელი. მისიის ფარგლებში სულ 1000 ეგზოპლანეტა იქნა შესწავლილი.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 73 74 75 76 77 98
Page 75 of 98