close

ეს საინტერესოა

ეს საინტერესოაფსიქოლოგია

რა გავლენას ახდენს ამინდი ხასიათზე?

უნდა გვახსოვდეს, რომ სამყარო ერთიანი სისტემაა, რომლის ნაწილები მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს. ერთი მათგანის ცვლილებაც კი მსგავს მოვლენებს იწვევს მეორის განვითარებაში. ადამიანი ამ სისტემის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ მისი ცხოვრება უშუალოდ უკავშირდება გარესამყაროს განვითარებასა და ცვლილებას.
ყველა ადამიანს ინდივიდუალური დამოკიდებულება აქვს ამინდთან, ზოგს მზე სიამოვნებს, ზოგს წვიმა, ეს ყველაფერი ფსიქოლოგიასთანაა დაკავშირებული, ადამიანი როგორ გრძნობს თავს პირადში, ჩამოყალიბებულია თუ არა იგი თავის გადაწყვეტილებებში, ეს ყველაფერი განაპირობებს ჩვენს რეაქციებს, ხასიათსა და სხვადასხვა დამოკიდებულებას.
საკმაოდ საინტერესოა, რომ მხოლოდ გარემო კი არ მოქმედებს ადამიანზე, არამედ ადამიანიც მოქმედებს გარემოზე – სასიკეთოდ ან საზიანოდ, და ამ ზემოქმედების შედეგი უკანვე უბრუნდება.

 

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიოტექნოლოგიები

,,Google Chrome-ი“ გამაღიზიანებელი რეკლამების გაუქმებას აპირებს

ბოლო დროს თუ დაუკვირდებით, ძალიან მომრავლდა ინტერნეტსივრცეში სხვადასხვა რეკლამა, რომლებიც უკვე გაღიზიანებას იწვევს საზოგადოების დიდ ნაწილში, ფსიქოლოგიურ ზეწოლადაც შეიძლება მივიჩნიოთ მსგავსი ქმედება.
გამაღიზიანებელ რეკლამებში იგულისხმება უინტერესო და გამოუსადეგარი ინფორმაციების სიმრავლე, როდესაც ადამიანი მცირე დროის განმავლობაში ხედავს ერთსა და იმავეს, მასში გაღიზიანებას იწვევს.
,,Google–ის” კომპანიამ გადაწყვიტა მკაცრად აეკრძალა უინტერესო რეკლამების განთავსება. მათ განაცხადეს, რომ იმისათვის, რომ რეკლამა მომხმარებლისთვის მისაღები იყოს საჭიროა სასიამოვნო, საინტერესო და ღირებული ინფორმაციით იყოს სავსე.

წყარო: Cnn.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკულტურამსოფლიო

პოეტ ვიქტორია კოლონას პორტრეტში მიქელანჯელოს ავტოპორტრეტი აღმოაჩინეს

ეს ნახატი დიდი ბრიტანეთის მუზეუმში ინახება, ავტოპორტრეტი დაშიფრულია და სპეციალისტების მტკიცებით, ის პოეტი ქალის კაბაშია ჩახატული.

ერთი შეხედვით, ამის აღქმა საკმაოდ რთულია. როგორც სპეციალისტები ამბობენ,  ავტოპორტრეტში რენესანსის ეპოქის იტალიელი მხატვარი ვიქტორია კოლონას პატივისცემის ნიშნად უკრავს თავს.

როგორც ცნობილია, მიქელანჯელოს ვიქტორია კოლონა უყვარდა და მას ლექსებიც მიუძღვნა.

სპეციალისტების ნაწილი მაინც საეჭვოდ უყურებს ამ აღმოჩენას.

 

წყარო:  Mirror

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოავიდეომსოფლიოტექნოლოგიები

პირველად ისტორიაში – ხელოვნურმა ინტელექტმა ანიმაციური ფილმი შექმნა

პირველად ისტორიაში – ხელოვნურმა ინტელექტმა ანიმაციური ფილმი შექმნა. „Fraktaal-ი“ – ეს არის სამეცნიერო ფატანსტიკის ჟანრის ფილმი, რომელიც მთლიანად კომპიუტერის მიერ არის გენერირებული. ჯულიუს ჰორსთუისმა ფილმზე კვირების განმავლობაში იმუშავა 3Dპროგრამული უზრუნველყოფით. 

როგორც ანიმატორი ამბობს, სურათი ხელოვნურმა ინტელექტმა თავად შექმნა. მას დაეზარა მისი კომპლექსური მათემატიკური ფრაქტალური გამოთვლა, ეს პროცესი ავტომატურ რეჟიმზე მიუშვა და მსგავსი შედეგი მიიღო:

წყარო:  Gizmodo 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკომუნიკაციამსოფლიოპოლიტიკატექნოლოგიები

ფეისბუკსკანდალი და ინტერნეტკამპანია #deletefacebook გრძელდება

,,ფეისბუკსა” და კომპანია ,,კემბრიჯ ანალიტიკას” (Cambridge Analytica) მილიონობით მომხმარებლის პერსონალური მონაცემების უკანონოდ, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ედავებიან.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2014 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა ალექსანდრ კოგანმა ,,ფეისბუქის” პლატფორმაზე აპლიკაცია „ეს არის შენი ციფრული ცხოვრება“ („This is you digital life“) შექმნა. აპლიკაცია მომხმარებლებს მათი პიროვნების ტიპის დასადგენად ტესტს სთავაზობდა. ტესტში დასმული იყო უამრავი შეკითხვა, პარალელურად კი აპლიკაცია ისეთ პერსონალურ მონაცემებზეც ითხოვდა წვდომას, როგორიცაა ადგილსამყოფელი, მოწონებული გვერდები, ინტერესები და სხვა. გარდა ამისა, მომხმარებელი აპლიკაციას ინფორმაციას აწვდიდა მისი ფეისბუკმეგობრების შესახებაც. კოგანის აპლიკაციით დაახლოებით, 300 ათასმა მომხმარებელმა ისარგებლა. მათ მიერ მეგობრებზე გაცემული ინფორმაციების ჩათვლით, საერთო ჯამში, 50 მილიონი ადამიანის მონაცემები შეგროვდა. არსებული ვერსიით, მოგვიანებით ეს მონაცემები „კემბრიჯ ანალიტიკამ“ იყიდა და დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენა – კერძოდ, შექმნა მომხმარებელთა ფსიქოლოგიური პორტრეტები, გაანალიზა ინფორმაცია და ამომრჩევლებზე მათზე მორგებული კამპანიით ზეგავლენა მოახდინა და ტრამპის გამარჯვება უზრუნველყო.
თავად Cambridge Analytica მომხდართან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.
მარკ ცუკერბერგმა აღიარა, რომ კომპანიამ შეცდომები დაუშვა. მან განაცხადა, რომ ,,ფეისბუკი” პასუხისმგებელია მომხმარებლის მონაცემების დაცვაზე. ცუკერბერგი ამტკიცებს, რომ მონაცემების „კემბრიჯ ანალიტიკას“ ხელში ჩავარდნის შესახებ არაფერი იცოდა, თუმცა, პასუხისმგებლობას იღებს იმ ზიანზე, რაც შესაძლოა მის მომხმარებლებს მიადგათ.
18 მარტს, მასაჩუსეტსის შტატის გენერალურმა პროკურორმა მარა ჰელეიმ ,,ფეისბუკისა” და კომპანია Cambridge Analytica-ს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. მსოფლიოს მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა რამდენიმე გამოძიება Cambridge Analytica-ს საქმიანობაზე.
ევროკომისარმა იუსტიციის საკითხებში ვერა იუროვამ განაცხადა, რომ სოციალურ ქსელ ,,ფეისბუკთან” მიმართებით მკაცრი ზომები გატარდება.
ევროკომისარმა შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით ,,ფეისბუქის” ხელმძღვანელობისგან ოფიციალური განცხადება მოითხოვა.
იუსტიციის საკითხებში ევროკომისარმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობამ და შესაბამისმა უწყებებმა ევროკავშირი დაარწმუნეს, რომ ამ სიტუაციას სერიოზულად განიხილავენ და საჭირო ზომების მომზადებაზე მუშაობენ. „ეს სკანდალი სიგნალი უნდა გახდეს ყველა ჩვენგანისთვის. თუ როგორ ვეპყრობით პირად მონაცემებს, ამას მასშტაბური შედეგები შეიძლება ჰქონდეს“, – დასძინა მან.
,,ფეისბუკის” ისტორიაში უდიდესმა კრიზისმა უკვე მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა კომპანიას – მისი ღირებულება 7 პროცენტით, 37 მილიარდით, შემცირდა. მომხდარს კი გამოიძიებენ როგორც ევროპაში, ისე – ამერიკის შეერთებულ შტატებში.
პერსონალური მონაცემების ბოროტად გამოყენების სკანდალს ონლაინ კამპანია #deletefacebook (წაშალე ფეისბუქი) მოჰყვა, რომელიც მარტის შუა რიცხვებში ,,ტვიტერზე” დაიწყო, როცა Whatsapp-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბრაიან ექტონმა აღნიშნული მოწოდების პოსტი გამოაქვეყნდა.
თუმცა, არის კი ,,ფეისბუკის” დატოვება ასეთი იოლი? ანგარიშის გაუქმებიდან 90 დღეა საჭირო, რომ მომხმარებლის მონაცემები სრულიად წაიშალოს საიტიდან. გარდა ამისა, ექსერტების ნაწილი აცხადებს, რომ არცთუ ისე იოლია, ამ 2,2 მილიარ მომხმარებლიანი სოციალური ქსელის ალტერნატივის პოვნა. რით შეიძლება ჩავანაცვლოთ ,,ფეისბუკი”? “ტვიტერით”? – ამ ზედმეტად საჯარო სოციალური ქსელით? “ინსტაგრამით?- რომელიც ,,ფეისბუკის” საკუთრებაა? Snapchat-ით?- შესაძლებელია, თუკი თქვენი ასაკი 25 წელს არ აღემატება.
აღსანიშნავია, ილონ მასკმა SpaceX-ისა და Tesla-ს Facebook გვერდები წაშალა. მასკმა თქვა, რომ მისი კომპანიების  ფეისბუქგვერდების არსებობის შესახებ არც კი იცოდა, სანამ ამის შესახებ Twitter-ზე არ უთხრეს. მასკს Twitter-ზევე მოუწოდეს, წაეშალა ვერიფიცირებული გვერდები. სანამ ამას გააკეთებდა, მან დაწერა: „რა არის ,,ფეისბუკი”?“.
ასე რომ, არსებობს ორი გამოსავალი : წავშალოთ „ფეისბუკი“ ან დავიცვათ თავი ჩვენი პერსონალური მონაცემების გამოყენებისგან. როგორ?
,,ფეისბუკზ”ე გავრცელებული ისეთი ე.წ. ქვიზები როგორიცაა, “გაიგე შენი IQ”, “როგორია შენი პიროვნება” ან ,,რომელ ცნობილ მსახიობს ჰგავხარ” ხშირ შემთხვევაში ჩვენს მონაცემებს იყენებენ. სწორედ ასეთივე ტესტი იყო Cambridge Analytica მიერ შემუშავებული ,,ეს არის შენი ციფრული ცხოვრებაც”.

ასეთ ,,ქვიზებს” მონაცემების შეგროვების უფლება, ,,ფეისბუკის” წესების მიხედვით, აქვთ, თუმცა ზოგიერთი მათგანი მომხმარებელს ამის შესახებ არ აფრთხილებს.
პერსონალური მონაცემების დასაცავად საჭიროა : შეხვიდეთ ფეისბუქზე და გახსნათ “აპლიკაციების პარამეტრები” (App. Settings)
თითოეული აპლიკაციის ქვეშ მოცემულია წაშლის ან რედაქტირების ფუნქცია, რაც საშუალებას მოგცემთ ან საერთოდ წაშალოთ აპლიკაცია, ან შეუზღუდოთ მათ თქვენს მონაცემებამდე წვდომა.

წყაროები: https://www.independent.co.uk ; https://www.theguardian.com ;  https://www.theverge.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოასაქართველოტექნოლოგიები

ტექნოპარკში ქალ მეწარმეთა კვირეული გაიმართება

29 მარტს, 11:00 საათზე ტექნოპარკში ღონისძიება – ,,ქალი და ინოვაცია” გაიმართება, რომლის ფარგლებშიც, მოწვეული იქნება ისრაელში სტარტაპეკოსისტემის შემქმნელი, აქსელერატორების გავლენიანი მასწავლებელი, ფემ-ტეკის (Female Technology) ექსპერტი – ტალ კატრანი.

ტალ კატრანს მეწარმე ქალთა მხარდამჭერ პროგრამებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვს, შემუშავებული აქვს სტარტაპერთა წარმატების მექანიზმი. იგი არის 10 საერთაშორისო აქსელერატორი პროგრამის დამფუძნებელი სხვადასხვა ქვეყანაში. ტალ კატრანი ასევე ეწევა ე.წ. Angel Investor-ის საქმიანობასაც.

,,ქალი და ინოვაცია” 2018 წლის 27-30 მარტს მე-4 ყოველწლიური კონფერენციის ,,ქალის როლი ეკონომიკურ ზრდასა და პოლიტიკის განვითარებაში” ფარგლებში იმართება.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია!

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებაეს საინტერესოასაქართველო

charte.ge-ს საშუალებით, სოცდაუცველი მოსწავლეები ინტერნეტს უფასოდ მიიღებენ

საგანმანათლებლო ფონდმა Educare Georgia-მ საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის ახალი პროექტი Charte.ge დაიწყო. პროექტი სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის ინტერნეტზე წვდომას გულისხმობს. ინფორმაციას Navigator-ი ავრცელებს.

charte.ge არის ონლაინპლატფორმა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაუფინანსოს ყოველთვიური ინტერნეტის გადასახადი და კომპიუტერი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს.

ამავე დროს, პროექტი ,,ჩართე“ ასწავლის ბავშვებს ინტერნეტის გამოყენებას განათლებისათვის და ხელშესახებს ხდის ქართული და უცხოენოვანი პლატფორმების გამოყენებას მომხმარებლისთვის. პროექტის მთავარი მიზანი განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

პროექტის მხარდაჭერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რომელიც საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანით, მიუთითებს სასურველ თანხას (რა ოდენობითაც სურს, რომ დაეხმაროს). ამასთან, მონაცემები ბანკის დაცულ სერვერებზე შეინახება.

Educare Georgia აქართულებს მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან და უფასო ონლაინსკოლას – ka.khanacademy.org-ს, რომელსაც 40 მილიონი მომხმარებელი ჰყავს მთელ მსოფლიოში და მსოფლიოს 30 ენაზე ითარგმნება. მათ შორის ქართულადაც. ამასთან, Educare Georgia-მ შექმნა ქართული Youtube-არხი Khan Academy Kartuli.

Khan Academy-ზე განთავსებულია ყველა ძირითად საგანში (მათ შორის კომპიუტერული პროგრამირება, ეკონომიკა, ხელოვნება და სხვა) მაღალი ხარისხის 6 500-მდე ვიდეოგაკვეთილი, 100 000-მდე პრაქტიკული სავარჯიშო და საკითხავი მასალა.

 

წყარო: imedinews

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიორობოტექნიკატექნოლოგიები

ხელოვნური ინტელექტი ადამიანს კიდევ უფრო ემსგავსება

გასული თვეების განმავლობაში ,,OpenAI-ი” ორიენტირებული იყო ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე, რომელიც სხვადასხვა აქტივობებს უფრო სწრაფად და ხარისხიანად ითვისებს.
მათ მანქანებს ახლა უკვე შეუძლიათ საკუთარი თავი ავარჯიშონ, ილაპარაკონ – კომპანიის სწავლების მეთოდის დამსახურებით.
ახლა ახალი ალგორითმი ხელოვნური ინტელექტის მქონე მანქანებს შესაძლებლობას აძლევს, დაემსგავსონ ადამიანს და თავიანთი დაშვებული შეცდომები დამოუკიდებლად გამოასწორონ.
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ხელოვნური ინტელექტის მქონე მანქანები ისევე აღიქვამენ შეცდომებსა და წარმატებას, როგორც ადამიანები და ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება მალე აღმოფხვრან პრობლემა და განვითარდნენ.

წყარო: Sciencealert.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიოტექნოლოგიები

10 საუკეთესო სმარტფონი 2018 წელს

ყოველ წელს ტექნოლოგიურ სფეროში ახალი ინოვაციები ინერგება და კომპანიები ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტად გააუმჯობესონ პროდუქტი, რათა მომხმარებელმა თავი კომფორტულად იგრძნოს.
ბაზარზე ლიდერობენ ის კომპანიები, რომლებმაც სახელი დიდი ხნის წინ გაითქვეს კარგი ხარისხით, ისინი საუკეთესონი გახდნენ, მაგალითად „Apple–სა“ და „Samsung–ს“ უკვე ჰყავს საკუთარი მომხმარებლები, რომლებიც სხვა კომპანიის პროდუქტს, შესაძლოა პრინციპულად არ მოიხმარს. დღესდღეობით არსებობს მონაცემებით უკეთესი სმარტფონები, ვიდრე iPhone X და Samsung Galaxy s9 არის, მაგრამ ხალხს მათ შესახებ არც კი აქვს სათანადო ინფორმაცია, ან მომხმარებლები არ მიიჩნევენ მისაღებად, რადგან უკვე არსებული დიდი კომპანიები მათ ჩრდილავენ და არ აძლევენ საშუალებას მსოფლიო ბაზარზე წარმატებას მიაღწიონ.
Sciencealert.com მა შემოგვთავაზა 10 საუკეთესო სმარტფონი 2018 წლისთვის:
1. Samsung Galaxy S9 Plus
2. Samsung Galaxy S9
3. Apple iPhone 8 Plus
4. Apple iPhone X
5. Apple iPhone 8
6. Google Pixel 2XL
7. Google Pixel 2
8. OnePlus 5T
9. Samsung Galaxy Note 8
10. Huawei Mate 10 Pro

წყარო: Sciencealert.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამანქანათმშენებლობასაქართველო

გიორგი ქვარიანი – წარმატებული ქართველი

საქართველოში შესაძლოა ძალიან ბევრმა არ იცოდეს, თუ ვინ არის გიორგი ქვარიანი და რითი გახდა იგი წლების წინ ცნობილი, მისი გამოგონება უდიდესი სენსაცია იყო არა მარტო ქართულ, არამედ უცხოურ ბაზარზეც.
წლების წინ ,,თეგეტა მოტორსის” სათავო ოფისში თვითნასწავლი  გიორგი ქვარიანის მიერ   შექმნილი, სრულიად განსხვავებული და შთამბეჭდავი დიზაინის მქონე ავტომობილის პრეზენტაცია გაიმართა. ქვარიანმა ავტომობილი საქართველოში შექმნა, რაც მანამდე და შემდგომაც არავის გაუკეთებია.
23 წლის გიორგი ქვარიანმა თავისი პროდუქტი მომხმარებელს სხვა კუთხითაც გააცნო, მან დაუმტკიცა მოსახლეობას, რომ მანქანა სისტემურად გამართული იყო და საქართველოს ფარგლებში ტურნე მოაწყო.

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 74 75 76 77 78 98
Page 76 of 98