close

ეს საინტერესოა

ეს საინტერესოატექნოლოგიები

გლობალური ინტერნეტის სატესტო თანამგზავრები ორბიტაზე გაუშვეს

 SpaceX-მა, გლობალური ინტერნეტის პროექტის ფარგლებში, ორბიტაზე 2 სატესტო თანამგზავრი გაუშვა. 

თავდაპირველად, თანამგზავრების გაშვება 17 და 21 თებერვალს იგეგმებოდა, თუმცა – ძლიერი ქარის გამო გადადეს.

სამი წლის წინ SpaceX-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა პროექტი წარადგინა, რომელიც კოსმოსში გლობალური ინტერნეტ თანამგზავრის გაშვებას გულისხმობს. თანამგზავრი 17 თებერვალს უნდა გაეშვათ, თუმცა გაფრენა ერთი დღით გადაიდო.

სასარგებლო დატვირთვის სახით, Falcon Heavy-მ ორბიტაზე ილან მასკის კუთვნილი ავტომობილი – Tesla Roadster-ი გაიყვანა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოაფსიქოლოგია

ინტროვერტული ადამიანები – მათი რაოდენობა და დახასიათება

ინტროვერტულობა ნიშნავს იყო ჩაფლული საკუთარ ფიქრებში, არ გაინტერესებდეს გარშემო მომხდარი, ძირითადად – ასეთ ადამიანებს უჭირთ  საზოგადოებასთან ურთიერთობა, ისინი ამჯობინებენ განცალკევებას და საკუთარ ფიქრებსა და მიზნებში ჩაფლობას.

,,Enterpreneur.com–მა” გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ ინტროვერტები საზოგადოების 50%-ს შეადგენენ, ისინი დასაფასებელი ლიდერები და ინოვატორებიც კი არიან. მიზეზი, თუ რატომ არიან უკეთესები ამა თუ იმ საქმეში, არის ის, რომ მათ ურჩევნიათ დამოუკიდებლად მუშაობა, მეტი ფიქრის დრო რჩებათ და, შესაბამისად, უფრო ინოვაციურები და კრეატიულებიც არიან.

ინტროვერტებისთვის მიუღებელია ჯგუფური სამუშაოები, არა იმიტომ, რომ არ შეუძლიათ, არამედ არაკომფორტულად გრძნობენ თავს, რაც ხელს უშლის მათ იყვნენ უფრო პროდუქტიულები.

 

წყარო: Entrepreneur.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოა

მსოფლიოს 5 მოწინავე აფროამერიკელი მილიარდელი 2018 წელს

ბილ გეითსი, ბაფეტი, ჯეფ ბეზოსი შესაძლოა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები არიან, მაგრამ არსებობენ სხვა მილიარდელებიც.
,,ფორბსის” ოფიციალური ცნობით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანებიდან მხოლოდ 1%-ია აფროამერიკელი.
საკმაოდ საინტერესო სტატისტიკაა. ,,ფორბსის” ვებსაიტმა მკითხველს შესთავაზა იმ 10 ყველაზე მდიდარი აფროამერიკელ ადამიანთა სია, რომლებიც 1%-ში შედიან:
1. ალიკო დანგოტე–$13.8 მილიარდი
2. მუჰამედ ალ–ამოუდი–$10.8 მილიარდი
3. მაიკ ადენუგა–$5.4 მილიარდი
4. რობერტ სმიტი–$4.4 მილიარდი
5. ოპრა უინფრი–$2.8 მილიარდი
6. იზაბელ დოს სანტოსი–$2.7 მილიარდი
7. პატრის მოტსეპი–$2.6 მილიარდი
8. მაიკლ ჯორდანი–$1.65 მილიარდი
9. ფოლორუნშო ალაკიჯა–$1.49 მილიარდი
10. მუჰამედ იბრაჰიმი–$1.18 მილიარდი

 

წყარო: Businessinsider.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმედიცინამსოფლიო

თაგვებში ალცჰაიმერის დაავადება წარმატებით დაამარცხეს

კვლევის შედეგები, რომელსაც მსოფლიო ელოდა – თაგვებში ალცჰაიმერის დაავადება მკვლევრებმა წარმატებით დაამარცხეს. მათ თაგვების თავის ტვინში ამილოიდის ფირფიტების უკუქცევა შეძლეს. სწორედ ეს ცილების შეჯგუფება არის, რომელიც  ალცჰაიმერის დაავადების მქონე პაციენტებში თანდათან კლავს ნეირონებს.

ექსპერიმენტის საფუძველზე, შემცირდა იმ ფირფიტების რაოდენობა, რომლებიც ტვინის უჯრედებს შორის კომუნიკაციას აუარესებს, გარდა ამისა – ცდის ობიექტებს  აღენიშნათ კოგნიტური გაუმჯობესება.

შედეგის მიღება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც მეცნიერებმა თანდათან დაშალეს ფერმენტი, რომელიც დიდ როლს თამაშობს BACE1-ის სახელით ცნობილი ფირფიტების წარმოქმნაში.  ეს ფირფიტები ალცჰაიმერის ეფეტქიანი მკურნალობის შესაძლებლობას იძლევა.  თაგვებს, რომლებსაც ეს ფერმენტი ნაკლებად ჰქონდათ,  გამოეხატებოდათ სასტიკი ნევროლოგიური დეფექტები. მას შემდეგ, რაც მისი წარმოქმნა შეაჩერეს, თაგვები დროთა განმავლობაში გამოჯანმრთელდნენ.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოასაქართველოტექნოლოგიები

რომელია საქართველოში ყველაზე რეიტინგული Youtubeარხები?

 ანალიტიკური საიტის, Socialblade-ის მონაცემებით, საქართველოში ყველაზე რეიტინგული ქართული არხების ათეულში გასართობი გვერდებია წარმოდგენილი. 

პირველ ადგილზე კი – ვიდეოების ნახვით (226 მილიონზე მეტი ნახვა), ბავშვთა გასართობი არხია – Emili TV.

გთავაზობთ სრულ სიას:

1. Emili TV – 226,399,081 ნახვა
2. GANGSTER MUSIC – 119,871,949
3. GugaTV – 141,086,119
4. BLACK TBILISI –  217,991,153
5. Take It Easy – 112,712,518
6. Ляльки Развивалки – 202,343,949
7. QeTi jiniuzashvili –  56,978,008
8. DailySounds –  85,514,919
9. ZA17 –  45,735,432
10. mohikan  – 40,543,898

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევები

მეცნიერებმა ვამპირი ღამურების გენეტიკური საიდუმლო ამოხსნეს

გაინტერესებთ, როგორ ცხოვრობენ ვამპირი ღამურები იმ კვების რეჟიმით, რომელიც მხოლოდ სისხლისგან შედგება? – პასუხი მარტივია. იმ გენების საშუალებით, რისი მატარებლებიც ეს ღამურები არიან.

მეცნიერებმა ვამპირი ღამურების გენომის სრული რუკა შექმნეს და აღმოაჩინეს, რომ ამ მფრინავ ძუძუმწოვრებს ბევრი ისეთი გენეტიკური მახასიათებელი აქვთ, რაც მას სისხლისგან წარმოშობილი პათოგენების მიმართ მიდრეკილს ქმნის.

მკვლევარებმა ვამპირ ღამურას (სამეცნიერო სახელი -Desmodus rotundus) გენომი იმ ღამურების გენომს შეადარეს, რომლებიც ნექტრით, ხილით, მწერებითა და ხორცით იკვებებიან.

ვამპირი ღამურების სამი სახეობა (cave-dweller, hairy-legged და white-winged) ერთადერთი ძუძუმწოვარი ცხოველები არიან, რომლებიც მხოლოდ სისხლით იკვებებიან.

მეცნიერებმა გამოავლინეს გენომის ელემენტები რომელიც ზრდის ღამურას იმუნურ რეაქციას და ვირუსულ დაცვას სისხლში არსებული პატოგენების გასამკლავებლად. მათ ასევე გამოავლინეს ვიტამინებისა და ცხიმების მეტაბოლოზმში არსებული გენები, რომელიც ღამურებს სისხლის რაციონის უნიკალურ კვების ასპექტებთან შეგუებაში ეხმარება.

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკულტურა

პიკასოს ნახატის საიდუმლო – რა აღმოაჩინეს მკვლევარებმა?

პაბლო პიკასოს ერთ-ერთი ნახატის საიდუმლოს დასადგენად, ამერიკელმა მკვლევარებმა, ნახატის სკანირება გამოიყენეს.

ფერწერის ქვეშ, რომელზეც ახლა  ქალია გამოსახული, გაირკვა რომ, ადრე ბარსელონას მთის პეიზაჟი იყო აღბეჭდილი.

თუ პიკასოს ნამუშევარს ჰორიზონტალურად შემოვატრიალებთ და სკანირებას მივმართავთ,  ჩვენს წინ კატალონიის ერთ-ერთი სოფლის პეიზაჟი გადაიშლება.

 

მასალა მოამზადა:  ციცი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

 

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიო

ცხვრის ემბრიონიდან ადამიანური უჯრედი განავითარეს

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა პირველად გაზარდეს ცხვრის ემბრიონი, რომლის შემცველობაში ადამიანის უჯრედები იყო. კვლევის შედეგები, ოსტინის სამეცნიერო კონფერენციაზე წარადგინეს. 

წყარო: https://imedinews.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიოსაქართველო

კვლევის შედეგი: რომელ ქვეყნებში ცოცხლობენ ყველაზე დიდხანს?

ქვეყნებში სიცოცხლისუნარიანობის  შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, როგორც მოსალოდნელია, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ყველაზე მაღალი იაპონიაშია – სადაც ადამიანები საშუალოდ 83.7 წელს ცხოვრობენ. 

მეორე ადგილზეა შვეიცარია, სადაც საშუალოდ 83.4 წელი ცოხლობენ.

საქართველოში სიცოცხლის ხანგრძლივობა, საშუალოდ, 72.7 წელია და ამ მაჩვენებლით მსოფლიოდ 283 ქვეყნიდან 95-ე ადგილს იკავებს.

რაც შეეხება ყველაზე ნაკლებსიცოცხლისუნარიან ქვეყნის მოსახლეობას – ეს სიერა ლეონეს მოსახლეობაა, სადაც  საშუალოდ 50 წელს ცხოვრობენ.

 

წყარო: Forbes.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიო

მეცნიერებმა ისრაელში ,,მარსზე” იმოგზაურეს

მეცნიერთა ექვსკაციანმა გუნდმა ისრაელში, ნეგევის უდაბნოში, მარსის საცხოვრებელი პირობების სიმულაცია მოაწყო და ოთხდღიანი ექსპერიმენტი ჩაატარა. ამის შესახებ ისრაელის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სამინისტრო იუწყება.

მონაწილეები იკვლევდნენ მარსის მომავალი მისიის სხვადასხვა ასპექტს, მათ შორის, თანამგზავრულ კომუნიკაციებს, იზოლაციის ფსიქოლოგიურ გავლენას, რადიაციულ გაზომვებსა და ნიადაგში სიცოცხლის ნიშნის ძებნას.

იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის ბირთვული ფიზიკის პროფესორი – გაი რონი აცხადებს, რომ პროექტი არა მხოლოდ მარსზე მომავალი მისიის ახალი მიდგომების მოძიებას ისახავს მიზნად, არამედ საზოგადოებრივი ინტერესის გაზრდასაც.

მისია D-Mars პირველია, რომელიც ისრაელში ქვეყნის კოსმოსურ სააგენტოსთან თანამშრომლობით განხორციელდა. ის ერთ-ერთია იმ მარსის სიმულაციის პროექტებს შორის, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხორციელდება.

წყარო: www.reuters.com

მასალა მოამზადა თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

 

 

 

სრულად ნახვა
1 79 80 81 82 83 98
Page 81 of 98