close

ეს საინტერესოა

დედამიწაეს საინტერესოასაქართველო

საქართველოს მხოლოდ რუხი წეროები ,,სწყალობს“

  წეროების გვარიდან საქართველოში გვხვდება მხოლოდ ერთი სახეობა – რუხი წერო და ისიც მიმოფრენის დროს.

რუხი წერო წონით 4-7 კგ-ია. იგი ველზე, ბუჩქნარში ან ჭაობიან ადგილებში ბუდობს. ბუდეს მშრალ ადგილზე ლერწმის ფოთლებისა და ღეროებისგან წნავს, რომელსაც შიგნიდან მშრალ, რბილ ბალახს ამოაფენს ხოლმე. დებს 2-3 კვერცხს. კრუხად დედალ მამალი მორიგეობით სხდებიან. გამოჩეკვას 29-31  დღე სჭირდება, მართვებს რამდენიმე დღე კვებავენ, შემდეგ კი თან დაჰყავთ და ერთად ნადირობენ.

წერო უმთავრესად მარცვლოვანი და სხვა მცენარეების თესლებით, ბალახეულით იკვებება. ეტანება ახალ აღმოცენებულ და ნორჩ ნაწილებს, ფესვებს, ნაირგვარ კენკრას. ჭანს მწერებს, მოლუსკებს.

წერო ფრთხილი და გონიერი ფრინველია. მეტწილად გუნდებად ცხოვრობენ. ერთად იკვებებიან და ერთად ისვენებენ. სძიანვთ ფეხზე მდგომთ, თავი ფრთის ქვეშ აქვთ ამოდებული. ამ დროს, გუნდს ერთ-ერთი წერო დარაჯობს და საფრთხის შემთხვევაში ყივის.

შემოდგომით წეროები ერთად იკრიბებიან, დიდ გუნდს ქმნიან და გადასაფრენად ემზადებიან. ჰაერში სამკუთხედად ლაგდებიან, გუნდს სათავეში ძველი, მოგზაურობაში გამოცდილი წერო უდგას.

წეროს ხორცი იჭმევა, თუმცა მასზე იშვიათად ნადირობენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეს საინტერესოამედიცინა

ალოე – სასარგებლო და მარტივად მოსავლელი მცენარე

  ალოე გვალვაგამძლე, მრავალწლიანი, ტროპიკული მცენარეა. იზრდება აფრიკასა და ინდოეთის ნახევარუდაბნოებში. ჩვენში გავრცელებულია პლანტაციისა და ოთახის დეკორატიული მცენარის სახით.

შეიცავს: ანტრაგლიკოზიდების ნარევს, ფისოვან ნივთიერებას, ვიტამინებს და ფიტონციდებს. ფიტონციდების შემცველობის გამო, ალოე სამკურნალო საშუალებაა და მართლაც შეუდარებელი გახლავთ გრიპის საწინააღმდეგოდ. იგი დიდ მოვლას არ ითხოვს და არც ზოგიერთი ოთახის ყვავილივით პრეტენზიულია. საკმაოდ ლამაზია შესახედავადაც. ასე რომ თუ ოთახის მცენარეების მოყვარული ხართ, შეგიძლიათ ერთი-ორი ქოთანი ალოესაც ,,დაუთმოთ’’.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეს საინტერესოა

ძაღლი უძველესი შინაური ცხოველია

ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რომ ძაღლი ჯერ კიდევ ქვის ხანის ადამიანებთან მეგობრობდა.  ეს უჭკვიანესი ცხოველი ადამიანმა თანდათანობით მოიშინაურა, რადგანაც შენიშნა, რომ იგი არა მარტო საკვების ნარჩენებს ეძებდა მისი საცხოვრებლის სიახლოვეს, არამედ ცხოველთა მიგნება-მონადირებაშიც მონაწილეობდა. როცა ადამიანი დარწმუნდა, რომ ძაღლს ძლიერი ყნოსვაც ჰქონდა, სმენაც და საკმაოდ ალღოიანად შეეძლო ნადირის დევნა, დიდხანს აღარ უფიქრია, რომ თავის ,,მეგობრად’’ გაეხადა.

ამჟამად მსოფლიოში 400-მდე ჯიშის სუფთა სისხლის ძაღლია. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა 14-დან 20-წლამდეა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეს საინტერესოა

რა უნდა იცოდეს მოყვარულმა მეთევზემ?

   ქარი და სიცივე ხელს უწყობს თებზის ანკესზე წამოგებას.

 მღვრიე წყალი ხელს უშლის წამოგებას, გამჭირვალე – პირიქით. ვიწრო მდინარის გაფართოებულ ადგილებში ჯობია თევზაობა, ფართო მდინარისა კი -ვიწრო ადგილებში.

მდინარეში თევზაობისას ისარგებლეთ ანკესის წყალს გაყოლების ხერხით. ამ დროს სატყუარა წყალს იმდენად მიაქვს, რომ მეთევზეს შეუძლია ლარის გამოქაჩვა. ტივტივა ისე უნდა დააყენოთ, რომ სატყუარა ოდნავ ეხებოდეს ფსკერს. ნემსკავზე ჭიაყელა წამოაგეთ კუდით.

თევზის მოზიდვის მიზნით, დაჭრილი ჭიაყელა აურიეთ თიხაში და 1-2 ბურთულა გადააგდეთ წყალში, წყალი მათ დაშლის და საკვები თევზს შეუმჩნეველი არ დარჩება.

ქაშაყი ეტანება წვრილად დაჭრილ ხახვთან არეულ ცომის სატყუარას.

კობრის დასაჭერად საუკეთესოა კაპტონი.

წყალში თქაფუნი და წრეები გვამცნობს თევზის თავმოყრის ადგილს.

გახსოვდეთ!- თევზი გაურბის თამბაქოს სუნს, რომელიც სატყუარას გაკეთებისას თითებით გადაეცემა ანკესს.

კალმახს ზუთხის ქვირითი ,,მოსწონს’’. ნემსკავზე აგებენ 2-3 ცალ მარცვალს და აგდებენ წყალში. ელვასავით სწრაფი კალმახი ,,ასწრებს’’ ჩქარ მდინარეში ჩაგდებულ სატყუარას.

განათლებაეს საინტერესოამსოფლიო

ქალი, რომელმაც დოქტორის ხარისხი 90 წლის ასაკში დაიცვა

90 წლის ასაკში კოლიტ ბაურლერმა ფრანკოს (Université de Franche-Comté) უნივერსიტეტის გეოგრაფიის  დოქტორანტურის  ხარისხი დაიცვა.

დისტერტაცია ემიგრაციას ეხება –   მან თავდაპირველად  30 წლის წინ საფრანგეთში მყოფი ემიგრანტების მდგომარეობა შეისწავლა, ძირითადად, ალჟირელების, იტალიელებისა და პორტუგალიელების და პარალელები დღევანდელ ევროპულ მიგრანტულ კრიზისზე გაავლო.

ამდენწლიანი მუშაობის შემდეგ კი –  უმაღლესი საგანმანათლებლო ხარისხი დაიმსახურა. დისერტაცია 400-გვერდიანია და 90 წლის ქალბატონმა ის საკუთარი ხელით დაწერა.  როგორც უნივერსიტეტის ვიცეპრეზიდენტი იხსენებს, ქალბატონი კოლიტი ორი საათის განმავლობაში უხსნიდა აკადემიურ საბჭოს თავისი მუშაობისა და კვლევის მნიშვნელობას. გასაუბრების დამთავრების შემდეგ 90 წლის ქალბატონი ძალიან კმაყოფილი გამოვიდა და აღნიშნა, რომ თავს ძალიან ენერგიულად გრძნობდა.

ახლა ქალბატონი კოლიტი დამსახურებულ დასვენებას გეგმავს.

მასალა მოამზადა:  ნატალია ჯალაღონიამ

წყარო: www. nytimes.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაისტორიატექნოლოგიები

პირველი კომპიუტერი, რომელიც მთელ ოთახს იკავებდა

პირველი კომპიუტერის შექმის იდეა 1940 წელს გაჩნდა, თუმცა 1945 წელს შეესხა ხორცი, როდესაც ფიზიკოსებმა – ჯონ ეკერტმა და ჯონ მოუჩიმ ENIAC-ი  შექმნეს.

ეს იყო უზარმაზარი ,,ყუთი”, რომელიც მთელ ოთახს იკავებდა და მხოლოდ არითმეტიკული გამოთვლების შესრულება შეეძლო. შეიძლება ითქვას, რომ ეს უზარმაზარი ნივთი სრულიად უსარგებლოც იყო, ელექტროენერგიის დიდ რაოდენობას კი მოითხოვდა, იმდენს, რაც ერთ დიდ ქარხანასაც კი ეყოფოდა.

შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო კალკულატორი პრევერსია.

ბუნებრივია, დროთა განმავლობაში, კომპიუტერმა განვითარებას მიაღწია, თან ისეთს, რომ ალბათ მისი გამომგონებლები ასეთ შედეგს ვერ წარმოიდგენდნენ.

.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიაეს საინტერესოა

რა არის აისბერგი და რას აკეთებს ყინულის საერთაშორისო პატრული?

ატლანტის ოკეანეში ყოველწლიურად ასეულობით აისბერგი წარმოიქმნება. აისბერგები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ნაოსნობას. 1912 წელს გემ ,,ტიტანიკის” აისბერგთან შეჯახებისა და ჩაძირვის შემდეგ, შეიქმნა ყინულის საერთაშორისო პატრული, რომლის ამოცანაა აისბერგების აღმოჩენა, მათი გადაადგილების მარშრუტსა და სიჩქარეზე დაკვირვება და ამ მონაცემების გემებისათვის გადაცემა.

აისბერგი ხმელეთიდან ჩამოცურებული, მყინვარს მოწყვეტილი ყინულის დიდი მთაა, რომელიც ან ოკეანეში ან ზღვასა და მყინვარისპირა ტბაში ტივტივებს, ან თავთხელზეა დარჩენილი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიაეს საინტერესოა

როგორ დაიყო მსოფლიო ოკეანე ცალკეულ ოკეანეებად?

პირველად მსოფლიო ოკეანე ცალკეულ ოკეანეებად 1845 წელს ლონდონის გეოგრაფიულმა საზოგადოებამ დაყო. მათ გამოყვეს: ჩრდილოყინულოვანი, სამხრეთი პოლარული, ინდოეთის, ატლანტისა და წყნარი ოკეანეები. იმ დროისათვის ანტარქტიდის კონტინენტი ცნობილი არ იყო და მის ადგილას სამხრეთ პოლარული ოკეანე წარმოედგინათ. ანდარქტიდის აღმოჩენის შემდეგ ამ ოკანის არსებობის ვერსია უარყვეს, თუმცა მოგვიანებით დედამიწაზე კვლავ 5 ოკეანე აღიარეს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოა

ქვეყნები, სადაც მტკნარი წყალი ყველაზე დიდი სიმდიდრეა

ინდოეთის ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროსთან მდებარე ქვეყნებისთვის მტკნარი წყალი ყველაზე დიდი სიმდიდრეა. არც ისე დიდი ხნის წინ კუვეიტში ერთი ტონა ნავთობი გაცილებით იაფი იყო ერთ ტონა წყალზე, რომელიც სხვა ქვეყნებიდან შემოჰქონდათ. დღეს კუვეიტი, საუდის არაბეთი და სხვა ქვეყნები ინდოეთის ოკეანის გამტკნარებულ წყალს მოიხმარს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 94 95 96 97 98
Page 96 of 98