გაზაფხულსა და ზაფხულს სითბოს, მზის სხივებთან ერთად, ბუზებიც მოჰყვება, რომლებიც გამუდმებით ცდილობენ საკვებ პროდუქტებზე დასხდომას.
თუმცა ბევრმა შესაძლოა არც კი იცოდეს, რეალურად რა საფრთხეს წარმოადგენს მიკრობებით სავსე ბუზები.
ბუზები საშუალოდ 200-ზე მეტი სახის მავნე ბაქტერიის მატარებლები არიან, რომლებსაც იმ საგნებიდან იღებენ, რომლებსაც ასხდებიან, მათ შორის მიწა, დამპალი საკვები და ფეკალური მასები. შემდეგ კი კიდურებზე განლაგებული ათასობით წვრილი თმით იმ საკვებზე გადააქვთ, რომელსაც ასხდებიან.
„მათ მხოლოდ წამი სჭირდებათ იმისთვის, რომ მიკრობები თავიანთი სხეულიდან ადამიანების საკვებზე გადაიტანონ,“ – განაცხადა ბრიტანეთის მავნებლებთან ბრძოლის სამსახურის ენტომოლოგმა და ტექნიკური მომსახურების დირექტორმა რონ ჰარისონმა. „იმის გამო, რომ ბუზებს ისეთი სერიოზული, გადამდები დაავადებების გადატანა შეუძლიათ, როგორიცაა : ქოლერა, დიზენტერია, და ტიფი, საუკეთესო გამოსავალია, უარი ვთქვათ იმ საკვების მიღებაზე, რომელზეც ბუზი იჯდა,“ – დასძინა მან.
რამდენად ამაზრზენადაც უნდა ჟღერდეს, ბუზი საკვებზე დაჯდომისთანავე ნაწლავებს ითავისუფლებს და აღებინებს, ამიტომ ექსპერტები გვირჩევენ, რომ საკვების ის ნაწილი, რომელსაც ბუზი დააჯდა, მოვაცალოთ და გადავაგდოთ.
წყარო: Dailymail
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”