close

არქეოლოგია

არქეოლოგიაკულტურარელიგია და მეცნიერება

“არქეოლოგებმა ბიბლიური არტეფაქტი აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ, მოსეს მიერ, 10 მცნების მიღებასთანაა კავშირში“ – ინსბრუკის უნივერსიტეტი კვლევის დეტალებს აქვეყნებს

არ­ქე­ო­ლო­გებ­მა ავ­სტრი­ა­ში, ად­რე­უ­ლი ეკ­ლე­სი­ის სა­ლო­ცა­ვის ნან­გრე­ვებ­ში “მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი“ რე­ლი­გი­უ­რი რე­ლიკ­ვია აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

რო­გორც ინსბ­რუ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტიწერს, არ­ქე­ო­ლო­გებ­მა მი­აკ­ვლი­ეს 1500 წლის წი­ნან­დელ სპი­ლოს ძვლის ყუთს, სა­დაც სა­თუ­თად იყო შე­ნა­ხუ­ლი არ­ტე­ფაქ­ტი. სა­ვა­რა­უ­დოდ, მას­ზე ასა­ხუ­ლია მო­სეს მიერ, სი­ნას მთა­ზე, ღმერ­თის­გან 10 მცნე­ბის მი­ღე­ბის სცე­ნე­ბი.

წრის ფორ­მის მე­მა­ტი­ა­ნე­ზე უნი­კა­ლუ­რი სცე­ნე­ბი იკ­ვე­თე­ბა. მკვლევ­რე­ბის თქმით, აქამ­დე მსოფ­ლი­ო­ში მსგავ­სი მნიშ­ვნე­ლო­ბის მხო­ლოდ 40 აღ­მო­ჩე­ნა გა­კეთ­და.

“ასე­თი რამ არ­ქე­ო­ლო­გის, რო­გორც მეც­ნი­ე­რის ცხოვ­რე­ბა­ში, მხო­ლოდ ერთხელ ხდე­ბა” – აღ­ნიშ­ნავს უნი­ვერ­სი­ტე­ტის მთა­ვა­რი არ­ქე­ო­ლო­გი ჯე­რალდ გრა­ბ­ჰე­რი.

ჯგუ­ფის ვა­რა­უ­დით, რე­ლიკ­ვია, რო­მის იმ­პე­რა­ტო­რის კონ­სტან­ტი­ნე დი­დის მიერ, ქრის­ტი­ა­ნო­ბის მი­ღე­ბი­დან და მი­ლა­ნის ედიქ­ტის გა­მო­ცე­მი­დან, 100 წელ­ზე ნაკ­ლებ დრო­ში არის შექ­მნი­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 380 წელს იმ­პე­რა­ტორ­მა თე­ო­დო­სი­ამ გა­მოს­ცა თე­სა­ლო­ნი­კის ედიქ­ტი, რო­მელ­მაც ქრის­ტი­ა­ნო­ბა რო­მის იმ­პე­რი­ის ოფი­ცი­ა­ლურ რე­ლი­გი­ად აღი­ა­რა. ეს მოხ­და აღ­მო­ჩე­ნი­ლი სპი­ლოს ძვლის ყუ­თის დამ­ზა­დე­ბამ­დე 1644 წლით ადრე.

ინსბ­რუ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კვლე­ვის მი­ხედ­ვით, რე­გი­ო­ნი, სა­დაც არ­ქე­ო­ლო­გებ­მა იმუ­შა­ვეს, ოდეს­ღაც რო­მის იმ­პე­რი­ას ეკუთ­ვნო­და და ეკ­ლე­სია, იმ­პე­რა­ტო­რის მიერ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ღე­ბამ­დე სა­ვა­რა­უ­დოდ წარ­მარ­თუ­ლი სა­კურ­თხე­ვე­ლი იყო.

არ­ტე­ფაქ­ტზე გა­მო­სა­ხუ­ლია წვე­რე­ბი­ა­ნი, გრძე­ლი სა­მო­სით შე­მო­სი­ლი მა­მა­კა­ცე­ბი. მას­ზე ასა­ხუ­ლია ძვე­ლი და ახა­ლი აღ­თქმის სცე­ნე­ბი.

მა­თი­ვე თქმით, შე­საძ­ლოა ეს იყოს მოსე, რო­მე­ლიც ღვთის­გან სი­ნას მთა­ზე 10 მცნე­ბას იღებ­და. კი­დევ ერთი სცე­ნა შე­იძ­ლე­ბა იყოს იე­სოს მკვდრე­თით აღ­დგო­მა.

ეკ­ლე­სია და­ახ­ლო­ე­ბით 60 ფუტი სიგ­რძი­სა იყო და მის შე­სას­ვლელ­თან მარ­მა­რი­ლოს ზღურ­ბლით. სამ­ხრე­თით და და­სავ­ლე­თით იყო სა­მარ­ხე­ბი – ჯგუფ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ნაშ­თე­ბი, რომ­ლე­ბიც ოდეს­ღაც ცხოვ­რობ­დნენ რე­გი­ონ­ში.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიადედამიწა

გრენლანდიაში უძველესი გიგანტური მტაცებელი ჭიების ნამარხები აღმოაჩინეს

ვიდრე ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლე მრავალ განშტოებად დაიყოფოდა, დედამიწა „ჭიების პლანეტა“ იყო, სადაც დაკლაკნილი მილის მსგავსი არსებები ბატონობდნენ.

ცხოველთა ამ უძველესი სამეფოს ერთ-ერთი მბრძანებელი — გიგანტური მტაცებელი ჭია, ახლახან აღმოაჩინეს ნამარხის ფორმით.

დაახლოებით 518 მილიონი წლის წინ, თითქმის 30 სანტიმეტრის სიგრძის ჭია წყლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცხოველი უნდა ყოფილიყო. შედარებით გიგანტური ყბებით, გრძელი საცეცებითა და ტალღოვანი ფარფლებით, ის სხვა არსებათა საშინელი მტერი უნდა ყოფილიყო.

მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა, რომელსაც კორეის პოლარულ კვლევათა ინსტიტუტის (KPRI) ექსპერტები ხელმძღვანელობდნენ, ამ ახალ სახეობას ოფიციალურ სახელად Timorebestia koprii უწოდა; სახელის პირველი ნაწილი ლათინურად „ტერორის მხეცებს“ ნიშნავს.

„ისინი იმ პერიოდის გიგანტები იყვნენ და კვების ჯაჭვის სათავესთან ახლოს უნდა ყოფილიყვნენ. ამის გამო, ისინი მნიშვნელობით დღევანდელი ოკეანეების მთავარ მტაცებელთა ეკვივალენტი უნდა ყოფილიყვნენ, როგორც ზვიგენები და სელაპები კემბრიულ პერიოდში“, — ამბობს ბრისტოლის უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერი ჯეიკობ ვინტერი.

ამ სახეობის აღმოჩენა ეფუძნება გრენლანდიაში აღმოჩენილ 13 ნამარხს. ზოგიერთი ნამარხის საჭმლის მომნელებელ სისტემაში მეცნიერებმა საკვების კვალიც იპოვეს. კონკრეტულად კი ორსაგდულიანი ფეხსახსრიანის, სახელად Isoxys-ის.

დღეს Timorbestia-ს ნათესავები არიან ე. წ. ჯაგარყბიანი ჭიები (ქეტოგნათები), რომლებიც ოკეანის სხვა მრავალ ბინადართან შედარებით, ნამდვილად ციცქნები არიან. მიუხედავად ამისა, ეს ჭიები მაინც მნიშვნელოვან მტაცებლებს წარმოადგენენ თანამედროვე კვების ჯაჭვში და ძირითადად ფიტოპლანქტონით იკვებებიან.

ჯაგარყბიანების წინაპართა ნამარხები 538 მილიონი წლის წინანდელია. ანუ, ისინი რამდენიმე მილიონი წლით უფრო ძველია, ვიდრე უძველეს ფეხსახსრიანთა, მაგალითად, მწერების, ობობებისა და კობოსნაირების ჩვენთვის ცნობილი ნამარხები.

„დიდი ალბათობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ისინი იყვნენ მტაცებლები, რომლებიც ოკეანეში იქამდე დომინირებდნენ, ვიდრე მათ ადგილს ფეხსახსრიანები დაიკავებდნენ. სავარაუდოდ, მათო ბატონობა 10-15 მილიონ წელიწადს გრძელდებოდა, ვიდრე სხვა, უფრო წარმატებული ჯგუფები ჩაანაცვლებდნენ.

ისინი ერთადერთი მტაცებლები არ იყვნენ, რომლებმაც ეკოლოგიური ტახტი დაკარგეს. კემბრიული აფეთქებისას, სიცოცხლის სწრაფმა ევოლუციურმა დივერსიფიკაციამ კვების ჯაჭვი მკვეთრად შეცვალა.

ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ამ კრიტიკულ გარდატეხას საფუძველი „ჭიების პლანეტის“ ეპოქამ დაუდო.

მაგალითად, 2016 წლის კვლევაში ექსპერტები ირწმუნებიან, რომ უძველესი წყლის ჭიების მიერ მიღწეულმა ევოლუციურმა გარღვევებმა, მათ შორის ახალმა სტრატეგიებმა, ქცევებმა და ფსიქოლოგიამ, გაზარდა ოკეანის ეკოსისტემათა მრავალფეროვნება.

Timorebestia შეიძლება მნიშვნელოვანი ევოლუციური საფეხური ყოფილიყო მტაცებლებში შიდა ყბების განვითარებაში. მიუხედავად იმისა, რომ უძველესი ჯაგარყბიანები Timorebestia-ს ახლო ნათესავები იყვნენ, მსხვერპლს არა პირით, არამედ გარე ჯაგრებით იჭერდნენ.

„გრენლანდიის უკიდურეს ჩრდილოეთში ექსპედიციებისას, მრავალი საოცარი ორგანიზმი შევაგროვეთ. უახლოეს წლებში კიდევ უფრო ამაღელვებელი აღმოჩენები გვექნება, რომელთა საფუძველზეც უფრო მეტს გავიგებთ, როგორ გამოიყურებოდა და როგორ განვითარდა ცხოველთა ადრეული ეკოსისტემები“, — ამბობს კორეის პოლარულ კვლევათა ინსტიტუტის მკვლევარი ტაე იუნ პარკი.

კვლევა Science Advances-ში გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორია

მეცნიერები – 250 მილიონი წლის წინ მომხდარ მასობრივ გადაშენებას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა

მეცნიერებმა პერმული გადაშენების, ე.წ. „დიდი დასასრულის“ ხელშემწყობი ფაქტორი დაადგინეს.

წინა კვლევების თანახმად, ამ მოვლენის ძირითადი მიზეზი იყო უზარმაზარი ვულკანური ამოფრქვევების სერია, ვინაიდან ვულკანური ფერფლი ზრდის ტემპერატურას, ნახშირორჟანგის დონეს ატმოსფეროში
და ოკეანის მჟავიანობას. პერმული გადაშენება ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი გადაშენებაა. მიუხედავად იმისა, რომ აშკარაა ციმბირში ვულკანური ამოფრქვევების გადამწყვეტი როლი, დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ
განხორციელდა ასეთი განადგურება, გაურკვეველია. გეოლოგიური ჩანაწერი გვაძლევს მტკიცებულებებს, რაც მიუთითებს ჟანგბადის მატებისა და ვარდნის შესაძლებლობებზე, აქროლადი ნივთიერებების უჩვეულო გამოყოფაზე, ოზონის დაკარგვასა და ოკეანის ქიმიურ ცვლილებებზე.
ახალმა კვლევამ დაამატა კიდევ ერთი პოტენციური მიზეზი, ამჯერად სამხრეთ ჩინეთში წარმოქმნილი ვულკანების სრულიად განსხვავებული სერიის მიერ.
ეს არ ამცირებს არსებულ მოსაზრებებს, პირიქით, ეს ყველაფერი შეიძლება იყოს მასობრივი ამოხოცვის ერთი დიდი, რთული სცენა. მკვლევარებმა აღმოაჩინეს სპილენძის, ვერცხლისწყლის და სხვა მინერალური საბადოები სამხრეთ ჩინეთში, რომლებიც ემთხვევა პერმული გადაშენების პერიოდს, მათი ასაკის მიხედვით. ამ საბადოების ქიმიური და იზოტოპური შემადგენლობა იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ ეს მინერალები განიცდიდნენ გოგირდის ემისიებს. ეს, თავის მხრივ, მიუთითებს ვულკანურ ამოფრქვევებსა და ვულკანური ფერფლის ფენების არსებობაზე დედამიწის ისტორიის ამ კონკრეტულ დროს, დაახლოებით 250 მილიონი წლის წინ. გოგირდის მჟავას ნაწილაკების ეს ღრუბლები დაბლოკავდნენ მზის შუქს და გააგრილებდნენ დედამიწის ზედაპირს.
მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ვულკანური ზამთრის პერიოდი მკვეთრად შეამცირებდა ტემპერატურას მთელს მსოფლიოში.
„გოგირდმჟავას ატმოსფერული აეროზოლები, რომლებიც წარმოიქმნება ამოფრქვევის შედეგად, შეიძლება გამხდარიყო გლობალური ტემპერატურის რამდენიმე გრადუსით შემცირების მიზეზი,“- განმარტავს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის გეოლოგი მაიკლ რამპინო.
ამის საპირისპიროდ, ციმბირში ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილი გიგანტური ლავა გამოყოფდა საკმარის ნახშირორჟანგს პლანეტის დასათბობად და ოკეანის ჟანგბადის არსებითად შესამცირებლად. ეს ორი მოვლენა აჩვენებს გაციების და დათბობის ორმაგ ეფექტს, რაც შეიძლება ჰქონდეს ძირითად ვულკანურ მოვლენებს: მათი გავლენა დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის, რამდენად ძლიერი და გავრცელებულია ამოფრქვევები, რამდენად მაღალია ატმოსფეროში ვულკანური ღრუბელი და რა რაოდენობის გოგირდის დიოქსიდია მასში – ის გარდაიქმნება სულფატ აეროზოლებად, რომლებიც მზის შუქის დაბლოკვის კუთხით ძალიან ეფექტურია
წყარო : sciencealert.com
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ  
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”
სრულად ნახვა
არქეოლოგია

ბელგიაში აღმოჩენილი ჩონჩხი სხვადასხვა ეპოქის ადამიანების ძვლებს შეიცავს

ბელგიაში არსებულ რომაულ სასაფლაოზე არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ჩონჩხი 2500 წლით უფრო ძველი აღმოჩნდა, ვიდრე თავდაპირველად ვარაუდობდნენ. ეს ყველაფერი არაა — დეტალურმა ანალიზმა გამოავლინა, რომ ის ათასწლეულების განმავლობაში სხვადასხვა ეპოქაში მცხოვრები სულ მცირე 5 სხვადასხვა ადამიანის ძვლებს შეიცავს.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ ძვლებისგან ჩონჩხი ერთბაშადაა “შექმნილი” და არა ეტაპობრივად. მის გარშემო სხვა ძვლებსაც მიაგნეს, რაც მიანიშნებს, რომ ამ სამარხს დროდადრო იყენებდნენ. ჩონჩხი იქ ჩვილის პოზაში იყო მოთავსებული, რაც რომაული სასაფლაოსთვის უჩვეულოა. ამის მიუხედავად, თავის ქალასთან ახლოს რომაულ ქინძისთავს მიაგნეს, საიდანაც დაასკვნეს, რომ ეს რომაული ეპოქის სამარხი იყო.

2019 წელს მეცნიერებმა რადიონახშირბადული დათარიღების მეთოდით დაადასტურეს, რომ კრემატორიუმ-სასაფლაოს ნაშთები მართლაც ზემოხსენებულ ეპოქას ეკუთვნოდა, მაგრამ ჩონჩხის შესწავლამ სხვა შედეგები აჩვენა. მისი ფრაგმენტები ნეოლითის სამი სხვადასხვა პერიოდის აღმოჩნდა (ჩვენს წელთაღრიცხვამდე 7000-3000 წლები).

ფოტო: Paumen

ახალ კვლევაში მეცნიერებმა ჩონჩხის შესწავლის, რადიონახშირბადული დათარიღებისა და დნმ-ის გაშიფვრის მეთოდები გამოიყენეს. სწორედ ასე დაადგინეს, რომ ძვლები სულ მცირე 5 სხვადასხვა ადამიანს ეკუთვნოდა. რაც შეეხება რომაულ ქინძისთავს, ის ჩვენი წელთაღრიცხვით 69-210 წლებისაა.

თავის ქალა ქალს ეკუთვნის, რომელიც დაახლოებით III-IV საუკუნეებში ცხოვრობდა. ამან კითხვები გააჩინა, მაგალითად ის, თუ როგორ მოხვდა რომაული პერიოდის ადამიანის თავის ქალა ნეოლითურ სამარხში. ვარაუდობენ, რომ რომაელებმა კრემაციული ნაშთების დამარხვისას ძველი საფლავი შემთხვევით მოშალეს და შემდეგ მდგომარეობის გამოსასწორებლად იქ ჩონჩხის ეს ნაწილი და ქინძისთავი დაამატეს. მეორე მოსაზრებაა, რომ სხვადასხვა ძვალი მიზანმიმართულად გააერთიანეს და ჩვილის პოზის მსგავსად განალაგეს. როდის მოხდა ეს, უცნობია.

ახალი მიგნება ნეოლითური და რომაული პერიოდის ადამიანების შესახებაც გვაწვდის ინფორმაციას. როგორც ჩანს, ორივე შემთხვევაში საფლავებს მდინარესთან ახლოს თხრიდნენ. ეს გასაკვირი არაა, რადგან მდინარეები და წყლის სხვა ბუნებრივი რეზერვუარები საუკუნეების განმავლობაში გეოგრაფიულად და საკრალურად მნიშვნელოვან ადგილებად მიიჩნეოდა.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Antiquity გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაბიოლოგიადედამიწაკვლევები

2 მილიარდი წლის ქანში ცოცხალი მიკრობები აღმოაჩინეს

მეცნიერებმა სამხრეთ აფრიკაში 2 მილიარდი წლის ქანის ნიმუში მოიპოვეს, რომლის შესწავლის შედეგადაც იქ ცოცხალი მიკრობები აღმოაჩინეს. ეს უძველესი მსგავსი გეოლოგიური აგრეგატია, რომელშიც აქტიურ მიკროორგანიზმებს მიაკვლიეს. აქამდე რეკორდი მხოლოდ 100 მილიონი წელი იყო, რაც უკანასკნელ მიგნებას უაღრესად მნიშვნელოვნად აქცევს.

“ამგვარი მიკრობების დნმ-ისა და გენომის გამოკვლევის გზით შესაძლოა, დედამიწაზე არსებული ადრეული სიცოცხლის ევოლუციის შესახებ მეტი გავიგოთ”, — აცხადებს ტოკიოს უნივერსიტეტში მომუშავე იოჰე სუზუკი.

მან, კოლეგებთან ერთად, სამხრეთ აფრიკის ბუშველდის ვულკანურ კომპლექსში მდებარე უძველესი ქანი გააანალიზა, რომელიც მაგმის გაგრილების შედეგად წარმოიქმნა. ეს არეალი საკმაოდ დიდ ფართობს მოიცავს და მსოფლიოში მადნით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია. ფორმირებიდან დღემდე ის თითქმის არ შეცვლილა, ამიტომ მიკრობებისთვის ხელსაყრელია.

ასეთი უძველესი ორგანიზმები ნელი მეტაბოლიზმის გამო გადარჩენას საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ახერხებენ და დედამიწის ზედაპირის ქვეშ ცხოვრობენ. ისინი ევოლუციასაც ნელა განიცდიან. სპეციალისტებმა მათ ქანის 30-სანტიმეტრიან ნიმუშში მიაგნეს, რომელიც 15 მეტრი სიღრმიდან ბურღის მეშვეობით მოიპოვეს. აღმოჩნდა, რომ თიხით ამოვსებულ მის ნაპრალებში მჭიდროდ თავმოყრილი მიკრობული უჯრედები იყო.

ფოტო: Y. Suzuki

იმის დასადასტურებლად, რომ ისინი იქ ბურღის მეშვეობით გარედან არ მოხვდნენ, მეცნიერებმა მიკრობების დნმ გამოიკვლიეს და მათში არსებული ცილების დასათვალიერებლად ინფრაწითელი სპექტროსკოპიის მეთოდიც გამოიყენეს. საბოლოოდ, დადგინდა, რომ ისინი მართლაც არქაული ორგანიზმები არიან, თანაც ზოგი მათგანი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

ეს დედამიწის წარსულის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას, მაგრამ მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. სიცოცხლის კვალს კაცობრიობა სხვა პლანეტებზეც ეძებს, პირველ რიგში კი მარსზე. შესაძლოა, ცოცხალი ორგანიზმები იქაც ზედაპირის ქვეშ არსებობდნენ. წითელ პლანეტაზე ქვების ნიმუშები მარსმავალმა Perseverance უკვე შეაგროვა და მათი დედამიწაზე ჩამოტანა იგეგმება.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Microbial Ecology გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიაკულტურა

მილანში საიდუმლო გვირაბები აღმოაჩინეს, რომლებსაც ლეონარდო და ვინჩი 1495 წელს თავის ესკიზებში ხატავდა

მკვლევართა ჯგუფმა მილანში მიწისქვეშა გვირაბები აღმოაჩინა, რომლებიც, დიდი ალბათობით, ლეონარდო და ვინჩის 1495 წლით დათარიღებულ ესკიზებშია წარმოდგენილი.

ეს გვირაბები თავდაცვითი კონსტრუქციის ნაწილია და მათ მეცნიერები თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარების გარეშე ვერც კი მიაგნებდნენ.

სფორცას ციხე-კოშკი XIV საუკუნეში იყო აშენებული. XV საუკუნის ბოლოს მილანის ჰერცოგმა ლეონარდო და ვინჩის და სხვა ოსტატებს ციხე-კოშკის ინტერიერის მოხატვა და გალამაზება დაავალა. ზუსტად ამ დროს და ვინჩიმ ესკიზები შექმნა, რომლებზეც ჩანს მიწისქვეშა გასასვლელები, რომლის ადგილმდებარეობაც აქამდე უცნობი იყო.

არქიტექტურის ისტორიის სპეციალისტმა ფრანჩესკა ბიოლომ (მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი) კვლევა ლაზერული სკანირების, GPS-ის, 3D-გეორადარის და ფოტოგრამეტრიის მეშვეობით ჩაატარა. მათი დახმარებით მან აღმოაჩინა ოთახები და ფარული გასასვლელი, რომელიც ისინი გვირაბებამდე მიიყვანა.

მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ სფორცას ციხე-კოშკის ქვეშ კიდევ ბევრი საიდუმლო იმალება. არქეოლოგიური გათხრები შეუძლებელია ქალაქის ინფრასტრუქტურის განსაკუთრებულობის გამო, ამიტომ მეცნიერები ციფრულ მეთოდებს მიმართავენ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
არქეოლოგია

არქეოლოგებმა ეგვიპტის მეთვრამეტე დინასტიის ფარაონის თუტმოს II-ის 3500 წლიანი სამარხავი აღმოაჩინეს

ეგვიპტელი არქეოლოგები სენსაციური აღმოჩენის შესახებ იუწყებიან – მათ ეგვიპტის მეთვრამეტე დინასტიის ფარაონის თუტმოს II-ის 3500 წლიან სამარხავს მიაგნეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს პირველი ნაპოვნი სამეფო სამარხავია ტუტანხამონის სამარხავის შემდეგ. იგი ფივას მთაზე აღმოაჩინეს. მასში შესასვლელი კორიდორი მეცნიერებმა ჯერ კიდევ 2022 წელს აღმოაჩინეს, თუმცა მხოლოდ ახლა შეძლეს იმის დამტკიცება, რომ ის თუტმოს II-ს ეკუთვნის. არქეოლოგებმა ისეთ არტეფაქტებს მიაგნეს, რომლებიც მიუთითებენ იმაზე, რომ სამარხი ნამდვილად თუტმოს II-ს ეკუთვნის. მათ შორისაა – ვაზა, რომელსაც აწერია „გარდაცვლილი ფარაონი“, სარიტუალო ტექსტების ფრაგმენტები და სხვა.

„წარმოდგენილი არტეფაქტები გვაძლევენ საშუალებას დარწმუნებით ვთქვათ, რომ აღმოჩენილი სამარხავი ნამდვილად თუტმოს II-ს ეკუთვნის. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენაა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში“, – განაცხადა ეგვიპტის უძველესი ნივთებისა და აღმოჩენების უმაღლესი საბჭოს გენერალურმა მდივანმა უმაღლესი განაცხადა მოჰამედ ისმაილ ჰალედმა.

აღსანიშნავია, რომ თავად ფარაონის მუმია XIX საუკუნეში სხვა ადგილას იყო ნაპოვნი, თუმცა ეს აღმოჩენა არქეოლოგებს ფარაონის ცხოვრებისა და მმართველობის შესახებ ახალ ინფორმაციას აძლევს. სამარხი ცუდ მდგომარეობაშია, მისი კედლები დაზიანებულია, დიდი ალბათობით, წყალდიდობის გამო, რომელიც ფარაონის გარდაცვალების შემდეგ მალევე მოხდა. ახლა მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ რატომ გადაიტანეს ფარაონის ნეშტი სხვა ადგილას. ამით არქეოლოგებს ძველი ეგვიპტის ისტორიის კიდევ ერთი უცნობი ფურცლის გადაშლა სურთ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
არქეოლოგია

არქეოლოგებმა იტალიაში უძველესი “მიცვალებულთა ქალაქი” აღმოაჩინეს

იტალიის ტრენტინოს პროვინციაში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს თითქმის 3,000 წლის წინანდელი მონუმენტური ნეკროპილი, რომელიც სრულყოფილად არის შენახული.ეს ნეკროპოლი თარიღდება ძველი წელთაღრიცხვით IX-VI საუკუნეებით და მდებარეობს ტრენტოს ქალაქში, ადიჯეს მდინარის მახლობლად.

ადგილმდებარეობის უნიკალური ბუნებრივი პირობების გამო, ნეკროპოლისი განსაკუთრებულად კარგად არის დაცული, რაც არქეოლოგებს საშუალებას აძლევს ზუსტად აღადგინონ ადრეული რკინის ხანის საზოგადოების სამარხი პრაქტიკები.

ნეკროპოლისში აღმოჩნდა ვერტიკალურად განლაგებული მრავალი სამარხი სტელა, რომლებიც სუბპარალელურ რიგებად არის ორგანიზებული. სტელები აღნიშნავენ ქვის კასეტებში მოთავსებულ კრემაციის ნაშთებს,რომლებიც შეფუთული იყო ქსოვილში და ასევე დამაგრებული გახლდათ ქინძისთავებით.

აღმოჩენილი არტეფაქტები, მათ შორის ლითონის იარაღები და ორნამენტული ობიექტები, კულტურულ კავშირებზე მიუთითებს იტალიურ გარემოებებთან. ეს ნეკროპოლისი ახალი ინფორმაციის წყაროა ადრეული რკინის ხანის საზოგადოების შესახებ და მნიშვნელოვანი აღმოჩენაა არქეოლოგიური კვლევებისთვის.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
არქეოლოგია

ჩინეთში არქეოლოგებმა განძით სავსე ძველი ქალაქი აღმოაჩინეს

ჩინეთში, ხენანის პროვინციაში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ბრინჯაოს ხანის დაკარგული ქალაქი, რომელშიც სულ მცირე 9 ელიტური აკლდამა არის შემორჩენილი. ამის შესახებ Live Science-ი წერს.

შანის დინასტიის პერიოდის აკლდამებში არქეოლოგებმა იპოვეს ნეფრიტის ძვირფასი ნაკეთობები, მოხატული კერამიკა და 3000 წლის წინანდელი სასმისები.

ერთ-ერთ აკლდამაში აღმოჩენილია ბრინჯაოსგან დამზადებული ეტლის ნაწილი. სულ აკლდამებში 200-მდე არტეფაქტი იპოვეს.

სავარაუდოდ, 3 კვადრატული კილომეტრის ფართობის ძველი ქალაქი ცალკე სახელმწიფოს დედაქალაქი იყო, რომელსაც შანის დინასტიამ დაპყრობის შემდეგ ხარკის გადახდა დააკისრა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგია

მეცნიერებმა 5300 წლის ადამიანის სხეული გამოიკვლიეს

1991 წელს მოლაშქრეებმა ალპებში 5300 წლის წინანდელი ადამიანის ნაშთი აღმოაჩინეს. მისი სხეული არაჩვეულებრივად იყო შენახული და შესაბამისად, მეცნიერული კვლევის ობიექტიც გახდა. მკვლევრებმა უძველეს ადამიანს ოდსი დაარქვეს და მისი შესწავლა დაიწყეს.

მეცნიერებმა ოდსის ჯანმრთელობის შესახებ არაერთი დეტალი აღმოაჩინეს. მათ შორისაა გამაგრებული არტერიები. დადგინდა ისიც, რომ უძველეს ადამიანს სხეულზე ტატუები ჰქონდა. გარდა ამისა, სიკვდილის დროს მას ზურგში ისარი ჰქონდა მოხვედრილი, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ოდსის კანის ფერი შესაძლოა იმაზე მუქი ყოფილიყო, ვიდრე ამას თავდაპირველად ვარაუდობდნენ. სავარაუდოდ, მას ერთ-ერთი ყველაზე მუქი კანი ჰქონდა იმდროინდელ ევროპელებს შორის.

ანთროპოლოგმა განაცხადა, რომ პირველი კვლევის დროს ითვლებოდა, რომ მისი ალპების სიცივისა და თოვლში ყოფნის ბრალი იყო, თუმცა, სავარაუდოდ ოდსის ნამდვილად ჰქონდა მუქი ფერის კანი.

მამაკაცს სავარაუდოდ თხელი თმის გვირგვინი უნდა ჰქონოდა, რაც სიმელოტისადმი მიდრეკილებაზე მიუთითებს. ამასთან ერთად, ის სიმსუქნისა და მეორე ტიპის დიაბეტისკენაც იყო მიდრეკილი.

დღევანდელი ევროპელების გენეტიკური სტრუქტურა ჰგავს მოზაიკას, რომელიც შედგება სამი ძირითადი წინაპრების ჯგუფისგან.

მათ შორისაა დასავლელი მონადირე-შემგროვებლები, ადრეული ანატოლიელი ფერმერები, რომლებიც ევროპაში  დაახლოებით 8000 წლის წინ დასახლდნენ და სტეპ ჰერდერსი აღმოსავლეთ ევროპიდან, რომლებიც მათ დაახლოებით 4900 წლის წინ შეუერთდნენ.

ოდსის პირველადი გენეტიკური ანალიზით გამოვლინდა სტეპის ჰერდერების კვალი, თუმცა, უკანასკნელი კვლევის თანახმად, ის შედარებით იზოლირებული მოსახლეობიდან უნდა ყოფილიყო, რომელსაც სხვა ევროპულ ჯგუფებთან მინიმალური ურთიერთობა ჰქონდა. როგორც ჩანს, მისი წინაპრები პირდაპირ ანატოლიიდან ჩამოვიდნენ და მონადირე-შემგროვებელთა ჯგუფს არ შეერივნენ.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 19
Page 1 of 19