close

არქეოლოგია

არქეოლოგიაგეოგრაფიასაქართველოტურიზმი

ქუთაისში, კლდიაშვილის ქუჩაზე, 50 ათასი წლის წინანდელი მღვიმე აღმოაჩინეს

ქუ­თა­ის­ში, კლდი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე (ჭა­ხ­ა­თას უბა­ნი) ად­გი­ლობ­რივ­მა მცხოვ­რებ­მა ვახ­ტანგ სი­ხა­რუ­ლი­ძემ მღვი­მე აღ­მო­ა­ჩი­ნა, სა­დაც მრავ­ლა­დაა სტა­ლაქ­ტი­დე­ბი და სტა­ლაგ­მი­ტე­ბი.

მღვიმე უკვე დაათვალიერეს სპელეოლოგებმა ვალერი ბარბაქაძემ და გიგო ონიანმა. სპეციალისტების შეფასებით, მღვიმე სავარაუდოდ 30-50 ათასი წლის წინანდელია.

„მღვიმე უნიკალურია და რაც დავათვალიერეთ, სულ ორი დარბაზია, მათი სიგრძე 80 მეტრია. სამწუხაროდ, აფეთქებების შედეგად დაზიანებულია ნაღვენთი ფორმები, თუმცა ვნახეთ ექსცენტრიკული ფორმები, რაც საქართველოში მანამდე არ გვინახავს. ეს პირველია და სწორედ ეს სძენს მღვიმეს უნიკალურობას“, – ამბობს ვალერი ბარბაქაძე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიარელიგია და მეცნიერება

მეცნიერებმა ბეთლემში იმ ადამიანის ბეჭედი აღმოაჩინა, რომელმაც იესო ჯვარს აცვა

მეცნიერები აცხადებენ, რომ უძველესი ბეჭედი, რომელიც ბეთლემში აღმოაჩინეს, იმ ადამიანს ეკუთვნის, რომელმაც იესო აწამა.

ბრინჯაოს ბეჭედი 50 წლის წინ არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს. ბეჭედზე ღვინის ჭურჭელი და ბერძნული წარწერებია ამოტვიფრული, თუმცა მეცნიერები დღემდე ვერ ახერხებდნენ იმის დადგენას, თუ ვის ეკუთვნოდა სამკაული.

ბეჭდის აღმოჩენიდან 50 წლის შემდეგ კი ექსპერტებმა ბეჭედზე იერუსალიმის რომაელი მმართველის, პილატე პონტოელის სახელის ამოკითხვა შეძლეს. ეს მათ ბეჭდის სრულყოფილად გაწმენდისა და  ისრაელის სიძველეთა ორგანოს (Israel Antiquities Authority) ლაბორატორიაში ფოტოგრაფირების გზით განახორციელეს.

შეგახსენებთ, რომ პილატე პონტოელი გახლავთა ადამიანი, რომელმაც იესოს ჯვარცმის ბრძანება გასცა.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ნივთს იყენებდნენ, როგორც „დასაშტამპ ბეჭედს“.

წყარო : www.independent.co.uk
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაკულტურამსოფლიო

შავ ზღვაში მსოფლიოში ყველაზე ძველი ხელუხლებელი გემი იპოვეს

არქეოლოგებმა შავ ზღვაში შეჯახების შედეგად ჩაძირული უძველესი გემი აღმოაჩინეს. მეცნიერები აცხადებენ, რომ 2,000 მეტრ სიღრმეზე ნაპოვნი გემი აქამდე აღმოჩენილ ჩაძირულ გემთაგან უძველესია.

უცნაური ამ აღმოჩენაში ისაა, რომ დაახლოებით 2 400 წლის მომხდარი შეჯახების შედეგად ჩაძირული გემი ფაქტობრივად დაუზიანებელია. ფოტოზე ჩანს მეზღვაურების ნიჩბები და გემზე მყოფი ეკიპაჟის მიერ ნაჭამი თევზის ძვლებიც კი.  არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 23 მეტრი სიგრძის გემი ბერძენ ვაჭრებს ეკუთვნოდათ. გემის ასაკის დადგენა მისი პატარა ნაჭრის საშუალებით მოხერხდა, რომელიც შავი ზღვიდან დისტანციურად მართვადი რობოტის საშუალებით განახორციელეს.

მკვლევარები გემის ამ ფორმით შემონახვის ორ სავარაუდო მიზეზს ასახელებენ, პირველი: გემი ანოქსიურ (უჟანგბადო)წყლებში მდებარეობს და მეორე :  ის იმდენად ღრმადაა წყალში, რომ დაცულის მყვინთავებისა და ჰისტიოციტებისგან.

მეცნიერთა გუნდი აცხადებს, რომ საჭირო თანხების მოძიებისთანავე გემის შინაარსს შეისწავლიან და მასზე აღმოჩენილი ნივთებით ზუსტ წარმოშობას დაადგენენ.

აღმოჩენა „შავი ზღვის საზღვაო არქეოლოგიური პროექტის“ ნაწილია, რომლის ფარგლებში გასული სამი წლის განმავლობაში 60-ზე მეტი ჩაძირული გემის იდენტიფიცირება განხორციელდა.

წყარო : www.sciencealert.com

მასალა მომაზადა :თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიაკულტურა

არქეოლოგებმა შავ ზღვაში 2400 წლის წინ ჩაძირული გემი იპოვეს

არქეოლოგებმა იპოვეს ის რასაც, რამდენიმე წელია, შავი ზღვის ფსკერზე ეძებდნენ. მათ,  შავ ზღვაში დაახლოებით 2 400 წლის წინ ჩაძირული 23-მეტრიანი ხომალდი აღმოაჩინეს, რომელიც არქეოლოგების ვარაუდით ძველ ბერძნულია.   სტატიის  თანახმად, ზღვის ფსკერზე ნაპოვნი გემი თითქმის დაუზიანებელია, ის უვნებლად ჟანგბადის ნაკლებობამ შემოინახა. უძველესი გემის შესახებ The Guardian წერს.
როგორც არქეოლოგები განმარტავენ, გემი, სავარაუდოდ, სავაჭრო იყო და მას ისეთივე ფორმა აქვს, როგორიც ე.წ. “სირენების ლარნაკზე” გამოსახულ ხომალდს. ეს არის მოხატული ჭურჭელი, რომელიც,დაახლოებით შავ ზღვაში ნაპოვნი გემის პერიოდისაა. ჭურჭელზე გამოსახულია ოდისევსის ხომალდი, რომელსაც თავს ესხმიან მითიური სირენები.
მკვლევართა თქმით, ეს  აღმოჩენა მეტ ცოდნას მოგვცევს იმ დროინდელ  გემთმშენებლობასა და საზღვაო სამყაროში არსებულ მდგომარეობაზე.
რაც შეეხება ადგილმდებარეობას, როგორც გამოცემა წერს, ხომალდი ბულგარეთთან ახლოს აღმოაჩინეს. ის ერთ-ერთია იმ 60-ზე მეტი გემიდან, რომლებიც მეცნიერებმა 3-წლიანი ექსპედიციის დროს შავ ზღვაში იპოვეს.

წყარო : theguardian.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიამსოფლიო

მეცნიერებმა დინოზავრის ზუსტი მოდელი შექმნეს

იმის წარმოდგენა, თუ როგორ გამოიყურებოდნენ დინოზავრები 66 მილიონი წლის წინ ადვილი სულაც არ არის. სამეცნიერო მეთოდების განვითარებასთან ერთად ჩვენი წარმოდგენები დინოზავრების შესახედაობაზე ნელ-ნელა უმჯობესდება. ახლა კი მეცნიერებმა უახლეს კვლევებზე დაყრდნობით ტირანოზავრის აქამდე ერთ-ერთი ყველაზე დეტალური მოდელი შექმნეს.

ახალ პროექტში მონაწილეობა ხელოვანებისა და პალეონტოლოგების გუნდმა მიიღო. მათ დინოზავრის მოდელის თითოეული ფენა მაქსიმალური სიზუსტით შექმნეს, მიღებული შედეგი კი საზოგადოებაში გავრცელებული წარმოსახვისგან საკმაოდ შორსაა.

შექმნილი მოდელი მასიური და სქელია, მისი კანი ერთგვაროვანია, წინა კიდურები კი უმნიშვნელოა. ყველაზე დიდი სხვაობა ბუმბულების არარსებობაა, ერთ-ერთი ბოლო კვლევის საფუძველზე მეცნიერები თვლიან, რომ სხვა დინოზავრებისგან განსხვავებით ტირანოზავრს ბუმბულები არ ჰქონდა.

“გუნდმა პროექტზე თვეების განმავლობაში იმუშავა, რათა კუნთები და კანქვეშ არსებული სტრუქტურები მაქსიმალურად ზუსტად გამოესახათ. აღნიშნული მოდელი ყველაზე დეტალურია მათ შორის, რაც აქამდე შექმნილა,” – აცხადებს ერთ-ერთი პალეობიოლოგი.

შექმნილი ვიზუალიზაციები ნიუ-მექსიკოს სამეცნიერო მუზეუმში გამოიფინება.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ნამუშევარში ბევრი რამ ვარაუდზეა დაფუძნებული, მეცნიერები აცხადებენ, რომ პროცესში მათ არსებული ფაქტობრივი მასალა მაქსიმალურად გამოიყენეს.

“დაგროვილ ინფორმაციაზე დაფუძნებით, ეს მაქსიმუმია, რისი გაკეთებაც დღეს შეიძლება,” – აცხადებენ მეცნიერები.

წყარო : on.ge 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიასაქართველო

ქარელში მეორე საუკუნის სასახლის ფრაგმენტები აღმოაჩინეს

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ დოღლაურთან მეცნიერებმა ძველი წელთაღრიცხვით, მეორე საუკუნის სასახლის ორი ოთახი, თაღოვანი საკურთხეველი და პურის საცხობი აღმოაჩინეს.

ეროვნული მუზეუმის არქეოლოგები “დედოფლის გორას” 1985 წლიდან ინტენსიურად იკვლევენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიასაქართველო

ქუთაისში არქეოლოგებმა 3 000 წლის წინანდელი თავდაცვითი თხრილი აღმოაჩინეს

ქუთაისში, გორას დასახლებაში არქეოლოგებმა თავდაცვითი თხრილი აღმოაჩინეს.

არქეოლოგების ინფორმაციით, დაახლოებით 10 მეტრის სიგრძის და ექვსი მეტრის სიღრმის თხრილი სავარაუდოდ 3 000 წლის წინანდელი უნდა იყოს.

„სამუშაოებისას გამოვლინდა მრავალფეროვანი დენდროლოგიური მასალა – სხვადასხვა ხის ნაშთები, ვაზის მტევნის წიპწები და ლეღვის კურკები. ასევე, კოლხური ცულის ყალიბის ფრაგმენტი“, – განუცხადა პირველ არხს არქეოლოგმა შალვა ბუაძემ.

სამუშაოები ხვალ დილით განახლდება. ადგილზე ქართულ-პოლონური ექსპედიცია მუშაობს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაეს საინტერესოაისტორიასაქართველო

არქეოლოგებმა ძველი ქუთაისის აქამდე უცნობი დასახლება აღმოაჩინეს

ქუთაისში, გორას დასახლებაში, ცაცხვების ქუჩაზე არქეოლოგებმა ძველი ქუთაისის აქამდე უცნობი დასახლება აღმოაჩინეს. ადგილზე, სადაც კერძო მფლობელი საკუთარი სახლის მშენებლობისას საძირკველის სამუშაოებს აწარმოებდა, ძველი ნივთები გამოჩნდა.

„ჩვენ გვქონდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ტერიტორიაზე ძველი ქუთაისის აქამდე უცნობი უბანი იყო. ამიტომ სამშენებლო სამუშაოებს თვალყურს ვადევნებდით. ეს დასახლება უნდა იყოს ძველი ქალაქის სამეურნეო უბანი. სადაც აღმოჩენილია ქვევრების, თონეებისჭა-მაცივრების და მინისა და კერამიკული ნაწარმის ნაშთები, რომლებიც მე-11- მე-13 საუკუნეებით თარიღდება”,-განაცხადა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ისტორიულ არქიტექტურული მუზეუმ ნაკრძალის მმართველმა – როლანდ ისაკაძემ.

ადგილზე გრძელდება აღმოჩენილი ნივთების ალაგების სამუშაოები. აღმოჩენილ ნივთებს სახელმწიფო საცავში გადაიტანენ.

წყარო: 1tv.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიაკვლევებიმსოფლიო

ვის ეკუთვნის ეგვიპტეში აღმოჩენილი საიდუმლო სარკოფაგი?

ეგვიპტელმა არქეოლოგებმა გააქარწყლეს მეცნიერთა იმედები იმის შესახებ, რომ უძველეს სარკოფაგში, რომელიც ქალაქ ალექსანდრიაში რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინეს, ალექსანდრე დიდი იყო დაკრძალული.

დაახლოებით 2000 წლის შავი გრანიტით დალუქული სარკოფაგი მუშებმა საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოების დროს რამდენიმე დღის წინ ქალაქ ალექსანდრიაში შემთხვევით აღმოაჩინეს.

30-ტონიანი სარკოფაგი ყველაზე დიდია აქამდე ალექსანდრიაში აღმოჩენილ სარკოფაგებს შორის, რაც კიდევ უფრო ამყარებდა ადგილობრივ  და საერთაშორისო პრესაში გავრცელებულ ვარაუდს იმის შესახებ, რომ ეს, შესაძლოა, ძველი ბერძენი მმართველის, ალექსანდრე დიდის სამუდამო განსასვენებელი ყოფილიყო, რომელმაც ქალაქი ალექსანდრია ძვ.წ.აღ.-ის 331 წელს დააარსა.

ეგვიპტის სიძველეების სამინისტრომ წერტილი დაუსვა დისკუსიას იმის შესახებ, ეკუთვნოდა თუ არა აღმოჩენილ სარკოფაგში განთავსებული ნეშთი ალექსანდრე დიდს.

„ჩვენ აღმოვაჩინეთ სამი ადამიანის ძვლები, რომლებიც, როგორც ჩანს, ერთი ოჯახის წევრები არიან…“, – განაცხადა სიძველეების უმაღლესი საბჭოს გენერალურმა მდივანმა მუსტაფა ვაზირიმ.

„ალექსანდრიაში აღმოჩენილი უცნობი საფლავი არ ეკუთვნის არც ალექსანდრე დიდს და არც პტოლემეციური პერიოდის (ძვ.წ.აღ.-ის 332 -30 წ.წ.) რომელიმე სხვა ცნობილ მმართველს,“ – განაცხადა ვაზირმა.  

ალექსანდრე დიდის საფლავი, რომელიც  ძვ.წ.აღ.-ის 323 წელს გარდაიცვალა, ჯერჯერობით უცნობია.

წყარო: www.reuters.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაეს საინტერესოაისტორიამსოფლიო

მეცნიერებმა იორდანიაში უძველესი პური აღმოაჩინეს

მეცნიერებმა იორდანიაში, პრეისტორიულ ტერიტორიაზე, 14,500 წლის წინ გამომცხვარი უსაფუარო პურის ნაშთი აღმოაჩინეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანები პურს მიწათმოქმედების განვითარებამდე ათასწლეულებით ადრე აცხობდნენ – გაცილებით ადრე, ვიდრე ამას აქამდე ფიქრობდნენ.

უსაფუარო პური ისეთი ველური მარცვლებისგანაა დამზადებული, როგორიცაა – ქერი, ეინკორნი და შვრია.

ის დამზადებულია Natufians-ის [უწოდებენ ადამიანებს, რომლებიც ძვ.წ. აღ-ის 12,500 -10,200 წლებში ცხოვრობდნენ] კულტურის  მიერ და ის შავი უდაბნოს ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.

,,ამ პერიოდის პური განსაკუთრებული გამონაკლისია“, – განაცხადა ამაია არანზოტაგუიმ, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პოსტდოქტორულმა მკვლევარმა.

მისი ინფორმაციით, აქამდე პურის წარმოშობას ადრეულ ფერმერულ საზოგადოებას უკავშირებდნენ, რომლებსაც მარცვლეული და პარკოსანი მცენარეები მოჰყავდათ.

აქამდე პურის უძველესი მტკიცებულება თურქეთში იყო აღმოჩენილი და ის ძვ.წ.აღ.-მდე 9, 100 წლით თარიღდება.  

მეცნიერებმა იორდანიაში აღმოჩენილი უსაფუარო პურის აღდგენა პაპირუსებზე დაცული რეცეპტების საშუალებით სცადეს. აღმოჩნდა რომ ის საკმაოდ მარილიანი და,  ამავდროულად, ტკბილი იყო.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 13 14 15 16 17 19
Page 15 of 19