close

არქეოლოგია

არქეოლოგია

აღმოჩენა რაჭაში – რეგიონმა შესაძლოა, დამატებითი ისტორიული მნიშვნელობა შეიძინოს

რაჭაში, სოფელ შქმერში მიწის სიღრმეში გაქვავებული კბილი აღმოაჩინეს.

ვარაუდობენ, რომ კბილი შესაძლოა, ზვიგენს ან იქთიოზავრს ეკუთვნოდეს.

ცნობისთვის, მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვის ბინადართა უამრავი ნამარხია აღმოჩენილი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორია

მეცნიერებმა, სავარაუდოდ, კადისელი ჰერაკლეს მითიურ ტაძარს მიაგნეს

მეცნიერებმა, სავარაუდოდ, დიდი ხნის არქეოლოგიური საიდუმლო ამოხსნეს და ერთ-ერთ ყველაზე
იდუმალ, ჰერაკლეს მითიურ ტაძარს მიაგნეს. ანდალუსიაში სევილიის უნივერსიტეტისა და
ანდალუსიის ისტორიული მემკვიდრეობის ინსტიტუტის მკვლევრებმა სხვადასხვა ტექნოლოგიის
გამოყენებით აღმოაჩინეს უზარმაზარი რომაული და ფინიკიური შენობის კვალი.
ნაგებობა შესაძლოა სწორედ კადისელი ჰერაკლეს, ძალისა და გმირობის ღმერთის ტაძარი იყოს.
წყალქვეშა არქეოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, მილაგროს ალსაგა გარსია აღნიშნავს, რომ
დოკუმენტური წყაროებით, არქეოლოგიური ინფორმაცითა და ციფრული მოდელებით მიღებული
მასალები მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ ეს სწორედ ჰერაკლეს მითიური ტაძარია. კონსტრუქცია
სიგრძეში 300, ხოლო სიგანეში 150 მეტრია.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგია

ანტარქტიკის შელფური მყინვარის ქვეშ აღმოაჩინეს სიცოცხლის მრავალი ფორმა

ანტარქტიკის რეგიონში მდებარე შელფური მყინვარის ქვეშ აღმოაჩინეს სიცოცხლის მრავალი
ფორმა. მეცნიერების განცხადებით, წყლის ბინადართა სახეობებისთვის მსგავსი ადგილი, რომელიც
მზის სხივებს მოკლებულია, ნამდვილად საინტერესო და გასაოცარია.
ეკოსისტემათა დიდი ნაწილი ეფუძნება მცენარეებს, რომლებშიც ფოტოსინთეზი მიმდინარეობს.
სწორედ ამიტომ, ბნელ და ყინულით დაფარულ გარემოში მათი, როგორც საკვების სიმცირე
ბიომრავალფეროვნების განვითარებისთვის ნამდვილად ხელის შემშლელია. ექსტრომის შელფური
მყინვარის გაბურღვის შემდეგ კი 100 მეტრ სიღრმეზე სპეციალისტებმა იმაზე მეტი ცხოველის
ფრაგმენტს მიაკვლიეს, ვიდრე ელოდნენ.
ნიმუშების ანალიზმა გამოავლინა 77 განსხვავებული სახეობა. ეს ორგანიზმები ექტოპროქტებს
წარმოადგენენ და წყლის გაფილტვრის შედეგად მოპოვებული ნაწილაკებით საზრდოობენ. ოკეანურ
დინებებს კი ამ მცირე ზომის ორგანიზმებისთვის საკმარისი პიროფიტული წყალმცენარეები და სხვა
ევკარიოტები მიაქვთ. აღსანიშნავია, რომ ორგანიზმები იქ დაახლოებით 6 000 წელია არსებობენ.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიასაქართველო

აღმოაჩინეს დავით აღმაშენებლის პერიოდის ისტორიული მონეტა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ აღმოაჩინეს დავით მეოთხე აღმაშენებლის პერიოდის მონეტა. სინამდვილეში, მონეტა არის უნებართვო არქეოლოგიური სამუშაოების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ნივთმტკიცება.
ჩატარებული ექსპერტიზით დამტკიცდა, რომ მონეტა მოჭრილია დავით მეოთხე აღმაშენებლის მიერ და ორიგინალს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მონეტა ნივთმტკიცებაა, ის საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცა, რადგან პირველად აღმოჩენილი მე-12 საუკუნის საქართველოს ისტორიის ამსახველი არტეფაქტია.
გამოძიების ფარგლებში ასევე აღმოაჩინეს 12 ერთეული ბეჭედი, ბრინჯაოს გულსაკიდი, 6 ერთეული ორიგინალი ღილი, სხვადასხვა პერიოდის მონეტა, რომელთა ნაწილი საბჭოთა პერიოდისაა, 3 მონეტა კი თარიღდება XIII საუკუნით. ეს უკანასკნელი მონღოლური წარმოშობისაა, წარწერით “დიდი მონღოლი ულუს ბეგი”, ასევე სპილენძის მონეტა რუმის სელჩუკი, რომელზეც შემორჩენილია არაბული ზედწერილის ფრაგმენტი.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგია

მეცნიერებმა დინოზავრის კვერცხის შიგნით იდეალურად შემონახული ემბრიონი აღმოაჩინეს

მეცნიერებმა იდეალურად შემონახული, გამოჩეკის ზღვარზე მყოფი დინოზავრის ემბრიონი აღმოაჩინეს სამხრეთ-ჩინეთში, განჯოუს ტერიტორიაზე. იგი უკბილო თეროპოდი დინოზავრია, იგივე ოვირაპტოროზავრი, სახელად პატარა იანლიანი. მეცნიერები მას მინიმუმ 66 მილიონი წლით ათარიღებენ. ნამარხი აჩვენებს, რომ ემბრიონი მოკუნტულ პოზაშია, ამას კი ჩიტები აკეთებენ გამოჩეკამდე ცოტა ხნით ადრე. ეს მანიშნებელია იმისა, რომ თანამედროვე ფრინველებში ამგვარი ქცევა პირველად მათ წინაპარ დინოზავრებში წარმოიშვა.
მეცნიერების თქმით, ეს დინოზავრის საუკეთესო ემბრიონია, რაც კი ისტორიაში აქამდე უპოვიათ. ბუმბულით შემოსილი დინოზავრები ახლანდელი აზიისა და ჩრდილოეთ-ამერიკის ტერიტორიებზე სახლობდნენ გვიან ცარცულ პერიოდში, რაც 100-66 მილიონი წლის წინ იყო. პატარა იანლიანი თავიდან კუდამდე 27 სანტიმეტრი სიგრძისაა და 17 სანტიმეტრი სიგრძის კვერცხშია მოთავსებული. მართალია, კვერცხი პირველად 2000 წელს აღმოაჩინეს, თუმცა, 10 წლის განმავლობაში ინახავდნენ, მხოლოდ შემდეგ იეჭვეს, რომ მის შიგნით ემბრიონი იყო და კვერცხმაც მიიპყრო განსაკუთრებული ყურადღება.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორია

პოლონეთში ევრაზიის ერთ-ერთი უძველესი სამკაული აღმოაჩინეს

პოლონელმა არქეოლოგებმა მამონტის ეშვისგან დამზადებული კულონი აღმოაჩინეს, რომლის ასაკიც 41 500 წელს შეადგენს. ამის შესახებ Livescience-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს ევრაზიაში უძველესი სამკაულია. კულონი ორი ნაწილისგან შედგება. სავარაუდოდ მას კისერზე ატარებდნენ, თუმცა ამის მტკიცებულება არ არსებობს. კვლევის მთავარი ავტორი სახრა ტალამო აღნიშნავს, რომ კულონი იმ დროს შექმნეს, როდესაც ადამიანებმა სამკაულების კეთება მთელი პლანეტას მასშტაბით დაიწყეს.

აღმოჩენა გამოქვაბულ სტაინაში გააკეთეს, რომელშიც 2008 წელს არქეოლოგებმა ცხოველების ძვლები და ნეანდერტალელებისნეშტები აღმოაჩინეს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგია

პერუში „იდუმალი მუმია“ აღმოაჩინეს

პერუში, კახამარკილიას არქეოლოგიურ ველზე, აღმოაჩინეს მუმია, რომელსაც მედია „იდუმალად“ მოიხსენიებს.

ირკვევა, რომ მუმია, რომლის სქესიც ჯერ უცნობია, ინკების იმპერიამდელ ხანას მიეკუთვნება და ეს ადამიანი, დაახლოებით, 1 200 წლის წინ ცხოვრობდა. ის თოკებში გადახვეული იპოვეს.

გათხრების შედეგად, მუმიასთან ერთად, ასევე აღმოჩენილია კერამიკული არტეფაქტები და ქვისგან დამზადებული სხვადასხვა იარაღი.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ, მაშინდელ ცივილიზაციაში, მუმიების თოკებით შეკვრა დაკრძალვის ცერემონიის ნაწილი იქნებოდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაარქიტექტურა/დიზაინიტექნოლოგიები

Microsoft-მა და საბერძნეთის მთავრობამ ძველი ოლიმპიის ვირტუალური ასლი შექმნეს 🏛

კომპანია Microsoft-მა და საბერძნეთის მთავრობამ ძველი ოლიმპიის ვირტუალური ასლი შექმნეს.

პროექტი ხელმისაწვდომია როგორც მობილურ ტელეფონიდან (Google Play და App Store), ასევე პერსონალური კომპიუტერიდან.

მომხმარებლებს შეუძლიათ, შეისწავლონ ქალაქის ძეგლები და არქიტექტურა, ასევე გაეცნონ ანტიკური ოლიმპიური თამაშების ჩატარების ისტორიას. ვებგვერდზე ასევე ხელმისაწვდომია აუდიოგიდი, რომელიც პირველ ეტაპზე ინგლისურად და ბერძნულადაა ხელმისაწვდომი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგია

პომპეისთან ახლოს, სავარაუდოდ, მონების საცხოვრებელი ოთახი აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა პომპეისთან ახლოს, უძველესი ოთახი აღმოაჩინეს, რომელიც მათი ვარაუდით, მონების საცხოვრებელი ადგილი იყო. ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის მიუხედავად, ოთახი კარგადაა შემონახული.

აღმოჩენილი ოთახის შესწავლით, სპეციალისტები, ძველი რომის პერიოდში, მონების ცხოვრების წესის შესახებ, მეტი ინფორმაციის მოპოვებას შეეცდებიან.

მონები მფლობელების საკუთრებად ითვლებოდნენ და იურიდიული სტატუსი არ ჰქონდათ.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორია

ისრაელის ჩრდილოეთ სანაპიროზე მოყვარულმა მყვინთავმა ხმალი იპოვა, რომელიც 900 წლის წინ, სავარაუდოდ, ჯვაროსან რაინდს ეკუთვნოდა

ისრაელის ჩრდილოეთ სანაპიროზე მოყვარულმა მყვინთავმა ხმალი იპოვა, რომელიც 900 წლის წინ, სავარაუდოდ, ჯვაროსან რაინდს ეკუთვნოდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

ერთი მეტრის სიგრძის ხმალი შლომი კაცინმა აღმოაჩინა და ის ისრაელის ანტიკვარიატის სამმართველოს (IAA) გადასცა.

„ხმალი, რომელიც შესანიშნავ მდგომარეობაშია, ლამაზი და იშვიათი აღმოჩენაა და აშკარად ჯვაროსან რაინდს ეკუთვნოდა. ამაღელვებელია ასეთი საგნის აღმოჩენა, რომელიც 900 წლით უკან, სხვა ეპოქაში გაბრუნებს“, – აღნიშნა ისრაელის ანტიკვარიატის სამმართველოს (IAA) ინსპექტორმა, ნირ დისტელფელდმა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 5 6 7 8 9 19
Page 7 of 19