close

არქიტექტურა/დიზაინი

არქიტექტურა/დიზაინისაქართველო

თბილისის მერს ქალაქში დიდი ქვიშის საათის დადგმის იდეით მიმართავენ

პროექტის –  ,,შენი იდეა ქალაქს” ფარგლებში, ერთ-ერთი მოქალაქე ვარდების მოედზნზე ველოსიპედის ნაცვლად ქვიშის საათის დადგმას ითხოვს:

,,თბილისის, როგორც სიცოცხლის ქალაქის სიმბოლური გამოხატვის მიზნით, კარგი იქნებოდა, დიდი ქვიშის საათი დაგვედგა, ვარდების მოედანზე, რომელსაც ქალაქის მერი გადაატრიალებდა ყოველ ახალ წელს, ზუსტად 12:00-ზე. მომდევნო წლის მიზნებისა და ამოცანების გაჟღერებასთან ერთად. ეს ტრადიციად იქცეოდა. ზოგადად, ეს ხალხის მოტივაციისთვის ძალიან კარგი რამე იქნება, თუ მოვუწოდებთ რომ ყველამ მოიფიქროს მომდევნო წლისთვის რის გაკეთებას აპირებს. თუნდაც მომდევნო წლის ,,სურვილები ჩაიფიქრონ” ახალი წლის დასაწყისში”,- წერს ერთ-ერთი მოქალაქე თბილისის განვითარების იდეებში.

თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქიტექტურა/დიზაინიეს საინტერესოა

წყალში აშენებული „სასახლეები“ – ოცნების პროექტი

გსმენიათ თუ არა ახალ პროექტზე, რომელიც მართლაც შესანიშნავ საცხოვრებელ ადგილს გულისხმობს, შეგიძლიათ, ისიამოვნოთ მცურავი სახლით, რომელიც მრავალი დადებითი თვისებით გამოირჩევა, მთავარი პრიორიტეტი არის ის, რომ ინოვაციური და გამართულია.

ზედა სართული წარმოადგენს დასვენების ზონას, სადაც მოწყობილია ღია შხაპი, ბარი, სამზარეული და ჯაკუზი, რომელიც დამზადებულია გამჭვირვალე მინისგან.

ცენტრალური სართული, რომელიც მდებარეობს ზღვის დონეზე – წარმოადგენს საცხოვრებელ ფართს, სადაც განთავსებულია სამზარეულოს მოწყობილობები და სასადილო ზონა. წყალქვეშა ნაწილს ექნება გამჭვირვალე პანორამული ფანჯრები, რითაც სახლის მფლობელებს ექნებათ ერთგვარი პერსონალური ოკეანერიუმი.

რა თქმა უნდა, ამ ტიპის ,,სასახლეები“ ,,ჩვეულებრივი“ ადამიანებისთვის განკუთვნილი არ იქნება და საკმაოდ ძვირიც ეღირება.

წყარო: THEVERGE.COM

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
არქიტექტურა/დიზაინიისტორიაკულტურასაქართველოტურიზმი

თუშეთში 10 ციხე-სოფლის კვლევა და რეაბილიტაცია იგეგმება

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თუშეთში 10 ციხე-სოფლის კვლევა და შემდგომში რეაბილიტაცია იგეგმება. პირველ ეტაპზე, ინვენტარიზაცია ჩატარდება, რომლისთვისაც 400 ათასი ლარია გათვალისწინებული.
,,მოგეხსენებათ, თუ რამხელა სიმდიდრეს წარმოადგენს საქართველოსთვის თუშეთი. კონკრეტულად, თავისი ულამაზესი ისტორიული, ეთნოგრაფიული მემკვიდრეობით, თავისი ლანდშაფტით, თვითმყოფადობით. სამწუხაროდ, დღეისთვის უძველესი ნაგებობების ნაწილი არის დაზიანებული ან განადგურების პირას. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ – არ ჩატარებულა არანაირი კვლევა ამ კულტურული მემკვიდრეობის. ჩვენ აუცილებლად უნდა დავგეგმოთ ამ ძეგლების აღწერა და ინვენტარიზაცია, შემდგომში კი – სრული რეაბილიტაცია.
ვიწყებთ 10 ციხე-სოფლის საინვენტარიზაციო კვლევით სამუშაობს. ეს არის ძველი დიკლო, ძველი გირები, ჭონთიო, ხეღო, აგეურთა, წარო, კვავლო, ფარსმა, დაქიურთა და ინდურთა. ეს არის უძველესი ქართული სოფლები. ჩვენ ამისთვის, პირველ ეტაპზე, გამოვყოფთ 400 ათას ლარს, რომ მოხდეს აღწერა. ძალიან კარგია, რომ სამუშაოებში იქნებიან ჩართული ახალგაზრდები, სტუდენტები და ზაფხული უკვე კარს მოგვადგა. ამ პერიოდში განხორციელდება ეს სამუშაოები, შემდგომში კი, უკვე ამ აღწერის საფუძველზე და რა თქმა უნდა პროფესიონალური მიდგომების საფუძველზე, მოხდება ამ უძველესი ძეგლების რეაბილიტაცია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქიტექტურა/დიზაინიკულტურასაქართველო

თბილისში ქვევრის ფორმის ღვინის მუზეუმი გაიხსნება

საქართველოში ღვინის მუზეუმის გახსნა იგეგმება, რომელსაც ქვევრის ფორმა ექნება. ამ ეტაპზე, ჩვენ  გვაქვს პროექტი, რომელიც საქართველოს სახე უნდა გახდეს, ქვეყანაში რეალურად ღვინის მუზეუმი არ არსებობს, ამიტომ ეს პროექტი საქართველოს სავიზიტო ბარათად უნდა იქცეს,“ – ამის შესახებკომერსანტსექსკლუზიურად ღვინის მუზეუმის პროექტის ხელმძღვანელმა მაია ჩადუნელმა განუცხადა.

მუზეუმს „ქვევრი“ ერქმევა და მისი განთავსების ზუსტი ადგილმდებარეობა გაურკვეველია, რადგან ამისათვის თბილისის მერიასთან მოლაპარაკებებია საჭირო. თუმცა, ძირითად ლოკაციებად რიყის პარკი, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია და მცხეთა განიხილება.

პროექტის მშენებლობაში, დაახლოებით, 4 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და ის 800 კვადრატულ მეტრზე განთავსდება.

ღვინის მუზეუმი „ქვევრი“ 4 სართულს მოიცავს და რამდენიმე ნაწილად დაიყოფა: მინუს სართულზე ქართული მარანი, მულტიმედიური სივრცე და ინსტალაციები განთავსდება. პირველ სართულზე სადეგუსტაციო დარბაზი, ღვინის სალონი და მაღაზია. მეორე სართულზე – მასტერკლასების სივრცე, ქართული პროდუქტი, სუვენირები და კაფე. ხოლო მეოთხე სართულზე – რესტორანი ავთენტური და ტრადიციული სამზარეულოთი განთავსდება.

სივრცეს ქვევრის ფორმა ახალგაზრდა არქიტექტორმა დავით გოგობერიშვილმა მისცა, რომელმაც ღვინის მუზეუმის პროექტი რამდენიმე წლის წინ შექმნა.

როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას მაია ჩადუნელი აცხადებს, აღნიშნული პროექტი კერძო წამოწყებაა, თუმცა რა თქმა უნდა, სახელმწიფოს დახმარება საჭიროა. ამ ეტაპზე, თანხის 50%-ი მოძიებულია, ხოლო დარჩენილი 50%-ი – მოსაძიებელი. მუზეუმის შემქმნელები ბიზნესმენებთან კონსულტაციებსაც აპირებენ და იმასაც არ გამორიცხავენ, რომ პროექტის მეწილე უცხოელი ინვესტორი გახდეს.

წყარო:  commersant.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
არქიტექტურა/დიზაინირელიგია და მეცნიერებასაქართველო

თურქეთში ისტორიული ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოები იწყება

საქართველოს საელჩო თურქეთში  ავრცელებს ინფორმაციას, რომ 2018 წლის მაისში, თურქეთი საქართველო-თურქეთს შორის 5-წლიანი პროგრამის ფარგლებში და ქართული მხარის მოთხოვნით, ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოებს დაიწყებს.

„შემდგომ ეტაპზე განსაზღვრულია ოშკის ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება, რომელიც ზემოხსენებული ხუთწლიანი პროგრამის შესაბამისად, ერთობლივად უნდა განხორციელდეს ქართველი და თურქი სპეციალისტების მიერ. სიმბოლურია, რომ ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოების დაწყება ემთხვევა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს. ქართველ და თურქ ექსპერტებს განსაკუთრებული წარმატება ვუსურვოთ ამ ისტორიული პროექტის ეფექტურად და სანიმუშოდ განხორციელებაში! ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ოშკის მრავალრიცხოვან გულშემატკივარს და ტურისტულ ჯგუფებს ვთხოვთ, გაგებით მოეკიდონ იქ მიმდინარე სამუშაოებთან არსებულ პროცედურებს და შესაძლო შეზღუდვებს ტაძარში შეღწევასთან მიმართებით,“ – აღნიშნულია თურქეთში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

 

მასალა მოამზადა:  ციცი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქიტექტურა/დიზაინიეკოლოგიაეს საინტერესოამსოფლიო

კომპაქტური საცხოვრებელი, რომელიც ყველგან შეგიძლიათ ატაროთ

კომპანია „Nice Architect-მა“ ბრატისლავადან, შეიმუშავა ახალი პროექტი – ეკოსაცხოვრებელი, რომელსაც ეწოდება „Ecocapsule-ი“. ახალ საცხოვრებელ სახლებს წარმოადგენს კომპაქტური კაფსულები, რომლებიც მთლიანად ავტომატურია.

ის აღჭურვილია წვიმის წყლის შეგროვების სისტემითა და მზის პანელებით. კაფსულის შიდაფართობი 8 კვადრატული მეტრია. პროდუქტი  გათვლილი იქნება ტურისტებისთვის და მკვლევარებისთვის, დროებით საცხოვრებლად. ისინი ადვილად ტრანსპორტირებადია და შეიძლება დამონტაჟდეს ნებისმიერ ადგილას. კაფსულაში, არა მარტო ძილისთვის არის ადგილი, აგრეთვე, აქვე განთავსებულია: საპირფარეშო, შხაპი და სამზარეულოც კი. კაფსულის შიგნით ყოველთვის არის კომფორტული ტემპერატურა, რომელიც რეგულირდება საჰაერო კონდიციონერით. მსგავსი კაფსულები უკვე ხელმისაწვდომია და მისი ფასი შეადგენს 80, 000–ს ევროს.

 

წყარო: Sciencealert.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
არქიტექტურა/დიზაინიეს საინტერესოავიდეომსოფლიო

მალდივის კუნძულებზე პირველი წყალქვეშა სახლი ააშენეს [ვიდეო]

მალდივის კუნძულებზე პირველი წყალქვეშა რეზიდენცია ააშენეს, რომელიც იოგას ცენტრს, დელფინებით გარშემორტყმულ ოთახსა ორ საძინებელს აერთიანებს. 

როგორც ცნობილია, მისი აშენება  $15 მილიონი დაჯდა.

მალდივები ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს და  100-მდე კურორტს აერთიანებს.

წყარო: Telegraph

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქიტექტურა/დიზაინიგამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოამსოფლიოტექნოლოგიები

საფრანგეთში პირველი 3Dნაბეჭდი სახლი ააშენეს

მკვლევარებმა საფრანგეთში მსოფლიოს პირველი 3Dნაბეჭდი სახლი წარმოადგინეს.  ნანტეს უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ეს იყო პირველი სახლი, რომელიც 3Dპრინტერის საშუალებით ადამიანთა საცხოვრებლად აშენდა.

რობოტი, რომელიც ცნობილია – როგორც BatiPrint3D, იყენებს სპეციალურ პოლიმერულ მასალას, რომელიც შენობის საიმედოობას საუკუნის მანძილზე ინარჩუნებს.

BatiPrint3D-ს სახლის კარკასის ასაშენებლად 18 დღე დასჭირდა.

,,ეს მომავალია? ეს არის გამოსავალი და კონსტრუქციული პრინციპი, რომელიც საინტერესოა იმიტომ, რომ ჩვენ ვქმნით სახლს პირდაპირ ადგილზე და რობოტის წყალობით, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ რთული ფორმების მქონე კედლები“, – განაცხადა პროფესორმა ბენოიტ ფურეტმა, რომელიც პროექტზე მუშაობდა.

95 კვადრატული მეტრი, ხუთ-ოთახიანი სახლი ერთ-ერთ ადგილობრივ ოჯახს გადაეცემა.

Y- ფორმის სახლი აღჭურვილია მრავალი სენსორით, რომლებიც უზრუნველყოფენ ჰაერის ხარისხის, ტენიანობისა და ტემპერატურის მონიტორინგს, ასევე აღჭურვილობით, რომელიც შენობის თერმული თვისებების შესწავლას და ანალიზს უზრუნველყოფს.

მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ეს ტექნოლოგია საშუალებას მისცემს მესაკუთრეებს, დაზოგონ ენერგოხარჯები.

ნანტას ადგილობრივი ხელისუფლება 3D-ნაბეჭდი შენობის პროექტების გაგრძელებას აპირებს, რომლის ფარგლებში საზოგადოებრივ მისაღებსა და საცხოვრებელ ბინებს ააშენებენ.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბტაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
არქიტექტურა/დიზაინიეს საინტერესოასაქართველო

ყვარლის ყარაჯაანთ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭეს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში მდებარე ყარაჯაანთ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭა. „ყარაჯანთ საყდარი“, XV-XVI საუკუნეებით თარიღდება. მისი მდგომარეობა კი – არცთუ ისე სახარბიელოა – დატბორილია და ნაგებობის ნაწილი მიწითაა ამოვსებული.

ყარაჯაანთ ეკლესია დარბაზული ტიპის ეკლესიაა.  მისი დარბაზი შეისრული კამარითაა დასრულებული. აბსიდაში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტი, თუმცა გამოსახულება აღარ აღიქმება. კოლორიტში ჭარბობს წითელი და ყავისფერი ფერი, რაც ეკლესიის აშენების პერიოდის მხატვრობისთვისაა დამახასიათებელი. ტაძარზე დასავლეთიდან მიდგმულია ორსართულიანი სამრეკლო. პირველი სართული კარიბჭის როლს ასრულებს, მეორე სართული კი რვაწახნაგოვანი აგურით ნაგები, თაღებით გახსნილი ფანჩატურია, რომელიც დასრულებულია აგურის პირამიდული სახურავით. კარიბჭის შესასვლელის ორივე მხარს თითო მოგრძო ქვაა ჩადგმული, რომელზეც ქართული ასომთავრულით შესრულებული წარწერაა მოცემული.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქიტექტურა/დიზაინიისტორიაკულტურასაქართველო

Europa Nostra-ს განადგურების პირას მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში საქართველოს 2 ისტორიული ძეგლი მოხვდა

Europa Nostra-მ, ევროპის წამყვანმა ძეგლთა დაცვის ორგანიზაციამ, 2018 წლის ევროპაში არსებული, განაგურების პირას მყოფი 12 ისტორიული ძეგლი დაასახელა, რომელთა შორის, 2 საქართველოშია. ამ წინასწარი სიიდან 7 ისტორიულ ძეგლის ამოირჩევენ და ჩართავენ ევროპის კულტურული მემკვიდრეობის აღდგენისა და შენახვის პროგრამაში.

საქართველოსთან ერთად, აღნიშნულ სიაში მოხვდა ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, იტალია, რუმინეთი, ესპანეთი, თურქეთი და გაერთიანებული სამეფო.

რაც შეეხება საქართველოს, ორგანიზაციის ექსპერტები შეფასებით, პროგრამაში ჩასართველად ნომინირებულია ჭიათურა და დავით გარეჯის სამონატრო კომპლექსი.

ჭიათურა: საბაგირო გზები

ჭიათურაში საბაგირო გზები 1913 წლიდან ფუნქციონირებას. საბაგირო ქსელი 18 ადამიანზე იყო გათვლილი და გარდა მგზავრების გადაყვანისა, ჰქონდა ტვირთის ტრანსპორტირების ფუნქციაც, რომელიც, Europa Nostra-ს შეფასებით, უნიკალურია არქიტექტურული სტილისა და ინჟინერული სიახლეების თვალსაზრისით. ამიტომაც, ჭიათურასა და მის საბაგირო ქსელს  ინდუსტრიული და ისტორიული ძეგლის სტატუსი მიენიჭა და სავარაუდოა, რომ, ნომინაციის შემდეგ, ევროპის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამაშიც შევა.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი

მე-6 საუკუნეში აგებული დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი 22 მონასტრისა და 5000-მდე სამლოცველო/გამოქვაბულისგან შედგება. ქვის არქიტექტურის, შუა საუკუნეების ფრესკებისა და არქეოლოგიური მიგნებების გათვალისწინებით, ორგანიზაცია მას „ქართული კულტურის შედევრს“ უწოდებს, რომელსაც ეროვნული მნიშვნელობა აქვს. თუმცა, სამონასტრო კომპლექსი მნიშვნელოვანი საფრთხის ქვეშაა. პირველ რიგში, პრობლემას წარმოადგენს ქვების შლა, რაც სტრუქტურულ ზიანს აყენებს არქიტექტურულ ძეგლს. ის ფაქტი, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომოპლექსი კვლავ ფუნციონირებს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის მისი დაცვისა და აღდგენის ფაქტს.

საბოლოო პასუხები მარტის თვეში გახდება ცნობილი.

 

წყარო: europanostra.org

მასალა მოამზადა:  ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
1 2 3 4 5 6
Page 4 of 6