close

არქიტექტურა/დიზაინი

არქიტექტურა/დიზაინი

მასალა, რომელიც ბეტონს ანიჭებს წყალგაუმტარობას და ყოველმხრივ იცავს

,,პენეტრონი” ზედაპირზე წასასმელი მასალაა, რომელიც ბეტონს ანიჭებს წყალგაუმტარობას  და ყოველმხრივ იცავს მას. იგი შედგება პორტლანდცემენტისგან, გარკვეული გრანულომეტრიის კვარცის ქვიშისა და აქტიური ქიმიური კომპონენტებისგან. პენეტრონი შეიძლება გამოყენებული იქნას ყველა სტრუქტურის ბეტონებში, როგორც ძველის, ისე ახალის შემთხვევაში. არ აქვს მნიშვნელობა თუ რომელ მხარეს წაესმება პენეტრონი, შიდას თუ გარეთას, აგრეთვე წყლის დაწნევის მიმართულებას ბეტონში. პენეტრონი მოხმარებისთვის საკმარისია აირიოს წყალში.

 

გამოყენების სფეროები:

  • საძირკველის ფილები და კედლები
  • გვირაბები და მიწისქვეშა ნაგებობები
  • მიწისქვეშა ავტოსადგომები
  • მიწისქვეშა საცავები
  • მეტროპოლიტენი
  • ბასეინები და არხები
  • ხიდები
  • გამწმენდი ნაგებობები
  • კონსტრუქციული გადაბმები, ნაკერები, ბზარები
  • საკანალიზაციო კოლექტორები
  • ნავთობპროდუქტების საცავები
  • საკვები პროდუქტების საცავები
  • ბეტონის დამბები და დოკები
  • ბირთვული საწვავის ნარჩენების სამარხები

 

უნიკალური თვისებები და უპირატესობანი:

  • წინააღმდეგობას უწევს განსაკუთრებულად მაღალ ჰიდროსტატიკურ დაწნევას ბეტონის როგორც შიგნითა, ისე გარეთა მხრიდან.
  • ავსებს ფორებს, კაპილარებს და მიკრობზარებს ზომით 0,4 მმ-მდე.
  • იქცევა ბეტონის ერთიან და განუყოფელ ნაწილად.
  • განსაკუთრებულად მედეგია ქიმიურად აგრესიული გარემოს მიმართ.
  • ზრდის ბეტონის სიმკვრივეს და სიმტკიცეს.
  • იცავს მეტალს კოროზიისგან.
  • ეფექტი მუდმივია და არსებობს მანამ, სანამ არსებობს ბეტონი.
  • მედეგია მექანიკური ზემოქმედების მიმართ.
  • თავსებადია სასმელ წყალთან.
  • ბეტონი განაგრძობს „სუნთქვას“.
  • არატოქსიკურია.
  • გამოყენება არის მარტივი და იაფი სხვა სახის ჰიდროიზოლაციასთან შედარებით.
  • გამოიყენება სხვადასხვა კლიმატურ გარემოში.

 

ტექნიკური მახასიათებლები:

პროდუქციის სახე: ფხვნილი

ფერი: ნაცრისფერი

სიმკვრივე: 1,25 კგ/1

გამოყენების დრო: 30 წუთი

გამოშრობის დრო: 2 საათი

სასმელ წყლებთან შესაბამისობა: თავსებადია

ვარგისიანობის ვადა: 18 თვე

შეფუთვა: ქაღალდის ფუთა – 22,68კგ.; პლასტიკური ვედრო – 25 კგ.

 

აღნიშნულ მონაცემები დაფუძნებულია ლაბორატორიულ პირობებზე, მათზე შესაძლებელია გავლენა იქონიონ კლიმატურმა პირობებმა, ტემპერატურამ და სხვა.

 

დოზირება:

  • წყალდამჭერ სტრუქტურებში: პენეტრონის 2 ფენად დატანისას 0,65-0,80 კგ/მ2, პენეტრონის ხსნარის დატანა ხდება ფუნჯით ან შეფრქვევით. პენეტრონის ხარჯი იზრდება ბეტონის ზედაპირის უსწორმასწორობის და რელიეფური სირთულის შემთხვევაში.
  • კონსტრუქციულ ნაკერებში: 1,5 კგ/მ2 პენეტრონი ხსნარის ან ფხვნილის სახით შემდეგი ფენა ბეტონის დადებისას.

 

ზედაპირის მომზადება:

  • ბეტონის ზედაპირი, რომელზედაც დატანილი უნდა იქნას პენეტრონი, უნდა იყოს სუფთა, ჩანდეს მისი ფოროვანი სტრუქტურა.
  • მაღალი დაწნევის წყლის ჭავლით ან მექანიკური გზით (მეტალის ჯაგრისი, პერფორატორი) ბეტონს უნდა მოშორდეს ცხიმები, სხვა მინარევები, სუსტი ადგილები, ცემენტის აპკი და მაქსიმალურ სიღრმეზე გაიჟღინთოს წყლით.
  • ბეტონი უნდა იყოს გაჟღენთილი წყლით, ზედაპირი უნდა იყოს სველი და არა წყლიანი.

 

  • ნარევის მომზადება:
  • პენეტრონი მექანიკური გზით უნდა აირიოს სუფთა წყალში ისე, რომ მივიღოთ არაჟანისებური მასა. 400 გრამი წყალი უნდა დაესხას 1 კგ პენეტრონის ფხვნილს (და არა პირიქით), აერიოს ხელით ან დაბალბრუნიანი დრელით. უნდა მომზადდეს ისეთი რაოდენობა, რომ გამოყენებული იქნას 30 წუთში, ამ ხნის განმავლობაში რეგულარულად ავურიოთ, წყლის დამატება დაუშვებელია.

 

თანმდევი პროცედურები:

პენეტრონის ხსნარის დატანა ხდება სინთეტიკური ფუნჯით, პირველი ფენის დატანის შემდეგ, მეორე ფენის დატანა უნდა მოხდეს არაუადრეს 2 საათისა და არაუგვიანეს 6 საათისა.

ბეტონის ზედაპირის დამუშავების შემდეგ, ზედაპირი 3 დღის განმავლობაში უნდა შენარჩუნებული იქნას ნოტიო მდგომარეობაში (რეგულარულად მოირწყას), თავიდან იქნას აცილებული მზის სხივების, ქარის და ყინვის პირდაპირი ზემოქმედება. ამ შემთხვევებში დაცული იქნას პოლიეთილენით ან სქელი ქსოვილით.

 

შენიშვნები:

  • არ შეიძლება პენეტრონის გამოყენება +0C ტემპერატურის ქვემოთ.
  • პენეტრონი არ შეიძლება იქნას გამოყენებული ახალ ბეტონში დანამატის სახით.
  • პენეტრონი შეიცავს ცემენტს.
  • აიცილეთ პენეტრონის მოხვედრა კანზე და თვალებში, ასეთ შემთხვევაში დაიბანეთ სუფთა წყლით. მუშაობისას გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანები.
  • არ დაუშვათ ბავშვებთან კონტაქტი.

 

მწარმოებლის გარანტია:

პენეტრონის ჯგუფის მასალების მწარმოებლები  ICS/Penetron International Ltd (აშშ) და კომპანიათა ჯგუფი „პენეტრონ-როსია“ (რუსეთი, ეკატერინბურგი) იძლევიან გარანტიას, რომ მათ მიერ წარმოებული პროდუქტი შეესაბამება თანამედროევე სტანდარტებს და შეიცავენ ყველა აუცილებელ კომპონენტს შესაბამისი პროპორციით.

სრულად ნახვა
არქიტექტურა/დიზაინიდედამიწა

პირამიდა, რომლის ფილებს შორის ქინძისთავსაც ვერ ჩადებთ

ეგვიპტის პირამიდები დღემდე იწვევს გაოცებას. ეგვიპტის ფარაონებისათვის, ძვ. წ. XXVIII საუკუნიდან XX საუკუნემდე აგებული ძვალშესალაგები  მსოფლიოს პირველი საოცრებაა.

ამ მხრივ კი, განსაკუთრებული ყურადღების ღირსი  გიზის პირამიდებია, რომლებიც  გაკვირვებას იწვევს არა მხოლოდ მათი ფორმაით, ზომითა  და საინჟინრო ტექნიკით, არამედ იმითაც, რომ აქამდე მოღწეული ადამიანის მიერ შექმნილი ქვის პირველი ნაგებობაა. აღსანიშნავია ისიც, რომ გიზის პირამიდები ძველი მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთადერთია, რომელმაც თითქმის თავდაპირველი სახით მოაღწია ჩვენამდე.

ყველაზე დიდი პირამიდა ფარაონ ხუფუსთვის ააშენეს. ეს ფარაონი უფრო ხეოფსის სახელით არის ცნობილი.  მის ასაშენებლად დაახლოებით ასი ათასი მონა შრომობდა. პირველი ათი წელი მოსამზადებელ სამუშაოებს დასჭირდა.   პირამიდა შენდებოდა ოცი წლის განმავლობაში. დაახლოებით ორი მილიონ სამასი ათასი ქვის ლოდი, თითოეული 2, 5 ტონამდე სიმძიმის, სპილენძის იარაღებით გახერხეს და მჭიდროდ მიაკრეს ერთმანეთს. საინტერესოა, რომ  ხეოფსის პირამიდის ფილებს შორის ქინძისთავსაც კი  ვერ ჩადებთ.

პირამიდის სიმაღლე 147 მეტრს აღწევს.

მასალა მოამზადა: ნატალია ჯალაღონიამ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქიტექტურა/დიზაინი

საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს ყოფილი შენობა მსოფლიოს 10 საუკეთესო შენობას შორის დასახელდა

საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს ყოფილი შენობა, სადაც ამჟამად საქართველოს ბანკის სათავო ოფისია განთავსებული, მსოფლიოს 10 საუკეთესო ბრუტალისტურ შენობას შორის მოხვდა.

არქიტექტურის ცნობილმა კრიტიკოსმა ჯონათან გლანსეიმ წიგნი გამოსცა, სადაც 1975 წელს აგებულ შენობას ასე ახასიათებს :„მეტი კონსტრუქტივისტული, ვიდრე ბრუტალისტი. პროექტი ეკუთვნის აქართველოს გზების მშენებლობის მინისტრის მოადგილეს, გიორგი ჩახავას, რომელიც კლიენტიცაა და არქიტექტორიც. იგი აღნიშნავდა, რომ სურდა შენობას რაც შეიძლება ნაკლები მიწის ფართობი დაეკავებინა. როგორიც არ უნდა იყოს მისი მსჯელობა, ეს არის ნამდვილად სანახაობრივი დიზაინი. აღდგენილ შენობაში 2007 წლიდან საქართველოს ბანკის სათვაო ოფისია განთავსებული.“

ჯონათან გლანსეის ათეულშიშედის : შვეიცარიაში მდებარე ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯი (1961), Shibuya-ku კოშკი ტოკიოში (1966), ნიუ იორკში მდებარე  Orange County-ის ოფისები და სასამართლო(1967), Trellick Tower ლონდონში (1972), Centro de Exposições ბრაზილიაში (1974), 1976 წელს აგებული Jenaro Valverde Marín Building – სან ხოსეში (კოსტა რიკა); ჰავანაში მდებარე რუსეთის საელჩოს შენობა (1985), 2008 წელს აგებული Hemeroscopium House -მადრიდში, ესპანეთში, აშშ-ში მდებარე ბოსტონის მერიის შენობა (1968).

წყარო: BBC
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქიტექტურა/დიზაინი

თბილისსში პუშკინის ქუჩაზე, ორმხრივი მოძრაობა აღდგება [ფოტოები]

პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენის კონცეფციის შექმნაზე გამოცხადებული კონკურსი დასრულდა

დასრულდა საკონკურსო წინადადებების მოწოდების ვადა, ქალაქთბილისისმუნიციპალიტეტისმერიისსსიპ  არქიტექტურისსამსახურის მიერ გამოცხადებულ კონკურსში  – პუშკინის ქუჩაზე  ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენის კონცეფციისშექმნასთან დაკავშირებით.

სხვადასხვა საჯარო თუ იურიდიული პირების მიერ წარმოდგენილი იქნა 17 საკონკურსო წინადადება.  მათ შორის 11  საკონკურსო პირობების შესაბამისად სრულყოფილი საპროექტო წინადადება,  საჯარო განხილვისთვის წარდგენილია ქალაქ თბილისის საკრებულოში.

გამარჯვებული პროექტი განხორციელდება და ამასთანავე ავტორს გადაეცემა  –7000 ლარი. მეორე საპრიზო ადგილის მფლობელი მიიღებს –  2000 ლარს, ხოლო მესამე– 1000 ლარს.

საკონკურსო განაცხადი, თანდართული დოკუმენტაციით, განთავსდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე  www.procurement.gov.geქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვებ–გვერდზე  www.new.tbilisi.gov.ge და საქართველოს არქიტექტორთა კავშირისwww.archunion.ge  ვებ-გვერდებზე.

 

 35062

 35063

 35064

 35066

 35067

 35068

 35069

 35070

 

წყარო: tas.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 4 5 6
Page 6 of 6