close

ეზოთერიკა

ეზოთერიკაფიზიკა

დრო – ილუზია თუ რეალობა?

იმ დროს, როცა ე.წ. რელიგიური ადამიანები გამუდმებით ერთმანეთთან ბრძოლით არიან დაკავებულები, მეცნიერება, რომელიც რელიგიის სხვა, ექსტრემალურ ბოლოდ მიიჩნევა -(უმჯობესია, თუ სპირიტუალიზმს ვიტყვით) დუმს, თუმცა სტაბილურად უახლოვდება იმ ადგილს, რომლის ახსნასაც საუკუნეების წინ წინასწარმეტყველები და წმინდანები ცდილობდნენ.

საღმრთო წერილებში ასახული კონცეფციები, მათ შორის ვედები, რომლებსაც ბევრი ე.წ. განათლებული ადამიანი აბუჩად იგდებდა, თანამედროვე მეცნიერების მიერ ნელ-ნელა დასტურდება.

მომავალი, აწმყო და წარსული: დროის დილემა

როდესაც ძველი წინასწარმეტყველები გვეუბნებიან, რომ დრო მხოლოდ ილუზიაა და აწმყო, წარსული და მომავალი ყველა აქაა, ეს უფრო ფილოსიფიურად ჟღერს, ვიდრე მეცნიერულად, თუმცა ექსპერიმენტები აჩვენებს, რომ მომავალს წარსულზე ზემოქმედების მოხდენა შეუძლია. ეს განცხადება ცოტა არ იყოს უცნაურია აღსაქმელია ნორმალური ადამიანებისთვის.

რას ნიშნავს ეს ყველაფერი და რა არის ამ განცხადების მეცნიერული საფუძველი. ახლახან ჩატარებული კვლევა, რომელიც ,,Nature Physics Journal-ში” გამოქვეყნდა, ადასტურებს, რომ დროს უცნაურ ფენომენია და ის რაც მომავალში უნდა მოხდეს, გავლენას ახდენს იმაზე, რაც ხდება. ყველასთვის გასაგებია, რომ ის რაც წარსულში გავაკეთეთ, ან რასაც აწმყოში ვაკეთებთ, მომავალზე ზემოქმედებას ახდენს, მაგრამ შესაძლოა თუ არა ეს პირიქითაც ხდებოდეს? მოდი, შევეცადოთ, გავიგოთ, რას ნიშნავს ეს და როგორ დაამტკიცეს აღნიშნული კვლევით.

ექსპერიმენტები

მეცნიერებმა ამ თეორიის დასამტკიცებლად ექსპერიმენტები ჩაატარეს. Double Slit-ის სახელით ცნობილმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ფოტონებს (სინათლის ნაწილაკები) საკუთარი მახასიათებლები არ გააჩნიათ თუ მათ არ „აფიქსირებდნენ“. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მათ წინასწარ კარგად იცოდნენ, როდის გამოავლენდნენ და დაეჯახებოდნენ და როდის – არა.

ეს ექსპერიმენტები ,,Nature Physics-სა” და ,,Digital Journal-ში” გამოქვეყნდა და მათ ტექნიკურ დეტალებზე საუბარი შორს წაგვიყვანს, თუმცა მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც ექსპერიმენტების დროს გამოვლინდა, არის ის, რომ საქმე მხოლოდ გონიერებაში არაა, მნიშვნელოვანია, გქონდეს იმის  პოტენციალი, გაარკვიო, რა მოხდება მომავალში.

ექსპერიმენტები ლაზერული ტექნოლოგიისა და ჰელიუმის ატომების გამოყენებით გაიმეორეს და იგივე შედეგები გამოვლინდა. ფაქტობრივად, ორი ლაზერული სხივი გისოსის ფუნქციას ასრულებდა, რომელზეც ჰელიუმის ატომები გადიოდა. გამოავლინეს, რომ როგორც კი მეორე გისოსს სვამდნენ, ფოტონები ტალღებად გადაიქცეოდნენ მაშინ, როცა ერთი გისოსის არსებობის დროს ისინი ნაწილაკის ფორმატში იმყოფებოდნენ. მთავარი სიურპრიზი იყო ის, რომ ფოტონებმა წინასწარ იცოდნენ იმის შესახებ, მოხდებოდა თუ არა მეორე გისოსის ჩართვა.

წინასწარმეტყველების სიბრძნე

ჩვენი წინასწარმეტყველები ამბობდნენ, რომ საქმე არსებობის მხოლოდ ერთ ასპექტში არაა და არსებობს უჩინარი ბუნების ბევრი დონე და რომ დრო არაფერია, თუ არა ილუზია. რა თქმა უნდა, ჯერჯერობით მეცნიერება ამას ბევრად ჩამორჩება, თუმცა ნელ-ნელა უახლოვდება და შესაძლოა, მალე მსოფლიომ გააცნობიეროს, რომ ზოგიერთი უსაქმურად მიჩნეული ადამიანი სულაც არ მოქმედებდა ამაოდ. არსებობს სამყაროში რაღაც, რაც ჩვეულებრივს სცილდება და გონებას მისი აღქმა არ შეუძლია.

 

წყარო: www.lightforcenetwork.com

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
ეზოთერიკასაქართველო

,,მუდრების მაგიური ძალა” – ინტერვიუ გიორგი გიორგაშვილთან

გიორგი გიორგაშვილის წიგნის ,,მუდრების მაგიური ძალა“ ავტორია. ,,დოქტრინა“ დაინტერესდა ზოგადად მუდრების სიმბოლიკით და გაესაუბრა წიგნის ავტორს,  რომელმაც  დაწვრილებით ისაუბრა მათ შესახებ.  გთავაზობთ ინტერვიუს:

-გიორგი, უპირველეს ყოვლისა, გვითხარით რა არის ,,მუდრა“ და რას გულისხმობს სწავლება მუდრების შესახებ?

-ზოგადად ,,მუდრა“ ინდური, სანსკრიტული წარმოშობისაა და სიტყვასიტყვით „სიხარულის მომნიჭებელს“, „ბეჭედს“ ან „ხელის ჟესტს“ ნიშნავს. მას  ხშირად ,,თითების იოგასაც“ უწოდებენ.

მუდრები, ეს არის ხელის ჟესტები ანუ თითების განლაგების გარკვეული მდგომარეობა. თუმცა, გარდა ხელის მუდრებისა, არსებობს სხეულის პოზები, სუნთქვისა და თვალის ფოკუსირების ტექნიკები, რომელთაც ასევე მუდრებს უწოდებენ.  მუდრების შესახებ სწავლება არის უძველესი და ეზოთერული დაფარული სწავლება. ისინი უხსოვარი დროიდან გამოიყენებოდა და კვლავ გამოიყენება.
მუდრებს ასევე იყენებენ მსოფლიო რელიგიების წინამძღოლები, მიმდევრები (თუ დაუკვირდებით ხატებს, ნახავთ, რომ წმინდანები ყოველთვის განსხვავებული მუდრებით არიან გამოსახული), სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები (პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, პროფესორები, ჟურნალისტები, მსახიობები, მოცეკვავეები, იოგები, მისტიკოსები, სხვადასხვა საიდუმლო-ოკულტური სკოლისა და ორგანიზაციის წარმომადგენლები).

-საინტერესოა თქვენ თვითონ როდის აღმოაჩინეთ და დაინტერესდით მუდრებით, ან საიდან ახერხებთ შესაბამისი მასალის მოძიებას?

საიდუმლო მეცნიერებებში არ არსებობს მზა პროდუქტი და მასალა, რომელსაც ნახავთ და დაწერთ. თუ ადამიანი ვერ ერკვევა სხვადასხვა სფეროში და შესწავლილი არ აქვს, რთულია დაინახოს ის დაფარული ცოდნა, რომელიც ჩვენ თვალწინ არსებობს, მაგრამ ვერ ვხედავთ. მე, პირადად, მრავალი სფეროთი ვარ დაინტერესებული, ამიტომ, შედარებით მარტივია ჯაჭვის შეკვრა და სხვადასხვა ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირება. რაც უფრო მეტს ვსწავლობ და ვგებულობ, ვხვდები, თუ რამდენად ამოუცნობი და ამოუწურავია ჩვენი სამყარო და მისი შემოქმედი.

ჩემი ახალი წიგნი – ,,მუდრების მაგიური ძალა”,  გახლავთ უკვე რიგით მეოთხე წიგნი. ადამიანის ფენომენით, ფსიქოლოგიით და სხეულის ენით, ჟესტებით 12 წლის წინ დავინტერესდი და მისი შესწავლა დავიწყე ჯერ საქართველოში და შემდეგ კი ამერიკის და ჩინეთის სხვადასხვა უნივერსიტეტსა და სკოლაში.
ამერიკაში, ბერკლის უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ბიზნესმარკეტინგს, კომუნიკაციებს, სადაც ლექციებს მიკითხავდნენ ბერკლის, სტენფორდისა და ჰარვარდის წამყვანი პროფესორები, ფსიქოლოგები.

ასევე კალიფორიაში ვსწავლობდი მსოფლიო რელიგიების ინსტიტუტში და ფილოსოფიას სტენფორდის უნივერსიტეტში და სხვადასხვა მიმართულებით ვატარებდი კვლევებს.

კონკრეტულად, მუდრების ანუ ხელის ჟესტების შესწავლა 5 წლის წინ დავიწყე სხეულის ენის სწავლის დროს და შემდეგ უკვე მსოფლიო რელიგიების ინსტიტუტში და სხვა საიდუმლო, ეზოთერულ სკოლებში სწავლის დრო უფრო მეტად დამაინტერესა ამ მეცნიერებამ და სიღრმისეულად შევისწავლე, ძალიან ბევრი აღმოჩენა გავაკეთე, რომელთა შესახებაც სწორედ ახალ წიგნში ვსაუბრობ.

-გიორგი, კარგი იქნება თუ კი მკითხველი გაეცნობა რამდენიმე მუდრას და მათ მნიშვნელობას.

-მუდრები იმიტომ არის საინტერესო და საიდუმლოებით მოცული, რომ ძალიან ბევრს რამეს გადმოგვცემენ სამყაროს, ადამიანის შექმნისა და აგებულების შესახებ. სამყარო შედგება ენერგიისგან, ასევეა ადამიანიც. სამყაროში არსებობს 5 ელემენტი: ცეცხლი, მიწა, წყალი, ჰაერი და ეთერი (არისტოტელეს მიხედვით, ეს ნივთიერება არის მრავალმხრივი: დაუბადებელი, უბერებელი, უხრწნელი, მარადიული, არა მზარდი, უცვლელი, მდებარეობს ცის ზედა სივრცეში, უმაღლეს ადგილას, სადაც ცხოვრობს თვით ღმერთი). ეს ხუთი ელემენტი შეესაბამება ადამიანის 5 თითს.

ადამიანის სხეულიდან ენერგია ძირითადად, თითის წვერებიდან, ტუჩებიდან, ცხვირის წვერიდან, და ფეხის თითებიდან გამოედინება. თითების დაბოლოებებზე ანუ ბალიშებზე ხდება ამ ენერგიის კონცენტრაცია და როდესაც მათ ვეხებით, უკან ტვინში ვაგზავნით გარკვეულ სიგნალს, რომელიც მთელს სხეულს გაივლის, სხვადასხვა ენერგეტიკულ ცენტრს, ორგანოს ააქტიურებს,   ხუთივე ელემენტს აბალანსებს და სხეულს საწყის მდგომარეობაში აბრუნებს.

ძველი აღმოსავლური ცოდნის, იოგის უძველესი წმინდა ტექსტების თანახმად, მთელი ჩვენი სხეული დაქსელილია ენერგეტიკული არხებით. ადამიანის
სხეული ტრანსფორმატორის მსგავსად, იღებს კოსმოსში არსებულ ენერგიას და შემდეგ სხეულში იმ მიმართულებით აგზავნის და ანაწილებს, რომელშიც სასწრაფო და აუცილებელია ორგანიზმის ეფექტური მუშაობისათვის. არსებობს ძალიან ბევვრი მუდრა, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ წარმატების მისაღწევად, სიმდიდრის მოსაპოვებლად, გონების განსავითარებლად, სიყვარულის საპოვნელად და ა.შ. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს: 

 

წარმატების მომტანი მუდრა – თუ გსურთ, რომ ადვილად მიაღწიოთ წარმატებას, გამოიმუშავოთ დისციპლინა და გახდეთ ლიდერი, ხშირად გამოიყენეთ  სწორედ ეს სუჩი მუდრა.

 

 

სიყვარულის მუდრა – მისი ხშირი გამოყენება დაგეხმარებათ შეიყვაროთ საკუთარი თავი, ყველა უპირობოდ მიიღოთ, გიყვარდეთ, აპატიოთ, მიუტევოთ და, რაც მთავარია, მიიზიდოთ და იპოვოთ თქვენი საყვარელი ადამიანი. მას რომანტიკული პრობლემების გადაჭრა ძალიან მარტივად  შეუძლია.

 

 

 

               სიმდიდრის მუდრა – ამ მუდრას შეუძლია ფინანსური პრობლემების გადაჭრაში დაგეხმაროთ.

 

 

 

 

 

ცის მუდრა – გამოიყენება სმენითი პრობლემების თავიდან ასაცილებლად.

 

 

 

 

 

 

წონის დასაკლები მუდრა – ზოგადად სასურველია, რომ მუდრები დღეში სამჯერ მაინც, 3-15 წუთის განმავლობაში მაინც შესრულდეს წარმატებული ეფექტისთვის.

 

 

 

-მსგავსი საკთხები ყოველთვის ორაზროვნებას იწვევს რელიგიურ წრეებში და ხშირად საზოგადოებაც სკეპტიკურად ეკიდება მას. საინტერესოა, როგორ პასუხობს ამ ყველაფერს რელიგია, მით უფრო რომ, როგორც აღნიშნეთ,  მუდრები სხვადასხვა რელიგიასა და ხატწერაშიც გვხვდება.

-ძირითადად, რელიგიები ასეთ თემებზე არ საუბრობენ, რადგანაც ეს არის დაფარული ცოდნა და ის თავად უნდა აღმოაჩინოთ. ბიბლია გვეუბნება ,,შეიცან
თავი შენი“ და თუ ჩვენ საკუთარ თავებს უკეთ შევისწავლით, ძალიან ბევრ საიდუმლოს გავხსნით. ილია ჭავჭავაძე ამბობდა: „დიდი სიბრძნეა კაცისა, ცნობა
თავისი თავისა“, დიდი ჩინელი ფილოსოფოსი ლაო ძიც წერდა „შეიცან თავი შენი და შეიცნობ ყოველივეს“. მაგრამ, სამწუხაროდ,  ადამიანები ყოველდღიური წვრილამანებით ისე არიან დაკავებულები, რომ საკუთარი თავის შესწავლისთვის და სულიერი განვითარებისთვის დრო აღარ რჩებათ.

რელიგიები თავის სათქმელს ალეგორიულად და სიმბოლურად გადმოგვცემენ, მაგრამ ჩვენი და მსოფლიო მოსახლეობის თითქმის 99%-ს ეს პირდაპირი გაგებით ესმის. ამ გზით კი, ადამიანი ჭეშმარიტებამდე ვერასდროს მივა.

თუმცა, დიახ, რელიგიაში მრავლადაა მუდრის მაგალითები, მაგალითად აღნიშნულ ხატში თქვენ ხედავთ მიწის მუდრას. ხოლო ბუდას ქანდაკებას თუ დააკვირდებით, შენიშნავთ   ბუდას მუდრას, რაც გაბედულების სიმბოლოა.

 

ასევე ძალიან ბევრი მუდრა გამოიყენება ინდურ ცეკვებში. თუმცა ამ მხრივ გამონაკლისი არც ქართული ცეკვებია, მათგან აღსანიშნავია ცეკვა ,,სამაია“,

რომელიც 3 მოცეკვავის მიერ სრულდება. მასში ძირითადად გამოყენებულია სურვილების ახდენის, ცოდნის, გაბედულობის, ენერგიიის და სიცოცხლის მუდრები.

 

როგორც ,,დოქტრინასთან“ საუბრისას გიორგიმ აღნიშნა არსებობს მუდრები, რომლებსაც მხოლოდ საიდუმლო სკოლების და ორგანიზაციის წევრები იყენებენ, შესაბამისად, ფართო საზოგადოებისთვის ისინი არ არის ხელმისაწვდომი.  ჩვენ მადლობას ვუხდით გიორგის თანამშრომლობისთვის და სტატიას თხოვნისამებრ ვასრულებთ მისი სიტყვებით:

,,სიმართლე ერთიაღმერთი ერთია!
ის ყველასი და ყველა მისია!“

(გიორგი გიორგაშვილი)

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

 

 

 

სრულად ნახვა
ეზოთერიკაეს საინტერესოაფილოსოფია

მინერალურ ქვებში დამალული მაგია   

ჩვენი ღრმა კავშირი სამყაროსთან ასოცირდება იმ ელემენტებთან, რომელთაც ვუზიარებთ ჩვენივე სამყაროს. მინერალური ქვები ოდითგანვე გამოიყენებოდა მეფეების, შამანების, ბელადების მიერ რელიგიური რიტუალებისთვის, რომელიც ერთგვარი რწმენის სიმბოლოდ იქცეოდა ხოლმე. საინტერესოა, რატომ სჯერათ ადამიანებს ერთიდაიგივე?  მიუხედავად ქვების მეტაფიზიკური ძალისა და რელიგიური რიტუალებისა, მინერალური ქვები შეიძლება გამოვიყენოთ ასევე ჯადოქრობისთვის, ენერგიების გაცვლისთვის, ფსიქიკური ჯანმრთელობის მოსაპოვებლად და ა.შ. ამულეტები და თილისმანები გამოიყენებოდა, როგორც ერთ-ერთი უძლიერესი მაგიური იარაღი სხვადასხვა დაავადებისა და ეშმაკური ძალების წინააღმდეგ.

ობიდიანი (obsidian) – თითქმის ყველა კულტურაში, ათასობით წლის მანძილზეб ამ ვულკანურ მინებს გარდაქმნიდნენ სარკეებად, ხანჯლებად, ხმლებად, გამოიყენებოდა ფირფიტებისა და ორნამენტების გასაკეთებლად. ომებში მისი გამოყენება ჯერ კიდევ ატარებს აგრესიულ სიმბოლიკას მეზოამერიკულ კულტურაში. იგი შავი ფერის ქვაა, რომელიც ხშირად გამოიყენება, როგორც ,,თავდაცვითი ამულეტი”.

მთვარისქვა (moonstone)- უძველესი რომაელები დარწმუნებული იყვნენ, რომ მთვარის სინათლე მთვარეზე სხივდებოდა. ამდენად, აქედან წარმოდგება ამ ქვის სახელი. ეს ქვა ბერძნულ და ლათინურ კულტურებში ასოცირდება ქალთა მთვარის ქალღმერთთან. ამიტომ იგი გამოიყენებოდა, როგორც ქალური ქვა, ღმერთებთან კომუნიკაციისთვის, ორნამენტებისთვის და როგორც თანამორწმუნეებთან დასაკავშირებლად რიტუალების დროს.

ფირუზი (Turquoise)- იგი ძალიან ღირებული ქვაა, მისი იშვიათი სილამაზის გამო. იგი ევროპაში პირველად თურქეთიდან შემოვიდა, სახელიც სწორედ აქედან დაერქვა . უძველეს დროში აცტეკები მას ეძახდნენ „chalchihuitl-ს”, რომელიც აღნიშნავდა ისეთ პირებს, ვისაც სახეზე ჰქონდათ „პირსინგი“ . თანამედროვე დროში ფირუზი გამოიყენება ნათელმხილველების მიერ სხვადასხვა რიტუალისთვის.

ამეთვისტო (Amethyst) – მეწამულტონიანი კვარცი შუშის ან იასამნის ტონში. ამ ქვას გამოიყენებენ ამულეტის სახით სიმთვრალის წინააღდეგ სიფხიზლისთვის. ძველი ეგვიპტელები კი მას გამოიყენებდნენ დამნაშავებისა და შიშის წინააღმდეგ. მისი სახელი წარმოდგება ბერძნული მითიდან კერძოდ: დიონისეს, ღვინისა და ლანძღვის ღმერთს, შეუყვარდა ქალიშვილი – სახელად ამეთვისტო, რომელსაც სურდა რომ „წმინდანად“ დარჩენილიყო . დახმარებისათვის ღმერთმა არტემისმა იგი თეთრ ქვად გადააქცია.  დიონისემ, იმისთვის რომ ამეთვისტო დაემდაბლებინა, ქვას ღვინო გადაასხა. იქიდან მოყოლებული, დღემდე, მიიჩნევა, რომ ქვამ მეწამული ფერი სწორად აქედან მიიღო. მას დღესდღეობით გამოიყენებენ მედიტაციისთვის, უძილობისთვის, კარგი სიზმრებისთვის.

საფირონი (Sapphire)- იგი გამოიყენება სულიერ სამყაროში ინფორმაციისა და კომუნიკაციისათვის. სიბრძნის თილისმანია, გვეხმარება ყალბი მეგობრები თავიდან ავიცილოთ. ხელს უწყობს ბუნებრივი ნიჭის განვითარებას. საფირონის იშვიათი და ღრმა ლურჯი შეღებვა და სანახაობრივი ბრწყინვალება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირფას ქვაად ხდის. არსებობს ასევე ყვითელი, ვარდისფერი და ფორთოხლის საფირონები. ეს არის სექტემბრის თვეში დაბადებული ადამიანების ქვა, რომელიც  უძველესი ლათინურ სამყაროში ასოცირებული იყო პლანეტა სატურნთან. შუასაუკუნეების დროს,  ამ ქვას შეყვარებულები ერთმანეთს ჩუქნიდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ეს ქვა ფერს შეიცვლიდა, სჯეროდათ, რომ ერთ-ერთმა პარტნიორმა მეორეს უღალატა.

ალმასი-ბრილიანტი (Diamond) – შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ძვირადღირებული ქვაა და თან მძიმეც. ამ ქვის სახელი ბერძნული სიტყვა ‘,,adamant’’-დან მოდის, რაც „უკენკურენტო“, „მტკიცეს“ , „უხრწნელს“ ნიშნავს . შუა საუკუნეებში მიაჩნდათ, რომ ბრილიანტები ღმერთების ცრემლები იყო, ამიტომ ამულეტებს რომლებსაც ბრილიანტებისგან ამზადებდნენ თვლიდნენ, რომ წარმატების მომტანი იქნებოდა. ალმასი დღესაც მიიჩნევა ფსიქიკური სიწმნიდისა და სულიერების განმანათლებლობის სიმბოლოდ. პლინიუს აზრით, ბრილიანტი გამოიყენებოდა სიგიჟისგან, შხამისგან, უსაფუძვლო შიშისგან, ეშმაკებისგან თავის დასაცავაად. თუ ძალიან დიდხანს შეხედავთ ალმასს, იგი გაგაღიზიანებთ და მღელვარებას აღძრავს თქვენში.

ზურმუხტი (Emerald)- ზურმუხტი მწვანე ფერის ქვაა, რომელიც მიიჩნევა სიყვარულის, ინტუიიცისია და დაბრკოლების საწინააღმდეგო ქვად. უძველეს ხალხს სჯეროდათ, რომ ზურმუხტი ჯადოსნურ სარკეს ჰგავდა, რომელიც ასახავდა ადამიანების წინა ცხოვრებას . მისი სახელი წარმოდგება ფრანგული სიტყვისგან “esmeraude” და ბერძნული სიტყვა “smaragdos”, რაც ნიშნავს მწვანე გვირგვინს. ლეგენდის მიხედვით ჰერმან კორტესი ამერიკის ყოფნის შემდეგ ევროპაში ბევრი ზურმუხტით დაბრუნდა. კორტესის თხოვნით,  ბიბლიაზე ზურმუხტით ამოკვეთეს წარწერა : „Natos Mulierum non sur-rexit mayor-ი” ( დაბადებულ ქალთა შორის არცერთი არ აღმოცენდა ). მოწინააღმდეგეებს სწამდათ, რომ ზურმუხტის ქვის ასე დამახინჯებამ გამოიწვია კორტესის დამარცხება და საფრანგეთის მეფის ჩარლზ IX სიკვდილი.  არსებობს მეორე ლეგენდა, რომლის მიხედვით, ზურმუხტი გამოიყენებოდა შხამიანი გველების წინააღმდეგ, მისი ყურებით ისინი ბრმავდებოდნენ.

ლაპის ლაზული (Lapis Lazuli ) – ეს არის გულწრფელობის ქვა, რომელიც გვეხმარება, რომ შევცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ. გვიძლიერებს მეგობრობას და მოაქვს ბედნიერება სასიყვარულო ურთიერთობაში. იგი გვეხმარება, რომ თავიდან ავიცილოთ სტრესი და მტკივნეული მოგონებები, ამისათვის საჭიროოა დავიდოთ ეს ქვა მესამე თვალის ადგილას. ძველ ეგვიპტეში და ბაბილონში ამ ქვას ყველაზე მეტად აფასებდნენ. ეგვიპტელი მოსამართლეები ატარებდნენ ამ ქვისგან გაკეთებულ ყელსაბამებს წარწერით – სიმართლე. იგი გამოხატავდა ფარაონების სიძლიერეს. ძველ ჩინეთში ამ ქვით მანდარინულ სამოსებს ამკობდნენ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეზოთერიკაფილოსოფიაფრაზები

გიორგი გურჯიევის რჩევები საკუთარ ქალიშვილს – დუსკა ჰოგარდს

გიორგი გურჯიევი გახლდათ მეოცე საუკუნის უდიდესი მისტიკოსი, მკვლევარი, ფილოსოფოსი, ეზოთერიკოსი, მანიპულატორი, მაგი და შემოქმედი ადამიანი. დღესდღეობით შემონახულია მისი რამდენიმე ნაშრომიც, რომლებიც თანამედოვე ეზოთერიკოსებისთვის საკმაოდ საინტერესო მასალაა, მაგრამ ისტორიას შემორჩა მისი პირადი ნაწერებიც საკუთარი ქალიშვილისადმი, სადაც  ის დუსკა ჰოგარდს ცხოვრებისეულ სიბრძნეს უზიარებს. ამის შესახებ ფსიქოლოგი გიორგი გიორგაშვილი გვესაუბრა.

გურჯიევი ამბობდა, რომ არ არის აუცილებელი ადამიანი რომელიმე ფილოსოფიურ მიმდინარეობას ან რელიგიას მიეჯაჭვოს, მასზე დამოკიდებული გახდეს. მისი მეოთხე გზა – ცბიერის გზა, ადამიანებს ასწავლის საკუთარი გრძნობების, ემოციების კონტროლს, თვითდაკვირვებას, შეფასებას, მართვას, სიყვარულს, ყველაფრის უპირობოდ მიღებას და არა დამოკიდებულებას რომელიმე მიმდინარეობასა თუ რელიგიაზე. გურჯიევი ამბობდა, რომ მას ახალი არაფერი არ გამოუგონებია. მან უბრალოდ კაცობრიობას დაუბრუნა ის უძველესი ცოდნა, რომელიც ათასწლეულების წინ დავკარგეთ.

მას ჰყავდა ქალიშვილი – დუსკა ჰოგარდი, რომელზეც ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა, შემონახულია გურჯიევის რჩევები შვილისათვის, რომლებიც მისმა მოსწავლეებმა შეკრიბეს და ისტორიულადაც დასტურდება, გთავაზობთ მათ:

  1. ყოველ წამს დაუკვირდი შენს თავს,  თუ რას ფიქრობ, გრძნობ, გინდა და აკეთებ.
  2. ყოველთვის დაამთავრე, რაც დაიწყე.
  3. იყავი ხელგაშლილი, მოწმეების გარეშე.
  4. ყველა ადამიანს მოეპყარი, ისე, როგორც, ახლო ნათესავს.
  5. არ მოიტყუო, არ მოიპარო, თუ ამას გააკეთებ შენს თავს მოჰპარავ და მოატყუებ.
  6. სხვებთან არ განიხილო შენი პირადი პრობლემები.
  7. ჭამე და იძინე მხოლოდ იმდენი, რამდენიც საჭიროა.
  8. არ გააკრიტიკო და არ განსაჯო, როდესაც არ იცი ნამდვილი ფაქტები.
  9. არ გაიყიდო არაფერზე.
  10. იყავი პუნქტუალური.
  11. ყოველთვის შეასრულე დანაპირები.
  12. ილაპარაკე მხოლოდ ის, რაც საჭიროა.
  13. დაეხმარე სხვებს, რომ მათ შეძლონ საკუთარი თავის დახმარება.
  14. არასდროს დაემუქრო სხვას.
  15. არც შეაქო და არც შეურაცხყო საკუთარი თავი.
  16. არ იწუწუნო.
  17. განავითარე წარმოსახვის უნარი.
  18. არ იტრაბახო შენი იდეების, პროექტებისა და სამსახურის შესახებ.
  19. თუ აწყენინებ ვინმეს, მაშინვე სთხოვე პატიება.
  20. იყავი საკუთარი თავის მსაჯული.
  21. გაიაზრე, რომ ამქვეყნად არაფერი არ არის შენი.
  22. თუ ვინმე ლაპარაკობს, არ ჩაეჭრა მხოლოდ იმისათვის, რომ დამსწრე საზოგადოების ყურადღება მიიქციო.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,დოქტრინა”

 

 

 

სრულად ნახვა
ეზოთერიკა

 გიორგი გურჯიევი – სტალინისა და ჰიტლერის ,,თეთრ ეშმაკად“ წოდებული მოკავშირე

 

გიორგი გურჯიევი გახლდათ XX  საუკუნის უდიდესი მისტიკოსი, მკვლევარი, ფილოსოფოსი, ეზოთერიკოსი, მანიპულატორი, მაგი და შემოქმედი ადამიანი, რომელსაც ,,შავ ბერძენსადა ,,დარქსაცუწოდებდნენ, ტიბეტში ყოფნის დროს კი  „თეთრი ეშმაკიშეარქვეს. ,,დოქტრინადაინტერესდა საიდუმლოებით მოცული პიროვნებით და მის შესახებ ფსიქოლოგსა და მკვლევარს, გიორგი გიორგაშვილს გაესაუბრა, რომელიც ასევე გახლდათ სტენფორდის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და მსოფლიო რელიგიების მსმენელი, ადგილობრივი და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებისა და წიგნისხეულის ენა და აზრების წაკითხვის ხელოვნებისავტორი.

გიორგი გურჯიევი მე-19 საუკუნის ბოლოს, სომხეთის ქალაქ გუირმში დაიბადა, მაგრამ ზუსტი თარიღი დღემდე უცნობია, ჩანაწერებით ის 1877 წლის 28 ნოემბერს დაიბადა, თუმცა წყარო არ დასტურდება. დღემდე არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია გურჯიევის წარმომავლობის შესახებაც, შესაძლოა ის იყო ბერძენი, სომეხი, ან თურქი. საუბარია იმაზეც, რომ გიორგი სინამდვილეში ქართველი იყო, „გურჯიევიც“ ხომ ამაზე მიუთითებს, თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში თავადვე წერდა კიდევაც, რომ ის სხვა არავინაა, თუ არა დიდგვაროვანი, თავად  მუხრანსკის შვილიშვილი.

ისტორიული წყაროებით დასტურდება, რომ გიორგი გურჯიევი და იოსებ ჯუღაშვილი „ტიფლისის სასულიერო სემინარიაში“ ერთად სწავლობდნენ და გურჯიევმა მასზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. მან სტალინს აჩუქა წიგნი, რომელმაც ახალგაზრდა ჯუღაშვილის  ცხოვრება და აზროვნება,  რადიკალურად შეცვალა. სავარაუდოდ, სტალინმაც თავისი დაბადების თარიღიც – 18 დეკემბერი, გურჯიევის რჩევით   21 დეკემბრად გადაიკეთა, რათა ენერგეტიკულად დაცული ყოფილიყო და მტრების მანიპულაციის ობიექტი არ გამხდარიყო.

არსებობს ბევრი მოსაზრება გურჯიევის, სტალინისა და ჰიტლერის კავშირთან მიმართებით. გამომდინარე იქიდან, რომ სტალინიც და ჰიტლერიც დაინტერესებული იყვნენ ეზოთერიკით და მისტერიებით, ისინი ხშირად ითვალისწინებდნენ მის აზრს.

ცნობილი სიმბოლო „სვასტიკა“, გარკვეული წყაროებით, ჰიტლერმა გურჯიევის რჩევით აიღო უძველესი აღმოსავლური და ბუდისტური ფილოსოფიიდან. გურჯიევმა ჰიტლერს ურჩია, რომ გამოსახული სვასტიკის მიმართულება შეეცვალა, რადგანაც ის მზის საწინააღმდეგოდ ტრიალებდა და დიდ უბედურებას მოუტანდა მას, რაც ჰიტლერმა არ გაითვალისწინა და ყველამ კარგად ვიცით, რომ ჰიტლერი მეორე მსოფლიო ომში დამარცხდა. ,,სიმბოლოებს დიდი მნიშვნელობა აქვს. სიმბოლეობით იმართება სამყარო. რასაც არ უნდა შეხედოთ – ყველგან და ყველაფერში სიმბოლოებს დაინახავთ,“ – აღნიშნა გიორგიმ.

გიორგი გიორგაშვილი ამჟამად თავადაა ,,გურჯიევის ამერიკის საზოგადოების” წევრი, რომელიც 2014 წელს აღმოაჩინა. საზოგადოებას გურჯიევის მოსწავლის მოსწავლე, სახელად ალ ფინი ხელმძღვანელობს. უშუალოდ გურჯიევის მოსწავლე კი წარმოშობით ჰოლანდიელი უილიამ ნილენდი იყო, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა გურჯიევთან. სწორედ მან, გურჯევისვე თხოვნით, მისი გარდაცვალების შემდეგ ჩამოაყალიბა ეს გაერთიანება, რომლის  წევრებიც კვირაში ერთხელ იკრიბებიან, რათა გურჯიევის შემოქმედების მიხედვით განიხილონ საკუთარ თავი, შეისწავლონ ადამიანის ფენომენი, როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად.

გიორგი გურჯიევმა ახალგაზრდობაშივე შექმნა ჯგუფი, რომელიც საიდუმლო ცოდნის მოპოვებითა და შესწავლით იყო დაინტერესებული და მათ ერთად დაიწყო მოგზაურობა აღმოსავლეთ აზიაში, აფრიკასა და შემდეგ ევროპაში, რასაც ისიც უწყობდა ხელს, რომ პოლიგლოტი იყო და ათამდე ენაზე საუბრობდა. გურჯიევმა თითქმის 10 წელი გაატარა ტიბეტში, როგორც დალაი ლამას მასწავლებელმა და მრჩეველმა, თანაც იმ დროს, როცა იქ შესვლა თითქმის შეუძლებელი იყო. ამიტომ, მან რუსეთის მეფეს შესთავაზა, რომ ის ნეპალში, ტიბეტის მისტიკურ ქალაქში გაეგზავნა, როგორც დალაი ლამას მასწავლებელი და ამის სანაცვლოდ მათთვის საჭირო ინფორმაციას მიაწვდიდა. მალე გურჯიევი ტიბეტში აღმოჩნდა და მას წვდომა ქონდა  „ლა ჰასას 7-სართულიან მიწისქვეშა ბიბლიოთეკაში“, სადაც ინახებოდა და დღემდე ინახება გასაიდუმლოებული ლიტერატურა სამყაროს და ადამიანის შექმნა-არსებობის შესახებ.

გურჯიევმა მრავალი ადამიანის სულიერი განვითარების და ცნობიერების გამოღვიძების სიტემა შექმნა. ერთ-ერთი მათგანია მისი „წმინდა ცეკვები“, რომლებშიც სხვდასხვა ქვეყნის ცეკვების მოძრაობები იყო წარმოდგენილი.  აქ აღსანიშნავია, რომ მან შექმნა ენეგრამა, რომელიც 1916 წელს წარუდგინა საზოგადოებას და დასძინა, რომ ის იყო ყველაზე დიდი საიდუმლო, რაც კაციობრიობას გააჩნდა. გურჯიევი ამბობდა: „მისი გააქტიურება მხოლოდ მოქმედებებით და მოძრაობებით შეიძლება, სხვაგვარად ის არაფერში არ გამოგადგებათ“. დღეს, ამ სიმბოლოს იყენებს მსოფლიოში არსებული ყველა ეზოთერულ-ფილოსოფიური მიმდინარეობა.

როგორც სურათზე ხედავთ, ენეგრამა 9 კუთხისგან შედგება და თითოეული კუთხე მუსიკალურ ოქტავას შეესაბამება, რომელსაც ადამიანი თავისი განვითარების მიხედვით სხვადასხვა საფეხურზე და განზომილებაში გადაჰყავს. ეს გახლავთ ცხრაკუთხოვანი ენეგრამა, რომლითაც მთლიანად განისაზღვრება და წესრიგდება სამყარო. გურჯიევი ყველაფერს ენერგიას უკავშირებდა და ასევეა მუსიკაც, რომელიც სხვადასხვა სიხშირეზე ვიბრირებს. მისი „წმინდა ცეკვების“ შესრულების დროს იხაზება ენეგრამა და ამ ფორმით სრუდლება სხვადასხვა მოძრაობა, რომელსაც ადამიანი ტრანსში გადაჰყავს და საკუთარ მე-ს შეცნობაში ეხმარება.

გიორგი გურჯიევი 1912 წელს რუსეთში დაბრუნდა, სადაც მალე მას მოწაფეები გამოუჩნდნენ. მისი ერთ-ერთი მოსწავლე გახლდათ ცნობილი  რუსი ფილოსოფოსი და ეზოთერიკოსი – პეტრე უსპენსკი. 1917 წელს გურჯიევი სომხეთში გადავიდა, ხოლო იქიდან საქართველოში და ორი წლის შემდეგ თბილისში შექმნა „ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი“.  მას ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ქართველ მწერლებთან – გრიგოლ რობაქიძესა და პაოლო იაშვილთან.

1923 წელს გურჯიევმა პარიზშიც გახსნა ანალოგიური „ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი“ და მალევე მთელმა ევროპამ და ამერიკამ გაიცნო. ის მიიწვიეს ნიუ-ორკში, სადაც მისი პირველი საზოგადოება შეიქმნა.

გიორგი გურჯიევის, მთავარი მამოძრავებელი ძალა და მიზანი, ადამიანის ფენომენისა და სულის შესწავლა იყო. მას ხშირად,  „ადამიანების სულის მექანიკოსსაც“ უწოდებდნენ. ის ადამიანებს მანქანებს უწოდებდა, რომელთა მართვა და მანიპულირება ადვილი იყო. ის საუბრობდა სისტემაზე, სადაც ადამიანი მიჩნეულია, როგორც მექანიზმი, რომელიც გარედან იმართება და მასზე ყოველთვის მოქმედებს გარემო-პირობები, მის ცნობიერების განვითარებას ხელს უშლის მატერიალიზმი და ყოველდღიური საქმიანობა. მისი თქმით, ,,ადამიანებმა დაკარგეს, ის უძველესი, თავდაპირველი ცოდნა, რაც ღმერთისგან გვებოძა ყველას. ამიტომ ეს ცოდნა თუ არ აღვადგინეთ, საკუთარი თავი არ შევიცანით, მანამდე ერთ წრეზე ვივლით. გურჯიევის თქმით, ადამიანს სჭირდება შინაგანი დამკვირვებელი, რომელიც ყოველ წამს შეახსენებს მის არა მატერიალურ, არამედ სულიერი არსებობას და დანიშნულებას“-აღნიშნა გიორგიმ.

საინტერესოა, რომ გურჯიევი ადამიანებს ორ კატეგორიად ჰყოფდა – მმართველებად და მართვადებად. მმართველია ის, ვინც საკუთარი „მე“ შეიცნო და მიხვდა, რომ მისი სული, ზეგონი – ყველაფერზე მაღლა დგას და მას უნდა ემსახუროს.   მისი აზრით, ადამიანების უმრავლესობა მართვად ფენას მიეკუთვნება. ისინი ცხოვრების უმეტესს ნაწილს გარეგამაღიზიანებელ ფაქტორებზე ზემოქმედებაში ატარებენ, საკუთარი შეგრძნებებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ცდილობენ და ამ დროს ავიწყდებათ საკუთარი „მე“  და კვლავ მონად, მართვად მანქანად რჩება, რომელსაც მთლიანად სისტემა მართავს.

გურჯიევი საკმაოდ უცნაური პიროვნება იყო, რასაც ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მან საკუთარი თავიც არ დაინდო და პარიზში დაბრუნებისას ძალიან სწრაფად მომავალი მანქანით ხეს შეეჯახა. ის ძალიან მძიმედ დაშავდა და 50-მდე მოტეხილობა ჰქონდა, არავის ეგონა, რომ გაადარჩებოდა, თუმცა ძალიან მალე დადგა ფეხზე.  განსაცვიფრებელია, რომ გურჯიევმა ეს ავტოკატასტროფა განზრახ მოაწყო, რათა ბოლომდე შეესწავლა თავისი თავი და აღმოეჩინა დამატებითი უნარები.

გიორგი გურჯიევი 1944 წლის ოქტომბერში,  საფრანგეთში, ქ. პარიზში, საავადმყოფოში  გარდაიცვალა და მიუხედავად დროის მსვლელობისა, მისი პიროვნება დღემდე დიდ ინტერესს იწვევს საზოგადოებაში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
ეზოთერიკა

როგორ უკავშირდება ადამიანის ფიზიკური სხეული სულიერს ემოციების საშუალებით?

”ნუთუ არ იცით,რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში სულიწმიდისა” -წერდა პავლე მოციქული კორინთელებს ეპისტოლეში.კაცობრიობის არსებობის  დანიშნულება განვითარებაა. ამისთვის  სიცოცხლის შენარჩუნებაა საჭირო. ეს კი ჯანმრთელობის გარეშე წარმოუდგენელია.
ჯანმრთელობასა  და დღეგრძელობას მრავალი ფაქტორი განაპირობებს და რადგან ეს პრობლემა ჩვენს სტრესებით დახუნძლულ და ეკოლოგიურად დაბინძურებულ რეალობაში ბევრს აწუხებს, შევეცდები ზოგადად მიმოვიხილო ეს საკითხი და შეგახსენოთ, რომ ადამიანის  ორგანიზმი თვითგანკურნებადი მექანიზმია. მას აქვს რეზერვები,რომელთა მობილიზებითაც შეიძლება ფიზიკური დარღვევების აღდგენა. მედიცინაში რევოლუციურ აღმოჩენათა უმეტესობა ადამიანის სხეულის თვითგადარჩენის ბუნებრივ უნარს ეფუძნება და ეს უნარი ძირითადად მის ფსიქიკურ რესურსებშია.ალბათ გაგიგიათ გამონათქვამი, რომ არ არსებობს განუკურნავი სნეულებები, არსებობენ განუკურნავი ავადმყოფები. საჭიროა მხოლოდ ორგანიზმის თვითრეგულირებადი სისტემის გამოღვიძება და გააქტიურება. თუ ადამიანები ახერხებენ თავად დაიავადონ თავი, ე.ი.შეუძლიათ თავადაც განიკურნონ. ”თუ სულსა და ხორცს სისტემატურად ავარჯიშებ,არავითარი მკურნალობა არ დაგჭირდება”-ამბობდა ავიცენა. ასეთ პირობებში, თანამედროვე მეცნიერთა აზრით, ადამიანს 120 წლის სიცოცხლის შესაძლებლობა აქვს. ”აგნი იოგა”  უფრო შორს მიდის და თვლის, რომ სულს, რომელსაც კოსმიური ენერგიები ამარაგებს, ჰათჰა იოგაც კი არ სჭირდება. ეს კოსმოსური ენერგია კი ფსიქიკური ენერგიაა. ამ სტატიაში შევეცდები ზოგადად დაგანახოთ, თუ როგორაა დაკავშირებული ადამიანის ფიზიკური სხეული სულიერ სხეულთან ემოციების საშუალებით.

თანამედროვე მედიცინა განიხილავს ადამიანს,როგორც მხოლოდ ფიზიკურ არსებას. საუკუნეების წინ კი იცოდნენ,რომ მისი ბიოლოგიურ-ფიზიოლოგიური ანატომია კავშირშია უხილავ სამყაროსთან და  როგორც არისტოტელე ამბობდა, ”სხეული ისე ვერ განიკურნება,თუ ჯერ სული არ განიკურნა”. როგორც ჩონჩხი ფიზიკურ სხეულს, ისე აგებს ნერვები  სულიერს. ამიტომაც დაავადებების უმრავლესობის მიზეზი, დამიდასტურებენ მედიკოსები, ფსიქოსომატურია.
გახსოვთ ალბათ, რას ამბობს ო. ჰენრის ცნობილ მოთხრობაში ექიმი: თუ ავადმყოფს მოდების ჟურნალის მიმართ ინტერესი გაუჩნდა, ჩათვალეთ, რომ ის უკვე გამოჯანმრთელების გზაზეაო. ჩემს ბავშვობაში, როდესაც ავად ვხდებოდი, კარგი კომედია საუკეთესო წამალი იყო. საათნახევარი ყურადღების გადართვა დადებითზე საკმარისი იყო სიცხის დასაწევად. მაშინ მე არაფერი ვიცოდი ნერვული სისიტემისა და ასტრალური სხეულის, სეკრეციის ჯირკვლებისა და ფსიქიკური ენერგიის, დნმ-ისა და კვანტური ლევიტაციის შესახებ.
დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ თუ ერთის მხრივ,  სულიერი მდგომარეობა აისახება ფიზიკურზე, მეორეს მხრივ, არაჯანსაღ სხეულსაც შეუძლია სულის მოქმედებათა დასუსტება. მათი  ჰარმონიაა საჭირო, რომ ადამიანი გამთლიანდეს, ანუ მიაღწიოს ”ჯანის მთლიანობას”. ამას ამბობს აიურვედაც, რომლის მიხედვითაც ჯანმრთელობა წესრიგია, ჰარმონიაა საკუთარ თავთან და გარემოსთან, მთლიანობაა სულსა და ხორცს შორის.  სანსკრიტზე  სიტყვა-ჯანმრთელობა – ნიშნავს:  იყო ის, რაც ხარ. როდესაც ცხოვრება ეწინააღმდეგება სულისა და სხეულის მოთხოვნებს, ხდება ორგანიზმის რღვევა. სნეულება კი  ამ წონასწორობის დაკარგვაზე მიუთითებს. თუ დააკვირდებით, ყოველი დაავადება მიანიშნებს  შეცდომაზე, რა საკითხში ავცდით კოსმიურ კანონებს, რა უნდა შეიცვალოს,  რა გზით უნდა წავიდეს ადამიანის განვითარება. ეს სიგნალია, რომელიც გვატყობინებს, რისი თქმა, სწავლება უნდა ამით ჩვენთვის სამყაროს. მას ხომ ბრმა კოსმოსური კანონები მართავს, რომელსაც  სულ არ აინტერესებს წონასწორობის დარღვევის მიზეზები ობიექტურია თუ სუბიექტური, ეგოისტური თუ ალტრუისტული. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნებისმიერი სნეულება საშუალებაა განვითარებისათვის. განვითარების გზა კი უპირველესად შინაგან ტრანსფორმაციაზე გადის. რადიკალური ცვლილებების შეტანა ცხოვრებაში გამოიწვევს ჯანსაღ  ემოციურ მდგომარეობას და მაშინ, ახალ ენერგეტიკულ გარემოში, ძველი პრობლემებისთვის ნიადაგი აღარ იქნება.

იცოდით, რომ მორწმუნეების გამოჯანმრთელება გაცილებით სწრაფად ხდება, ვიდრე ათეისტთა?!ქრისტიანთათვის  საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობა  განკურნების საუკეთესო საშუალებად ითვლება,განსაკუთრებით აღსარება. წმინდა მამები ამბობენ, რომ ვინც ინანიებს,აღარ ისჯება სნეულებებით. სინანული საჭიროა,რათა ნეგატიური პროგრამები არაცნობიერში არ გადავიდეს.”შენზეა დამოკიდებული : თუ უსულგულო იქნები ან უწმინდურად იცხოვრებ,დაავადდები,სანამ საკუთარ თავში საჭირო წესრიგს არ დაამყარებ.ხოლო სინანულით სასჯელად მოვლენილ სნეულებათაგან შესაძლებელია განთავისუფლდე”( ღირსი ბარსანოფი დიდი).  ხშირია სასწაულებრივი განკურნების შემთხვევები  დანაშაულის ხმამაღლა აღიარების, აღსარების და ყველას, მათ შორის საკუთარი თავის უპირობო პატიების შემდეგ. განსჯის, პრეტენზიების, დადანაშაულების გარეშე ცხოვრება იმუნიტეტს აძლიერებს. მუდმივი კონტაქტი მაღალ ვიბრაციებთან, რომელიც წმინდა ადგილებში და სიწმინდეებზეა დალექილი, აღადგენს ადამიანის აურას. ზეთისცხების საიდუმლო  გენურ სტრუქტურასაც კი ცვლის. ხოლო ზიარება, არა მხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ ახალგაზრდობის შენარჩუნებაშიც ეხმარება. სნეულებებისგან დამცველი საშუალებაა ლოცვა, იმედით და  ნდობით წარმოთქმული. რწმენა იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ”აიძულებს” მფარველ ძალებს დაგვეხმარონ. განკურნების ყველაზე დიდი საბაბი, რომელსაც ზეციური იერარქები ანგარიშს უწევენ, საკუთარი თავის სრულყოფაა. ამიტომ იპოვო  მოტივაცია, თუ რისთვის ღირს შენი დახმარება, ახალი შანსია. ხოლო ”თუ განიკურნე, ნუღარ შესცოდავ, რათა უარესი არ დაგემართოს”(იოანე 21).  ქრისტიანთათვის მთავარანგელოზი რაფაელი  ჯანმრთელობის მფარველია.მისი ენერგიები დაკავშირებულია ოთხშაბათთან და მწვანე ფერთან.

rafael

ახლა მინდა ძალიან მოკლედ  აღვწერო ადამიანის ენერგეტიკული სხეული.
ადამიანი რთული ენერგეტიკული სტრუქტურაა. ის  ერთდროულად რამდენიმე განზომილებაში არსებობს. 30% მატერიალური არსებაა, 70% კი _ ანტიმატერიალური. მას აქვს 7 ენერგეტიკული სხეული.  ფიზიკური გარსი დანარჩენების  დროებითი სამოსელია. რაც უფრო განვითარებულია ზედა ენერგეტიკული სხეულები, მით მეტად ინარჩუნებს ორგანიზმი ღვთიურ ცეცხლს, ანუ სინათლეს, რომლითაც ხდება ზეენერგიებთან დაკავშირება. ამისათვის ქვედა სხეულები(ფიზიკა, ემოციები, აზრები და მეხსიერება) უნდა იყოს განწმენდილი და ემორჩილებოდეს ზედა სხეულებს.ასტრალური სხეული ემოციებს მართავს და რაც უფრო მაღალი ვიბრაციის ენერგიებით მარაგდება, მით მეტ სასიკეთო გავლენას ახდენს ფიზიკურზე. ენერგეტიკულ სხეულებს შორის კავშირს უზრუნველყოფს ფაქიზ ენერგიათა მერიდიანული ნაკადები. ჯანმრთელობაზე და ჰარმონიულობაზე ენერგეტიკული მერიდიანების სისუფთავეც აისახება. ადამიანის ორგანიზმი კოსმიური ენერგიების მიმღები, გარდამქმნელი და გენერატორია. ამისთვის ენერგეტიკულ სხეულზე არსებობს 7 ძირითადი ჩაკრა, ანუ ნერვულ-ენდოკრინული ორგანოს პროტოტიპი ცენტრი . 7 ჩაკრით ჩვენ  კოსმიური ენერგიების 7 ასპექტს ვუკავშირდებით. გახსნილი, ჰარმონიულად მომუშავე ჩაკრა ზრდის ფიზიკურ შესაძლებლობებს, ჩაკეტილი კი აფერხებს კოსმიური ენერგიების შემოსვლას ორგანიზმში. ნეგატიური ემოციები და ცხოვრების არასწორი წესი არღვევს  ჩაკრების სწორ ფუნქციონირებას და  იწვევს შესაბამისი ორგანოს დაზიანებას.
ენერგეტიკული სხეულები ქმნიან გამოსხივების ველს ანუ აურას. მასზე აისახება ადამიანის ყოველი აზრი, სიტყვა, წარმოსახვა და ემოცია. ფსიქიკის უარყოფითი ინსტრუქციები და დაბინძურება მას  აზიანებს. დაავადება ჯერ ენერგეტიკული ველის დონეზე ყალიბდება, შემდეგ კი მისი სტრუქტურის დეფორმაცია იწვევს შესაბამისი ორგანოს დაზიანებას.  გარდა ამისა, დასუსტებული აურა გარე ნეგატიური ენერგიების სამიზნეც ხდება. დარღვეული მთლიანობის წყალობით ისინი აღწევენ ორგანიზმში და იწვევენ სხვადასხვა დაავადებებს. მოკლედ, ნებისმიერი პრობლემა, რომელიც აურაზე იჩენს თავს, დროთა განმავლობაში აზიანებს ფიზიკურ სხეულს. ადამიანის ფაქიზი სხეულიდან პათოგენური ენერგეტიკული სტრუქტურების გამოდევნა  შესაძლებელია მხოლოდ ენერგიების სიხშირის ამაღლებით, რაც მიიღწევა შინაგანი და გარეგანი ცხოვრების მოწესრიგების შემდეგ და არა მხოლოდ მედიკამენტებით.კვანტური ფიზიკის მიხედვით, სამყარო გიგანტური ენერგეტიკული ქსელია და მასში ყველაფერი ენერგიაა. თუმცა ამის გარეშეც ნათელია, რომ ენერგიის გარეშე არ არსებობს არც ჯანმრთელობა, არც წარმატება, არც პირადი ბედნიერება. ადრე ადამიანები ახერხებდნენ კოსმოსიდან მიეღოთ ენერგიების საჭირო რაოდენობა, შთაენთქათ და ენერგეტიკულ საკვებად გამოეყენებინათ, რადგან მათი ენერგეტიკული სხეული უფრო სუფთა იყო, გარემო კი ნაკლებად დაბინძურებული. ცხოვრების თანამედროვე წესმა ეს შესაძლებლობა შეამცირა პლანეტაზე. ამიტომ  ახლა ენერგიების მიღება უფრო რთულია, ვიდრე ოდესმე. ინფორმაციული ბუმის და ინტელექტის ეპოქაში ენერგიების დანაკარგიც მეტია. როდესაც ენერგიები დიდი რაოდენობით იხარჯება, განსაკუთრებით გონებრივი და ფსიქიკური გადატვირთვის დროს, წონასწორობა ადვილად ირღვევა. ადამიანები ხდებიან ენერგეტიკული ბანკროტები, რაც აისახება მათ ემოციურ და ფიზიკურ მდგომარეობაზეც. ეს იწვევს უიღბლობას, დეპრესიას, ქრონიკულ დაღლილობას და სერიოზულ დაავადებებს. ენერგეტიკულად  სუსტი ადამიანები ხშირად ღრუბელივით იწოვენ სხვათა ნეგატივს და ზარალდებიან. ჩვენ ვეღარ შევცვლით კოსმოსურ პირობებს, მაგრამ შეგვიძლია სამყაროზე ჩვენი შეხედულებების გადახედვითა და პოზიტიური თვითრეგულაციების პრაქტიკებით  ენერგიების დაბალანსება.

ამ ბალანსის ერთ-ერთი საშუალებაა საკუთარი თავისადმი დამოკიდებულება. ჯანმრთელობა ხომ საკუთარი თავის სიყვარულით იწყება, საკუთარი თავის რწმენითა და პატივისცემით. იყო ის, რაც ხარ – იმუნიტეტს აძლიერებს. ამიტომ აპატიეთ პირველ რიგში საკუთარ თავს და მიიღეთ ის პრეტენზიების გარეშე. უარი თქვით თვითგვემის ჩვევაზე. დაივიწყეთ არასასიამოვნო წარსული და ნუ ატრიალებთ მის სლაიდებს გონების ეკრანზე,რადგან სნეულებების უმეტესობა ინიცირებულია წარსულის ემოციური ტრავმებით. დაივიწყო  არასასიამოვნო, დაინახო პოზიტივი შენს ცხოვრებაში, იყო გულწრფელი საკუთარ თავთან და სხვებთან, ილაპარაკო მხოლოდ სიმართლე – არაცნობიერი ფსიქიკის სასჯელისგან გვიცავს.  ის ვინც ყოველთვის თამამად გამოხატავს თავის აზრს, დღეგრძელია და ძლიერი ორგანიზმი აქვს. საკუთარი თავისადმი დამოკიდებულება განსაზღვრავს სხვების, სამყაროს დამოკიდებულებას ჩვენ მიმართ,  ეს კი ჩვენს ფსიქიკურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე აისახება. გიყვარდეს შენი თავი ნიშნავს  არ მისცე სხვებს უფლება შენ მაგივრად გააკეთონ არჩევანი, დაიცვა შენი ინტერესები, შეინარჩუნო ავტონომიურობა და აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე. საკუთარი თავის სიყვარულის გარეშე ადამიანები აგრესიულები ან დეპრესიულები ხდებიან. დაბალი თვითშეფასების მქონენი ხშირად იტანჯებიან სნეულებებით, ხოლო დანაშაულის შეგრძნების დროს ნებისმიერი დაავადება  შეიძლება გაცილებით ცუდად დამთავრდეს, ვიდრე სხვა შემთხვევაში. როდესაც გიყვარს შენი თავი, შეგიძლია უსურვო მას საუკეთესო, მისცე თავს უფლება მიიღო სამყაროსგან სასიამოვნო საჩუქრები, რადგან თვლი, რომ ამას იმსახურებ.

მედიკოსები გამოჯანმრთელებას რემისიასაც უწოდებენ. თვითშეფასება იზრდება, როდესაც იცი შენი არსებობის დანიშნულება. ”ადამიანი ცოცხალია მანამ, სანამ მას აქვს სიცოცხლის სურვილი და მიზანი”(აგნი იოგა).  ცხოვრების აზრი და მისია ის სტიმული და მოტივაციაა, რომელიც ყველა დაავადებას ამარცხებს. ამის უამრავი მაგალითი არსებობს. ვინც მომავალს ვერ ხედავს,  სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს. აკეთო ის, რაც გიყვარს, იმუნიტეტს აძლიერებს. შრომის რიტმი ფსიქიკურ ენერგიას წარმოშობს. ის კი პანაცეაა ყველაზე რთული დავადებების სამკურნალოდ. გადახედეთ გარშემომყოფებს. რეალიზებული ადამიანები, რომლებიც სიამოვნებას იღებენ პროფესიული საქმიანობით, რომლებიც სხვებზე ზრუნავენ, რომლებსაც ამის გამო პატივს სცემენ და რომელთა მადლიერებიც არიან, კარგი ჯანმრთელობით გამოირჩევიან.

ბუნებაში ყველა საშუალებაა იმისა, რომ ადამიანებმა  ბუნებრივი საშუალებებით შეინარჩუნონ დღეგრძელობა და სილამაზე.  მცენარეები კოსმიურ ენერგიებს იღებენ და ადამიანებს გადასცემენ. ამიტომ ეკოლოგიურად სუფთა გარემო ჯანმრთელობის გარანტიაა. ბუნებასთან სიახლოვე უფრო სწრაფად იძლევა დადებით შედეგს, ვიდრე სამკურნალო დაწესებულებებში გატარებული პერიოდი. ის ადამიანები, რომლებიც უვლიან ოთახის მცენარეებს, სხვებთან შედარებით დიდხანს ცოცხლობენ, ხოლო ისინი, რომელთა სარკმლიდან ბუნების ლამაზი სანახაობა მოსჩანს, სხვებზე სწრაფად იკურნებიან. ბუნებასთან ურთიერთობისას სწრაფად აღდგება ფსიქო-ფიზიკური ენერგიები, გაშლილ სივრცეში კი მცირდება ნეგატური ენერგიების ზემოქმედება და ამიტომ მათ, ვინც ხშირად მოგზაურობს ან ბუნებაში ატარებს დიდ დროს, ძლიერი ფსიქიკა და იმუნიტეტი აქვს.
ჩემი პირადი დაკვირვებით შემიძლია გითხრათ, რომ  ქარი აზრებს წმენდს, წვიმა ნეგატიური ემოციებისგან ათავისუფლებს, მზის არაპირდაპირი სხივები” იან” ენერგიით ამარაგებს ორგანიზმს და სისხლში სეროტონიის გამომუშავებას ახდენს, ვარსკვლავებიანი ცის ქვეშ შიშები ქრება, მთები პრანით და კოსმოსური ენერგიების ”მტვრით” ამდიდრებს სივრცეს და ა. შ. 
მინდა ისევ ფსიქიკურ ენერგიას დავუბრუნდე, რადგან ბუნება ამ ენერგიის დიდი რეზერვუარია. როგორც აგნი იოგა გვამცნობს, არ არსებობს დაავადება, რომლის დაძლევაც ფსიქიკური ენერგიით არ შეიძლება. ეს ენერგია სივრცული ცეცხლის გამოვლინებაა ადამიანში და  წარმოიქმნება რელიგიური ექსტაზის, შემოქმედებითი აღმაფრენის, სიყვარულის, ერთობლივი საქმიანობის დროს. თავმდაბალ ადამიანებს ფსიქიკური ენერგიის მეტი მარაგი აქვთ.ამ  ენერგიებს ფლობს მუშკი, ყურძენი,რძე, კატაბალახა, წიწვოვანი მცენარეები, ქარვა, ვარდის ზეთი, თაფლი, ხორბალი, სოდა და ა.შ.ორგანიზმში მიმდინარე ქიმიური პროცესები დიდწილად პრანის სასიცოცხლო ენერგიაზეა დამოკიდებული, პრანა კი ჟანგბადით გაჯერებულ ჰაერზე  და სწორ სუნთქვაზე. ღრმა და ნელი სუნთქვა (რაც მასზე დაკვირვებითაც მიიღწევა), ჟანგბადით უკეთ ამარაგებს ორგანიზმს, ეს აწონასწორებს “ინ” და “იან” ენერგიებს, ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს, ანთებს გულის ცეცხლს. ამ დროს ფსიქიკა დაცული და დაბალანსებულია. ალბათ დაკვირვებიხართ, როგორ ცვლის ნერვიულობის დროს სუფთა ჰაერზე გასვლა მომენტალურად განწყობას. ეს იოგების დღეგრძელობის მიზეზია.
თბილი აბაზანა ფიზიკური თუ ფსიქიკური რელაქსაციის, მოდუნების საუკეთესო საშუალებაა. ის ორგანიზმს  ნეგატივისგან  წმენდს, აღადგენს დაზიანებულ აურას. ასევე ათავისუფლებს ორგანიზმს დაუხარჯავი ენერგიებისაგან. დადებითი აზრებით დამუხტული  წყლის სმა კი ფიზიკური სხეულის სტრუქტურას ცვლის. თუ იფიქრებთ და ისაუბრებთ მხოლოდ კარგზე, როდესაც სითხეებს იღებთ, ეს დადებით გავლენას მოახდენს თქვენს ინფორმაციულ-ენერგეტიკულ სხეულზე. იქნებ სადღეგრძელოების მეტაფიზიკური არსი ამაშიცაა?!
ყველამ იცის, რომ მარხვა თერაპიაა, რადგან ხორციანი საკვები ცხოველის ენერგეტიკას და ტკივილის ინფორმაციას ატარებს.  თვეში 1 დღე შიმშილობა ორგანიზმს წმენდს და შეგნებას ანატიფებს, ანადგურებს  ავადმყოფ უჯრედებს. მცენარეული პროდუქტები შეიცავს მზის კოსმიურ ენერგიებს და ეხმარება ორგანიზმს ტუტე რეაქციის შენარჩუნებში. მასში არსებული ვიტამინები და მინერალები კი ფსიქიკური ენერგიით ამარაგებს ადამიანს. შუა საუკუნეების ცნობილ სალერნოს ჯანმრთელობის კოდექსში წერია:”სჯობს მწვანილეული საკვები და სიყვარული, ვიდრე ნასუქი ხარი და სიძულვილი”.  იცით, რომ სასწაულები მარხვის შემდეგ ხდება? მაგრამ ყველამ შეიძლება არ იცოდეს, რომ მარხვისა და შიმშილით მკურნალობის დროს აუცილებელია დადებითი ემოციები და მაღალ ვიბრაციებთან კავშირი, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება შედეგი საპირისპირო აღმოჩნდეს.
ფიზიკური აქტიურობა, სპორტი, ცეკვა, ენერგოპლასტიკა ებრძვის სტრესებს და ამცირებს სნეულებების რისკს, ააქტიურებს სასიცოცხლო რეზერვებს, აღადგენს ჰორმონალურ წონასწორობას. რაც არ ვარჯიშდება, კვდება, რიტმული მოძრაობისას კი ენერგია ნაკლებად იკარგება. ზომიერი ფიზიკური დატვირთვა ორგანიზმს სიცოცხლისუნარიანობას უნარჩუნებს. მაგრამ აქტიურობასთან ერთად დასვენებაც აუცილებელია. ყოველდღიური რელაქსაცია, მოდუნება, მასაჟი თუ ჯანსაღი ძილი ენერგეტიკული ბალანსისათვის ისევე საჭიროა, როგორც _ ვარჯიში. სხეულისათვის დასვენების აკრძალვა ანგრევს ორგანიზმს და ფსიქიკას. ფიზიკურად აქტიური ადამიანები, რომლებიც არ აკეთებენ ეკონომიას დასვენებაზე, მდგრადი ფიზიკური და ფსიქიკური მონაცემებით გამოირჩევიან. 

ძველ საბერძნეთში მედიცინის რეფორმატორი ჰიპოკრატე თვლიდა, რომ ავადმყოფის გამოჯანმრთელება მის გვერდით მყოფებზეც იყო დამოკიდებული. ალბათ გაგიგიათ ჰაგოთერაპიის შესახებაც. ესაა მკურნალობა მოფერებით. მეცნიერებმა გამოიკვლიეს ეს საკითხი და დაადასტურეს, რომ დიდხანს ცოცხლობენ ისინი, ვისაც ხშირად ეფერებიან. რა გასაკვირია, როცა სითბო და სიყვარული გამხმარ ხესაც კი უბრუნებს სიცოცხლეს. ერთ-ერთ ლაბორატორიაში ბაჭიებს აკვირდებოდნენ და  შხამებით კვებავდნენ. მალე მათი უმრავლესობა დაიხოცა. თურმე   მხოლოდ ის ბაჭიები გადარჩნენ, რომლებსაც მომვლელი ყოველდღე ეფერებოდა.

როდესაც ურთიერთობა თანამოაზრეებს ან სულიერ მეგობრებს შორისაა, შედეგები უფრო  განსაცვიფრებელია, რადგან  მსგავსი აურის ადამიანთან ფიზიკური კავშირისას იქმნება ძლიერი ენერგოველი, რომელიც ორმაგად იცავს ორგანიზმს. გარდა ამისა, მოსიყვარულე ადამიანი, ვინც გღებულობს ისეთს, როგორიც ხარ,  გაფასებს, სჯერა, ესმის შენი და გიქმნის საკუთარ თავზე უკეთეს აზრს, შენი კვანტური თერაპევტია. ოჯახებში , სადაც სიძულვილია,  მუდამ არის  ჯანმრთელობის პრობლემები, განსაკუთრებით ბავშვებში. გარშემომყოფთა გულწრფელი კეთილგანწყობა კი ადამიანის აურას აძლიერებს, იწვევს დნმ-ის გეომეტრიის შეცვლას და  დაზიანებული უჯრედების სწრაფ აღდგენას. იცით, რომ ექიმის ან ახლობლის რწმენასაც კი  შეუძლია განკურნოს სნეული, ყოველგვარი პრეპარატების გარეშე?!  პესიმისტი ან ენერგოვამპირი ადამიანები, ვინც მუდმივად თავს დამნაშავედ გვაგრძნობინებენ, ენერგიებს გვართმევენ და იმუნიტეტს გვისუსტებენ.
გვერდით მყოფი ადამიანების  გულში და გონებაში  შექმნილი წარმოდგენების პროგრამები ზემოქმედებს  ჩვენზე და ის ხორციელდება კიდეც.  სარკისებური ნეირონების წყალობით, ჩვენი თავის ტვინი იგივე რეჟიმში იწყებს მუშაობას, ამიტომ ახლობელთა ადამიანების ენერგეტიკას, მათ მოლოდინებს, რწმენას და განწყობას ჩვენ მიმართ, ინფორმაციას, რომელსაც მათგან ვიღებთ, აქვს ჩვენზე უხილავი გავლენა. ”ილოცეთ ურთიერთისთვის, რათა განიკურნოთ, ვინაიდან ბევრი რამ ძალუძს მართლის გულმოდგინე ლოცვას”-(იაკობ 5). თუ გყავთ  ადამიანი, ვინც თქვენთვის ლოცულობს, მისი საშუალებით ადვილად მიიღებთ დახმარებას.
კიდევ ერთ საკითხს მინდა შევეხო ადამიანებთან ურთიერთობის შესახებ : ჯანმრთელობა არ არსებობს ‘‘ინ-იან’’ ენერგიების წონასწორობის გარეშე. ის, ვინც ზრუნავს საკუთარ სექსუალურ იმიჯზე და აძლევს თავს ბედნიერების უფლებას, გამოირჩევა ძლიერი იმუნიტეტით. დარღვეული ჰორმონალური ბალანსი ჯანმრთელობის შერყევის ერთ-ერთი მიზეზია.

ადამიანის თავის ტვინი ასხივებს განსხვავებული სიხშირეების ელექტრომაგნიტურ ტალღებს. ესაა: ბეტა, ალფა, ტეტა, დელტა და გამა.ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ახდენს გავლენას ამ  სიხშირეების ცვლილებაზე. ალფა სიხშირე დგება ღრმა მედიტაციისას. ამ დროს შესაძლებელია გაქრეს ტკივილიც.ამიტომ  ის დიდ მნიშვნელობას იძენს მკურნალობის დროს და  არის ჯანმრთელობის გასაღები. ამ მდგომარეობაში შეიძლება მივიღოთ “კარნახი” ქვეცნობიერისგან. პოზიტიური აზროვნების ძალა ალფა მდგომარეობაში ისეთია, რომ ორგანიზმს საკუთარი თავის გაჯანსაღებაც კი შეუძლია. არსებობს მედიკოსთაგან განუკურნებელი დაავადებების მედიტაციებით განკურნებების არაერთი შემთხვევა. შინაგანი დუმილის და რელაქსაციის დროს გონება ივიწყებს დაზიანებულ ორგანოს და ის იკურნება. მედიტირება ნიშნავს იყო მშვიდი და მოდუნებული. გაემიჯნო ყველაფერს, რაც გარშემოა. აფორიაქებული გონება ვერ იღებს გაჯანსაღების ახალ ინსტრუქციებს. მედიტაციების დროს კი შინაგანი ბობოქარი დიალოგები დუმდება და ხდება შერწყმა კოსმოსის შემოქმედებით სასიცოცხლო ენერგიასთან. ამ  დროსაც თავის ტვინის ქერქი თითქმის გამორთულია. მასში აღარაა აქტიური იმპულსები და ცნობიერება გადადის ახალ რეჟიმში. ენცეფალოგრამა კი უჩვენებს, რომ ადამიანის ტვინი ახალშობილის მსგავსია. მედიტაციები იცავს ადამიანის გენურ სტრუქტურას, ანადგურებს მავნე მიკრობებსაც კი, ბიოველიდან გამოდევნის ნეგატიურს, ავსებს შინაგანი ენერგიების რეზერვუარებს, ხელს უწყობს ახალგაზრდობის შენარჩუნებას, ქმნის სხვა რეალობას, რომელშიც ჩადებული პროგრამა განხორციელებადია. დარღვეული  სრულფასოვანი დასვენების უნარი და სტრესები  აქვეითებს  ალფა-რიტმების დონეს. ამიტომ  ალფა დიაპაზონის სტიმულირება ყოველდღიური მედიტაციების საშუალებითაა შესაძლებელი. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე დავამატებ, რომ განსაკუთრებით, ტრანსცენდენტალური მედიტაციებით.

მედიტაციაზე არანაკლები მნიშვნელობა აქვს აზრების ეკოლოგიას.ეს ჯანსაღი ცხოვრების ხელოვნებაა. ”კოსმოსში არსებული ენერგიებიდან ერთ-ერთია აზრის ენერგია .ის ეთერთან შედარებით უფრო ფაქიზი მატერიაა და  შუამავალია ხილულ და უხილავ სამყაროებს შორის. აზრის ენერგეტიკული სუბსტანცია არ იშლება.მისი განადგურება მხოლოდ მასზე ძლიერ საპირისპირო აზრს შეუძლია. მსგავსი აზრები მიიზიდებიან, ერწყმიან ერთმანეთს. ადამიანის თავთან ღრუბლებივით გროვდებიან და როგორც კი ადამიანი პასიურ მდგომარეობაში, დასუსტებული იქნება, ესხმიან მას თავს.”(აგნი იოგა).ამიტომ აზრი ბუმერანგის პრინციპით მოქმედებს და ადრე თუ გვიან, უბრუნდება ავტორს, ანუ  რა ვიბრაციების ენერგიებსაც ქმნის აზროვნება, იმავეს გვიბრუნებს უკან სამყარო. ნეგატიური აზრებით იკვებებიან კოსმოსის ქაოსური ძალები და თავის ტყვეობაში აქცევენ ავტორებს. მრავალჯერ განმეორებული აზრები, განსაკუთრებით,  ძლიერ ემოციასთან ერთად, ძლიერ  მიზიდულობას  ფლობს. დამიდასტურებთ, რომ დესტრუქციული აზროვნებისკენ მიდრეკილი ადამიანები ხშირად ავადმყოფობენ,  ხოლო პოზიტიურად მოაზროვნე ადამიანები უფრო ჯანმრთელები და ბედნიერები არიან. ახლანდელ პერიოდში კარმა დაჩქარებულია და ყოველი აზრი სწრაფად იქცევა რეალობად. ამიტომ პოზიტიური აზროვნება არსებობის გადარჩენისათვის აუცილებელი პირობაა. მეტაფიზიკოსები დამეთანხმებიან, რომ აზრებით მკურნალობა  სხივებით მკურნალობაზე ძლიერია. პოზიტიური აზრებით მრავალი სნეულება ჩანასახშივე ითრგუნება.  ადამიანის ორგანიზმის დიდი ნაწილი სითხეა. აზრი კი ადვილად  ცვლის წყლის სტრუქტურას,  მოქმედებს ჰორმონებზე, ელექტრული იმპულსებით გადაეცემა უჯრედებს,  ხვდება ატომის სუბსტანციაში და ცვლის ბიო-ფიზიოლოგიურ პროცესებს. გადატვირთული ინტელექტუალური მუშაობა და მუდმივი აზროვნება ფიტავს,  ენერგეტიკულად ასუსტებს ადამიანს. ძლიერი ემოციების დროს  უჯრედები იწერენ ადამიანის შინაგან დიალოგებს და მონოლოგებს. იმუნური სისტემა ყურს უგდებს შინაგან ხმებს. ეს ენერგეტიკულ ბლოკებს ქმნის, რაც იწვევს დაავადებებს.  ამიტომ დროებით აზროვნების პროცესის შეჩერებაც საუკეთესო თერაპიაა. შინაგანი სიჩუმის ფსიქიკური ენერგია გაცილებით მეტია, ვიდრე სიტყვებით გამოხატული ფიქრებისა. შინაგანი დუმილი იზიდავს კოსმიურ ენერგიებს და მომენტალურად იწვევს ენერგეტიკის გაძლიერებას ადამიანში.ეცადეთ, არაფერზე იფიქროთ დღეში რამდენიმე წუთის  განმავლობაში მაინც.მშვიდად დააკვირდით აზრებს და ისინი ღრუბლებივით გაიფანტებიან. აღმოსავლეთში ამ მეთოდით   მრავალ რთულ დაავადებას კურნავენ.

გონება  საუკეთესო მკურნალია, თვლიდა ჰიპოკრატე. თანამედროვე ფსიქოლოგია კი არაცნობიერ გონებაზე საუბრობს. ის ბოლომდე შეუსწავლელი ფენომენია, თუმცა ვიცით, რომ ინტუიციით კავშირშია იმ საიდუმლო სამყაროსთან, რომელიც ფიზიოლოგიური აღქმის საზღვრებს მიღმაა.ყოველი ზრდასრული ადამიანის  არაცნობიერში დევს გარკვეული ინფორმაცია-პროგრამა, რომელიც ქმნის მისი მომავლის მოდელს, განსაზღვრავს  ცხოვრების  შედეგებს და ჯანმრთელობასაც.  ესაა  არაცნობიერში გამჯდარი შეხედულებების, რწმუნებულებების მთელი სისტემა, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში, განსაკუთრებით ბავშვობაში,  ჩამოგვიყალიბდა. მათი საშუალებით ადამიანი მოიზიდავს ცხოვრებაში ანალოგიურ მოვლენებს,მათ დამამტკიცებელ საბუთებს. ის განხორციელდება, რისიც არაცნობიერს სჯერა.  ამ პროგრამის  საპირისპიროთი შეცვლით, შეიძლება სიტუაციის შეცვლაც. მაგ: ეს შესაძლებელია თვითშთაგონებით.  ამით ორგანიზმი გადაერთვება ჯანმრთელი ადამიანის ცნობიერების რეჟიმში და ახდენს ფიზიკური მდგომარეობის ენერგეტიკულ მატრიცასთან შესაბამისობაში მოყვანას. რადგან მას აქვს რწმენის და მოლოდინის განსაკუთრებული ფიზიოლოგიური მექანიზმი, რომ გარეგანი ბრძანება რეალობად აქციოს.ნათქვამია, შეიძინე ჯანმრთელის ცნობიერება და შეიძენ ჯანმრთელობასო. ცნობილი ფსიქოლოგი  ჯონ კეხო წერს: ”არაცნობიერი ბაღია,ერთნაირად იღებს სიცრუეს და სიმართლეს,მთავარია რას მიაწვდის მებაღე ანუ ცნობიერი ფსიქიკა.” ანუ  რეალობა ამართლებს იმ მოლოდინებს, რომელსაც არაცნობიერი ელის.ე. წ. სულელური ოპტიმიზმი არაცნობიერ დონეზე ქმნის მოდელს, რომელიც ხორციელდება შინაგანი რეზერვების წყალობით. ალბათ ამიტომ არიან ხალისიანი, ოპტიმისტი ადამიანები ჯანმრთელები ორგანიზმისთვის საშიშ პირობებშიც კი. არაცნობიერი გონება ახდენს კონტროლს მთელ ორგანიზმზე ნერვული სისტემის მეშვეობით. წარმოსახვით და შთაგონებით მას შეუძლია შეცვალოს სისხლის შემადგენლობაც კი, სტიმულირება მოახდინოს ადამიანის ფარული რეზერვების და ა. შ. არაცნობიერი, მასთან დაპირისპირების შემთხვევაში, იწყებს პროტესტს და შესაძლებელია, არასასიამოვნო სიურპრიზებიც მოაწყოს. ამიტომ საჭიროა მსუბუქად და თამაშით მუშაობა მასთან. არაცნობიერის ნეგატიური ბლოკებისაგან გასაწმენდად, საჭიროა ცნობიერის კავშირი არაცნობიერთან. ეს ხდება არაცნობიერის ინვენტარიზაციით. ამის ერთ-ერთი საშუალებაა  ფსიქოტიპის საპირისპირო თვისებებთან ადაპტირება. ცნობილმა ფსიქოთერაპევტმა კარლ იუნგმა ადამიანები ორ ტიპად დაყო: ექსტრავერტებად და ინტრავერტებად. ექსტრავერტებმა მარტოობასთან, ”ინურ” ენერგიებთან შეგუება უნდა შეძლონ, ინტრავერტებმა აქტიური ცხოვრება და ”იანურ” ენერგიებთან ადაპტაცია.ამ გზით ფსიქიკა გაწონასწორდება.

არაცნობიერი ფსიქიკის შესაძლებლობებს წარმატებით იყენებს ფსიქოთერაპია. თანამედროვე პირობებში, როდესაც სურვილებსა და მოცემულობას შორის კონფლიქტია და ნეგატივი გაცილებით მეტი, ვიდრე ოდესმე, ფსიქოთერაპია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ის დანასა და მედიკამენტებზე ძლიერი საშუალებაა. მის მეთოდებს ძველესი დროიდან იცნობდნენ ქურუმები და მაგები. იესო, სანამ განკურნავდა, ჯერ ამხნევებდა სნეულებს. ალბათ გაგიგიათ პლაცებოს ეფექტის შესახებაც.  ჩვენ გონებისა და ფსიქიკის მხოლოდ 10% ვიყენებთ, შესაძლებლობების 90 % კი სამწუხაროდ, გამოუყენებელია. ფსიქიკა ისევე ექვემდებარება ვარჯიშს, როგორც კუნთები. ფსიქიკური თვითრეგულაციის ელემენტარული  საშუალებების ცოდნა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის პრევენცია გახდება.

ძველად  ფართოდ იყო განვითარებული ემოციებით მკურნალობა.  კარგი განწყობა შემოქმედი ძალაა, რომელსაც სინათლე შეაქვს ადამიანის ენერგეტიკულ სხეულში. ის ხშირად  დამოკიდებულია არა გარემოებებზე, არამედ პირად არჩევანზე. როდესაც შინაგანი მე ძლიერია,  მას ადვილად შეუძლია შექმნას თავისი განწყობა კოსმიური ოპტიმიზმის წყალობით მაინც. `‘გიხაროდეთ… ჩემი სიხარული იყოს თქვენთან…დაე თქვენი სიხარული იყოს სრულყოფილი” ამბობს მაცხოვარი (იოანე 15) და  სიყვარულთან და მშვიდობასთან ერთად სიხარულსაც ითხოვს ადამიანებისგან.
ბერძნული ”ჰე ხარის’ ‘ანუ ”მადლი” ქართულად სიხარულთან ასოცირდება. ის  აქრობს შიშს და იცავს სასოწარკვეთისგან. ყოველი სიხარული ახალი შანსია, რომელიც იზიდავს კოსმოსიდან განმკურნებელ ენერგიებს. მგრძნობიარე და სულიერი განვითარების გზაზე მავალ ადამიანებს განსაკუთრებით ევალებათ ეძებონ და დაინახონ სიხარულის მიზეზები ყველაფერში,  რადგან ეს არის დაცვა როგორც ხილული, ისე უხილავი განსაცდელებისაგან. ”გულის სიხარული – ადამიანის სიცოცხლეა და კაცის მხიარულება დღეგრძელობაა მისი”(ეკლესიასტე). მთელმა სამყარომ ერთდროულად რომ გაიხაროს, ბოროტება საგრძნობლად მოიკლებდა, წერია აგნი იოგაში.
სიცილისა და იუმორის თერაპიას სასწაულების მოხდენა შეუძლია. იუმორი  სულს იცავს ნეგატივისგან, სასოწარკვეთილებისგან და გულს სითბოს უნარჩუნებს. ღიმილი გულის სიხარული და მისი მკვებავია. ჯანსაღი სიცილის დროს თავის ტვინი დადებით იპულსებს აგზავნის ორგანიზმში. სიმსივნური წარმონაქმნებიც კი ქრება სიცილის საშულებით.  სიცილის და  ღიმილის დროს სისხლში ენდორფინების შემცველობა იზრდება. ეს ააქტიურებს ენერგეტიკულ პროცესებს და  ცვლის სისხლის შემადგენლობას. გასულ საუკუნეებში ექიმები თვლიდნენ, რომ ქალაქში ათი მასხარის ჩამოსვლა მოქალაქეთა ჯანმრთელობისთვის უფრო ბევრს ნიშნავდა, ვიდრე წამლებით დატვირთული ურემი.ნებისმიერი დადებითი განცდა, სიხარული ეხმარება თავის ტვინს  ჰორმონების – ენდორფინების გამომუშავებაში, რომლებიც ცვლიან ქიმიურ პროცესებს ორგანიზმში, გავლენას ახდენენ დნმ-ზე, მოქმედებენ გენეტიკასა და შთამომავლობაზე, შეუძლიათ მტკივნეული შეგრძნებების ბლოკირებაც კი.   თუ ადამიანს დიდი რაოდენობით აქვს ეს ჰორმონი, მუდამ ენერგიულია, არის ოპტიმისტურად განწყობილი და აქვს ბედნიერების განცდა.სისხლში „ბედნიერების ჰორმონის“ სტიმულირებას  ხელს უწყობს სპორტი, ახალი დადებითი შთაბეჭდილებები, ხელოვნება, განსაკუთრებით მუსიკა, შოკოლადის ზომიერად მიღება, ულტრაიისფერი სხივები, ხილი და ა. შ. დღესასწაულების შემდეგ კარგი გუნება-განწყობის წყალობით ორგანიზმი ორი დღით შეუვალი ხდება ვირუსებისთვის. არსებობს საპირისპირო სიტუაციაც, როდესაც უგუნებობა და დეპრესია ასუსტებს იმუნურ სისტემას და ორგანიზმს ადვილად ერევა ვირუსები. აქვე გეტყვით სხვა ჰორმონების შესახებაც, რომლებსაც ენდორფინების ფუნქცია აქვთ. მაგ: ოქსიტოცინი – სინაზისა და ნდობის ჰორმონი. წარმოიქმნება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას. ამიტომაც გრძნობს  შეყვარებული  სიმსუბუქეს, თითქოს დაფრინავს და თავი ყოვლისშემძლე ჰგონია. სეროტონინი – ტონუსის, ოპტიმიზმის, კარგი განწყობის ჰორმონი. მას მყისიერად გამოჰყოფს ორგანიზმი, როგორც კი მიირთმევთ შოკოლადს, ნაყინს, ბანანს, ფინიკს. დოფამინი – კმაყოფილებისა და სურვილის ჰორმონი. მისი წყალობით ადამიანს სასიცოცხლო ტონუსი მაღლა ეწევა, უბრწყინავს თვალები, ემატება მიზანსწრაფვა. ტესტოსტერონი, ესტროგენი – მამაკაცისა და ქალის ჰორმონები. მათი წარმოქმნისათვის საჭიროა  სიყვარული, სექსი, კარგი ეროტიკული განცდები.

ამ სტატიით შევეცადე მარტივად ამეხსნა თქვენთვის, რომ  ორგანიზმის თითოეული უჯრედი, ფიზიკურის გარდა, სულიერ-ფსიქიკური ცხოვრებითაც ცხოვრობს. ნერვული უჯრედები წარმოქმნიან სიგნალებს, იმპულსებს, ისინი კი ენერგიად გარდაიქმნება. ასე თანამშრომლობს ნერვების საშუალებით სხეული სულთან. ემოციები და შეგრძნებები იწვევენ ორგანიზმში  ქიმიურ პროცესებს, რაც   სტიმულირებას უკეთებს დადებით ან უარყოფით მოვლენებს. ნეგატიური ენერგიების კონცენტრირება ამა თუ იმ თემაზე, ორგანიზმში შესაბამის ზონას აყენებს რისკის ქვეშ. ამიტომ აუცილებელია, რომ ადამიანი ფსიქიკური ნაგვისაგან  გაიწმინდოს ისევე, როგორც ფიზიკური სხეული შხამებისა და ტოქსინებისაგან. ის უნდა მოვიდეს წესრიგში კოსმოსის ინფორმაციულ-ენერგეტიკულ ველთან. ემოცია ენერგიაა და თუ ის არ დაიხარჯა ფიზიკურად ან პოზიტიურად, დაიხარჯება ნეგატიურად. ემოციის დათრგუნვა შეუძლებელია. ეს მას არაცნობიერის ღრმა შრებში განდევნის, რაც ანგრევს მთელს ორგანიზმს.   საჭიროა  მათი გარეთ გამოტანა და გაანალიზება არა ემოციურ, არამედ მენტალურ, ვერბალურ დონეზე, შეგრძნებებზე დაკვირვება და  მათი დისკრედიტირება.  ნუ გააიგივებთ თავს სნეულ სხეულთან, ყოველთვის შეხედეთ მას გვერდიდან. საკუთარ თავზე ძალისხმევით ყურადღება პრობლემიდან  რაიმე სასიამოვნოზე გადაიტანეთ. ასეთი  მუშაობით მიღწეული უნარები თავის ტვინში ახალ ნეირონულ ქსელს ქმნის და მთლიანად ცვლის ფიზიკურ მდგომარეობას. 
არსებობს კიდევ ერთი უნიკალური საშუალება. ალბათ მიხვდით რაზეცაა საუბარი. დიახ, ეს სიყვარულია. ის ყველაზე დიდი იმუნოსტიმულატორია. სიყვარულის  დროს აზრები მატერიის მეტამორფოზას ახდენენ. რაც მეტია გულის შეგრძნებების ხარისხი, მით მეტი უნარი აქვს მის ენერგიებს მოახდინონ ორგანიზმის ტრანსფორმაცია. სიყვარულის დროს ენერგეტიკულ სხეულში გამომუშავდება ფაქიზი, მაღალი სიხშირის  ენერგიები, ენერგეტიკული ცენტრები იხსნება და ის კოსმოსიდან იღებს უნივერსალურ ენერგიებს, რომლებიც აღადგენენ ნებისმიერ პათოლოგიებს. ხშირად  სიყვარულის, მიზნისა და იმედის წყალობით ადამიანს შეუძლია იცოცხლოს მაშინაც კი, როდესაც ამის თეორიული შანსი არ არსებობს. მთავარია  მტკიცე განზრახვა, რწმენა იმისა,  რომ ყველაფერი შესაძლებელია და რეგულარული მოქმედება. აირჩიე სიცოცხლე, რათა იცოცხლო. შეგრძნება იმისა, რომ არ ხარ მსხვერპლი და ყველაფერი შენზეა დამოკიდებული, მომენტალურად იწვევს თვითგანკურნების მექანიზმის ამუშავებას ორგანიზმში. ისე კი, თუკი ადამიანები დროულად იზრუნებენ საკუთარ ჯანმრთელობაზე, აღარ მოუწევთ სნეულებებთან ბრძოლა. გრამი პროფილაქტიკა ფუტი მკურნალობის ტოლფასია. თუმცა  ყოველთვის გახსოვდეთ, რომ   შეუძლებელი კაცთათვის შესაძლებელია ღვთისთვის და რომ მიწიერი ხსნის გზებს ზემოთ ზეციური ხსნის გზებია.

 

ავტორი:

თამარ არაგველი

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაარქიტექტურა/დიზაინიეზოთერიკაკულტურა

როგორ გამოიყურებოდა ანტიკური რომი ჩვ.წ. IV საუკუნეში – 3D ვიდეო

არტისტების ჯგუფმა ჩვ.წ. IV საუკუნის რომის გამოსახულება 3D გრაფიკული პროგრამების დახმარებით გააცოცხლა.

 

“მარადიული ქალაქი” არტისტებმა არსებული ნანგრევების მიხედვით, ასევე ისტორიულ წყაროებზე და ნაწილობრივ საკუთარ ფანტაზიაზე დაყრდნობით აღადგინეს.

Youtube-ის არხი, რომელსაც History in 3D ჰქვია, სამმა სხვადასხვა ქვეყნის(სერბეთი, სამხრეთ კორეა, რუსეთი) კომპიუტერულმა გრაფიკოსმა დააფუძნა.

“წარსულთან შეხება სასიამოვნო პროცესია, პანდემიის პირობებში მოგზაურობა სანატრელი გახდა, ჩვენი არხის მეშვეობით ქალაქების დათვალიერება სახლიდან გაუსვლელად გახდა შესაძლებელი”. – ამბობს არხის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეზოთერიკასაქართველოფილოსოფიაფსიქოლოგია

მიკროგამომეტყველებები და მათი წაკითხვის ხელოვნება – გიორგი გიორგაშვილი სხეულის ენის შესახებ

 გიორგი გიორგაშვილი ბერკლის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებული, წარმატებული ექსპერტი, ლექტორი, ტრენერი, მოტივატორი,  ადგილობრივი თუ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების ავტორი გახლავთ, რომელმაც რამდენიმე საინტერესო ნაშრომით უკვე დაამახსოვრა თავი საზოგადოებას, მათ შორისაა „მუდრების მაგიური ძალა“ და წიგნი სხეულის ენის შესახებ. ამჯერად ყურადღებას მის ბოლო ნაშრომზე გავამახვილებთ, რომელშიც განხილულია მიკროგამომეტყველების წაკითხვის ხელოვნება და ისტორია.

ფიზიონომია და სახის გამომეტყველებები უძველესი დროიდან იყო ადამიანის შესწავლის ერთ-ერთი ობიექტი. პირველი ფუნდამენტური ნაშრომი ამ სფეროში ჩარლზ დარვინს ეკუთვნის, რომელმაც 1872 წელს დაწერა – „გამომეტყველებების წაკითხვის და ამოცნობის  ზოგადი წესები და მათი მნიშვნელობები ადამიანებსა და ცხოველებში“,  ჩვენთან საუბარში გიორგი აღნიშნავს იმასაც, რომ სწორედ დარვინი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც წამოაყენა მოსაზრება, იმის შესახებ, რომ ზოგიერთი ემოციის სახის გამომეტყველება ყველასთვის  უნივერსალური იყო და მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ იმ დროისათვის ეს მოსაზრება ვერ დამტკიცდა, ამ მიმართულებით  საფუძვლიან მუშაობას დაედო საფუძველი.

ზოგადად, ჩვენი კომუნიკაციის 55% არავერბალურია ანუ სხეულის ჟესტებს, მიმიკებს გულისხმობს, ვერბალური კი მხოლოდ 45%-ი, აქედანაც 38 %-ი ხმის ტონსა და ტემბრს უჭირავს და მხოლოდ 7%-ი სიტყვებს, აქედან გამომდინარე, საკმაოდ მარტივია დავასკვნათ თუ რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სხეულის ენას ადამიანის ცხოვრებაში.

დღესდღეობით, სფეროს სპეციალისტები 3 სახის გამომეტყველებას გამოყოფენ, პირველი არის მაკროგამომეტყველება, რომელიც 0.5 წმ-დან 1 წამზე მეტ ხანს გრძელდება, მსგავსი გამომეტყველება, ჩვეულებრივ, სპონტანურია და ამ დროს ადამიანი არ ცდილობს მის შეცვლასა თუ გაყალბებას. გამომეტყველების მეორე სახე მიკროა, რომელიც 1.5 წმ-დან 2.5 წმ-მდე გრძელდება და რომლის შემჩნევაც საკმაოდ რთულია, გაყალბება კი შეუძლებელი, ამ მხრივ, მსახიობებს შედარებით უადვილდებად მათი დასწავლა, რადგან სწორედ მათი მეშვეობითაც ახდენენ გარკვეული პერსონაჟების ემოციური მდგომარეობის დემონსტრირებას. მესამე გამომეტყველება კი ყველაზე ნატიფია, ის ყველაზე ნაკლებ ხანს გრძელდება და თითქმის შეუმჩნეველია, რადგან ასეთ დროს გაცილებით ნაკლებ ინტენსიური რეაგირება ხდება, ვიდრე წინა შემთხვევებში.

გიორგი გიორგაშვილი უკვე 12 წელია თავადაც ამ სფეროს იკვლევს და მის მნიშვნელობაზე საკუთარ მოსაზრებასაც ღიად გვიზიარებს – „მიკროგამომეტყველებების შესწავლა აუმჯობესებს თქვენს ემოციონალურ ინტელექტს და გეხმარებათ საკუთარი თუ სხვა ადამიანების გრძნობების ამოცნობაში. კვლევებით დამტკიცებულია, რომ ადამიანები, რომელთაც შეუძლაით მიკროგამომეტყველებების წაკითხვა  დადებითად აღიქმებიან უცხო თუ ნაცნობი ადამიანების მიერ, რადგანაც მათი უნარი წაიკითხონ სხვა ადამიანების მიკროგამომეტყველებები, გაცილებით უფრო ემპათიურ-მგრძნობიარე ადამიანებად წარმოაჩენთ“.

 მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასა და ხალხში არსებობს 7 უნივერსალური მიკროგამომეტყველება, მათი შესწავლა თავდაპირველად პოლ ეკმანმა დაიწყო, რომელმაც იმოგზაურა მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე და ადამიანებზე დაკვირვებით აღმოაჩინა, რომ მათ სხვადასხვა ემოციების გამოხატვის დროს (ბედნიერება, შიში, მწუხარება და ა.შ) სახეზე ერთნაირი გამომეტყველებები აღებეჭდებოდათ. ეკმანმა ასევე აჩვენა, რომ დაბადებით ბრმა ადამიანები, რომლებიც ვერაფერს ხედავენ  სხვადასხვა ემოციის დროს იმავე მიკროგამომეტყველებებს იღებენ, რასაც ჩვეულებრივ კარგად და გამართულად მხედველი ადამიანები. ამით ნამდვილად შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ ეს მიკროგამომეტყველებები უნივერსალურია და მათი სია ასე გამოიყურება: ბედნიერება, მწუხარება, გაკვირვება, შიში, ბრაზი, ზიზღი და უპატივცემლობა (დაცინვა).

1967 წელს, ეკმანმა დაიწყო სიცრუის შესწავლა და სახის მიმიკებით ადამიანების შესწავლა-ამოცნობა. აღსანიშნავია, რომ სერიალი „სიცრუის თეორია“, ძირითადად,  პოლ  ეკმანის კვლევებსა და  შემოქმედებით საქმიანობას ეფუძნება. ეკმანი სწავლობდა პაციენტების კლინიკურ შემთხვევებს, სადაც ისინი იტყუებოდნენ და თავს აჩვენებდნენ, თითქოს სტრესის ქვეშ არ იმყოფებოდნენ. ამ პაციენტების უმრავლესობამ მოგვიანებით, როდესაც ზედამხედველობის გარეშე იყვნენ, თავი მოიკლა ან სცადა სუეციდი. მათ ვიდეოჩანაწერებზე დაკვირვებით, შენელებულ კადრებზე, ეკმანმა და ფრიზენმა შეამჩნიეს მიკროგამომეტყველებები, როლებიც ასახავდნენ ძლიერ უარყოფით შეგრძნებებს, რომელთა დამალვასაც ცდილობდნენ პაციენტები, რამაც კიდევ უფრო საფუძვლიანი გახადა მათი კვლევები ამ სფეროში.

ადამიანების მსგავსად, ცხოველების სახეზეც აღიბეჭდება განსხვავებული ემოციები. ყველაზე მკაფიო შესამჩნევი ეს ცხენზე, ძაღლზე, კატასა და მაიმუნზეა. მაგალითად,  ადამიანის მსგავსად, როდესაც ცხენს ეშინია, ის თვალებს აფართოებს,  ქუთუთოს ზემოთ ეწევა და თვალის თეთრი ნაწილებიც კი უფრო მკაფიო შესამჩნევი ხდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ერთი მიკროგამომეტყვეკლება შეიძლება სხვა მიკროგამომეტყველებას შეერიოს და სახეზე ორივე აისახოს, ამის შესახებ გიორგი გიორგაშვილი დაწვრილებით წერს თავის წიგნში „მიკროგამომეტყველება და მათი წაკითხვის ხელოვნება“ სადაც დეტალურად არის აღწერილი და ნაჩვენები ეს განსხვავებები თუ მსგავსებები.  ამასთანავე,  წიგნის ავტორმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ  ზოგჯერ თვითონ მიკროგამომეტყველებას შეუძლია ჩვენს ემოციურ მდგომარეობაზე მოახდინოს დადებითი ან პირიქით, უარყოფითი ეფექტი, მაგალითად, გიორგი აღნიშნავს, რომ რაც უფრო ხშირად გამოვიყენებთ ბედნიერების მიკროგამომეტყველებებს, მით უფრო ხშირად ვიქნებით ბედნიერები და ა.შ.

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

სრულად ნახვა
ეზოთერიკაფსიქოლოგია

რატომ ვერ უახლოვდება ადამიანი სულიერების უმაღლეს საფეხურებს?

 ყოველი ადამიანი, რომელიც უნიკალური ქმნილებაა, მიწიერ ქმნილებათა შორის გარკვეულ სულიერ მდგომარეობას განიცდის. თვალი უხილავის დანახვას ვერ შეძლებს, მაგრამ ადამიანს  ძალუძს  შეიგრძნოს და იზრუნოს იმაზე, რაც მისი მაცოცხლებელი ძალაა.  ხორციელი სხეული მარად ატარებს, რაღაც უმაღლესს, მარადისობასავით ამოუცნობსა და ბრწყინვალეს, რომელსაც სული ჰქვია.

სულიერება – ეს კავშირია ამაღლებულ სამყაროსთან, რომელთანაც სიახლოვე ამოუწურავი შინაგანი სიხარულითა და ენერგიით გვასაჩუქრებს. ენერგია კი ისეთი ძალაა, რომლის გარეშე არ იქნებოდა სამყარო, რომლის ნაწილი თითოეული ჩვენგანი ვართ. მიუხედავად იმისა, რომ მატერიალურ სამყაროში ვცხოვრობთ, შეგვიძლია, მივუახლოვდეთ არამეტერიალურს- გრძნობებსა და ემოციებს, რომლებიც გამოწვეულ იქნება არა საგნებით არამედ ჩვენივე შინაგანი მდგომარეობით. რატომ ჩანს ეს ასე რთულად და მიუწვდომლად? რატომ ვერ უახლოვდება ადამიანი სულიერების უმაღლესს საფეხურებს?

დღევანდელი რეალობა სხვაგვარია. ყოველდღიური ცხოვრების ორომტრიალი ხშირად ჩვენდაუნებურად მატერიალისტური საკითხებისაკენ სისწრაფით მიგვაქანებს და სულიერება განზე გვრჩება. ადამიანი უსასრულო წვრილმანებში იძირება და არ უხმობს მასთან ციურ სხივებს, რაც მხოლოდ ართულებს მის მდგომარეობას. სიმშვიდე ქრება და უსახელო გუნება-განწყობილება იპყრობს მას. მაინც რაები მოიაზრება ციურ სხივებად? – თვისებები. მათ ხომ უდიდესი გავლენა აქვთ ჩვენს ადამიანურ ყოფაზე. სულს კვებავს  სიყვარული, სიკეთე და გამძლეობა. ის მხოლოდ მაშინაა მშვიდად, როდესაც ყოველივე ეს გააზრებული, გულითა და გონებით განმტკიცებული გვაქვს. იმ შემთხვევაში თუ პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით და მიუხედავად ამისა, სიმშვიდეს, მადლიერებასა და იმედს არ დავკარგავთ სულიერ ამაღლებას და უხილავ ძალას ვიგრძნობთ, რომელიც თითქოს ნაზად ჩაგვჩურჩულებს: ,,ეს ხომ დროებითია და ერთ დღესაც გაივლის?!“. ამის შემდეგ, სიხარული მოდის  და ვხვდებით, თუ რაოდენ ბევრი რამ დაფარული, მაგრამ არსებულია. უმეტეს შემთხვევებში კი რა ხდება?  ადამიანი სასოწარკვეთილებას მიეცემა ხოლმე, რწმენას დაკარგავს, ხელს ჩაიქნევს და უიღბლობაზე იწყებს ფიქრს. რწმენის არდაკარგვა სულს ახარებს, რომელსაც ადამიანი შინაგანად გრძნობს. რის წყალობითაც, სირთულეს აღარ უშინდება, არამედ ამტანობით და გონიერებით ცდილობს შეხვდეს განსაცდელს. შეიძლება კარი ჩაკეტილი იყოს, თუმცა რწმენის წყალობით ფანჯარა აუცილებლად გაიღება, საიდანაც იმედის სხივი გაანათებს ოთახს.

ადამიანი, აღჭურვილი ტექნიკითა და კომფორტისათვის საჭირო პირობებით, თავს სასოწარკვეთილად და უიმედოd გრძნობს. ერთი შეხედვით, მის ხელთ ბევრი აუცილებელი რამაა, რაც სიმშვიდეს მოუტანდა, მაგრამ მისი მდგომარეობა სულ სხვაგვარია. ნათლად ჩანს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობისა და განსხვავების შექმნა შეუძლია ადამიანთა რწმენის ნაირგვარობას. ზოგი სულის აყვავებისათვის ირჯება, ზოგი კი ხორციელი სიამოვნებების დაკმაყოფილებისაკენ ისწრაფვის, რომლითაც ტკბობა მცირე ხანს გრძელდება. ადამიანი კი მთავარი საზრდოს გარეშე რჩება.

შინაგანი მდგომარეობის სრულყოფილებისათვის ადამიანს შეუპოვარი და დიდხნიანი ბრძოლა უწევს. იოლი როდია უარი თქვა მაცდურ სურვილებზე. ხშირია შემთხვევები, როდესაც პიროვნება რასმე გადაწყვეტს, თუმცა მის შესასრულებლად ნებისყოფა არ ჰყოფნის. ამიტომ, უმალვე ცდილობს გადაწყვეტილებას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანოს და ახლით ჩაანაცვლოს იგი. ეს ნებელობის სისუსტეა, რომელსაც განმტკიცება სჭირდება. რადგან სულიერი აყვავებისათვის ადამიანმა მავნე ჩვევებზე უარი უნდა თქვას და სასიკეთო არჩევანი გააკეთოს საკუთარი თავისათვის. უპატიოსნო ადამიანი საქმეში და ურთიერთობებში საბოლოოდ ფიასკოს განიცდის. ტყუილი და ყალბი ენერგია ისევ და ისევ იმას აზარალებს, ვინც ამ გზით რაიმეს მოპოვებას ცდილობს.

 

 

მასალა მოამზადა:  მედეა გელდიაშვილმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეზოთერიკაკულტურამსოფლიოფილოსოფია

,,ვინც არსებობს სხვისთვის და არა თავისთვის – მარადიულია” – ლაო-ძი

ლაო-ძი  ძვ.წ. VI საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ჩინელი ფილოსოფოსი, რომელმაც კაცობრიობას დაუტოვა ფილოსოფიური თხზულება  „დაო დე ძინი“. სწორედ ეს თხზულება მიიჩნევა დაოიზმის – ჩინეთის რელიგიურ-ფილოსოფიური მიმდინარეობის საფუძვლად.

,,დოქტრინა“ გთავაზობთ მონაკვეთებს ,,დაო დე ძინიდან“:

ყოფიერი და არყოფნა ერთმანეთს შობს;

ვინც არ მედიდურებს, ყოველივე მას მორჩილებს;

ყოვლადბრძენი არ მოქმედებს და ყოველივე არსი მას მორჩილებს;

დაო ცარიელია, მაგრამ ამოვლინებისას – ამოულევია;

დაო აწესრიგებს ქაოსს – დაო მარადიულია;

ვინც ბევრს ღაღადებს – მარცხდება;

ვინც არსებობს სხვისთვის და არა თავისთვის – მარადიულია;

კაცი საქმეს რომ აღასრულებს, სოფლიურ უსასრულობას უნდა შეერთოს;

ჭურჭელს თიხისგან ამზადებენ, მაგრამ ჭურჭლის არსს – მასში მოთავსებული სიცარიელე ქმნის;

ვინცა შეიცნო ყოფიერი – ვითარცა სავსება და ხილვადი – მანვე შეიცნო არყოფნა, ვითარცა სიცარიელე და უხილავი;

გვამი იხრწნება – სული უკვდავია;

ვინც ბევრს იხვეჭს, ჭეშმარიტებას კარგავს. ვინც ზომიერებას მორჩილებს, უბედურებას ასცდება;

უწოდე სნეულს სნეულება და გაგეცლება სნეულება;

ო, უბედურებავ! შენ ძირი ხარ ბედნიერების! ო, ბედნიერებავ, შენ ძირი ხარ უბედურების!

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 2
Page 1 of 2