close

განათლება

განათლება

პროფესიული სასწავლებლის დიპლომით უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება იქნება შესაძლებელი

განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პროფესიული განათლების მიმართულებით დაგეგმილი რეფორმები წარადგინა. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, ზოგადი განათლების ინტეგრაციის ხელშეწყობა, საბაზო განათლების მქონე ახალგაზრდებს (9 კლასი) საშუალებას მისცემს, პროფესიის შესწავლის პარალელურად, სრული ზოგადი განათლება მიიღონ.

ეს ნიშნავს, რომ პროფესიული სასწავლებლის დიპლომი სრული ზოგადი განათლების დიპლომს გაუთანაბრდება, შედეგად კი საბაზო განათლების მქონე ახალგაზრდები (ვისაც მხოლოდ 9 კლასი აქვს დამთავრებული), პროფესიის დაუფლების პარალელურად შეძლებენ, რომ გაიარონ სასკოლო საგნები და პროფესიული განათლების დიპლომით უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარონ. რეფორმის ამ ნაწილის ამოქმედება 2019 წლის მაისიდან იგეგმება.

რეფორმის სამწლიანი ფაზა ასევე გულისხმობს არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმების დანერგვას; პროფესიული პროგრამების განხორციელებაში დამსაქმებლების ჩართულობის ხელშეწყობას, სამუშაოზე დაფუძნებული/დუალური სწავლების მასშტაბების გაზრდით; გაცვლითი პროგრამებისა და საერთაშორისო სერტიფიცირებული პროგრამების დანერგვას.

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

ზოგადი უნარების გამოცდა ცენტრალურ დონეზე უქმდება

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის განცხადებით, 2020 წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება სამ სავალდებულო საგანში იქნება: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და მესამე იქნება იმ პროფილის მიმართულებით, რა სპეციალობასაც აბიტურიენტი აირჩევს. კერძოდ, ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, აბიტურიენტები ჩააბარებენ მათემატიკას, ხოლო ჰუმანიტარული მიმართულებების შემთხვევაში – ისტორიას.

რაც შეეხება ზოგადი უნარების გამოცდას, მისი ან სხვა პროფილური გამოცდის დამატების უფლება უმაღლესმა სასწავლებლებმა მიიღეს.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის განცხადებით, 2020 წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება.

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

2020 წელს მე-12 კლასელებისთვის სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება

2020 წელს მე-11 და მე-12 კლასელებისთვის სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან ერთად გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 2020 წელს ქართული ენისა და ლიტერატურისა და უცხო ენის გამოცდები სავალდებულო იქნება ყველასთვის. ამასთან, მესამე სავალდებულო საგანი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლის პროგრამების მიხედვით: მათემატიკა- ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, ისტორია – ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში.

ასევე, უნივერსიტეტებს ექნებათ უფლება, დაამატონ პროგრამის რელევანტური არჩევითი გამოცდა ზოგადი უნარების გამოცდის ჩათვლით.

სრულად ნახვა
განათლებამსოფლიოსაქართველო

საერთაშორისო ოლიმპიადაზე მონაწილეებს შორის საუკეთესო შედეგი ქართველმა მოსწავლემ, ნიკა ბირკაძემ აჩვენა

„ამ მოსწავლეების დიდი წარმატება შედეგია სკოლის, პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთიანი ძალისხმევის და ეს არის საუკეთესო მაგალითი როგორ მივიდეთ საბოლოო გამარჯვებამდე. ჩვენს მიერ დაანონსებული რეფორმის მიზანიც სწორედ ეს არის – სკოლის, მასწავლებლების და მათი მოსწავლეების სრულფასოვანი ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში“ – განაცხადა დღეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში საერთაშორისო ოლიმპიადიდან დაბრუნებულ ქართველ მოსწავლეებთან და მათ პედაგოგებთან შეხვედრისას.

მიმდინარე წლის 10-15 იანვარს ქალაქ ალმატიში გამართულ ჟაუტიკოვის ოლიმპიადაში, რომელშიც 18 ქვეყნის 82-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა საქართველოდან თბილისის კომაროვის და ვეკუას, ხოლო ქუთაისიდან რაზმაძის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის გუნდები მონაწილეობდნენ. საქართველოს წარმომადგენლებმა ინდივიდუალურ და გუნდურ შეჯიბრებებში 4 ოქროს, 3 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. მნიშვნელოვანია, რომ ქართველი მოსწავლეების მონაწილეობა ოლიმპიადაში გამორჩეულად წარმატებული იყო, კომაროველი ნიკოლოზ ბირკაძე კი, ერთადერთია, რომელმაც ინფორმატიკაში აბსოლუტური შედეგი აჩვენა და უმაღლესი ქულა დაიმსახურა.

მინისტრმა მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისთვის მადლობის სიგელები გადასცა.

საქართველოს გუნდების საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში მონაწილეობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებამსოფლიოსაქართველო

ოთხი კომაროველი აშშ-ში სწავლას სრული დაფინანსებით გააგრძელებს

წელს, პირველად ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის ისტორიაში, ნაადრევი გადაწყვეტილებით (Early Decision) ოთხმა მოსწავლემ სრული დაფინანსება მოიპოვა და სექტემბრიდან სწავლას ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში განაგრძობენ.

ეს მოსწავლეები არიან: გიორგი ჩუბინიძე – University of Pennsylvania, გიორგი კლდიაშვილი- Massachusetts Institute of Technology, ლექსო ბორაშვილი-Lafayette College და ლუკა მდივანი – Duke Kunshan University.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

ქართველი მოსწავლეების წარმატება საერთაშორისო ოლიმპიადაზე

10-15 იანვარს, ყაზახეთის ქალაქ ალმათიში ჟაუტიკოვის სახელობის მე-15 საერთაშორისო ოლიმპიადა გაიმართა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს,

ოლიმპიადაში 18 ქვეყნის 82-მა გუნდმა, მათ შორის თბილისიდან კომაროვის და ვეკუას სახელობის, ხოლო ქუთაისიდან რაზმაძის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.

საქართველოს წარმომადგენლებმა ინდივიდუალურ და გუნდურ შეჯიბრებებში 4 ოქროს, 3 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

მათ შორის კომაროველმა ოქროსმედალოსანმა ნიკა ბირკაძემ ინფორმატიკაში მაქსიმალური 600 ქულის მოპოვება შეძლო.

სრულად ნახვა
განათლებამსოფლიო

აშშ-ში ქალმა 110 წლის ხეში უფასო ბიბლიოთეკა გახსნა

ამერიკის შტატ აიდაჰოში, ქალმა 110 წლის ხის შიგნით პატარა უფასო ბიბლიოთეკა გახსნა. შარალი ჰორვარდმა გადაწყვიტა, რომ მის სახლთან მდგომი 110 წლის ხე მცირე ბიბლიოთეკად ექცია, ისე რომ თავად ხე არ დაზიანებულიყო.

ქალმა ეს არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტის, “პატარა უფასო ბიბლიოთეკის” ფარგლებში გააკეთა. არასამთავრობო ორგანიზაციამ უკვე 75 000 ბიბლიოთეკის გახსნა შეძლო მსოფლიოს 88 ქვეყანაში.

სრულად ნახვა
განათლება

რომელი ქართული უნივერსიტეტები აკმაყოფილებენ საერთაშორისო სტანდარტებს?

ფასი ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, თუმცა, როგორ უნდა გავიგოთ, რამდენად შეესაბამება ხარისხი იმ ფასს, რომელსაც თქვენ განათლების მიღებაში იხდით? ან რამდენად მოგცემთ აქ აღებული დიპლომი, ვთქვათ, უცხოეთში სწავლის გაგრძელების ან თუნდაც, გლობალურ შრომის ბაზარზე კონკურენციის გაწევის შესაძლებლობას?

ამისთვის არსებობს საერთაშორისო სტანდარტები.

ითვლება, რომ რაც უფრო მეტად არის დაცული ეს სტანდარტები, მით უფრო ხარისხიანია ის გარემო, სადაც თქვენ სწავლობთ და მით უფრო გასაგებია დანარჩენი მსოფლიოსთვის, თუ რა ტიპის განათლება გაქვთ მიღებული.

აუცილებელი საერთაშორისო სტანდარტების ჩამონათვალი 2017 წლის 5 მაისიდან საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით განახლდა: თუ ადრე, ავტორიზაციის სტატუსის მოსაპოვებლად, მხოლოდ 3 სტანდარტის დაკმაყოფილება საკმარისი იყო, ახლა მათი რაოდენობა პრაქტიკულად გაორმაგდა და დღეს უმაღლეს სასწავლებლებს უკვე 7 საერთაშორისო სტანდარტის დაკმაყოფილება უწევთ.

ეს სტანდარტებია:

  1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მისია და სტრატეგიული განვითარება;
  2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციული სტრუქტურა და მართვა;
  3. საგანმანათლებლო პროგრამები;
  4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალი;
  5. სტუდენტები და მათი მხარდამჭერი ღონისძიებები;
  6. კვლევა, განვითარება ან/და სხვა შემოქმედებითი საქმიანობა;
  7. მატერიალური, საინფორმაციო და ფინანსური რესურსები.

განახლებული სტანდარტებით საქართველოში ავტორიზაცია სულ 28 უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ გაიარა. მათგან ავტორიზაცია მიიღო 24–მა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ 24–მა უნივერსიტეტმა დააკმაყოფილა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები და პროცედურები, თუმცა მათგან კიდევ უფრო მცირე ნაწილმა ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მხოლოდ ორმა – თავისუფალმა უნივერსიტეტმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა – სხვებზე უკეთ გაართვა ამ საქმეს თავი: 24 ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, სადაც შედიან, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უნივერსიტეტები – მხოლოდ ერთმა კერძო – თავისუფალმა უნივერსიტეტმა და ერთმა სახელმწიფო – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაიმსახურა უპირობო ავტორიზაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ უნივერსიტეტებს შეუძლიათ შემდეგი 6 წლის განმავლობაში ისე გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა, რომ რაიმე დამატებითი პირობის შესრულება ან ანგარიშის წარდგენა აღარ მოუწიოთ.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტანდარტებთან შესაბამისობას ადგენს ავტორიზაციის ექსპერტთა საბჭო, სადაც შედიან როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი და დასაქმების ბაზრის ექსპერტები და ასევე – სტუდენტებიც. ყოველი სასწავლებლისთვის თითოეული სტანდარტი 4 კრიტერიუმის საფუძველზე ფასდება.

ეს კრიტერიუმებია:

  • შესაბამისობაშია მოთხოვნებთან;
  • მეტწილად შესაბამისობაშია მოთხოვნებთან;
  • ნაწილობრივ შესაბამისობაშია მოთხოვნებთან;
  • არ არის შესაბამისობაში მოთხოვნებთან

ექსპერტთა დასკვნები საჯაროა და ისინი თავს იყრის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: www.eqe.ge. სწორედ მათზე დაყრდნობით შევადგინეთ იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შედეგების ვიზუალიზაცია, რომლებმაც ამ დროისთვის უკვე მიიღეს ავტორიზაცია. შეგიძლიათ ნახოთ, რომელი უნივერსიტეტები აკმაყოფილებენ რომელ სტანდარტებს და საკუთარ საგანმანათლებლო მომავალთან დაკავშირებით ინფორმირებული არჩევანი გააკეთოთ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არიან ისეთი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებიც, რომლებსაც ახალი სტანდარტებით ავტორიზაციის გავლა უწევთ 2019-2020-2021 წლებში. შესაბამისად, ისინი ამ რეიტინგში ვერ მოხვდებოდნენ.

წყარო : forbes.ge

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

200-მდე ახალგაზრდა „თიბისისგან“ ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებს

„თიბისი“ 2019 წელს ახალი პროექტით იწყებს, მომავალ წელს 200-მდე ნიჭიერი ახალგაზრდა ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებს.

სტიპენდია გადაეცემათ ბავშვებს, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი ნიჭით ხელოვნებაში, მეცნიერებასა თუ სპორტში, თუმცა არ აქვთ ამ ნიჭის გამოვლენისათვის სათანადო მხარდაჭერა.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სხვადასხვა ორგანიზაციასთან და კერძო პირთან მუშაობის შედეგად, შეირჩა „თიბისის“ ბენეფიციარი 200-მდე ბავშვი.

ამასთან, პროექტი მთელ საქართველოს მოიცავს. კერძოდ, ჭუბერს, გორის წნორს, წეროვანს, თბილისს, ლექოკს, ბარისახოს, უწერას, არახვეთს, ქუთაისს, კარალეთს, ზუგდიდს, ბათუმს, ხონს, ამბროლაურს, სენაკს, პატარძეულსა და სხვას.

„საქართველო ტალანტების ქვეყანაა, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა დაიკარგა იმის გამო, რომ არ ჰქონდა ხელშეწყობა. ქველმოქმედებას არ აქვს საზღვარი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერა, მათი შესაძლებლობების საზოგადოებისთვის ჩვენება, მათ მიმართ გამოჩენილი ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. ეს უნდა იყოს არამარტო ჩვენი, არამედ მთელი ქვეყნის პრიორიტეტი“, – განაცხადა „თიბისის ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ.

აღსანიშნავია, რომ ამ ინიციატივის შესახებ მამუკა ხაზარაძემ „თიბისის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა. ღონისძიება „თიბისი გალერეაში გაიმართა“, რომელზეც საზოგადოების წინაშე ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსები წარდგნენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

ლადო აფხაზავა მსოფლიოს 50 საუკეთესო მასწავლებელს შორისაა

ქართველი მასწავლებელი ლადო აფხაზავა მსოფლიოს 50 საუკეთესო მასწავლებელს შორისაა.

ამის შესახებ ინფორმაციას “მასწავლებლის გლობალური ჯილდოს” საიტი აქვეყნებს.

“ლადოს მიზანია მოსწავლეები აქტიურ მოქალაქეებად და თანამედროვე საზოგადოების ლიდერებად აღზარდოს, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ დამოუკიდებელ, კრიტიკულად მოაზროვნე პიროვნებებად, შეძლონ საკუთარი აზრის გამოხატვა, იდეების გენერირება და საკუთარი ინიციატივების განხორციელება. 2003 წელს მან დააფუძნა ბანაკი, სადაც მოსწავლეები არაფორმალურ განათლებას იღებდნენ. ბავშვებმა ბანაკს „ლადოს ბანაკი“ უწოდეს.” – აღნიშნულია “მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” ვებგვერდზე.

მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს მიზანი, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის ხელშეწყობა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ყველაზე გამორჩეული, შთამაგონებელი და მონდომებული მასწავლებლის პოვნაა, რომელიც ჯილდოდ მილიონ დოლარს მიიღებს. წელს პირველად, ასეთ მასწავლებელთა შორის ჯილდოს ადმინისტრაციამ ქართველი მასწავლებელი დაასახელა ჩიბათიდან, რომელმაც ქართულ საზოგადოებას ძალიან ბევრი აქტივობით დაამახსოვრა თავი.

სრულად ნახვა
1 9 10 11 12 13 28
Page 11 of 28