ონლაინლექსიკონი Translate.ge ისიდორე გვარჯალაძის ლექსიკონის უნებართვოდ გამოყენებაში დაანაშაულეს და მონაცემთა ბაზიდან 70 000 სიტყვა ამოიღეს.
ონლაინლექსიკონის ფეისბუკგვერდზე შემდეგ პოსტს ვკითხულობთ:
,,საქართველოში ყველაზე გამოყენებადი ინტერნეტ-ლექსიკონი translate.ge თავის არსებობის მანძილძე პირველად დადგა დახურვის პირას, როცა 2015 წლის მაისში, საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციამ სასამართლოში შეიტანა სარჩელი ისიდორე გვარჯალაძის 1975 წელს გამოცემული ლექსიკონის უნებართვოდ გამოყენებაზე (რათ ქმა უნდა, პატივცემული ისიდორე გვარჯალაძის ოჯახიც ჩართული იყო ამ საქმეში).
translate.ge-ს არასოდეს დაუმალავს რომელი ლექსიკონებისგან შედგებოდა მისი მონაცემთა ბაზა, კერძოდ:
143 305 სიტყვა – ყოვლისმომცველი ქართულ-ინგლისური ლექსიკონი: 2 ტომი. დონალდ რეიფილდი (მთავარი რედაქტორი), რუსუდან ამირეჯიბი, შუქია აფრიდონისძე, ლოურენს ბროერსი, არიანე ჭანტურია, ლევან ჩხაიძე, თინა მარგალიტაძე. ლონდონი: Garnett Press, 2006. ISBN 978-0-9535978-3-4.
(გადმოგვეცა თიბისი ბანკის და ეროვნული ბიბლიოთეკის დახმარებით #წერექართულად პროექტის ფარგლებში, ასევე აღსანიშნავია დონალდ რეიფილდის ოჯახის სურვილი რომ, ლექსიკონი საჯარო გამოყენებაში გადაეცათ ქართველი ხალხისთვის)
70 000 სიტყვა ისიდორე გვარჯალაძის ინგლსურ-ქართული ლექსიკონი – * ამჟამად წაშლილია ბაზიდან
61 000 სიტყვა Common Dictionary Words – (შედგენილია ჩვენი ძალებით და სახსრებით)
60 000 სიტყვა სამედიცნო ლექსიკონი – (შედგენილია ჩვენი ძალებით და სახსრებით)
48 000 სიტყვა ეკონომიკური ტერმინების ლექსიკონი – (შედგენილია ჩვენი ძალებით და სახსრებით)
27 000 სიტყვა იურიდიული ლექსიკონი – (შედგენილია ჩვენი ძალებით და სახსრებით)
8 500 სიტყვა მარკეტინგული ტერმინების ლექსიკონი – (შედგენილია ჩვენი ძალებით და სახსრებით)
სამწუხაროდ, ორ წლიანი სასამართლო დავების შემდეგ, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება რომ წლების წინ მონაცემთა ბაზაში შეტანილი ლექსიკონი უამრავჯერ გადამუშავდა, შესწორდა და გამდიდრდა საიტის მომხმარებლების მიერ.
სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება რომ ,,ქრაუდსორსინგი”, ვიკიპედიით დაწყებული დღევანდელი მსოფლიოს განუყოფელი ნაწილია და translate.ge არის პლატფორმა/საიტი რომელიც ამ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს.
სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება რომ თვითონ პატივცემული ისიდორე გვარჯალაძის ლექსიკონს გამოყენებული აქვს 11 სხვადასხვა ლექსიკონი იხ: (http://cdn.translate.ge/web/reference.jpg), რომელთა ნაწილზე საავტორო უფლებების არსებობა დიდად საეჭვოა თუ გამორიცხული არა. და 2017 წლის 7 აგვისტოს სასამართლომ სრულიად დააკმაყოფილა ასოციაციის სარჩელი, რის შედეგადაც საიტის ავტორს დაეკისრა 50 000 ლარი ჯარიმა და გვარჯალაძეების ლექსიკონსი ამოღება საიტის მონაცემთა ბაზიდან.
მოგვიანებით შედგა ურთიერთშეთანხმება მხარეებს შორის, რომლის მიხედვითაც გადასახდელი თანხის ოდენობა გახდა 13400 ლარი საიდანც 10 000 ლარი უნდა გადაეცეს ოჯახს ხოლო დარჩენილი 3400 ლარი გადაეცემა საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციას.
არავინ ჭკუადმყოფელი, მათ შორის არც translate.ge-ის ავტორი არის წინააღმდეგი საავტორო უფლებების დაცვის, მაგრამ როცა ეს ,,დაცვა” ხდება შერჩევით, მაშინ თვით ე.წ. დამცველების კანონიერება იწვევს სერიოზულ კითხვებს და მწუხარებას რომ მსოფლიოში ამხელა წინსვლების ფონზე, ჩვენს ქვეყანაში არც პარლამენტი და არც პროკურატურა არ ინტერესდება ამ საკითხის რეალურად მოგვარებით და გაურკვეველი წარმომავლობის კორუფციულ ორგანიზაციას აძლევენ უფლებას თვითნებური შერჩევის საფუძველზე გადაწყვიტოს ვინ არღვევს კანონებს და ვინ არა.
P.S. ისიდორე გვარჯალაძის ინგლსურ-ქართული ლექსიკონი ამოღებულია translate.ge-ს მონაცემთა ბაზიდან.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“