close

განათლება

ასტრონომია - კოსმოსიგანათლებასაქართველო

NASA-ს ასტრონავტმა ქართველ მფრინავს ჯილდო გადასცა ,,ქალთა ლიდერობისა და მამაცობისთვის”

საქართველოში მყოფმა NASA-ს ასტრონავტმა – ჰაიდი ფაიფერმა ავიაციის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს – ნადია ბენკლიანს გადასცა სერტიფიკატი და ჯილდო ,,ქალთა ლიდერობისა და მამაცობისთვის”. 

გარდა ამისა, ასტრონავტი უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და თავისი გამოცდილებაც გაუზიარა.

ჰაიდი ფაიფერმა 27 დღის განმავლობაში იცხოვრა და იმუშავა კოსმოსში. ის აშშ-ის საზღვაო ფლოტის კაპიტანი და ნასას ასტრონავტია. ის ნასას 1993 წელს შეუერთდა და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში სამუშაოდ 2006 წელს კოსმოსურ ხომალდ ,,ატლანტისით”, ხოლო 2008 წელს ხომალდ ენდევორით გაფრინდა კოსმოსში.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიგანათლება

5 საუკეთესო წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხოთ

წიგნების კითხვა ძალიან მნიშნელოვანია ყველა ადამიანისთვის, რათა აზროვნება და აზრის გამოტანის უნარი უფრო და უფრო განვითარდეს. ადამიანები ძირითადად წიგნებს გასართობად კითხულობენ, მაგრამ გართობისასაც კი, ისინი დიდი ძალისხმევით ამუშავებენ ტვინს, ალბათ ყველა დაეთანხმება აზრს, რომ კითხვის დროს ადამიანი სხვა სამყაროშია, ყველა ინდივიდუალურად წარმოიდგენს მიმდინარე მოვლენებს და სხვადასხვანაირად აღიქვამს ყველაფერს.

,,დოქტრინა“ გთავაზობთ 5 საუკეთესო წიგნს, რომელიც უნდა წაიკითხოთ სანამ ცოცხალი ხართ:

  1. „დონ კიხოტი“ – მიგელ დე სერვანტესი
  2. „დაკარგული დროის ძებნაში“ – მარსელ პროუსტი
  3. „ოდისეა“– ჰომეროსი
  4. „ომი და მშვიდობა“– ლევ ტოლსტოი
  5. „ჰამლეტი“– უილიამ შექსპირი

წყარო: Thegratestbooks.org

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
განათლებამსოფლიოსაქართველო

როგორ ცხოვრობენ ქართველი სტუდენტები არაბულ ქვეყნებში?

ბოლო დროს, საკმაოდ ბევრ ქართველ ორიენტალისტს მიეცა შანსი, რომ არაბულ ქვეყნებში გაეღრმავებინა საკუთარი ცოდნა. მათ შორის, არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არაბისტიკის მიმართულების კურსდამთავრებულები  – ზურა პეტრიაშვილი, ხატია ხოფერია და ნიკა ტურაბელიძე, რომლებმაც გასულ წელს ეგვიპტეში მოიპოვეს სასწავლო სტიპენდია და ამ გამოცდილების შესახებ თავადვე გვიამბობენ.

-მკითხველს გავაცნოთ თუ რატომ დაინტერესდით არაბული ენის სწავლით, მით უმეტეს რომ, წლების წინ, როდესაც თქვენ წინაშე პროფესიის შერჩევის არჩევანი იდგა, ამ სფეროს გაცილებით ნაკლები ყურადღება ეთმობოდა, ვიდრე დღეს.

ხატია: უპირველეს ყოვლისა, ვიტყოდი, რომ არაბული საკმაოდ ლამაზი, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან რთული ენაა. მეგობრებიც დამეთანხმებიან, რომ დღევანდელ მსოფლიოში მას დიდი  პოლიტიკური და კულტურული დატვირთვა აქვს, შესაბამისად, როდესაც პროფესიას ვირჩევდი, ვითვალისწინებდი იმას, რომ სამომავლოდ მისი ცოდნა პერსპექტიული იქნებოდა ჩემთვის. ხოლო მათ, ვისაც არაბულის შესწავლა სურთ, ვეტყოდი, რომ ეს ენა არ არის მარტივი და დაუღალავი მუშაობა, სტატიებისა თუ წიგნების კითხვა და არაბულენოვანი გადაცემების მოსმენა სჭირდება.

-ზოგადად, რამდენად რთულია დღეს ეგვიპტეში სასწავლო გრანტის მოპოვება და ფინანსური კუთხით, რამდენად ხელსაყრელი იყო პირობები, რომელიც იქ დაგხვდათ?

ზურა: ეგვიპტის სასწავლო სტიპენდიის მოპოვება დღეს რთული არ არის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სტუდენტის აკადემიური მოსწრებისა და გასაუბრების საფუძველზე, ყოველწლიურად არჩევს რამდენიმე სტუდენტს, რომელიც ეგვიპტეში მიემგზავრება, თუმცა, სტუდენტს სტიპენდიის გარეშეც შეუძლია საკუთარი სახსრებით შეძლოს იქ სწავლის გაგრძელება, რადგან  როგორც აღმოჩნდა, ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, ეგვიპტეში ცხოვრება არც ისე ძვირია და იგივე ეხება სწავლასაც, რადგან თუნდაც კაიროში, იმ ცენტრში, სადაც ჩვენ  სამნი ვსწავლობდით, ერთი სემესტრის ღირებულება მხოლოდ 100 $-ია.

ნიკა: ამ მხრივ, მე პირადად გრანტი არ მომიპოვებია და საკუთარი სახსრებით ჩავერთე პროგრამაში, მაგრამ თვითონ პროგრამაც მხოლოდ უფასო სწავლას, სტუდენტურ ვიზასა და სტიპენდიას მოიცავს, რაც დოლარებში დაახლებით 15$-ია მხოლოდ, თავისთავად, ეს თანხა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ კაიროში იცხოვრო. პროგრამა ასევე ითვალისწინებდა უფასო საერთო საცხოვრებელსაც, თუმცა, არახელსაყრელი პირობების გამო ვარჩიეთ ცალკე  საცხოვრებელი დაგვექირავებინა ანუ, ფაქტობრივად, ყველაფრის გადახდა თავად გიწევს, მაგრამ, როგორც ზურამ აღნიშნა, ეგვიპტე არ არის საცხოვრებლად ძვირი ქვეყანა, რის გამოც, ეს ერთგვარი ნეგატიური მხარე იმდენად პრობლემატური აღარაა.

-რამდენად რთული აღმოჩნდა თქვენთვის უნივერსიტეტში მიღებული ენობრივი კომპეტენციის ადგილობრივებთან გამოყენება და, ამ მხრივ, როგორ შეაფასებდით ეგვიპტეში მიღებულ გამოცდილებას?

ხატია: უნივერსიტეტში ნასწავლი ბევრი რამ გამომადგა, თუნდაც სასწავლო ცენტრში სწავლისას, თუმცა ადგილობრივებთან სასაუბროდ მხოლოდ უნივერსიტეტში ნასწავლი მასალა არ კმარა. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვსწავლობთ სალიტერატურო ენას, რომელზეც ეგვიპტეში ძალიან ცოტა თუ ლაპარაკობს, რადგან უმეტესობა დიალექტზე საუბრობს, რომელიც თავის მხრივ განსხვავებულია არა მხოლოდ ყველა არაბულ ქვეყანაში, არამედ ერთი ქვეყნის ფარგლებშიც და გვიჩვენებს სხვაობას ქალაქების, უბნების განათლების დონისა თუ სოციალური ფენის მიხედვითაც კი. აქიდან გამომდინარე, უნივერსიტეტში მიღებული ცოდნისა  გარდა, ჩვენს სფეროში პრაქტიკაც აუცილებელია.

ზურა: თავდაპირველად, იყო გარკვეული სირთულეები, ხუმრობით გვეუბნებოდნენ კიდევაც ,,მუჰამმადის ენით” საუბრობთო, თუმცა, ნელ-ნელა მივეჩვიეთ. შეიძლება ითქვას, რომ უნივერსიტეტი გაძლევს  საბაზისო ცოდნას, რაც უნდა განავრცო და სრულყო პრაქტიკაში, რისი საუკეთესო საშუალებაც სწორედ იმ ქვეყანაში ცხოვრება მიმაჩნია, რომლის კულტურის მოზიარეც გინდა რომ გახდე.

-რას გამოყოფდით ქვეყნის კულტურიდან ისეთს, რამაც განსაკუთრებით აღგაფრთოვანათ ან პირიქით, გული დაგწყვიტათ?

ნიკა: ეგვიპტეში შეიძლება ყველაფერი გადაგხდეს თავს, სასიამოვნოც და უსიამოვნოც, სახალისო თუ საშიშიც კი, მოსახლეობის დამოკიდებულება უცხოელების მიმართ საკმაოდ ნორმალურია, თუმცა რა თქმა უნდა, დაჟინებულ მზერას ტრანსპორტში ვერსად გაექცევი, ახალჩასულს განსაკუთრებით გაწუხებს დაბინძურებული გარემო, თუმცა, დრო და დრო ამასაც ეჩვევი,  ეს, რა თქმა უნდა,  არ ეხება ყველა უბანს. მთელ კაიროში არ არის საგზაო ნიშნები, არც ზოლიანი გადასასვლელები და შუქნიშნებიც მხოლოდ რამდენიმე ადგილასაა, ისიც მხოლოდ კარგ უბნები, ამიტომ გადაადგილების მხრივ გარკვეულ საფრთხეებსაც ვაწყდებით.

აქ მართლმადიდებელი კოპტების და მუსლიმები ერთად თანაცხოვრება ჩემთვის მთელი სიამოვნებაა, ხალხს ერთმანეთის მიმართ, როგორც წესი, არ აქვს აგრესია და ჩასულ სტუმარსაც ძალიან თბილად ექცევიან, გამორიცხულია, ეგვიპტეში 1 თვეზე მეტ ხანს იცხოვრო და იქ დაბრუნება არ მოგინდეს.

ხატია: კაირო კონტრასტების ქალაქია. შეიძლება დანაგვიანებული უბნიდან გზა გადაკვეთო და საწინააღმდეგო მხარეს ძალიან სუფთა და ლამაზი უბანი აღმოაჩინო, ხმაურიანი უბნის გასწვრივ მშვიდი მყუდრო უბანი იპოვო, თუმცა საკმარისია გიზას პირამიდებისკენ წახვიდე, მაშინვე გავიწყდება შუქნიშნების არარსებობაც და ნაგავიც, განსაკუთრებით გვაოცებდა და გვახალისებდა ის ფაქტი, რომ მიკროავტობუსებს არ ეწერათ მიმართულება, მძღოლები და გაჩერებაზე მდგარი მგზავრები  კონკრეტული ჟესტების ენით საუბრობდნენ, რაც ხელებისა და თითების სხვადასხვაგვარ მოძრაობს გულისხმობს, ნებისმიერ შემთხვევაში, ეგვიპტე ეს ის ქვეყანაა, რომელიც თავისი სილამაზით, ისტორიით,  კულტურით, უცნაურობებით, მოულოდნელობებით, ხალხითა თუ ტრადიციული კერძებით მცირე დროშიც კი ძალიანა  გაყვარებს თავს, უფრო მეტიც, შენს გულს და გონებას მთლიანად იპყრობს და ეს გრძნობა  იმდენად ძლიერია, რომ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ, ძალიან დიდხანს ცხოვრობ იქაური მოგონებებითა და ნოსტალგიით.

 

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

 

 

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

კლასიკურ გიმნაზიაში სკოლის კურსდამთავრებულთა საზოგადოება დაფუძნდება

,,საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ თბილისის კლასიკური გიმნაზიის კურსდამთავრებულთა დიდ ნაწილს წარმატებული, საზოგადოების მხრიდან დაფასებული და პატივსაცემი მწერალი, პოლიტიკოსი თუ ცნობილი ადამიანი წარმოადგენს. შესაბამისად, თბილისის კლასიკური გიმნაზია საკუთარ კურსდამთავრებულებს მოუწოდებს, გახდნენ გიმნაზიის საზოგადოების წევრები, რათა მათ გიმნაზიის განვითარებასა და გაძლიერებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეძლონ,”- აცხადებენ თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, სადაც ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წლის იუბილეს აღსანიშნავად, სკოლის კურსდამთავრებულთა საზოგადოებას ჩაეყრება საფუძველი. 

20 წლის განმავლობაში ეს გიმნაზია იყო ვაჟთა ერთადერთი საერო საშუალო სასწავლებელი საქართველოში. მასთან არსებობდა პანსიონიც.

ზოგადად, თბილისის კლასიკური გიმნაზია  187 წლისაა (ამ სახელწოდებით, ისე კი – 1804 წლიდან არსებობდა კეთილშობილთა სასწავლებლის სახელით).  გიმნაზია დაამთავრეს – ილია ჭავჭავაძემ, გრიგოლ ორბელიანმა, ნიკოლოზ ბარათაშვილმა, ივანე ჯავახიშვილმა, გიორგი ერისთავმა, კონსტანტინე მამაცაშვილმა, დავით მაჩაბელმა, ივანე კერესელიძემ, გიორგი ერისთავმა და სხვა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესიგანათლება

30 საიტი, რომელიც თვითგანათლებაში დაგეხმარებათ

წარმოგიდგენთ 30 საიტს, რომელიც თქვენი გეგმების განხორციელებაში დაგეხმარებათ.

1. BBC  Future – სტატიებისა და ვიდეოების აგრეგატორი თანამედროვე სამყაროში.

2.99U -YouTube-ის არხი პროდუქტიულობაზე, ორგანიზებულობასა და ლიდერობაზე.

3.YouTube EDU – YouTube-ის საგანმანათლებლო ნაწილი.

4. WikiWand – ვიკიპედიის ბევრად უფრო ფუნქციონალური ინტერფეისი.

5. The long read (The Guardian) – გამომცემლობა The Guardian -ის ნაწილი, რომელიც ეძღვნება სააზროვნო სტატიებს.

6. TED -ვიდეოები წარმატებული და ნიჭიერი ადამიანებისა, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას გვიზიარებენ.

7. iTunes U – iTunes -ს ნაწილი, რომელიც ეძღვნება წამყვანი უნივერსიტეტის ლექციებს.

8. https://www.reddit.com/r/InsightfulQuestions/ – Reddit– ის ნაწილი ინტელექტუალური დისკუსიებით.

9. Cerego – სასწავლო პროგრამის შედგენა თქვენი სისუსტეებისა და სიძლიერის მიხედვით.

10. University of the People – უფასო ონლაინუნივერსიტეტი.

11. Open Sesame – ადგილი, სადაც ვაჭრობენ კურსებით.

12. CreativeLive -უფასო კურსები შემოქმედების შესახებ მსოფლიო ექსპერტების მიერ.

13. Coursera – საიტი, რომელიც შეიცავს ასობით კურსს ცნობილი უნივერსიტეტებიდან.

14. University of Reddit  -Reddit -ს ნაწილი, სადაც წევრები აზიარებენ საკუთარ ცოდნას.

15 Quora -საიტი, სადაც იპოვით პასუხს უამრავ შეკითხვასა და საკითზე.

16. Digital Photography School – ფოტოგრაფიის სასწავლო კურსები.

17. Umano – სტატიების აუდიოჩანაწერების უდიდესი კოლექცია.

18. Peer 2 Peer University – გახსნილი სასწავლო პროექტი.

19. MIT Open CourseWare – მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის უფასო კურსები.

20. https://gibbon/ – სასწავლო პლეილისტების შემადგენი სერვისი.

21. http://www.investopedia.com/ – შემეცნებითი საიტი ინვესტიციების შესახებ მაგალითებზე.

22. Udacity – ტექნიკური კურსების უფასო ონლაინკურსები.

23. Mozilla Developer Network – ვებდიზაინის შესასწავლი მასალები.

24. Future Learn – ცნობილი უნივერსიტეტების უფასო ონლაინკურსები.

25. Google ScholarBrain Pump – ძებნა სამეცნიერო ლიტერატურაში.

26. Brain Pump – ადგილი, სადაც ყოველდღე სწავლობ რაღაც ახალს.

27. Mental Floss – ტესტი, რომელიც დაადგენს თქვენს ცოდნას სხვადასხვა სფეროში.

28. Learnist – სპეციალურად არჩეული მასალით სწავლა.

29. DataCamp – ონლაინ წავლება მეცნიერების შესახებ.

30. edX – სხვადასხვა უნივერსიტეტის ონლაინკურსები.

წყარო: www.inko.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიგანათლებასაქართველო

კოსმოსური ჰაკათონი იწყება

18-დან 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით კოსმოსური ჰაკათონი იწყება. 

ჰაკათონის მთავარი მიზანი კოსმოსთან დაკავშირებული ახალი იდეების და მეცნიერებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდების წახალისებაა.

ჰაკათონის ჟიურის თავმჯდომარე ,,ნასას” ასტრონავტი – ჰაიდი ფაიფერი იქნება, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული 2 კოსმოსურ მისიაში – Atlantis-sa და Endeavour-ში. კოსმოსში გატარებული აქვს 27 დღეზე მეტი, ღია კოსმოსში – 33 საათი.

ჰაკათონის მთავარი თემა მარსის კოლონიზაციაა. 1 შაბათ-კვირას გამართულ კურსის ფარგლებში, მონაწილეები შეეცდებიან, მისია წითელ პლანეტაზე აქციონ რეალურად.

გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება ნიდერლანდებში, ევროპის კოსმოსური სააგენტოს მუზეუმის, Space Expo-ს სანახავად. მეორე და მესამე ადგილის მფლობელები საჩუქრად მიიღებენ ტექნიკის ვაუჩერებს.

ჰაკათონის ძირითადი ეტაპი 1-3 დეკემბერს გაიმართება, თუმცა პროექტების მიღება შესარჩევი ეტაპისთვის უკვე დაწყებულია. მონაწილეობის მსურველებს დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის შეუძლიათ ეწვიონ ვებგვერდს.

კოსმოსური ჰაკათონის მთავარი სპონსორია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ლაბორატორია.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

Naec-ი გრანტირებული მაგისტრანტების სიის გამოქვეყნების დროში გაწელილი პროცესის შესახებ კომენტარს აკეთებს

 2017 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 13 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, თუმცა, ,,შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის” ცნობით, სწავლის გაგრძელების უფლება მხოლოდ 10 000-მა მოიპოვა, მათ შორის,  შიდაგამოცდების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი უკვე დაწყებულია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია გრანტირებულ მაგისტრანტთა სია, რაც სტუდენტეისთვის გარკვეულ ფინანსურ პრობლემებთანაა დაკავშირებული.

შეგახსენებთ, რომ  მაგისტრანტთა დაფინანსების შესახებ ინფორმაცია ყოველ წელს ნოემბრის თვეში, ,,შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის” ოფიციალურ ვებრგვერდზე ცხადდება. 2016 წლის ნაკადისთვის ეს ინფორმაცია 21-ნოემბერს გახდა ცნობილი, წლევანდელი შედეგების გამოქვეყნების ზუსტი თარიღის დაკონკრეტება კი, ამ ეტაპზე, ,,შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს” არ შეუძლია, თუმცა, ვარაუდობენ, რომ შედეგები წელს ნოემბრის თვის პირველ ნახევარში გამოქვეყნდება, რაც სტუდენტების უკმაყოფილებას იწვევს.

კითხვაზე, თუ რატომაა ეს ყველაფერი დროში ასე გაწელილი, ცენტრში ასე პასუხობენ – „ეს პროცესი მხოლოდ ,,შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის” მუშაობაზე არ არის დამოკიდებული, იგი ხანგრძლივდება იმის გამო, რომ, პირველ ეტაპზე, ყველა უმაღლესი სასწავლებელი ჩვენ და ,,განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს” ერთდროულად გვაწვდის ინფორმაციას იმ აპლიკანტების შესახებ, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს შიდაგამოცდა. გარდა ამისა, თუ მაგისტრობის მსურველმა რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში წარმატებით დაძლია გამოცდა, მასაც აქვს ვალდებულება განცხადებით მოგვმართოს იმის თაობაზე, თუ რომელ პროგრამაზე სურს დაფინანსების მიღება, თუ კი ის გრანტს მოიპოვებს.“

მიუხედავად ამისა, პრობლემა პრობლემად რჩება და გრანტირებულთა სიის გამოქვეყნებამდე სწავლის საფასურის გადახდა სტუდენტებისთვის გარკვეულ პრობლემას ქმნის, მაგალითად, სასწავლო წლის დასაწყისში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების დიდ ნაწილს ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლასა და სწავლის დაწყებაზე მინიმალური შენატანის შემთხვევაში (100 ლარი) უარი უთხრეს, თუმცა, ,,აუდიტორია #115-თან” ერთად, მათ შეძლეს აღნიშნული პრობლების მოგვარება. ამ მხრივ, საქმე გაცილებით უკეთაა კონკრეტულ უნივერსიტეტებში, მაგალითად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს, რომ მაგისტრატურის პირველი საფეხურის სტუდენტებს ჰქონდეთ ხელშეწყობა იმისა, რომ გრანტირებულთა სიის გამოქვეყნებამდე, თანხის გადაუხდელად, ჩვეულებრივ დიაწყონ სასწავლო პროცესი, რათა ისინი, ვინც სამომავლოდ გრანტის მფლობელი გახდებიან, არ გახდნენ ვალდებული, მოიძიონ სახსრები სასწავლო სემესტრისთვის განკუთვნილი იმ თანხის გადასახდელად, რომელიც, წესით, მათ უკვე დაფინანსებული აქვთ.

აღსანიშნავია, რომ წელს მაგისტრანტთა დასაფინანსებლად, დაახლოებით. 2 მილიონი ლარია გამოყოფილი,  სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი მთელი საგრანტო თანხა, სხვადასხვა მიმართულების მიხედვით, შემდეგი პრინციპით გადანაწილდება:

 

 

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

Naec-ი გრანტირებული მაგისტრანტების სიის გამოქვეყნების დროში გაწელილი პროცესის შესახებ კომენტარს აკეთებს

 2017 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 13 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, თუმცა, ,,შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის” ცნობით, სწავლის გაგრძელების უფლება მხოლოდ 10 000-მა მოიპოვა, მათ შორის,  შიდაგამოცდების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი უკვე დაწყებულია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია გრანტირებულ მაგისტრანტთა სია, რაც სტუდენტეისთვის გარკვეულ ფინანსურ პრობლემებთანაა დაკავშირებული.

შეგახსენებთ, რომ  მაგისტრანტთა დაფინანსების შესახებ ინფორმაცია ყოველ წელს ნოემბრის თვეში, ,,შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის” ოფიციალურ ვებრგვერდზე ცხადდება. 2016 წლის ნაკადისთვის ეს ინფორმაცია 21-ნოემბერს გახდა ცნობილი, წლევანდელი შედეგების გამოქვეყნების ზუსტი თარიღის დაკონკრეტება კი, ამ ეტაპზე, ,,შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს” არ შეუძლია, თუმცა, ვარაუდობენ, რომ შედეგები წელს ნოემბრის თვის პირველ ნახევარში გამოქვეყნდება, რაც სტუდენტების უკმაყოფილებას იწვევს.

კითხვაზე, თუ რატომაა ეს ყველაფერი დროში ასე გაწელილი, ცენტრში ასე პასუხობენ – „ეს პროცესი მხოლოდ ,,შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის” მუშაობაზე არ არის დამოკიდებული, იგი ხანგრძლივდება იმის გამო, რომ პირველ ეტაპზე ყველა უმაღლესი სასწავლებელი ჩვენ და ,,განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს” ერთდროულად აწვდის ინფორმაციას იმ აპლიკანტების შესახებ, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს შიდაგამოცდა. გარდა ამისა, თუ მაგისტრობის მსურველმა რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში წარმატებით დაძლია გამოცდა, მასაც აქვს ვალდებულება განცხადებით მოგვმართოს იმის თაობაზე, თუ რომელ პროგრამაზე სურს დაფინანსების მიღება, თუ კი ის გრანტს მოიპოვებს.“

მიუხედავად ამისა, პრობლემა პრობლემად რჩება და გრანტირებულთა სიის გამოქვეყნებამდე სწავლის საფასურის გადახდა სტუდენტებისთვის გარკვეულ პრობლემას ქმნის, მაგალითად, სასწავლო წლის დასაწყისში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების დიდ ნაწილს ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლასა და სწავლის დაწყებაზე მინიმალური შენატანის შემთხვევაში (100 ლარი) უარი უთხრეს, თუმცა, ,,აუდიტორია #115-თან” ერთად, მათ შეძლეს აღნიშნული პრობლების მოგვარება. ამ მხრივ, საქმე გაცილებით უკეთაა კონკრეტულ უნივერსიტეტებში, მაგალითად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს, რომ მაგისტრატურის პირველი საფეხურის სტუდენტებს ჰქონდეთ ხელშეწყობა იმისა, რომ გრანტირებულთა სიის გამოქვეყნებამდე, თანხის გადაუხდელად, ჩვეულებრივ დიაწყონ სასწავლო პროცესი, რათა ისინი, ვინც სამომავლოდ გრანტის მფლობელი გახდებიან, არ გახდნენ ვალდებული, მოიძიონ სახსრები სასწავლო სემესტრისთვის განკუთვნილი იმ თანხის გადასახდელად, რომელიც, წესით, მათ უკვე დაფინანსებული აქვთ.

აღსანიშნავია, რომ წელს მაგისტრანტთა დასაფინანსებლად, დაახლოებით. 2 მილიონი ლარია გამოყოფილი,  სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი მთელი საგრანტო თანხა, სხვადასხვა მიმართულების მიხედვით, შემდეგი პრინციპით გადანაწილდება:

 

 

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიგანათლება

გასული წლის 5 საუკეთესო წიგნი მკითხველთათვის

კარგი წიგნი კარგი მეგობარია – Goodreaders-ი – არის ვებსაიტი, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს რეკომენდირებულ წიგნებს, აწვდის იდეებს, თუ რომელი წიგნის წაკითხვაა უმჯობესი. სწორედ ამ კომპანიამ გამოაქვეყნა გასული წლის საუკეთესოთა ჩამონათვალი, ეს სია კი მკითხველთა უმრავლესობის ხმებმა გადაწყვიტეს:

  1. ,,ჰამილტონი: რევოლუცია“ – ლინ–მანუელ მირანდა
  2. „როცა სუნთქვა ხდება ჰაერი“ – პოლ კალანიტი
  3. „ჩემი 50 – წლიანი მეგობრობა აღსანიშნავ კაცთან“ – უილიამ შატნერი
  4. „მეხანძრე“ – ჯო ჰილი
  5. „მართლაც შეშლილი დამნაშავე“ – ლიან მორიარტი

 

წყარო: Harvard business review

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
ბიზნესიგანათლება

ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტების მოტივაცია

 ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის არსებობს 15 ჩამოყალიბებული ფრაზა, რომელიც მათ ეხმარებათ, მეტი შემართებით და ენთუზიაზმით შეასრულონ ის ურიცხვი დავალება, რომელიც მათ ჰარვარდში სწავლის პერიოდში აქვთ.

  1. თუ თქვენ ახლა დაიძინებთ, აუცილებლად დაგესიზმრებათ თქვენი ოცნება, მაგრამ თუ თქვენ ძილის ნაცვლად დავალებებს შეასრულებთ, თქვენ მომავალში აუცილებლად აისრულებთ ოცნებას!
  2. როდესაც თქვენ ფიქრობთ, რომ ეს უკვე ძალიან გვიანია, ფაქტობრივად, ის ჯერ ნაადრევია!
  3. სწავლის სიმძიმე და ტანჯვა დროებითია, ხოლო უცოდინრობით მოსალოდნელი ტანჯვა მარადიული!
  4. განათლება – ეს დრო არ არის, განათლება ეს ძალისხმევაა!
  5. ცხოვრება – მხოლოდ სწავლა-განათლება არ არის, მაგრამ თუ მისი ნაწილის გავლას მის გარეშე აპირებთ ან არ შეგიძლია, საერთოდ რისი გამკეთებელი ხარ?
  6. დატვირთვა და ძალისხმევა შეიძლება სასიამოვნოდ აქციო!
  7. მხოლოდ ის, ვინც ყველაზე ადრე აკეთებს, მხოლოდ ის ვისაც შესწევს ამის ძალისხმევა, მიაღწევს წარმატებას!
  8. წარმატების მიღწევა ყველას არ შეუძლია, მაგრამ წარმატება თან სდევთ მათ, ვისაც შეუძლია თვითგანვითარება, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება და ამოცანის სწორად გასნსაზღვრა.
  9. დრო მიფრინავს!
  10. დღევანდელი ნერწყვის ადგილს ხვალინდელის ცრემლები დაიკავებს!
  11. ის, ვინც რაღაცას მომავლისთვის ინახავს, მალავს – რეალისტია!
  12. შენი ხელფასი პირდაპირპროპორციულია შენი განათლების დონის!
  13. დღევანდელი არასოდეს განმეორდება!
  14. ამ წუთას თქვენი მტრები ხარბად ფურცლავენ წიგნებს!
  15. თუ ოფლს არ დაღვრი – ვერ გამოიმუშავებ!

 

წყარო: harvard.edu

მასალა მოამზადა:  ციცი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 18 19 20 21 22 28
Page 20 of 28