close

განათლება

განათლებასაქართველო

„იდებატე და მოიგე ევროპა“ – პროექტი სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის 

 “Proactive Group Georgia” ერთერთია იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომელთა მთავარი პრიორიტეტი ახაგაზრდების წარმატებისთვის ხელშეწყობა, მათი ორგანიზებით უკვე მრავალი წარმატებული პროექტი შედგა და ბევრ ახალგაზრდას მიეცა საშუალება საკუთარი ძალები სხვადასხვა ინტელექტუალურ კონკურსში გამოეცადა. ამ მოკლე ვადაში ორგანიზაციის სახელით უკვე 50-ზე მეტ ახალგაზრდას მიეცა შანსი ემოგზაურა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ საერთაშორისო ღონისძიებებზე. ამჯერად,  ,,პროაქტივ ჯგუფი” დებატების ჩემპიონატს მართავს, რომელში მონაწილეობაც სტუდენტებთან ერთად, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებსაც შეუძლიათ. კონკურსის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელი – გიორგი აგირბაია გაგვესაუბრა.

ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გამორჩეულ დებატების ჩემპიონატი – „იდებატე და მოიგე ევროპა!“  სტარტს 24 ნოემბერს აიღებს და სამ დღეს მოიცავს, კონკურსის ძირითადი თემატიკა დღევანდელ საქართველოში არსებული პრობლემები და აქტუალური გამოწვევები იქნება, რაც ასევე გაზრდის აუდიტორიის დაინტერესებასა და ჩართულობას დებატების პროცესში. კონკურსში მონაწილეობის მიღება კი 16-დან 22-წლამდე ახალგაზრდებს შეეძლებათ როგორც ინდივიდუალურად, ისე სამი წევრისგან შემდგარი გუნდით.

აღსანიშნავია, რომ უშუალო ტურნირამდე მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები დებატების ტექნიკაზე, დროის მენეჯმენტსა და საჯარო გამოსვლების ხელოვნებაზე, რაც მონაწილეებს დაეხმარებათ, იყვნენ კიდევ უფრო ეფექტურები და პროდუქტიულები უშუალოდ ჩემპიონატის მსვლელობისას. ტრენინგის ფარგლებში შერჩეული კანდიდატები ასევე შეისწავლიან სწორი აქცენტებისა და კითხვის დასმის ტექნიკებს, რეზოლუციის შემუშავებისა თუ არგუმენტების წერის სტრუქტურას.

ტრენინგს სერტიფიცირებული ტრენერები გაუძღვებიან, მათ შორის, თვითონ ორგანიზაციის ხელმძღვანელი – გიორგი აგირბაია, ანა კვიჟინაძე და საჯარო გამოსვლებში დახელოვნებული სხვა ცნობილი სახეები, რომლებიც ახალგაზრდებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და შეეცდებიან დაეხმარონ მათ ისეთი უნარების განვითარებაში როგორიცაა, ანალიტიკური აზროვნება, ახალი კონტაქტების დამყარების გზები, ე.წ. Networking Skills და ა.შ.

დებატების მსვლელობისას პარტნიორი ორგანიზაციების ხელშეწყობით მონაწილეებს 3 ძალიან საინტერესო სასწავლო-გასართობი დღე ელოდებათ მრავალი სიურპრიზითა და საჩუქრით.  თითოეულ მონაწილეს გადაეცემა საერთაშორისო, ორენოვანი სერტიფიკატი, ხოლო, კონკურსის საუკეთესო მოდებატე სრულიად უფასოდ გაემგზავრება ევროპაში, თუმცა, როგორც გიორგიმ აღნიშნა,  ფინალამდე  კონკრეტული მიმართულება  საიდუმლოდ დარჩება.

როგორც უკვე აღვნიშნე, წლევანდელი კონკურსი პირველი არ არის ორგანიზაციისთვის და მათ გასულ წელს „Yout Speaker-ისა“ და ინგლისური ენის კონკურსის ფარგლებშიც შეარჩიეს სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც გერმანიაში განხორციელებული საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები 100%-ით დაუფინანსდათ.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პროექტი ხელს უწყობს როგორც პიროვნული, ასევე პროფესიულ განვითარების დონის ამაღლებას ახალგაზრდებში და დაინტერესებულ პირებს 10 ნოემბრამდე  ექნებათ საშუალება რომ შეავსონ ონლაინგანაცხადი, დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ დებატების ღონისძიების ოფიციალურ გვერდზე.

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაგანათლებაკვლევებიმსოფლიოტექნოლოგიები

კრიოელექტრონული  მიკროსკოპის ნოვატორი პიონერები ნობელის პრემიის გამარჯვებულები გახდნენ

შვეიცარიელი, ამერიკელი და ბრიტანელი მეცნიერების ტრიოს ქიმიის დარგში ნობელის 2017 წლის პრემია კრიოელექტრონული მიკროსკოპიის განვითარებისათვის მიენიჭა.

ჟაკ დუბოჩეტის, ჯოაკმიმ ფრანკისა და რიჩარდ ჰენდერსონის მიერ განვითარებული „ცივი მეთოდი“ ამარტივებს და აუმჯობესებს ბიომოლეკულების გამოსახულების მიღებას.

Royal Swedish Academy of Sciences-ი, რომელმაც 1,1 აშშ დოლარის ოდენობის პრიზი დააწესა, აცხადებს, რომ ტექნოლოგიამ ბიოქიმია ახალ ეპოქაში გადაიყვანა.

ბიომოლეკულების გაყინვით მეცნიერებს შესაძლებლობა ეძლევათ ამოიცნონ აქამდე უხილავი პროცესები – ახალი მედიკამენტების პოტენციური განვითარების  მთავარი პროგრესი.  

შოტლანდიელმა მკვლევარმა ჰენდერსონმა გამოიყენა ელექტრონული მიკროსკოპი ატომურ რეზოლუციაზე ცილის სამ განზომილებიანი გამოსახულების მისაღებად. მანამდე ელექტრონული მიკროსკოპი განიხილებოდა, როგორც მხოლოდ მკვდარი მატერიის გამოსახვის საშუალება, რადგან ძლიერი ელექტრონული სხივი ანადგურებდა ბიოლოგიური მასალის ფორმას.

ჰენდერსონის გარღვევა შემდგომში ამერიკელმა მეცნიერმა ჯოაკშიმ ფრანკმა განავითარა, ხოლო შვეიცარიელმა ჟაკ დუბოჩეტმა ბიომამოლეკულის ბუნებრივი ფორმის შესანარჩუნებლად სწრაფად გაყინვადი წყალი გამოიყენა.

ფრანკი აცხადებს, რომ კრიო-ელექტრონულ მიკროსკოპიას, რომელიც უჯრედში მიმდინარე პროცესებზეა ორიენტირებული, სამედიცინო გამოკვლევისთვის “უზარმაზარი” პოტენციალი აქვს, მაგრამ მის ბოლომდე ათვისებას დრო სჭირდება.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
განათლებაეკოლოგიასაქართველო

სტუდენტი სტუდენტური ცხოვრების წასახალისებლად – ,,თსუ – ეკომოლაშქრეთა კლუბი“

  მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტია, უკვე მოახერხა, წარმატებული პროექტის ავტორი გამხდარიყო და საუნივერსიტეტო ცხოვრება არა მხოლოდ თავისთვის – სხვა სტუდენტებისთვისაც გაეხალისებინა. რატი გელაშვილი სტარტაპ ,,თსუ – ეკომოლაშქრეთა კლუბის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოყენებითი ეკოლოგიის საბაკალავრო მიმართულება წარმატებით დაამთავრა, ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი მიმართულების მაგისტრანტია, პარალელურად კი -არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მწვანე მოხალისეში“ მუშაობს. აგრეთვე, ტურისტებისათვის ლაშქრობებსაც ხელმძღვანელობს. მისი პროფესიული ინტერესი საკმაოდ სპეციფიკური და საინტერესოა – მაღალმთის მცენარეულობაზე ადამიანის მავნე ზეგალენის კვლევა. უფრო ვრცლად რატისა და მისი საქმიანობის შესახებ ინტერვიუდან შეიტყობთ.

საიდან გაჩნდა ,,ეკომოლაშქრეთა კლუბის“ დაარსების იდეა?

-ჩვენი კლუბის პრეზენტაციისას ეკრანზე ნახავთ სამ წარწერას: „თსუ – გარემოსდაცვა – ლაშქრობა“. განვმარტავ: აქტიური სტუდენტი ვარ და მიუხედავად მაღალი აკადემიური მოსწრებისა, პირველი კურსიდანვე ვახერხებდი და ჩართული ვარ უნივერსიტეტის საქმიანობაში: ვიყავი უნივერსიტეტის თვითმმართველობისა და სტუდენტური ომბუდსმენის წევრი. ამან ძალიან შემაყვარა ჩემი უნივერსიტეტი და მასწავლა როგორ უნდა ვაკეთო საქმე. ასევე, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მუდმივად ვმონაწილეობდი შიდა და ინტერნაციონალურ გარემოსდაცვით პროექტებში და მთელი არსებით ვიყავი დაკავშირებული ეკოლოგიასთან. მეორე მხრივ, ჩემი ჰობი კი არის ლაშქრობა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ერთ ზაფხულსაც მომივიდა იდეა, რომ უნივერსიტეტის ბაზაზე მოლაშქრეთა კლუბი დაგვეარსებინა. ამის რესურსი იყო. როგორც ყოველთვის, სტატიკური იდეა არ არსებობს და მუდმივ განახლებაშია. ასეც მოხდა, როცა 1 კვირის შემდეგ უკვე ვორდის და ექსელის ფაილებში მქონდა შეკრული ძირითადი ბაზა და ამ ბაზაზე ჩვენი კლუბის მიმართულება ორ ნაწილად ვითარდებოდა: გარემოსდაცვითი და სპორტული ანუ ლაშქრობის.

-როგორც კლუბის დამფუძნებელი, სუბიექტურადაც და ობიექტურადაც, როგორ შეაფასებ თქვენს საქმიანობასა და ამ საქმიანობის მნიშვნელობას?

-ვფიქრობ, თანამედროვე უნივერსიტეტი არ გულისხმობს მხოლოდ სწავლას, კვლევასა და აკადემიურ მიღწევებს. განსაკუთრებით, სტუდენტი ბაკალავრიატზე იხვეწება, რისთვისაც გარდა აკადემიური საქმიანობისა, მნიშვნელოვანია, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა, თანატოლებთან კონტაქტი და არაფორმალური აქტივობები. ჩვენი კლუბი კი სწორედ ამ გამოწვევას პასუხობს და გარდა სწავლისა, სტუდენტებს ერთმანეთის გაცნობა–დამეგობრების საშუალებას აძლევს. განსხვავებით სხვა მოლაშქრეთა კლუბებისგან, ჩვენი კლუბი არაკომერციულია, ვთავაზობს მრავალფეროვან ღონისძიებებს სპორტულ აქტივობეასთან ერთად, გაყვარებს შენი სამშობლოს ბუნებას და არაფორმალური ლექციების წყალობთ გაცნობს მისი დაცვის ზომებს.

სტუდენტებს ხშირად აქვთ კითხვა, თუ რა უნდა ქნან, თუ საკუთარი აღჭურვილობა არ აქვთ. ამ შემთხვევაში, ლაშქრობის აუცილებელ ინვენტარს (კარავს, საძილე ტომარას და ქვეშსაგებს) ჩვენ ვაძლევთ, მათი ძირითადი საზრუნავი კი – სალაშქრო ჩანთა და კომფორტული ტანსაცმელია.

დაარსების დღიდან, ჩვენმა კლუბმა მოინახულა ქვათახევის მონასტერი, რკონის სამონასტრო კომპლექსი, ბირთვისის კანიონი, ხადას და თრუსოს ხეობები, ყაზბეგის ეროვნული პარკი და ა.შ.

-როგორ შეუძლიათ მსურველებს თქვენი გუნდის წევრები გახდნენ?

-უპირველეს ყოვლისა,  მთავარია, მსურველი იყოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოქმედი სტუდენტი. პროცედურა კი ასეთია: კლუბი აცხადებს წევრების მიღებას სემესტრის დასაწყისში და ამ დროს, შეხვედრაზე, სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს სტუდენტობის დამადასტურებელი ცნობა და პირადობის მოწმობის ასლი. უშუალოდ ლაშაქრობამდე კი -ჯანმრთელობის ცნობა.

გაწევრიანება სემესტრულად არის ანუ ყოველ სემესტრში თავიდან ვიღებთ წევრებს. შესაბამისად, ყველა სემესტრში ეკომოლაშქრეების სხვადასხვა რაოდენობაა, მაგრამ წინა სემესტრში ამჟამინდელი რეკორდი მოვხსენით და 200 წევრამდე დავარეგისტრირეთ.

ძირითადი პროექტები, რომელზე დაინტერესებაც მაღალია, ლაშქრობებია. გარდა ამისა, ვატარებთ საჯარო ლექციებს, ფილმის ჩვენებებს, კონკურსებს, სახალისო თამაშებსა და ტრენინგებს. ასევე, გვქონდა დასუფთავების და გამწვანების აქციებიც.

-რა სახსრებით არსებობს კლუბი?

-ჯერჯერობით, პროექტის მთავარი პარტნიორი და დამფინანსებელი უნივერსიტეტია. მიუხედავად რთული ბიუროკრატიული მექანიზმისა, ადმინისტრაცია გვერდით გვიდგას და მაქსიმალურად გვეხმარება. ასევე, ვთანამშრომლობთ მოლაშქრეთა კლუბ „მწვანე ზებრასთან“, ჩირისა და ნატურალური პროდუქტების მაღაზია – „ჩირჩხელასთან“, მცენარეულობისა და ეკოპროდუქტების მაღაზია – „სადახლოსთან“, არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე მოხალისეებთან“, რადიო ჯაკო FM–თან და ა.შ.

-როგორ ახერხებ ერთმანეთს შეუთავსო სხვადასხვა საქმე – თან ისეთი საქმეები, რომლებიც  საკმაოდ დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს?

-საკმაოდ მარტივია, თუ დროს შესაბამისად გადაანაწილებ და საქმეს პრიორიტეტების მიხედვით დაალაგებ. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია სტუდენტებთან და უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან უერთიერთობაში. მეტიც, ვფიქრობ, ბიზნესშიც პასუხისმგებლობის გრძნობა უმთავრესია, რადგან პერსპექტივაზე გათვლილი გეგმები სწორედ შენს კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული.

-რა იდეები და სამომავლო გეგმები გაქვს?

-შემოდგომიდან უკვე დავიწყეთ ეკომოლაშქრეთა ცენტრალური კლუბის შექმნა, რომელიც გააერთიანებს უნივერსიტეტების და სკოლების ეკომოლაშქრეთა კლუბებს და ეს იქნება წმინდა არაკომერციული პროექტი. ამასთან, ცენტრალური ეკომოლაშქრეთა კლუბი განვითარდება უცხოელი ტურისტების, ინდივიდუალური და კორპორატიული დამკვეთების მიმართულებითაც. ლაშქრობასთან, გარემოსდაცვითი ინფორმაციის და აქტივობების მიწოდებასთან ერთად, ვზრუნავთ დავნერგოთ ჯანსაღი საკვები, კლიენტის სურვილზე მორგებული სერვისი, მარტივი და მობილური დაკვეთა და სხვა პროდუქტები, რომელიც ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება.

-რას ურჩევ ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ მოტივაცია და არ იციან, როგორ დაიწყონ საკუთარი მიზნების განხორციელება?

-ვფიქრობ, ნებისმიერი საქმის დაწყებისას, უპირველეს ყოვლისა, მთავარია იდეა, შემდეგ კი – მოტივაცია. ამ დროს მოტივირებული არ უნდა იყო მოლოდ შემოსავლით, რადგან ვერ განვითარდები. უნდა გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომელიც პერსპექტივაზე გაითვლება და მხოლოდ ამის შემდეგ მოიტანს შემოსავალს. თავიდან რთულია, საჭირო კონტაქტები, საჭირო ადამიანები და ერთგული გუნდი გჭირდება. ამისთვის კი – ჯერ ბაზა უნდა ააშენო და ამის შემდეგ დაიწყო იდეის დაშენება. ამიტომ გირჩევთ, მიზნის დასახვისას გაითვალისწინეთ თქვენი შესაძლებლობები და შეიძინეთ საჭირო კონტაქტები, რომელიც თქვენი წარმატების 50% იქნება.

 

მასალა მოამზადა:  ნატალია ჯალაღონიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაგანათლებამედიცინასაქართველოტექნოლოგიები

Ikids-ი – პირველი ვებგვერდი საქართველოში ატიპიური განვითარების მქონე ბავშვებისთვის

სტუდენტების გუნდმა შექმნა ვებგვერდი ,,Ikids-ი”, რომელიც ატიპიური განვითარების მქონე ბავშვებს დაეხმარება სოციალიზაციასა და განვითარებაში. გუნდში სამი წევრია: სანდრო ალავერდაშვილი, საბა ჩხარტიშვილი და ნინო თინაშვილი. გვერდზე გამოქვეყნდება სხვადასხვა უნარის განმავითარებელი სავარჯიშოები, სარგებელს მიიღებენ არა მარტო ბავშვები, არამედ მათი მშობლები, პედაგოგები, ფსიქოლოგები, ოკუპაციური თერაპევტები, სპეციალური პედაგოგები და ა.შ. IkidS-ი საშუალებას მისცემს მათ, რომ ინტერესით ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში, განივითარონ და შეისწავლონ ესა თუ ის აუცილებელი უნარ-ჩვევა, იქნება ეს თვითმამსახურება, შემეცნება, კომუნიკაცია/მეტყველება თუ ქცევა. ვებგვერდზე განთავსდება აუდიო-ვიდეო სავარჯიშოები, რომლის შექმნაზეც იმუშავებენ გამოცდილი სპეც-პედაგოგები და ფსიქოლოგები.

ატიპიურ განვითარებაში იგულისხმება ბავშვის განვითარების ის თავისებურებები, რაც ტიპიური განვითარებისგან განასხვავებს, მაგალითად, არ შეესაბამება ასაკობრივი განვითარების სტანდარტებს. ეს შესაძლოა იყოს ამა თუ იმ ასაკისათვის დამახასიათებელი თვითმომსახურების, შემეცნებითი თუ სოციალური (მეტყველება/კომუნიკაცია) უნარების დაგვიანებით ან თავისებურად ჩამოყალიბება, ქცევითი დარღვევები და სხვ. ატიპიური განვითარება დამახასიათებელია დაუნის სინდრომის, აუტიზმის, ცერებრალური დამბლის, ჰიპერაქტივობის სინდრომის, ასევე სხვადასხვა ხარისხის გონებრივი ჩამორჩენისა თუ მეტყველების დარღვევების მქონე ადამიანებისთვის.

,,დღევანდელ ეპოქაში აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები (კომპიუტერი, სმარტფონი), რაც ხელმისაწვდომი, სასურველი და სახალისოა ბავშვებისათვის. შეიძლება ითქვას, რომ ადრეული ასაკის ბავშვებიც კი სარგებლობენ ამ ტექნიკით, თუმცა, როგორც წესი, მათთვის მიმზიდველი და განმავითარებელი ვებგვერდები არაქართულენოვანია, რაც ერთგვარად იწვევს მეტყველების განვითარების შეფერხებას. ამას ადასტურებენ ნეიროფსიქოლოგები. აგრეთვე, შესაძლოა, არც იყოს მათი განვითარებისთვის შესაბამისი და გასაგები… ამ საკითხმა დამაფიქრა, თუმცა მჭირდებოდა სტიმული იმისათვის, რომ იდეა, რომელიც მქონდა, მოქმედებაში მომეყვანა. პირველად როცა გავიგე „social impact award”-ის პროექტის შესახებ, გადავწყვიტე, მიმეღო მონაწილება კონკურსში და გარკვეული წვლილი შემეტანა ამ საკმაოდ აქტუალური სოციალური პრობლემის ერთგვარად გადაჭრაში” – აღნიშნავს გუნდის ერთ-ერთი წევრი – სანდრო ალავერდაშვილი.

2012 წლის მონაცემებით, საქართველოში დაბადებული ყოველი 68 ბავშვიდან ერთს აქვს აუტისტური სპექტრი. საკმაოდ საყურადღებოა სხვადასხვა ატიპიური განვითარების ბავშვების რაოდენობა და მდგომარეობაც. ბავშვებს სწორედ ადრეული ასაკიდან ესაჭიროებათ სპეციალისტების დახმარება, მშობლების განათლება და ა.შ. რაც საქართველოს მოსახლეობისთვის ადვილი ხელმისაწვდომი არ არის.

 ,,სახელმწიფოს დაფინანსება სპეციალურ სერვისებზეც არასაკმარისია. ატიპიური განვითარების მქონე ბავშვებს კი სჭირდებათ სპეციალური პროგრამები, რომელიც მარტივად, მათთვის გასაგებად მიაწოდებს იმ სავარჯიშოებსა თუ აქტივობებს, რაც, როგორც აღვნიშნე, დაეხმარება მათ განვითარებასა და სოციუმში ინტეგრაციაში. ჩვენ ვგეგმავთ, პოპულარიზაცია გავუწიოთ და მივაწოდოთ მაქსიმალური ინფორმაცია ბენეფიციარების მშობლებს, პედაგოგებს, სპეციალისტებს  ვებგვერდის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიხმარონ და რატომ არის ჩვენი Ikids-ი ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი ოპტიმალური ვარიანტი” – აღნიშნავს სანდრო ალავერდაშვილი.

გუნდი სამომავლოდ არაერთ აქტივობას გეგმავს, კერძოდ, საქველმოქმედო ღონისძიებების ორგანიზებას, დაფინანსების მოპოვებას, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, გვერდის განახლებას, განვითარებასა და ა.შ.

გუნდის მხარდასაჭერის სურვილის შემთხვევაში,  გადადით შემდეგ ბმულზე: http://socialimpactaward.ge/

 

მასალა მოამზადა:  ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაგანათლებაკომუნიკაციასაქართველოტექნოლოგიები

ხელთათმანი, რომელიც ჟესტების ენას თარგმნის, ქართველმა ახალგაზრდებმა შექმნეს

 ქართველმა ახალგზარდებმა შექმნეს ინოვაციური ხელთათმანი, რომელიც სმენისა და მეტყველების შეზღუდვის მქონე პირებს დაეხმარება საზოგადოებასთან კომუნიკაციასა და ინტეგრაციაში. ეს არის პროგრამა, რომელსაც ეცოდინება ჟესტების ენა, შესაბამისად, გადათარგმნის ხელთათმანით გაკეთებულ ჟესტს, სპიკერი კი გაახმოვანებს წინადადებას.

გუნდში სამი წევრია: გიორგი ბესტავაშვილი, ბექა ბაბუნაშვილი და გიორგი ცხოვრებაძე.

„ჩვენ მეზობლად არის ერთადერთი სკოლა სმენადაქვეითებული ბავშვებისათვის. გავლისას ხშირად გვხვდებოდა თვალში, რომ ბავშვები მხოლოდ ერთმანეთს ესაუბრებოდნენ და საზოგადოებასთან კონტაქტი, ფაქტობრივად, არ ჰქონდათ, რადგან ჟესტების ენა დღეს ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის. აქედან გაჩნდა იდეა, გვინდოდა, გამოგვეგონებინა ისეთი მოწყობილობა, რომელიც დაეხმარებოდა მათ, დაეწყოთ ურთიერთობა ნებისმიერ ადამიანთან და გადავწყვიტეთ, ჟესტების ენის მთარგმნელი ხელთათმანები შეგვექმნა. ვფიქრობთ, ეს მნიშვნელოვნად გაამარტივებს მათს ცხოვრებას. ხელთათმანი სენსორების საშუალებით აღიქვამს მომხმარებლის ხელის მოძრაობებს, თარგმნის და შემდეგ კი სპიკერი ახმოვანებს. ეს ყველაფერი პარალელურად ხდება და არანაირი დისკომფორტი არ იგრძნობა საუბრისას. ხელთათმანი ძალიან მოსახერხებელი და ყველა სიტუაციაში გამოსადეგია. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში უფრო დავხვეწთ და მაქსიმალურად კომფორტულსა და მოსახერხებელს გავხდით “ – აღნიშნავს ბექა ბაბუნაშვილი.

გიორგი ბესტავაშვილი და ბექა ბაბუნაშვილი

სმენის უქონლობა ხშირად შეიძლება იქცეს ინტელექტუალური განვითარების წინაღობად. გარესამყაროსგან მოწყვეტილი ადამიანები ვერ ახერხებენ სოციალიზაციას, იმისათვის, რომ სმენადაქვეითებულმა  სრულფასოვან ადამიანად იგრძნოს თავი, აუცილებელია, გარშემომყოფები დაეუფლონ ჟესტების ენას, ეს კი საკმაოდ რთულია. Sign&Sound-ი საზოგადოებისთვის სარგებლის მომტანი გამოგონებაა. სპეციალური ხელთათმანის განვითარების, დახვეწისა და დამკვიდრების შემდეგ, აღნიშნულ პრობლემა მოგვარდება და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეეძლებათ კომუნიკაცია საზოგადოებასთან.

გიორგი ცხოვრებაძე

„ჩვენ უკვე სამი თვეა შეუჩერებლად ვმუშაობთ და საკმაოდ რთული იყო პირველი თვე, რადგან საქართველოში  სმენადაქვეითებულ ადამიანებს არ ექცევათ საკმარისი ყურადღება. მათ არ აქვთ ინტერნეტთან წვდომა, სოციალური ქსელები, დიდმა ნაწილმა არ იცის წერა-კითხვა, შესაბამისად, მათთვის საზოგადოებაში ინტეგრაცია რთულია. როგორც უკვე ბექამ აღნიშნა, ერთადერთი საშუალება მათთან კომუნიკაციისთვის არის ჟესტების ენა. მომავალში კი, იმედია, ჩვენი იდეა სრულად გამოასწორებს ამ მდგომარეობას“ – აღნიშნავს გიორგი ბესტავაშვილი.

გუნდის წევრებს ჯერჯერობით მხოლოდ პროტოტიპი აქვთ შექმნილი. სამომავლოდ ხელთათმანის საწარმოებლად დაფინანსების მოპოვებას გეგმავენ.

გუნდის მხარდასაჭერად შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე: http://socialimpactaward.ge/

 

მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

ბავშვის თვალით დანახული მეცნიერების სამყარო

  ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი 2017 წლის მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისოფესტივალის ფარგლებში აცხადებს კონკურსს „ბავშვის თვალით დანახული მეცნიერების სამყარო“ რომელიც ჩატარდება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მხარდაჭერით.

კონკურსი ჩატარდება შემდეგ ნომინაციაში:

1)  21-ე საუკუნის მეცნიერება;

2)  კვლევა და ექსპერიმენტი;

3)  ვსწავლობ სამყაროს;

4)  მეცნიერის პორტრეტი.

ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დარბაზის ფოიეში გამოფენილი იქნება ყველა მონაწილის ნაშრომი. გამარჯვებული ნახატების ავტორებს გადაეცემათ თანამედროვე პლანშეტის შესაძენი ვაუჩერი. მონაწილეებს გადაეცემათ სამახსოვრო სიგელები.

კონკურსი ჩატარდება 2017 წ. 27 სექტემბერს, 14:00 საათზე, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დიდ დარბაზში. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, ნაშრომები წარადგინეთ 2017 წ. 25 სექტემბრამდე შემდეგ მისამართზე: თბილისი, ლევან გოთუას ქ.14, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

ქართველი მოსწავლეები ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე უძლიერეს სამეულში მოხვდნენ

  გრძელდება ჩვენი მოსწავლეების წარმატება საერთაშორისო ოლიმპიადებზე, ამჯერად, 15 წლამდე ასაკის მოსწავლეთა ნაკრები ბულგარეთიდან დაბრუნდა, სადაც სრულიად ევროპის პირველ ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს მოსწავლეთა ნაკრების წევრებმა ასეთი მაღალი რეიტინგის მქონე ოლიმპიადაზე, რომელში მონაწილე ბევრ ქვეყანას არათუ ევროპაში, არამედ მსოფლიო მასშატაბითაც კი უძლიერესი გუნდები ჰყავთ და ყოველთვის ლიდერის პოზიციები უჭირავთ, ძალიან მაღალი შედეგები აჩვენეს: ნიკოლოზ ბირკაძემ ოქროს მედალი დაიმსახურა და თან ევროპის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა, მან დიდი უპირატესობით აჯობა დანარჩენ მონაწილეებს. თეიმურაზ თოლორაიამ და იოანე კაპანაძემ ვერცხლის, ხოლო გიორგი კობახიამ ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს. ამ შედეგით საქართველო მონაწილე ქვეყნების უძლიერეს სამეულში მოხვდა.

ოლიმპიადაში ევროპის 22 ქვეყნის უძლიერესი მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

გუნდს თან ახლდნენ და მოსწავლეების წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვით მწვრთნელებს: გიორგი მანდარიას – ნაკრების ხელმძღვანელი (ლიდერი) და ზაზა გამეზარდაშვილს (თანალიდერი).

 

წყარო: mes.gov.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებასაქართველოტურიზმი

საბაუნიში ტურიზმის საერთაშორისო ასოციაციამ Work-Shop გამართა

 სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა ტურიზმის მდგრადი განვითარების შესახებ გამართულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრას გერმანიის აიხშტატი-ინგოლშტატის ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი უძღვებოდა.

შეხვედრა ეხებოდა საქართველოში ტურიზმის მდგრადი განვითარების საკითხებს. თემაზე გერმანელი ექპერტები, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის პროფესორები და ადგილობრივი გერმანული ორგანიზაციების წარმომადგენლობები ესწრებოდნენ.  პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გურიის რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესწავლა. კვლევაში მონაწილეობას გერმანელ პროფესორებთან ერთად გერმანელი მაგისტრანტებიც ღებულობენ. მომავალში არ არის გამორიცხული გერმანულმა მხარემ სხვადასხვა პროექტით პატრონაჟი აიღოს გურიის რეგიონალურ განვითარებაზე ტურისტული მიმართულებით, სწორედ ამ კვლევების საფუძველზე.

 ჰარალდ პეჩლანერი –  President of International Association of Scientific Experts in Tourism (AIEST):

,,საქართველოს მართლაც განსაკუთრებული პოტენციალი აქვს ტურიზმის მიმართულებით. ამ პოტენციალის ბოლომდე გამოყენება იქნება მომავალზე ორიენტირებული ძალიან სწორი არჩევანი. ქართველები ემოციური ადამიანები არიან. თუ სერვისზე გვექნება საუბარი, არსებობს ასეთი ემოციური სერვისის სტილი. ეს ძალიან კარგია. მოსწონთ ტურისტებს ემოციური და გულწრფელი მასპინძლობა. განსაკუთრებულ შედეგს იძლევა პროფესიული და ემოციური სერვისის ერთობლივი მიწოდება. ამიტომ, ემოციებთან ერთად კარგია სტუმარ-მასპინძლობის დახვეწილი, მაღალი სტანდარტები, რომელიც უცხოელი ტურისტებისთვის გახლავთ მიმზიდველი და განსაკუთრებული მნიშვნელობის. ისიც, ვიცი, რომ სტუმარ-მასპინძლობის დიდი ისტორია აქვს საქართველოს. გასათვალისწინებელია ასევე დღევანდელი გამოწვევებიც, ტურისტული ინტერესით. საქართველო ცნობილია თამადის ინსტიტუტით- ეს ბევრმა უცხოელმა უკვე იცის. ძალიან საინტერესო აზრი დევს ამ იდეაში, რაც ასევე მიმზიდველია ტურისტებისთვის. ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის სწორედ ინფრასტრუქტურული განვითარებაა.”

 

ერიკ ლივინი – თსუ-ის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა – აისეტი (ISET), პრეზიდენტი:

,,დღეს დამთავრდა ტურისტული სეზონი საქართველოში. მორჩა! შავი ზღვის ტურიზმზე მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო. ზღვის ტურისტული სეზონის ბუმის დასასრულია საქართველოში. ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ დღეს არის სეზონის ბილო დღე! მე, პირადად, ურეკში ვისვენებ ხოლმე. უნიკალური შესაძლებლობები აქვს შავ ზღვას ქვიშის, ქვების, სამკურნალო სანაპირო და ა.შ. ურეკში ზაფხულის სეზონზე ქვიშის სანაპიროას საკმაოდ ძვირადღირებული დანადგარით წმინდავენ და ეს ძალიან კარგია. 3 სექტემბერს იქ ტურისტულ სეზონს ხელოვნურად კლავენ. და რატომ? 3 სექტემბერს სანაპიროს გამწმენდი ძვირადღირებული დანადგარი ამთავრებს მუშაობას და ჩერდება მომავალ სეზონამდე. საინტერესოა, ეს ვისი გაუაზრებელი გადაწყვეტილებაა?! მე ეს ერთი მაგალითი მოვიყვანე, რომ განზოგადდეს პრობლემა. ასეთი გაუაზრებელი მიდგომა არ შეიძლება. როგორ ჩავლენ იქ ტურისტები, თუ იქნება ანტისანიტარია და აუტანელი გარემო? ვინ წყვეტს ამ არათანმიმდევრულ პოლიტიკას და სად იგეგმება? არადა, მეორე მხრივ, საკმაოდ ძვირადღირებული დანადგარია ამ პრობლემის აღმოფხვრისთვის შეძენილი. არ მესმის, რატომ უნდა ელოდებოდე ტურისტებს ყოველთვის ერთ დროს და რატომ უწესებ ჩარჩოებსა და შეზღუდვებს. სწორი, გააზრებული პოლიტიკაა საჭირო, თანმიმდევრულობა და კომპლექსური, კოორდინირებული მუშაობა პრობლემებზე.

მეორე მხრივ, მინდა გავიხსენო, როდესაც საქართველოში ჩამოვედი ნეკრესს ვესტუმრე. საოცარი ადგილია კახეთში. როდესაც მონასტერში ავედი, ასე მეგონა ღმერთთან ვიყავი სტუმრად. საოცარი ხედებით და საოცარი მდებარეობით. წლების მერე ნეკრესის რესტავრაცია მოხდა. თითქოს განვითარდა ინფრასტრუქტურა, დამთვარიელებლებს ემსახურებიან ტრანსპორტით, გათვლილია ტურისტებზეც. თუმცა, როდესაც მე ეს ვნახე, არ მომეწონა. თითქოს შეიცვალა ყველაფერი და მე იქ ის ვეღარ ვნახე, რამაც მომხიბლა. ალბათ, აღარასდროს ჩავალ ნეკრესში. ამიტომ, ვიმეორებ, რომ გააზრებული მიდგომა არის საჭირო და სწორი პოლიტიკა, რომ საქართველოში მდგრადი იყოს ტურიზმის განვითარება.”

ლაურა ციმერჰოფი – გერმანელი ტურისტი

,,მე, ამ შემთხვევაში, პოზიციას გამოვხატავ უბრალოდ, როგორც ტურისტი. ძალიან ვგულშემატკივრობ საქართველოს და ვაკვირდები როგორც ვითარდება ამ მიმართულებით. ძალიან მიყვარს სვანეთი, ზღვისპირეთი, ბევრი სხვა ადგილები. საგულისხმოა, რომ ხანდახან დეტალები წყვეტს ყველაფერს. შესაძლოა ძვირადღირებული დანადგარით წმენდენ ურეკის სანაპიროს, მაგრამ, მაგალითად, წყალი მთელი შავი ზღვის სანაპიროზე, როგორც წესი, არის ბინძური. ხშირად მცირე და საშუალო სასტუმროებში არის პრობლემები, ინფრასტრუქტურული მაგალითად, ასევე ენის ბარიერი. მაგალითად, გერმანიაში კერძო სექტორი იხდის გარკვეულ თანხას სახელმწიფოში, რომ მოწესრიგდეს საერთო ინფრასტრუქტურა. ბოლოს დავძენ, რომ გაითვალისწინეთ, ტურისტი ერთხელ არ უნდა ჩამოვიდეს მხოლოდ ქვეყანაში. ის უნდა ჩამოვიდეს, მოეწონოს, დაბრუნდეს კიდევ და სხვა ტურისტებსაც ესაუბროს საქართველოზე. თუ ის უკმაყოფილო დარჩა, არამც თუ მეორედ დაბრუნდეს, არამედ პოტენციურ ტურისტებს კარგავს ქვეყანა და თითოეული კერძო ბიზნესი, რომელიც ტურისტულ ბიზნესშია ჩართული. მთელი ქვეყანა ზარალდება.”

 

ოლივერ რაისნერი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

,,საქართველოს მშენებლობების სერიოზული პრობლემა აქვს და მე ეს მაღელვებს ყველაზე მეტად. ძალიან ბევრი ისტორიული და გენიალური ხედი ფუჭდება თბილისში და საქართველოშიც ზოგადად. ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის სერიოზული პრობლემაა სოფლად მცხოვრები მოქალაქეების მიგრაცია ურბანულ ცენტრებში. ეს კატასტროფულ და შეუქცევად შედეგებს გამოიღებს, თუ სასწრაფოდ არ მიექცა ყურადღება. ტურისტებს ელემენტარულად არ ეყოლებათ ადამიანები, ვინც საქართველოს გააცნობენ ურბანული ცენტრების მიღმა. სწორედ სოფლად მცოხვრები მოსახლეობა, ადგილობრივი ადამიანები უნდა იყვნენ ისინი, ვინც ამ ტურისტებს გაუმასპნძლდებიან და გადააწყვეტინებენ, რომ მეორედ ესტუმრონ საქართველოს.

აუცილებლად არის შესამუშავებელი პოლიტიკა, როგორ დარჩეს რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობა და ჰქონდეთ მოტივაცია იქ ცხოვრების. თავის მხრივ, მოქალაქეები არ უნდა შეჰყურებდნენ მხოლოდ გუბერნატორებსა თუ მთავრობის წარმომადგენლებს ხელში და იყვნენ მათ იმედად. მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობები თავად იაქტიურონ, თავად შექმნან და განავითარონ. გააზრებული პოლიტიკაა საჭირო და ადგილობრივი თემების ხელშეწყობა. ეს უმნიშვნელოვანეს პრობლემად მიმაჩნია საქართველოში ტურიზმის მდგრადი განვითარების მიმართულებით.”

კნუტ გერბერი – ზემო ბავარიის და მიუნხენის სავაჭრო სამრეწველო პალატის (გერმანია) პროექტის მენეჯერი საქართველოში

,,აქ საუბარი იყო, რომ 2025 წლისთვის უნდა გავიდეს საქართველო მაღალ შედეგებზე. ნუ დაგავიწყდებათ ამ საკითხებს შეხედროთ რეგიონალურ ჭრილში. საკმაოდ დიდი ამბიციები აქვს მაგალითად აზერბაიჯანსაც და გასათვალისწინებელია კონკურენცია მეზობელ ქვეყნებთან. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სერვისების განვითარების მიმართულებით მუშაობას.”

 

მაია წერეთელი – საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი

,,ჩვენ ძალიან აქტიურად ვეხმარებით მცირე და საშალო სასტუმროებს, გვინდა, რომ რაც შეიძლება ბევრი იყოს და დახვეწილი, მაღალი ხარისხის სტანდარტებით. აქტიურად ვმუშაობთ ტურიზმის სფეროში განათლების დონის ამაღლებაზე – ვატარებთ ტრენინგებს სასტუმროების მენეჯერებისთვის და მომსახურე პერსონალისთვის. დღეს ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით ბევრი გამოწვევაა, ვცდილობთ არ ჩამოვრჩეთ მოვლენებს და თავი გავართვათ ამ გამოწვევებს. ჩვენ ასევე ვეხმარებით და ვაგზავნით სხვადასხვა ქვეყნებში ადამიანებს, რომ გაიღრმავონ განათლება ამ მიმართულებით.”

ვაჟა ვარდიძე – სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი:

,,ჩვენ მომსწრენი ვართ, რომ საქართველოში ტურისტების რაოდენობა განსაკუთრებულად იზრდება. ეს ფაქტია. აღნიშნული გამოწვეულია საქართველოს ცნობადობის ზრდით მსოფლიოში. თუმცა, ეს პროცესები მოუწესრიგებლად და გარკვეული სტანდარტების დაცვის გარეშე მიმდინარეობს, ამიტომ ექსპერტები ხშირად საუბრობენ, რომ თუ ამ განვითარებას არ ექნება მიზანმიმართული პოლიტიკა, შეიძლება დიდი კრიზისი მოჰყვეს და ვითარება საპირისპიროდ შეიცვალოს.

სწორედ ამ პრობლმებს ეძღვნებოდა ვორქშოპზე განხილული საკითხები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ზრდისა და ტურიზმის განვითარებისთვის.

 ვორქშოპში, ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორებთან და სტუდენტებთან ერთად,  მონაწილეობდნენ სანგეორგ უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოში მოქმედი ტურისტული სააგენტოები, ტურიზმის ექსპერტები, სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორები, არასამთავრობო ორგანიზაციების წამომადგენლები და აიხშტეტ ინგოლშტატის უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები. ისინი ჩამოსულები არიან საქართველოში, საბაუნისა და აიხშტატ ინგოლშტატის  უნივერსიტეტის ერთოლივ პროექტში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ეძღვნება გურიის რეგიონის ტურისტული პოტენციალის აღმოჩენასა და განვითარებას.

უნივერსიტეტისთვის, მსგავსი ტიპის ვორქშოპის მასპინძლობა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან საქართველოში მსგავსი ტიპის ღონისძიებები არც ისე ხშირად იმართება. ასევე დარწმუნებული ვარ, ღონისძიებაზე გაჟღერებული მნიშვნელოვანი საკითხები გათვალისწინებული იქნება სამომავლოდ.”

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

სრულად ნახვა
ბიზნესიგანათლება

5 საუკეთესო წიგნი, რომელიც ბიზნესში დაგჭირდებათ

იმისათვის, რომ დამწყებმა ბიზნესმენმა წარმატებას მიაღწიოს და გამართოს თავისი კომპანია, აუცილებელია შესაბამისი განათლება და აზროვნების უნარი, წიგნები კი მათ მიღებასა და განვრცობაში გვეხმარება. ბევრი მილიონერის გამოკითხვებიდან და მათი ინტერვიუებიდან „eventualmillionaire.com“–მა გამოაქვეყნა 5 საუკეთესო წიგნის სია, რომლებიც, რა თქმა უნდა, მილიონერების აზრით ამოარჩიეს.

  1. “Rework”
  2. ” The dip”
  3. “Outliers”
  4. “Good to great”
  5. “War of art”

 

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაგანათლებაკვლევებიმედიცინა

რამდენ ხანს უნდა იძინონ ტინეიჯერებმა და რომელ საათზე უნდა იწყებოდეს საგაკვეთილო პროცესი სკოლებში?

ახალი აკადემიური წლის დაწყებისას მილიონობით უფროსკლასელი ებრძვის მაღვიძარას, მშობლები კი მათთან იბრძვიან, რათა საწოლიდან წამოაყენონ და სკოლაში გაუშვან.

,,National Sleep Foundation-ი” აცხადებს, რომ ტინეიჯერის მოთხოვნა ძილზე დღე-ღამეში 8-10 საათს შეადგენს. ტინეიჯერების ძილის საათების შემცირება რამდენიმე წელია შეშფოთების თემა გახლავთ მეცნიერებისთვის.

აშშ-ში გამოკითხვა ჩაატარეს, რომლის დროსაც მოზარდებს ეკითხებოდნენ, უნდოდათ თუ არა, რომ გაკვეთილები უფრო გვიან დაწყებოდათ. მეცნიერთა ჯგუფი სკოლის გვიან დაწყების ეფექტს 20 წლის განმავლობაში იკვლევდა. კვლევამ აჩვენა, რომ დილის 8 საათამდე გაღვიძებას და ადგომას სერიოზული შედეგები მოჰყვება სწავლისა და ჯანმრთელობის თვალსაზრისით და ეს არსებითად გამოწვეულია არა ტინეიჯერების ძილისადმი დამოკიდებულებით, არამედ ადამიანის ბიოლოგიით.

ზოგადად ადამიანის, და კონკრეტულად, ტინეიჯერის, არასაკმარისად ძილს სერიოზული უარყოფითი შედეგები აქვს. მოზარდები, რომლებსაც ღამით არასაკმარისად (8 საათზე ნაკლები) ძინავთ, მიდრეკილნი არიან სიგარეტის, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარებისკენ.

მოზარდებში დეპრესიის სიხშირე მატულობს დღე-ღამეში 9 საათზე ნაკლები დროით ძილის პარალელურად.

ამერიკული ორგანიზაცია RAND Corporation- ის ახლად გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, სკოლის 8:00-ის ნაცვლად 8:30 საათზე დაწყება ქვეყნის ეკონომიკაზედ დადებითად აისახება, ვინაიდან გაიზრდება პროფესიული საქმიანობის შესრულება და შემცირდება ავტო ავარიების რიცხვი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ტინეიჯერი მძღოლის ძილის ნაკლებობითაა გამოწვეული.

ტინეიჯერის ტვინის ბიოლოგია

ჩვენი ტვინი გამოყოფს ძილის ჰორმონს მელატონინს, როგორც სიგნალს, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავიძინოთ. წინა ტინეიჯერულ ასაკსა და მოზრდილებში, მელატონინის სეკრეცია მოქნილი და ცვლადია და ძილის დრო გენეტიკაზეა დაფუძნებული. მაგრამ დრო განსხვავდება ტინეიჯერებში, ვინაიდან ის დაკავშირებულია სქესობრივი სიმწიფესთან.

პრაქტიკულად ყველა მოზარდისთვის, მელტონინის სეკრეცია არ იწყება 10:45 საათამდე და გრძელდება დაახლოებით დილის 8 საათამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ მოზარდების უმეტესობა ვერ იძინებს სანამ მელატონინის სეკრეცია არ დაიწყება, და ძნელია გაიღვიძო, სანამ მელატონინის სეკრეცია შეჩერდება. მელატონინის სეკრეციის ეს ფიქსირებული ნიმუში ინდივიდუალურად იცვლება გენეტიკურად უპირატესი ძილის / გაღვიძების დროთი მაშინვე, როგორც კი სქესობრივი მომწიფება დასრულდება.

ტინეიჯერების უნიკალური ძილის / გაღვიძების ნიმუში მათ კონტროლს მიღმაა. უბრალოდ, მოზარდების ადრე დაწოლა არ არის გამოსავალი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტინეიჯერის ტვინის ბიოლოგია პირდაპირ ეწინააღმდეგება სასკოლო განრიგს, რომელიც, როგორც წესი, მოითხოვს, რომ მოზარდების გაკვეთლები უფრო ადრე იწყებოდეს.

მეცნიერები აცხადებენ, რომ იმ სკოლების შედეგები, რომლებმაც გაკვეთილები უფრო გვიან დაიწყეს, საიმედო აღმოჩნდა, შემცირდა ტინეიჯერების მიერ ნარკოტიკების, სიგარეტისა და ალკოჰოლური მოხმარება. 70 პროცენტით შემცირდა ტინეიჯერებში ავტოავარიების რიცხვი.

 

წყარო: https://theconversation.com/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
1 19 20 21 22 23 28
Page 21 of 28