90 წლის ასაკში კოლიტ ბაურლერმა ფრანკოს (Université de Franche-Comté) უნივერსიტეტის გეოგრაფიის დოქტორანტურის ხარისხი დაიცვა.
დისტერტაცია ემიგრაციას ეხება – მან თავდაპირველად 30 წლის წინ საფრანგეთში მყოფი ემიგრანტების მდგომარეობა შეისწავლა, ძირითადად, ალჟირელების, იტალიელებისა და პორტუგალიელების და პარალელები დღევანდელ ევროპულ მიგრანტულ კრიზისზე გაავლო.
ამდენწლიანი მუშაობის შემდეგ კი – უმაღლესი საგანმანათლებლო ხარისხი დაიმსახურა. დისერტაცია 400-გვერდიანია და 90 წლის ქალბატონმა ის საკუთარი ხელით დაწერა. როგორც უნივერსიტეტის ვიცეპრეზიდენტი იხსენებს, ქალბატონი კოლიტი ორი საათის განმავლობაში უხსნიდა აკადემიურ საბჭოს თავისი მუშაობისა და კვლევის მნიშვნელობას. გასაუბრების დამთავრების შემდეგ 90 წლის ქალბატონი ძალიან კმაყოფილი გამოვიდა და აღნიშნა, რომ თავს ძალიან ენერგიულად გრძნობდა.
ახლა ქალბატონი კოლიტი დამსახურებულ დასვენებას გეგმავს.
მასალა მოამზადა: ნატალია ჯალაღონიამ
წყარო: www. nytimes.com
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”