close

განათლება

ასტრონომია - კოსმოსიგანათლებასაქართველო

ქართველ მოსწავლეთა გუნდი „ნასაში“ გაემგზავრება

ინოვაციის კონკურსში გამარჯვებული გუნდი ,,ნასაში“, აშშ–ში,  გაემგზავრება და კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, დამოუკიდებელ ექსპერტთა კომისიამ  უფროსკლასელებისაგან შემდგარი  სამი საუკეთესო გუნდი გამოავლინა, რომლებმაც წარმოადგინეს პროექტები ინოვაციების, ახალი ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროში.   მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს  პრიზები გადაეცათ, ხოლო პირველ ადგილზე გასული გუნდი, 2017 წელს გაემგზავრება ნასაში, აშშ–ში, და მონაწილეობას მიიღებს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამაში.

ინოვაციის კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისება.  კონკურსი მესამე წელია ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. კონკურსის ერთ-ერთი მიზანია გამარჯვებულების დაკავშირება წარმატებულ მეცნიერებთან და კერძო სექტორთან, ცოდნის და გამოცდილების გაზიარების მიზნით. 2016 – 2017 წლის კონკურსში მონაწილეობა მიიღო 67 სკოლის 85 გუნდმა. ფინალში გავიდა 13 გუნდი, რომელთაგან გამოვლინდება 3 გამარჯვებული გუნდი.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი საქართველოში უკვე ორჯერ, 2014-15 და 2015-16 წლებში განხორციელდა და მასში მონაწილეობა მიიღო 153-მა გუნდმა საქართველოს ცხრა რეგიონიდან. წინა კონკურსებში გამარჯვებულმა გუნდებმა „მულტიკლიმატიზატორი“ და „სოლარი“ მონაწილეობა მიიღეს, აშშ-ში, კონრადის ფონდის ინოვაციების სამიტში, ,,ნასას“ კენედის ცენტრში, ფლორიდაში.

 

წყარო: Mes.gov.ge

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლება

სკოლაში სწავლის შედეგი   

ბავშვის აღზრდის ცალკეული ასპექტები გაზომვას ნაკლებად ექვემდებარება. მაგრამ მისი სკოლაში სწავლის შედეგების შეფასება სავსებით შესაძლებელია. მშობლების უმეტესობა ეთანხმება იმ აზრს, რომ ბავშვის ფორმირებას საფუძვლად განათლება უდევს. ამიტომ აზრი აქვს კვლევის დაწყებას სასკოლო მონაცემებზე დაყრდნობით.

თითქმის ყველა მშობელი დარწმუნებულია, რომ თავისი შვილის წარმატება ცხოვრებაში სწორად არჩეულ სკოლაზეა დამოკიდებული. სკოლაში უნდა იყოს სწავლების შესაბამისი დონე, ფაკულტეტური კურსების კარგი არჩევანი, კეთილგანწყობილი ატმოსფერო და უსაფრთხოება.

ჩიკაგოში სახელმწიფო სკოლებს შორის არჩევის უფლება დიდი ხანია არსებობს. ეს მაგალითი საინტერესოა არა მარტო მონაცემების სიმრავლით, არამედ იმითაც, რომ თავისი მასშტაბით ჩიკაგოს სასკოლო სისტემა მხოლოდ ნიუ–იორკისა და ლოს–ანჯელესის სკოლების სისტემას ჩამოუვარდება და სხვადასხვა სპეციალობისა და სწავლების მეთოდების ფართო არჩვანის საშუალებებს იძლევა. შესაბამისად, მსურველების რაოდენობა ძალიან დიდია, და უმეტესობა ცდილობს, იმ სკოლაში გადავიდეს, რომელიც სახლთან ახლოსაა. ბუნებრივია, მშობლები ისეთ სკოლას ამოირჩევენ, რომელიც სწავლების მაღალი დონითა და ტესტების კარგი შედეგებით არის ცნობილი. შესაბამისად, ყველა მსურველის დაკმაყოფილება შეუძლებელი ხდება.

სასკოლო განათლება მოზარდისთვის უმნიშვნელოვანესია და მართლაც იმ საფუძველს უყრის მათ განათლებას, რაც მომავალში მათი წარმატების საწინდარი გახდება.

 

წყარო: Harvard Business Review

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეს დაიწყო.  სტუდენტებს, საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის, რეგისტრაცია დღეს,  დილის 10:00 საათიდან შეუძლიათ.

რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმეეტაპიანი იქნება. პირველ ეტაპზე, აბიტურიენტმა უნდა აირჩიოს ქალაქი, სადაც სურს გამოცდის ჩაბარება, ასევე ჩასაბარებელი საგნები. ეს პროცესი 23 თებერვლიდან 31 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

31 მარტის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, 20 მაისის 18:00 საათიდან კი საგამოცდო საგნის შეცვლა და გამოცდის დამატება შესაძლებელი იქნება.

რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, მათი არჩევა თუ შეცვლა აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე შეეძლებათ.

მონაწილეობის საფასური ერთი გამოცდისათვის 10 ლარია.

 

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დასაფინანსებლად კონკურსი ცხადდება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილმა სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელმა საბჭომ შეიმუშავა სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესი  (იხ. ბრძანება).

წესის თანახმად, სტუდენტური პროექტის წარდგენა შეუძლია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სამივე საფეხურის სტუდენტს ან სტუდენტთა ჯგუფს.

ძირითადი თემატიკა:
•სამეცნიერო პროექტები
•კულტურული / სპორტული პროექტები

საბჭოს წევრები სამეცნიერო პროექტებს შეაფასებენ საბჭოს მიერ შემუშავებული შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით (იხ.შეფასების ფორმა). ხოლო კულტურულ / სპორტულ პროექტებს – შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით (იხ.შეფასების ფორმა).

სამეცნიერო პროექტის შემთხვევაში სტუდენტმა ან სტუდენტთა ჯგუფმა უნივერსიტეტის კანცელარიაში (ოთახი N114) უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
1.განცხადება სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს სახელზე;
2.სამეცნიერო პროექტი;
3.სარეკომენდაციო წერილი;
4.სტუდენტ(ებ)ის ავტობიოგრაფია (CV);
5.სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა.

2017 წლის განმავლობაში სამეცნიერო პროექტების მიღება შესაძლებელი იქნება უწყვეტ რეჟიმში.

კულტურული / სპორტული პროექტის  წარმოდგენის შემთხვევაში:
1.განცხადება სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს სახელზე;
2.კულტურული / სპორტული პროექტი;
3.სარეკომენდაციო წერილი.
4.სტუდენტ(ებ)ის ავტობიოგრაფია (CV);
5.სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა.

2017 წელს კულტურული / სპორტული პროექტის წარდგენის ვადები:
• 28 თებერვლამდე – მარტსა და აპრილში დაგეგმილი ღონისძიებებისათვის
• 30 აპრილამდე – მაისში, ივნისში, ივლისსა და სექტემბერში დაგეგმილი ღონისძიებებისათვის
• 30 სექტემბრამდე – ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში დაგეგმილი ღონისძიებებისათვის

პროექტის დასრულების შემდეგ პროექტის ავტორ(ებ)მა პროექტის დასრულებიდან 1 თვის ვადაში საბჭოს სახელზე უნდა წარმოადგინონ პროგრამული და ფინანსური ანგარიში.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ ეკა კვირკველიას.
(ელფოსტა: eka.kvirkvelia@tsu.ge)

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიგანათლება

ასტრონომიით დაინტერესებული მოსწავლეების საყურადღებოდ!

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტის ნორჩ ასტრონომთა სკოლა ატარებს ასტრონომიის კვირეულს.

ლექციები ჩატარდება 27, 28 თებერვალს და 2 მარტს, 16.00 სთ-ზე.

კვირეულს უძღვება პროფესორი შალვა საბაშვილი.

მის.: ი.ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ I კორპ. უწყვეტი განათლების ცენტრის შენობა, II სართული.

მსურველები დარეგისტრირდით ბმულზე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
სრულად ნახვა
განათლებასამართალისაქართველო

მსჯავრდებულების გარკვეულ ნაწილს უმაღლესი განათლების მიღების უფლება ექნება

დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის ან გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების უფლება ექნებათ.

ამას ,,პატიმრობის კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს განსახილველად მთავრობამ წარუდგინა. პროექტის ავტორი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროა.

,,პატიმრობის კოდექსის” არსებული რედაქციით, ბრალდებულს, მსჯავრდებულს უფლება აქვს მხოლოდ ზოგადი და პროფესიული განათლება მიიღოს.

როგორც სამინისტროს განმარტავს, არსებული პრაქტიკის ანალიზმა და პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულების საჭიროებების კვლევამ აჩვენა, რომ აუცილებელია პირველ ეტაპზე დაბალი რისკის მქონე მსჯავრდებულებს ჰქონდეთ საშუალება, პენიტენციური დაწესებულების პირობებში უმაღლესი განათლება მიიღონ.

„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, პენიტენციურ სისტემაში იქმნება ახალი – გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, რომელიც გათავისუფლებისთვის მოამზადებს დაბალი ან საშუალო რისკის იმ მსჯავრდებულებს, რომელთა მოსახდელი თავისუფლების აღკვეთის ვადა არ აღემატება 6 თვეს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის, ზვიად მიხანაშვილის, განმარტებით, გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს, დეპარტამენტის დირექტორის ნებართვით, შეეძლება დროებით დატოვოს პენიტენციალური დაწესებულება, თუკი იგი მუშაობს, სწავლობს ან სურს არასამუშაო დღეების დაწესებულების გარეთ გატარება.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, არსებული პრაქტიკის ანალიზმა და პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულების საჭიროებების კვლევამ აჩვენა, რომ აუცილებელია პირველ ეტაპზე დაბალი რისკის მქონე მსჯავრდებულებს ჰქონდეთ საშუალება პენიტენციური დაწესებულების პირობებში მიიღონ უმაღლესი განათლება.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად, პენიტენციურ დაწესებულებებში ათამდე მსჯავრდებული იხდის სასჯელს, რომელსაც ჩაბარებული აქვს ერთიანი ეროვნული გამოცდები, ჩარიცხულნი არიან შესაბამის უმაღლეს სასწავლებელში, თუმცა არსებული აკრძალვის გათვალისწინებით, ეს მსჯავრდებულები ვერ ახერხებენ სწავლის გაგრძელებას.

შესაბამისი ცვლილებები შედის „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონპროექტში. კერძოდ, მსჯავრდებულებმა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება დაძლიონ ელექტრონული ან ნაწილობრივ ელექტრონული სწავლების ფორმით.

 

წყარო: http://parliament.ge

მასალა  მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

რა დატვირთვა აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სიმბოლიკებს?

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გერბი წარმოადგენს ფარს, რომლის არქიტექტონიკაში ძირითადი ადგილი უჭირავს ვანის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ, ძველი წელთაღრიცხვის მე-2 საუკუნის II ნახევრით დათარიღებულ, ქართული საინჟინრო აზროვნების – მხატვრული სამსხმელო წარმოების ნიმუშს, ბრინჯაოს არწივის გამოსახულებას. ფარს ზემოთ გვირგვინად ადგას სტილიზებული შრიფტით შესრულებული, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აბრევიატურა ,,სტუ”, რომელშიც ჩაწნულია ფარზე განფენილი ბაფთა უნივერსიტეტის დევიზით ,,ცოდნა ძალაა”, ლათინურ ენაზე – “Scientia potestas est”. ფარზე, არწივის ქვემოთ, განთავსებულია უნივერსიტეტის დასახელება ქართულ და ლათინურ ენებზე, შესაბამისად: ,,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი” და “GEORGIAE UNIVERSITAS RERUM TECHNICI”. ფარზე კომპოზიციას ამთავრებს უნივერსიტეტის დაარსების წელი, “1922” და ზეთისხილის ტოტების, როგორც სიბრძნისა და განახლების სიმბოლო.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დროშა არის მართკუთხა თეთრი ფერის ქსოვილი, გვერდების თანაფარდობით 2:3. ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია დროშის ოთხივე გვერდთან დაკავშირებული სწორკუთხა მუქი წითელი ფერის ჯვარი; ჯვრის ვერტიკალურ-ჰორიზონტალური მკლავების გადაკვეთაზე მოთავსებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გერბი. დროშის სიმბოლურ-აზრობრივ გადაწყვეტას საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწიფო დროშის ძირითადი კომპოზიცია. სტუ-ის დროშაზე წარმოდგენილი ყველა ფერი, ჰერალდიკის კანონების მიხედვით, გარკვეული მნიშვნელობის მქონეა: თეთრი – უმანკოება, უბიწოება, სიწმინდე, სიბრძნე; ყვითელი ( ოქროსფერი ) – განათლება, კეთილდღეობა, სიმდიდრე და დიდება; მუქი წითელი – სიმამაცე, ვაჟკაცობა, სამართლიანობა და სიყვარული.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიმნი, მსგავსად გერბისა, შინაარსით სიმბოლურია, ის პატივს მიაგებს უმაღლესი სკოლის სახელოვან წარსულს, მის დღევანდელ ზნეობრივ-ეთიკურ იდეალებს და ორიენტირებულია მომავლის ღირებულებებზე.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიგანათლება

“Udemy” – საჭირო ონლაინკურსები მისაღებ ფასად

 

2017 წელი სულ ახლახან დაიწყო, უკეთეს დროს ვერც მოძებნის ადამიანი გეგმების დასახვისთვის. მაშინაც კი, თუ ვთქვათ, უკვე განიცადეთ  კრახი, წარუმატებლობა – უამრავი დროა, ახალი საქმის დასაწყებად.

ყველაფრის გათვალისწინებით, “Udemy”  17,000 ზე მეტ ონლაინკლასს სთავაზობს მომხმარებელს, სადაც მათ შეუძლიათ სხვადასხვა საქმის დაუფლება და ეს ყველაფერი 10 $ ჯდება.

წარმოგიდგენთ ონლაინკურსების ჩამონათვალს:

  1. მოგეხმარებათ, რომ ვებსაიტი გააკეთოთ დამოუკიდებლად;
  2. შეგასწავლით ექსელის პროგრამას;
  3. გაივლით მასტერკლასს ფოტოების გადაღების სფეროში;
  4. შეისწავლით სოციალური მედიამარკეტის თავისებურებებს;
  5. შეძლებთ გააკეთოთ ვებსაიტის დიზაინი  და ფოტოშოპი.

 

წყარო:  http://businessinsider.com/

 მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა 18 სამეცნიერო წიგნი გამოსცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულმა  ცენტრმა  18  სამეცნიერო  წიგნი გამოსცა. 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ უნიკალური შინაარსის  სამეცნიერო ლიტერატურა დიდ დახმარებას გაუწევს მეცნიერებს სამომავლო კვლევებში.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ძველი ხელნაწერი წიგნების, ისტორიული დოკუმენტებისა და გამოჩენილ მოღვაწეთა პირადი არქივების საცავი საქართველოში. დაარსდა 1958 წლის 30 ივნისს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების ბაზაზე. მისი დამაარსებელი და პირველი დირექტორი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი – ილია აბულაძე.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექცია მოიცავს სხვადასხვაენოვან ხელნაწერ წიგნებს, ისტორიულ საბუთებს, საზოგადო მოღვაწეთა პირად არქივებს, ძველნაბეჭდ წიგნებს, რარიტეტულ გამოცემებსა და მემორიალურ ნივთებს. ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით, საგამოფენო და სარესტავრაციო პროექტებს.

სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ფარგლებში ცენტრში ხდება აქ დაცული მასალის აღწერა, სისტემატიზაცია, შესწავლა, პუბლიკაცია და მონაცემთა ბაზების შექმნა. ცენტრს გააჩნია აგრეთვე მდიდარი სამეცნიერო ბიბლიოთეკა. ფუნქციონირებს კორნელი კეკელიძის, ივანე ჯავახიშვილის, ილია აბულაძის, ნიკო ბერძენიშვილის, ელენე მეტრეველის, შალვა ამირანაშვილის მემორიალური კაბინეტები.

 

 წყარო: http://mes.gov.ge/

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა იწყება

9 თებერვალს, 17:00 საათზე, Impact Hub Tbilisi-ში გაიმართება საერთაშორისო სტუდენტური პროგრამა Social Impact Award-ის გახსნითი ღონისძიება.

Social Impact Award (SIA) არის ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა სოციალური მეწარმეობის მიმართულებით, რომელიც 20 ქვეყანაში ხორციელდება. Impact Hub Tbilisi-სა და ევროპის ფონდის ერთობლივი ძალისხმევით, წელს პროგრამას საქართველოც უერთდება. პროგრამის პარტნიორია საქართველოს ბანკი.

ღონისძიებას დაესწრებიან Social Impact Award-ის საერთაშორისო ხელმძღვანელი, იაკობ დეტერინგი, ევროპის ფონდის ვიცე-პრეზიდენტი, ნინო ხურციძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ალექსანდრე კაცმანი, Impact Hub Tbilisi-ის დამფუძნებლები, პროგრამის ორგანიზატორები, მხარდამჭერები, სტუდენტები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ღონისძიება იმართება შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით.

მისამართი: ფაბრიკა, ე.ნინოშვილის #8

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
1 25 26 27 28
Page 27 of 28