close

განათლება

განათლება

სკოლებში საქართველოს ისტორიის სწავლება ძლიერდება

განათლების სამინისტროს ცნობით, მინისტრ მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სკოლებში საქართველოს ისტორიის სწავლება ძლიერდება.

როგორც უწყების განცხადებაში აღნიშნული, ამ მიმართულებით მუშაობა 2021 წლიდან დაიწყო, შეიქმნა სპეციალურად დაკომპლექტებული ისტორიკოსთა ჯგუფი.

„ქართველ ისტორიკოსთა ერთობლივი მუშაობის შედეგად, მიღებულ იქნა ისტორიის განახლებული სტანდარტი, რომლის თანახმად, ეროვნულ სასწავლო გეგმაში „საქართველოს ისტორია“ და „ისტორია“ ცალ-ცალკე საგნად გაიწერა. საგნის „საქართველოს ისტორია“ სწავლებისას აქცენტი გაკეთდება ქართული ისტორიოგრაფიისთვის აქტუალური პრობლემების კვლევაზე და მათ სიღრმისეულ გააზრებაზე. „ისტორიის“ საგნის სწავლება კი მთავარ მიზნად ისახავს მსოფლიო ისტორიული მოვლენების/პროცესების შესწავლასა და მათთან საქართველოს ისტორიის საკითხების დაკავშირებას.

სხვა საგნების მსგავსად, ისტორიის სტანდარტიც სრულად ეფუძნება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ერთიან კონცეფციას. აქცენტი კეთდება ისეთ მიდგომებზე, როგორებიცაა: კონსტრუქტივიზმის პრინციპები, ცნებების პედაგოგიკა და დიფერენცირებული სწავლება.

გრიფირების პროცესი უკვე დაწყებულია და გრიფირებისთვის წარმოდგენილია 5 სხვადასხვა გამომცემლობის სახელმძღვანელო – საგანში „საქართველოს ისტორია.“ შესაბამისი სპეციალისტებით დაკომპლექტებული რეცენზენტების ჯგუფის მიერ მიმდინარეობს სახელმძღვანელოების შეფასების პროცესი, რომელიც ივლისის ბოლომდე დასრულდება… 2022-23 სასწავლო წლიდან X კლასის მოსწავლეებს „საქართველოს ისტორიის“ ახალი სახელმძღვანელო ექნებათ.“ – ნათქვამია განცხადებაში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
განათლება

ნიკა ცქიტიშვილი ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ასტროფიზიკის ფაკულტეტზე სრული დაფინანსებით ჩაირიცხა

კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული, ნიკა ცქიტიშვილი ნიუ-იორკის უნივერსიტეტის აბუ-დაბის კამპუსში(NYUAD) ასტროფიზიკის ფაკულტეტზე სრული 330 000 $-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა.
ნიუ-იორკის უნივერსიტეტი(NYU) გამორჩეულია საერთაშორისო განათლების მაღალი ხარისხით. მას აქვს სამი ძირითადი და მცირე გაცვლითი კამპუსები ყველა კონტინენტზე. NYU-ს ძირითადი კამპუსები მდებარეობს ნიუ-იორკში, აბუ-დაბსა და შანხაიში. უნივერსიტეტი სტუდენტებს საშუალებას აძლევს ორი სემესტრი უნივერსიტეტის სხვა კამპუსებში გაატარონ.
ნიკა არის საქართველოს ასტრონომიის კლუბის (GAC) ერთ-ერთი ადმინისტრატორი. იგი 2018 წლის ბაქსვუდის სამეცნიერო ბანაკის 5 საუკეთესო მოსწავლეს შორის მოხვდა და ლაბორატორია CERN-ში გაემგზავრა. ასევე ნიკა იყო 2018-2019 წლებში ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOAA) საქართველოს ნაკრების წევრი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ აშშ-ს უნივერსიტეტში 200 000 დოლარიანი დაფინანსება მოიპოვა

კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ აშშ-ს უნივერსიტეტში 200 000 დოლარიანი დაფინანსება მოიპოვა. საუბარია ირაკლი მატარაძეზე.

კომაროვის სკოლის ინფორმაციით, ირაკლი ვინგეითის უნივერსიტეტში (Wingate University ) ჩაირიცხა სრული 200 000$-იანი დაფინანსებით და სწავლას მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოქიმიის მიმართულებით გააგრძელებს. ასევე, ირაკლი მიიღეს 100%-იანი დაფინანსებით ჩრდილო კაროლინას წამყვან უნივერსიტეტში, ჩაპელ ჰილში(University of North Carolina at Chapel Hill). ირაკლიმ SAT გამოცდაზე მათემატიკის მოდულში მაქსიმალური ქულა დააფიქსირა 800/800.

ირაკლი არის: პროექტ “სახალისო მათემატიკის” მასწავლებელი. მოხალისეობრივად ასწავლის მათემატიკას ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს. მანვე IELTS გამოცდაში 8.0/9.0 ქულა დააფიქსირა.

თავისუფალ დროს ირაკლი საბუნებისმეტყველო საგნებს უთმობს, კერძოდ, მოსწონს ბიოლოგიური ინჟინერიისა და გენური მოდიფიკაციების შესწავლა. დაინტერესებულია სხვადასხვა ქვეყნის კულტურათა შეცნობით. განსაკუთრებით ენების შესწავლით: რუსული, სომხური, ინგლისური, იაპონური და გერმანული.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

ქუთაისელმა მოსწავლემ ჰარვარდის უნივერსიტეტის 95%-იანი დაფინანსება მოიპოვა

ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლე ანასტასია ლელაძე, 95%-იანი დაფინანსებით, ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. ინფორმაციას ამის შესახებ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

ანასტასია ლელაძის თქმით, ჰარვარდამდე გზა ადვილი არ იყო, მაგრამ შედეგმა რამდენიმეწლიანი თავდაუზოგავი შრომა გაამართლა.

„მე-9 კლასში ვიყავი, როცა დამრიგებელმა და მათემატიკის მასწავლებელმა, მურათ ულუირმაქმა, ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის გასაგრძელებლად SAT-ის გამოცდისთვის მეცადინეობის დაწყება შემომთავაზა. იმ დღიდან ინტენსიურად ვმუშაობდი, აქტივობებს ვგეგმავდი და ვახორციელებდი. ბოლომდე ვიხარჯებოდი, რათა დასახული მიზნისთვის მიმეღწია. იყო სირთულეებიც, მაგრამ არ შემშინებია. მთავარი მოტივატორი მურათ მასწავლებელი იყო, რომელიც სულ მამხნევებდა და საკუთარი თავის რწმენას მიმყარებდა“, – ამბობს ანასტასია ლელაძე.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, 17 წლის ახალგაზრდა ამერიკის შეერთებული შტატებში აგვისტოში გაემგზავრება და ბაკალავრიატის საფეხურზე პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე ისწავლის, რომლის დასრულების შემდეგ, რამდენიმეწლიან პრაქტიკას მიიღებს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
განათლებაკვლევები

აშშ-ის სკოლებში ახალი სტრატეგია „ტესტი-დარჩენისთვის“ ამოქმედდება

აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ახალი სტრატეგია – „ტესტი-დარჩენისთვის“ – წარადგინა, რომელიც არავაქცინირებულ ბავშვებს საკლასო ოთახებში სწავლის გაგრძელების საშუალებას აძლევს მაშინაც კი, თუ მათ ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდათ.

„თუკი ეს ბავშვები გარკვეულ კრიტერიუმებს შეასრულებენ და კორონავირუსზე ჩატარებული ტესტების პასუხი უარყოფითი იქნება, მათ, სახლში კარანტინში ყოფნის ნაცვლად, სკოლაში დარჩენისა და სწავლის საკლასო ოთახებში გაგრძელების საშუალება ექნებათ,“- განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა როშელ ვალენსკიმ.

მისი განმარტებით, სკოლებმა თავიანთ მოსწავლეებს ტესტი კვირაში ორჯერ უნდა ჩაუტარონ.
ახალი მითითებები აშშ-ში კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების ფონზე გაიცა. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსი აშშ-ის მინიმუმ 39 შტატია დადასტურებული. „ველით, რომ უახლოეს კვირებში ის აშშ-ში დომინანტური შტამი გახდება,“ – აღნიშნა ვალენსკიმ. კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამი, რომელიც პირველად სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „შემაშფოთებელ ვარიანტად“ შეაფასა. მეცნიერები ჯერ კიდევ იკვლევენ, იწვევს თუ არა „ომიკრონი“ დაავადების უფრო მძიმე სიმპტომებს, ვიდრე სხვა შტამები და იცავენ თუ არა ვაქცინები  დაინფიცირებულებს ვირუსის მძიმე ფორმის განვითარებისგან.

წყარო : reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

🚀🎓 ანა ონოფრიშვილი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა

კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული ანა ონოფრიშვილი მასაჩუსეტსის (აშშ) ტექნოლოგიის ინსტიტუტში, მათემატიკის ფაკულტეტზე სრული დაფინანსებით ჩაირიცხა. ინფორმაციას კომაროვის სკოლა ავრცელებს.

ანა დაჯილდოებულია კომაროვის სკოლის 2021 წლის საუკეთესო კურსდამთავრებულის სიგელით.  გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის 100 წლის იუბილეზე ანას მიენიჭა სახელმწიფო ჯილდო – მედალი.

ცნობისთვის, Massachusetts Institute of Technology (MIT) მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიის დარგში. მრავალი წელია მსოფლიო უნივესიტეტების რეიტინგში პრესტიჟულ ადგილს იკავებს, რაც განპირობებულია სასწავლო პროგრამების ინოვაციურობითა და თანამედროვე ტექნოლოგიური რესურსით.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლება

კომაროვის სკოლის მოსწავლე 250 000 $-იანი გრანტით პრინსტონის უნივერსიტეტში ჩაირიცხა

კომაროვის სკოლა-პანსიონი სოციალურ ქსელში თავისი მოსწავლის, ლაშა-გიორგი შამუგიას შესახებ სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს:

„წარმოგიდგენთ კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეს – ლაშა-გიორგი შამუგიას!

ლაშა-გიორგი შამუგია 250.000$-ის დაფინანსებით პრინსტონის უნივერსიტეტში-Princeton University (აშშ) ჩაირიცხა!

პრინსტონის უნივერსიტეტი Ivy League-ის, ამერიკისა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული და პრესტიჟული უნივერსიტეტია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლება

ინდოელმა ქალმა, რომელიც მცირე ასაკში გაათხოვეს და განათლება ვერ მიიღო, წერა-კითხვა 104 წლისამ ისწავლა

სამხრეთ ინდოეთში მცხოვრებმა ქალმა, რომელიც მშობლებმა 16 წლის ასაკში გაათხოვეს, გადაწყვიტა, ოცნება აესრულებინა და წერა-კითხვა ესწავლა, – ქალის შესახებ BBC-მ სიუჟეტი მოამზადა.

როგორც 104 წლის ქალი ჰყვება, ყოველთვის, როცა ანბანს ხედავდა, სურდა, ასოების ცნობა შეძლებოდა, თუმცა, მცირე ასაკში დაოჯახების გამო, განათლების მიღება ვეღარ მოახერხა და ათობით წელი ოჯახზე ზრუნვას შეალია.

„მინდოდა, მასწავლებელი გამოვსულიყავი, მაგრამ ეს ვერ მოხდებოდა, რადგან არასდროს მივლია სკოლაში“, – ამბობს ის.

ცოტა ხნის წინ, ქალმა გადაწყვიტა, წერა-კითხვა ესწავლა, დაიწყო მასწავლებელთან მომზადება და შვილიშვილების წიგნების კითხვა.

მან წერა-კითხვის ტესტი შთამბეჭდავი შედეგით ჩააბარა – 100-დან 89 ქულა მიიღო.

ქალი ამბობს, რომ კიდევ დიდხანს სურს იცოცხლოს და საკუთარი შთამომავლების წარმატება იხილოს. (more…)

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

საქართველოს ისტორიაში პირველად: ირანში, ქართული ენის აკადემიურ დონეზე სწავლებას თსუ-ს წარმომადგენლები იწყებენ

საქართველოს ისტორიაში პირველად, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ქართული ენის აკადემიურ დონეზე სწავლებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები იწყებენ. იშვიათი ენების საშემოდგომო სკოლას მასპინძლობს ირანის ისლამური რესპუბლიკის ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი სასწავლებელი ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების დარგში – თეირანის ალამე თაბათაბაის უნივერსიტეტი, კერძოდ, მისი ენისა და ლიტერატურის ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრი.

ქართული ენის ონლაინ საშემოდგომო სკოლა ირანელი მსმენელებისთვის 28 ოქტომბერს გაიხსნა და მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლომდე გასტანს. სკოლაში ქართული ენის სწავლების მსურველი 60 მსმენელი დარეგისტრირდა. ქართული ენის კურსს თსუ კურსდამთავრებული და თანამშრომელი, ახალგაზრდა ირანისტი, დოქტორი ეკატერინე გოგალაძე უძღვება.

ქართული ენის აკადემიურ სწავლებას სპარსულენოვანი აუდიტორიისთვის ირანში პრეცედენტი არ ჰქონია. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ალამე თაბათაბაის უნივერსიტეტმა მოისურვა „იშვიათი ენების საზაფხულო და საშემოდგომო სკოლების“ ფორმატში ქართული ენის ჩართვა. ეს ფორმატი მხოლოდ ალამე თაბათაბაის უნივერსიტეტს აქვს ირანში და მასში მონაწილეობა, მით უფრო, ონლაინ რეჟიმში, წინასწარი რეგისტრაციის პირობით, შეზღუდული არ არის.

ქართველი ირანისტები საერთაშორისო ფორუმებზე თუ ირანის აკადემიურ წრეებთან პირადი შეხვედრებისას ყოველთვის აღნიშნავდნენ ქართული ენის ცოდნის მნიშვნელობას ამ ქვეყნის ჰუმანიტარული მეცნიერებისათვის; მიუთითებდნენ იმ მდიდარ მასალაზე, რომელიც დაცულია საქართველოს კვლევით და საარქივო ცენტრებში ან, სავარაუდოდ, ელის მკვლევრებს ირანის არქივებში; ხაზს უსვამდნენ იმ ღვაწლს, რომელიც ქართველ ირანისტებს მიუძღვით ირანული ენების, სპარსული ლიტერატურის, ირანის ისტორიისა და კულტურის შესწავლის საქმეში. იმისათვის, რომ ეს პროცესი ორმხრივი გახდეს, ირანელებს ქართული ენის შესწავლა დასჭირდებათ. ალამე თაბათაბაის უნივერსიტეტის ინიციატივა – ქართული ენის ონლაინ სწავლების კურსი, შესაძლოა, ირანელი მეცნიერების ფართო წრის დაინტერესების დასაბამი გახდება.

ალამე თაბათაბაის უნივერსიტეტის ბაზაზე, რეგიონული კვლევების სტუდენტური სამეცნიერო საზოგადოების ეგიდით 2021 წლის 31 აგვისტოს გაიმართა „ქართული მოთხრობების“ სპარსული თარგმანის ონლაინ პრეზენტაცია მთარგმნელების, ალამე თაბათაბაის უნივერსიტეტის მკვლევრების ზაჰრა ფაზუქიზადესა და მანდანა თიშეიარის, თსუ ირანისტიკის კათედრის ხელმძღვანელის, ასოც. პროფ. თეა შურღაიასა და საქართველოს შესახებ რამდენიმე წიგნის ავტორის, პროფ. ბაჰრამ ამირაჰმადიანის მონაწილეობით. თარგმანი შესრულდა ინგლისური ენიდან. პრეზენტაციაზე აღინიშნა ირანში ქართული ლიტერატურის მიმართ არსებული ინტერესის თაობაზე და გამოითქვა იმედი, რომ უახლოეს ხანებში შესაძლებელი გახდება ქართული მწერლობის ნიმუშების სპარსულ ენაზე უშუალოდ დედნიდან თარგმნა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლება

2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ხათუნა რაზმაძე გახდა

2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული გამოვლინდა. ჯილდოს მფლობელი ხათუნა რაზმაძე გახდა, რომელიც წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მათემატიკის მასწავლებელია. მას ფულადი პრიზის სახით კამპანიის გენერალურმა სპონსორმა, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა 10 000 ლარი გადასცა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეხუთედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – The Global Teacher Prize ნაწილია.

კონკურსის გენერალური სპონსორია „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდი, მხარდამჭერები არიან: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (ctc), ლიბერთი ბანკი, ტელეკომპანია იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და მარკეტინგული კომპანია 4MEDIA.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 4 5 6 28
Page 4 of 28