close

განათლება

განათლებაისტორიაკულტურა

მკვდარი ენები – რატომ ქრება ენა?

მკვდარი ენები – რატომ ქრება ენა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას უმრავლესობა საბოლოოდ გლობალიზაციაზე შევჩერდებით, რაც დომინანტი ენის მარტივად გავრცელებას უწყობს ხელს. გლობალიზაციის პირობებში მშობლიური ენების გვერდით სხვა ენა არსებობს, ამ ენის მოძლიერებამ კი საბოლოოდ შეიძლება მშობლიური ენის შთანთქმა გამოიწვიოს.

დღესდღეისობით მსოფლიოში 573 მკვდარი ენაა, რომლებზეც აღარ საუბრობენ. 1950 წლიდან 2010 წლამდე მსოფლიოს 230 მკვდარი ენა შემატა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს გლობალიზაციის მოძლიერებაზე. მსოფლიოში არსებული ენების მესამედს კი 1000 კაცზე ნაკლები მოსაუბრე ჰყავს. მკვდარ ენათა შორის არის:

  • ლათინური ენა – მიუხედავად იმისა, რომ ამ ენას მეცნიერებასა და კათოლიკურ ეკლესიებში დღესაც აქტიურად იყენებენ, ის მაინც მკვდარ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება. ლათინური ანბანი შექმნილია ბერძნულის ბაზაზე და დღემდე ყველაზე გავრცელებული ანბანია მსოფლიოში. გეოგრაფიული არეალი, სადაც ლათინურ ენას იყენებდნენ რომის იმპერია იყო, ლათინური რომის იმპერიასთან ერთად განადგურდა. ბევრი იტყვის, რომ ამ ენის ელემენტები სხვა ენაშია გამოყენებული, მათ შორისაა: ფრანგული, ესპანური, იტალიური, პორტუგალიური და რუმინული.
  • შუმერული ენა – ამ ენაზე სამხრეთ მესოპოტამიაში საუბრობდნენ ძვ. წ. IV ათასწლეულში. უძველესმა შუმერულმა ცივილიზაციამ სახელი პირველი დამწერლობის სისტემის შექმნით გაითქვა. შუმერული ენა ძველი წელთაღრიცხვის ბოლოს გაქრა. შუმერები თავდაპირველად თიხის ფირფიტებზე გამოსახავდნენ შუმერულ იეროგლიფებს ლერწმის საშუალებით.
  • სანსკრიტული ენა – ინდოეთის უძველესი ენაა, მას მრავალ რელიგიაში იყენებდნენ, მათ შორის ინდუიზმში. უძველესი დროიდან სანსკრიტს ინდოელი ქურუმები(ბრაჰმანები) ფლობდნენ, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ამ ენაზე შექმნილ სქელტანიან, უზარმაზარ ლიტერატურას მასწავლებლებისაგან(გურუ) მოსწავლეებს ზეპირად გადასცემდნენ. სანსკრიტი აკრძალული იყო დაბალი წარმოშობის მოსახლეობისთვის. ბევრი ამტკიცებს, რომ სანსკრიტი მკვდარი ენა არ არის და დღესაც არსებობს ნეპალში 1600-მდე ადამიანი, რომლებიც სანსკრიტს მშობლიურ ენად აღიარებენ.

 

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებაისტორიაკულტურა

„ვეფხისტყაოსანი“ ინდოეთში ჰინდურ ენაზე გამოიცა

შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” ინდოეთში ჰინდურ ენაზე გამოიცა. წიგნის თარგმნის და ჰინდურ ენაზე გამოცემის იდეა ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩს არჩილ ძულიაშვილს ეკუთვნის.

ჰინდურ ენაზე გამოცემული პოემის პრეზენტაცია ჯაიპურის წიგნის ფესტივალის ფარგლებში ონალინ გაიმართა.

როგორც ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა პრეზენტაციაზე განაცხადა, „ვეფხისტყაოსნის“ ჰინდურ ენაზე თარგმნის და გამოცემის იდეა დიდი ხანია, აქვს და მისი განხორციელება ინდოეთში დიპლომატიური მისიით ჩასვლისთანავე დაიწყო.

„2016 წელს, როდესაც ინდოეთში პირველად ჩამოვედი დიპლომატიური მისიით, რათა წარმედგინა ჩემი ქვეყანა – საქართველო, მომეცა ფანტასტიური შესაძლებლობა უკეთ გავცნობოდი ინდურ კულტურას, რომელმაც მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ჩვენს გულებში. უძველესი კულტურითა და ტრადიციებით, საქართველო და ინდოეთი ყოველთვის ახლოს იყვნენ ერთმანეთთან.

ინდოეთში ჩასვლის პირველივე დღიდან, მოტივირებული ვიყავი, ინდოელი მკითხველისთვის, ქართული ლიტერატურის ბრწყინვალება გამეცნო და დღეს, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ პირველად, ჰინდურ ენაზე, გამოქვეყნდა ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული შედევრი, “ვეფხისტყაოსანი“, რომელიც უდიდესი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის მიერ არის დაწერილი. ეს არის პოემა თავისი უნივერსალური ღირებულებებით, რომელიც აღწერს ბრძოლას ნათელსა და ბნელს შორის.

მე მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ დიდებული პროექტის შექმნაში და ასევე, ვულოცავ ყველას, ამ ისტორიული პროექტის წარმატებით დასრულებას.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ლიტერატურის ფესტივალის დირექტორებს, რომ საშუალება მოგვცეს წარვადგინოთ ეს ეპიკური პოემა საქართველოდან. მადლობა ყველას, ვინც ჩვენ გვერდით იყო”, – განაცხადა არჩილ ძულიაშვილმა ჯაიპურის წიგნის ფესტივალის ფარგლებში გამართულ ონლაინპრეზენტაციაზე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

კომაროვის სკოლის 16-მა კურსდამთავრებულმა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სრული დაფინანსება მოიპოვა!

კომაროვის სკოლის მოსწავლეების წარმატებები უცხო არავისთვისაა. საკმაოდ ხშირად გვესმის ხოლმე ამ სკოლის კურსდამთავრებულების წარმატებები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – საერთაშორისო ასპარეზზეც. სულ ახლახან კი ცნობილი კიდევ ერთი კარგი ამბავი გახდა – კომაროვის სკოლის 16-მა კურსდამთავრებულმა სრული დაფინანსება მოიპოვა და 2020 წლიდან სწავლას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელებენ. ესენი არიან:

თინათინ ქოქოშვილი – University of Pennsylvania;
ლუკა ბუსკივაძე – Vanderbilt University;

საბა ლეფსვერიძე – Massachusetts Institute of Technology;
ნიკა გედენიძე – Caldwell University;
ტატო მახარაშვილი – Hartwick college;
მარიამ ლომთაძე – Carleton University;
სანდრო გახარია – Jacobs University Bremen;
ნიკა ბოდაველი – Jacobs University Bremen;
ზუკა მურვანიძე – Jacobs University Bremen;
გიორგი ქიტუაშვილი – New York University Abu Dhabi;
ლაშა თარგამაძე – Carnegie Mellon University Qatar;
დემეტრე დევიძე – Carnegie Mellon University Qatar;
ლაშა კოროშინაძე – École Polytechnique;
მარიამ გედენიძე – École Polytechnique;
დიმიტრი კორკოტაშვილი – École Polytechnique;
კახა შამანაური – École Polytechnique;
როგორც ცნობილია, ბოლო წლებში კომაროვის სკოლის 70-ზე მეტმა კურსდამთავრებულმა საბაკალავრო პროგრამებზე სწავლა მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში გააგრძელა.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ამ ბავშვებს წარმატებები ვუსურვოთ!

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებამედიცინასაქართველო

სამედიცინო ფაკულტეტების უფროსკურსელებს covid 19-თან საბრძოლველად გადაამზადებენ

სამედიცინო ფაკულტეტების სტუდენტებს covid 19-თან საბრძოლველად გადაამზადებენ. როგორც განათლების და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მთავრობის გადაწყვეტილებით, უფროსკურსელები ერთკვირიან ტრენინგებს გაივლიან და საჭიროების შემთხვევაში, ექიმებს დაეხმარებიან.

მინისტრის განმარტებით, უფროსკურსელების რესურსს გამოიყენებენ იქ, სადაც საჭირო გახდება.

„დღეს შევხვდები სამედიცინო უნივერსიტეტების რექტორებს, ასევე, სამედიცინო ფაკულტეტების ხელმძღვანელებს, ამ პროცესს დავიწყებთ და მაქსიმუმ ერთ კვირაში გვექნება ბაზა სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელების, რომლებმაც გაიარეს ტრეინინგი და იქნება მზაობა, რომ საჭიროების შემთხვევაში, დაეხმარონ ექიმებს“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მისივე თქმით, მომზადების კურსი მრავალწახნაგიანი იქნება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლება

შეიძლება რისკი შეექმნას ოქტომბერში სწავლის დაწყებას – ეკატერინე ტიკარაძე

ქვეყანაში სასწავლო პროცესის გაგრძელების საკითხზე ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა.

“მოქალაქეებს, რომლებიც ელოდებიან, რომ მათი შვილები წავლენ სკოლაში, ეს არის ძალიან მტკივნეული და ასევე მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენი საზოგადოებისთვის, ეს ყოველივე არის დამოკიდებული ჩვენს ქცევაზე. თუ ჩვენი ქცევა იქნება ისეთი როგორიც არის დღეს და დღეს გვაქვს არა ნიღბის ტარება, არა სოციალური დისტანცირება და ა.შ. ეს რა თქმა უნდა, მიგვიყვანს ჩვენ უკვე იმ გადაწყვეტილებაზე, რომ შეიძლება რისკი შეექმნას ოქტომბერში სწავლის დაწყებას. სწორედ აქედან გამომდინარე, სრული მობილიზაცია ჩვენი მოქალაქეების, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენს ბავშვებს მიეცეთ საშუალება, უსაფრთხო სკოლებში მიიღონ განათლება,“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
განათლება

„ცვლილება არ იგეგმება!“ – სწავლა ჩვეულ რეჟიმში 1-ლი ოქტომბრიდან დაიწყება

თამარ გაბუნია ამბობს, რომ სწავლასთან დაკავშირებით არანაირი ცვლილებები არ იგეგმება.

„უსაფრთხოების პროტოკოლები საკმაოდ დეტალურია. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება გარკვეული მოდიფიკაციები შევიდეს, თუ ახალ რეკომენდაციას მოგვცემს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. ეს ცოცხალი პროცესია და რა საერთაშორისო რეკომენდაციაც იქნება, ის აისახება.

რაც შეეხება სწავლის დაწყების თარიღს, დღეს ამასთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილება არ მიღებულა“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

WHO – სწავლა უნდა გადაიდოს!

„WHO-ს რეკომენდაციის მიხედვით, იმ ადგილებში, სადაც კორონავირუსის გადაცემის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, სწავლა უნდა გადაიდოს. სწორედ ეს მოხდა საქართველოს შემთხევაშიც. სწავლა დროებით გადაიდო ისეთ ადგილებში, სადაც ვირუსის გადაცემის მაღალი საშიშროება იყო“,-  განაცხადა ვასილი ესენამანოვმა.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხუთ დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე გადაიდო.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
განათლება

World Bank – საქართველოში ბავშვები სკოლაში გატარებული 12-წლიდან 5-ს ფაქტობრივად კარგავენ

გასულ კვირას “მსოფლიო ბანკმა” ადამიანური კაპიტალის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც ზომავს – რა პოტენციალს მიაღწევდა დღევანდელი ბავშვი 18 წლის ასაკში თუკი ის მიიღებდა სრულყოფილ განათლებას და ჯანდაცვის სერვისებს.
კვლევის დეტალებზე “ანალიტიკასთან” მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა საქართველოში სებასტიენ მოლინესუმა ისაუბრა.
მისი თქმით, შედეგები აჩვენებს, რომ საშუალოდ ბავშვი საქართველოში სკოლაში 12.9 წელს ატარებს, მაგრამ სწავლის ხარისხის მაჩვენებელი 8.3-ია

“ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბავშვები საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით 4.6 წელს კარგავენ ხარისხიანი განათლების მიღების კუთხით”,- აცხადებს მოლინეუსი.

მისი შეფასებით, საქართველოს ქულა ამ ინდექსში გვაჩვენებს, რომ საქართველოში დღეს დაბადებული ბავშვი იმ პროდუქტიულობის 57%-ს მიაღწევს, რასაც მისი თანატოლები აღწევენ სხვა ქვეყნებში, სადაც უკეთესი განათლების და ჯანდაცვის სისტემებია.

“ვხედავთ, რომ გაუმჯობესებისთვის ადგილი ნამდვილად რჩება, თუმცა 10 წლის წინანდელ მონაცემებს თუ შევხედავთ, საქართველო ნელა, მაგრამ თავის ქულას მაინც აუმჯობესებს. ცოტა უფრო ღრმად თუ ჩავალთ ამ რიცხვებში, ელენე, ვნახავთ, რომ საშუალოდ ბავშვი საქართველოში სკოლაში 12.9 წელს ატარებს, რაც ცუდი მაჩვენებელი ნამდვილად არ არის, მაგრამ როცა საქმე მიდგება ამ სწავლის ეფექტიანობაზე და ხარისხზე – ეს მაჩვენებელი 8.3-ია – ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბავშვები საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით 4.6 წელს კარგავენ ხარისხიანი განათლების მიღების კუთხით. ახლა, თუ შევხედავთ ეს რატომ ხდება – ამას პიზას შედეგებიც აჩვენებს. აქაც მონაცემების გაუმჯობესება ნამდვილად შესაძლებელია”,- აცხადებს მოლინეუსი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
განათლება

“1-ლი ოქტომბრიდან სწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გაგრძელდება” – მიხეილ ჩხენკელი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ფეისბუქგვერდზე ვრცელდება მინისტრ მიხეილ ჩხენკელის განცხადება. ჩხენკელი ახალი სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეს პედაგოგებს, მოსწავლეებს, მშობლებს, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მიმართავს:

„2020 წელი, პანდემიიდან გამომდინარე, გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა მთელი მსოფლიოსთვის. შესაბამისად წლევანდელი სასწავლო წლის დაწყებაც უჩვეულო პირობებში გვიწევს.

თითოეული მოსწავლის, მასწავლებლის, სტუდენტის, ლექტორისა და თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა ჩვენი ხელისუფლების უპირველესი საზრუნავია, ამიტომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში
სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში, ხოლო დანარჩენ მუნიციპალიტეტებში საკლასო ოთახებში დაიწყო. 1-ლი ოქტომბრიდან კი სწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გაგრძელდება.

გაზაფხულის სემესტრში პანდემიის პირობებში საქართველოს განათლების სისტემა უმოკლეს დროში ადაპტირდა ახალ რეალობასთან და ჩვენ გუნდურად, უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით, ღირსეულად და სამაგალითოდ გავუმკლავდით არსებულ გამოწვევას. შედეგად, შევინარჩუნეთ განათლების უწყვეტობა და ხარისხი. ამიტომ, ჩვენს საგანმანათლებლო სისტემას ჰიბრიდული სწავლების თვალსაზრისით უკვე საკმაო გამოცდილება აქვს მიღებული.

წინა სემესტრში პროექტი „ტელესკოლა“ იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბურჯი, რომელმაც საშუალება მოგვცა მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა სწავლაზე ხელმისაწვდომობა. ამჟამადაც, 15 სექტემბერს, პროექტი „ტელესკოლა“ იწყებს ფუნქციონირებას. ეს იქნება დისტანციური სწავლების მნიშვნელოვანი კომპონენტი, სერიოზული დამატებითი რესურსი ყველა მოსწავლისა და მასწავლებლისთვის.

იმისათვის, რომ წარმატებით დავძლიოთ
ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევა, თითოეული მოქალაქისაგან საჭიროა უდიდესი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენა, რომ ეპიდსიტუაცია არ გაუარესდეს. მჯერა, რომ საერთო ძალისხმევით შევძლებთ ამ ყველაფერთან გამკლავებას და სასწავლო პროცესი დაუბრუნდება ჩვეულ გარემოს – ყველა სკოლაში დავბრუნდებით საკლასო ოთახებში, ხოლო უნივერსიტეტებში – აუდიტორიებში.

მე, როგორც, მინისტრი და ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, უდიდეს მადლობას გიხდით თითოეულ მოსწავლესა და მასწავლებელს, სტუდენტსა და ლექტორს, მშობელს, საგანმანათლებლო დაწესებულებების უკლებლივ ყველა თანამშრომელს თქვენი გამძლეობის, პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობისა და თავდადებისთვის.

ჯანმრთელობას, წარმატებასა და დასახული მიზნების მიღწევას გისურვებთ!“

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
განათლება

“გოგონა მომავლიდან” – 18 წლის მარიამ გედენიძე საფრანგეთის ნომერ პირველ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა

18 წლის მა­რი­ამ გე­დე­ნი­ძე საფ­რან­გე­თის ერთ-ერ­თმა წამ­ყვან­მა სა­მეც­ნი­ე­რო-ტექ­ნო­ლო­გი­ურ­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­მა, École polytechnique-მა სწავ­ლის სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით მი­ი­ღო.

ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა უკვე 2 წე­ლია, დიდი ბრი­ტა­ნე­თის Worksop College-ში სწავ­ლობს, ახლა კი, თუ სა­ცხოვ­რებ­ლის თან­ხე­ბის სპონ­სო­რის მო­ძი­ე­ბას შეძ­ლებს, პა­რი­ზის პრეს­ტი­ჟულ სა­მეც­ნი­ე­რო სას­წავ­ლე­ბელ­ში ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ის­წავ­ლის.

École polytechnique მსოფ­ლი­ოს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის რე­ი­ტინ­გის ასე­ულ­ში იკა­ვებს ად­გილს, საფ­რან­გეთ­ში კი ნო­მერ პირ­ველ სა­მეც­ნი­ე­რო-ტექ­ნო­ლო­გი­ურ უნი­ვერ­სი­ტე­ტად ით­ვლე­ბა. სას­წავ­ლე­ბელს უამ­რა­ვი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ჰყავს აღ­ზრდი­ლი: ნო­ბე­ლის 3 ლა­უ­რე­ა­ტი, საფ­რან­გე­თის 3 პრე­ზი­დენ­ტი, ფრან­გუ­ლი თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ე­ბის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი.

კო­მა­რო­ვის სკო­ლის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი მა­თე­მა­ტი­კი­სა და ფი­ზი­კის მრა­ვალ, მათ შო­რის, ბრი­ტა­ნე­თის ოლიმ­პი­ა­დის ვერ­ცხლი­სა და ოქ­როს სერ­ტი­ფი­კა­ტებს ფლობს, ამის პა­რა­ლე­ლუ­რად კი უამ­რა­ვი სხვა­დას­ხვა ინ­ტე­რე­სი აქვს: სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვიზ­მი, სპორ­ტის რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბა, ლაშ­ქრო­ბა და ა.შ.

წყარო: ambebi.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 4 5 6 7 8 28
Page 6 of 28