close

განათლება

განათლება

დიღომში კომაროვის სკოლის ფილიალი აშენდება

დიღომში კომაროვის სკოლის ფილიალი გაიხსნება, რომლის პროექტირებისა და მშენებლობისთვის 11.7 მილიონი ლარია გამოყოფილი. სახელმწიფო შესყიდვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს აქვს გამოცხადებული. 

შედეგად, კომაროვის ახალი ფილიალის ამოქმედება დიღომში, “ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქის” პროექტის ფარგლებშია დაგეგმილი. 

პროექტით გათვალისწინებულია 3-სართულიანი შენობის აშენება. 

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა განსაზღვრულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით. 

ტენდერში წინადადებების მიღება მთავრდება 1 აგვისტოს. 

„ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ მშენებლობას იანვარში ჩაეყარა საფუძველი, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ზე აშენდება. 

სრულად ნახვა
განათლება

სექტემბერიდან თბილისის 20 სკოლაში იტალიურის სწავლება დაიწყება

საქართველოს განთლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩს, ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა.

როგორც ანტონიო ბარტოლიმ განაცხადა,  იტალიის მთვარობის ინიციატივითა და საქართველოში იტალიის საელჩოს ძალისხმევით, სექტემბერიდან თბილისის ოც სკოლაში იტალიურის, როგორც მეორე უცხო ენის სწავლება დაიწყება.  საელჩო უზრუნველყოფს პედაგოგების გადამზადებას, მათ შრომით ანაზღაურებასა და მოსწავლეების სახელმძღვანელოებით მომარაგებას.

სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წელს პირველად, განათლების საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობის საფუძველზე, ქართველი ახალგაზრდები სამაგისტრო პროგრამას იტალიის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში გაივლიან.

სრულად ნახვა
განათლებაეს საინტერესოაისტორიაკულტურასაქართველო

ფრანკფურტის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის კაბინეტი გაიხსნა

გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში შოთა რუსთაველის კაბინეტი გაიხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ინსტიტუტში 2002 წლიდან ფუნქციონირებს კავკასიოლოგიის კათედრა, რომელსაც ქართველოლოგიური ბიბლიოთეკა აქვს.

ფრანკფურტის უნივერსიტეტში რუსთაველის კაბინეტი გახსნეს უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, პროფესორმა როლფ ფან დიკმა, საქართველოს გენერალურიმა კონსულმა ფრანკფურტში ლევან დიასამიძემ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზვიად გაბისონიამ, პროფესორმა იოსტ გიპერტმა და პროფესორმა მანანა თანდაშვილმა.

კავკასიოლოგიის კათედრის ხელმძღვანელის, მანანა თანდაშვილის ინიციატივით ორი წლის წინ შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნისუცხოენოვანი თარგმანების შეგროვება დაიწყო. დღეისათვის ბიბლიოთეკაში პოემის 50-მდე თარგმანია. სამინისტროს თქმით, ამჟამად კათედრაზე ვეფხისტყაოსნის თარგმანების პარალელური კორპუსის იქმნება

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

ქართველმა მოსწავლეებმა საერთაშორისო საინჟინრო კონკურსში გაიმარჯვეს

ქართველი მე-12 კლასელები დეა ილარიონოვა, შორენა გუჯაბიძე და მარინა გუჯაბიძე ამერიკაში საერთაშორისო სამეცნიერო-საინჟინრო კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ.

მათ მსოფლიო დონის ფორუმზე ინოვაციური გამოგონება – გარემოს მრავალფუნქციური მონიტორინგის სისტემა წარადგინეს. ახალგაზრდა მეცნიერების მასშტაბურ კონკურსში ქართველი მოსწავლეები წელს მეორედ მონაწილეობდნენ.

ქართველმა მოსწავლეებმა საერთოშორისო კონკურსზე პირველი ადგილი ოპტიკის, მეოთხე ადგილი კი ფიზიკის და ასტრონომიის კატეგორიაში მოიპოვეს. 

საერთაშორისო კონკურსიდან დაბრუნებული მოსწავლეები მათ მიერ შექმნილი ინოვაციური მობილური დეტექტორის დახვეწაზე აქტიურად მუშაობენ. 

ოპტიკურ სისტემაში მოზაიკური ეკრანი და მობილური დეტექტორია გაერთიანებული, რომელიც უხილავ მოვლენებს ვიდეოს ან ფოტოს სახით გვიჩვენებს. დეტექტორი გაზის გაჟონვის დაფიქსირებისთვის აეროდინამიკაში და ბალისტიკაში გამოიყენება.

უპრეცედენტო წარმატება ამერიკაში ქართველმა მოსწავლეებმა წელს 2000-მდე თანატოლს შორის მოიპოვეს. კონკურსში 80-მდე ქვეყანა მონაწილეობდა.

სრულად ნახვა
განათლებამსოფლიო

Bibliomotocarro – იტალიის ყველაზე პატარა ბიბლიოთეკა

“წიგნები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. წიგნის გარეშე ბავშვი მარტოსულია, რა შეიძლება იყოს მის გვერდით, თუ არა წიგნი – ლიტერატურის ლამაზი ქმნილება. ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ წიგნის გარეშე. “ – ანტონიო ლა კავა, სკოლის ყოფილი მასწავლებელია, რომელმაც თავისი სამბორბლიანი მანქანა პატარა ბიბლიოთეკად გადააკეთა.

“გადავწყვიტე Bibliomotocarro გამეკეთებინა, რადგან ვგრძნობდი, რომ წიგნების მიმართ უკმაყოფილება იზრდებოდა. მე ვუთხარი ბავშვებს: “პრობლემა არსებობს, რაღაც უნდა გაკეთდეს.” ისინი კი მეუბნებოდნენ – “მასწავლებელო, თქვენ რაიმე უნდა იღონოთ.” ჩემი წუხილი იზრდებოდა – ვბერდებოდი არამკითხველთა ქვეყანაში. “  – ამბობს ის BBC-სთანინტერვიუში.

ანტონიომ ბიბლიოთეკის გაკეთება 42 წლიანი მასწავლებლობის შემდგომ გადაწყვიტა. მისი თქმით, ეს მას ბავშვებში წიგნების სიყვარულის გავრცელებაში დაეხმარება. ბიბლიოთეკაში 700-მდე წიგნია. ბავშვები ყოველთვის სიხარულით ხვდებიან პატარა ბიბლიოთეკის გამოჩენას. ანტონიო კვირაში ერთხელ 500 კილომეტრს გადის და ამას უსასყიდლოდ აკეთებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
განათლება

ქართველი გოგონების წარმატება მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე

გოგონათა მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა(EGMO 2019) საქართველოსთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. 2019 წლის მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა უკრაინაში ჩატარდა და მასში მონაწილეობა ევროპისა თუ აზიის 50-მა ქვეყანამ მიიღო.

საქართველო გოგონათა გუნდი ოთხი წევრისგან შედგებოდა:

1. თამარ კორკოტაშვილი – 16 წლის – ვერცხლის მედალი

2. ანა ონოპრიშვილი – 16 წლის – ოქროს მედალი

3. ქეთი სულამანიძე – 16 წლის

4. მარიამ ივარდავა – 15 წლის – ვერცხლის მედალი

საქართველომ აღნიშნულ საერთაშორისო ოლიმპიადაში რეიტინგში მე-11 ადგილი დაიკავა და ჩამოიტავა იაპონია, ავსტრალია, საფრანგეთი, ბრაზილია, იტალია, ნიდერლანდები, გერმანია, კანადა, საბერძნეთი, შვეიცარია, ესპანეთი, ფინეთი და კიდევ 26 სხვა ქვეყანა.

image

ოქროს მედალი სულ 19 მონაწილემ მიიღო, მათ შორის ერთ-ერთი 16 წლის ანა ონოპრიშვილია.

რეიტინგში 24-ეა – თამარ კორკოტაშვილი, 56-ე მარიამ ივარდავა, 149-ე – ქეთი სულამანიძე.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მარტში, კომაროველმა მოსწავლეებმა რუმინეთში გამართულ ინფორმატიკის საერთაშორისო შეჯიბრში ( 190 მოსწავლე 23 ქვეყნიდან) გვასახელეს – ალესანდრე ხოსიაშვილმა ოქროს, ხოლო გიორგი კლდიაშვილმა, ვანო გამეზარდაშვილმა და ნიკოლოზ ბირკაძემ კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

image

2019 წლის გოგონათა მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებული, პირველადგილოსანი ქვეყანა, ამერიკის შეერთებული შტატები გახდა.

მეორე ადგილზე – უკრაინა გავიდა, ხოლო მესამეზე – ბულგარეთი.

image

 

სრულად ნახვა
განათლებაეს საინტერესოაკატეგორიის გარეშე

გურიის წისქვილებში ბიბლიოთეკები მოეწყო

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმი გურიის სოფლებს ლიხაურს, დვაბზუს და სილაურს ესტუმრა.

ამ სოფლების წისქვილებში ბიბლიოთეკები მოეწყო.

“გურიაში წყლის წისქვილი ისევ არის ჩამოჯდომის, ლოდინის, ფიქრის და საუბრების ადგილი. ახლა ამ ამბავს წიგნების და ჟურნალების სამკითხველოც დაემატა – იქვე კითხვაც შეგიძლია და თან წაღებაც. ასეთი სამკითხველოები სამ სოფელში: ლიხაურის, დვაბზუს და სილაურის წისქვილებში მოვაწყვეთ, შემოგებებული გურული პურ-მარილის თანხლებით” – აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.

სრულად ნახვა
განათლებაეკონომიკაეს საინტერესოაკატეგორიის გარეშესაქართველო

ხაშურელი მოსწავლე სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა

ხაშურელი გოგო ელენე გოგალაძე სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა. ინფორმაციას ხაშურის მეოთხე საჯარო სკოლა ავრცელებს.

“ის ჩაირიცხა ეკონომიკის ფაკულტეტზე Minerva Schools at KGI- ში (Keck Graduate Institute), რომელიც ამერიკაში ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტია და იღებენ აპლიკანტების 2%-ზე ნაკლებს. ის ჰარვარდის ყოფილი დეკანის, ბენ ნელსონის დაარსებულია. უნივერსიტეტი მდებარეობს სან-ფრანცისკოში, კალიფორნიაში, სადაც სტუდენტები პირველი წლის განმავლობაში სწავლობენ, შემდეგ კი 6 სხვადასხვა ქალაქში და ქვეყანაში ატარებენ თითოეულ სემესტრს. ეს ქალაქებია: სეული, ბერლინი, ლონდონი, ტაიპეი, ბუენოს-აირესი და ჰაიდერაბადი. ანუ საბოლოოდ სტუდენტები ბაკალავრიატზე სწავლის დროს 7 სხვადასხვა ქვეყანაში და ქალაქში სწავლობენ. ელენემ მოიპოვა უნივერსიტეტში სწავლის სრული დაფინანსება და იცხოვრებს ამ სახელოვანი უნივერსიტეტის კამპუსში”, – წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გოგალაძე სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეა.

სრულად ნახვა
განათლებაეს საინტერესოაკატეგორიის გარეშემსოფლიოსაქართველო

ლადო აფხაზავა „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ ხუთეულშია

ქართველი მასწავლებელი, ლადო აფხაზავა „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ (Global Teacher Prize) კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა – რამდენიმე წუთის წინ, ის 5 რჩეულს შორის დაასახელეს. კონკურსის მთავარ გამარჯვებულს 24 მარტს გამოავლენენ.

ლადო აფხაზავას კონკურენტები არიან პედაგოგები: აშშ-დან, კენიიდან, ინდოეთიდან და ავსტრალიიდან. საუკეთესო ხუთეულის გამოცხადებამდე, კონკურსანტებმა, მასწავლებელთა ფორუმის ფარგლებში, მასტერკლასები ჩაატარეს და სხვა ქვეყნის პედაგოგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. მათ შორის იყო ლადო აფხაზავაც, რომლის პრეზენტაციასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამასთან, ქართველი პედაგოგი, „გლობალური მასწავლებლის ჯილდოს“ ელჩი გახდა.

სრულად ნახვა
განათლებასაქართველო

ლადო აფხაზავა ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა

რამდენიმე საათის წინ, “მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” ოფიციალურ სოციალურ გვერდზე გამოქვეყნა ინფორმაცა იმის შესახებ, რომ სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი – ლადო აფხაზავა, რომელიც მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტების სიაშია, ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა.

Image may contain: 1 person, smiling

აღსანიშნავია, რომ ვარკის ფონდი მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს 2015 წლიდან გასცემს და მისი  ფინალისტები საპატიო ელჩები ხდებიან, რომელთა შორისაც წელს წარმატებული ქართველი პედაგოგიც აღმოჩნდა.

Image may contain: 2 people, people smiling, people standing

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ლადო “Global Teacher 2019-ის” მსოფლიოს ათ ფინალისტს შორის დასახელდა, შერჩეულ მასწავლებლებს შორის საუკეთესო კი, 24 მარტს, დუბაის განათლებისა და უნარების ეროვნულ ფორუმზე გამოვლინდება.

Image may contain: 7 people, people smiling, people standing

ლადო ამჟამად უკვე დუბაიში იმყოფება და სოციალური ქსელების მეშვეობით  საკუთარი წარმატების საამაყო კადრებს  ქართველ თუ უცხოელ გულშემატკივარს აქტიურად უზიარებს.

 

Image may contain: 1 person, smiling, standing

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 7 8 9 10 11 28
Page 9 of 28