close

ისტორია

ისტორია

თამარ მეფის შვილიშვილის, გურჯი ხათუნის საფლავი თურქეთში

2019 წლის აგვისტოში, თურქეთის ტერიტორიაზე მიაკვლიეს გურჯი ხათუნის, იგივე თამარ ბაგრატიონისა და მისი ვაჟის, სულთან ალაედდინ ქეიქუბად II-ის საფლავს. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი აკლდამებიდან ერთ-ერთი, სწორედ თამარ მეფის შვილიშვილსა და რუსუდან დედოფლის ქალიშვილს ეკუთვნოდა. თამარ ბაგრატიონი 13 წლის ასაკში რუმის 17 წლის სულთანს, ყიას ად-დინ ქეი ხუსრევ II მიათხოვეს. ქორწინება პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა.
არქეოლოგიური გათხრები თურქეთის ქალაქ ერზერუმის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აკლდამები 2019 წლის აგვისტოში იპოვეს, თუმცა მათი ვინაობა რამდენიმე თვის შემდეგ გახდა ცნობილი და დადასტურდა, რომ საფლავები ნამდვილად ეკუთვნოდა გურჯი ხათუნსა და მის ვაჟს. თამარ ბაგრატიონისა და ალაედდინ ქეიქუბად II-ის სამარხი იმ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ემიგრანტიისტორიასაქართველო

გიორგი ყაუხჩიშვილი – იტალიაში, ამერიკასა და გერმანიაში მოღვაწე მეცნიერი

გიორგი ყაუხჩიშვილი 1923 წელს ბერლინში დაიბადა. მისი მამა პროფესიით ინჟინერი გახლდათ, განათლება სანქტ–პეტერბურგში ჰქონდა მიღებული. 1918 წელს იგი დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ გააგზავნა საქართველოს ეკონომიკურ წარმომადგენლად შვედეთში. 1919 წელს გადაიყვანეს გერმანიაში, სადაც “სიმენსის” დირექტორად, შემდეგ კი კომპანიის იტალიური განყოფილების ხელმძღვანელად დაინიშნა.
გიორგიმ ბერლინის კანტის სახელობის ლიცეუმის შემდეგ, სწავლა გააგრძელა მილანის უნივერსიტეტში, მედიცინისა და ქირურგიის ფაკულტეტზე. 1956 წელს მოხუცთა სახლის დირექტორად დაინიშნა. 1959–1965 წლებში გიორგი ყაუხჩიშვილი პავიის უნივერსიტეტის პროფესორი და მკვლევარი იყო. იგი წლების განმავლობაში პავიის საავადმყოფოში შაკიკის განყოფილებას ხელმძღვანელობდა, სადაც საფუძველი ჩაუყარა შაკიკის კვლევის მიმართულებას. მოგვიანებით გიორგი ყაუხჩიშვილი მოღვაწეობდა ლოს–ანჯელესში, კალიფორნიის უნივერსიტეტის გერონტოლოგიის ცენტრში და კიოლნის მაქს პლანკის ინსტიტუტში. სხვადასხვა ენაზე გამოქვეყნებული აქვს 100–მდე ნაშრომი.
1975 წლის გაზაფხულზე მეცნიერი მოულოდნელად გარდაიცვალა. ხსოვნის პატივსაცემად დააარსა გ. ყაუხჩიშვილის სახელობის საერთაშორისო პრემია, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ნევროლოგიის სფეროში მოღვაწე მეცნიერებისთვის გაიცემა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ემიგრანტიისტორიასაქართველო

გიორგი ოდიშელიძე – საფრანგეთის ღირსების ორდენისა და საბრძოლო ჯვრის კავალერი

ქართველი იუნკერი, საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ოფიცერი გიორგი ოდიშელიძე დაიბადა ყვარელში, 1899 წელს. 1919 წელს გახდა თბილისის სამხედრო სკოლის, იუნკერთა სასწავლებლის კურსანტი, 1921 წელს კი სკოლის ქვეითი ასეულის ზემდეგი. მონაწილეობდა ჩოლოქის 1918 წლის, კოჯორ-ტაბახმელას 1921 წლის და ბათუმის 1921 წლის ბრძოლებში.
1921 წელს, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, ოდიშელიძეს ემიგრაციაში წასვლა მოუწია ჯერ თურქეთში და შემდეგ საფრანგეთში. სწავლა დაიწყო სენ-მიქსენის სამხედრო და უმაღლეს სატანკო სასწავლებლებში. დაინიშნა ნანსის 513–ე სატანკო ათასეულის მეთაურად. 1926 წელს გაემგზავრა სირიაში, 1929 წლიდან კი ალჟირში მსახურობდა. კაპიტნის წოდება მიენიჭა და ბატალიონის მეთაურად დაინიშნა 1935 წელს. II მსოფლიო ომის დასაწყისში ოდიშელიძეს დაევალა ბარკარესის სამხედრო ბანაკში ქართული შენაერთის ფორმირება. 1941-1943 წლებში ასრულებდა საფრანგეთის არმიის საჰაერო ჯარების კავშირგაბმულობის სამსახურის უფროსის მოვალეობას. 1943 წელს იბრძოდა ტუნისში და მონაწილეობდა საფრანგეთის განთავისუფლების ოპერაციებში. პოლკოვნიკის სტატუსი მიიღო 1944 წელს.
სამხედრო პენსიაზე გასვლის შემდეგ მუშაობდა სამოქალაქო სექტორში და აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს. გიორგი ოდიშელიძეს მიღებული აქვს საპატიო ლეგიონის ორდენი სხვა უამრავ ჯილდოსთან ერთად. იგი იყო საფრანგეთის ღირსების ორდენისა და საბრძოლო ჯვრის კავალერი. მისი ცოლი გახლდათ ქართველი სამხედრო მოღვაწის, გიორგი კვინიტაძის ქალიშვილი, თამარი, რომელთანაც 3 შვილი შეეძინა. გიორგი ოდიშელიძე 1970 წელს პარიზში გარდაიცვალა, დაკრძალულია შატუს სასაფლაოზე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ისტორია

ადგილი, სადაც „შავი ჭირი“ გაჩნდა, მისი გავრცელებიდან 600 წელზე მეტი ხნის შემდეგ აღმოაჩინეს

მეცნიერები აცხადებენ, რომ მომაკვდინებელი „შავი ჭირის“ წარმოშობა ადამიანებში მისი გავრცელებიდან 600 წელზე მეტი ხნის შემდეგ აღმოაჩინეს.
შუა საუკუნეების ბუბონური ჭირი პირველად მე-14 საუკუნეში დაფიქსირდა და მკვლელი დაავადებების 500-წლიანი ტალღის საწყისი გახდა, რომელსაც „მეორე ჭირის პანდემია“ ეწოდა.
„შავ ჭირს“ მილიონობით ადამიანი ემსხვერპლა და კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ინფექციურ დაავადებად ითვლებოდა.
მრავალი წლის კვლევის მიუხედავად, დაავადების გეოგრაფიული და ქრონოლოგიური წარმომავლობა საიდუმლოდ დარჩა.
მეცნიერები აცხადებენ, რომ შავი ჭირი პირველად წარმოიშვა ჩრდილოეთ ყირგიზეთში 1330-იანი წლების ბოლოს.
გუნდმა, შოტლანდიის სტერლინგის უნივერსიტეტიდან, გერმანიის მაქს პლანკის ინსტიტუტიდან და ტუბინგენის უნივერსიტეტიდან, უძველესი დნმ-ის ანალიზი ჩაატარა, რომელიც ყირგიზეთის ტიან-შანის რეგიონში, ისიქ-ქოლის ტბის მახლობლად აღმოჩენილი ჩონჩხების კბილებიდან აიღეს.
კერძოდ, თანმიმდევრობამ, რომელიც განსაზღვრავს დნმ-ის სტრუქტურას, აჩვენა, რომ სამ ადამიანს ჰქონდა შავი ჭირის ბაცილა ბაქტერია, რომელიც დაკავშირებულია „შავი ჭირის“ გავრცელების დაწყებასთან მანამ, სანამ მან ევროპაში ჩააღწია.
სტერლინგის უნივერსიტეტის ისტორიკოსის, დოქტორ ფილიპ სლავინის თქმით, აღნიშნულმა ადგილებმა ისინი მას შემდეგ მიიზიდა, რაც აღმოაჩინეს, რომ 1338 და 1339 წლებში იქ სამარხების რაოდენობის უზარმაზარი ზრდა დაფიქსირდა.
„ჩვენი კვლევა ნათელს ჰფენს კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო კითხვებს და ადგენს, როდის და სად დაიწყო ადამიანთა ყველაზე ცნობილი მკვლელი“, – აცხადებს დოქტორი სლავინი.
კვლევა, „შავი ჭირის წყარო მე-14 საუკუნის ცენტრალურ ევრაზიაში“, ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ისტორია

მეცნიერებმა დაადგინეს როგორ და სად გაჩნდა პირველად შავი ჭირი

შავი ჭირი ითვლება ყველაზე მომაკვდინებელ ეპიდემიად, რაც კი ოდესმე ყოფილა კაცობრიობის ისტორიაში. მან ასობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, თუმცა მეცნიერი ჯერ კიდევ ვერ თანხმდებიან იმასთან დაკავშირებით, თუ როდის და როგორ გაჩნდა პირველად შავი ჭირი. თუმცა, ახლახან საერთაშორისო მკვლევართა ჯგუფმა განაცხადა, რომ აღმოაჩინეს შავი ჭირის ნამდვილი წარმომავლობა.
არქეოლოგებმა 140 წლის წინ აღმოაჩინეს საფლავის ქვები წარწერით, რომ აქ დაკრძალულები ამოუცნობი ჭირით დაიღუპნენ. ნამარხების შესწავლისა და დნმ-ის ნიმუშებიდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, შავი ჭირის პირველადი წარმოშობა დადგინდა.
მკვლევრებმა წარსულში აღმოაჩინეს გენეტიკური მასალა, საიდანაც ივარაუდეს, რომ შავი ჭირი 900-1300-იან წლებში გამოჩნდა პირველად. ევოლუციურმა მოვლენამ Yersinia Pestis-ის(ბაქტერია, რომელმაც გამოიწვია შავი ჭირის ინფექცია) მრავალი ახალი შტამის წარმოშობა გამოიწვია. მისი კვლევით კი მეცნიერებმა მრავალ შტამს მიაგნეს და სწორედ ის ითვლება შავი ჭირის საწყისად.
შვიდი ადამიანის ნამარხიდან აღებულმა გენეტიკური მასალის ანალიზმა სამ ადამიანში გამოავლინა შავი ჭირის ბაქტერია, Yersinia pestis. დნმ-ის ანალიზის შედეგმა კი აჩვენა, რომ შავი ჭირი პირველად გავრცელდა 1338-1339 წლებში ცენტრალურ აზიაში, ისიქ-ქოლის ტბის მახლობლად მცხოვრები საზოგადოების წევრებში (დღევანდელი ყირგიზეთის ტერიტორიაზე). კვლევა მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ გვეხმარება დაავადების ისტორიისა და ევოლუციის შესახებ ცოდნის გაზრდაში და შავი ჭირის წარმოშობის შესახებ დებატებიც შეიძლება დასრულებულად ჩაითვალოს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ისტორიაკულტურასაქართველო

ჩინელი ქალის აბრეშუმის გზა პეკინიდან თბილისამდე

ადამიანი, რომელმაც საქართველოში პირველად ჩამოიტანა ჩაის ნერგები გახლავთ მხატვარი, მთარგმნელი, ჩინური ენის პედაგოგი და პროფესორი, მალი ლიუ ყანდარელის ბაბუა. 1893 წელს, საქართველოში ჩამოდის 23 წლის ჩინელი ახალგაზრდა ლაო ჯონჯაო. სწორედ მის სახელს უკავშირდება საქართველოში ჩაის კულტურის არსებობა. ლაო ჯონჯაო 30 წლის განმავლობაში ჩაქვში, აჭარაში ცხოვრობდა. აქვე ცოლად შეირთო ნონა თუშმარიშვილი და მოგვიანებით, მის დიდ ოჯახთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა. მათი ჩინეთში დაბრუნებამდე ლაოს ერთ-ერთი შვილი საქართველოში დაოჯახდა. რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, 1958 წელს, თბილისის სამხატვრო აკადემიაში სასწავლებლად ჩამოდის ლაოს შვილიშვილი, მალი ლიუ ყანდარელი. საქართველოში დაბრუნებას ტრაგიკული ისტორია სდევს თან, რადგან პეკინში არსებული რეჟიმის გამო, ლაოს უნიკალური კოლექციის გაყიდვა და ოჯახის წევრების ფარულად გამოგზავნა მოუწია. შვილების გაყვანის შემდეგ, ლაო იაპონელმა ოკუპანტებმა დააკავეს მეუღლესთან ერთად. დედამ კი სამშობლოში დაბრუნება მხოლოდ 1956 წელს შეძლო.
მალი ლიუ თბილისში საცხოვრებად 62 წლის წინ ჩამოვიდა და ცოლად გაჰყვა ქართველ მხატვარს, გივი ყანდარელს. იგი 60 წელზე მეტია ძვირფას ექსპონატებს და მათ ისტორიებს აგროვებს, როგორც მამა. მალის წიგნი-მუზეუმი, რომელსაც ინდიგო გამოსცემს, აერთიანებს მალი ლიუ ყანდარელის კერძო კოლექციაში დაცულ ჩინურ ნივთებს. ჩინური კულტურის ეს ექსპონატები არა მხოლოდ მხატვრული ღირებულებით არის საყურადღებო, არამედ იმ ამბებითაც, რომლებსაც თავის თავზე ჰყვებიან.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ისტორიასაქართველო

ალექსანდრე ჯინჭარაძე – საპატიო ლეგიონის ორდენისა და საბრძოლო ჯვრის კავალერი

ქართველი სამხედრო ოფიცერი ალექსანდრე ჯინჭარაძე 1897 წელს ოზურგეთში დაიბადა. იგი იყო პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. 1916 წელს იბრძოლა კავკასიის ფრონტზე, რისთვისაც დააჯილდოვეს წმ. გიორგის ჯვრით. 1918-21 წლებში დამოუკიდებელი საქართველოს ჯარში მსახურობდა. ჯინჭარაძე იყო კოჯორისა და ტაბახმელას ბრძოლების მონაწილე. გასაბჭოების შემდეგ, ალექსანდრე ჯინჭარაძეს ემიგრაციაში წასვლა მოუწია საფრანგეთში, სადაც ჩაირიცხა სენ-მექსანის სამხედრო სასწავლებელში, შემდეგ კი საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში. უცხოური ლეგიონის შემადგენლობაში ყოფნისას იმსახურა მაროკოსა და ალჟირში.
1940 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში, ნორუაისთან ბრძოლაში კაპიტანი ჯინჭარაძე ტყვედ ჩაუვარდა გერმანელებს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. 1948 წელს მიიღო მაიორის ჩინი. ამავე წელს, როგორც გაეროს სამხედრო დამკვირვებელი, მეთვალყურედ გაგზავნეს ახლო აღმოსავლეთში. 1952-1954 წლებში მსახურობდა ჩრდილო აფრიკული ათასეულის უფროსად ავსტრიაში. დააჯილდოვეს საპატიო ლეგიონის ორდენით. 1954 წელს მაიორმა ალექსანდრე ჯინჭარაძემ დაასრულა სამხედრო კარიერა და სხვა ქართველ ოფიცრებთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად. 1962 წლამდე იგი ნიუ-იორკის ქართული სათვისტომოს მდივანი გახლდათ. ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას, თანამშრომლობდა ემიგრანტულ ჟურნალ-გაზეთებთან. იყო იუნკერთა კავშირის წარმომადგენელი აშშ-ში, აგრეთვე უცხოური ლეგიონის ამხანაგობის ხელმძღვანელი. გარდაიცვალა 1970 წელს, ნიუ-იორკში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ისტორიასაქართველო

”არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ!” – საქართველოს ეროვნული გმირის პასუხი სეპარატისტებს

– „დაიჩოქე, პატიება გვთხოვე და შეაგინე ქართველებს!“
– „არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ!“ – ეს არის საქართველოს ეროვნული გმირის, გურამ გაბესკირიას ცნობილი სიტყვები, რომელიც სეპარატისტებს უთხრა.
გურამ გაბესკირია 1947 წელს სოხუმში დაიბადა. სახელი სპორტით გაითქვა. წლების განმავლობაში დაკავებული იყო პროფესიული ფეხბურთით. 1972 წლიდან რესპუბლიკური დონის, მოგვიანებით კი საერთაშორისო დონის მსაჯიც გახლდათ. 1990 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის არჩევნებში იღებდა მონაწილეობას. 1992 წელს სოხუმის მერი გახდა. 1993 წელს გაწევრიანდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმურ მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოში.
1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, გურამ გაბესკირიამ უარი თქვა ქალაქის დატოვებაზე, რომელიც ალყაში იყო მოქცეული. რის შემდეგაც ტყვედ ჩავარდნილი მთავრობის ყველა წევრი სეპარატისტებმა დახვრიტეს, მათ შორის, გაბესკირიაც.
2017 წელს, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გურამ გაბესკირია დააჯილდოვა საქართველოს უმაღლესი ჯილდოთი – საქართველოს ეროვნული გმირის წოდებითა და ორდენით. ამავე წელს მოხერხდა მისი ნეშტის იდენტიფიცირება და სამხედრო პატივით დაკრძალეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ისტორია

ყველაზე ცივსისხლიანი მმართველები ისტორიაში – რომელმა დიქტატორმა დახოცა ყველაზე მეტი ადამიანი?

ამ ცივსისხლიანმა დიქტატორებმა მილიონობით ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმეს. წარმოდგენილი ინფოგრაფიკა გვიჩვენებს, თუ რამდენი ადამიანი იმსხვერპლეს სხვადასხვა დროს დიქტატორებმა.

რეიტინგში პირველი ადგილი მაო ძედუნს ერგო, მეორე – იოსებ სტალინს, მესამე – ადოლფ ჰიტლერს.

მაო ძედუნი (ჩინეთი, 1943-1976) – 78 მილიონი

იოსებ სტალინი (საბჭოთა კავშირი, 1922-1953) – 23 მილიონი

ადოლფ ჰიტლერი (გერმანია, 1934-1945) – 17 მილიონი

ლეოპოლდ II (ბელგია, 1865-1909) – 15 მილიონი

ტოძიო ჰიდეკი (იაპონია, 1941-1944) – 5 მილიონი

ისმაილ ენვერ ფაშა (თურქეთი, 1913-1919) – 2.5 მილიონი

პოლ პოტი (კამბოჯა, 1963-1981) – 1.7 მილიონი

კიმ ირ სენი (ჩრდილოეთ კორეა, 1948-1994) – 1.6 მილიონი

მენგისთუ ჰაილე მარიამი (ეთიოპია, 1974-1991) – 1.5 მილიონი

იაკუბუ გოვონი (ნიგერია, 1966-1975) – 1.1 მილიონი

მომზადებულია cloudfront.net-ის მიხედვით.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორია

შესაძლოა, ჰომინინები ჯერ კიდევ არსებობდნენ

2004 წელს, მეცნიერული სამყარო ინდონეზიის კუნძულ ფლორესზე ჰომინინის პატარა სახეობის ნამარხების აღმოჩენამ შეძრა. სახელწოდებით Homo Floresiensis პლეისტოცენის ეპოქაში არსებობდა და მას თანამედროვე ადამიანების წინაპრად თვლიან. თუმცა იგი ავსტრალოპითეკებსა და შიმპანზეებსაც ძალიან ჰგავს. ამას მეცნიერი პიტერ ბრაუნი, უცხოპლანეტელების აღმოჩენის ტოლფასადაც კი თვლის.

გრიგორი ფორტმა კონკრეტული მსგავსებების ახსნის გზების ძიების შედეგად წიგნი „მაიმუნსა და ადამიანს შორის“ დაწერა, სადაც ყურადღება გამახვილებულია არა ნამარხებზე, არამედ ადგილობრივ ადამიანთა პოპულაციაზე, სახელად „ლიო“. აქვე გაიგებთ, თუ რას ამბობენ ადამიანები ქმნილებებზე, რომლებიც ასე ძალიან ჰგვანან მათ. დასკვნის სახით კი წიგნში ნათქვამია, რომ Homo Floresiensis, შესაძლოა, დღემდე ცოცხალი იყოს, ან უახლეს წარსულში ყოფილიყო…

იმასაც ამბობდნენ, რომ „ლიო“ ევოლუციის თეორიაში პირველ ადგილზე ადამიანს აყენებს და დარვინის თეორიას პირიქით გვაჩვენებს. თუმცა ყველა შემთხვევაში ჰომოსაპიენსს უნიკალური თვისებები ცხოველებისგან განასხვავებდა. „ლიოს“ მაიმუნის მსგავსი თუ ნახევრად ადამიანის გარეგნობა ანომალიურ ქმნილებადაც აქცევს. მეცნიერებისთვის H. floresiensis კი ანალოგიურად პრობლემურია. ეს იმიტომ ხდება, რომ ეს სახეობა ძალიან გვიან ჩნდება გეოლოგიურ ჩანაწერებში და როგორც ამბობენ, მას თანამედროვე ადამიანების გამოჩენის შემდეგაც უნდა ეარსება.

საინტერესოა ისიც, რომ მეცნიერები ჰომინინის ევოლუციას ცალმხრივად აკვირდებოდნენ  და ამ სახეობის ჰომოსაპიენსში გადასვლაზე საუბრობდნენ, მათ შორის იმაზეც, რომ ეს სახეობა დედამიწაზე სულ ცოტა ხნის წინ დადიოდა. გამოდის, H. floresiensis-მა, შესაძლოა, ადგილი ადამიანთა ევოლუციის საფეხურებზე დაიკავოს. თუმცა ამასთან ერთად, ფიქრობენ, რომ მათი ზოგიერთი მახასიათებელი თანამედროვე მაიმუნების მეცნიერულად აღმოუჩენელ სახეობებზე ან პოპულაციაზე მიგვითითებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 11 12 13 14 15 33
Page 13 of 33