close

ისტორია

არქეოლოგიაისტორია

პოლონეთში ევრაზიის ერთ-ერთი უძველესი სამკაული აღმოაჩინეს

პოლონელმა არქეოლოგებმა მამონტის ეშვისგან დამზადებული კულონი აღმოაჩინეს, რომლის ასაკიც 41 500 წელს შეადგენს. ამის შესახებ Livescience-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს ევრაზიაში უძველესი სამკაულია. კულონი ორი ნაწილისგან შედგება. სავარაუდოდ მას კისერზე ატარებდნენ, თუმცა ამის მტკიცებულება არ არსებობს. კვლევის მთავარი ავტორი სახრა ტალამო აღნიშნავს, რომ კულონი იმ დროს შექმნეს, როდესაც ადამიანებმა სამკაულების კეთება მთელი პლანეტას მასშტაბით დაიწყეს.

აღმოჩენა გამოქვაბულ სტაინაში გააკეთეს, რომელშიც 2008 წელს არქეოლოგებმა ცხოველების ძვლები და ნეანდერტალელებისნეშტები აღმოაჩინეს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორია

რატომ გაიცა 1974 წელს რამზეს II-ის მუმიის სახელზე მოქალაქის დამადასტურებელი მოწმობა?

3 ათასი წლის წინ გარდაცვლილი ძველი ეგვიპტის ყველაზე დიდებული ფარაონი რამზეს II ქვეყანას 66 წლის განმავლობაში მართავდა. მის სახელს ერთი საინტერესო ფაქტი უკავშირდება, რამზეს II-ის მუმიის სახელზე მოქმედი მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობაა გაცემული.

რამზეს II ქალაქ თებეს მოპირდაპირე მხარეს მდებარე მეფეთა ველზე, აკლდამაში დაკრძალეს. თუმცა, შემდეგ ქურუმებმა დეირ ელ-ბაჰარის მუმიების საცავში გადაასვენეს. საბოლოოდ, მუმია ქალაქ კაიროში მდებარე ეგვიპტის მუზეუმში გადაიტანეს. 1974 წელს კი შენიშნეს, რომ მუმიის მდგომარეობა მკვეთრად უარესდებოდა და გამოსაკვლევად საფრანგეთში გადატანა გადაწყვიტეს.

თუმცა, ეგვიპტის კანონმდებლობის თანახმად, მიცვალებულსაც კი სჭირდებოდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. გარდა ამისა, სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნებისათვის სამართლებრივი დაცვის მექანიზმიც უნდა შექმნილიყო. შესაბამისად, რამზეს II-ის მუმიის სახელზე გაიცა პასპორტი ფოტოსურათითა და მითითებული პროფესიით – მეფე. პარიზის ეთნოლოგიურ მუზეუმში ნეშტის მდგომარეობის გაუარესება კი სოკოვან ინფექციას დააბრალეს. რამზეს II გახდა მსოფლიოში პირველი და უკანასკნელი მუმია, რომლის სახელზეც მოქმედი პასპორტი არის გაცემული.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაისტორიასაქართველოტექნოლოგიები

Georgian Liberty – მოზარდების შექმნილი საიტი ოკუპაციაზე

სამმა 15 წლის მოზარდმა შექმნა საქართველოს უახლესი ისტორიის, ოკუპაციის შესახებ ორენოვანი
საიტი, სახელად Georgian Liberty. საიტზე შეგვიძლია კითხვებზე პასუხების პოვნა, თუ როდის და
როგორ დაიწყო ომი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში? რა ვითარებაა დღეს ამ ტერიტორიებზე?
როგორ მოვედით აქამდე?

საიტის შექმნა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც კითხვებზე შესაბამისი პასუხები დასჭირდათ.
პლათფორმაზე ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ სისტემურად თავმოყრილი, რეალურ ფაქტებზე

დაფუძნებული ინფორმაცია მარტივად აღსაქმელი ვიზუალური მხარით. მოზარდების თქმით: “ერთ-
ერთი მიზეზი, რატომაც დავიწყეთ ეს პროექტი, სწორედ ის იყო, რომ თაობათა ცვლის პროცესში არ

დაიკარგოს ეს ინფორმაცია და არ დავივიწყოთ, რომ აფხაზეთი და ოსეთი საქართველოს ნაწილია”.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიასაქართველო

1772 წელს ერეკლე მეორემ საქართველოში მასობრივი “ვაქცინაცია” დანერგა

არსებობს ისტორიული ცნობა, რომ როდესაც საქართველოში შავი ჭირი და ყვავილის ეპიდემიები
მძვინვარებდა, 1772 წელს ერეკლე მეორემ თავისი ვაჟი იულონი საჯაროდ აცრა ყვავილის
საწინააღმდეგო აცრით. ამას მოჰყვა ასზე მეტი ბავშვის აცრა, რომლებიც მალევე
გამოჯანმრთელდნენ. ინფორმაციას რუსეთის აკადემიის წევრი, იოჰანეს გიულდენშტედტის
ჩანაწერები ადასტურებს.

პროცედურა, რომელიც ცნობებშია აღწერილი, სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვა ხერხით
გამოიყენებოდა და მას დღეს ვარიოლაციის სახელით ვიცნობთ. პროცედურა მოიაზრებს
დაავადებული ადამიანის გამონაყარის ნაცხის შეყვანას ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში.

საბოლოოდ, 1840 წელს ინგლისში ვარიოლაცია აიკრძალა და ოფიციალურად ჩანაცვლდა
ვაქცინაციით. პირველი ვაქცინა კი 1796 წელს შეიქმნა, როდესაც 8 წლის ბიჭს ძროხის ყვავილით
გამოწვეული დაზიანებული კერიდან მიღებული მასალა შეუყვანეს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორია

ახალი აღმოჩენის თანახმად, ვიკინგები ამერიკის კონტინენტზე 1000 წლის წინ დასახლდნენ

როგორც ჩანს, კოლუმბის მიერ ატლანტის ოკეანის გადაკვეთამდე, ამერიკის კონტინენტზე ვიკინგები
სახლობდნენ. ზუსტი ცნობები იმის შესახებ, თუ როდის ეწვივნენ ვიკინგები ამერიკის კონტინენტს,
აქამდე არ არსებობდა. ამაზე მეტყველებს ახალი აღმოჩენა – ხის ჩარჩოებით დაფარული ნაგებობა,
რომელიც ნიუფაუდლენდის ჩრდილოეთით იპოვეს, გვეუბნება, რომ “ახალ სამყაროს” პირველად
ვიკინგებმა მიაღწიეს.

დასახლება 1021 წლითაა დათარიღებული, ზუსტად ათასწლეულის წინ. ეს კოლუმბის პირველ
მოგზაურობამდე 471 წლით ადრეა. დათარიღების ახალი მეთოდი ემყარება ფაქტს, რომ “მზის
ქარიშხალი” წარმოქმნის გამორჩეულ რადიონახშირბადულ სიგნალს ხის წლიური ზრდის რგოლებში
(რადიონახშირბადული დათარიღება არის მეთოდი ორგანული მასალის შემცველი ობიექტის ასაკის
დასადგენად). აღმოჩენილი ხის მასალის შესწავლისას, კვლევამ აჩვენა, რომ ხეები სწორედ ამ
პერიოდისთვის მოიჭრა. ფაქტია, რომ ნაგებობის სტრუქტურები გრენლანდიისა და ისლანდიის
სკანდინავიურ შენობებს წააგავდა.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიასაქართველო

თბილისის საბჭოთა მიწისქვეშეთი

თბილისის ქუჩების ქვეშ მდებარეობს საბჭოთა პერიოდის საკნების, გვირაბების, ბომბსაფრების მასშტაბური ქსელი, რომელთა შესახებ ადგილობრივმა მოსახლეობამ ბევრი არაფერი იცის. გვირაბების შესასვლელები კი გამვლელთა უმრავლესობისთვის შეუმჩნეველია.

თბილისის მიწისქვეშეთის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია მწირია. თუმცა, თუ ჟურნალისტ ემილ ავდალიანს დავეყრდნობით, მიწისქვეშეთის მნიშვნელოვანი ნაწილის მშენებლობა უკავშირდება ლავრენტი ბერიას სახელს. არსებობს მოსაზრება, რომ მიწისქვეშა გზები უშიშროების სამსახურის შტაბ-ბინას აკავშირებდა ქალაქის რკინიგზის სადგურთან, საიდანაც შესაძლოა ითქვას, რომ გვირაბს იყენებდნენ პატიმრების ტრანსპორტირებისთვის.

მინიატურული ქალაქი მიწისქვეშ, ნაკაწრები საკნებში, ცივი ომის პერიოდის ბომბსაფრები და კიდევ მრავალი სხვა რამ საიდუმლოებით მოცულ და ბნელ საბჭოთა წარსულში გვაბრუნებს

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ემიგრანტიისტორია

გურული მოჯირითეები XIX ს-ის ამერიკაში, რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკეს

გურული მოჯირითეები ამერიკაში — სწორედ ასე უწოდებენ რუსეთის იმპერიიდან წასული ქართველების ჯგუფს,   რომელმაც მეცხრამეტე საუკუნის ამერიკა აალაპარაკა და მათი სახელ დღემდე სათანადო ადგილს იკავებს ისტორიულ ფურცლებზე. ადამიანები, რომლებიც 1892 წლიდან აშშ-ში გამართულ ველური დასავლეთის შოუებში – „Wild West Shows“  მონაწილეობდნენ,  მას შემდეგ გაუდგნენ უჩვეულო გზას, რაც ბათუმში ცნობილი ამერიკელი შოუმენის  – ბუფალო ბილის წარმომადგენელი, იმპრესარიო თომას ოლივერი ჩამოვიდა და შოუსთვის ცხენოსნები ამოარჩია.

ოლივერმა აშშ-ს კონსულთან მისი მდგმური და მდივანი, ჩიბათელი კირილე ჯორბენაძე გაიცნო, რომლის დახმარებითაც გურიაში ათკაციანი გუნდი შეკრა ივანე მახარაძის მეთაურობით. პირველი ჯგუფი ამერიკაში 29 მარტს ჩავიდა გემით „ჩესტერი“ . საიმიგრაციო დეკლარაციაში მათი პროფესიის ველებში მხედარი ფიქსირდება, თუმცა ოდნავ მოგვიანებით მათ არტისტებსაც უწოდებდნენ.

უცნაურია, მაგრამ ქართველებს ამერიკაში „რუსი კაზაკების“ სახელით მოიხსენიებდნენ და ეს არ იყო შეცდომის ნაყოფი, არამედ კომერციული გათვლა, ვინაიდან გურულებს კაზაკობის თამაში არ უჭირდათ, ისინი კარგად იცნობდნენ რუსებს და კონკრეტულად კაზაკებსაც, რომელთა 50-მდე კომლი გურიაშიც სახლობდა. პრესაში თავად თომას ოლივერი  ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ეს ადამიანები იყვნენ ზაპოროჟიელი კაზაკები, რომელთა სახელიც ბაირონმა უკვდავყო პიესაში „მაზეპა“. თავად მხედრებიც ყვებოდნენ საკუთარი გამოგონილი გმირობების შესახებ. გურულებს ჭრელ ფერებში შეკერილი ჩოხები ეცვათ და ესეც შოუს კომერციული ნაწილი იყო. ხშირად მოჯირითეებს პრინცებად და პრინცესებადაც მოიხსენიებდნენ.

ამერიკაში საჯირითო სეზონი მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით გრძელდებოდა. ზამთარში მოჯირითეები შინ ბრუნდებოდნენ, ან ამერიკაში რჩებოდნენ, თუმცა უხელფასოდ. გურული მხედრები ჯირითის დროს იშვიათი ილეთებით გამოირჩეოდნენ და დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ. მათი შოუს აუცილებელი ატრიბუტი იყო ცეკვები, სიმღერა, იარაღი და ტანისამოსი. ქართველმა მხედრებმა დიდი გავლენა მოახდინეს ადგილობრივ კოვბოებზე. ამ შოუების აქტიური მაყურებლები იყვნენ აშშ-ის პრეზიდენტები, ვუდრო ვილსონი და თეოდორ რუზველტი, რომელმაც ერთ-ერთ ქართველ მოჯირითეს –  გიორგი ჩხაიძეს, საჩუქრად ლანგარი და ბეჭედი გადასცა. სამშობლოში დაბრუნებულ ჩხაიძეს საბჭოთა ხელისუფლებისგან პატიმრობა ემუქრებოდა და იძულებული გახდა, ბეჭედი გაეყიდა.

აღსანიშნავია, რომ ცნობილ მხედრებს შორის იყვნენ ქალბატონებიც, რომელთა სახელებიც ისტორიას შემორჩა, წყაროები ადასტურებს, რომ ფრიდა მგალობლიშვილი, ქრისტინე ცინცაძე, მარო და ბარბალე ზაქარეიშვილები საკმაოდ წარმატებულები იყვნენ თავიანთ სფეროში.

სპირველმა მსოფლიო ომმა წერტილი დაუსვა გურული მოჯირითეების მოღვაწეობას აშშ-ში. ომის გამო დაიკეტა საზღვრები და როგორც ამერიკაში წასვლა, ასევე ევროპაში მოგზაურობა შეუძლებელი შეიქნა. გურულები, რომლებიც დარჩნენ ამერიკაში, სამშობლოში მხოლოდ ომმის შემდეგ დაბრუნდნენ. ბევრმა მოჯირითემ ამერიკული ოჯახი შექმნა და სამუდამოდ იქ დარჩა. 1917 წლის რუსეთის რევოლუციის შემდეგ, ამერიკას მიაწყდა ნამდვილი კაზაკების დევნილი ჯგუფები. მათ ჩაანაცვლეს შოუებში გურულები, რომლებიც უკვე ასაკში იყვნენ შესულები და აღარ ჰქონდათ ძველებური ენერგია.

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორია

ისრაელის ჩრდილოეთ სანაპიროზე მოყვარულმა მყვინთავმა ხმალი იპოვა, რომელიც 900 წლის წინ, სავარაუდოდ, ჯვაროსან რაინდს ეკუთვნოდა

ისრაელის ჩრდილოეთ სანაპიროზე მოყვარულმა მყვინთავმა ხმალი იპოვა, რომელიც 900 წლის წინ, სავარაუდოდ, ჯვაროსან რაინდს ეკუთვნოდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

ერთი მეტრის სიგრძის ხმალი შლომი კაცინმა აღმოაჩინა და ის ისრაელის ანტიკვარიატის სამმართველოს (IAA) გადასცა.

„ხმალი, რომელიც შესანიშნავ მდგომარეობაშია, ლამაზი და იშვიათი აღმოჩენაა და აშკარად ჯვაროსან რაინდს ეკუთვნოდა. ამაღელვებელია ასეთი საგნის აღმოჩენა, რომელიც 900 წლით უკან, სხვა ეპოქაში გაბრუნებს“, – აღნიშნა ისრაელის ანტიკვარიატის სამმართველოს (IAA) ინსპექტორმა, ნირ დისტელფელდმა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორია

ვაქცინის განვითარების ისტორია

ინგლისელმა ექიმმა, ედუარდ ჯენერმა მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ისტორიაში პირველი, ყვავილის აცრა შექმნა. მან 1796 წელს 8 წლის ბიჭს ძროხის ყვავილით გამოწვეული დაზიანებული კერიდან მიღებული მასალა შეუყვანა. მას შემდეგ ვაქცინამ განვითარების ხანგრძლივი გზა გამოიარა.
1853 წელს ყვავილის აცრას მოჰყვა ბრიტანეთში პირველი ანტივაქსერული მოძრაობა, 1885 წელს საფრანგეთში ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა და სხვა მრავალი. შედეგად, დღეს ვაქცინით მართვადი ბევრი დაავადება არსებობს. არ დაგვავიწყდეს, რომ 2020-21 წლებში COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიქმნა და ამავე წლის ოქტომბერში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მალარიის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა დაამტკიცა.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიასაქართველო

“თინათინის გამეფება” ახალი ზელანდიის ერთ დოლარიან მონეტაზე გამოჩნდა

ახალზელანდიური ერთდოლარიანის რევერსზე დაიბეჭდა თინათინის გამეფების სცენა შოთა რუსთაველის პოემიდან. ეს არის სერიის პირველი მონეტა პროექტიდან ,,ვეფხისტყაოსანი”, რომელიც ქართველ ხელოვანებს ეკუთვნის. ვერცხლის საკოლექციო მონეტა 31.1 გრამს იწონის და მისი მხატვარ-ილუსტრატორი მამუკა მიქელაძეა, მონეტის საკოლექციო რაოდენობა შეადგენს 1000 ერთეულს.
ლიეტუვის ზარაფხანის მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა ავსტრიაში მცხოვრებმა ქართველმა დიზაინერმა და ფოტოგრაფმა ივა ჯანეზაშვილმა, პროექტის იდეის ავტორიც სწორედ ის არის.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 13 14 15 16 17 33
Page 15 of 33