close

ისტორია

ისტორია

ვისკის ომი კანადასა და დანიას შორის

ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში კანადასა და გრენლანდიას, დანიის დაქვემდებარებაში მყოფ
ტერიტორიას, შორის დაუსახლებელი ჰანსის კუნძული მდებარეობს. საერთაშორისო სამართლის
მიხედვით, ორივე სახელმწიფოს აქვს უფლება მის საკუთრებად გამოაცხადოს კუნძული, რადგან ის
ხვდება ორივე სახელმწიფოს სანაპიროდან 12 საზღვაო მილის რადიუსში.
მიუხედავად კუნძულის ფართობის სიმცირისა, ის მაინც გახდა კანადასა და დანიას შორის დავის
მიზეზი, სახელმწიფოებს კი საინტერესო ბრძოლის მეთოდები ჰქონდათ. საკითხი გააქტიურდა 1973
წელს, მაგრამ მოსაგვარებლად გადადება მოუწიათ. მშვიდი დიპლომატიური წლები შედარებით
დაიძაბა 1984 წელს, როდესაც კანადის ჯარებმა გადაწყვიტეს კუნძულის მონახულება, აღმართეს
მათი ქვეყნის დროშა და დატოვეს კანადური ვისკი. ამას მოჰყვა იგივე პასუხი დანიელებისგან, თუმცა
ამ შემთხვევაში შნაპსი წარწერით: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დანიის კუნძულზე“. შემდეგ
რამდენიმე თვეში ერთხელ თითოეული მხარე პერიოდულად ჩადიოდა კუნძულზე და იგივე
პროცედურას ახორციელებდა.
2015 წელს წამოაყენეს წინადადება, რომ კუნძული გახდეს ორი ქვეყნის კონდომინიუმი, ორი
დროშის ქვეშ.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორია

ბაბილონელები პითაგორას თეორემას პითაგორამდე 1000 წლით ადრე იყენებდნენ

3 700 წლით დათარიღებული ფირფიტით მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ბაბილონელებმა პითაგორას თეორემა პითაგორამდე 1 000 წლით ადრე იცოდნენ.
ფირფიტის სახელია Si.427 და მას უძველეს დროში იყენებდნენ საზღვრების ზუსტად გასავლებად. ფირტიტაზე მათემატიკური ცხრილი ამოტვიფრულია ლურსმნულით და გვაძლევს ინფორმაციას, თუ როგორ შექმნას ზუსტი მართკუთხა სამკუთხედი. ფირფიტა ნამდვილად წარმოადგენს გამოყენებითი გეომეტრიის უძველეს ნიმუშს.
Si.427 ფრანგული ექსპედიციის ფარგლებში იქნა ნაპოვნი ერაყის ტერიტორიაზე 1894 წელს, ამჟამად სტამბოლის არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება. თუმცა, მეცნიერებმა მისი ამოხსნა ახლახან შეძლეს.
ავსტრალიის ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის მათემატიკოსმა, დენიელ მესნფილდმა 2017 წელს აღმოაჩინა ფირფიტა იმავე პერიოდიდან, სახელწოდებით Plimpton 322 და კიდევ ერთი ცხრილით. თუმცა, მხოლოდ Si.427-ის სამეულების ნახვის შემდეგ გახდა შესაძლებელი იმის მიხვედრა, რომ ბაბილონელები ელემენტარულ ტრიგონომეტრიულ თეორიებს მიწის ნაკვეთების გასანაწილებლად იყენებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ მიწის გაყოფის მიზეზები Si.427-ზე ნათელი არ არის, მესნფილდი მიიჩნევს, რომ მასზე აღნიშნულია დავა საზღვარზე არსებული ფინიკის პალმების გამო. დიდი ხნის მანძილზე არსებობდა მოსაზრება, რომ ბერძნებმა მათემატიკური სწავლება ეგვიპტელებისგან, ეგვიპტელებმა კი ბაბილონელებისგან მიიღეს. თუმცა, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს თეორიული განათლების დონე.

წყარო:eurekalert.org
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიასაქართველო

ქართველმა სპეციალისტებმა ძეგლი -“აბულმუგის” აბანო დაუშლელად გადაიტანეს

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის  ახალი სიცოცხლე დაიწყო – „აბულმუგის“ სპარსული აბანოს უსაფრთხო ტერიტორიაზე გადატანა წარმატებით დასრულდა. საუკუნოვანი ისტორიის მქონე ძეგლი, რომელიც განადგურების პირას იყო მისული, ბიზნესის სექტორისა და აქტივისტების თანამშრომლობით ავთენტური სახით ახლა ვიზიტორებს ელოდება. თუმცა, მანამდე იყო მრავალწლიან ბრძოლა, ბრძოლა მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ნაგებობის გადასარჩენად, რომელშიც „საყდრისის კომიტეტი“ და RMG იყვნენ ჩართულნი.

„აბულმუგის“ აბანო გვიანი შუა საუკუნეებისთვის (XVII – XVIII ს.ს.) დამახასიათებელ სპარსულ ნაგებობას წარმოადგენს, გათხრების დროს აბანოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია რუსუდანის მონეტა, ასევე მოჭიქული ჭურჭლის ნატეხები (ინახება ეროვნულ მუზეუმში). ექსპედიციის მუშაობისას ძეგლზე წყალგაყვანილობის სისტემებიც დადასტურდა. აბანოს ახლოს შესწავლილი იყო თონე, რომელიც აბანოს დანგრევის შემდეგ ყოფილა გამართული.

პირველი გამაგრებითი საკონსერვაციო სამუშაოები ძეგლზე გასული საუკუნის 1970- იან წლებში ჩატარდა, თუმცა 2018 წლისთვის აბანოს მდგომარეობა საგანგაშო იყო.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიასაქართველო

წყალქვეშა სოფელი ჟინვალის წყალსაცავიდან

ჟინვალის წყალსაცავში წყლის დონის კლებასთან ერთად XII საუკუნის ეკლესია და რამდენიმე
სოფლის ნაკვალევი ჩნდება, რომელიც ახლა წყალქვეშა სოფელი გამხდარა. ტაძრის ნანგრევები და
საფლავის ქვები მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში ამოყოფს თავს.
ისტორიული სამოსახლო უკვე წლებია რაც წყლით არის დაფარული. წყლის ზემოთ აქ მხოლოდ ერთი
ნაგებობის დანახვა შეგვიძლია და ისიც რამდენიმე თვით, სახელად ჯვარიპატიოსანი.
ჟინვალის წყალსაცავის აშენების შემდეგ მოსახლეობის ნაწილი სხვადასხვა სოფელში გადასახლდა,
კერძოდ, არანისსა და ბიჩნიგაურთკარს შორის, ხოლონაწილი კი – სოფელ ჩინთის მახლობლად.
მიცვალებულთა გადასვენება სრულად ვერ მოხერხდა, სწორედ ამიტომ ჟინვალის წყალსაცავში
წყლის დონის კლების შემდეგ საფლავის ქვების დანახვა არ გაგიკვირდეთ.
წყალსაცავის მშენებლობა 1974 წელს დაიწყო და სოფლებიც დატბორვის ზონაში მოექცა.
ექსპლუატაციაში გაეშვა 1985 წელს და მისი დანიშნულება თბილისისა და მცხეთის სასმელი წყლით
მომარაგებაა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიაკვლევებიმსოფლიო

კვლევა – ჩინეთში ლუდის დალევის ტრადიცია 9 000 წლის წინ არსებობდა!

უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ ალკოჰოლური სასმელები მნიშვნელოვან სოციალურ-კულტურულ ფუნქციას ასრულებდა ძველ საზოგადოებაში, მათ შორის რიტუალურ დღესასწაულებზე. ახალი კვლევის თანახმად, 9000 წლის წინ ჩინეთში ლუდის დალევის ტრადიცია დასტურდება, რომელიც სავარაუდოდ გარდაცვლილთა რიტუალის ნაწილი იყო.

აღნიშნული დასკვნები უძველესი ქოთნების ანალიზს ემყარება, რომელიც ქიაოტუუს სამარხში აღმოაჩინეს. უძველესი ქოთნები ადამიანის ხელით შექმნილი თხრილის პლატფორმაზე იპოვეს. მეცნიერებმა, გარდა კერამიკული ჭურჭლისა, სამარხში ორი ადამიანის ჩონჩხსაც მიაკვლიეს. ზოგიერთი ჭურჭელი თეთრად იყო შეღებილი, ნაწილი კი – აბსტრაქტული დიზაინით მორთული. კვლევის თანახმად, ეს არტეფაქტები სავარაუდოდ მსოფლიოში ყველაზე ადრეული მოხატული ჭურჭელია.

მკვლევართა ჯგუფმა ქიაოტუში აღმოჩენილი სხვადასხვა სახის ჭურჭელს ჩაუტარა ანალიზები. იმის დასადასტურებლად, რომ ჭურჭელი ალკოჰოლის დასალევად იყო გამოყენებული, მეცნიერებმა მიკროფოსილების ნაშთები, სახამებელი, ფიტოლიტი და ქოთნებს შიგნით არსებული სოკოები შეისწავლეს. შედეგად, ჭურჭელში სწორედ ის ნაწილაკები აღმოჩნდა, რომლებიც ლუდის დუღილის ნარჩენებს შეესაბამება და ბუნებრივად არ გვხვდება ნიადაგში ან სხვა არტეფაქტებში.

“ქიატოუს ქოთნების ნაშთების ანალიზი ადასტურებს, რომ კერამიკული ჭურჭელი ლუდის შესანახად გამოიყენებოდა. რა თქმა უნდა, ეს უძველესი ლუდი ზუსტად ისეთი არ იქნებოდა, როგორიც დღეს გვაქვს, მაგრამ ძირითადი მახასიათებლები მაინც საერთოა” – ამბობს კვლევის თანაავტორი ჯიაჯინგ ვანგი.

ამასთან, ქოთნის ნამსხვრევებში ბრინჯის ქერქისა და სხვა მცენარეების ფიტოლიტები იქნა აღმოჩენილი. ისინი, შესაძლოა, ლუდს დაემატოს, როგორც დუღილისთვის საჭირო ერთ-ერთი საშუალება. თანაც 9000 წლის წინ ბრინჯის ათვისების კულტურა საწყის ეტაპზე იყო და საკმაოდ დიდ შრომასთან ასოცირდებოდა. აქედან გამომდინარე, ქიაოტუში ლუდი რიტუალურად მნიშვნელოვანი სასმელი იყო.

გარდა ამისა, ქოთნების ნაშთების ანალიზმა ობის კვალიც დაადასტურა, რომელიც ასევე ლუდის წარმოების პროცესში მონაწილეობდა. თანაც, ქოთნებში ნაპოვნი ფორმა ძალიან წააგავდა ყალიბს, რომელიც აღმოსავლეთ აზიაში საკესა და სხვა ფერმენტირებული ბრინჯის სასმელების დასამზადებლად გამოიყენებოდა.

“ჩვენ არ ვიცით, როგორ შექმნეს ადამიანებმა ეს ყალიბები 9000 წლის წინ, რადგან დუღილი შეიძლება, ბუნებრივად მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ ძველმა ხალხმა ბიოქიმია არ იცოდა, რომელიც მარცვლეულთანაა დაკავშირებული, ისინი აშკარად აკვირდებოდნენ დუღილის პროცესს და ცდების შედეგად საბოლოო სახემდე მივიდნენ” – აღნიშნავს ვანგი.

იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ჭურჭელი სამარხების მახლობლადაა ნაპოვნი, ლუდის კულტურა გარდაცვლილთა რიტუალს უკავშირდებოდა. ასევე, მკვლევრების ვარაუდის თანახმად, სარიტუალო სმა სოციალურ ურთიერთობებსა და თანამშრომლობას უკავშირდებოდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორია

ჰომინიდების გავრცელების ახალი კერა სოფელ ოროზმანთან

მუზეუმის მკვლევართა გუნდმა ახალი აღმოჩენა გააკეთა. დმანისის მუნიციპალიტეტში,  სოფელ ქვემო ოროზმანთან, ნაპოვნია საქართველოში აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთ ჰომინიდების გავრცელების ახალი კერა, რომელიც დათარიღებულია 1.77-1.84 მილიონი წლით.

განამარხებულ ცხოველთა ნაშთებთან ერთად აღმოაჩინეს არტეფაქტები – ქვის იარაღები, ანატკეცი და ა.შ. ექსპედიციის ხელმძღვანელი გიორგი ბიძინაშვილი განმარტავს, რომ ძეგლი თარიღით დმანისის ძველი აღმოჩენის თარიღს ემთხვევა და იარაღებიც თითქმის იდენტურია.

აფრიკის შემდეგ ჰომინიდების ყველაზე ძველი ნაშთები სწორედ დმანისშია აღმოჩენილი, ოროზმანის აღმოჩენა კი ნამდვილად დიდ ინტერესს გამოიწვეს ქართველ და უცხოელ სპეციალისტებში, რადგან ოროზმანი ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას შეიცავს და მტკიცდება, რომ დმანისის ტერიტორია და სამხრეთ კავკასია მასიურად იყო ათვისებული აფრიკიდან ევრაზიაში მიგრირებული უძველესი ჰომინიდების მიერ.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაისტორიაკულტურა

ადამიანები, რომლებიც პაპირუსის ქაღალდს ისევ ამზადებენ

ვინ არიან ადამიანები, რომლებიც უძველეს ქაღალდს, რომელთან ეგვიპტელი ფარაონები იყენებდნენ, დღესაც ამზადებენ? ეგვიპტის ერთ სოფელში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ისევ ამზადებენ უძველეს პაპირუსის ქაღალდს ძველი ეგვიპტიდან.

5 000 წლის წინ ფარაონებმა არ იცოდნენ თანამედროვე ფურცლის დამზადების ტექნოლოგია, მათ კი სჭირდებოდათ რაღაც, რაზე დაწერასაც შეძლებდნენ, ამიტომ მათ დაიწყეს პაპირუსის მცენარის გამოყენება.

როგორც კი იაფი თანამედროვე ფურცლის გამოყენება დავიწყეთ, პაპირუსი უსარგებლო გახდა, მაგრამ ეგვიპტის ამ პატარა სოფელში ტრადიცია გრძელდება. ხოლო რაც შეეხება პაპირუსის ქაღალდის დამზადების ტექნიკას, პირველ რიგში იჭრება პაპირუსი თანაბარ ზომებად, რასაც შემდეგ ასველებენ რამდენიმე დღის განმავლობაში, შემდეგ თითოეულ ზოლს ხელით ალაგებენ ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად, წურავენ და აშრობენ დღეების განმავლობაში იმისათვის, რომ პაპირუსის ქაღალდი მიიღონ.

სოფელში ამბობენ, რომ სიტყვა ,,paper” მომდინარეობს სიტყვა ,,papyrus”-დან. თანამედროვე ფუცლები კი დღეს გაცილებით იაფია და ადამიანები, რომლებიც პაპირუსის ქაღალდს ყიდულობენ არტისტები ან ტურისტები არიან, რომლებიც ეგვიპტეს სტუმრობენ.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორია

იცოდით, რომ დღეს იტალიაში ოფიციალური მეფე არსებობს?

იცოდით, რომ დღეს იტალიაში ოფიციალური მეფე არსებობს? თუმცა, აქ რაღაც არაორდინალურს ნამდვილად აქვს ადგილი. მეფეს არ აქვს გვირგვინი, სასახლე, არც ოქრო და არც მოსამსახურეები ჰყავს, როგორც ჩვეულებრივ. ის არ ატარებს დროს ლამაზ სასახლეში, მხოლოდ მის ბაღსა და რესტორანში. ასევე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლია ტურისტს მასთან სტუმრობა.
ტონინო ბერტოლეონი(Tonino Bertoleoni) როგორც აღმოჩნდა არის ყველაზე პატარა სამეფოს მფლობელი. ერთ დღეს ტონინოს დიდმა ბაბუამ, ჯუზეპე ბერტოლეონმა თავის მეგობარს, სარდინიის მეფეს ხუმრობით ჰკითხა, შეეძლო თუ არა მისი გამეფება. მისდა გასაკვირად სარდინიის მეფემ მიიღო შემოთავაზება და ჯუზეპე მაშინდელი დაუსახლებელი სარდინიის ჩრდილო -აღმოსავლეთ კუნძულის მეფეც გახდა, სახელად ტოვოლარას სამეფო. ასე იქცა ჯუზეპე ბერტოლეონის ოჯახის ყველა შთამომავალი სამეფო ოჯახის წევრად.
აღსანიშნავია, რომ მან ასევე მიიღო ოფიციალური აღიარება ინგლისის დედოფლისგან.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქიტექტურა/დიზაინიისტორიაკულტურასაქართველო

„ფორბსმა“ ვარძია ყველაზე შთამბეჭდავ მოსანახულებელ მიმართულებად დაასახელა

“ფორბს ესპანეთი“ შვიდ შთამბეჭდავ მიმართულებას ასახელებს, რომლის მონახულებაც „კოვიდ-19“-ის პირობებშიც შესაძლებელია. პოპულარული გამოცემა მკითხველს ირლანდიის, ნამიბიის, ბოლივიის პარალელურად, საქართველოში ვარძიის მონახულებას ურჩევს.

„ეს მისტიკური XII საუკუნის ადგილი, ჯავახეთში, ასპინძის რაიონში, ზღვის დონიდან 1300 მეტრზე მდებარეობს. მსოფლიოში ერთ -ერთი ულამაზესი გამოქვაბული ქალაქი, სადაც შესაძლებელია ღრმა ჩაძირვა კლდოვან მთაში საიდუმლო გადასასვლელებით. 300-მდე დარბაზი შემორჩა საუკუნეებს, ასევე სარწყავი მილები, რომლებიც დღემდე ფუნქციონირებენ, 15 ეკლესია მოჩუქურთმებული ქვაში და 28 მარანი მათი თიხის ქოთნებით. გარდა ამისა, მისი გალერეებისშესწავლისას შესაძლებელია მეფე გიორგისა და მისი ქალიშვილის თამარის პორტრეტის პოვნა, რომელიც დაკავშირებულია ვარძიის მონასტრის ისტორიასთან“, – აღნიშნულია სტატიაში.

„ფორბსის“ ესპანური გამოცემა მკითხველს ვარძიაში მოსახვედრად საქართველოში არსებულ კოვიდშეზღუდვებს აცნობს და წერს, რომ საჭიროა სრული ვაქცინაციის საბუთი და უარყოფითი პისიარტესტი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ 2021 წლის იანვრიდან მარტამდე, მსოფლიოში გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით 180 მილიონით ნაკლები საერთაშორისო ტურისტული მოგზაურობა განხორციელდა. ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) ეს მონაცემები ადასტურებს „კოვიდ-19“-ის შედეგს, რამაც 2020 წელი მსოფლიოს ინდუსტრიისათვის ყველაზე უარესი წელი გახადა – საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობა 73%-ით შემცირდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიაკულტურა

რატომ შეიძლება დაკარგოს სტოუნჰენჯმა მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი?

გაერთიანებული სამეფოს კულტურულმა ღირსშესანიშნაობამ, როგორიცაა სტოუნჰენჯი, შესაძლოა დაკარგოს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი. UNESCO-ს წარმომადგენელთა უკმაყოფილება გამოიწვია სტოუნჰენჯის მიმდებარედ 3.2 კილომეტრი სიგრძის მქონე საავტომობილო გვირაბის გაყვანის პროექტის დამტკიცებამ. ისინი მიიჩნევენ, რომ შემოვლითი გზა კულტურულ ძეგლს მნიშვნელოვანი საშიშროების წინაშე დააყენებს. რის გამოც შესაძლოა, სტოუნჰენჯი “საფრთხის ქვეშ მყოფთა” სიაში შეიტანონ, ხოლო შემდეგ დაკარგოს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი.
კულტურულ ღირსშესანიშნაობას სტატუსი მინიჭებული აქვს 1986 წლიდან. უნდა აღინიშნოს, რომ საპორტო ქალაქი ლივერპული უკვე ამოიღეს მსოფლიო მემკვიდრეობის სიიდან, რისი მიზეზიც სანაპიროზე ვიქტორიანული ეპოქის ნავსადგურების მახლობლად ახალი შენობების, ასევე საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა გახდა. უკანასკნელ 50 წელში ეს პირველი მსგავსი შემთხვევა იყო.
გვირაბის მშენებლობა 2023 წელს უნდა დაიწყოს და გაგრძელდეს შემდეგი 5 წლის განმავლობაში, ხოლო ბიუჯეტი შეადგენს 1.7 მილიარდ გირვანქა სტერლინგს. შემოვლითი გზის მშენებლობამ უნდა გადაჭრას უილტშირის საგრაფოს ტერიტორიაზე საცობებისა და გადატვირთული გზების პრობლემა.

წყარო:theguardian.com
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 14 15 16 17 18 33
Page 16 of 33