close

ისტორია

ისტორიაკულტურასაქართველო

ქართველი ემიგრანტი, რომელმაც ამერიკას შობა აჩუქა – სახლიდან გაპარული რაჭველი ბიჭის გზა თავბრუდამხვევ ამერიკულ ცხოვრებამდე

2018 წელს ემიგ­რა­ცი­ის მუ­ზე­უმს რუ­სუ­დან წე­რე­თე­ლის ოჯახ­მა გა­დას­ცა ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტის, ჯორჯ კო­ბის სა­ა­ხალ­წლო ნაძ­ვის ხის ორი­გი­ნა­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბი. ამ სა­თა­მა­შო­ე­ბით გი­ორ­გი და მისი მე­უღ­ლე ჰე­ლე­ნი, სა­ა­ხალ­წლოდ ნაძ­ვის ხეს რთავ­დნენ.

გუ­რამ შა­რა­ძის სა­ხე­ლო­ბის ქარ­თუ­ლი ემიგ­რა­ცი­ის მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რი რუ­სუ­დან კო­ბა­ხი­ძე იმ ადა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ ყვე­ბა, რო­მე­ლიც ნიუ იორკში რა­ჭი­დან წა­ვი­და და ამე­რი­კე­ლებს შობა აჩუ­ქა…

“ჯორჯ კობი ამე­რი­კა­ში მი­ნის მრეწ­ვე­ლი იყო, მი­ლი­ო­ნე­რი, რო­მელ­საც ძა­ლი­ან დიდი მრეწ­ვე­ლო­ბა ჰქონ­და. ნაძ­ვის ხის სა­თა­მა­შო­ე­ბის გა­მოშ­ვე­ბა მან 1940-იან წლებ­ში და­ი­წყო. მა­ნამ­დე ამ­ზა­დებ­და სა­მე­დი­ცი­ნო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ამ­პუ­ლებს, კოლ­ბებს ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის­თვის. მან­ვე და­ამ­ზა­და ალექ­სან­დრე ქარ­თვე­ლის მიერ შექ­მნი­ლი თვითმფრი­ნა­ვის ზემ­ტკი­ცე მი­ნის კა­ბი­ნა, გი­ორ­გი მა­ჩა­ბე­ლის მიერ შექ­მნი­ლი პირ­ვე­ლი ამე­რი­კუ­ლი სუ­ნა­მოს ფლა­კო­ნე­ბი.

ოთხი ქარ­თვე­ლი ამე­რი­კა­ში ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნის აღმშე­ნებ­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ და ძა­ლი­ან დიდი კვა­ლი და­ტო­ვეს: ალექ­სან­დრე ქარ­თვე­ლი, გი­ორ­გი მა­ჩა­ბე­ლი, ჯორჯ კობი და ჯორჯ ბა­ლან­ჩი­ნი.

 

გრიგოლი (გიგო) დაიბადა 1883 წელს ამბროლაურის რაიონის სოფელ თხმორში, გლეხ დავით კობახიძის ოჯახში. დაწყებითი განათლება სოფლის მღვდელთან მიიღო. 10 წლისა შინიდან გაიპარა, ბორჯომში ჩავიდა, სადაც მინის ქარხანაში მისი უფროსი ძმა ლევანი (ლეონტი) მუშაობდა. იქ 4 წელი დაყო. გარჯითა და შრომისმოყვარეობით მალე მოიპოვა ავტორიტეტი. დაეუფლა ყველა ტექნოლოგიას, რაც ქარხანაში იყო. გამომგონებლობის ნიჭიც აღმოაჩნდა – შეიმუშავა პროდუქციის გაზრდის მეთოდი. ქარხნის გამგებელმა, გერმანელმა შუმანმა ბიჭი ბორჯომის მეპატრონეს, დიდ მთავარ მიხეილსა და მის მეგობარ კონსტანტინე მუხრან-ბატონს წარუდგინა. ქებითა და ფულადი ჯილდოთი წახალისებული გიგო ჯერ თბილისის, 1902 წელს ოდესის, 1903 წელს – კრასნოდარის გუბერნიაში, დომბასის სამრეწველო ცენტრ კონსტანტინოვკის მინის ქარხანაში ჩავიდა. იქ გაიცნო და დაქორწინდა დაშა ნოდვიკოვაზე.

1903 წელს გრიგოლი პოლონეთის გავლით გერმანიაში  ჩავიდა, მიუნხენში დასახლდა და იქ შუშის პროდუქციის დამამზადებელი პატარა საწარმო შექმნა.

1909 წელს კი მეუღლესთან ერთად  საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა, სადაც რაჭველ მეპურეებს შეაფარა თავი და მათი დახმარებით ნიუ-იორკში მოეწყო, სადაც პურის ცხობით ირჩენდა თავს. 9 წელი მეუღლესთან ერთად მუშაობდა ”ჯენერალ ელექტრონიქსის” ფირმაში, ამავე პერიოდებში გამომგონებლური ნიჭის მქონე გრიგოლმა საკუთარი ხელით შექმნა საწერკალამი.

1919 წელს მასაჩუსეტსის შტატში, ბოსტონთან, ეტლებოროში დიდი ქარხანა გამართა. 1922 წლიდან მისმა ფირმამ The Cobi Glass Produkts Company-მ აღმოსავლეთ შტატების სამრეწველო ცხოვრებაში სახელი გაითქვა. 1929 წელს წარმოების საქონელბრუნვა 15 მილიონ დოლარს აღწევდა, შემოსავალი კი  4 მილიონს,  რითიც  ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის სტატუსი მოიპოვა.  მილიონერის სტატუსის მიუხედავად, უსაქმოდ არასოდეს მჯდარა – მისი 60-ზე მეტი პატენტი პრესტიჟს მატებდა წარმოებას.

გრიგოლ კობახიძე საქართველოს დამოუკიდებლობას აღტაცებით შეეგება. სამშობლოში დაბრუნება და ქვეყნის სამსახურში ჩადგომა სურდა, მაგრამ 1919-21 წლებში მისი ბიზნესი ჯერ კიდევ ფეხს იდგამდა. ოკუპაციის შემდეგაც ცდილობდა სამშობლოს დახმარებას. “ნეპი” (“ახალი ეკონომიკური პოლიტიკა”, რომელიც სსრკ-ში გამოცხადდა 20-იან წლებში) ხელს უწყობდა უცხოურ კონცესიებს, ამიტომ ხელისუფლებას მინის დიდი ქარხნის მშენებლობა შესთავაზა. მოსთხოვეს კაპიტალის ჩადება, მაგრამ გრიგოლი არ დათანხმდა, – მას თვითონვე სურდა მშენებლობისათვის ეხელმძღვანელა, რადგან ფულს ვერ ანდობდა ბოლშევიკებს.

1925 წელს სამშობლოში ჩამოვიდა, ფეხით გაიარა ის გზა, რომელიც პატარა ბიჭმა განვლო 33 წლის წინ. სახლი აუშენა იმ ოჯახს, ვინც მაშინ ბავშვს ღამე გაათევინა და მოუარა, დედას კი ბავშვობაში შეპირებული 10000 მანეთის საჩუქრები ჩაუტანა. მეორედ 1928 წელს ეწვია საქართველოს. 4 წელიწადში ბევრი რამ გაუკეთა რაჭას. დაეხმარა მრავალ გაჭირვებულ ოჯახს, სოფელ თხმორს აუშენა სკოლა, აფთიაქი, მდინარე შარეულაზე გადო ორი ხიდი, შეაკეთა ეკლესია და მღვდლის სახლი, გახსნა სავაჭროები, მოამარაგა საქონლით და მოაგვარა მრავალი წვრილმანი პრობლემა. მასთან დახმარების სათხოვნელად, არა მარტო რაჭისა და იმერეთის სოფლებიდან, არამედ – ქუთაისიდანაც მიდიოდნენ. ამ დროს ძმისშვილი ჩავიდა თბილისიდან და შეატყობინა, რომ დაჭერას უპირებდნენ, ამიტომ სასწრაფოდ გაემგზავრა სოფლიდან და ქვეყნიდანაც.

1929 წელს დაიწყო თავისი მასშტაბებითა და ხანგრძლივობით არნახული ეკონომიკური კრიზისი, რომელიც 1933 წლამდე გაგრძელდა. დიდი დეპრესიის პერიოდში ჯორჯ კობის საწარმომ მილიონები დაკარგა, რის გამოც 1930 წელს თავი მოიკლა მისმა კომპანიონმა იუჯინ (ევგენი) იგნატიევმა. კობი ფარ–ხმალს არ ყრიდა და თავდაუზოგავი შრომით კვლავ მოახერხა ფეხზე წამოდგომა. თავის სახლთან მოაწყო მინის წვრილმანი ნივთების პატარა ფაბრიკა და ბევრ რამეს თავისი ხელით აკეთებდა. გაიხსენა საწერ–კალმებისა და საკანცელარიო ნივთების დამზადების ხელობა და მუშტარიც გაიჩინა. მისი ბიზნესის გასაფართოებლად მნიშვნელოვან მოვლენად იქცა გიორგი მაჩაბლის შეკვეთა. ჯორჯ კობი ამზადებდა სუნამოს ფლაკონებს გიორგი მაცაბლის ფირმისთვის Prince Matchabeli.

1941 წ. 7 დეკემბერს, როცა ამერიკის შეერთებული შტატები II მსოფლიო ომში ჩაება, ჯორჯ კობიმ ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა ამერიკის მთავრობას და ფინანსური დახმარება ითხოვა, რათა მინის წარმოება აღედგინა საომარი შეკვეთებისათვის. მან სახელმწიფოსგან დაუყოვნებლივ მიიღო ლიცენზია და $2 მილიონი.

განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა იყო ახალგამოგონებულ მინის ამპულებზე ინექციებისათვის. მისი ნაწარმი მიეწოდებოდა როგორც კანადას, ასევე, მოკავშირეებსაც.

II მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ჯორჯ კობმა სიახლე დანერგა თავის წარმოებაში – დაიწყო ნაძვის ხის სათამაშოების დამზადება. შექმნა ქიმიური სითხით სავსე ელექტროსანთლები ე.წ. “Babel Lamps”, რომლებმაც ნამდვილი სანთლები შეცვალა. ფერადი მინისგან ამზადებდა სხვადასხვა ფორმის სათამაშოებს, რომელსაც “ორნამენტი” უწოდა, შინდისფერ ყუთებში ჩაწყობილ 12 ან 24 ცალ სათამაშოს ეწერა “კობი. საშობაო ხის ორნამენტები, კობი – ეს შობაა”. რადგანაც სათამაშოები კანადაშიც გადიოდა წარწერა ფრანგულ ენაზეც კეთდებოდა.

“კობი ეს შობაა”, რაჭველი გრიგოლ კობხიძე დიდხანს რჩებოდა ახალი წლის ერთ– ერთ სიმბოლოდ ამერიკელთათვის.

აღსანიშნავია, რომ 1934 წელს მის მიერ წარმოებულ თეთრ სათამაშოზე ყვითელი ფერით იყო შესრულებული ,,შვლის ნუკრის ნაამბობი”.

გრიგოლ კობახიძე რამდენჯერმე მოხვდა უმდიდრეს ამერიკელთა ათეულში, სადაც ხშირად წამყვან ადგილებსაც იკავებდა.

გრიგოლ კობახიძე მთელი ცხოვრების განმავლობაში ეწეოდა ქველმოქმედებას, განსაკუთრებით ეხმარებოდა ქართველ ემიგრამნტებს არამარტო ამერიკაში, არამედ ევროპაშიც. მას და დაშა ნოდვიკოვას შვილი არ ჰყავდათ და სურდათ კომპანიონად მინის წარმოების მცოდნე ქართველი მოეძებნათ. როგორც ჩანს ქართველთაგან ვერავინ დააინტერესეს წარმოებით. გრიგოლ კობახიძის წერილებიდან ირკვევა, რომ თავის დროზე ძმისშვილების, ან ახლო ნათესავების წაყვანა უნდოდა ამერიკაში, მაგრამ ვერ შეძლო და საბჭოთა კავშირში დაწყებული რეპრესიების გამო იძულებული იყო საერთოდ შეეწყვიტა ოჯახთან ურთიერთობა. საბოლოოდ გრიგოლმა კომპანიონებად იტალიური წარმოშობის ძმები ჯიმ და ჯული პაგლისები აიყვანა, რომლებმაც მისი საქმე გააგრძელეს.

1967 წელს გრიგოლ კობახიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. პაგლისებს მისი სახელი დავიწყებისთვის არ მიუციათ და არც წარმოებისთვის შეუცვლიათ სახელი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებაისტორიაკულტურა

ქართველი მწერალი, რომლის წიგნიც 1,5 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა ამერიკაში

1921 წელს, ჯერ კიდევ საბჭოთა რეჟიმის დამყარებამდე ბათუმის ნავსადგურიდან გემს კონსტანტინეპოლისკენ  19-20 წლის ჯარისკაცი გაჰყვა. კონსტანტინეპოლიდან  ცხოვრების ამოუცნობმა გზებმა საბოლოოდ  ის შორეული ამერიკისკენ  წაიყვანა, საოცნებო ქვეყანაში, სადაც  მისი ცხოვრება  სხვა ემიგრანტებისგან განსხვავებულ დიდ ზღაპრად იქცა.

ჯარისკაცს ჯორჯ  (გიორგი) პაპაშვილი ერქვა და მოგვიანებით , საქართველოსა და ემიგრაციის თემაზე დაწერილი მისი ინგლისურენოვანი წიგნი „Anything Can Happen“, ,,ყველაფერი შეიძლება მოხდეს“ 40-იანი წლების ამერიკაში ბესტსელერი გახდება, თვალის დახამხამებაში გაქრება დახლებიდან წიგნის მილიონნახევრიანი ტირაჟი, ითარგმნება მსოფლიოს 15 ენაზე და ჯეკ ლონდონთან, იუჯინ ო’ნილთან, ფოლკნერთან, ჰემინგუეისთან და სხვა მწერლებთან ერთად ჯორჯ პაპაშვილს ამერიკის 50 რჩეულ ი ლიტერატურის სიაში შეიყვანენ – ეს 1950 წელს მოხდება.

წიგნის მიხედვით ჯორჯ სიტონის მიერ  1952 წელს გადაღებული ამავე სახელწოდების  Paramount pictures-ის საათნახევრიანი  ფილმი „Anything Can Happen“ ოქროს გლობუსს აიღებს.

სახალისო ნაწყვეტი ჯორჯ პაპაშვილის წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმიდან ,,Anything Can Happen“ ფილმის გმირს თან ხინკლის ცომი მიაქვს, ცომი სიცხეში ფუვდება და ტრანსპორტში დიდ გაუგებრობას ქმნის.

წიგნი პაპაშვილის მშობლიურ კობიანთკარზე, ქართულ რეალიიებზე, მის ახლობლებზე, ემიგრაციაზე, ამერიკაში ემიგრანტთა თვითდამკვიდრების რეალობაზე მოგვითხრობს -მსუბუქად და სახალისოდ.

ჯორჯ პაპაშვილზე  აქამდე საქართველოში ძალიან მწირი ცნობები არსებობდა, მისი ნაწერები არც კი განიხილებოდა ემიგრანტულ ლიტერატურად, ყველა ამერიკულ გამოცემაში წერია, რომ ის არის  ამერიკელი მწერალი და მოქანდაკე ფრჩხილებში კი მითითებულია: ქართული წარმომავლობის

,,ყველაფერი შეიძლება მოხდეს“ ქართულად 60-იან წლებში თარგმნა ანდუყაფარ ჭეიშვილმა, მაგრამ მცირეტირაჟიანი თარგმანი ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყო.

,,უცნობი ჯორჯ (გიორგი) პაპაშვილი“ ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორის, რუსუდან ნიშნიანიძის პირველი, ორტომიანი მნიშვნელოვანი კვლევაა პაპაშვილზე. ვრცელი ნაშრომი ავტორმა  მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც შეერთებულ შტატებში, კერძოდ, პენსილვანიაში, ლიჰაის უნივერსიტეტში (სადაც ეს უნიკალური არქივია დაცული) ჯორჯ  და ჰელენ უეიტ პაპაშვილების სპეციალურ კოლექციას გაეცნო   საფუძვლიანად. რუსუდან ნიშნიანიძე აქამდე უცნობი ჯორჯ პაპაშვილის მემკვიდრეობაზე გვესაუბრება:

„ყველაფერი შეიძლება მოხდეს“

რამდენიმე წლის წინ პარიზ_ლევილის და ჰარვარდის არქივებზე ვმუშაობდი, რაც ჩემთვის დიდი პროფესიული გამოცდილება იყო. სხვადასხვა არქივში არაერთხელ შემხვდა ჯორჯ პაპაშვილის სახელი საინტერესო კონტექსტში, რაც მიმანიშნებდა, რომ ეს იყო ძალიან წარმატებული ქართველი. დავიწყე მასზე ცნობების შეგროვება, დავუკავშირდი ამერიკაში სხვადასხვა საარქივო  დააწესებულებას, რაკიღა კონკრეტული მინიშნება  ცნობილი არ  იყო  პენსილვანიიდან მომწერეს, რომ პაპაშვილების სპეციალურ კოლექციას გამიხსნიდნენ თუ  ადგილზე ჩავიდოდი საკვლევად, ცხადია, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ  გავუშვი და სამეცნიერო  მივლინებით  გავემგზავრე შტატებში.  იმავე, 2012 წელს ვაშინგტონში, კონგრესის სადემონსტრაციო დარბაზში გამოიფინა ჩემი ორტომეული: ,,საქართველო სამანს აქეთ… და სამანს იქით…“  ეს წიგნები ძირითადად ევროპაში მყოფი ქართველი ემიგრაციის ტექსტების კვლევა გახლდათ.

ევროპაში ემიგრირებული ქალთველი ავტორები ძირითადად მაინც ქართველი მკითხველებისთვის წერდნენ. პაპაშვილის ტექსტები კი  ინგლისურ ენაზე იყო დაწერილი. თავად ყვებოდა და ჰელენი ამ თავგადასავლებს იწერდა.

საქართველოდან წასულ ახალგაზრდა პაპაშვილს აქ არავინ იცნობდა. მოგონებებში წერს, რომ ამერიკაში ჩასული ,, მუნჯურად    ელაპარაკებოდა ამერიკას“, რადგან ინგლისური არ  იცოდა.

,,ყველაფერი შეიძლება მოხდეს“ წიგნად 1944 წელს გამოიცა პირველად შტატებში, მანამდე ცალკეულ თავებად იბეჭდებოდა ,,ქომონ გრაუნდში“, შემდეგ წიგნი სამჯერ ზედიზედ გამოსცეს ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში. 1945 წელს ,,ყველაფერი შეიძლება მოხდეს“ ბესტსელერად აღიარეს. არქივში დაახლოებით 600-ზე მეტი რეცენზია და ლიტერატურული წერილი ვნახე, რაც ვფიქრობ, ძალიან სერიოზული გამოხმაურებაა. ორტომეულში ძირითადი და მნიშვნელოვანი ნაწილია წარმოდგენილი მათი თარგმანების, თუმცა რასაკვირველია, ყველა არა. ეს იმის ჩვენება გახლდათ, ვინ დაკარგა საქართველომ. არაერთი ნიჭიერი ქართველი გახდა იძულებული, იმ წლებში დაეტოვებინა ქვეყანა.

ჯორჯის მეუღლე, ჰელენი ძალიან განათლებული ქალი გახლდათ. ბერკლის უნივერსიტეტში სწავლობდა და თავადაც რამდენიმე წიგნის ავტორი იყო. სწორედ ის იწერდა ჯორჯის მიერ ინგლისურად მონათხრობ ქართულ-ამერიკულ ამბებს. საბჭოთა პრესაში წაიკითხავთ, რომ ეს არ იყო პაპაშვილის მონათხრობი და თითქოს წიგნი ჰელენმა დაწერა, მაგრამ შეუძლებელია ამერიკელ ქალს სცოდნოდა კობიანთკარზე,  ხევსურეთზე, ქართველებზე ზოგადად, ხინკალზე,ნიორწყალსა და ხუთკუნჭულააზე. ყველაფერი კი შეიძლება მოხდეს, მაგრამ არც ამდენი!

 

ავტორი იხსენებს საქართველოს, მის წეს-ჩვეულებებს, წერს ყველაფერზე – რაც მოსწონს და რაც არ მოსწონს ამერიკაში. აქ შეხვდებით ისტორიებს, თუ როგორ იქცევიან ამერიკაში ჩასული ემიგრანტები და როგორ იქცევა თავად გიორგი _ ნაწარმოებში ჯორჯი, მთავარი გმირი, რომელიც რუს ემიგრანტებთან ერთად   ცხოვრობს.

ვნახე მიუნხენში გამოცემული რუსულად თარგმნილი ეს ტექსტი. საბჭოთა ეპოქაში მთარგმნელს 20 თავისგან შემდგარი წიგნიდან 9 ამოუღია, სადაც ავტორი რუსი ემიგრანტების ამერიკაში ცხოვრებას აღწერს. გამოცემას რედაქტორისა და მთარგმნელის სახელიც კი არ აქვს მითითებული. დაკარგულია იუმორი, ტექსტის მთავარი ღირსება და სათქმელი.

ეს საბჭოთა უშიშროების ,,ოსტატური“ ხერხი გახლდათ – თარგმნეს წიგნი, მაგრამ ისე, რომ არავის მოსწონებოდა და არც ავტორისადმი ინტერესი გაჩენილიყო.

,,ოქროს გლობუსი“ ფილმმა მიიღო, ნომინაციაში: ,,ფილმი, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო თანხმობას“. რეჟისორი გახლდათ ცნობილი ჯორჯ სიტონი, რომლის ფილმებიც არაერთხელ იყო წარდგენილი ამერიკის კინოაკადემიის პრემიაზე. ამ შემთხვევაშიც მის მიერ მოწვეული საუკეთესო გუნდი მუშაობდა.

,,ჯორჯ პაპაშვილმა დაგვიტოვა რაღაც, რაც ყველაფერზე მეტია – მან  გვაზიარა მეგობრობის, თანაგრძნობის, ერთიანობისა და ახლობლის სიყვარულს ჭეშმარიტ მნიშვნელობას“ – ეს ფილმის რეჟისორის, სიტონის სიტყვებია, რომელიც მან ჯორჯის  დაკრძალვისას წარმოთქვა.

ჯორჯ პაპაშვილი – მოქანდაკე

გარდა იმისა, რომ რამდენიმე წიგნის ავტორი გახლდათ,, ჯორჯ პაპაშვილი უპირველესად იყო მოქანდაკე. მისი ნამუშევრები გამოფენილიი იყო პენსილვანიის სახვითი ხელოვნების აკადემიაში, ფილადელფიის ხელოვნების უნივერსიტეტში და ა.შ.

არტურ სტენიუსმა, რომელსაც აშშ-ში დოკუმენტური ფილმების დიდი კორპორაცია ჰქონდა პაპაშვილზე დოკუმენტური ფილმიც გადაიღო სახელწოდებით „მშვენიერება ქვაში“.

პენსილვანიის შტატში მისი მამული უზარმაზარ ტერიტორიას მოიცავს სანადირო ადგილებით, ტყეებითა და წყაროებით. უკან გრანიტის მთებია, საიდანაც ამწეებით მოჰქონდა სახლამდე მასალა მოქანდაკეს და შინ მოწყობილ სახელოსნოში აქანდაკებდა.

სტენიუსის დოკუმენტური ფილმი  ჯორჯ პაპაშვილზე დეტროიტში უეინის უნივერსიტეტში ინახება.

ჯორჯ და ჰელენ უეიტ პაპაშვილებს ეკუთვნით ასევე ტექსტები “ჰო და არა” ზღაპრები, “შინისაკენ, კვლავ შინისაკენ”, “რუსული (მსოფლიო) კულინარია”, “მადლობა ნოეს” და  ,,ძაღლები და ადამიანები“

 

,,მადლობა ნოეს“ ცხოველებზე დაწერილი თავგადასავლებია ბავშვებისთვის. ტექსტი ქართულად ისევე, როგორც ,,ყველაფერი…“ ბატონმა ანდუყაფარ ჭეიშვილმა თარგმნა სახელწოდებით ,,დღესაც მელოდება“ – ასე ქვია პირველ თავს წიგნში.

მქონდა სურვილი, რომ ქართულ სასკოლო სახელმძღვანელოებში თუნდაც რამდენიმე თავი შეგვეტანა ამ ტექსტიდან. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი , როცა არქივში ვნახე , რომ ამერიკის საშუალო 250 სკოლაში ეს წიგნი, როგორც სავალდებულო, ისე გახლდათ შეტანილი.  ჩემი და ამერიკის განათლების სისტემის აზრი ერთმანეთს დაემთხვა

წიგნს ,,შინისკენ, კვლავ შინისაკენ“ ჯორჯ   პაპაშვილიისა და ჰელენის ბოლო წიგნია. მისი ტირაჟი 73 ათასი იყო და ფიქრობდნენ, რომ პირველი წიგნივით ბესტსელერი გახდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

პაპაშვილი 1961 წელს ჩამოვიდა საქართველოში მეუღლესთან დარჩენაც შესთავაზეს, მაგრამ უარი თქვა: ,,მე ვერ დავრჩები, ჩემი ,,შინ“ ,ჩემი საქმე, ჩემი ცხოვრება უკვე შეერთებულ შტატებშია“ – ეს სიტყვები ბოლო წიგნში გაიხსენა 10 წელი რომ წერდა.

ქართველებისთვის აქამდე უცნობი ჯორჯ პაპაშვილი 1978 წელს გარდაიცვალა, 80 წლის ასაკში და პენსილვანიაში, საკუთარ მამულშია დაკრძალული მეუღლესთან ერთად.

წყარო : batumelebi.netgazeti.ge

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორია

მეცნიერები – 250 მილიონი წლის წინ მომხდარ მასობრივ გადაშენებას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა

მეცნიერებმა პერმული გადაშენების, ე.წ. „დიდი დასასრულის“ ხელშემწყობი ფაქტორი დაადგინეს.

წინა კვლევების თანახმად, ამ მოვლენის ძირითადი მიზეზი იყო უზარმაზარი ვულკანური ამოფრქვევების სერია, ვინაიდან ვულკანური ფერფლი ზრდის ტემპერატურას, ნახშირორჟანგის დონეს ატმოსფეროში
და ოკეანის მჟავიანობას. პერმული გადაშენება ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი გადაშენებაა. მიუხედავად იმისა, რომ აშკარაა ციმბირში ვულკანური ამოფრქვევების გადამწყვეტი როლი, დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ
განხორციელდა ასეთი განადგურება, გაურკვეველია. გეოლოგიური ჩანაწერი გვაძლევს მტკიცებულებებს, რაც მიუთითებს ჟანგბადის მატებისა და ვარდნის შესაძლებლობებზე, აქროლადი ნივთიერებების უჩვეულო გამოყოფაზე, ოზონის დაკარგვასა და ოკეანის ქიმიურ ცვლილებებზე.
ახალმა კვლევამ დაამატა კიდევ ერთი პოტენციური მიზეზი, ამჯერად სამხრეთ ჩინეთში წარმოქმნილი ვულკანების სრულიად განსხვავებული სერიის მიერ.
ეს არ ამცირებს არსებულ მოსაზრებებს, პირიქით, ეს ყველაფერი შეიძლება იყოს მასობრივი ამოხოცვის ერთი დიდი, რთული სცენა. მკვლევარებმა აღმოაჩინეს სპილენძის, ვერცხლისწყლის და სხვა მინერალური საბადოები სამხრეთ ჩინეთში, რომლებიც ემთხვევა პერმული გადაშენების პერიოდს, მათი ასაკის მიხედვით. ამ საბადოების ქიმიური და იზოტოპური შემადგენლობა იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ ეს მინერალები განიცდიდნენ გოგირდის ემისიებს. ეს, თავის მხრივ, მიუთითებს ვულკანურ ამოფრქვევებსა და ვულკანური ფერფლის ფენების არსებობაზე დედამიწის ისტორიის ამ კონკრეტულ დროს, დაახლოებით 250 მილიონი წლის წინ. გოგირდის მჟავას ნაწილაკების ეს ღრუბლები დაბლოკავდნენ მზის შუქს და გააგრილებდნენ დედამიწის ზედაპირს.
მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ვულკანური ზამთრის პერიოდი მკვეთრად შეამცირებდა ტემპერატურას მთელს მსოფლიოში.
„გოგირდმჟავას ატმოსფერული აეროზოლები, რომლებიც წარმოიქმნება ამოფრქვევის შედეგად, შეიძლება გამხდარიყო გლობალური ტემპერატურის რამდენიმე გრადუსით შემცირების მიზეზი,“- განმარტავს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის გეოლოგი მაიკლ რამპინო.
ამის საპირისპიროდ, ციმბირში ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილი გიგანტური ლავა გამოყოფდა საკმარის ნახშირორჟანგს პლანეტის დასათბობად და ოკეანის ჟანგბადის არსებითად შესამცირებლად. ეს ორი მოვლენა აჩვენებს გაციების და დათბობის ორმაგ ეფექტს, რაც შეიძლება ჰქონდეს ძირითად ვულკანურ მოვლენებს: მათი გავლენა დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის, რამდენად ძლიერი და გავრცელებულია ამოფრქვევები, რამდენად მაღალია ატმოსფეროში ვულკანური ღრუბელი და რა რაოდენობის გოგირდის დიოქსიდია მასში – ის გარდაიქმნება სულფატ აეროზოლებად, რომლებიც მზის შუქის დაბლოკვის კუთხით ძალიან ეფექტურია
წყარო : sciencealert.com
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ  
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”
სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორია

აღმოჩენილია ისტორიაში უძველესი, 290 მილიონი წლის წინანდელი კანის ნამარხი

ის სულ ერთი ციცქნაა, თითის ფრჩხილზე პატარა. თუმცა, ოკლაჰომაში, ქვიშაქვის ერთ-ერთ მღვიმეში აღმოჩენილი ქვა მნიშვნელოვნად აფართოებს ჩვენს წარმოდგენას პრეისტორიული კანის შესახებ.

პალეონტოლოგებმა დაადგინეს, რომ მასში შემორჩენილი ტექსტურა წარმოადგენს განმარხებული კანის ჩვენთვის ცნობილ უძველეს ნიმუშს; კანის ნარჩენი ცხოველთა ძალიან მრავალფეროვან კლასიფიკაციას, ამნიონიანებს ეკუთვნის.

ის 290 მილიონი წლისაა, წინა რეკორდსმენ ნიმუშზე მთელი 21 მილიონი წლით ძველი; როგორც ჩანს, ქვეწარმავალს ეკუთვნის, რადგან ძალიან წააგავს თანამედროვე ნიანგის კანს.

გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კანი, რომელიც სხეულის დამცავი ბარიერის როლს ასრულებს, აღმოჩენა საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან გვეხმარება სრული ევოლუციური სურათის აღდგენაში.

„ნიმუში ძალიან შორეულ წარსულში გახედვის საშუალებას გვაძლევს. ამ ტიპის აღმოჩენები ნამდვილად ამდიდრებს ჩვენს წარმოდგენასა და გაგებას ამ ადრეულ ცხოველთა შესახებ“, — ამბობს კვლევის ავტორი, ტორონტოს უნივერსიტეტის პალეონტოლოგი ეთან მუნი.

ნამარხები შეიძლება მდიდარი და მრავალფეროვანი იყოს, მაგრამ სხეულის ზოგიერთი ნაწილი ძალიან ძნელად, იშვიათად ინახება. ასეთია ნებისმიერი რბილი ქსოვილი — კანი, ორგანოები და შემაერთებელი ქსოვილები ძვლებზე გაცილებით ადვილად იშლება და ხშირად იქამდე ქრება, ვიდრე ქანებში განმარხება მოხდება.

თუმცა, ზოგიერთი გარემო სწორედაც რომ შესაფერისია რბილი ქსოვილების შესანახად. ერთ-ერთი ასეთია რიჩარდ-სპურის მღვიმეთა სისტემა აშშ-ის ოკლაჰომის შტატში. დანალექი ძირითადად რბილი და დაწმენდილია, ჟანგბადის ნაკლებობა კი რბილ ქსოვილთა ხრწნას აჭიანურებს. ამას გარდა, პერმიულ ხანაში, ამ მღვიმეში აქტიურად ჟონავდა ნავთობი; ნავთობში შემავალი ნახშირწყალბადებით გაჟღენთილი დანალექები ასევე უწყობდა ხელს რბილ ქსოვილთა შენახვას.

ეს პერიოდი ცნობილია ტეტრაპოდების (ოთხფეხა ცხოველები) სიმდიდრითა და მრავალფეროვნებით. რიჩარდ-სპურის მღვიმეში აღმოჩენილია ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ამნიონიანები — ხმელეთის ხერხემლიანთა ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ ქვეწარმავლები, ძუძუმწოვრები და ფრინველები.

თუმცა, ახლად აღმოჩენილი კანის ნამარხი რაღაც მართლა გამორჩეულია. კანი 3D-შია კარბონიზებული — ჩვენთვის პირველი ამ ფორმის ნამარხი პალეოზოური ეპოქიდან. ამავე დროს, ის ყველაზე ადრეული შემონახული კანის ნამარხია, რომელსაც არა მხოლოდ გარეთა ფენა აქვს, არამედ უფრო ღრმა, დერმის ფენასთან დაკავშირებული სტრუქტურებიც.

„შოკში ვიყავით იმით, რასაც ვხედავდით, რადგან სრულიად არ ჰგავდა იმას, რისი მოლოდინიც შეიძლება გვქონოდა“, — ამბობს მუნი.

მისი განცხადებით, ასე ძველი კანის ნამარხის აღმოჩენა განსაკუთრებული შესაძლებლობაა წარსულში ჩასახედად და იმის სანახავად, როგორ გამოიყურებოდა ზოგიერთი ყველაზე ადრეული ცხოველის კანი.

სამწუხაროდ, ჯერ ბევრი არაფერი ვიცით, თუ რომელ ცხოველს ეკუთვნოდა ეს კანი ერთ დროს. არ არის აღმოჩენილი მასთან დაკავშირებული ჩონჩხი. თუმცა, სწორი, კენჭების მსგავსი ფორმის კანის ზედაპირით ის თანამედროვე ნიანგების კანს ჰგავს, ქერცლებს შორის ზოგიერთი რეგიონი კი გველებისა და ჭია-ხვლიკებისას წააგავს.

მკვლევართა განცხადებით, აღმოჩენა აჩვენებს, რომ ძალიან ადრეც კი, როცა ამნიონიანებმა პირველად დაიწყეს დაყოფა, კანი უკვე ჰქონდათ და თანაც მნიშვნელოვანი.

„კერძოდ, ეპიდერმისის არსებობა მიუთითებს, რომ მათი კანი მნიშვნელოვანი ბარიერის როლს ასრულებდა ხმელეთის გარემოს წინააღმდეგ“, — წერენ მკვლევრები.

ნამარხი კანი ასევე გვთავაზობს ახალ ხელსაწყოს ძუძუმწოვართა თმის ფოლიკულებისა და ფრინველთა ფრთების ჩამოყალიბებისა და განვითარების შესასწავლად. ნამარხებში პირველი ძუძუმწოვრები დაახლოებით 225 მილიონი წლის წინ ჩნდებიან, ფრინველები კი დაახლოებით 150 მილიონი წლის წინ. შესაბამისად, ეს იდუმალი ცხოველი შეიძლება გასაღები იყოს ჩვენი რბილი კანის ჩამოყალიბებაში.

ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით, როგორ განსხვავდებოდა და ვითარდებოდა ცხოველთა სხვადასხვა ჯგუფის სხვადასხვა თვისებები. ასეთ თვისებათა ადრეული ნიმუშის ამოჩენა იშვიათი და განსაკუთრებული ფანჯარაა, რომელიც პლანეტაზე სიცოცხლის ამ უცნაურ და საოცარ ფორმათა ისტორიაში იხსნება.

კვლევა Current Biology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიასაქართველო

ლეგენდარული კოკო შანელის ქართველი მოდელები და ლოგოს შექმნის ისტორია

1921 წლის თებერვალში წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსიის შემდეგ, ძალიან ბევრ ქართველს მოუწია ქვეყნის დატოვება.

ბევრმა მათგანმა თავი საფრანგეთს შეაფარა. ელეგანტურობით, დახვეწილი სიტილითა და გემოვნებით გამორჩეული ქართველი არისტოკრატი ქალების ნაწილმა ემიგრაციაში მოდელობა გადაწყვიტა. რამდენიმე მათგანი კოკო შანელის სახე გახდა. მაშინ მოდელებს მანეკენებს უწოდებდნენ. სამწუხაროდ, ისევ ბევრისთვის უცნობია, თუ რამხელა წვლილი აქვს ქართველების ჩართულობას კოკო შანელის წარმატებაში. ამიტომ დღეს ამ საინტერესო ფაქტების შესახებ გვსურს, გიამბოთ და ისიც შეგახსენოთ, რომ ფრანგ ქალბატონს საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ემიგრაციაში გადახვეწილ ქართველებთან.

 

125926690-229739578482245-8112653176962836607-n-1605699704.jpg

მერი შერვაშიძე

მერი შერვაშიძე სწორედ ამ ქალთა რიცხვს მიეკუთვნებოდა. ის უდავოდ იყო მე-19 მე-20 საუკუნეების ქართული სილამაზის ელჩი მსოფლიოში. მერი იყო ქალი, რომელიც „შანელის“ მოდის სახლის მოდელად მუშაობდა; ქალი, რომელმაც 1921 წელს მსოფლიო სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა; რომელიც რუსმა მხატვარმა, საველი სორინიმ თავის ყველაზე პოპულარულ ნამუშევარში აღბეჭდა. ქალი, რომელმაც, როგორც ამბობენ, გალაკტიონს ლექსების მთელი ციკლი შეაქმნევინა. როგორც ცნობილია, ტრენდად ქცეული შანელის მარგალიტის მძივი, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალურობას, პირველად პოდიუმზე სწორედ მერი შერვაშიძემ გამოიტანა.

125854241-4043290472352436-2274548701667181136-n-1605699771.jpg

ანა ჭავჭავაძე

ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილთაშვილი ანა ჭავჭავაძე შანელის სახლის სამოსით პარიზის მაღალი საზოგადოების შეხვედრებს ესწრებოდა. მოდელი ამ ფორმით უკეთებდა რეკლამას მოდის სახლს.

121098718-3342059705841138-8342381944265048927-n-1605699811.jpg

მელიტა ჩოლოყაშვილი

კოკო შანელის მუზა იყო მელიტა ჩოლოყაშვილიც, რომისთვისაც მოდელობა შემოსავლის წყარო იყო. არისტოკრატული გარეგნობის ქალბატონს ხშირად იწვევდნენ ჩვენებებზე. როდესაც მელიტა ჩოლოყაშვილმა სამოდელო კარიერა დაასრულა, პოდიუმზე მისმა ქალიშვილმა ლილია ზელენსკაიამ შეცვალა.

 

126059783-194088778826708-1817488648469086997-n-1605699961.jpg

ლილია ზელენსკაია

ის შანელის გარდა სხვა ცნობილ სამოდელო სახლებთანაც თანამშრომლობდა. მათ შორის ცნობილ ფრანგ კუტურიე ლიუსიენ ლელონგისთან. ლილიას ფოტოები 1930-იანი წლების ჟურნალ VOGUE-ის ფურცლებზეც მოხვდა. შანელის სახლის მოდელი იყო რიმა ერისთავიც. პარიზული საზოგადოება მას Princesse Rimma Eristoff-ად იცნობდა. ის საფრანგეტში მერი შერვაშიძემ ჩაიყვანა. მომხიბვლელი გარეგნობით, დახვეწილი გემოვნებითა და საოცარი მუსიკალური ნიჭით გამოირჩეოდა. ლამაზი გარეგნობის და არისტოკრატული წარმომავლობის გამო, მასთან თანამშრომლობდნენ პარიზის თითქმის ყველა ცნობილი და წამყვანი სამოდელო სახლები, რომლებიც გადასცემდნენ საკუთრებაში მათ მიერ შექმნილ ახალ სამოსს, რათა რიმას ჩაეცვა და გამოეჩინა, მაღალ საზოგადოებაში. დღეს ჩვენს დროში ეს იგივეა, რაც „ინფლუენსერი“. გარდა მოდელებისა, შანელთან სხვა ქართველებიც თანამშრომლობდნენ.

 

125885737-710705546229228-613623535225167759-n-1605699904.jpg

რიმა ერისთავი

კომპანია „შანელის“ დაუვიწყარი ლოგო, რომელიც პირველად საზოგადოებამ პარიზში 1925 წელს იხილა, ვანო ქუთათელაძეს შეუქმნია რომელიც მისი ახლო მეგობარი გახლდათ. ამბობენ, რომ შანელს ძალიან სჯეროდა სიმბოლოების. ამიტომ არსებობს მოსაზრება, რომ ლოგოზე ერთმანეთში „ჩაწნული“ ორი შებრუნებული ნალია გამოსახული, რაც იღბლის ნიშნად მიიჩნევა. ფაქტია, ქართველი მათემატიკოსის მიერ შექმნილი ლოგო ერთი საუკუნის შემდეგაც დახვეწილობისა და სტილის სიმბოლოდ ითვლება მთელს მსოფლიოში.

chanel-1024x1024-1605700288.jpg

ავტორი : თათა ჩიკვილაძე

წყარო : beaumonde.ge

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორია

მექსიკის ჯუნგლებში მაიას ცივილიზაციის ქალაქი აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ლიდარის ლაზერული ტექნოლოგიით იუკატანის ნახევარკუნძულის გამოკვლევისას ხეებში ჩაკარგული ქალაქი აღმოაჩინეს, რომელიც მაიას ცივილიზაციას ეკუთვნის. გამოვლენილია ჯამში 6 674 სტრუქტურა, რომელთა შორისაც პირამიდებიცაა. ქალაქის ასაკი დაახლოებით 1 500 წელი უნდა იყოს.

ვინაიდან ლიდარის გამოყენება დიდ თანხებს უკავშირდება, სპეციალისტებმა მისი მეშვეობით ამ ტერიტორიაზე უკვე შეგროვებული მონაცემები შეაჯერეს. კერძოდ, მათ აღმოსავლეთ-ცენტრალური კამპეჩეს მიმდებარედ 129 კვადრატული კილომეტრი ფართობის არეალის შესახებ არსებული ინფორმაცია გააანალიზეს და ძველი ქალაქის კვალი სწორედ ამის შედეგად დააფიქსირეს.

მას ახლომდებარე წყალმარჩხი აუზის სახელი — ვალერიანა — უწოდეს. ქალაქი კლასიკური პერიოდისაა, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვით 250-დან 900 წლამდე გაგრძელდა. დასახლება მაიას ცივილიზაციის პოლიტიკური ცენტრის მახასიათებლებს მოიცავს, როგორიცაა ქვაფენილით ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე დახურული მოედანი, პირამიდის ფორმის ტაძრები და ბურთის სათამაშო მოედანი. პერიფერიებში ფერდობებზე შეფენილი სახლები და ტერასებიცაა, რაც მიანიშნებს, რომ ქალაქი მჭიდროდ იყო დასახლებული.

“მისი არსებობის შესახებ მთავრობამ და სამეცნიერო საზოგადოებამ არაფერი იცოდა. ეს ძახილის ნიშანს უსვამს წინადადების, რომ არა, ყველაფერი არ აღმოგვიჩენია და კი, ჯერ კიდევ ბევრი რამაა აღმოსაჩენი”, — ამბობენ არქეოლოგები, რომელთა შემდეგი ნაბიჯიც ადგილზე ჩასვლა და ამ მიგნების დადასტურებაა.

მათი თქმით, ამგვარი დასახლებების შესწავლა გვეხმარება, რომ ძველი ურბანული ინფრასტრუქტურისა და იქ მცხოვრები ადამიანების შესახებ მეტი შევიტყოთ. არ გამორიცხავენ, რომ საუკუნეების წინანდელი ცოდნა თანამედროვეობაში ქალაქების უკეთ დაგეგმარებაშიც დაგვეხმაროს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიასაქართველო

“უსამართლოდ გინებისთვის” დამნაშავე 10 ათასი თეთრის გადახდით ისჯებოდა… – რას საერო სასჯელები არსებობდა გაერთიანებული საქართველოს სამეფოში (XI-XIII სს.)?

სა­მარ­თლის ის­ტო­რი­ა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უკა­ვია დას­ჯის კონ­კრე­ტულ სა­შუ­ა­ლე­ბებს – სას­ჯე­ლებს. ეს უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი ბერ­კე­ტია, რო­მელ­საც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­მარ­თავ­დნენ დამ­ნა­შა­ვის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­სა­ცე­მად. სას­ჯე­ლი დღემ­დე რჩე­ბა ბო­როტ­მოქ­მე­დის დას­ჯის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ სა­შუ­ა­ლე­ბად.

ძველ ქარ­თულ სა­მარ­თალ­ში სას­ჯე­ლის რამ­დე­ნი­მე სა­ხის გა­მო­ყო­ფა შე­იძ­ლე­ბა. მათ შო­რის არის კერ­ძო, სა­ე­რო (სა­ჯა­რო) და სა­ეკ­ლე­სიო სას­ჯე­ლე­ბი. კერ­ძო და სა­ეკ­ლე­სიო სას­ჯე­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ჯა­რო (სა­ე­რო) სას­ჯე­ლე­ბი ფარ­თოდ, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, შე­და­რე­ბით გვი­ან დამ­კვიდ­რდა. ფე­ო­და­ლურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი დრო სჭირ­დე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფოს მიერ დამ­ნა­შა­ვე­თა დას­ჯი­სა და გა­სა­მარ­თლე­ბის საქ­მის ხელ­ში აღე­ბას, ვი­ნა­ი­დან ეს პრე­რო­გა­ტი­ვა ფე­ო­და­ლე­ბის მიერ იყო უზურ­პი­რე­ბუ­ლი. კონ­კრე­ტულ მა­მულ­ში კერ­ძო ფე­ო­და­ლი წყვეტ­და თა­ვი­სი ქვე­შევ­რდო­მე­ბის დას­ჯა­სა და შე­წყა­ლე­ბას. ამას, პი­რო­ბი­თად, კერ­ძო სა­მარ­თალს უწო­დე­ბენ. როცა სას­ჯე­ლი კერ­ძო პი­რის მიერ არის ინი­ცი­რე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, სას­ჯე­ლი კვა­ლი­ფი­ცირ­დე­ბა, რო­გორც “კერ­ძო სას­ჯე­ლი”. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ქვეყ­ნის ცენ­ტრა­ლი­ზა­ცი­ამ ამ­გვა­რი პრაქ­ტი­კა შე­ამ­ცი­რა, ხოლო სა­ხელ­მწი­ფოს მეტი სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით თა­ვად გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა სა­დამ­სჯე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი სა­ე­რო ანუ სა­ჯა­რო სას­ჯე­ლე­ბი წარ­მო­ად­გენს ჩვენს მთა­ვარ გან­სა­ხილ­ველ თე­მას.

სა­ქარ­თვე­ლო­ში სას­ჯე­ლი მრა­ვა­ლი სა­ხის იყო. სას­ჯე­ლე­ბის ნა­წი­ლი გუ­ლის­ხმობ­და დამ­ნა­შა­ვის­თვის რამე ტან­ჯვის მი­ყე­ნე­ბას, მის ცე­მას, სხე­უ­ლის რო­მე­ლი­მე ნა­წი­ლის მოკ­ვე­თას, და­სა­ხიჩ­რე­ბა­სა და და­ზი­ა­ნე­ბას. ყვე­ლა­ფე­რი ეს სა­თა­ნა­დოდ აი­სა­ხა სას­ჯე­ლის ცნე­ბის გა­მომ­ხატ­ველ სი­ტყვებ­ში – “ტან­ჯვა”, “სა­ტან­ჯვე­ლი”, “პა­ტი­ჟი” და ა.შ.

შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში დას­ჯის პო­ლი­ტი­კის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა მთელ რიგ ფაქ­ტო­რებ­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი. – ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვილს აღ­ნიშ­ნუ­ლი აქვს, რომ ძველ ქარ­თულ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას გან­სა­ზღვრუ­ლი სას­ჯელ­თა სის­ტე­მა ჰქონ­და. იგი წერს: “სას­ჯელ­თა ერთი ჯგუ­ფი ქო­ნებ­რი­ვი თვი­სე­ბი­სა იყო, მე­ო­რე ჯგუ­ფი დამ­ნა­შა­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თი­სათ­ვის იყო გან­კუთ­ვნი­ლი, მე­სა­მე გვე­მი­თი იყო, მე­ო­თხე გა­პა­ტი­ჟე­ბა და მე­ხუ­თე კი დამ­ნა­შა­ვის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა”.

ქარ­თუ­ლი სა­მარ­თლის ცნო­ბილ ძეგლს, ბე­ქა­სა და აღ­ბუ­ღას სა­მარ­თლის წიგნს დარ­თუ­ლი აქვს ე.წ. ბაგ­რატ კუ­რა­პა­ლა­ტის სა­მარ­თა­ლი, უფრო სწო­რად, სა­მარ­თლის წიგ­ნის ფრაგ­მენ­ტი, რო­მე­ლიც 61 მუხ­ლის­გან შედ­გე­ბა (99-160). მას­ში მოყ­ვა­ნი­ლია შემ­დე­გი სა­ხის და­ნა­შა­უ­ლი: მკვლე­ლო­ბა (117, 135, 150, 159, 160); სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა (106-109); ცი­ლის­წა­მე­ბა, სქე­სობ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლი, ქა­ლის მო­ტა­ცე­ბა, ცო­ლის დაგ­დე­ბა, გა­ძარ­ცვა, ქურ­დო­ბა, ღა­ლა­ტი, თვით­ნე­ბო­ბა და სხვა.

სა­მარ­თლის წიგ­ნის ფრაგ­მენ­ტში ვკი­თხუ­ლობთ, რომ თუ ვინ­მე დი­დე­ბულ­თა­გა­ნი ეპის­კო­პოსს სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას მი­ა­ყე­ნებ­და, დამ­ნა­შა­ვე დი­დე­ბუ­ლი და­ის­ჯე­ბო­და ორ­მო­ცი ათა­სი თეთ­რის გა­დახ­დით და “დი­დად შე­ხუ­ე­წით”.

“დი­დად შე­ხუ­ე­წა” აქ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ჯა­რო, სა­ხელ­მწი­ფო სას­ჯე­ლია, რო­მე­ლიც თან სდევს კერ­ძო სას­ჯელს, სის­ხლის და­ურ­ვე­ბას. შეხ­ვეწ­ნა იხ­სე­ნი­ე­ბა, რო­გორც სას­ჯე­ლის სა­ხე­ო­ბა რამ­დე­ნი­მე მუხ­ლში (106, 107, 108).

“თუ ეპის­კო­პოზ­სა დი­დე­ბულ­მან აგი­ნოს, ორ­მო­ცი ათა­სი თეთ­რი და­უ­ურ­ვოს და დი­დად შე­ხუ­ე­წით” (106).

“თუ ეპის­კო­პოზ­სა აზ­ნა­ურ­მან აგი­ნოს, დი­დი­თა შე­ხუ­ე­წი­თა ოცი ათა­სი თეთ­რი და­ა­ურ­ვოს” (107).

“თუ აზ­ნა­ურ­მან ანუ დი­დე­ბულ­მან მღვდელ­სა აგი­ნოს, ანუ უქუ­ე­მო­ეს­მან, მე­სა­მე­დი სის­ხლი­საი და­უ­ურ­ვოს და დი­დად შე­ე­ხუ­ე­წოს” (108).

ნა­თე­ლია, რომ სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თა პა­ტივ­სა და ღირ­სე­ბას ქარ­თვე­ლი კა­ნონ­მდე­ბე­ლი დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებ­და. სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ ჯა­რი­მას­თან ერ­თად, დამ­ნა­შა­ვეს ბო­დი­შის მოხ­დაც ეკის­რე­ბო­და. სწო­რედ და­ნა­შა­უ­ლის მო­ნა­ნი­ე­ბი­სა და ბო­დი­შის მოხ­დის ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ხე­ო­ბა იყო “შეხ­ვე­წა”.

რაც შე­ე­ხე­ბა “დი­დად შეხ­ვე­წას”, ეს უნდა ყო­ფი­ლი­ყო ბო­დი­შის მოხ­დის გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე ფორ­მა, რად­გან მას კა­ნონ­მდე­ბე­ლი სხვა­ნა­ი­რად არ მო­იხ­სე­ნი­ებ­და. “შეხ­ვე­წა”, “შეხ­ვე­წი­ლო­ბა” ქარ­თუ­ლი ფე­ო­და­ლუ­რი ყო­ფის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მოვ­ლე­ნა იყო, სწო­რედ აქე­დან არის წარ­მო­შო­ბი­ლი “შეხ­ვე­წი­ლი”. ეს უკა­ნას­კნე­ლი კი ნიშ­ნავს იმ პირს, რო­მელ­მაც მო­ი­ნა­ნია, ბო­დი­ში მო­ი­ხა­და და შე­ე­ვედ­რა. კა­ნონ­მდე­ბე­ლი აგ­რეთ­ვე სა­უბ­რობს “უსა­მარ­თლოდ გი­ნე­ბა­ზე”. ასე­თი და­ნა­შა­უ­ლის­თვის პირი ის­ჯე­ბო­და 10 ათა­სი თეთ­რის გა­დახ­დით (127).

ცალ­კე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია “დი­ა­ცის გი­ნე­ბა”. ამ შემ­თხვე­ვა­ში სას­ჯე­ლი მკაც­რი იყო და­წე­სე­ბუ­ლი. მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ი­ღე­ბო­და შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი მხა­რე­ე­ბის წო­დებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა (“სა­პა­ტი­ო­ბა”) (130).

ბაგ­რატ კუ­რა­პა­ლა­ტის სა­მარ­თლის წიგნ­ში ასე­ვე ვკი­თხუ­ლობთ: “მე­კობ­რი­სა და ზედა დამ­სხმე­ლის სის­ხლი არ არის” (138). ე.ი. მე­კობ­რი­სა და “ზედა დამ­სხმე­ლის” მოკ­ვლის­თვის მკვლე­ლი პა­სუხს არ აგებ­და. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორია

მეცნიერებმა ქრისტეფორე კოლუმბის წარმოშობა დაადგინეს

ესპანელმა მეცნიერებმა ლეგენდარული მეზღვაურის ქრისტეფორე კოლუმბის ნეშტი შეისწავლეს და მისი წარმოშობა დაადგინეს.

BBC-ს ცნობით, კვლევა გრანადის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ჩაატარეს და გენეტიკური მასალის შესწავლისას დაადგინეს, რომ კოლუმბი სავარაუდოდ ესპანელი და ებრაელი იყო. მათივე ვარაუდით, ის დასავლეთ ევროპაში დაიბადა, შესაძლოა ვალენსიაში. მეცნიერები ფიქრობენ, რომ კოლუმბი თავის ებრაულ წარმოშობას მალავდა ან კათოლიკედ მოინათლა, რათა რელიგიური დევნისთვის დაეღწია თავი.

ბოლო კვლევა ეწინააღმდეგება ტრადიციულ თეორიას, რომლის მიხედვითაც კოლუმბი გენუაში დაბადებული იტალიელი იყო.

ქრისტეფორე კოლუმბი სევილიის ტაძარშია დაკრძალული. მკვლევრებმა ასევე შეადარეს მისი დნმ-ი მისი ვაჟისა და ძმის გენეტიკურ მასალას, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სევილიაში სწორედ დიდი მეზღვაურის ნეშტია დასვენებული.

კოლუმბის მოგზაურობამ ატლანტის ოკეანეში 1492 წელს მსოფლიო ისტორიის მსვლელობა შეცვალა, სწორედ მან აღმოაჩინა ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორია

ახალმა ექსპედიციამ დაადგინა, რომ „ტიტანიკის“ ცნობილი მოაჯირი გემს მოსძვრა და ოკეანის ფსკერზეა

ახალმა ექსპედიციამ „ტიტანიკის“ ნელი დაშლის შედეგები დააფიქსირა.

როგორც BBC წერს, ივლისსა და აგვისტოში ცნობილ ლაინერის ნანგრევებამდე RMS Titanic Inc-ის ექსპედიციამ მიაღწია. კომპანიის ორმა დისტანციურად მართვადმა აპარატმა ორ მილიონზე მეტი ფოტო გადაიღო და დაადგინა, რომ გემს ცნობილი მოაჯირი მოძვრა და ახლა ის ნანგრევებიდან 800 მეტრში, ოკეანეს ფსკერზე დევს. სპეციალისტების ვარაუდით, მოაჯირის ნაწილის, რომლის სიგრძეც დაახლოებით 4,5 მეტრია, გემს გასული 2 წლის განმავლობაში მოსძვრა.

ის, რომ გემი იშლება წინა ექსპედიციებმაც დაადგინეს. ამ ეტაპზე კომპანია ფოტოების შესწავლით არის დაკავებული და ნანგრევების 3D რუკას ადგენს. მომავალში ზაფხულში გადაღებულ ახალ ფოტოებსაც გამოაქვეყნებენ.

„ტიტანიკი“ 1912 წლის აპრილში ჩაიძირა, კატასტროფას 1 500 ადამიანი ემსხვერპლა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიასაქართველო

მსოფ­ლი­ო­ში უძ­ვე­ლე­სი ამორ­ძა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­შია აღ­მო­ჩე­ნი­ლი: ქალი სამხედრო პატივით, იარაღით იყო დაკრძალული

დღეს­დღე­ო­ბით მსოფ­ლი­ო­ში უძ­ვე­ლე­სი ამორ­ძა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­შია აღ­მო­ჩე­ნი­ლი, თუმ­ცა ამის შე­სა­ხებ ცო­ტამ თუ იცის.

1927 წელს ქარ­თუ­ლი არ­ქე­ო­ლო­გი­ის ერთ-ერ­თმა ფუ­ძემ­დე­ბელ­მა გი­ორ­გი ნი­ო­რა­ძემ გა­თხა­რა და შე­ის­წავ­ლა სა­მარ­ხი, რო­მე­ლიც დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, მებ­რძო­ლი ქა­ლის ყვე­ლა­ზე ად­რე­ულ სა­მარ­ხად მი­იჩ­ნე­ვა მსოფ­ლი­ო­ში.

“მსოფ­ლი­ოს არ­ქე­ო­ლო­გი­ურ­მა ლი­ტე­რა­ტუ­რამ ჯერ კი­დევ არ იცის არც ერთი შემ­თხვე­ვა, რომ ეპო­ვოთ ბრინ­ჯა­ოს მახ­ვი­ლით, ხან­ჯლი­თა და შუ­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ქალი, რო­გორც ამას ად­გი­ლი ჰქონ­და ზემო ავ­ჭა­ლა­ში, და თუ გა­მო­ჩე­ნი­ლი მსოფ­ლიო მეც­ნი­ე­რი მონ­დე­ლი­უ­სი და­ნი­ა­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ხან­ჯლით შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ქა­ლებს უკავ­ში­რებ­და ამა­ზო­ნე­ბის ანუ ამორ­ძა­ლე­ბის შე­სა­ხებ წარ­მო­შო­ბილ მო­თხრო­ბებს, მით უმე­ტეს, ჩვენ უფრო მეტი სა­ფუძ­ვე­ლი გვაქვს ვი­ფიქ­როთ, რომ ზემო ავ­ჭა­ლის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი, მე­ო­მა­რი ქალი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ქალი, რო­მელ­მაც ცხე­ნოს­ნო­ბა კარ­გად იცო­და”, – წერს 1931 წელს გი­ორ­გი ნი­ო­რა­ძე.

მისი ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ სა­მარ­ხი 1927 წლის დე­კემ­ბერ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს ავ­ჭა­ლა­ში. გი­ორ­გი ნი­ო­რა­ძემ სა­მარ­ხი გახ­სნა, სა­დაც სამ­ხედ­რო პა­ტი­ვით დაკ­რძა­ლუ­ლი ქა­ლის ნეშ­ტი აღ­მოჩ­ნდა. არ­ქე­ო­ლო­გის ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია ბრინ­ჯა­ოს ხმლის ფრაგ­მენ­ტმა, თა­ვის ქა­ლა­ზე ჭრი­ლო­ბის კვალ­მა და იმ სამ­კა­უ­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც, მეც­ნი­ე­რის მტკი­ცე­ბით, ძვ. წ. XI-IX სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ამორ­ძალს საფ­ლავ­ში ჩა­ა­ტა­ნეს.

sasaxle-3-70717-1679728630.jpg

ნივ­თე­ბი, რო­მე­ლიც სა­მარხში აღოჩ­ნდა

ის, რომ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ნამ­დვი­ლად ქალი იყო, და­დას­ტურ­და ან­თრო­პო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბი­თაც. სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს აღ­მო­ჩე­ნა არა­სო­დეს გახ­მა­უ­რე­ბუ­ლა. ჩონ­ჩხი უკვე ათწლე­უ­ლე­ბია, ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის სა­ცავ­ში ინა­ხე­ბა.

ეს მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე თვის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი. ეკუთ­ვნის თუ არა სა­მარ­ხი მი­თურ პერ­სო­ნაჟს, ამორ­ძალს და რა შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს მისი და­მა­ტე­ბი­თი შეს­წავ­ლი­სათ­ვის, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის, ის­ტო­რი­ი­სა და არ­ქე­ო­ლო­გი­ის სა­მეც­ნი­ე­რო მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი მი­ხე­ილ აბ­რა­მიშ­ვი­ლი “კვი­რის პა­ლიტ­რას­თან” სა­უბ­რობს:

– ეს უნი­კა­ლუ­რი კო­ლექ­ცია ინა­ხე­ბა ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უმ­ში და თა­რიღ­დე­ბა ძვ.წ. XI-IX სა­უ­კუ­ნე­ე­ბით. ასე რომ, ავ­ჭა­ლა­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი მე­ო­მა­რი ქალი შე­საძ­ლოა მსოფ­ლი­ო­ში უძ­ვე­ლე­სი ამორ­ძა­ლია. თა­ვის ქა­ლის მო­ცუ­ლო­ბის, ძვლე­ბის წო­ნის, პა­ტა­რა ზო­მის კბი­ლე­ბი­სა და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ნიშ­ნის მი­ხედ­ვით თა­ვი­დან­ვე დად­გინ­და, რომ სა­მარხში ნამ­დვი­ლად ქალი იყო.

ორი თვის წინ კი თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დით კი­დევ ერთხელ გა­ნი­სა­ზღვრა სქე­სი და ასა­კი. თა­ვის ქა­ლა­ზე სქე­სის გან­მსა­ზღვრე­ლი 26 ნი­შა­ნია… გი­ორ­გი ნი­ო­რა­ძის შე­ფა­სე­ბით, ეს უნდა ყო­ფი­ლი­ყო 30-40 წლის 1.47 სი­მაღ­ლის ქალი. ნი­ო­რა­ძე სა­მარ­ხის პე­რი­ოდს ბრინ­ჯა­ოს ხა­ნის მი­წუ­რუ­ლი­თა და რკი­ნის ხა­ნის და­სა­წყი­სით გან­სა­ზღვრავს. ზუს­ტად ვერ ვი­ტყვით, ქალი რო­მელ რა­სას გა­ნე­კუთ­ვნე­ბო­და ან რა კულ­ტუ­რით ცხოვ­რობ­და, თუმ­ცა ამ დროს უკვე არ­სე­ბობ­და კლა­სობ­რი­ვი და­ყო­ფა და ვაჭ­რო­ბა. ქალი დიდ­გვა­რო­ვა­ნი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რად­გან უამ­რა­ვი ძვირ­ფა­სი ნივ­თი ჩა­ა­ტა­ნეს სა­მა­რე­ში. საბ­რძო­ლო ია­რა­ღებ­ში გა­მორ­ჩე­უ­ლია მახ­ვი­ლი, რო­მელ­საც ბო­ლო­ში წვე­რი არა აქვს.

ეს სა­გან­გე­ბოდ კეთ­დე­ბო­და – წვე­რი­ა­ნი მახ­ვი­ლი უფრო მძი­მეა, უწ­ვე­რო კი მსუ­ბუ­ქია და გან­კუთ­ვნი­ლია მხო­ლოდ მხედ­რის­თვის. სა­მარხშიც აღ­მოჩ­ნდა ცხე­ნის თა­ვის ქა­ლის ნა­წი­ლე­ბიც, რაც მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ქალი ნამ­დვი­ლად ცხე­ნო­სა­ნი მე­ო­მა­რი იყო. ბუ­ნებ­რი­ვია, მებ­რძოლ ქალს საბ­რძო­ლო ია­რა­ღი და ცხე­ნიც ჩა­ა­ყო­ლეს, რაც ნიშ­ნავს, რომ დიდი პა­ტი­ვით და­უკ­რძა­ლავთ. ჩანს, ძვ. წ. XI-IX სა­უ­კუ­ნე­ებ­ში დღეს პო­პუ­ლა­რუ­ლი გენ­დერუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბი არ არ­სე­ბობ­და. იმ ად­გი­ლას კი­დევ რომ მო­ი­ძებ­ნოს სა­მარ­ხი, შე­იძ­ლე­ბა და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბი აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ. რა სა­ი­დუმ­ლოს ინა­ხავს ზემო ავ­ჭა­ლის ეს ად­გი­ლი გა­თხრე­ბის შემ­დეგ გა­ვი­გებთ, თუმ­ცა ტე­რი­ტო­რი­ის ხე­ლახ­ლა შეს­წავ­ლა დიდ ფი­ნან­სურ და ადა­მი­ა­ნურ რე­სურსს მო­ი­თხოვს… იხილეთ სრულად

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 4 33
Page 2 of 33