close

ისტორია

ისტორია

როგორი იყო საბჭოთა კავშირის ,,სექსუალური ქცევის კოდექსი”?

კოდექსში წარმოდგენილია თუ რა წესებს უნდა დამორჩილებოდნენ საბჭოთა კავშირის მოქალაქეები:

მუხლი 1: პროლეტარიატს შორის სქესობრივი ცხოვრება ადრეულ ასაკში არ უნდა დაიწყოს.
მუხლი 2: აუცილებელია ქორწინებამდე სქესობრივი მოთხოვნილებების შეკავება. ქორწინება კი სოციალურ და ბიოლოგიურ მომწიფების პერიოდში, 20-25 წლის ასაკშია დასაშვები.
მუხლი 3: სქესობრივი კავშირი მხოლოდ სიყვარულის ობიექტის მიმართ მრავალმხრივი სიმპათიებისა და მიჩვევის დასკვნითი ნაწილია.
მუხლი 4: სასიყვარულო აქტი მოცემულ მომენტში წყვილს შორის არსებული სიღრმისეული და რთული განცდების დაბოლოებაა.
მუხლი 5: სქესობრივი აქტი ხშირად არ უნდა მეორდებოდეს.
მუხლი 6: სქესობრივი ობიექტის ხშირი ცვლა დაუშვებელია. რაც შეიძლება ნაკლები მრავალფეროვნება.
მუხლი 7: სიყვარული უნდა იყოს მონოგამიური.
მუხლი 8: ყოველი სქესობრივი აქტისას გახსოვდეთ, რომ შეიძლება ბავშვი გაგიჩნდეთ – საერთოდ, ამ დროს იფიქრეთ შთამომავლობაზე.
მუხლი 9: სქესობრივი ობიექტის შერჩევა კლასობრივი რევოლუციის თანახმად, პროლეტარისთვის დამახასიათებელი მიზანდასახულებით უნდა მოხდეს.
მუხლი 10: სასიყვარულო ურთიერთობაში არ უნდა იქნას გამოყენებული ფლირტი, თავის მოწონება, კეკლუცობა და სქესობრივი მოხიბვლის სხვა ხერხები.
მუხლი 11: დაუშვებელია ეჭვიანობა.

მუხლი 12: კლასს შეუძლია ჩაერიოს თავის წევრების სქესობრივ ცხოვრებაში. რევოლუციის ინტერესების სასარგებლოდ, ყველაფერი სქესობრივი კლასობრივს უნდა დაემორჩილოს. ეს უკანასკნელი მას ხელს არაფერში შეუშლის, პირიქით, ყოველმხრივ დაეხმარება.

დანართი :
,,სამსახურიდან დაბრუნებული მეუღლის დახვედრის წესები”
,,გახსოვდეთ, რომ ქმრის სამსახურიდან დაბრუნებისთვის ყოველდღე უნდა მოემზადოთ. ბავშვებიც მოამზადეთ – დაბანეთ, დავარცხნეთ და ლამაზად ჩააცვით. თქვენც მოწესრიგდით, სუფთა წინსაფარი გაიკეთეთ. სილამაზისთვის, კარგი იქნება, თმაზე ბაფთა გაიკეთოთ. ახალმოსულ ქმარს ლაპარაკს ნუ დაუწყებთ, გაიხსენეთ როგორ იღლება და ყოველდღიურად რამდენი რამის კეთება უწევს თქვენს გამო. ჩუმად ავახშმეთ, შემდეგ საშუალება მიეცით გაზეთი წაიკითხოს და მხოლოდ ამის შემდეგ დაელაპარაკეთ”.

 

წყარო: ,,სექსუალური ქცევის კოდექსი”(1924 წლის რედაქციით ,,საბჭოთა კავშირი”).

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორია

არქეოლოგები : ქვის ხანის ადამიანები შემწვარი თაგვებით იკვებებოდნენ

ორკნეის არქეოლოგიურ ადგილებში აღმოჩენილი ძვლები ამტკიცებს, რომ ადამიანები მინდვრის თაგვებს საკვებად ან მავნებლებთან ბრძოლის მიზნით წვავდნენ და ხარშავდნენ.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ეს არის ევროპაში ნეოლითის ხანის ადამიანის მიერ მღრნელების ექსპლუატაციის პირველი მტკიცებულება.

ისტორიულად ცნობილია, რომ მღრღნელებს ადამიანები მოგვიანებით მოიხმარდნენ, უფრო მეტიც,  რომაელების ბატონობის დროს ის დელიკატესადაც კი ითვლებოდა.

ორკნეის თაგვი მხოლოდ არქიპელაგზე აღმოაჩინეს, ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ის ევროპული მინდვრის თაგვის ქვესახეობაა.

დამწვარი ძვლები იმაზე მიანიშნებს, რომ მინდვრის თაგვებს, სავარაუდოდ, საკვებად იყენებდნენ.  თაგვის ნარჩენები აღმოჩენილია სხვა საკვების ნარჩენებთან ერთად, რაც მეცნიერებს აძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ თაგვებს ცეცხლზე წვავდნენ, ან ქოთანში ხარშავდნენ.

შოტლანდიის ძუძუმწოვრების ეროვნული მუზეუმების კურატორი ჯერი ჰერმანის ინფორმაციით, არქეოლოგიური გათხრების შედეგად ადამიანების საცხოვრებლებში დიდი რაოდენობით მღრნელების ნაშთებია აღმოჩენილი.

„ვინაიდან ნეშტების გარკვეული რაოდენობა დამწვარია, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ საკვებად წვავდნენ. ამით აიხსნება მათ საცხოვრებელში მღრნელების დიდი რაოდენობის არსებობა. მინდვრის თაგვები ისეთი პატარები არიან, რომ ადამიანს, ერთ ლუკმადაც ვერ ეყოფოდა, მაგრამ პროტეინის საკმაოდ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდნენ, „ – აცხადებს დოქტორი ჰერმანი .

მეცნიერებმა მღრღნელების დაახლოებით 60,000 ძვალისა და კბილის წარმოშობა შეისწავლეს. დასკვნები ჟურნალ Royal Society Open Science-ში გამოქვეყნდა.

აღნიშნულ ნიმუშებზე ახლახანს ჩატარებულმა გენეტიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ ორკნეიში მღრნელები თანამედროვე ბელგიის ტერიტორიიდან ჩაიყვანეს.

როგორც ჩანს, ფერმერებსა და ვაჭრებს მღრნელები კუნძულზე ზღვით საქონელსა და ირმებთან ერთად ჩაჰყავდათ.

წყარო:BBC
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიარელიგია და მეცნიერება

ახალი აღმოჩენები იშხანში – ბუბა კუდავას საჯარო მოხსენება ეროვნულ აკადემიაში

19 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაში გაიმართა შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ისტორიკოსმა ბუბა კუდავამ დამსწრე საზოგადოებას გააცნო იშხნის ტაძარში მიმდინარე გაწმენდითი და არქეოლოგიური პროცესები. ტაძრის რესტავრაცია თურქულმა მხარემ 2013 წელს დაიწყო, ინტერიერსა და ტაძრის გარშემო ზედმეტი მიწის ფენის მოხსნამ კი განაპირობა შემდგომი არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა.  სამწუხაროდ, კომპლექსის გათხრები სრული მასშტაბით ჯერაც არ წარმართულა, მაგრამ შეხვედრაზე წარმოდგენილი ფოტო-მასალა (იხ. დანართი) მოწმობს, რომ ტაძარი მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანია ზოგადად შუა საუკუნეების ქართული კულტურის ისტორიის შესასწავლად.
უხვად წარმოდგენილ სიახლეებს შორის განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებს საკათედრო ტაძრის ახლახან გამოვლენილი იატაკი, რომელიც როგორც მასალიდან ჩანს და ბატონმა ბუბამაც აღნიშნა, ძველ პერიოდშივე უნდა ყოფილიყო ზემოდან ნაყარი ქვით დაზიანებული.  მეჩეთად გადაკეთების შემდეგ ტაძრის ინტერიერში იყო ტიხარი, რომლის საშუალებითაც  ტაძრის დასავლეთ მკლავში მოეწყო მეჩეთი, შესაბამისად დანარჩენი გუმბათქვეშა სივრცე მოექცა მეჩეთის გარეთ, რამაც ალბათ განაპირობა მისი დაუცველობა გარე ზემოქმედებისგან.  იშხნის იატაკი მსგავსია ბაგრატის ტაძარში გამოვლენილი იატაკისა, რომელიც ზუსტად იგივე ტექნოლოგიითაა შექმნილი და იდენტურია ძირითადი მოტივებითაც, იქნება ეს წრიული გრაფიკული გამოსახულებები, თუ ფერთა გამა. თუმცა აღნიშნული სიძველის, სისრულისა და დიდი მხატვრული ღირებულებების გათვალიწინებით, უდავოა იშხნის იატაკის განსაკუთრებული მნიშვნელობა, მით უმეტეს რომ აღნიშნული გამოსახულებები იშხანში უფრო მეტადაა დამუშავებული, ვიდრე ბაგრატის ტაძარში.
ბატონმა ბუბამ გამოთქვა მოსაზრება, რომ აღნიშნული იატაკი იშხნის ტაძრის მშენებლობის საბოლოო ეტაპზე უნდა შექმნილიყო, რომლის შესახებ დეტალებსაც ვიგებთ თვითონ ტაძრის სამხრეთ ფასადის ვრცელი წარწერიდან. წარწერის მიხედვით ანტონ იშხნელი იყო 1032 წელს ჩატარებული საბოლოო რეკონსტრუქციის ინიციატორი, ხოლო ხუროთმოძღვარი გახლდათ იოვანე მორჩაისძე.  ტაო-კლარჯეთის ხუროთმოძღვართა შესახებ როგორც წესი ინფორმაცია ძალიან მწირია და შესაბამისად ეს შემთხვევა ერთ-ერთი სასიხარულო გამონაკლისია მათ შორის.
კომპლექსში ასევე აღმოჩენილ იქნა სამარხებიც, მათ შორის ორი ტაძრის ინტერიერში, თუმცა ქართველ მკვლევარებს არ გააჩნიათ დაწვრილებითი ინფორმაცია მათში აღმოჩენილი სიძველეების შესახებ, რადგან  თურქული მხარე არ ახმაურებს კვლევის შედეგებს.
სიახლეა ტაძრის ეზოშიც, სადაც გამოვლინდა აქამდე უცნობი სამნავიანი ეკლესიის ნაშთი, რომლის საკურთხეველში ჩადგმული ქვევრი უპრეცენდენტო შემთხვევაა ქართულ ხუროთმოძღვრებაში, შეხვედრაზე გარკვეული მოსაზრებები გამოითქვა მის შესახებ, დამსწრე საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს რომ ქვევრი უფრო გვიანდელი ხანისაა ვიდრე თვითონ ტაძარი, თუმცა მისი ამ ადგილას არსებობა მაინც ბურუსითაა მოცული.
შეხვედრაზე ისაუბრეს კარიბჭეში გამოვლენილი ახალი დეტალებზეც, როგორც ჩანს მეცნიერთა წრეებში წინა არქეოლოგიური გათხრების შემდეგვე გაჩნდა მოსაზრება, რომ კარიბჭე უნდა ყოფილიყო ერთგვარი მცირე კომპლექსი. ტაძრის წარწერებიდანაც ირკვევა რომ არსებობდა ე.წ ,,კარის ღვთისმშობელი“, გამორჩეული ხატი იშხანში, რომლის შესასვლელშივე დაბრძანება გამოიწვევდა კარიბჭეზე საგანგებო ზრუნვასა და მის საგანგებოდ გაფორმებას, რაც დადასტურდა კიდევაც უკანასკნელი აღმოჩენების შედეგად.
მსმენელი გაეცნო ორი წლის წინ აღმოჩენილ რელიეფსაც, რომელიც ამჟამად გადატანილია რიზეს მუზეუმში, თუმცა აღნიშნული ფაქტი არ გახმაურებულა თვითონ თურქულ წყაროებშიც. ქართველმა მეცნიერებმა ივარაუდეს რომ ეს რელიეფი უნდა ყოფილიყო კარიბჭის ნაწილი, მასზე გამოსახული ქტიტორს, რომლის ვინაობაც სამწუხაროდ არ არის ცნობილი, უჭირავს ეგვტერის ან კარიბჭის მოდელი. ხოლო რაც შეეხება მის მნიშვნელობას, ხაზი უნდა გაესვას რომ აღნიშნული რელიეფი იშხნის ტაძრის ტერიტორიაზე აღმოჩენილ და დღემდე შემორჩენილ რელიეფთაგან ერთადერთია, სადაც ადამიანის გამოსახულებას ვხვდებით.
ბატონი ბუბას თქმით დღეისათვის დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელობით მსგავსი აღმოჩენები ელოდება მკვლევარებს ტაძრის ჩრდილოეთ მხარეშიც, რომელიც თურქი მკვლევარების თქმით შეისწავლეს შესაბამისი სკანერის მეშვეობით და იქ არ გამოვლენილა ინტერესის რაიმე ობიექტი, რაც თვითონ კომპლექსის მასშტაბებიდან გამომდინარე არც ისე დამაჯერებლად ჟღერს ქართული მხარისთვის.
ამრიგად რთულია აღნიშნულ მასალებზე კვლევის ჩატარება როცა ქართველ სპეციალისტებს არ ეძლევათ მათი სათანადო დონეზე შესწავლის საშუალება.  ,,სამომავლოდ დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი საინტერესო რამ გამოვლინდება არა მარტო იშხანში, არამედ ტაო-კლარჯეთის სხვა ძეგლებზეც, ასე მაგალითად ოშკის ტაძარი არის რიგში, მე იმედი მაქვს იქ მაინც მოხერხდება ქართველი სპეციალისტების ჩართვა“ – განაცხადა ბატონმა ბუბამ შეხვედრის დასასრულს.

14650222_1196386863752616_565129912192088107_n
დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცა ესარგებლა კითხვა-პასუხის ფორმატით, მათ მიერ გამოითქვა სურვილი რომ გაიზარდოს ქართველთა ჩართულობა ჩვენივე კულტურის ძეგლის კვლევის საქმეში, თუმცა ყველასთვის გასაგებია რომ კულტურათაშორისი თანამშრომლობისთვის საჭირო ნიადაგი ამ ეტაპისთვის კვლავაც  არ არსებობს და ზემოთ აღნიშნული მონაპოვარი ხანგრძლივი დაძაბული ურთიერთობის ფონზე უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია.

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორია

მაიმუნების ქვის ხანა – ისინი ქვის იარაღებს ასწლეულების მანძილზე იყენებდნენ

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ბრაზილიაში კეშიუს (თხილის სახეობა) სამტვრევი იარღი აღმოაჩინეს, რომელსაც 700 წლის განმავლობაში კაპუცინი მაიმუნები იყენებდნენ.
კვლევის შედეგები ჟურნალ Current Biology-ში  გამოქვეყნდა. კვლევა ოქსფორდის უნივერსიტეტის პრიმატების არქეოლოგიის პროექტის ფარგლებში ჩატარდა. მას არქეოლოგი მაიკ ჰასლამი ხელმძღვანელობს.
ოქსფორდის სამეცნიერო გუნდის წარმომადგენელმა, პრიმატოლოგისტმა ლიდია ლანცმა განაცხადა, რომ ეს აღმოჩენა არის „ფანჯარა წარსულში.“
“ჩვენი ძალისხმევა, შევიხედოთ წარსულში, მხოლოდ და მხოლოდ ადამიანებზე იყო ორიენტირებული, ამიტომ წარმოდგენა არ გვაქვს, რა იარაღს იყენებდნენ სხვა სახეობის პრიმატები,“- აღნიშნა მან.
როგორც ახალმა კვლევამ აჩვენა, ე.წ. კაპუცინი მაიმუნებს კეშიუს სამტვრევი ხეებზე აჰქონდათ. ნაჭუჭში არსებული სითხე სამტვრევს ფერს უცვლიდა. მეცნიერებმა ამ იარაღების ქიმიური ანალიზი ჩაატარეს და მათი დანიშნულებაც დაადგინეს.
მეცნიერთა განმარტებით, ახალი მტკიცებულების თანახმად, მაიმუნები ქვის იარაღებს იმ პერიოდში იყენებდნენ, როდესაც ევროპელები დედამიწის დასავლეთ ნახევარსფეროში დასახლდნენ.
კაპუჩინები მაიმუნების სახეობაა, რომლებიც სამხრეთ ამერიკაში ცხოვრობენ. მეცნიერთა ვარაუდით, ქვის იარაღების გამოყენება მათ ადამიანებისა და შიმპანზეებისგან დამოუკიდებლად ისწავლეს.
ექსპერტები აცხადებენ, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტის აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ადგენს „მსგავსებებსა და განსხვავებებს ადამიანებისა და სხვა პრიმატების მოქმედებებს შორის.“

წყარო: www.livescience.com

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორია

იუნესკომ მცხეთა საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღო

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა მცხეთის ისტორიული ძეგლები საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან ამოიღო და მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დააბრუნა.
გადაწყვეტილება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მე-40 სესიაზე მიიღეს.
სტამბოლში გამართულ სხდომაზე კომიტეტმა დაადგინა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის დაცვის სისტემის სრულყოფის მიზნით საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა იძლევა საფუძველს საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან ამოღების შესახებ.
მცხეთა, როგორც ისტორიული ძეგლი, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წლიდან ირიცხება. 2009 წელს იგი საფრთხის ქვეშ მყოფი ისტორიული მემკვიდრეობის ნუსხაში გადავიდა, რისი მიზეზიც, პირველ რიგში, ისტორიულ ძეგლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად ქვებისა და ფრესკების დეგრადაცია გახდა. მცხეთა რჩებოდა ამ ნუსხაში ობიექტის ტერიტორიაზე ქალაქის უკონტროლო განვითარების გამო.
წყარო: www.unesco.org

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორია

არქეოლოგებმა 4,000 წლის ოქროს ხმალი აღმოაჩინეს

შოტლანდიაში, ანგუსის ოლქის ქალაქ კარნოუსტიში ბრინჯაოს ხანის ოქროსტარიანი ხმალი აღმოაჩინეს.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ხმალი დაახლოებით 4,000 წლისაა. რელიკვიების კოლექცია თავდაპირველად შემთხვევით მუშებმა იპოვნეს, როდესაც ისინი ფეხბურთის მოედნის სტადიონისთვის საძირკველს ყრდიდნენ.
ექსპერტები ცდილობენ ხმალი დაუზიანებლად ამოიღონ, რათა ლაბორატორიაში სპეციალური შემოწმება ჩაუტარონ.

„ვცდილობთ, რაც შეიძლება ფრთხილად და დაუზიანებლად გადავიტანოთ ლაბორატორიაში. როგორც ამ ეტაპზე ჩანს, ორი ნაწილია, გატეხილი ხმლის ორი ნაწილი, ან ხმალი და სათადარიგო ნაწილი,“ – განაცხადა მთავარმა არქეოლოგმა ალან ჰანთერ ბლერმა.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ აღმოჩენა ბევრ კითხვას გასცემს პასუხ იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობდნენ შოტლანდიელები ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2000 წლის წინ.

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორია

მეცნიერების გამოკვლევებით, გიზის პირამიდებში თერმული ანომალიები შეინიშნება

ეგვიპტის სიძველეთა მკვლევრები აცხადებენ, რომ არქიტექტორების და მეცნიერების საერთაშორისო გუნდმა გიზის პირამიდებში „თერმული ანომალიები“ შენიშნა.

თერმულმა კამერამ აღმოაჩინა მაღალი ტემპერატურა უდიდესი პირამიდის უკიდურეს წერტილში.

ოფიციალური პირები ამბობენ, რომ შესაძლო მიზეზებია პირამიდის შიგნით ცარიელი ტერიტორიები, შიდა ჰაერის დინება, ან სხვადასხვა სამშენებლო მასალების გამოყენება.

როგორც ჩანს, ექსპერტები ეძებენ დამალულ პალატებს პირამიდებს შიგნით.

ხეოფსის, ხეფრენის და მენკაურეს სამარხები აშენდა მეოთხე დინასტიისას, დაახლოებით ჩვ. წ. 2613-2494 წლებში.

„შთამბეჭდავი“ ანომალია

ეგვიპტიდან, საფრანგეთიდან, კანადიდან და იაპონიიდან არქიტექტორებისა და მეცნიერების გუნდმა  გამოიყენა ინფრაწითელი თერმოგრაფია პირამიდების შესწავლისათვის როგორც მზის ამოსვლისას, როდესაც მზე ათბობს სამარხის სტრუქტურას გარედან, ასევე მზის ჩასვლისას, როდესაც ქვა გრილდება.

ეგვიპტის სიძველეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ექსპერტებმა დაადგინეს რამდენიმე თერმული ანომალიის არსებობა, რომელიც დაფიქსირდა ყველა მონუმენტზე გათბობისა და გაგრილების ფაზების დროს დაკვირვებებისას.“

„ასეთი ანომალიების ასახსნელად უამრავი ჰიპოთეზა და შესაძლებლობა შეგვიძლია მოვიშველიოთ: ზედაპირზე სიცარიელეების არსებობა, შიდა ჰაერის დინება,“ დასძინა მან.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი ანომალია აღმოჩენილი იქნა ხეოფსის პირამიდის  აღმოსავლეთი ნაწილში, ზედაპირის დონეზე, – ნათქვამია განცხადებაში.

„პირამიდის ქვების პირველი რიგი არის ყველა ერთგვაროვანი, მაგრამ აღმოვაჩინეთ რომ მაინც არსებობს განსხვავება მათ ფორმაციაში,“ განაცხადა სიძველეთა მინისტრმა, მამდუჰ ალ დამატიმ.

151110163536-giza-pyramid-ir-result-exlarge-169

სხვა თერმული ანომალიები აღმოჩენილი იქნა უდიდესი პირამიდის ზედა ნახევარში.

პირამიდების შემდგომი შემოწმებისა და გამოკვლევისას, რომელიც დაიწყო 25 ოქტომბერს და სავარაუდოდ დამთავრდება 2016 წლის ბოლოს,  სტრუქტურა იქნება შესწავლის მთავარი საგანი.

წყარო: BBC

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორია

მეცნიერთა ჯგუფმა განაცხადა, რომ 4400 წლის წინ ადამიანები თაფლს მოიხმარდნენ

უძველესი ეგვიპტის ახალი სამეფოს ეპოქის დროინდელ ფრესკებში ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი სცენების ფონზე ფუტკრები და თაფლიც ფიგურირებს, რაც იმას ამტკიცებს, რომ 4400 წლის წინ ადამიანისკის პროდუქტებს მოიხმარდა.

მეცნიერთა თქმით, მათ აღმოაჩინეს ადრეული მეურნეობის კულტურის ევროპელი, ახლო აღმოსავლელი და ჩრდილოეთ აფრიკელი ქვის ხანის ადამიანის მიერ დამზადებული ცვილი, რომელიც თიხის ჭურჭელში იყო მოთავსებული. მაგალითად, თურქეთში სამზარეულოსქოთნებში მოთავსებული 8500 წლის წინანდელი ცვილი.

„ფუტკრის ცვილის ქიმიური ანაბეჭდი ევროპაში ნეოლითურ ნამოსახლარებში იქნა აღმოჩენილი, რაც მიგვანიშნებს თუ რაოდენ ახლო კავშირი იყო პრეისტორიული დროის ადამიანსა და ფუტკრებს შორის,“ – განაცხადა ბრისტოლის უნივერსიტეტის გეოქიმიკოსმა მელანი  როფეტ -სალქიუმ.

“ცხადია, რომ ქვის ხანის ადამიანი კარგად იცნობდა თავის გარემოს, იყენებდა თაფლს, და ექსპლუატაციის უწევდა სხვადასხვა ბუნებრივი რესურსს, როგოროცაა ცვილი და ხის ფისი,“ – დასძინა მან.

მისი თქმით, ყველაზე აშკარა მიზეზი რის გამოც ადამიანი მეფუტკრეობას მისდევდა, თაფლის მიღება იყო, თუმცა ცვილსაც სხვადასხვა ტექნოლოგიური, რიტუალი, კოსმეტიკური და სამკურნალო მიზნებისათვის იყენებდა.

ძველი ეგვიპტის ფრესკებმა, პრეისტორიული კლდის ხელოვნებამ და სხვა მტკიცებულებებმა ცხადყვეს, რომ კაცობრიობა მუშა ფუტკარს რამდენიმე ათასწლეულის წინ იყენებდა, თუმცა ჯერჯერობით დანამდვილებით ცნობილი არაა თუ რამდენად ფართოდ და რამდენხანს.

მეცნიერებმა  მსოფლიოს 150 უძველესი ადგილიდან 6,000-ზე მეტი თიხის ნამსხვრევის ქიმიური ნაერთები გამოიკვლიეს.

როგორც ბრისტოლის უნივერსიტეტის ბიოქიმიკოსი რიჩარდ ევერშედი აცხადებს, აღმოჩნდა, რომ უფრო ჩრდილოეთ მდებარე ადგილებში, მაგალითად შოტლანდიასა და სკანდინავიაში  ნაპოვნ კერამიკაში თაფლი არ აღმოჩნდა. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ უფრო მკაცრ და მაღალი განედების პირობებში ფუტკარი ვერ ცხოვრობდა.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორია

დმანისსში ახალი თავის ქალა აღმოაჩინეს! პრეზენტაცია ეროვნულ მუზეუმში

აღნიშნული თავის ქალა პირველია, რომლის მიხედვითაც მეცნიერებს შეუძლიათ აქამდე უცნობი ადრეული ადამიანის ანატომიის შესწავლა (თავის ქალის ტვინის მოცულობა დმანისელებს შორის ყველაზე მცირეა (546 სმ3), რაც დაახლოებით თანამედროვე ადამიანის ტვინის ერთი მესამედია. მას ყველაზე მასიური, წინ წამოწეული სახე და დიდი კბილები აქვს). ეს ნიმუში ზრდასრული ინდივიდის ერთადერთი საუკეთესოდ შემონახული თავის ქალაა.

დმანისის კოლექცია მეცნიერებს პირველად აძლევს საშუალებას დააკვირდნენ და შეისწავლონ 1.8 მილიონი წლის წინანდელი პოპულაცია. ინფორმაცია დმანისის აღმოჩენების შესახებ არაერთხელ ყოფილა გაშუქებული ისეთ სამეცნიერო და პოპულარულ გამოცემებში როგორებიცაა: Science, Independent, National Geographic, Le Figaro, New York Times, BBC, CNN, Guardian და სხვა.

 

2013 წელს Science-ში დაიბეჭდა სტატია ,,სრული თავის ქალა დმანისიდან და ადრეული ჰომოს ევოლუციური ბიოლოგია” – სტატიის თანაავტორები ქართველი მეცნიერები დავით ლორთქიფანიძე, აბესალომ ვეკუა და ანი მარგველაშვილი არიან.  ასევე აღსანიშნავია რომ, 2000 წლის მსოფლიოს ათ უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ აღმოჩენათა შორის დმანისის პალეოანთროპოლოგიური მონაპოვარი მესამე ადგილზე იქნა დასახელებული.

 

წყარო: museum

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 31 32 33
Page 33 of 33