close

კულტურა

კულტურასაქართველო

ქართული ღვინო იაპონიაში პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა

იაპონიაში ყოველწლიური კონკურსი  – „საკურა“ (The 6rd “Sakura” JapanWomen’sWineAwards 2019) გაიმართა, რომელიც, წელს, მეექვსედ ჩატარდა. მასში 33 ქვეყნის 4 000 მეტი დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი. ჟიურის წევრები კი, იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონები – სომელიეები, ღვინის მწერლები და ჟურნალისტები იყვნენ.

კონკურსში  ერთ-ერთმა ცნობილმა ქართულმა კომპანიამ „მეღვინეობა ვაზიანი“  გაიმარჯვა. ბრენდის ღვინო „ქისი 2017″ უმაღლესი ჯილდოს, “ბრილიანტის”  მფლობელი გახდა.

Image may contain: 3 people, people smiling, suit and text

აღსანიშნავია ისიც, რომ  თებერვალში, საერთაშორისო კონკურსზე „საკურა“ სხვადასხვა დასახელების ქართულმა ღვინოებმა 24 ჯილდო – 2 ორმაგი ოქრო, 15 ოქრო და 7 ვერცხლის მედალი – მოიპოვა.

როგორც ღვინის ოფიციალურ სააგენტოში ამბობენ, მსგავს პრესტიჟულ კონკურსებში გამარჯვება ხელს შეუწყობს როგორც კონკრეტული კომპანიის, ასევე  ზოგადად ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას იაპონიის ღვინის ბაზარზე.

იაპონია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ ღონისძიებებს 2014 წლიდან ახორციელებს. გასულ წელს იაპონიაში 212 ათასამდე ბოთლი ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 37%-ით აღემატება 2017 წლის მონაცემს.

Image result for georgian wines

აღსანიშნავია, რომ იაპონიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, 2019 წლის 10 მარტიდან 7 მაისამდე მასშტაბური პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“ გაიმართება.

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიაკულტურა

თამარ მეფის წარმოთქმული სიტყვა მეფედ კურთხევისას

თამარ ბაგრატიონი მეფედ 1184 წელს ეკურთხა. კურთხევის შემდგომ, ტახტზე ასვლისას მის მიერ წარმოთქმული სიტყვის ტექსტი შემოგვინახა ისტორიამ, რაც თავისთავად ძალიან საინტერესოა:

“შიშველი მოველ და შიშველადვე მეგულების განსვლად ამიერ სოფლით. ყოველივე ქვეყნიური აქვე დარჩება. არ არის აქ ჩემი საკუთრო და სამეფო ჩემი – კუთვნილებაა თქვენივე. მე ამამაღლა განგებამ მისთვის, რომ თქვენდა საკეთილდღეოდ აღვამაღლო სამეფო და განა შევძლებ მე ამას, უძლური დედაკაცი, თუ არა თქვენის დახმარებითა და თანამშრომლობით? პირველად თქვენ მოგმართავთ მამაჩემის გაწვრთნილნო, მხედართმთავარნო მეომარნო – მომეცით შეძლება, რომ პირველ ყოვლისა გავიმაგრო სამეფო საზღვრები გარეშე მტრების მოსაგერიებლად. მერმე მივჰყოფთ ხელს შინაგან განწესრიგებას და თქვენ უნდა მიწინამძღვროთ წმინდა მამებო, რადგანაც თქვენ, როგორც სასულიერო წოდებას, გაწევსთ ორგვარი მოვალეობა: ხორციელი და სულიერი, რისთვისაც მოგელისთ ორკეცი მადლობა – აქ მეფის და იქ – ზეციური კურთხევა. ხოლო თქვენ დიდებულნო და ერისთავნო, შემიწყვეთ ხელი, რომ მივსცეთ გზა და განი სწავლას, შრომას და ნიჭს, რომელთაც ქვაკუთხედად უნდა დაედვას საერო სიყვარული.”

წყარო : http://intermedia.ge

სრულად ნახვა
განათლებაკულტურასაქართველო

ბაბლუანების ინციატივით, თბილისში ქართულ-ფრანგული კინოხელოვნების სკოლა გაიხსნება

მამა-შვილი თემურ და გელა ბაბლუანები ახალ პროექტზე მუშაობენ მუშაობენ. მათი ინიციატივით, თბილისში ქართულ-ფრანგული კინოხელოვნების სკოლას ჩაეყრება საფუძველი და ის, ფრანგული კინოაკადემიის “ესეკის” ანალოგი იქნება.

“imedinews.ge”-ს ინფორმაციით, მულტიფუნქციური სკოლის მშენებლობის პროცესში, ოჯახთან ერთად ჩართულია, გელა ბაბლუანის მეგობარი, იურისტი და კინოინვესტიციების მოზიდვების სპეციალისტი, იუბერ კაიარდიც. სწორედ, კაიარდთან ერთად გადაიღო გელა ბაბლუანმა, ამერიკასა და ევროპაში აღიარებული ლეგანდარული “13”, “მემკვიდრეობა” და “ფული”.

უძველესი ფრანგული კინოაკადემიის  –  ბაბლუანების მომავალ კინოსკოლასთან, “ესეკის” გარდა, თანამშრომლობის სურვილი უკვე გამოთქვეს, მსოფლიოში უდიდესმა კინოტექნიკის გამქირავებელმა და მწარმოებელმა კომპანიებმა “პავიოზნმა” და “არიფლიქსმაც”.

ინტერნაციონალური პროფესიული სასწავლებელი, ყოველწლიურად 300-მდე ქართველ და ევროპელ სტუდენტებს მიიღებს. 4 000 კვადრატული მეტრის ფართობზე, კინოაკადემიის ცენტრალური სასწავლებელი, ადმინისტრაციული და ტექნიკური შენობები, სტუდენტების საცხოვრებელი, მოწვეული პედაგოგებისთვის სასტუმრო, კინობაზა – ორი გადასაღები პავილიონი, ასევე ტენისისა და კალათბურთის მოედნები აშენდება. სტუდენტებს, წლის განმავლობაში მასტერკლასებს, 4-5 ცნობილი რეჟისორი ჩაუტარებს.

ქართულ – ფრანგულ მულტიფუნქციურ სკოლაში, სტუდენტები, 17-მდე სპეციალობას დაეუფლებიან, მათ შორის რეჟისურას, პროდიუსინგს, მარკეტინგსა და კომუნიკაციებს.  როგორც ბაბლუანები აცხადებენ, გამორჩეულ და ნიჭიერ სტუდენტებს სწავლას, სკოლა დაუფინანსებს.

კინოხელოვნების სკოლის კონცეფციას მამასთან და ძმასთან, ოლგა ბაბლუანიც ქმნის. ის, კომუნიკაციების დაგეგმვასა და მედიაში შეძენილი გამოცდილების კინოხელოვნების სკოლის სტუდენტებისთვის გაზიარებას გეგმავს.

კავკასიის რეგიონული კინოსკოლის მშენებლობა, წელს განახლდება და 2020 წელს, სტუდენტთა პირველ ნაკადს მიიღებს.

წყარო : primetime.ge

სრულად ნახვა
კულტურასაქართველო

BBC საქართველოში ისტორიულ დრამას გადაიღებს

გაზაფხულზე BBC საქართველოში ახალ ისტორიულ დრამას “Gentleman Jack”-სგადაიღებს. ამის შესახებ ბრიტანულმა სამოგზაურო ჟურნალმა Contemporary Class Magazine-მა დაწერა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ჟურნალმა საქართველო 2019 წლის 19 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა. როგორც სტატიაში წერია: “საქართველოში მოგზაურობა ნებისმიერ დროს კარგია. მაგრამ 2019 წელი განსაკუთრებულია. გაზაფხულზე, BBC საქართველოში ახალ ისტორიულ დრამას “Gentleman Jack”-ს გადაიღებს, ფილმი მე-19 საუკუნეში მოღვაწე ცნობილ ბრიტანელ მოგზაურს ენ ლისტერს ეძღვნება, რომელმაც მთელი საქართველო შემოიარა და ქუთაისში გარდაიცვალა”.

სიაში საქართველოსთან ერთად იაპონია, შრი-ლანკა, მალდივები, კანადა, ბულგარეთი, დანია და სხვა ქვეყნები მოხვდნენ.

“Gentleman Jack”-ი BBC-სა და HBO-ს ერთობლივი პროდუქტია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოაკომუნიკაციაკულტურარობოტექნიკა

შუბერტის „დაუსრულებელი“ სიმფონია რობოტმა დაასრულა

შუბერტის მერვე სიმფონიის შექმნა 1822 წელს დაიწყო, თუმცა რიგი მიზეზების გამო ვერავინ მიხვდა, რომ შუბერტმა სამუშაო ბოლომდე არ დაასრულა.

გამოცემის ინფორმაციით, კომპოზიციის პირველი ორი ნაწილი დასრულებული, ხოლო ბოლო ორი ნაწილის ფრაგმენტები დაუსრულებელი იყო.

სწორედ ამიტომ Huawei-მ გადაწყვიტა საქმეში ხელოვნური ინტელექტი (AI) გამოეყენებინა, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი კომპოზიტორ ლუკას კანტორის დახმარებით განახორციელდა.

ირკვევა, რომ ჩინურმა კომპანიამ Huawei Mate 20 Pro-ზე ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა, რათა ახალი მელოდიები შეექმნა.

ახალი კომპოზიცია ლონდონის კადოგანის ჰოლში 4 თებერვალს შესრულდა.

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიაკულტურამსოფლიოსაქართველო

საქართველო არა მხოლოდ ვაზის, არამედ თაფლის სამშობლოც არის.

ბორჯომში, სოფელ საკირეში, ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, აღმოაჩინეს უძველესი თაფლი. რამდენიმე წლიანი ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადასტურდა რომ თაფლი 5500 წლის წინანდელია. ასევე მეცნიერები გვიდასტურებენ რომ თაფლი არის მოშინაურებული ფუტკრისგან დამზადებილი და არა ველური. აქამდე თაფლის უძველეს კერად ეგვიპტე ითვლეობდა, რადგან 3000 წლის წინანდელი თაფლი, ტუტანხამონის საფლავში აღმოაჩნეს და მისი ანალოგი არ მოიძებნებოდა.

ბორჯომში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა კვლევამ კი დაადასტურა, რომ საქართველო არა მხოლოდ ვაზის, არამედ თაფლის ასამშობლოც არის.

წყარო: გეგა ხვედელიძე

სრულად ნახვა
კულტურასაქართველო

ქართულმა ფილმმა „ნამემ“ ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოების მთავარი პრიზი მოიპოვა

9 თებერვალს, ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების ჯილდო  – ASC Awards ოცდამეცამეტედ გაიმართა და ღონისძიების 100 წლის იუბილეზე, ფილმ „ნამეს“ ოპერატორმა, გიორგი შველიძემ მთავარი ჯილდო მოიპოვა. ამ ნომინაციაზე კანდიდატს თავად კინოოპერატორთა საზოგადოება წარადგენს. ჯილდოსთვის კი, გიორგი შველიძესთან ერთად, ფილმების: “Girl“ და „The Rider“ ოპერატორები იბრძოდნენ.

გასულ წესლ, ზაზა ხალვაშის ფილმი „ნამე“ ეროვნული კინოცენტრის მიერ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ შეარჩია, როგორც საქართველოს კანდიდატი ფილმი 2019 წლის ოსკარის უცხოენოვანი ფილმების კონკურსში წარსადგენად. თუმცა, ამერიკის კინოაკადემიის უცხოენოვანი ფილმების საბოლოო სიაში „ნამე“ ვერ მოხვდა.

სრულად ნახვა
განათლებაეს საინტერესოაისტორიაკულტურამსოფლიოფილოსოფია

ჯერომ სელინჯერის უცნობი ნაშრომები გამოქვეყნდება

ჯერომ სელინჯერის შვილი ბრიტანულ “გარდიანთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ მწერილის საკმაოდ ბევრი ნამუშევარი არსებობს, რომელიც საზოგადოებისათვის ცნობილი არ არის.

მწერლის შვილი მეტ სლინჯერი ამბობს, რომ ის და ჯერომ სელინჯერის ქვრივი მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ამ ნამუშევრებს გამოაქვეყნებენ. მისი თქმით, ნაშრომები ჯერ გამოსაქვეყნებლად მზად არ არის.

ჯერომ სლინჯერი ცნობილი ამერიკელი მწერალია, რომელმაც სახელი გაითქვა ნაწარმოებით: თამაში ჭვავის ყანაში. სელინჯერი 2010 წელს გარდაიცვალა. ის დიდი ხნის განმავლობაში მედიასთან არ კონტაქტობდა, თუმცა მწერლის ფანები ფიქრობდნენ, რომ სელინჯერი ამ ხნის განმავლობაში წერას აგრძელებდა.

მისმა შვილმა “გარდიანთან” ინტერვიუში ეს ფაქტი დაადასტურა და თქვა, რომ ეს ნაშრომები გამოქვეყნდება.

სელინჯერმა წიგნი ბოლოჯერ 1963 წელს, ხოლო მოთხრობა 1965 წელს გამოაქვეყნა. 1980 წელს ბოლოჯერ მისცა ინტერვიუ. მისი რადიკალიზმი მკითხველებსა და ლიტერატორებს არასდროს უქრობდა ეჭვს იმის შესახებ, რომ სელინჯერი წერდა და თანაც ბევრს. მოსაზრებებს მითქმა–მოთქმები ამყარებდა: 1999 წელს სელინჯერის ნიუ ჰემფშირელმა მეზობელმა ჯერი ბარტმა განაცხადა, რომ წლების წინ ავტორმა მას 15–მდე გამოუქვეყნებელი წიგნის არსებობის შესახებ ამცნო, რომლებსაც საგულდაგულოდ სახლში ინახავდა. მსგავსი განცხადება სელინჯერის ყოფილმა მეგობარმა ქალმა, ჯოის მეინარდმაც გააკეთა. მეინარდი ამბობდა, რომ მწერალი ყოველდღიურდ წერდა და სულ მცირე ორი რომანი მაინც ექნება შეთხზული.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიაკულტურასაქართველო

ახალციხეში საცხოვრებელი სახლის ქვეშ, სავარაუდოდ, ისტორიული აბანოები აღმოაჩინეს

ახალციხეში, რაბათის დასახლებაში მცხოვრებმა შავაძეებმა რემონტის დროს, ერთ–ერთ ოთახში იატაკის აყრის შემდეგ, სახლის ქვეშ ისტორიული აბანოები აღმოაჩინეს, თუმცა ამის შესახებ შესაბამის უწყებებს არ შეატყობინეს. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

“ერთ ოთახში ძველი იატაკი რომ ავყარეთ, დაბლა ნანგრევები გამოჩნდა. მე რომ გავთხოვდი და ამ სახლში მოვედი, იმის მერე ჩემი მამამთილისგან ვიცი, რომ დაბლა რაღაც ნანგრევებია, მაგრამ რა იყო არავინ ვიცოდით. ეს რაც გამოჩნდა, ალბათ გვირაბებია, როცა ახალციხეს მტერი შემოესეოდა, მაშინ იყენებდნენ და აქ იმალებოდნენ“, – ამბობს ციალა შავაძე.

ნანგრევებს ახლა ძეგლთა დაცვის სააგენტო შეისწავლის.

„ეს, დაახლოებით, მე-18 საუკუნეში აშენებული აბანოა. ამაზე მსჯელობა გუმბათის ხვრელების მიხედვითაც შეგვიძლია, აქედან სავარაუდოდ აბანოს ორთქლი გადიოდა. მსგავსი ტიპის აბანო რაბათში კიდევ გვაქვს, ის უფრო დიდია,“ – განმარტა სამცხე–ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის არქეოლოგიური ფონდის მცველმა ჯუმბერ ჩოხელმა.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკულტურამსოფლიოსაქართველოფილოსოფია

ნობელიანტი მარიო ვარგას ლიოსა საქართველოში ჩამოდის

ხორხე მარიო პედრო ვარგას ლიოსა, 82 წლის პერუელი პროზაიკოსი და დრამატურგი, ნობელის პრემიის ლაურეატი თბილისში ჩამოდის. მწერალი საქართველოში წიგნის ეროვნული ცენტრისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სერვანტესის ფონდის მოწვევით ჩამოდის. ვიზიტის მიზანი და დეტალები ცნობილი გახდება პრესკონფერენციაზე, რომელიც გაიმართება სასტუმრო “რუმსში”, 24 იანვარს.

ქართველი მკითხველი ლიოსას რამდენიმე ნაწარმოებს იცნობს. სხვადასხვა წლებში ქართულად გამოიცა დეიდა ხულია და სცენარისტიხუთი კუთხე, ვაცის ნადიმი, ცუდი გოგოს ოინები და ქალაქი და ძაღლები.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
1 12 13 14 15 16 24
Page 14 of 24