close

კულტურა

კულტურამსოფლიოსაქართველო

პიკასო, მონე, ფიროსმანი – “ალბერტინას” მუზეუმმა ჰელოუინი საზოგადოებას ფიროსმანის ნახატით მიულოცა

25 ოქტომბერს ვენის ალბერტინას მუზეუმში ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენა გაიხსნა, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. დღეს კი, მუზეუმის ადმინისტრაციამ საზოგადოებას ჰელოუინი სწორედ ცნობილი ქართველი მხატვრის ნამუშევრით მიულოცა.

სრულად ნახვა
არქეოლოგიაკულტურამსოფლიო

შავ ზღვაში მსოფლიოში ყველაზე ძველი ხელუხლებელი გემი იპოვეს

არქეოლოგებმა შავ ზღვაში შეჯახების შედეგად ჩაძირული უძველესი გემი აღმოაჩინეს. მეცნიერები აცხადებენ, რომ 2,000 მეტრ სიღრმეზე ნაპოვნი გემი აქამდე აღმოჩენილ ჩაძირულ გემთაგან უძველესია.

უცნაური ამ აღმოჩენაში ისაა, რომ დაახლოებით 2 400 წლის მომხდარი შეჯახების შედეგად ჩაძირული გემი ფაქტობრივად დაუზიანებელია. ფოტოზე ჩანს მეზღვაურების ნიჩბები და გემზე მყოფი ეკიპაჟის მიერ ნაჭამი თევზის ძვლებიც კი.  არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 23 მეტრი სიგრძის გემი ბერძენ ვაჭრებს ეკუთვნოდათ. გემის ასაკის დადგენა მისი პატარა ნაჭრის საშუალებით მოხერხდა, რომელიც შავი ზღვიდან დისტანციურად მართვადი რობოტის საშუალებით განახორციელეს.

მკვლევარები გემის ამ ფორმით შემონახვის ორ სავარაუდო მიზეზს ასახელებენ, პირველი: გემი ანოქსიურ (უჟანგბადო)წყლებში მდებარეობს და მეორე :  ის იმდენად ღრმადაა წყალში, რომ დაცულის მყვინთავებისა და ჰისტიოციტებისგან.

მეცნიერთა გუნდი აცხადებს, რომ საჭირო თანხების მოძიებისთანავე გემის შინაარსს შეისწავლიან და მასზე აღმოჩენილი ნივთებით ზუსტ წარმოშობას დაადგენენ.

აღმოჩენა „შავი ზღვის საზღვაო არქეოლოგიური პროექტის“ ნაწილია, რომლის ფარგლებში გასული სამი წლის განმავლობაში 60-ზე მეტი ჩაძირული გემის იდენტიფიცირება განხორციელდა.

წყარო : www.sciencealert.com

მასალა მომაზადა :თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიაკულტურასაქართველო

ილია ჭავჭავაძის წინასაარჩევნო მიმართვა 1897 წელს

ხვალ, 18 მაისს, განკითხვის დღეა. განკითხვის დღე იმისი თუ, – ვინ უნდა მოუაროს, ვინ უნდა უპატრონოს ტფილისს ამ ოთხს წელიწადს და ვინ უნდა იზრუნოს და ისაქმოს ადამიანურის გულისტკივილითა და გულმოდგინებით ჩვენის კეთილდღეობისათვის, ჩვენის ავკარგიანობისათვის.

კანონმა ნება მოგვცა ჩვენს დედაქალაქს ჩვენვე მოვუაროთ, ჩვენვე ვუპატრონოთ ამ მხრით. ჩვენც საკმაო ხარჯს ვიხდით, რომ ეს პატრონობა, ეს მოვლა ყინულზე დაწერილი თამასუქი არ იყოს, ხარჯიც ტყუილუბრალოდ არ იქსაქსებოდეს, საქმე ჩვენდა საკეთილოდ კეთდებოდეს და კეთილი დღედადღე ემატებოდეს ჩვენს მშობელ ქალაქსა.

ყველამ ერთად, რომ პატრონობა და მოვლა მოვინდომოთ, შეუძლებელია. კანონმა ეს კარგად იცოდა და დაგვიწესა უკეთესნი კაცნი რიცხვით ოთხმოცი ამოირჩიეთ თქვენ შორის და იმათ მიანდეთ ეგ პატრონობა და მოვლაო.

იცოდეთ, დიდი ცოდვა-მადლი თანა სდევს არჩევანსა და ვიდრე ხელი კენჭის ჩასაგდებად დაიძროდეს, თქვენს ნამუსს, თქვენს სინდისს, თქვენს გულს, თქვენს ჭკუას რამდენჯერმე დაეკითხეთ – ვინ არის ღირსეული და ვინ არა, განურჩევლად დიდისა და პატარისა.

იცოდეთ, თქვენ გინდათ კაცი, რომელსაც თქვენი სიკეთე, თქვენი სიყვარული, თქვენთვის გულშემატკივრობა სულელობად არ მიაჩნია, რომელსაც უნდა ებრალებოდეს თქვენი თავი, თქვენი ცოლ-შვილი და თქვენი ოფლით მონაგარს ფულს, ხარჯად თქვენს მიერ გაცემულს, თქვენს კეთილად ცხოვრებას, თქვენს მშვიდობით და უშიშრად ყოფნას ახმარებდეს, რამოდენადაც ყოველივე ეს შესაძლოა.

თქვენ გინდათ კაცი, რომ მდიდარს განგებ არ აკლებდეს ქალაქის ხარჯსა და ხმაამოუღებელს შეუძლებელს განგებვე არ უმატებდეს, და რაც მდიდარს დააკლებს, ღარიბს არ ახდევინოს.
თქვენ გინდათ კაცი, რომ თქვენი მიყრუებული უბნები ტალახისა და ტყლაპოებისაგან არა ჰყარდეს და მარტო მდიდართა ქუჩები არა ჰლაპლაპებდეს სიფაქიზითა.

თქვენ გინდათ კაცი, რომ ხორაგი, საჭმელ-სასმელი, ქალაქის ბაზარში კარგი და საღი იყოს და თქვენ არ გახდენდნენ, არ გაფუჭებდნენ და ამ მხრით უშიშარ იყვნეთ.

თქვენ გინდათ კაცი, რომ პურს, ღვინოს, საჭმელ-სასმელს ჩარჩები თუ სხვა ვინმე განგებ მამასისხლად არ ჰხდიდნენ და ამით თქვენ და თქვენს ცოლ-შვილს არ უძვირებდნენ საჭირო საზრდოს და საკვებსა.

თქვენ გინდათ კაცი, რომ ქალაქის მოხელეებს ხელსა და კალთას არ აფარებდნენ, როცა იგინი არ ვარგანან და ტყუილუბრალოდ სჭამენ თქვენის ოფლით მონაგარს ფულსა ჯამაგირების სახითა.
თქვენ გინდათ კაცი, რომ ბუნებითად კეთილი ჰაერი თქვენის დედაქალაქისა არ იშხამებოდეს უწმინდურების სიყრალითა და არა გშხამვიდეს თქვენ, თქვენს ოჯახს, თქვენს წვრილშვილსა.

თქვენ გინდათ კაცი, რომ წყალი უვნებელი და მოუწყვეტელი გქონდეთ და ამასთანაც, რაც შეიძლება იაფი.

თქვენ გინდათ კაცი, რომ რაკი ხორაგს თუ სასმელს ბაზარში ჰყიდულობთ, დახათრიჯამებული იყვნეთ, რომ წამხდარს და მოწამლულს არ შემოგაპარებენ.

თქვენ გინდათ კაცი, რომ თქვენს წვრილშვილებს სწავლა-განათლების გზა და სახსარი მისცეს, გული კეთილს შეუჩვიოს, ჭკუა სჯასა და მოსაზრებასა, რამდენადაც შესაძლოა.

თქვენ გინდათ კაცი, რომ თითქმის ორ მილიონამდე ყოველწვლივ შემოსავალი ქალაქისა, თქვენგანვე ხარჯად აღებული, თქვენვე და თქვენს ქალაქს საერთოდ ჰხმარდებოდეს გამოზოგვითა და ცოდნითა და არა აქეთ-იქით იფანტებოდეს გულდაუდებლობით და უთადარიგობითა.

ვისაც ხელი მიგიწვდებათ, ყველანი უნდა მიხვიდეთ არჩევანზე და თქვენი მოქალაქური, კაცადკაცური მოვალეობა გადაუხადოთ თქვენს მშობელ ქალაქსა.

იცოდეთ, რომ ვისაც ხვალ ჩააბარებთ საბჭოში ხმოსნობას, იმას აბარებთ მთელის ოთხის წლის თქვენს საერთო სვე-ბედსა, თქვენის ოჯახობის საერთო კეთილსა და ბოროტსა. ოთხი წელიწადი ბევრის რისამეა შემძლებელი, ავიც შეიძლება ბევრი მოგვაყენოს კარს და კარგიც.

გულს ნუ გაიმრუდებთ, სულს ნუ წაიწყმედავთ! იცოდეთ, ეს დიდი საქმე თქვენს ნამუსს, თქვენს სინიდისს, თქვენს პატიოსნებას აბარია. ახსენეთ ღმერთი, და ღვთისა და მართლის სახელით, შეუდექით არჩევანის დიდს საქმეს და მარჯვენას თქვენსას ის არ აქმნევინოთ, რასაც გული და სინდისი არ გეუბნებათ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიაკულტურა

არქეოლოგებმა შავ ზღვაში 2400 წლის წინ ჩაძირული გემი იპოვეს

არქეოლოგებმა იპოვეს ის რასაც, რამდენიმე წელია, შავი ზღვის ფსკერზე ეძებდნენ. მათ,  შავ ზღვაში დაახლოებით 2 400 წლის წინ ჩაძირული 23-მეტრიანი ხომალდი აღმოაჩინეს, რომელიც არქეოლოგების ვარაუდით ძველ ბერძნულია.   სტატიის  თანახმად, ზღვის ფსკერზე ნაპოვნი გემი თითქმის დაუზიანებელია, ის უვნებლად ჟანგბადის ნაკლებობამ შემოინახა. უძველესი გემის შესახებ The Guardian წერს.
როგორც არქეოლოგები განმარტავენ, გემი, სავარაუდოდ, სავაჭრო იყო და მას ისეთივე ფორმა აქვს, როგორიც ე.წ. “სირენების ლარნაკზე” გამოსახულ ხომალდს. ეს არის მოხატული ჭურჭელი, რომელიც,დაახლოებით შავ ზღვაში ნაპოვნი გემის პერიოდისაა. ჭურჭელზე გამოსახულია ოდისევსის ხომალდი, რომელსაც თავს ესხმიან მითიური სირენები.
მკვლევართა თქმით, ეს  აღმოჩენა მეტ ცოდნას მოგვცევს იმ დროინდელ  გემთმშენებლობასა და საზღვაო სამყაროში არსებულ მდგომარეობაზე.
რაც შეეხება ადგილმდებარეობას, როგორც გამოცემა წერს, ხომალდი ბულგარეთთან ახლოს აღმოაჩინეს. ის ერთ-ერთია იმ 60-ზე მეტი გემიდან, რომლებიც მეცნიერებმა 3-წლიანი ექსპედიციის დროს შავ ზღვაში იპოვეს.

წყარო : theguardian.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კულტურასაქართველო

17 წლის გიორგი ფოცხიშვილი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში და დამსახურებული სტიპენდია ამსტერდამის ნაციონალური ბალეტის აკადემიაში

17 წლის ქართველი მოცეკვავე  – გიორგი ფოცხიშვილი, რომელიც ბალეტისა და ქართული ცეკვის სინთეზის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია, ცოტა ხნის წინ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ბერლუსკონის საპატიო ჯილდოს აღების შემდგომ მოექცა, ახალგაზრდას, რომელიც სულ მალე საკუთარი პროფესიით სასწავლებლად ამსტერდამში გადავა საცხოვრებლად, ოჯახური დასის განსავითარებლად  უკვე აქვს გეგმები, რომელთა შესახებაც თავად გვესაუბრება.

 -გიორგი, მოგვიყევი როდის დაინტერესდი ცეკვით და რა გახდა შენი ყველაზე დიდი მოტივატორი?

-ჩემი ცეკვით დაინტერესება, უპირველეს ყოვლისა, ოჯახის დამსახურებაა, ჩვენ გვყავს დასი და შვიდი წლის ასაკში ქარტული ცეკვის შესწავლა დავიწყე, მოგვიანებით კი, თორმეტისამ მშობლების ინიციატივით ბალეტითაც დავკავდი, ვფიქრობ ქართული ცეკვისა და ბალეტის სინთეზი საინტერესო აღმოჩნდა.  ჩემი მოტივატორი  პირველრიგში  არის დედა – მაია კიკნაძე, რომელიც ჩემთან ერთად სცენაზე ხშირად გამოდის და იძულებულივარ მაქსიმალურად დავიხარჯო, როდესაც  მის გვერდით ვდგავარ. ბავშვობიდან მახსოვს მამაჩემის  – გელა ფოცხიშვილის ცეკვა, რომელსაც კულისებიდან ვადევნებდი თვალს და ის ოვაციები, რომელიც მისკენ მოდიოდა, მსურდა თავადაც გამომეცადა ცხოვრებაში და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი გადაიქცა მიზნად, რომლის ასახდენადაც დაუღალავად ვშრომობ.

ცოტა ხნის წინ, მილანში გამართულ საბალეტო კონკურსში მონაწილეობდი

-დიახ, წელს მივიღე მონაწილეობა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ მარია ანტონიეტა ბერლუსკონის სახელობის კონკურსზე, რომლის ორგანიზატორებიც,  რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს სოციალური ქსელებში ჩემი აღმოჩენის შემდეგ დამიკავშირდნენ და მიუხედავად უკვე დასრულებული სარეგისტრაციო  თარიღებისა, ჩამრთეს კონკურსში, რომელიც მილანში გაიმართა. ჩემთვის ესარისუდიდესიწარმატება, მსოფლიობალეტისმომავალივარსკვლავიასეშეაფასაპრესამდაჟიურიმჩემი გამოსვლა და ამ ყოველივემ კიდევ უფრო მეტი სტიმული შესძინა ჩემს საქმიანობას,
ავიღე ბერლუსკონის პირადი გრან პრიც და ის თავადაც ესწრებოდა კონკურსს.

-როგორც ვიცი, სულ მალე საზღვარგარეთ აპირებ სწავლის გაგრძელებას, გვიამბე რამდენად რთულია მსოფლიო ასპარეზზე ცეკვით გზის გაკვალვა.

-ჩემთვის საკმაოდ მოულოდნელ აღმოჩნდა, რომ მე-11 კლასიდან  სწავლას ამსტერდამის ნაციონალური ბალეტის აკადემიაში გავაგრძელებ, რომლის დასრულების შემთხვევაშიც ბაკალავრის დიპლომსაც სწორედ ცეკვის მიმართულებით ავიღებ. შესარჩევი ეტაპისთვის ადგილზე ჩასვლა და გასინჯვის გავლა მომიწია, რის შემდეგაც სტიპენდიის მფლობელი გავხდი და  რამდენიმე დღეში ამსტერდამში გადავალ საცხოვრებლად.

-გიორგი, ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ, საინტერესოა როგორ აღიქვამ საკუთარ თავს მომავალში?

-საკუთარ თავს ალბათ მომავალშიც ამ სფეროში ვხედავ და ვფიქრობ, რომ ცეკვა არის ჩემი პროფესია, რომელსაც ცხოვრების ბოლომდე გავყვები. მე მყავს ოჯახი და გვაქვს ქართული სამეფო ნაციონალური ბალეტი, რომელსაც სათავეში ჩემი მშობლები უდგანან და ჩემი მოვალეობაა, რომ გავაგრძელო მათი მოღვაწეობა, კიდევ უფრო განვავითარო მომავალში და ამაში ჩემიუმცროსი ძმაც დამეხმარება, რომელსაც ცეკვა ახალი დაწყებული აქვს.

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

სრულად ნახვა
კულტურამსოფლიოსაქართველო

შოთა რუსთაველი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მწერალთა რეიტინგში

„Ranker.com“-ეს არის ცნობილი ვებ გვერდი, რომელიც მომხმარებლის მიერ შედგენილ რეიტინგებს აქვეყნებს. აღნიშნულ პორტალს 50 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. მის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგების სიაში, ყველა დროის საუკეთესო მწერალი, შოთა რუსთაველი 23-ე ადგილს იკავებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაკულტურასაქართველო

ცნობილი მუსიკოსი და მომავლის მეცნიერი ბათუმიდან

მიუხედავად ყველა სირთულისა, რაც მეცნიერებას და მის სხვადასხვა დარგს თან ახლავს, მთავარი მიზანი, რასაც ის ემსახურება,  ადამიანებისთვის ცხოვრების გაუმჯობესება და ბევრი საქმის გაადვილებაა. სხვადასხვა გამოგონება სწორედ ამ მიზანს უკვე საუკუნეებია ასრულებს.

ის მომავლის მეცნიერია, რომელიც თავისი საქმიანობითა და გეგმებით სამყაროს გაუმჯობესებას ესწრაფვის.

ორი ამბავი აქვს, ორი გზა, რომელიც ერთნაირად უყვარს და აღაფრთოვანებს.

მომღერალ გიორგი ფუტკარაძეს ბევრი იცნობთ, მეცნიერ გიორგის კი – ნაკლებად.

21 წლის ბათუმელ შემოქმედს ამჟამად, როგორც თვითონ ამბობს,  უსაქმურობის პერიოდი აქვს, თუმცა მაინც ფიქრობს და თავის სამეცნიერო პროექტებზე მუშაობს, დროის უქმად დაკარგვა დიდად  არაა მისი სტიქია.

ზუსტად ვერ იხსენებს როდის გაჩნდა მუსიკა მის ცხოვრებაში. ერთადერთი რამ, რაც ზუსტად იცის, ისაა, რომ მუსიკოსებად იბადებიან და მისი ცხოვრების გზაც სწორედ ამ მეტად საინტერესო ბეწვის ხიდზე უკვე წლებია გადის.

მუცლადყოფნისას მელომანი დედა ,,ლედ ზეპელინსა”  და ,,პინკ ფლოიდს” ასმენინებდა, მერე ბაღში ასრულებდა მუსიკალურ როლებს, უბნის მგოსნადაც იქცა წარმატებულად, ბოლოს კი – გიტარა და ,,იუთუბის” ჯანი – გიორგის ცხოვრება სრულად მოიცვა მუსიკალურმა აურზაურმა.

წინა ცხოვრებაზე არ უფიქია, თუმცა ჰგონია რომ თუ ასეთი რამე არსებობს, მაშინ ის კომბოსტო იქნებოდა.

გზა კომბოსტობიდან შემდგარ მუსიკოსამდე, რომელმაც ბევრი სირთულე გაიარა, საკმაოდ გრძელია.

მის მუსიკით მოცულ სამყაროში მეცნიერება და სამეცნიერო ჩხირკედელაობები ბავშვობიდან გაჩნდა. ცნობისმოყვარე გიორგის სიახლეები იზიდავდა, ,,დისქავერის” უყურებდა და მერე თავადაც ბევრს ფიქრობდა – რა და როგორ შეექმნა – საინტერესო და სასარგებლოც.

კონკრეტულ გამოგონებებზე საუბარი არ უყვარს, უფრო მეტი სამომავლო გეგმა აქვს და ზუსტად იცის, რომ მის პროექტებს, რომელიც სოციალური მნიშვნელობის იქნება, არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო  აღიარებს.

როგორ ეხმარება მუსიკა გამოგონების პროცესში და არის თუ არაა მელოდიების შექმნა ერთგვარად სამეცნიერო საქმიანობა, ,,დოქტრინას” ამ თემებზე მეცნიერ-მუსიკოსი გიორგი ფუტკარაძე ესაუბრა:

გვიამბე შენს სამეცნიერო საქმიანობაზე.

-მეცნიერება ბავშვობიდან მიტაცებდა. ვქმნიდი გამოგონებებს, ვჩხირკედელაობდი რაღაცებს. ჩემი პროექტების აღწერა საინტერესოდ არ ჟღერს, უნდა ნახოთ ნახაზები, რომ რეალურად აღიქვათ ის მთლიანობაში. ეს ისევეა, როგორც მუსიკა ჩემთვის. მირჩევნია მუსიკა ვიმღერო, ვიდრე ვილაპარაკო.

ბავშვობის პროექტებზე დღემდე ვმუშაობ და ვაპირებ სამომავლოდ საინტერესო სიახლედ ვაქციო ისინი, რაც დიდი სიურპრიზი იქნება ყველასთვის.

-რა განხრითაა ძირითადად შენი სამეცნიერო გამოგონებები და რა სარგებელი აქვს მას?

-ეს პროექტები უფრო ცხოვრებისეულ ამბებს ეხება და მომავლის მეცნიერებაა. სწორედ სამომავლოდ მაქვს ეს გეგმები და მათ დიდი სარგებელიც ექნება.

მომავალში, როდესაც დიდი შანსია,  რომ ადამიანების უგუნური საქმიანობების გამო, ჟანგბადისა და სხვა ნივთიერებების დეფიციტი იქნება – სამყარო აღმოჩნდება დიდი საფრთხის წინაზე, ჩემი გამოგონებები ეცდება ამ მასშტაბური პრობლემების აღმოფხვრას და ადამიანების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. ეს საკმაოდ რთული საქმეა, კარგად მაქვს გააზრებული. ბევრი მუშაობა და დახვეწა სჭირდება ამ პროექტებს, თუმცა მზად ვარ დიდი დრო დავუთმო ამ ყველაფერს და დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწიო.

ამავდროულად, ეს გამოგონებები სარგებელს ხალხს იმ კუთხითაც მოუტანს, რომ სასიცოცხლო ენერგიის უფასოდ გამომუშავების და მიღების შანსი და ალტერნატივა იქნება. ეს დიდ კონკურენციასთანაა დაკავშირებული, თუმცა, დროთა განმავლობაში, ამის დარეგულირებაცაა შესაძლებელი.

-გამოგონების შესაქმნელად რა არის აუცილებელი?

-უპირველეს ყოვლისა, ჩემი აზრით, გამომგონებელს სჭირდება არაჩვეულებრივი აზროვნება ანუ ვგულისხმობ იმას, რომ მას განსხვავებული ხედვა უნდა ჰქონდეს და ბევრად მეტს უნდა ხედავდეს ვიდრე სხვა პროფესიის ადამიანები.

გარდა კრეატიულობისა, ზოგადი ცოდნაც აუცილებელია, რომლის მარაგიც ადამიანს ეხმარება მეტად ადვილად მოიძიოს გამოგონებისთვის აუცილებელი რესურსი და სამუშაო პროცესის მეტად ადვილი და საინტერესო გახადოს.

-მუსიკა და მეცნიერება – რა კავშირია შენთვის ამ ორ საქმეს შორის?

-რეალურად, ეს ორივე საქმე ჰგავს ერთმანეთს, იმდენად რამდენადაც ორივეს სჭირდება არაჩვეულებრივი აზროვნება, ასევე ემოცია და გრძნობაც.

როცა რაღაცას იგონებ, შეუძლებელია დაჯდე, იდეა უცებ მოიფიქრო და დაიწყო პროექტის კეთება. გამოგონებას, ისევე როგორც მუსიკას, მუზა სჭირდება.

თუ რამე გამომიგონია ყველაფერი მოძრაობაში გამომიგონია. ვაკვირდებოდი რაღაცას და მოდიოდა იდეა, ზუსტად ასეა მუსიკა, ემოციას მოაქვს მუზა და შემდეგ იბადება მელოდიებიც.

-გაგვიმხილე შენი ამჟამინდელი საქმიანობა და სამომავლო გეგმები.

-ამჟამად, რეპეტიციები მაქვს ბენდთან ერთად და უმეტესად ვისვენებ, რამე სხვა კონკრეტული საქმიანობა არ მაქვს.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, დიდად ამაზე საუბარი არ მიყვარს. სჯობს, არაფერი ვთქვა და ისე გამოვიდეს ყველაფერი. ანუ ყველამ შედეგი დაინახოს.

თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სამომავლო საქმიანობა უკავშირდება ისევ და ისევ ჩემი ცხოვრების მთავარ მოწოდებებს – მუსიკას და მეცნიერებას და ორივე სფეროში ვაპირებ საკუთარი სიტყვის თქმას.

 

მასალა მოამზადა:  ანა ურუშაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
კულტურასაქართველო

დავით ფირცხალავას ფილმი ლოკარნოს კინოფესტივალის პროგრამაში მეორედ მოხვდა

რამდენიმე დღეში შვეიცარიაში, ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება, სადაც ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის, დავით ფირცხალავას ფილმის მსოფლიო პრემიერა უკვე მეორედ გაიმართება. 

დავით ფირცხალავა ლოკარნოს კინოფესტივალზე პირველად 2015 წელს წარსდგა მისი სადებიუტო ნამუშევრით „მამა“. ფილმი სექციაში Pardi di domani იყო ნაჩვენები და ფესტივალის ჯილდო „ოქროს ლეოპარდი“ მოიპოვა.

3 წლის შემდეგ, დავით ფირცხალავა ლოკარნოში ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმით „საშლელი“ ბრუნდება, რომელიც ადრინდელის მსგავსად, კვლავ საკონკურსო სექციაში Pardi di domani იქნება წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ Locarno Filmmakers Academy-მ სხვადასხვა ქვეყნიდან 19 ახალგაზრდა, წარმატებული რეჟისორი მიიწვია ლოკარნოს კინოფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა შეხვედრაზე და ღონისძიებაზე დასასწრებად.

რჩეულ რეჟისორებს შორის მოხვდა მარიამ ხაჭვანი. მარიამი ლოკარნოში მის ახალ პროექტს „ნენე“ წარმოადგენს. 3 აგვისტოს კი ACADEMY SCREENINGS მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმის „დონოლა“ ჩვენებას უმასპინძლებს.

ლოკარნოს კინოფესტივალი შვეიცარიის ქალაქ ლოკარნოში 1946 წლიდან იმართება და ცნობილია როგორც აღმოჩენების ფესტივალი, რადგან მრავალი კინორეჟისორის თუ მსახიობის წარმატებული კარიერა სწორედ ლოკარნოში დაიწყო.

წელს ფესტივალი 1-11 აგვისტოს გაიმართება.

პროგრამის სრულად სანახავად, ეწვიეთ ამ ბმულს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაისტორიაკულტურასაქართველო

მთაწმინდის პარკი 80 წლისაა – დაარსების ისტორია

მთაწმინდის პარკი ფუნიკულიორის ზედა სადგურის ღერძზე 1930 წელს გაშენდა. მისი ფართი 100 ჰექტარს აღემატება და თბილისის ყველაზე მაღალი პარკია. პარკის მთავარი ღერძი 210 მეტრი სიმაღლის სატელევიზიო კოშკი-ანძაა.
მთაწმინდის პარკამდე ორი გზა გადის: ფუნიკულიორით და სამანქანო გზით.
ფუნიკულიორის საბაგირო რკინიგზა 1900 წლის ივლისში ფრანგი ინჟინრის – ა. ბლანშის მიერ დაპროექტდა. რკინიგზის სიგრძე 501 მეტრია. ლიანდაგის დახრის კუთხე კი, 28-33. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი და ციცაბო რკინიგზაა.
მშენებლობა 1905 წელს დასრულდა. ფუნიკულიორის რკინიგზას სამი გაჩერება აქვს. შუა გაჩერებით მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადავდივართ. ზედა სადგურზე კოშკურებიანი ორსართულიანი ნაგებობა, “როტონდა” აიგო, სადაც იმავდროულად კაფე-ბარი და რესტორანი იყო განთავსებული. ძველი რესტორანი 1936-38 წლის რეკონსტრუქციის შედეგად შეიცვალა და მესამე სართული დაემატა. 1971 წელს კი, ქვედა სადგურის შენობაც გადაკეთდა არქიტექტორების გ. ბათიაშვილისა და ტ. ქუთათელაძის მიერ.
მთაწმინდის პარკი არაჩვეულებრივი გეოგრაფიული მდებარეობითა და საინტერესო ინფრასტრუქტურით, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული ნაწილია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქიტექტურა/დიზაინიკულტურასაქართველო

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში ავთენტური სახით შემორჩენილი ოთახი აღმოაჩინეს

თბილისში, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმი ივ. ჯავახიშვილის N7-ში, სარეაბილიტაციო სამუშაოებისას, ავთენტური სახით შემორჩენილი ოთახი აღმოაჩინეს. მწვანე მოხატული კედელი რესტავრატორებმა ბათქაშის რამდენიმე ფენის მოხსნის შემდეგ აღმოაჩინეს. სამუშაოების ხელმძღვანელის, მხატვარ-რესტავრატორ დავით გაგოშიძის ინფორმაციით, ეს სწორედ კედლის ის მორთულობაა, რომელიც ოთახს ჭავჭავაძეების ოჯახის ცხოვრების პერიოდში გააჩნდა. ილია ჭავჭავაძისა და მისი მეუღლის, ოლღას საძინებელი ერთ-ერთია სამ სართულიან ნაგებობაში იმ რამდენიმე ოთახიდან, რომელიც ავთენტური სახითაა შემორჩენილი. ასეთი ოთახებია კაბინეტი და სასტუმრო ოთახი.

გადახურვა-გამაგრებითი სამუშაოების შემდეგ, შიდა ინტერიერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. თბილისის მუზეუმების გაერთიანების დირექტორის, ნინი სანადირაძის ინფორმაციით, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ამ შენობაში 15 საგამოფენო სივრცე მოეწყობა და ისინი შშმ პირებისთვისაც იქნება ადაპტირებული.

იგეგმება სარდაფის ახალი ფუნქციით დატვირთვაც. მუზეუმების გაერთიანებაში განმარტავენ, რომ ადგილი სადაც გამომცემლობა „ივერიას“ სტამბა იყო განთავსებული, თანამედროვე ტექნოლოგიებით, ილიას ეპოქა გაცოცხლდება. მანამდე კი, უკვე პირვანდელი სახითაა აღდგენილი ცნობილი შუშაბანდი, რომელიც იმდროინდელი საინტერესო ადამიანების თავშეყრის ადგილი ხშირად ყოფილა.

რეაბილიტაციის დასრულებას ერთ წელიწადში ვარაუდობენ. ამ ეტაპზე, სამუშაოებისთვის, თბილისის განვითარების ფონდის განმარტებით, ოთხ მილიონ ლარამდეა დახარჯული.

წყარო: 1tv.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 14 15 16 17 18 24
Page 16 of 24