close

კულტურა

არქიტექტურა/დიზაინიკულტურასაქართველო

შატილში ჩამონგრეული კოშკის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შატილში 1 წლის წინ ჩამოშლილი მე-6 კოშკის რეაბილიტაცია დაასრულა. 

ჩამოშლილი კედლის აღდგენაზე კონტრაქტორი ფირმის სეციალისტები მიმდინარე წლის გაზაფხულიდან მუშაობდნენ.

კოშკის დაზიანებული ფასადი კვლავ ავთენტური ფიქალის ქვის მშრალი წყობით აღდგა, რასაც წინ უძღოდა გასული წლის განმავლობაში განხორციელებული აღდგენითი სამუშაოების წინასწარი მოსამზადებელი ეტაპი. 2017-2018 წელს სააგენტოს მიერ დაფინანსებული სარეაბილიტაციო პროცესის ფარგლებში, დაზიანებული კოშკი მთლიანად გაიწმინდა ნაშალი ქვისა და ჩახერგილობისაგან. რესტავრატორების მიერ დაიშალა კოშკის დაზიანებული კედელი, ჩამოყრილი ქვები კი გადაირჩა და დასაწყობდა.

ნადენი წყლისგან დაზიანებული საძირკვლის გრუნტი დამუშავდა, სადაც მონოლითური რკინა-ბეტონის საძირკველი მოწყო. ჩამოშლილი კედლები თანაბარწილად აღდგა ახალი და ძველი სიპი ფლეთილი ქვების გამოყენებით. ახლად მოეწყო ხის სართულშუა გადახურვა. აღდგა კოშკის ხის კიბე, ბაქანი და მოაჯირები.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების დასკვნის თანახმად, შატილში 1 წლის წინ კოშკის ჩამოშლის მიზეზი მეზობლად მდებარე კოშკის სახურავის სადინარი მილი გახდა, რომლიდან ნადენი ნალექი მის საძირკველზე იყო მიმართული.ჩამოშლილი კოშკის აღდგენის მიუხედავად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სოფ. შატილის მცხოვრებლებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს და მათი მოვლა-პატრონობის საქმეში სათანადო ინიციატივის გამოჩენას სთხოვს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კულტურასაქართველო

რეზო გაბრიაძეს ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვებენ

,,ქართველ მხატვარს, თეატრისა და კინოს რეჟისორს, მწერალსა და მოქანდაკე რეზო გაბრიაძეს ქართული კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის სიგელი გადაეცემა,”- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა განაცხადა.

რეზო გაბრიაძეს 29 ივნისს, 82 წელი შეუსრულდა. თბილისის მერმა ხელოვანს იუბილე მიულოცა და ქალაქის ცხოვრებაში მის განსაკუთრებულ ღვაწლს გაუსვა ხაზი.

„საბედნიეროდ, დედაქალაქს ჰყავს და ყოველთვის ჰყავდა განსაკუთრებული ადამიანები, რომელთა საქმიანობა და შემოქმედება ქალაქის ყოველდღიურობას განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა და სძენს. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ხელოვანი რეზო გაბრიაძეა. მას  რამდენიმე დღის წინ, 29 ივნისს, 82 წელი შეუსრულდა. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო, ვუსურვო ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და ქართული კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის სიგელი გადავცე“, – განაცხადა თბილისის მერმა -კახა კალაძემ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიაკულტურასაქართველო

გუდიაშვილის მოედანზე სხვადასხვა ზომის ქვევრები აღმოაჩინეს

დედაქალაქის მერიისა და თბილისის განვითარების ფონდის პროექტის ,,ახალი ტფილისი” ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, გუდიაშვილის მოედანზე, მორიგი არქეოლოგიური მასალა აღმოაჩინეს.

ბ. ახოსპირელის N4-ში, სარდაფში განლაგებულ სხვადასხვა ზომის ქვევრში კერამიკული ნაწარმი – დიდი, საშუალო და მცირე ზომის, მოჭიქული სამი დოქი, ასევე, საშულო და მცირე ზომის ჭინჭილა აღმოჩნდა. ხუთივე ჭურჭელი ერთნაირად, მომწვანოდაა მოჭიქული. ისინი ზუსტად იმეორებენ ცოტა ხნის წინ გუდიაშვილის მოედანზე, ახოსპირელის N7/2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარდაფში გამოვლენილ კერამიკულ ჭურჭელზე დატანილ დამღას, წვეროსანი მამაკაცის ანფასს, რომელსაც პირობითად „თბილისელი“ ეწოდა. კერამიკული ნაწარმი, შესაძლოა, გვიანი შუა საუკუნით დათარიღდეს.

გარდა ამისა, ერთ-ერთ ქვევრში სპილენძის აზარფეშა – გრძელტარიანი, ფართოპირიანი დიდი კოვზისებური ღვინის სასმისი და სპილენძის თეფში აღმოჩნდა.

გუდიაშვილის მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგების ზედამხედველობით, სამშენებლო კომპანიები – „ინსი“ და „ანაგი“ ახორციელებენ.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

 

 

 

სრულად ნახვა
კულტურამსოფლიოპოლიტიკასაქართველო

რეჟისორ გელა კანდელაკს ლიეტუვის წინაშე დამსახურებისთვის დააჯილდოებენ

კინორეჟისორს, სცენარისტსა და პროდიუსერს, ხელის ჩრდილების თეატრისა და საგანმანათლებლო ფილმების სტუდია „კვალი XXI-ს“ დამფუძნებელს გელა კანდელაკს ლიეტუვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე ლიეტუვის წინაშე დამსახურებისთვის დააჯილდოებს. 

გელა კანდელაკს წლების წინ ლიეტუვაში წასვლას, იქ პედაგოგიურ მოღვაწეობასა და ჩრდილების თეატრის შემქნას სთავაზობდნენ. რეჟისორმა საქართველოში დარჩენა და ქართულ დასთან მუშაობა გააგრძელა.

ამის შემდეგ ლიტუველი მოსწავლეები საქართველოში ჩამოვიდნენ. ისინი გელა კანდელაკთან 2 წელი ეუფლებოდნენ ჩრდილების ხელოვნებასა და მსახიობის ოსტატობას.

2017 წლის 27 მაისს შეიქმნა „ბუდრუგანა-ლიეტუვა“. მათ პირველი სპექტაკლი თბილისში წარადგინეს. ლიეტუვაში დაბრუნების შემდეგ კი თავიანთ ქვეყანაში განაგრძეს სპექტაკლების ჩვენება.

გელა კანდელაკის დაჯილდოების ცერემონიალი ვილნიუსში პრეზიდენტის სასახლეში 6 ივლისს გაიმართება.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კულტურამსოფლიოსაქართველო

ოქსფორდის უნივერსიტეტმა საქართველოსადმი მიძღვნილი წიგნი – “Georgia” გამოსცა

ოქსფორდის უნივერსიტეტმა საქართველოსადმი მიძღვნილი წიგნი გამოსცა. წიგნის პრეზენტაცია ბრიტანეთის საელჩოში გაიმართა.

„ეს წიგნი ქართულ-ბრიტანული მეგობრობის ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლოა“, – ამ სიტყვებით წარადგინა ბრიტანეთის ელჩმა ჯასთინ მაქენზი სმითმა ,,Georgia”. როგორც მან აღნიშნა, წიგნი, ბოდლეანის ბიბლიოთეკაში დაცულ, უორდროპების მდიდარ კოლექციას ეფუძნება, რომელიც და-ძმამ საქართველოში მოგზაურობის დროს შეაგროვა.

დაცულ მასალას შორის უძველესი ქართული ხელნაწერები, უნიკალური წიგნები და საარქივო დოკუმენტებია. გამოცემა, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა და მისი ავტორი ნიკოლოზ ალექსიძეა. წიგნის პრეზენტაციას ქართველი და ბრიტანელი ისტორიკოსები, მკვლევარები და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

წყარო:  პირველი არხი
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
სრულად ნახვა
ისტორიაკულტურასაქართველო

სოფელ ხურჩაში საოკუპაციო მუზეუმი – ,,არავის ჩვენი მიწა” გაიხსნა

სოფელ ხურჩაში საოკუპაციო მუზეუმი – ,,არავის ჩვენი მიწა” გაიხსნა.

მუზეუმს, სადაც აფხაზეთის ომის და ამ პერიოდში სოფლის ცხოვრების ამსახველი მასალები ინახება, ხურჩის სასოფლო ბიბლიოთეკაში ორი ოთახი დაეთმო.

მუზეუმი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროექტის ფარგლებში, მათივე ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.

მუზეუმის ოფიციალურ გახსნას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მუზეუმს ცალკე ხელმძღვანელი პირი არ ეყოლება. მასალები, რომელთა უმრავლესობაც სურათებია, ასახავს სოფელში 90-იან წლებსა და 2008 წელს მომხდარ ამბებს. ამ ფოტოების ნაწილი მუზეუმს მოსახლეობამ მიაწოდა, დანარჩენი კი – ინტერნეტის საშუალებით მოიძიეს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
სრულად ნახვა
კულტურასაქართველო

„გოსფილმოფონდში” დაცული 11 ქართული ფილმი საქართველოში ბრუნდება

რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდში” დაცული ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება – კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ძალისხმევით, რამდენიმე დღეში, საქართველოში, „გოსფილმოფონდში” დაცული კიდევ 11 ფილმი დაბრუნდება.

მესამე ეტაპზე, ქართულ მხარეს 1960-დან 1985 წლამდე გადაღებული ფილმები დაუბრუნდება. მათ შორის, რეჟისორ ნანა მჭედლიძის „პირველი მერცხალი” (1975), გიორგი შენგელაიას „ალავერდობა” (1962) და „ფიროსმანი” (1969), თენგიზ აბულაძის „ვედრება” (1967), ლანა ღოღობერიძის „ერთი ცის ქვეშ” (1961), ელდარ შენგელაიას „არაჩვეულებრივი გამოფენა” (1968) და თამაზ მელიავასთან ერთად გადაღებული – „თეთრი ქარავანი” (1963), რეზო ესაძის „ერთი ნახვით შეყვარება” (1975) და „ნეილონის ნაძვის ხე” (1985), ალექსანდრე რეხვიაშვილის „მეცხრამეტე საუკუნის ქართული ქრონიკები” (1978), ასევე, გუგული მგელაძის „ბურთი და მოედანი” (1961).

გრძელდება მოლაპარაკებები დეკემბრისთვის საქართველოში კიდევ 10 ფილმის ჩამოსატანად.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კულტურასაქართველო

მიშელ უელბეკი ქართველ მწერლებს შეხვდა

ფრანგი მწერალი მიშელ უელბეკი ქართველ მწერლებს შეხვდა. მან სტუმრებს შემოქმედებითი გამოცდილება გაუზიარა და მსმენელთა თხოვნით საკუთარი ლექსიც წაიკითხა.

ღონისძიება ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ორგანიზებით გაიმართა.

შეხვედრას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი – იურგენ ბოსიც ესწრებოდა. პროექტის ფარგლებში, მიშელ უელბეკი რუსთაველის თეატრში ქართველ მკითხველსაც შეხვდა.

ფრანგი მწერალი საქართველოში 23 ივნისს ჩამოვიდა.

საქართველო ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის საპატიო სტუმარია, რომლის ფარგლებშიც საფრანგეთისა და ნორვეგიის მწერლებს მასპინძლობს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
არქიტექტურა/დიზაინიისტორიაკულტურასაქართველო

ბებრისციხის ჩრდილო-დასავლეთ კოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ქ.მცხეთაში ბებრისციხის ჩრდილო-დასავლეთ კოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. შესრულებული სამუშაოების შუალედური ანგარიშის მიხედვით მოწყობილია არაინვენტარული ხის ხარაჩო. კოშკის შიდატერიტორია მოშანდაკდა მდინარის ბალასტით; კოშკის შიდატერიტორიაზე მოეწყო მიწატკეპნილი იატაკისთვის; არსებული რკინა-ბეტონის კონსტრუქციაში მოეწყო ანკერები; კედლების შიდა-და გარესაპირე წყობა გადაეწყო კირის დუღაბზე შერჩეული რიყის ქვებით; გარე-და შიდაწყობებს შორის მოეწყო რკინა-ბეტონის შემავსებლები; კედლის საკონსერვაციო შრე მოეწყო კირის დუღაბით 14“1.9=26.6მ2. სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალშიცაა დაგეგმილი. შემსრულებელი: შპს ,,სამშენებლო სარესტავრაციო კომპანია“.

ბებრისციხე მდებარეობს ქალაქ მცხეთის ჩრდილო ნაწილში. მდინარე არაგვის, მარჯვენა სანაპიროს კლდისთავზე. მას უძველეს დროს ერქვა ბელტა.ქართულ წერილობით წყაროებში ბებრისციხეს პირველად ახსენებს ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე, რომლის თანახმადაც, საქართველოს მეფე დემეტრე I (1125-1156 წწ.) გარდაიცვალა ბელტისციხეში, შემდეგ იგი წაასვენეს და გელათში, მისგანვე კურთხეულ ტაძარში დაკრძალეს. ბებრისციხის მშენებლობას XVIII ს. ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი არდამ ქართლის ერისთავს მიაწერს, რომლის ზეობა ქართლის სამეფოს ჩამოყალიბების პერიოდს უნდა ემთხვეოდეს. ბებრისციხე-ბელტისციხე მცხეთა ქალაქის ჩრდილოეთიდან ჩამკეტი მცველის როლს ასრულებდა. იმ ადგილას, სადაც იგი დგას, ხეობა მეტად ვიწროა, ამიტომ ციხე მშვენივრად რაზავდა ქალაქს ამ მხრიდან. 2006-2008 წლებში ციხეზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილმა მრავალრიცხოვანმა და სხვადასხვა პერიოდის მასალამ ცხადყო, რომ IV ს-დან მოყოლებული ვიდრე XVIII ს ჩათვლით ბებრისციხე მოქმედი ციხე-სიმაგრე იყო.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
არქიტექტურა/დიზაინიისტორიაკულტურასაქართველო

აწყურის ციხეს სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება

აწყურის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მე-10-მე-11 საუკუნის ძეგლის რეაბილიტაციის პროექტი ციხის სრულად აღდგენას ითვალისწინებს.

პროექტის პირველ ეტაპზე ციხის კედლების გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდა, რადგან ქვათაცვენა მიმდებარე ტერიტორიაზე დასახლებულთათვის წლების განმავლობაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა.

პროექტი, რომლის მიხედვითაც კომპლექსის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, 2015 წელს შემუშავდა. ძეგლის ავთენტური სურათის შესაქმნელად, პროექტის ავტორებმა სხვადასხვა პერიოდში გადაღებული ფოტომასალებით იხელმძღვანელეს, სამშენებლო მასალად კი – ამავე რეგიონში მოპოვებული რიყის ქვები გამოიყენეს. პროექტის პირველ ეტპზე გამაგრდა ციხის გალავანი და ახლა სამხრეთ ნაწილის ქონგურებიანი კედელის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე, ავთენტური მასალით უკვე შევსებულია სამხრეთ აღმოსავლეთი ნაწილის დაახლოებით 25 მეტრის სიგრძის კედელი და ციტადელის მხარე.

თავდაცვითი კომპლექსი, როგორც ისტორიული წყაროებით დასტურდება, X- XI საუკუნიდან XIX საუკუნემდე ფუნქციონირებდა. შესაბამისად, შეინიშნება სხვადასხვა დროის მრავალი სამშენებლო ფენა. მიუდგომელ კლდოვან კონცხზე აგებული აწყურის ციხე იცავდა და აკონტროლებდა მტკვრის ხეობას და სამხრეთ საქართველოსთან დამაკავშირებელ გზას.

პროექტის ბოლო მესამე ეტაპი, ასევე, გვირაბისა და ციტადელის სარესტავრაციო სამუშაოებს ითვალისწინებს. სწორედ გვირაბით გახდება შესაძლებელი ციხეზე მოხვედრა.

რეაბილიტაციისთვის ოთხი მილიონი ლარი დაიხარჯება. სამუშაოების დასრულება ისტორიული აწყურის ციხეზე 2022 წელს არის დაგეგმილი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
1 16 17 18 19 20 24
Page 18 of 24