ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინიცირებული, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სამი საპატიო სტუმარი ქვეყნის ერთობლივი პროექტის – ,,Guests of Honour Get Together-ის” ფარგლებში, თბილისს მიშელ უელბეკი ეწვევა. თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აღიარებული ფრანგი მწერალი საქართველოს, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მოწვევით, ფრანგ გამომცემელთან ერთად 23-26 ივნისს ესტუმრება. სამი დღის განმავლობაში მიშელ უელბეკს მასპინძლობას თანამედროვე ქართველი ავტორი არჩილ ქიქოძე გაუწევს.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”