close

კულტურა

ეს საინტერესოაკულტურამსოფლიო

ორიგამი ანუ ქაღალდის ხელოვნება

ორიგამი  ეს არის ქაღალდის ხელოვნება რომლიც დაიბადა იაპონიაში. მისი ისტორია ჰეიანის ეპოქიდან (794 – 1185 წ.წ) იწყება, როცა ქაღალდი ფუფუნების საგანია, რადგან  ხელით მზადდება, ამიტომ ის გამოიყენება განსაკურთებულ ვითარებაში, უფრო მეტად რელიგიურ  დღეებში. ქაღალდისგან გაკეთებულ ფიგურებს იაპონელები რიტუალურად   აკავშირებდნენ ღმერთებთან.

კამაკურის პერიოდიდან (1185 – 1333 წ.წ.) ქაღალდის ნაკეთობები ადგილს იკავებს უკვე საიმპერატორო კარზე და არისტოკრატულ საზოგადოებაშიც. მისი  გაკეთება სავალდებულო ჟესტად მიიჩნეოდა, და ის ვინც კარგად დაეუფლებოდა ამ ხელოვნებას  უაღრესად განათლებულ და დახვეწილ მანერების მქონე პიროვნებად იყო აღქმული.

დროთა განმავლობაში, ორიგამი რელიგიური დატვირთვიდან გამოდის და პოპულარული ხელოვნების დარგი ხდება.

 

 

სრულად ნახვა
განათლებაკულტურასაქართველო

ქალაქ დუშეთის ურბანული განვითარება ეკონომიკური ზრდისთვის

საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი დუშეთი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით გამოირჩევა, იგი ურბანული განვითარებისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს და უდიდეს კულტურულ ღირებულებას წარმოადგენს ეროვნულ დონეზე. კულტურის განვითარების ხელშეწყობისთვის ქ. დუშეთში არაერთი პროექტი ხორციელდება, თუმცა ყველაზე მასშტაბურია ევროკავშირისა და ევროსაბჭოს პროექტი – „თემის მიერ მართული ურბანული სტრატეგიები ისტორიულ ქალაქებში“ (COMUS). საქართველოდან ერთ-ერთ საპილოტე ქალაქად დუშეთი შეირჩა. პროექტში, აგრეთვე, ჩართულია: სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსიის, მოლდოვისა და უკრაინის ქალაქები. ადგილობრივ დონეზე პროექტის მენეჯერი დუშეთის გამგებლის პირველი მოადგილე ბექა ღარიბაშვილია.

აღსანიშნავია, რომ უკვე გაიმართა სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება, მაგალითად, ფოტოკონკურსი – ,,გაიცანი შენი ქალაქის კულტურული მემკვიდრეობა”, აგრეთვე, გამოცხადებულია ახალი ლიტერატურული კონკურსი – ,,ჩემი ქალაქის ამბები” – მთავარი მიზანია ქალაქის უნიკალური ადგილების, ლეგენდების, ადგილობრივი ტრადიციების, საინტერესო ისტორიებისა და გამორჩეული ადამიანების აღმოჩენა, გაცნობა და განვითარება.

როგორც ცნობილია, პროექტის ფარგლებში შერჩეულია რამდენიმე ობიექტი, რომელიც განსაკუთრებული კულტურული, საგანმანათლებლო და ისტორიული ფასეულობით გამოირჩევა, მათ შორისაა: დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, გეოფიზიკური ობსერვატორიის ტერიტორია, ქალაქის ისტორიული უბანი და ა.შ.

,,პროექტის ფარგლებში, რასაკვირველია, გამოიკვეთა არაერთი პრობლემა. კულტურული მემკვიდრეობის ფასეულობის გაცნობიერება, თემის ჩართულობა და, ზოგადად, ურბანული განვითარება მნიშვნელოვანია, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური ზრდისთვის. უკვე გაიმართა რამდენიმე კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება, რაც, თავისთავად, ხელს უწყობს მოქალაქეთა ინტერესის გაღვივებას კულტურის სფეროში. აღსანიშნავია ისიც, რომ დუშეთი გახდა მსოფლიო ისტორიული ქალაქების ასოციაციის წევრი” – ,,დოქტრინასთან” საუბრისას აღნიშნა ბექა ღარიბაშვილმა.

პროექტი 2017 წლის ბოლოს დასრულდება.

 

მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

სრულად ნახვა
კულტურა

უკონკურენტო ოდრი ჰეპბერნი ,,რომაული არდადეგების“ სინჯებზე [ვიდეო]

გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ოდრი ჰეპბერნი ფილმის გადაღების სინჯზეა.

,,რომაული არდადეგები“ ამერიკელი რეჟისორის, უილიამ უაილერის, რომანტიკული კომედიაა, რომელიც აღწერს ახალგაზრდა პრინცესისა და ცინიკური ამერიკელი რეპორტიორის სიყვარულის ისტორიას.ეს არის პირველი მნიშვნელოვანი როლი ოდრი ჰეპბერნისთვის, რომელმაც მას ,,ოქროს გლობუსი” და ,,ოსკარი” მოუტანა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კულტურა

ლუკა ნოზაძე – გერმანიაში მოღვაწე ქართველი მომღერალი და პროდიუსერი

 ლუკა ნოზაძე 22 წლის მომღერალი და მომავალი მუსიკალური პროდიუსერია, რომელიც სიმღერასაც თავად წერს. ამასთანავე, მრავალ ინსტრუმენტზეც უკრავს, თუმცა, როგორც თვითონ აღნიშნავს, მის სათქმელს ყველაზე უკეთ სიმღერა გამოხატავს. ,,დოქტრინა“ გაესაუბრა ახალგაზრდა მუსიკოსს, რომელმაც მოგვითხრო საკუთარი გამოცდილების შესახებ.

ლუკა ნოზაძე (სასცენო სახელით – ŁUKA NØZZA) დიდი ხანი არ არის,  რაც გამოჩნდა ქართულ მუსიკალურ სივრცეში, თუმცა, საკმაოდ განსხვავებული სტილითა და თბილი ხმის ტემბრით უკვე შეძლო თავი შეეყვარებინა მსმენელისთვის.

ის საბერძნეთში დაიბადა და საქართველოში გაიზარდა, ამჟამად კი, გერმანიაში ცხოვრობს და ფრაიბურგის ჯაზის აკადემიის სტუდენტია. როგორც ამბობს, მუსიკისადმი სიყვარული  ოჯახმა შთაუნერგა – ,,ყველაზე დიდი ზეგავლენა, რა თქმა უნდა, მუსიკალურმა ოჯახმა მოახდინა, სადაც ოჯახის უფროსიდან დაწყებული, ახალი თაობით დამთავრებული, ყველა ვმღერით, ვუკრავთ და ვხატავთ. ჩემს სტუდენტურ ცხოვრებას კი, უპირველეს ყოვლისა, დედას და ბებიას თანადგომას უნდა ვუმადლოდე“.

ლუკამ პირველად 2014 წელს სცადა საკუთარი მუსიკა სხვებისთვისაც გაეზიარებინა, მან მოყვარულის დონეზე, დიქტოფონის მეშვეობით ჩაწერა და არანჟირება გაუკეთა სიმღერას, რასაც დადებითი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებზე. ამრიგად, როგორც თავად უწოდებს – უხარისხოდ ჩაწერილი -,,Sunset Romance-ი” იყო მისი პირველი ბიძგი მუსიკალურ სამყაროში. ამას თან დაერთო, ამ საქმის პროფესიონალების დახმარებაც, ,,რომ არა მათი თანადგომა, ძალიან გამიჭირდებოდა ამ ყველაფრის მარტო შესწავლა. საუბარი მაქვს ისეთ მუსიკოსებზე, როგორებიც არიან – დავით ფორჩხიძე, გელა გნოლიძე, ზაზა ხუბუკელაშვილი პაატა ფაცურია, მაგრამ ყველაზე დიდი დასაწყისის ბიძგი მაინც ჩემმა საუკეთესო მეგობარმა, გიორგი თორაძემ, მომცა. თუმცა, სიმართლე გითხრათ მუსიკის დაწერის სურვილი რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, 9 წლის ასაკიდან მქონდა“.

ჯაზის აკადემიაში მოხვედრაც, რა თქმა უნდა, ბევრ დაბრკოლებასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ მონდომებულმა ახალგაზრდა შეძლო ოცნება აეხდინა და უკვე წელიწად-ნახევარია გერმანიაში ცხოვრობს.  ახალი ცხოვრებისეული ეტაპი მისთვის, როგორც ხელოვანისთვის, მეტი შთაგონების მომცემი აღმოჩნდა და მისცა სტიმული, რომ უფრო თამამად და თავდაჯერებულობით მიჰყოლოდა ერთხელ დასახულ მიზანს.

ლუკა სიმღერებს საკუთარ სტუდიაში წერს, საკუთარი არანჟირებით, ინსტრუმენტებით, აპარატურით, კრეატივითა და დაუღალავი მუშაობით, რაც, რა თქმა უნდა, გარკვეულ ფინანსებთანაც არის დაკავშირებული. სტუდიის ასაწყობად თანხას სამი წლის განმავლობაში აგროვდებდა და  ამასთან, მშობლების ხელშეწყობით შეძლო სურვილი აეხდინა და  არც შედეგს დაუყოვნებია, მის გვერდს უკვე 27 000 მსმენელი ჰყავს, რაც მუსიკოსს არ აძლევს მოდუნების საშუალებას.

ამჟამად ლუკა  რამდენიმე პროექტზეც მუშაობს, ერთ-ერთი მათგანია, კოლაბორაცია გერმანელ პროდიუსერ, Hugh Harsher-თან, რომელთან ერთად წერაც მისთის საკმაოდ კომფორტულია. ძალიან მალე გამოვა მათი პირველი სინგლი სახელწოდებით – “Broken Heart-ი”, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება iTunes-ზე, Spotify-ზე და რა თქმა უნდა Youtube-ზე, როგორც თვითონ უწოდებს, მის ,,ერთგულ მსმენელთა პატარა ოჯახისთვის“. უახლოეს მომავალში გამოვა ლუკას ერთ-ერთი ფავორიტი სიმღერის – ,,Let them Go-ს“ ვიდეოკლიპიც, რომელსაც სამი დღის განმავლობაში თავაუღებლად იღებდა მეგობართან, რეჟისორ – რამაზ ჩხიკვაძესთან – ერთად.

ლუკა ერთ-ერთი იმათგანია, ვისთვისაც მუსიკა ცხოვრების  განუყოფელ ნაწილად ქცეულა, ,,მუსიკა ისეთი რაღაცაა, მუშაობისას შენს თავს ეკითხები,  “ახლა ვერთობი? თუ ვმუშაობ?”, ჩემი აზრით, ორივე ძალიან მნიშვნელოვანია და თუ კი აღმოაჩენ, რომ ვერ ერთობი, ან ვერ მუშაობ, სჯობს ეს დრო სხვა განტვირთვის საშუალებებს დაუთმო“, ასეთი კი მისთვის ფოტოგრაფიაა, აქტიურად არის დაკავებული ფიტნესითაც და ძალიან ხშირად ბუნებასაც მიმართავს განტვირთვისთვის.

ბოლო დროს ლუკამ უფრო აქტიურად დაიწყო საკუთარი პროდუქციის რეკლამირება სხვადასხვა სოციალური ქსელის მეშვეობით ,,მახარებს ის ფაქტი, რომ ამ ბოლო დროს ჩემს მუსიკას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, ძალიან ბევრი ადამიანი იტაცებს და აზიარებს მას, რაც იმის ნიშანია, რომ ჯერჯერობით სწორი მიმართულებით მივდივარ და დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ასეც გაგრძელდება“ -აღნიშნა მან დასასრულს.

დაინტერესებულ მკითხველს კი, ვთავაზობთ ლუკა ნოზაძის სიმღერას ,,MøonStars-ს“:

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კულტურა

,,სხვისი სახლი” ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოების ნომინანტია

ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოებამ პრესტიჟული ჯილდოს Outstanding Achievement Awards ნომინანტები დააანონსა.
ნომინანტებს შორის მოხვდა ისეთი ცნობილი და წარმატებული ფილმები, როგორებიცაა: Arrival, Lion, La La Land, Moonlight და Silence.
ერთ-ერთ ჯილდოზე Spotlight Award 4 ნომინანტს შორის წარდგენილია ცნობილი ესპანელი ოპერატორი Gorka Gomez Andreu ფილმისთვის ,,სხვისი სახლი”.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკელ კინოოპერატორთა ნომინანტი ქართველი რეჟისორის ნამუშევარი გახდა.
რუსუდან გლურჯიძის ,,სხვისი სახლი” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომელსაც უკვე აქვს მოპოვებული არაერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის მთავარი პრიზები კარლოვი ვარის, ბერგენისა და ევრაზიის საერთაშორისო ფესტივალებზე.
ფილმი საქართველოს, რუსეთის, საფრანგეთისა და ხორვატიის კოპროდუქციაა.
Outstanding Achievement Awards-ის დაჯილდოვების ცერემონიალი 4 თებერვალს 31-ედ გაიმართება.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
სრულად ნახვა
1 22 23 24
Page 24 of 24