close

კულტურა

არქეოლოგიაისტორიაკულტურასაქართველო

არქეოლოგიური კვლევა გრემის მთავარანგელოზთა კომპლექსში

გრემის ტაძარში, სავარაუდოდ, კახეთის მეფის, ლევან ბაგრატიონის აკლდამა და ნეშტი აღმოაჩინეს. ნეშტთან ერთად, არქეოლოგებმა XVI საუკუნის რამდენიმე ნაკეთობაც ნახეს. საუკუნეების განმავლობაში ლევან ბაგრატიონის საფლავის ადგილსამყოფელი არავინ იცოდა. რამდენიმედღიან ექსპედიციაში მკვლევრები, არქეოლოგები და სპეციალისტები მონაწილეობდნენ.

ექსპედიცია 2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. მეცნიერები ყოველთვის ვარაუდობდნენ, რომ მეფე ლევანის ნეშტი მის მიერვე აგებულ ტაძარში უნდა ყოფილიყო დაკრძალული. ეს ვარაუდი ცოტა ხნის წინ დადასტურდა.

ლევან ბაგრატიონმა, ისტორიული წყაროების მიხედვით, საქართველოში 54 წელი იმეფა. საუკუნეების განმავლობაში, მისი საფლავის ადგილსამყოფელი არავინ იცოდა. აღმოჩენების თანახმად, ყველა ფაქტი მიუთითებს, რომ აკლდამაში სწორედ ლევან მეფის ნეშტია. საბოლოო იდენტიფიცირებისთვის, აკლდამიდან აღებული ნიმუშების კვლევა ტექნიკური მეთოდებით ჩატარდება ეროვნული მუზეუმის კვლევით ინსტიტუტებსა და საზღვარგარეთის სპეციალიზებულ ლაბორატორიებში.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

 

 

სრულად ნახვა
კულტურასაქართველო

კანის კინოფესტივალზე 34 წლის შემდეგ „მონანიება“ აჩვენეს

6 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით ეროვნული კინოცენტრი კანის კინობაზრობაზე (Marché du Film Online) მეთოთხმეტედ წარადგენს საქართველოს სტენდს, სადაც ინდუსტრიული კუთხით იმუშავებს ეროვნული კინოცენტრის გუნდი. კინოცენტრი ორგანიზებას უწევს სხვადასხვა სახის ღონისძიებას, მათ შორის შეხვედრებს კინოაგენტებთან, საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან და ისეთი კინოფესტივალების წარმომადგენლებთამ როგორებიცაა: ბერლინის, ლოკარნოს, სან სებასტიანის და ტრიესტეს საერთაშორისო კინოფესტივალები.

აღსანიშნავია, რომ წელს, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კანის კინოფესტივალზე 34 წლის შემდეგ დაბრუნდა თენგიზ აბულაძის ფილმი ,,მონანიება”. ამჯერად ფილმი წარმოდგენილი გახლდათ სექციაში “კანის კლასიკა”. ჩვენებას ესწრებოდნენ ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი ავთანდილ მახარაძე და “მონანიების” სცენარის თანაავტორი, რეჟისორი ნანა ჯანელიძე.

„მონანიების” მსოფლიო პრემიერა კანში გაიმართა 1987 წელს. ფილმმა კინოფესტივალის 3 ჯილდო მოიპოვა – ჟიურის „დიდი პრიზი“, „ფიპრესის“ ჯილდო და კათოლიკური ეკლესიის ჟიურის პრიზი ჰუმანიზმისათვის. 1988 წელს კი „მონანიება“ ნომინირებული იყი „ოქროს გლობუსზე“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში. ფილმში მთავარ როლებს ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავები ასრულებენ.

ეროვნულმა კინოცენტრმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით 2020 წლის იანვარში დაიწყო ფილმის აციფვრა – რესტავრაცია. შესასრულებელი სამუშაოების კომპლექსურობის გათვალისწინებით, ფილმის სკანირება განხორციელდა პრაღაში, ჩეხური სტუდია UPP-ის მიერ (Universal Production Partners – Prague), ხოლო ე.წ. გრეიდინგი, ფერის და ხმის დამუშავება – საქართველოში, სტუდია „ფონოგრაფის“ მიერ პაატა გოძიაშვილის ხელმძღვანელობით.

სექცია “კანის კლასიკა” 2004 წლიდან არსებობს. ამ სექციაში თავს იყრის კინოფესტივალის პროგრამაში ადრე ნაჩვენები ფილმები, რომლებსაც მაყურებელს ამჯერად ციფრულ ფორმატში რესტავრირებულს სთავაზობენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კულტურასაქართველო

ქართული კინოშედევრი “მონანიება” კანის კინოფესტივალზე

ქართული კინოშედევრი პრესტიჟულ ფესტივალზე „კანის კლასიკის” სექციაში მოხვდა. ამ სექციაში ფესტივალზე ადრე ნაჩვენები ფილმები იყრის თავს

„მონანიების” მსოფლიო პრემიერა კანში 1987 წელს გაიმართა. ფილმმა კინოფესტივალის სამი ჯილდო მოიპოვა. ის ნომინირებული იყო „ოქროს გლობუსზე“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაშიც.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ისტორიაკულტურა

ერთადერთი სერიოზული გამოკვლევაა საბჭოთა ფილოსოფიურ ლიტერატურაში – სავლე წერეთლის “ დიალექტიკური ლოგიკა”

ერთ-ერთი ცნობილი ფილოსოფოსი სავლე წერეთელი დაიბადა 1901 წლის 1 თებერვალს,ამბროლაურის რაიონის სოფელ ჯვარისაში. დაწყებითი განათლება სოფელში მიიღო.1930 წელს დამთვარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო 1934 წელს ასპირანტურა ფილოსოფიის ისტორიის სპეციალობით.1948-1953 და 1957-1960 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი იყო, რომლის შექმნასა და ორგანიზაციაში დიდი წვლილი მიუძღვის. იგი იყო მრავალმხრივი მკვლევარი, ფართო დიაპაზონის მეცნიერი, მაგრამ მისი დამსახურება განსაკუთრებით მნიშვნელობანია დიალექტიკური ლოგიკის დარგში. მეცნიერის კაპიტალური ნაშრომი „დიალექტიკური ლოგიკა“,რომელიც ცნობილია უსასრულო დასკვნის თეორიის სახელწოდებით, ერთადერთი სერიოზული გამოკვლევაა საბჭოთა ფილოსოფიურ ლიტერატურაში. იგი ქართულ მეცნიერებას 35 წელი ემსახურა. 1977 წელს ნაშრომისათვის „დიალექტიკური ლოგიკა“ მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია. დაჯილდოვებული იყო წითელი დროშის, წითელი ვარსკვლავის, სამამულო ომის მეორე ხარისხის ორდენებითა და ოთხი საბრძოლო მედლით. იგი თვლის, რომ ლოგიკა მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს, ეს არის დიალექტიკური ლოგიკა, რომლის დაბალ საფეხურს ფორმალური ლოგიკა წარმოადგენს. მათემატიკური ლოგიკა მათემატიკური დისციპლინაა. დიალექტიკური ლოგიკა ონტოლოგიური მეცნიერებაა. ფორმალური ლოგიკა სასრულის ლოგიკას წარმოადგენს, დიალექტიკური ლოგიკა კი არის უსასრულოს ლოგიკა, რომელიც უზოგადესი ცნებების-კატეგორიების – საშუალებით ხორციელდება და შინაარსეული ხასიათი აქვს. არსებობს ორი ტიპის კატეგორიები: ლოგიკური კატეგორიები და ლოგიკურის კატეგორიები. ლოგიკურის კატეგორიის უარყოფა შეუძლებელია, ვიანიდან მისი უარყოფა მასვე ასაბუთებს. დიალექტიკური ლოგიკა აგებულია ამ ტიპის კატეგორიებზე. იგი ასე განსაზღვრავს დიალექტიკური ლოგიკის საგანს: “ლოგიკა არის მეცნიერება აზრის მოძრაობა– განვითარების ობიექტურ ფორმათა შესახებ”. ამ იდეის დასაბუთბას სავლე წერეთელმა მრავალი გამოკვლევა და მონოგრაფია მიუძღვნა.

მასალა მოამზადა : ლალი კიკვაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიაკვლევებიკულტურა

უძველესი ევროპელები ნეანდერტალელებთან იმაზე ხშირად ჯვარდებოდნენ, ვიდრე გვეგონა

ევროპაში მიგრირებული ადრეული ადამიანები როდესაც იქ მცხოვრებ ნეანდერტალელებს გადაეყარნენ 45 000 წლის წინ, მათ შორის დიდი ფლირტი გაჩაღდა.

იმ დროინდელი ადამიანების ნამარხებში (ყველაზე ძველი ევროპაში) ნაპოვნი დნმ-ის ანალიზი იმაზე მიუთითებს, რომ ჰომო საპიენსებსა (ადამიანები) და ნეანდერტალელებს (რომლებიც გადაშენების პირას იყვნენ) შორის სახეობათშორისი შეჯვარება იმაზე უფრო ხშირი იყო, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ. კვლევები 7 აპრილს ჟურნალ Nature Ecology & Evolution-ში გამოქვეყნდა.

ახალი გენეტიკური მტკიცებულებების თანახმად, ადამიანებმა ევროპას 50 000 წლის წინ მიაღწიეს, რა დროსაც ნეანდერტალელები მათთან შეჯვარდნენ. დღეს კი ნეანდერტალელების გენები ჩვენს დნმ-შია. სწორედ ეს მიზანი ჰქონდათ მაშინდელ ნეანდერტალელებსაც, რომ როგორმე თავიანთი გენი გადაერჩინათ.

ბულგარეთში მდებარე ბაჩო კიროს გამოქვაბულში ნაპოვნი სამი ჰომო საპიენსის დნმ-ში აღმოჩენილია ნეანდერტალალების 3-4%-მდე კონტრიბუცია. უძველესი დნმ კბილიდან და ძვლის ორი ფრაგმენტიდან ამოიღეს, რომელიც რადიონახშირბადული დათარიღებით 43 000 ან 46 000 წლის უნდა იყოს.

ნეანდერტალელები დაახლოებით 40 000 წლის წინ გადაშენდნენ, თუმცა, მათი გენეტიკური კვალი მაინც რჩება – დღეს, არაფრიკელი ადამიანების დნმ-ის დაახლოებით 2% ნეანდერტალელთა გენებია. რაც შეეხება აფრიკელ ადამიანებს, ისინი ნეანდერტალელების გენების შედარებით მცირე რაოდენობას ატარებენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კულტურა

„ქრისტის“ აუქციონზე ციფრული ნახატი თითქმის 70 მილიონ დოლარად გაიყიდა

„ქრისტის“ ონლაინ აუქციონზე პირველი ციფრული ნახატი 69.4 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

ნახატების კოლაჟი სახელწოდებით : „ყოველდღიური – პირველი 5 000 დღე“ გრაფიკულ  ამერიკელ გრაფიკულ დიზაინერს მაიკ უინკელმანს ეკუთვნის რომელიც ბიპლის სახელითაა ცნობილი.

კოლაჟი 5 000 ციფრული ნახატისგან შედგება, რომელსაც მხატვარი 2007 წლიდან (ყოველ დღე ერთს) ქმნიდა.

ნამუშევრის მყიდველის ვინაობა უცნობია, ცნობილია მხოლოდ ის, რომ მან ნახატი კრიპტოვალუტით შეიძინა.

სურათი ყველასთვისაა ხელმისაწვდომია, რადგან ის ინტერნეტშია განთავსებული, თუმცა მისი ფლობის ექსკლუზიური უფლება აქვს მხოლოდ იმ პირს, რომელმაც აუქციონში გაიმარჯვა და სურათი NFT-ის სახით, $69 მილიონად შეიძინა.

ვირტუალური ხელოვნება ფიზიკური ხელოვნებისგან განსხვავებული გამოწვევების წინაშე დგას, რადგან შესაძლებელია ინტერნეტში მისი კოპირება და გავრცელება, რაც ამცირებს მის ღირებულებას. NFT  (არა-შენაცვლებადი ნიშანი)  უზრუნველყოფს, რომ მყიდველს ნამდვილი ორიგინალი ჰქონდეს უშუალოდ მხატვრისგან. ის ასევე საშუალებას აძლევს მხატვრებს, თავად გაყიდონ ნამუშევრები უშუალოდ მყიდველებზე, რაც ზოგიერთების მტკიცებით, ხელოვნების ბაზრის დემოკრატიზაციას მოახდენს.

აღსანიშნავია, რომ ნამუშევრის გაყიდვის შემდეგ მაიკ უინკელმანი ყველაზე ძვირადღირებული ცოცხალი მხატვრების სამეულში შევიდა.

წყარო : cnn.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კულტურა

რობოტი სოფიას ნახატი აუქციონზე გაიყიდა 688 000 აშშ დოლარად

მსოფლიოში ცნობილი ჰუმანოიდის, რობოტი სოფიას მიერ შესრულებული ავტოპორტრეტი აუქციონზე 688 000 აშშ დოლარად გაიყიდა. ნამუშევარი, სახელწოდებით “Sophia Instantiation”, შეიქმნა იტალიელი გრაფიკული დიზაინერის, ანდრეა ბონაცეტოს დახმარებით და სოფიას ხელოვნური ინტელექტის ალგორითმის მეშვეობით.

სოფიას პორტრეტის ხატვა დაიწყო ბონაცეტომ მკვეთრი ფერებით, გამოსახულება კი სოფიამ საკუთარი ინტერპრეტაციით დაასრულა.

რაც შეეხება სოფიას ისტორიას, Hanson Robotics-ის დამაარსებელმა დეივიდ ჰანსონმა სოფია 2015 წელს ჰონგ-კონგში შექმნა. ის 2016 წლიდან აქტიურად გამოჩნდა ღონისძიებებზე და შოუებში. ის საუდის არაბეთის მოქალაქეც არის და ისეთივე უფლებები აქვს, როგორც საუდის არაბეთში მცხოვრებ ქალებს. ასევე ის პირველი რობოტია, რომელსაც მოქალაქეობა აქვს. სოფიას გარეგნობა სპეციალურად მიამსგავსეს ოდრი ჰეპბერნს და ახლოს არის მისი სახის ანალოგიასთას.

2018 წელს ცნობილმა მსახიობმა, უილ სმიტმა რობოტი სოფია პაემანზეც კი დაპატიჟა კაიმანის კუნძულებზე. როდესაც მან სოფიას კოცნა სცადა, სოფიამ უილს უთხრა: “მე ვფიქრობ, რომ შეიძლება მეგობრები ვიყოთ”.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კულტურამსოფლიო

რატომ აკრძალა ჩინეთმა “ოსკარის” ცერემონიის პირდაპირი ტრანსლაცია?

2021 წლის ოსკარის დაჯილდოვების ცერემონია ჩინეთში არ გავა, ჩინეთი კრძალავს ,,ოსკარის” ცერემონიის პირდაპირ ცრანსლაციას. ადგილობრივ მედიას დაევალა მომავალი თვის, 25 აპრილის ოსკარის 93-ე დაჯილდოვების ღონისძიება არ გაუშვან პირდაპირ ეთერში, რის შესახებაც Bloomberg იტყობინება.

ცერემონიის აკრძალვის მიზეზი 2019 წლის ჰონგ-კონგის საპროტესტო აქციების შესახებ გადაღებული და ოსკარზე ნომინირებული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი ,,Do Not Split” და ასევე საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაზე წარდგენილი ქლოი ჟაოა, რომელსაც ჩინეთის კომუნისტური ხელისუფლებისთვის მიუღებელი პოლიტიკური ხედვა აქვს. კომუნისტური პარტიის პროპაგანდის განყოფილებამ ბრძანება ყველა მედიასაშუალებას გაუგზავნა, რომ “ოსკარი” პირდაპირ ეთერში არ გაუშვან და გაშუქება შეამცირონ იმ ცერემონიებისა, რომლებიც საკამათოდ მიიჩნევა.

ოსკარის ნომინაციები 15 მარტს გამოცხადდა, 25 აპრილის ცერემონია კი ლოს-ანჯელესში ჩატარდება.

დაძაბულობა აშშ-სა და ჩინეთს შორის საკმაოდ მაღალი იყო, განსაკუთრებით ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, რომელმაც ჩინეთი დაადანაშაულა პანდემიის საწყის ეტაპზე ინფორმაციის დამალვაში.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
არქეოლოგიაარქიტექტურა/დიზაინიეზოთერიკაკულტურა

როგორ გამოიყურებოდა ანტიკური რომი ჩვ.წ. IV საუკუნეში – 3D ვიდეო

არტისტების ჯგუფმა ჩვ.წ. IV საუკუნის რომის გამოსახულება 3D გრაფიკული პროგრამების დახმარებით გააცოცხლა.

 

“მარადიული ქალაქი” არტისტებმა არსებული ნანგრევების მიხედვით, ასევე ისტორიულ წყაროებზე და ნაწილობრივ საკუთარ ფანტაზიაზე დაყრდნობით აღადგინეს.

Youtube-ის არხი, რომელსაც History in 3D ჰქვია, სამმა სხვადასხვა ქვეყნის(სერბეთი, სამხრეთ კორეა, რუსეთი) კომპიუტერულმა გრაფიკოსმა დააფუძნა.

“წარსულთან შეხება სასიამოვნო პროცესია, პანდემიის პირობებში მოგზაურობა სანატრელი გახდა, ჩვენი არხის მეშვეობით ქალაქების დათვალიერება სახლიდან გაუსვლელად გახდა შესაძლებელი”. – ამბობს არხის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკულტურაპოლიტიკა

ანჯელინა ჯოლი ჩერჩილის ერთადერთი ნახატის გაყიდვას აპირებს

რამდენიმე დღის წინ ანჯელინა ჯოლიმ დააანონსა, რომ ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრის, უინსტონ ჩერჩილის ერთადერთი ნახატის გაყიდვას აპირებს, სახელად “Tower of the Koutoubia Mosque”, რომლის ღირებულება დაახლოებით 2.5 მილიონი ფუნტი სტერლინგი იქნება.

ჩერჩილის ერთადერთ ნამუშევარს საინტერესო ისტორია აქვს. ის მეორე მსოფლიო ომის დროს არის შექმნილი, 1943 წელს, როდესაც ჩერჩილი და მაშინდელი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფრანკლინ დელანო რუზ­ველ­ტი მაროკოში, კასაბლანკას კონფერენციაზე იყვნენ, სადაც უნდა განეხილათ ნაცისტური გერმანიის დამარცხების სტრატეგიის შემდეგი ნაბიჯები. “Tower of the Koutoubia Mosque” ჩერჩილმა აშშ-ს პრეზიდენტს ფრანკლინ რუზველტს გადასცა, რაშიც უდაოდ შეგვიძლია დავინახოთ ხაზგასმა ორ მსოფლიო ლიდერს შორის მეგობრული დამოკიდებულების, რაც ნამუშევარს სხვა მნიშვნელობასაც ანიჭებს.

ანტიკვარული ნივთების გამყიდველი ამბობს, რომ ნახატი პრეზიდენტ რუზველტის ვაჟს გადაეცა, რომელმაც კინემატოგრაფს მიყიდა 60-იან წლებში, სადაც 50 წლის განმავლობაში ინახებოდა, შემდეგ კი ბილ რაუს კოლექციას შეუეთდა. საბოლოოდ, 2011 წელს მსახიობმა ბრედ პიტმა ბრიტანელი პოლიტიკოსის ერთადერთი ნამუშევარი  შეიძინა კოლექციონერი ბილ რაუსგან, საიდანაც ჯოლის პირად  კოლექციაში აღმოჩნდა.

“Tower of the Koutoubia Mosque”-ის გაყიდვა პირველ მარტს არის დაანონსებული.

წყარო: CNN

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 5 6 7 8 9 24
Page 7 of 24