close

ფილოსოფია

ფილოსოფია

,,შეიძენენ სიმდიდრეს და ამით ღატაკდებიან”- ნიცშეს ფილოსოფიური გამონათქვამები

  1. დღის საუკეთესო დასაწყისია, გაღვიძებისთანავე იფიქრო იმაზე, შეიძლება თუ არა დღეს ერთ ადამიანს მაინც მიანიჭო სიხარული.
  2. გულმავიწყობის ყველაზე დადებითი მხარე ის არის, რომ ერთი და იგივე რამისგან შეგიძლია სიამოვნება ბევრჯერ მიიღო.სამოთხეში ვერცერთი საინტერესო ადამიანი ვერ მოხვდება.
  3. რაც ჩვენ არ გვკლავს, ის გვაძლიერებს.
  4. ადამიანი ანგელოზსა და ცხოველს შორის გადებული ხიდია.
  5. მუსიკის გარეშე ცხოვრება ერთი დიდი შეცდომა იქნებოდა.
  6. ცხოვრებას იმით იწყებ ხოლმე, რომ სხვის შეყვარებაზე უარის თქმას სწავლობ. დასასრულს კი, საკუთარ თავში ვერ პოულობ ვერაფერს ისეთს, შეყვარების ღირსად რომ ჩათვალო.
  7. სურვილი არდახმარების იქნებ უფრო კეთილშობილურია, ვიდრე არამკითხე სათნოება.
  8. ზოგიერთი ადამიანი სიკვდილის მერე იბადება.
  9. შეიძენენ სიმდიდრეს და ამით ღატაკდებიან.
  10. მე ნაწყენი ვარ არა იმიტომ, რომ მიღალატე, არამედ იმიტომ, რომ აღარ შემიძლია გენდო.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა’

სრულად ნახვა
ისტორიაკულტურამსოფლიოსაქართველოფილოსოფია

შოთა რუსთაველი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მწერლების რეიტინგის ლიდერია

ჩამონათვალში, რომელშიც მსოფლიო ერების ასობით მწერალია შესული, პირველი ადგილი შოთა რუსთაველს უკავია.

გამოკითხვა საიტზე ranker.com მიმდინარეობს და რუსთაველისთვის ხმის მიცემა ყველას შეუძლია.

Ranker.com არის ცნობილი ვებ-გვერდი, რომელიც მომხმარებლებზე დაყრდნობით ავრცელებს რეიტინგებს. აღნიშნულ პორტალს 50 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

სიაში საუკეთესო მწერლები შევიდნენ, რომელთა ნაწარმოებებმაც დროს გაუძლო. პირველ ათეულში ამ დროისთვის ისეთი ლეგენდარული მწერლები მოხვდნენ, როგორებიც არიან შექსპირი, დოსტოევსკი, ტოლსტოი, დიკენსი, ედგარ ალან პო, ჰომეროსი, ჯორჯ ორუელი, მარკ ტვენი.

 

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
საქართველოფილოსოფიაფრაზები

რა მოხდება, სიკვდილი რომ არ იყოს?!  – გურამ დოჩანაშვილი

 ,,სიკვდილი რომ არ იყოს – აღარ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა, თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა, სიკვდილი რომ არ იყოს. არ დაგჭირდებოდათ არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მოსავლისათვის მიწის დაბარვა დაგჭირდებოდათ. არც ოსტატური სიტყვა-პასუხი, არც ვისიმე შიში არ გექნებოდათ და არც კეთილები იქნებოდით და არც ბოროტნი, არც ბედნიერნი და არც უბედურნი -აღარაფერი არ ვიქნებოდით… ვიღა გაგვარჩევდა, სიკვდილი რომ არ იყოს… მთელი ის ჩვენი უსასრულო სიცოცხლე აღარაფერი არ იქნებოდა, ახლა კი, ახლა, სიკვდილი რომ არის, სიცოცხლე სიცოცხლეა, მაშინ კი, მერწმუნეთ, დამიჯერეთ, თავად წვიმაც და ჰაერიც აღარაფერი არ იქნებოდა, აღარაფერი, ჰეე, სიკვდილი რომ არ იყოს…“

გურამ დოჩანაშვილი (,,სამოსელი პირველი“)

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
განათლებაეს საინტერესოაისტორიაკულტურამსოფლიოფილოსოფია

ჯერომ სელინჯერის უცნობი ნაშრომები გამოქვეყნდება

ჯერომ სელინჯერის შვილი ბრიტანულ “გარდიანთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ მწერილის საკმაოდ ბევრი ნამუშევარი არსებობს, რომელიც საზოგადოებისათვის ცნობილი არ არის.

მწერლის შვილი მეტ სლინჯერი ამბობს, რომ ის და ჯერომ სელინჯერის ქვრივი მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ამ ნამუშევრებს გამოაქვეყნებენ. მისი თქმით, ნაშრომები ჯერ გამოსაქვეყნებლად მზად არ არის.

ჯერომ სლინჯერი ცნობილი ამერიკელი მწერალია, რომელმაც სახელი გაითქვა ნაწარმოებით: თამაში ჭვავის ყანაში. სელინჯერი 2010 წელს გარდაიცვალა. ის დიდი ხნის განმავლობაში მედიასთან არ კონტაქტობდა, თუმცა მწერლის ფანები ფიქრობდნენ, რომ სელინჯერი ამ ხნის განმავლობაში წერას აგრძელებდა.

მისმა შვილმა “გარდიანთან” ინტერვიუში ეს ფაქტი დაადასტურა და თქვა, რომ ეს ნაშრომები გამოქვეყნდება.

სელინჯერმა წიგნი ბოლოჯერ 1963 წელს, ხოლო მოთხრობა 1965 წელს გამოაქვეყნა. 1980 წელს ბოლოჯერ მისცა ინტერვიუ. მისი რადიკალიზმი მკითხველებსა და ლიტერატორებს არასდროს უქრობდა ეჭვს იმის შესახებ, რომ სელინჯერი წერდა და თანაც ბევრს. მოსაზრებებს მითქმა–მოთქმები ამყარებდა: 1999 წელს სელინჯერის ნიუ ჰემფშირელმა მეზობელმა ჯერი ბარტმა განაცხადა, რომ წლების წინ ავტორმა მას 15–მდე გამოუქვეყნებელი წიგნის არსებობის შესახებ ამცნო, რომლებსაც საგულდაგულოდ სახლში ინახავდა. მსგავსი განცხადება სელინჯერის ყოფილმა მეგობარმა ქალმა, ჯოის მეინარდმაც გააკეთა. მეინარდი ამბობდა, რომ მწერალი ყოველდღიურდ წერდა და სულ მცირე ორი რომანი მაინც ექნება შეთხზული.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკულტურამსოფლიოსაქართველოფილოსოფია

ნობელიანტი მარიო ვარგას ლიოსა საქართველოში ჩამოდის

ხორხე მარიო პედრო ვარგას ლიოსა, 82 წლის პერუელი პროზაიკოსი და დრამატურგი, ნობელის პრემიის ლაურეატი თბილისში ჩამოდის. მწერალი საქართველოში წიგნის ეროვნული ცენტრისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სერვანტესის ფონდის მოწვევით ჩამოდის. ვიზიტის მიზანი და დეტალები ცნობილი გახდება პრესკონფერენციაზე, რომელიც გაიმართება სასტუმრო “რუმსში”, 24 იანვარს.

ქართველი მკითხველი ლიოსას რამდენიმე ნაწარმოებს იცნობს. სხვადასხვა წლებში ქართულად გამოიცა დეიდა ხულია და სცენარისტიხუთი კუთხე, ვაცის ნადიმი, ცუდი გოგოს ოინები და ქალაქი და ძაღლები.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ფილოსოფიაფრაზებიფსიქოლოგია

სხვებში ის გვეზიზღება, რაც ჩვენი სულის ნაწილიცაა”- ჰერმან ჰესე

,,სხვებში ის გვეზიზღება, რაც, ამავდროულად, ჩვენი სულის ნაწილიცაა. საერთოდ არ გვანაღვლებს ის, რაც ჩვენც არ გვახასიათებს.”

ჰერმან ჰესე

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა  და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფილოსოფიაფრაზები

,,სული იკურნება ბავშვებთან ყოფნით”

,,სული იკურნება ბავშვებთან ყოფნით.”

 

თეოდორე დოსტოევსკი

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
საქართველოფილოსოფიაფსიქოლოგია

,,სიკვდილი, როგორც ბოროტება” – დიმიტრი უზნაძე

,,დოქტრინა” გთავაზობთ ნაწყვეტს ქართული ფსიქოლოგიური სკოლის ფუძემდებლის – დიმიტრი უზნაძის ნაშრომიდან – ,,ომის ფილოსოფია”:

მახსოვს, ამ რამდენიმე წლის წინ ერთი სურათი ვნახე, სურათი სრულიად სადა, უბრალო ხასიათის იყო. მაგრამ მან მაინც ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. წარმოიდგინეთ მსვენიერი ახალგაზრდა ასული. იგი ტბის გაყინულ ზედაპირზე მოხდენილად მოსრიალებს; მაგრამ მას მუდამ თან მისდევს მისი ჩრდილი, რომლისთვისაც მხატვარს სიკცდილის ჩონჩხის სახე მიუცია. მას თვისი უსულო, უხორცო ხელები წინ გაუშვერია. იგი ცდილობს ასულის მშვენიერი სხეული მკლავებში მიიმწყვდიოს და თავის ცივ გულზე მიიკრას. მას სურს მისი სიცოცხლის მაჯისცემა სამუდამოდ ჩააქროს, მაგრამ თითქოს ასული გრძნობს თავისი უხილავი თანამგზავრის განზრახვას. იგი მისრიალებს ტბის ზედაპირზე და აი, უახლოვდება ისეთ ადგილს, რომელიც საკმაოდ გაყინული არ არის… სამარისია ერთი წუთი და ისიც გადაიჩეხება. სიკდილიდ აჩრდილი ათრთოლებულ ხელებს სწევს ქალწულისაკენ, მაგრამ ქალწული უეცრად განზე იხრება, თითქოს მას სიკვდილის ხელიდან გასხლდომა უნდოდეს. იგი იცვლის მიმართულებას და განაგრძობს თავის გზას. გადის დრო… იგი უცებ წონასწორობას კარგავს და სიკვდილის ჩონჩხიც კიდევ მეტი წყურვილით იშვერს ხელებს ქალწულისაკენ, რათა მისი მშვენიერი სხეული გულზე მიიკრას; მაგრამ ქალწული იმწასვე სიმძიმის ცენტრს პოულობს და ამგვარად სიკდილს კიდევ ხელიდან უსხლტება. ერთი სიტყვით, ყოველი ნაბიჯი ამ ქალწულისა, ყოველი მიმოხვრა და მოძრაობა მისი სხეულისა განსაზღვრულია ერთი გრძნობით, ერთი სურვილით: სურვილით, რომ სიკვდილის უსულო ჩონჩხს ხელში არ ჩაუვერდეს. ამგვარად, მთელი მიმართულება ამ ქალწულისა სიკვდილის შიშის გრძნობით არის ნაკარნახევი, ამ სურათამ ჩემზე დიდი შთაბეჩდილება მოახდინა. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმიტომ, რომ მის დანახვაზე ჩმს ცნობიერებაში ადამიანის სიცოცხლის ბედის სურათი მთელი თავისი სიგრძე-სიგანით დაიხატა და, მართალაც, განა ასეთი არ არის მთელი ცხოვრება ადამიანისა!

განა ყოველი ნაბიჯი ჩვენი ცხოვრებისა შიშის გრძნობით არ არის ნაკარნახევი; განა ჩვენი დაბადების პირველსავე მომენტიდან იმის ცდაში არა ვართ, რომ სიკვდილის ცელის მსხვერპლი არ შევიქნეთ! ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების, ჩვენი კერძო არსებობის პირობები, ყველა ფორმა ჩვენი ყოფნისა სიკვდილის შიშის გრძნობით არის შექმნილი და გამოწვეული. ეს შიშია ამგვარად მთელი ჩვენი ცხოვრების მმართველი პრინციპი. იგი უმთავრესი რეგულატური მომენტია ადამიანის მთელი ცხოვრებისა.

ამ სახით, სიკვდილის შიში მუდმივი და აუცილებელი ფაქტია მთელ საკაცობრიო ცხოვრებაში.

ჩვენ, ყველანი, გამსჭვალულნი ვართ ამ გრძნობით და იმის მიხედვით ვაშენებთ და ვანგრევთ ჩვენი ცხოვრების შენობას. მართალია, არსებობს ზოგი უმადური და უბედური ძე ამაქვეყნიური სიცოცხლისა. მათთვის მთელი ცხოვრება ადამიანისა უმიზნო და უაზრო ბრძოლაა სიკვდილის ყოვლისშემძლე ძლევამოსილებასთან, ბრძოლა, რომელიც სულ ერთია ბოლოს სიკვდილის ძლევით გათავდება: ამიტომ სიკვდილი ასეთებისათვის ხსნაა, იგი მათთვის უდიდესი სიკეთეა, რასაკვირველია, მათთვის შიში სიკვდილის წინაშე აღარ უნდა არსებობდეს, და ისინიც აღტაცებული მოკრძალებით ჩასჩერებიან სიკდდილის ბნელად ამოღრმავებული თვალების ბრმა გამომეტყველებას, თითქოს მეტი მოუთმენლობით მოელოდნენ მისი ფარული მოსვლის საიდუმლოების განჭვრეტას.

სიკვდილის ასეთ აპოლოგეტებს პესიმისტებს უწოდებენ. მათთვის უცხო უნდა იყოს შიში სიკვდილის წინაშე, და ამიტომ მათი ცხოვრებაც გამონაკლისს უნდა შეადგენდეს სხვათა ცხოვრებასთან შედარებით. მაგრამ, სინამდვილეში, სულ სხვას ვხედავთ. სიკვდილის ეს აპოლოგეტები მხოლოდ სიტყვით არიან მისი მეგობრები, მაგრამ, როდესაც საქმით დასჭირდებათ, სიკვდილთან მეგობრობის გამოაშკარავება, მაშინ ისინიც ისე იმსჭვალებიან თავისი მეგობრის შიშით, როგორც ყველა ჩვეულებრივი მოკვდავი. გაიხსენეთ შოპენჰაუერი! ვინ იყო მასზე უფრო ბრწყინვალე მოციქული პესიმიზმისა, მაგრამ ძნელია იპოვოთ ისეთი ადამიანი, რომელიც მასზე უფრო გაურბოდა სიკვდილს.

ამვარად, აშკარაა, სიკვდილის ფაქტი ყველას თანასწორ საშინელებას აღუძრავს არსებაში, ყველას თანაბარი შიშის თრთოლვით უქრობს იმედს და თუ ეს ასეა, მაშასადამე, იგი ფაქტობრივად ყველასთვის ერთგვარი სიდიდის ბოროტებნას უნდა წარმოადგენდეს, მოროტებას იმდენად აბსოლუტურს, რამდენადაც აბსოლუტურია მისგან გამოწვეული შიში.

გაზეთი ,,სახალხო ფურცელი,” 1914

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფილოსოფიაფრაზები

„ხანდახან ისეთი ქებაც გვიყვარს, რომლის გულწრფელობაც არ გვჯერა” – რუსო

„ხანდახან ისეთი ქებაც გვიყვარს, რომლის გულწრფელობაც არ გვჯერა.” 

ჟან-ჟაკ რუსო

 

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
საქართველოფილოსოფიაფრაზები

,,დრო არასოდეს არ მოდის, იგი მიდის და ვინც მას არ გაჰყვება, დაიღუპება’

,,დრო არასოდეს არ მოდის, იგი მიდის და ვინც მას არ გაჰყვება, დაიღუპება.”

მიხეილ ჯავახიშვილი

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
1 2 3 4 7
Page 2 of 7