close

ფილოსოფია

ფილოსოფიაფსიქოლოგია

დიმიტრი უზნაძე: ,,ღვთისგან დაწყებული საქმის დასრულება”

ჩვენს ასაგები გვაქვს რაღაც შენობა, რომლის აგება ჩვენს წინაპრებს დაუწყიათ და შემდეგ მისი დამთავრება ჩვენთვის გადმოუციათ. ამგვარად, დაბადებიდანვე დაყოლილი გვაქვს თან ის დანიშნულება, რომელსაც ჩვენი მთელი ძალღონე უნდა მოვახმაროთ. მაგრამ რა არის ეს შენობა? მას კულტურული შემოქმედების სახელით ავღნიშნავთ.

ნივთიერ, არაორგანულ სამყაროს ღრმა პასიურობა ახასიათებს, მაშინ როდესაც შემოქმედება მოქმედებას, აქტიურ ძალას მოითხოვს. არსებობს მსოფლიოში აქტიური პრინციპი, რომელიც სულიერების სახელით არის ცნობილი. მხოლოდ მას შეუძლია მოქმედების პრინციპი იყოს.

სული ანუ აქტიური მომენტი მუდმივად უნდა ებრძოდეს ნივთიერებას (მატერიას), ანუ მსოფლიოს პასიურ მომენტს. ეს უკანასკნელი თანდათან გამჭირვალე უნდა გახდეს აქტიური მომენტისთვის, ასე ვთქვათ, განსულიერდეს. რა არის კულტულა, თუ არა პასიური მომენტების ამგვარი განსულიერება აქტიურის საშუალებით? აიღეთ მეცნიერება: უცნობი და შეუცნობელი ჩვენი გონებისთვის რაღაც პასიურ, უძრავსა და უსარგებლო სფეროს წარმოადგენს, მაგრამ როგორც კი შევიცნობთ მას, ის უკვე უცხო და უმოქმედო არაა ჩვენთვის, მისით ვსარგებლობთ და მას ვიმსახურებთ, ჩვენი მიზნების თანახმად.

აიღეთ ხელოვნება: ბუნების მკვდარი მასალა, შავი მარმარილო ან ფერადი, ხელოვანი შემოქმედის სულის შთაბერვით სულიერ არსებად იქცევა. რა არის ვენერა მილოსელი ან სხვა რომელი ქანდაკება, თუ არა სულიერი არსება?! აქ სხეული ნივთიერებაა (მარმარილო) და სული ხელოვანის იდეაა, რომელიც განხორციელებულია მკვდარ მასალაში. ამიტომაც ეს მასალა უკვე აღარაა პასიური, მკვდარი.

აიღეთ ჩვენი კულტურული ცხოვრების ყველა სხვა სფერო – ყველგან დაინახავთ მსოფლიოს განსულიერების ცდას, პასიური ნივთიერებების ძარღვებში სულის შეჭრას, მის სიცოცხლის მაჯისცემით ათამაშებას. ასეთია კულტურული ცხოვრების არსი და ასეთია ადამიანის ცხოვრების მიზანი.

დაბადების (ბიბლიის) წარმოდგენით, ღმერთმა იმით დაასრულა თავისი შემოქმედების პროცესი, რომ ადამიანის არსებაში საუკეთესოდ შეარიგა სული ხორცს, აქტიურობა – პასიურობას, სამაგიეროდ, ნივთიერების მთელი დანარჩენი მსოფლიო განუსულიერებელი დატოვა და ამით თითქოს იმთავითვე განსაზღვრული დანიშნულება მისცა ადამიანის არსებობას.

ჩვენი დანიშნულება ღვთისგან დაწყებული მსოფლიო შემოქმედების განგრძობაა, ღვთისგან დაწყებული საქმის დასრულებაა. და თუ ასეა,მაშინ ცხადია,ჩვენს გამუდმებულ, დაუღალავ შრომას მნიშვნელობა ჰქონია, ჩვენს დროულ (დროში შეზღუდულ) ცხოვრებას – ღრმა აზრი.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ფილოსოფიაფრაზები

,,თუ ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია!” – შოთა რუსთაველი

,,თუ ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია!” 

შოთა რუსთაველი

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფილოსოფიაფრაზები

,,ადამიანო, თავად განსაზღვრე თავი შენი!” – კანტი

,,ადამიანო, თავად განსაზღვრე თავი შენი!” 

იმანუელ კანტი

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფილოსოფიაფრაზები

,,მტერი კი არ იწვევს ეჭვს, ეჭვი შობს მტერს” – მერაბ მამარდაშვილი

,,მტრის ხატი – ესაა დამანგრეველი ფსიქიკური ძალა, იმიტომ რომ მტერი კი არ იწვევს ეჭვს, ეჭვი შობს მტერს. ეჭვი ჯერ უსაგნოდ არსებობს. ეჭვი ჩემი უძლურებაა – მე მეშინია ყველაფრის, როცა უძლური ვარ. მტერი არის განსხეულებია იმისა, რაც ჩემშივეა ფესვგადგმული, როგორც უძლურება.”

ქართველი ფილოსოფოსი – მერაბ მამარდაშვილი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფილოსოფიაფრაზები

,,ბრძენი ადამიანი ცდილობს, ჩრდილში დარჩეს – ამიტომაც ბრწყინავს” – ლაო ძი

,,ბრძენი ადამიანი ცდილობს, ჩრდილში დარჩეს, ამიტომაც ბრწყინავს; ის არ საუბრობს საკუთარ თავზე, ამიტომაც დიდებულია; ის არ ზრუნავს განდიდებაზე, ამიტომაც დამსახურებულია; ის არ ცდილობს სხვებზე უფროსობას, ამიტომაც მათ შორის ავტორიტეტულია”.
ლაო ძი

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფილოსოფიაფრაზები

,,ჩუმად იყავი, ან ისეთი რამე არ თქვა, რაც დუმილზე უკეთესია”

,,ჩუმად იყავი, ან ისეთი რამე არ თქვა, რაც დუმილზე უკეთესია.”

პითაგორა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფილოსოფიაფრაზები

,,ყველაზე დიდი სიკეთე ცოდნაა, ყველაზე დიდი ბოროტება კი – უგუნურება!”

,,ყველაზე დიდი სიკეთე ცოდნაა, ყველაზე დიდი ბოროტება კი – უგუნურება!”

 

 

სოკრატე

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფილოსოფიაფრაზები

,,ბრაზი არის შხამი, რომელიც გაცილებით მეტად ვნებს ჭურჭელს”

„ბრაზი არის შხამი, რომლიც გაცილებით მეტად ვნებს ჭურჭელს, რომელშიც ის არის მოთავსებული, ვიდრე მას, რაზეც გადმოიღვრება.“

                                                                                                                                                      მარკ ტვენი

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფილოსოფიაფრაზები

,,რეალისტში რწმენა სასწაულისგან კი არ ჩნდება, არამედ სასწაული ჩნდება რწმენისაგან”

,,რეალისტში რწმენა სასწაულისგან კი არ ჩნდება, არამედ სასწაული ჩნდება რწმენისაგან – თუკი რეალისტი ერთხელ ირწმუნებს, მაშინ მან თავისი რეალისტობის გამო აუცილებლად უნდა დაუშვას სასწაული.” 

თეოდორე დოსტოევსკი

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფილოსოფიაფრაზები

,,სიმხდალის ყველაზე საზიზღარი სახეობა საკუთარი თავის შებრალებაა”

,,სიმხდალის ყველაზე საზიზღარი სახეობა საკუთარი თავის შებრალებაა.”

 

რომის იმპერატორი  მარკუს ავრელიუს ანტონიუს ავგუსტუსი

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 4 5 6 7
Page 4 of 7