,,თუ თქვენ შეძლებთ სიბრაზის დროს გაჩუმებას, არასდროს არ ინანებთ ამას”- აღმოსავლური სიბრძნე.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
,,თუ თქვენ შეძლებთ სიბრაზის დროს გაჩუმებას, არასდროს არ ინანებთ ამას”- აღმოსავლური სიბრძნე.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
ციცერონი – 6 შეცდომა, რომელსაც ადამიანი საუკუნეთა განმავლობაში უშვებდა და უშვებს:
1. იმის რწმენა , რომ შესაძლებელია სხვისი განადგურებით რაიმე სარგებელი მივიღოთ;
2. დარდი იმ საგნებსა და მოვლენებზე, რომელთაც ვერც შეცვლით და ვერც გამოვასწორებთ;
3. დაჟინებით მტკიცება, რომ რაიმე შეუძლებელია, მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენ არ შეგვიძლია მისი მიღწევა;
4. უმნიშვნელო, წვრილმან მოთხოვნილებებზე დამოკიდებულება;
5. გონებრივი განვითარებისა და სრულყოფის უგულებელყოფა;
6. იმის ცდა, რომ სხვებიც ვაიძულოთ იწამონ ის, რისიც ჩვენ გვწამს და იცხოვრონ ისე, როგორც ჩვენ ვცხოვრობთ.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
,,ადამიანის გული მუსიკალური ინსტრუმენტია, იგი შეიცავს უდიდეს მუსიკას, მას სძინავს, მაგრამ იგი აქ არის, ელოდება შესაფერის მომენტს, რათა აენთოს, იქნას გამოხატული, იქნას ნამღერი, იქნას ნაცეკვი. ეს წამი წარმოიშობა სიყვარულიდან. უსიყვარულოდ ადამიანი ვერასოდეს გაიგებს, თუ როგორ მუსიკას ატარებდა თავის გულში. მხოლოდ სიყვარულიდან ხდება ეს მუსიკა ცოცხალი, გაღვიძებული… გააგრძელეთ სიყვარულში უფრო ღრმად და ღრმად სვლა და ერთხელაც წააწყდებით თქვენს შინაგან მუსიკას, ამის შემდეგ ცხოვრება არარასოდეს იქნება იგივე… ფაქტობრივად, ცხოვრება იწყება ამის მერე…”
ოშო
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
უილიამ ქათბერთ ფოლკნერმა ეს სიტყვა წარმოთქვა 1950 წლის 10 დეკემბერს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში ,,ნობელის პრემიის” მიღებისას:
,,ვგრძნობ, რომ ეს პრემია მომანიჭეს არა პირადად მე, როგორც კაცს, არამედ ჩემს შემოქმედებას – მთელი ცხოვრების ნაჭირვებს, სიმწრის ოფლში ტანჯვაგამოვლილ ადამიანურ სულს, ნაწამებს არა სახელისა ან სიმდიდრის მოსახვეჭად, არამედ იმისათვის,რომ ადამიანური სულისაგან რაღაც მანამდე არარსებული შემექმნა. ამგვარად, ეს ჯილდო მხოლოდ ნდობის გამოცხადებად მიმაჩნია. ძნელი არ იქნება პრემიის ფულადი ნაწილი დანიშნულებისამებრ გამოვიყენო და გავცე მისი მთავარი მიზნისა და მნიშვნელობის შესაბამისად. მაგრამ მე მსურს ეს ზეიმიც, ეს წუთიც ასევე გამოვიყენო, ეს ადგილი ვაქციო უმაღლეს ტრიბუნად და ხმა მივაწვდინო იმ ახალგაზრდებს, ვისაც ამგვარივე წამებისა და ტანჯვისათვის გაუწირავთ თავი. მათ შორის უკვე მოიპოვება ის პიროვნება, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს, სადაც მე ვდგავარ, ამავე ადგილს დაიკავებს.
ჩვენი დღევანდელი ტრაგედია საერთო და ყოვლისმომცველი შიშია, რასაც იმდენი ხანია განვიცდით, რომ ლამის შევეჩვიეთ კიდეც. სულის პრობლემებისათვის ვიღას სცალია. ახლა ერთი კითხვაღა აწუხებს ყველას: როდის გამაცამტვერებენ? ამიტომაცაა, რომ დღეს ახალგაზრდა მწერალს გადაავიწყდა მთავარი პრობლემა – ადამიანის გულის ჭიდილი საკუთარ თავთან,რომლის გარეშე კარგი მწერლობა ვერ იქმნება, რადგანაც მხოლოდ მასზე ღირს წერა, მისთვის ღირს ტანჯვა და ოფლის ღვრა.
ყველაფერი ეს მან თავიდან უნდა ისწავლოს. უნდა შეიგნოს, რომ შიში ბილწზე უბილწესი გრძნობაა; შეიგნოს ესა და სამუდამოდ დაივიწყოს, მაშინ მის სამჭედლოში ადგილი აღარ დარჩება სხვა არაფრისათვის, თუ არა გულის ძველისძველი ჭეშმარიტებისა და სიმართლისათვის: სიყვარული, პატიოსნება, სიბრალული, სიამაყე, თანაგრძნობა, თავგანწირვა, – აი, ის ძველთაძველი უნივერსალური სიმართლენი გულისა, რომელთა გარეშე ყოველგვარი ნაწარმოები განწირულია და არარაობად იქცევა. უამისოდ მწერლის ღვაწლს მადლი არ მოეცხება. იგი წერს არა სიყვარულზე, არამედ ავხორცობაზე, დამარცხებაზე, რომელშიაც არავინ კარგავს რაიმე ღირებულს, გამარჯვებაზე, რომელსაც არავითარი იმედი არ მოაქვს და, რაც ყველაზე უფრო სავალალოა, წერს უსიბრალულოდ და უთანაგრძნობოდ. მისი დარდი და მოთქმა ქვეყნის სატირალს არ ტირის, გულში იარასაც ვერ დააჩენს. იგი წერს არა გულზე, არამედ სეკრეციებზე.
მანამ ხელახლა შეიგნებდეს ამას, იგი წერს ისე, თითქოს ადამიანთა შორის იდგეს და კაცობრიობის აღსასრულს შეჰყურებდეს. მე უარვყოფ, არ მწამს კაცობრიობის აღსასრული. სულ ადვილია თქმა, ადამიანი უკვდავიაო, იგი ხომ ყველაფერს იტანს: მზის უკანასკნელად ჩასვენების ჟამს, როდესაც ირგვლივ თანდათან მწუხრი დაისადგურებს, დაშრეტილ ზღვაში უბადრუკად გამოკიდულ უკანასკნელ კლდეზე საბედისწერო განკითხვის ზარების გრგვინვა-გუგუნი რომ მიწყდება, მაშინაც კი რაღაც გაიხმაურებს: ეს – ადამიანი ალუღლუღდება ბოლომდე ჩაუხშობელი მიკნავლებული ხმით. მე ამასაც ვერ ვირწმუნებ. მჯერა, ადამიანი არა მარტო გაუძლებს, კიდეც გაიმარჯვებს. ადამიანი უკვდავია, განა იმიტომ, რომ ცოცხალ არსებათა შორის მხოლოდ მას აქვს ბოლომდე ჩაუხშობელი ხმა, არამედ იმიტომ, რომ მას აქვს გული, აქვს სული, სული, რომელსაც შესწევს თანაგრძნობის, თავგანწირვისა და ამტანობის უნარი. სწორედ ამაზე წერაა პოეტის, მწერლის მოვალეობა. მისი საპატიო ვალია მიეშველოს ადამიანს მოთმინება-გამძლეობაში, გაამხნევოს, გული გაუმაგროს, მოაგონოს კვლავაც მამაცობა, პატიოსნება, იმედი, სიამაყე, თანაგრძნობა, სიბრალული,თავგანწირვა, – ყველაფერი ის, რაც ადამიანის წარსულს დიდებით მოსავდა. პოეტმა უბრალოდ კი არ უნდა აღნუსხოს ადამიანის ყოფა, უნდა დაეხმაროს მას, საყრდენ ბოძად, ბურჯად გამოადგეს, შეაძლებინოს ამტანობა და გამარჯვება.”
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
,,სამყაროში ყველაფერი ენერგიაა. ენერგია უდევს საფუძვლად ყოველივეს. თუკი აეწყობით იმ რეალობის ენერგეტიკულ სიხშირეზე, რომელიც თქვენთვის გსურთ, სწორედ იმას მიიღებთ, რაც ჩაიფიქრეთ.
ეს ფილოსოფია არაა, ფიზიკაა.”
ალბერტ აინშტაინი
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
ლაო-ძი ძვ.წ. VI საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ჩინელი ფილოსოფოსი, რომელმაც კაცობრიობას დაუტოვა ფილოსოფიური თხზულება „დაო დე ძინი“. სწორედ ეს თხზულება მიიჩნევა დაოიზმის – ჩინეთის რელიგიურ-ფილოსოფიური მიმდინარეობის საფუძვლად.
,,დოქტრინა“ გთავაზობთ მონაკვეთებს ,,დაო დე ძინიდან“:
ყოფიერი და არყოფნა ერთმანეთს შობს;
ვინც არ მედიდურებს, ყოველივე მას მორჩილებს;
ყოვლადბრძენი არ მოქმედებს და ყოველივე არსი მას მორჩილებს;
დაო ცარიელია, მაგრამ ამოვლინებისას – ამოულევია;
დაო აწესრიგებს ქაოსს – დაო მარადიულია;
ვინც ბევრს ღაღადებს – მარცხდება;
ვინც არსებობს სხვისთვის და არა თავისთვის – მარადიულია;
კაცი საქმეს რომ აღასრულებს, სოფლიურ უსასრულობას უნდა შეერთოს;
ჭურჭელს თიხისგან ამზადებენ, მაგრამ ჭურჭლის არსს – მასში მოთავსებული სიცარიელე ქმნის;
ვინცა შეიცნო ყოფიერი – ვითარცა სავსება და ხილვადი – მანვე შეიცნო არყოფნა, ვითარცა სიცარიელე და უხილავი;
გვამი იხრწნება – სული უკვდავია;
ვინც ბევრს იხვეჭს, ჭეშმარიტებას კარგავს. ვინც ზომიერებას მორჩილებს, უბედურებას ასცდება;
უწოდე სნეულს სნეულება და გაგეცლება სნეულება;
ო, უბედურებავ! შენ ძირი ხარ ბედნიერების! ო, ბედნიერებავ, შენ ძირი ხარ უბედურების!
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“
,,ერთადერთი ადამიანი, ვისაც თქვენ შეგიძლიათ გაეჯიბროთ — ეს თქვენვე ხართ წარსულში, ერთადერთი ადამიანი, ვისაც უნდა აჯობოთ, ეს თქვენ ხართ ახლა.”
ზიგმუნდ ფროიდი – ავსტრიელი ნევროპათოლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ნევროლოგი, ფსიქოანალიზის ფუძემდებელი.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
პლატონის მიხედვით, სული არის უზენაესი გონიერი საწყისი, რომელიც შეიცნობა ინტუიცით – სამყაროს გრანდიოზული სხეული ცოცხალი ორგანიზმია, ხოლო მისი სიცოცხლის ერთადერთი მიზეზი არის სამყაროს სული. ამ თვალსაზრისით სამყარო (მაკროკოსმოსი) არის ზუსტი ანალოგი ადამიანის (მიკროკოსმის) სულისა და სხეულის ერთობლიობისა.
პლატონის მიხედვით ,,ღმერთმა უპირველესად და უხუცესად შექმნა სული, როგორც სხეულის მეუფე და მბრძანებელი, შექმნით კი შემდეგნაირად და შემდეგი ნაწილებით შექმნა იგი: დაუყოფელი და მიწყივ იგივეობრივი არსისაგან (იგულისხმება კოსმიური გენი), ისევე, როგორც დაუყოფელი და მიწყივ იგივეობრივი არსისაგან (იგულისხმება პლატონისეული ,,სხვა მიმრქმელი’’). ,,მან შერევის’’ გზით შექმნა მესამე შუალედური სახე არსისა და დაუყოფელსა და დაყოფადს შორის დაამკვიდრა იგი. მერე აიღო სამივე არსი და ერთ მთლიან იდეად შეაზავა ისინი, აიძულა რა, შერევის მიმართ ურჩი ბუნება სხვისა შერწყმოდა იგივეობრივს.
პლატონისათვის ,,სული გონების ხატებაა, მის გარეთ გამოვლენილი’’, ე.ი წარმოთქმული ,,სიტყვაა’’.
კოსმიური გონის მსგავსად სულიც მარადიულია, წმინდა, უცვლელი და წარუვალი. პლატონის აზრით, სული ისე იღვრება მატერიაში, როგორც მზის შუქი სამყაროში, მაგრამ ერთიანი და განუყოფელი რჩება.
პლატონის მიხედვით, შემოქმედმა ,,ნაზავიდან გამოყო იმდენი სული, რამდენიც არის ვარსკვლავი, და მთელ ცაზე ჩამოარიგა ისინი, ისე, რომ თითიოეულ სულს თითო ვარსკვლავი ხვდა წილად’’. შემოქმედმა ,, ბედისწერის კანონები გაანდო მათ. მათვე დასაბამი უნდა მისცენ სულდგმულთა შორის ყველაზე ღვთისმოსავ ცოცხალ არსებათა – ადამიანთა მოდგმას”.
ამგვარად, პლატონმა თითიოული ვარსკვლავი შეუსაბამა თითოეულ სულს. მისი აზრით, ,, ვინც ღირსეულად გალევს მისთვის მიზომილ დროს, თავის წილხვედრ ვარსკვლავთ სავანეს დაუბრუნდება, სადაც ნეტარი და მისთვის ჩვეული სიცოცხლით იცხოვრებს, ხოლო ვინც ამას ვერ შეძლებს, და მეორედ დაბადებისასაც თავისას გააგრძელებს და არ მოიშლის ბოროტებას, ყოველ ახალ დაბადებისას მისი მიწიერების შესაბამის ცხოველად განხორციელდება”.
პლატონის აზრით, თითოეული ადამიანი ხასიათდება ,, განცხრომასა და ტანჯვასთან წილნაყარი სიყვარულით, შიშით, მრისხანებითა და მათი მსგავსი და მათივე საპირისპირო, სულში დაბუდებულ ყველა სხვა ვნებით. თუ სული მოახერხებს ვნებათა დაძლევასა და დაურვებას, მაშინ მისი სიცოცხლე სამართლიანად მიიჩნევა, თუ არადა, ზემოთ ხსენებული ვნებები თვითონვე სძლევენ სულს და მათი სიცოცხლე უსამართლოდ შეირაცხება’’.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
ალბერტ აინშტაინრომელმაც სკუთარ პუბლიკაციებში გაგვიზიარა ძალიან ბევრი ცხოვრებისეული დაკვირვება და რჩევა. ,,დოქტრინა” გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
,,ჩვენ ყველანი გენიოსები ვართ. მაგრამ თუ თქვენ თევზს შეაფასებთ მისი ხეზე ცოცვის შესაძლებლობებით, ის მთელი ცხოვრება საკუთარ თავს სულელად ჩათვლის.”
,,მე ყველას თანაბრად ვესაუბრები, მიუხედავად იმისა, ვინ არის ის – დამლაგებელი თუ უნივერსიტეტის პრეზიდენტი.”
,,ადამიანი — ეს ერთი მთლიანის ნაწილია, რასაც ჩვენ სამყაროს ვუწოდებთ, დროსა და სივრცეში შეზღუდული ნაწილი. ის საკუთარ თავს, აზრებს და ემოციებს შეიგრძნობს როგორც გარესამყაროსგან რაღაც განცალკევებული, რაც სინამდვილეში მისი ცნობიერების ოპტიკური ტყუილია. ეს ილუზია გახდა დილეგი (საპყრობილე), რომელიც ჩვენი სურვილების და ჩვენთვის ახლობელი ადამიანების ძალიან ვიწრო წრისადმი დამოკიდებულებაში მდგომარეობს. ჩვენი ამოცანაა — ამ ციხეს თავი დავაღწიოთ, საკუთარი მონაწილეობის სფერო გავაფართოვოთ მსოფლიოს მასშტაბით, მთელი მისი მომხიბვლელობის ფარგლებში.”
,,დამთხვევა — ეს ერთ-ერთი საშუალებაა, რომლის დახმარებით ღმერთი ინარჩუნებს ანონიმურობას.”
,,წარმოსახვა ცოდნაზე მნიშვნელოვანია. ცოდნა ეფუძნება მხოლოდ იმას, რაც ჩვენ ახლა ვიცით და გვესმის, მაშინ, როცა წარმოსახვა მოიცავს მთელ სამყაროს და ყველაფერს, რასაც ჩვენ ოდესმე გავიგებთ და შევიგნებთ». «ინტელექტის ნამდვილი ზეიმი არის წარმოსახვა და არა ცოდნა». «ლოგიკა დაგეხმარებათ მიხვიდეთ A-დან Z-მდე; წარმოსახვა მოგატარებთ მთელ სამყაროს.”
,,მარტოობა მტკივნეულია, როცა ადამიანი ახალგაზრდაა, მაგრამ შესანიშნავია, როცა ის უფრო მოწიფული ხდება.”
,,მე მარტოობაში ვცხოვრობ; ის მომწამვლელია ახალგაზრდებისთვის, მაგრამ შესანიშნავ გემოს იძენს წლებთან ერთად.”
,,ერთფეროვნება და მარტოობა, მშვიდი ცხოვრება ახდენს შემოქმედებითი გონების სტიმულირებას.”
,,დიდი გონების მქონე ადამიანები ყოველთვის ეჯახებიან საშუალო გონების მქონე ადამიანების მხრიდან გააფთრებულ წინააღმდეგობას. ამ უკანასკნელთ არ შეუძლიათ გაუგონ იმ ადამიანს, რომელიც უარს ამბობს ბრმად დაემორჩილოს გავრცელებულ ცრურწმენებს და ამის ნაცვლად თამამად იყენებს თავის ინტელექტს.”
,,თუ თქვენ გინდათ, რომ თქვენი შვილები ჭკვიანები იყვნენ, წაუკითხეთ მათ ზღაპრები. თუ გინდათ, რომ კიდევ უფრო ჭკვიანები იყვენენ, მაშინ კიდევ უფრო ბევრი ზღაპარი წაუკითხეთ.”
,,ფანტაზიის ნიჭი ჩემთვის უფრო მეტია, ვიდრე ცოდნის შეთვისების შესაძლებლობა.”
,,ყველაზე მშვენიერი რამ, რასაც განვიცდით, შეუძლებელია რომ ავხსნათ. მიუწვდომელი რამ ხდება გრძელვადიანი ხელოვნებისა და მეცნიერების წყარო. მას, ვისთვისაც ეს გრძნობა უცნობია, ვისაც არ შეუძია პაუზის გაკეთება და აღფრთოვანების განცდა ამოუცნობის წინაშე, საკუთარ თავს გრძნობს მკვდრად: მისი თვალები დახუჭულია.”
,,მეცნიერება რელიგიის გარეშე კოჭლია, რელიგია მეცნიერების გარეშე უსინათლოა.”
,,მეცნიერები ეკლესიის მიერ შეფასდნენ როგორც უდიდესი ერეტიკოსები, მაგრამ სინამდვილეში ისინი რელიგიური ადამიანები არიან სამყაროს მოწესრიგებულობაში მათი რწმენის გამო.”
,,მისწრაფება იქონიეთ არა წარმატების მიღწევისკენ, არამედ იმისკენ, რომ იყოთ სასარგებლო.”
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
,,თავიდან სახელმწიფო … მეფე, სასჯელი და დამსჯელი არ არსებობდა. ადამიანებს მხოლოდ უფალი იცავდა. შემდეგ წარმოიშვა ცოდვები და ბოროტება. ადამიანებს გაუჩნდათ შური და სხვისი ქონების დაპატრონების სურვილი. მათ დაივიწყეს უძველესი წეს-ჩვეულებები და, მათ შორის, რწმენა.წარმოშვა დასჯის აუცილებლობაც. ადამიანები ხომ ჭეშმარიტ მიზნამდე დასჯის გზით მიდიან ანუ სასჯელი მართავს ყველაფერს და მეცნიერება მართვის შესახებ იგივეა, რაც მეცნიერება დასჯის შესახებ.”
ინდური ეპოსი ,,მაჰაბჰარატა”
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”