close

ფსიქოლოგია

ფრაზებიფსიქოლოგია

ფროიდი: ,,ადამიანების უმეტესობას არ სურს თავისუფლება”

,,ადამიანების უმეტესობას არ სურს თავისუფლება, რადგან ის მოითხოვს პასუხისმგებლობას, ხოლო პასუხისმგებლობა მათ აშინებს.”

ზიგმუნდ ფროიდი

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოაკვლევებიფსიქოლოგია

რა სარგებლობა მოაქვს პესიმიზმს?

ალბათ ხშირად გსმენიათ, რომ  თუკი რაღაცის ასრულების გჯერათ, ის აუცილებლად აგისრულდებათ. არაერთი პოპულარული სამეცნიერო წიგნი არსებობს, რომელიც განწყობის გაუმჯობესებას ეძღვნება. სამეცნიერო შრომების თანახმად, ოპტიმიზმს ადამიანისთვის დადებითი შედეგები მოაქვს.

მაგრამ რა შეიძლება ითქვას ადამიანებზე, რომლებიც ნახევრად ცარიელ ჭიქას ხედავენ და არა ნახევრად სავსეს? ახლახან ჩატარებული კვლევა ამტკიცებს, რომ პესიმიზმის ზოგიერთი ფორმა სასარგებლოა. 

პესიმიზმი მხოლოდ აზროვნება არ გახლავთ, მეცნიერება ამტკიცებს, რომ ის შედეგებზეა ორიენტირებული ანუ იმაზე, თუ რა მოხდება მომავალში. მაშინ როცა ოპტიმისტები ფიქრობენ, რომ უმეტესად მოსალოდნელია პოზიტიური შედეგი, პესიმისტები პირიქით – ნეგატიური შედეგების მოლოდინში არიან.

არსებობს პესიმისტების განსაკუთრებული ტიპი – ,,თავდაცვითი პესიმისტი”, რომელსაც ნეგატიური აზროვნება ფაქტობრივად ახალ დონეზე აჰყავს და მას მიზნების მისაღწევად იყენებს. კვლევამ აჩვენა, რომ ასეთი აზროვნება მათ არა მარტო წარმატებაში ეხმარებათ, არამედ მოულოდნელი ჯილდოს მომტანიც გახლავთ, რასაც ვერ ვიტყვით პესიმიზმის სხვა ფორმაზე, რომელიც უარყოფითი შედეგის გამო საკუთარი თავის დადანაშაულებას გულისხმობს.

პესიმისტს დეტალურად აქვს წარმოდგენილი ის ცუდი სცენარი, რაც შეიძლება განვითარდეს ამა თუ იმ მოვლენის დროს, მაგალითად – სამუშაო გასაუბრებაზე, შესაბამისად, ის მოქმედების გეგმასაც უკეთ სახავს და უკეთ ემზადება იმისათვის, რომ ეს უსიამოვნო დეტალები აიცილოს თავიდან.

პესიმიზმის ერთ-ერთი უპირატესობაა ისაცაა, რომ ოპტიმისტი მოვლენების პოზიტიურ დასასრულს ელოდება, იმ შემთხვევაში კი, როცა მისი მოლოდინი არ მართლდება, დიდ დარტყმას ღებულობს განსხვავებით პესიმისტისა, რომელიც ნეგატიურ შედეგთან შეგუებულია.

რაც არ უნდა უცნაურად აღიქმებოდეს, პესიმისზმი თვითშეფასების გრძნობასაც ამაღლებს. ერთ-ერთი კვლევის შედეგად, რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტებზე ჩატარდა, დადგინდა, რომ თავდაცვით პესიმისტებს ომპტიმისტებზე არანაკლებ მაღალი თვითშეფასების გრძნობა ჰქონდათ. ეს განპირობებულია პესიმისტებში ნდობის ამაღლებით, რასაც მათში იმ ნეგატიური შედეგების თავიდან აცილება იწვევს, რომელსაც ელოდნენ და არ მოხდა.

 

წყარო: https://www.universal-sci.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიფსიქოლოგია

რა იწვევს ჩეროფობიას – ბედნიერების შიშს?

ზოგიერთ ადამიანს ბედნიერების შიში – ჩეროფობია აქვს. სახელწოდება ბერძნული სიტყვა ,,chairo-დან მოდის, რაც სიხარულს, სილაღეს ნიშნავს.

ჩეროფობია კარგად შესწავლილი დაავადება არ გახლავთ, თუმცა სამედიცინო ექსპერტები მას განსაზღვრავენ, როგორც შიშის ერთ-ერთ ფორმას.

ჩეროფობიის სიმპტომებია:

  • შიშის გრძნობა, როდესაც საზოგადოებრივ შეკრებებზე გეპატიჟებიან.
  • უარის თქმა იმ შესაძლებლობებზე, რასაც ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებების მოტანა შეუძლია – იმის შიშით, რომ რაღაც ცუდი მოხდება.
  • გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობაზე უარის თქმა.
  • ფიქრი, რომ ბედნიერებას ცუდი რამ მოყვება.
  • ფიქრი იმაზე, რომ ბედნიერების წარმოჩენა შენთვის ან შენი ოჯახისთვის ცუდია.
  • ფიქრი იმაზე, რომ გაბედნიერების მცდელობა დროის ფლანგვაა.

„ჩეროფობიას“ ხშირად შეცდომით დეპრესიად ნათლავენ.  თუმცა ისინი სხვადასხვა დაავადებებია.

მკურნალობის მეთოდი, როგორიცაა ადეკვატურ თვითშეფასებაზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია და შემეცნებითი ქცევითი თერაპია მნიშვნელოვანია იმ ნეგატიური ასოციაციის მიზეზის ასახსნელად, რაც ადამიანებს სიამოვნებასა და ტკივილს შორის გააჩნიათ.

„ჩეროფობია“ დამცავი მექანიზმია, რომელიც ადამიანში წარსულში (უმეტესწილად ბავშვობის ასაკში) გადატანილი ტრავმის ან კონფლიქტის წინააღმდეგ ჩამოყალიბდა.

მასთან გამკლავების საუკეთესო გზა ბედნიერებით ტკბობა და დღევანდელი დღით ცხოვრებაა.

 

 

წყარო: Sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაფსიქოლოგია

რა გავლენას ახდენს ამინდი ხასიათზე?

უნდა გვახსოვდეს, რომ სამყარო ერთიანი სისტემაა, რომლის ნაწილები მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს. ერთი მათგანის ცვლილებაც კი მსგავს მოვლენებს იწვევს მეორის განვითარებაში. ადამიანი ამ სისტემის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ მისი ცხოვრება უშუალოდ უკავშირდება გარესამყაროს განვითარებასა და ცვლილებას.
ყველა ადამიანს ინდივიდუალური დამოკიდებულება აქვს ამინდთან, ზოგს მზე სიამოვნებს, ზოგს წვიმა, ეს ყველაფერი ფსიქოლოგიასთანაა დაკავშირებული, ადამიანი როგორ გრძნობს თავს პირადში, ჩამოყალიბებულია თუ არა იგი თავის გადაწყვეტილებებში, ეს ყველაფერი განაპირობებს ჩვენს რეაქციებს, ხასიათსა და სხვადასხვა დამოკიდებულებას.
საკმაოდ საინტერესოა, რომ მხოლოდ გარემო კი არ მოქმედებს ადამიანზე, არამედ ადამიანიც მოქმედებს გარემოზე – სასიკეთოდ ან საზიანოდ, და ამ ზემოქმედების შედეგი უკანვე უბრუნდება.

 

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოაფსიქოლოგია

ინტროვერტული ადამიანები – მათი რაოდენობა და დახასიათება

ინტროვერტულობა ნიშნავს იყო ჩაფლული საკუთარ ფიქრებში, არ გაინტერესებდეს გარშემო მომხდარი, ძირითადად – ასეთ ადამიანებს უჭირთ  საზოგადოებასთან ურთიერთობა, ისინი ამჯობინებენ განცალკევებას და საკუთარ ფიქრებსა და მიზნებში ჩაფლობას.

,,Enterpreneur.com–მა” გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ ინტროვერტები საზოგადოების 50%-ს შეადგენენ, ისინი დასაფასებელი ლიდერები და ინოვატორებიც კი არიან. მიზეზი, თუ რატომ არიან უკეთესები ამა თუ იმ საქმეში, არის ის, რომ მათ ურჩევნიათ დამოუკიდებლად მუშაობა, მეტი ფიქრის დრო რჩებათ და, შესაბამისად, უფრო ინოვაციურები და კრეატიულებიც არიან.

ინტროვერტებისთვის მიუღებელია ჯგუფური სამუშაოები, არა იმიტომ, რომ არ შეუძლიათ, არამედ არაკომფორტულად გრძნობენ თავს, რაც ხელს უშლის მათ იყვნენ უფრო პროდუქტიულები.

 

წყარო: Entrepreneur.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიფსიქოლოგია

რატომ უნდა ვეცადოთ ხშირად განმარტოვებას?

ცხოვრება ყველა ადამიანისთვის სხვადასხვაგვარია, თითოეულ პიროვნებას საკუთარი აზრი აქვს ნებისმიერ საკითხზე, მაგრამ ხშირად ისე ხდება, რომ ინდივიდები ვერ ახერხებენ თავიანთი დამოკიდებულებების სწორად გამოხატვასა და ჩვენებას.

,,ბიზნეს ინსაიდერმა” გამოაქვეყნა სტატია, სადაც წაიკითხავთ, თუ რისთვისაა საჭირო მარტოობა, რაში გვეხმარება იგი, როგორც ცნობილია, ერთ–ერთი წიგნის, „უხელმძღვანელე საკუთარ თავს“ წაკითხვის შემდეგ, რესპონდენტმა გაუზიარა თავისი აზრი მკითხველს, რომ თუ ადამიანი ისეთ გარემოცვაშია, რომ საკუთარ აზრს სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ასაჯაროებს, შესაძლებელია ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღოს.

ადამიანი როდესაც მარტო რჩება საკუთარ თავთან, ფიქრობს ისეთ საკითხებზე, რაც მისთვის უმნიშვნელოვანესია და ეძებს გადაჭრის ხერხებს. სიმშვიდე, მხოლოდ ერთი პიროვნება და მისი აზროვნება ხშირად საწინდარია სწორი გადაწყვეტილებების მიღებისა.

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმსოფლიოფსიქოლოგია

ადამიანის საუბრის მიხედვით შეიძლება დადგენა, არის თუ არა ის დეპრესიული

მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს, რომელიც ადამიანის საუბრის მიხედვით ადგენს, დეპრესიულია ის, თუ არა.

ტრადიციულად, ამ სფეროში ლინგვისტური ანალიზი მეცნიერების მიერ ტარდებოდა ადამიანების ჩანაწერების კითხვით, თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით კომპიუტერიზებული ტექსტის ანალიზის მეთოდის გამოყენება უკიდურესად დიდი მონაცემთა ბაზის რამდენიმე წუთში დამუშავების შესაძლებლობას იძლევა.

ახალი კვლევა ჟურნალ Clinical Psychological Science-ში გამოქვეყნდა, იქ საუბარია იმ სიტყვებზე, რომელიც განსაზღვრავს, აქვს თუ არა ამა თუ იმ პიროვნებას დეპრესია.

შინაარსი

დეპრესიის სიმპტომები გახლავთ უარყოფითი ემოციების გამომხატველი, უარყოფითი ზედსართავი სახელების გამოყენება, როგორიცაა მაგალითად : ,,მარტოხელა”, ,,სამწუხარო” ან “საშინელი”.

დეპრესიის სიმპტომების მქონე ადამიანები უფრო მეტად იყენებენ პირველი პირის მხოლობითი რიცხვის ნაცვალსახელებს, როგორიცაა ,,მე”, ,,მე თვითონ” – და უფრო ნაკლებად მეორე და მესამე პირის ნაცვალსახელებს.

საინტერესოა, დეპრესია იწვევს ადამიანების მიერ საკუთარ თავზე ზედმეტად ფოკუსირებას თუ საკუთარ თავზე ზედმეტად ფოკუსირება იწვევს დეპრესიის სიმპტომებს.

სტილი

,,აბსოლუტისტი სიტყვები” – დეპრესიული ადამიანები იყენებენ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა ,,ყოველთვის”, ,,არაფერი” ან ,,სრულიად”.

მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ იმის გამო, რომ დეპრესიის მქონე ადამიანები სამყაროს შავ-ტეთრ ფერებში უყურებენ, ეს მათი საუბრის სტილზე მოახდენდა ზეგავლენას.

აღმოჩნდა, რომ ის ადამიანები, რომლებსაც დეპრესია და შფოთვა აწუხებთ, აღნიშნულ სიტყვებს ჩვეულებრივ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებზე 50-ჯერ მეტჯერ იყენებენ, ხოლო ადამიანები, რომლებიც თვითმკვლელობიკენ არიან მიდრეკილი – 80-ჯერ მეტჯერ.

პრაქტიკული შედეგები

მკვლევარებმა ავტომატიზირებული ტექსტის ანალიზი და machine learning-ი (კომპიუტერები, რომლებსაც შეუძლიათ ექსპერიმენტიდან შესწავლა პროგრამირების გარეშე), ბუნებრივი ენების ტექსტის ნიმუშებისგან, როგორიცაა მაგალითად ბლოგი, პოსტი, სხვადასხვა ტიპის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის კლასიფიკაციისთვის გამოიყენეს.

ეს სცილდება აბსოლუტიზმის ფართო შაბლონებს, ნეგატიურობას და უკვე განხილული ნაცვალსახელების გამოყნენებას. მეცნიერებმა დაიწყეს მუშაობა კომპიუტერების გამოყენებით ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების კონკრეტული ქვეკატეგორიების ზუსტად განსაზღვრის მიზნით – როგორიცაა პერფეციონიზმი, თვითშეფასების პრობლემები და სოციალური შფოთვა.

პრობლემა მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია მისი გადაჭრის გზების მოძიება. აღნიშნული კვლევა კი ამ კუთხით წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, მსოფლიოში დეპრესიით დაახლოებით 300 მილიონი ადამიანია დავადებული ანუ 18 პროცენტით მეტი 2015 წელთან შედარებით. თუკი მდგომარეობის დასადგენად მეტი საშუალება გვექნება, მეტი საშუალება გვექნება ადამიანების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და დეპრესიის ისეთი უარყოფითი შედეგის აღსაკვეთად, როგორიცაა თვითმკვლება.

წყარო: www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიფსიქოლოგია

რას აკეთებს სხეული ძილის დროს?

რას აკეთებს ჩვენი სხეული მაშინ, როცა გვძინავს? მეცნიერებმა ადამიანის ძილის სტადიები გამოყვეს და თითოეული მათგანი აღწერეს.
პირველი სტადია – არის დრო სიფხიზლესა და თვლემას შორის, როცა თქვენი გაღვიძება ძალიან ადვილია და თუ ამ პერიოდში გაგაღვიძებენ, თავს ისე იგრძნობთ, თითქოს საერთოდ არ გძინებიათ.
მეორე სტადიას პენსილვანიის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის პროფესორი – ფილიპ გერმანი ,,საშუალო ძილს” უწოდებს, რომელშიც ნახევარ ღამეს ვატარებთ.
,,ტვინის ტალღები ნელია (ზოგჯერ სწრაფი აფეთქებით) და თქვენი გულისცემა და არტერიული წნევა ნელდება და რეგულირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ღამით, თქვენს გულსა და სისხლძარღვთა სისტემას დასვენება სჭირდება, რაც ძილის კარდიოვასკულურ სარგებლობაზე მეტყველებს”.
მესამე სტაიდა არის ღრმა ძილი ანუ დრო, როდესაც ჩვენი ტვინის ტალღები გარდაიქმნება სატონიზებელ, ნელ, მაღალი ამპლიტუდის ტალღებად. ჩვენი სხეულის ფუნქციების უმეტესობა ამ დროის განმავლობაში ნელდება და ჩვენი ორგანოები იწყებენ აღდგენას.
რემძილი თვალების სწრაფი მოძრაობის (REM – Repid eye movement), რომელიც გარკვეული ინტერვალებით პერიოდულად იჩენს თავს ძილის განმავლობაში. პერიოდს, როდესაც მძინარე ადამიანს არ აღენიშნება REM-ი. REM ილი მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებენ ღამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აქტივობისათვის — სიზმრისათვის. მას პარადოქსალურ ძილსაც უწოდებენ
ძილის პატერნი მნიშვნელოვნად იცვლება ადამიანის ცხოვრების განმავლობაში. თავდაპირველად, ჩვილებს დღეში 16 საათი სძინავთ, რომლის თითქმის ნახევარს REMძილი იკავებს. 50 წლის ასაკში შეიძლება მხოლოდ 6 საათი ეძინოს ადამიანს და მთელი ამ დროის მხოლოდ 20% ეთმობოდეს REMძილს. ახალგაზრდებს, ჩვეულებრივ, 7-8 საათი სძინავთ, რომელშიც 20% REMძილს უკავია.

 

წყარო: http://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოაფსიქოლოგია

როგორია წარუმატებელი ადამიანის ჩვევები

ცუდი ჩვევები ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ  შეიძლება თქვენი ცხოვრებისთვისა და კარიერისთვის დამღუპველიც კი აღმოჩნდეს.

რა თქმა უნდა, არავინაა სრულყოფილი. ძირითადად ცუდი, მავნე ჩვევები ყოველდღიური პრობლემებიდან გამომდინარეობს ხოლმე. თუ თქვენ გაიაზრებთ, რომ მავნე ჩვევებს თქვენთვის სასიკეთო არაფერი არ მოაქვთ, მაშინ თქვენთვითონვე გადაჭრით პრობლემას და არც არაფერზე გექნებათ სანერვიულო.

მაგრამ, ხშირ შემთხვევებში, მანვე ჩვევები მაინც იჩენენ ხოლმე თავს, ,,ბიზნეს ინსაიდერმა” მკითხველს შესთავაზა 5 ყველაზე მავნე ჩვევა, რაც წარუმატებელ ადამიანებს ახასიათებთ:

  1. ყველაფერზე ნელა რეაგირება, სიზარმაცე;
  2. უკმაყოფილება;
  3. მეტისმეტეად ბევრის ხარჯვა;
  4. ყველაფრის გადადება, დაყოვნება;
  5. ტყუილები.

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაფსიქოლოგია

რამდენიმე მიზეზი თუ რატომ უქარწყლდებათ სიყვარული ადამიანებს ერთმანეთის მიმართ

სიყვარული არის ადამიანების მამოძრავებელი ძალა, მის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. შესაძლოა ცხოვრების ძირითად მიზანიც კია, რადგან ყველაფერი რისთვისაც ჩვენ ვშრომობთ, ვსწავლობთ, ამაო იქნებოდა, თუ ვინმეს მიმართ სიყვარული არ გვაკავშირებს, მაშინ რა საჭირო იქნებოდა თუნდაც განათლება, ან ფული – თუ არ გვექნებოდა მათი გამოყენების მიზეზი.

ადამიანების უმრავლესობა ურთიერთობისას ხშირად კამათობს და ამის გამო უწევთ ურთიერთობის გაწყვეტა, აუცილებელია თქვენს საყვარელ ადამიანებთან იყოთ გულწრფელები, მათ არ უნდა მოაბეზროთ თავი თქვენი ყოველდღიური პრობლემებით.

,,ბიზნეს ინსაიდერმა” შემოგვთავაზა რამდენიმე ფაქტორი, რაც მიგახვედრებთ იმას, რომ საყვარელ ადამიანს თქვენთან ერთად ყოფნა აღარ სურს:

  1. აღარ გიყვებიან მომავალი გეგმების შესახებ;
  2. ცდილობენ თავიდან აირიდონ თქვენთან ერთად ყოფნა;
  3. რაღაც დროის განმავლობაში ქრებიან თქვენი ცხოვრებიდან;

     4, არ გეკითხებიან თქვენს ცხოვრებაზე, რადგან მათ აღარ აინტერესებთ.

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
1 9 10 11 12 13 20
Page 11 of 20