close

ფსიქოლოგია

ანალიტიკასაქართველოფსიქოლოგია

მრგვალი მაგიდა თემაზე – სახიფათო თამაშები (ლურჯი ვეშაპი)

 7ოქტომბერს „დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრში” ჩატარდა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა თემაზე, რომელიც ეხებოდა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მოზარდის სიცოცხლისთვის სახიფათო თამაშებს.

შეხვედრა ჩაატარა ,,დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრის” სამუშაო ჯგუფის წევრმა – მარიამ როდონაიამ. შეხვედრისას განიხილეს შემდეგი საკითხები. პირველი- რატომ ირჩევდნენ მოზარდები ისეთ თამაშებს, სადაც საფრეხე ემუქრებოდა მათ სიცოცხლეს?. მეორე – რა როლი მიუძღვით მშობლებს და რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება? (ეშინოდეთ თუ არა ბავშვებთან რთული თემების განხილვა?) ონლაინთამაშებისა და სოციალური ქსელების პოპულარობის ფონზე ეს საკითხი დღესდღეობით ერთერთი აქტუალურია. 2017 წლის თებერვალში ტინეიჯერებში პოპულარობის პიკს მიაღწია სოციალურ ქსელ ,,კონტაქტის” გავრცელებულმა თამაშმა – “Blue Whale” (ლურჯი ვეშაპი), აღნიშნულ სოცქსელში იქმნებოდა ჯგუფები ( ,,თვითკმვლელთა ჯგუფი”), სადაც გაწევრიანებული იყვნენ მოზარდები, რომელთა ასაკი მერყეობდა 12-დან 16 წლამდე. თამაშის აზრი მდგომარეობდა შემდგომში – მოზარდი ერთვებოდა თამაშში ენიშნებოდა ,,კურატორი” რომელი 50 დღის განმავლობაში აძლევდა მას სხვადასხვა სახის (სახიფათო) დავლებას (ეს 50 დღე გახლავთ ერთგვარი მინიშნება რომელიც ეხმიანება სტეისი კრეამერის წიგნს „50 დღე ჩემს თვითმკვლელობამდე“ ) თავიდან, ერთი შეხედვით უწყინარი დავალებით იწყებოდა თამაში, როგორიცაა – ყოველ დღე გაიღვიძე დილი 4:20-ზე – ეს დრო უცვლელი იყო ყველა მონაწილესთვის. ხოლო შემდგომი დავლებები გათვლილი იყო მონაწილის ფსიქოემოციურ წნეხზე და მისი ფსიქიკისთვის ზიანისმომტანი ხდებოდა. ( მაგალითად, მოთამაშე კურატორის უშუალო დავალებით ვალდებული იყო, მთელი დღის მანძილზე უყურებინა საშინელებათა ჟანრის ფილმებისთვის ან დეპრესული ფსიქოდელიური მუსიკა მოესმინა, ამის გარდა, მომდევნო დავალებები ეხებოდა თვითდამაზიანებელი ქცევების გამოვლინებას, მოზარდს ავალებდნენ ბასრი საგნით ვეშაპის სიმბოლო დაეხატა ხელზე, ხოლო დამდასტურებელი ფოტო ან ვიდეო ჯგუფში აეტვირთა, მომდევნო დავალებები ექსტრემალური სახის იყო, როგორიცაა – გადაერბინათ მანქანის წინ გზა, ასულიყვნენ მაღალ შენობაზე და სახურვის კიდიდან გადაეღოთ ფოტო. ასეთი რიგი დავალებების შესრულების შემდეგ, მონაწილის ნებელობა ქვეითდებოდა და ორმოცდამეათე დღეს ეძლეოდა ბოლო დავალება – თვითმკვლელობა, თამაშის მოდერატორები იყენებდნენ კიბერშატაჟის ტექნიკას და მოზარდი სურვილის შემთხვევაშიც ვერ ტოვებდა თამაშს, რადგან თამაშის დაწყებიდანვე მონაწილეს ეგზავნებოდა ლინკი რომელზეც გადასვლის შემთხვევაში, ხდებოდა IPმისამართის გამოთვლა, რის შემდეგ, დგინდებოდა მოზარდის მისამართი და აქედან მონაწილეზე დაწვრილებით ინფორმაციას იპოვებდნენ. შემდეგ კურატორი მანიპულირებდა მოზარდით – თუ ის გავიდოდა თამაშიდან, მათ იცოდნენ მის შესახებ ყველაფერი და მისი ახლობლების სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა. აქედან გამომდინარე, თამაშში ჩართულ მოზარდს აღარ ჰქონდა არჩევანის უფლება. ის ვალდებული ხდებოდა, გაეგრძელებინა თამაში. ყველაზე დიდი გამოხმაურება აღნიშნულ თამშს რუსეთში მოყვა. სამართალდამცავებისთვის ცნობილია 16-მდე ფატალური შემთხვევა. ამ გახმაურებული ფაქტების შემდეგ, ხელისუფლებამ დაიწყო რადიკალური ქმედებები, დაიწყეს სოცქსელების ტოტალური კონტროლი, სადაც დაიბლოკა და გაუქმდა ათობით მსგავსი დახურული ჯგუფები (თაგებით #синийкит, #тихийдом или #402 #Разбуди меня в 4:02) ამ საქმეს ასევე დიდი რეზონანსი მოჰყვა ტელემაუწყებლობების მხრიდან, ცდილობდნენ, მაქსიმალურად მიექციათ საზოგადოების ყურადღება დამალული საფრთხის წინაშე. როგორ დაადგინოს მშობელმა რომ ბავშვს დეპრესია აქვს? რაც უფრო მნიშვნელოვანია – როგორ დავეხმაროთ ბავშვს ისე, რომ არ გამოვიწვიოთ საპასუხო აგრესია? ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ჯანდაცვის სისტემის ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბ-ნი ბენიამინ შაინი მოგვითხრობს, რომ სინამდვილეში სტატისტიკას მნიშვნელობა არა აქვს, როდესაც საქმე ეხება თქვენს შვილს. ის ურჩევს მობლებს გაამახვილონ ყურადღება ისეთ ,,ნიშნებზე” რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შეშფოთება. თუმცა ამ შემთხვევაში, მშობელმა უნდა გაუძლოს ცდუნებას – რომ ყველა პრობლემა რადიკლური ჩარევით და ერთბაშად მოაგვაროს. რა უნდა გააკეთოს მშობელმა ამ შემთხვევაში ? როგორც ბენიამინ შაინი გვირჩევს- თქვენი დროის 90% დაუთმეთ, რომ მოუსმინოთ თქვენ შვილს, ხოლო დანარჩენი 10% დაუთმეთ, რომ თქვენ შვილთან ერთად მოაგვაროთ არსებული პრობლემები. მშობელმა ყურადღება უნდა გაამახვილოს თუ – გუნება-განწყობილების ცვალებადობის (მუდმივი მწუხარება, ატიპიური გაღიზიანება -ინტერესის დაკარგვა იმ ჰობის ან აქტივობის მიმართ, რომელიც ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მოზარდის ცხოვრებაში, ენერგიის ნაკლებობა, ყურადღების, კონცენტრაციის პრობლემები, აუხსენელი ტკივილის ფენომენი) – დეპრესიის დროს, მოზარდები ხსირად უჩივიან თავისა და მუცლის ტკივილს. ასეთ ჩივილებს რაიმე ობიექტური საფუძველი არ გაჩნია. ასევე, ახასიათებთ გადაჭარბებული მგრძნობიარობა კირიტიკისადმი. ადამიანებისგან არჩევითად განდგომა. ასევე გაჟღერდა საკითხი, რომ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია თუ მოხდება სოცქსელების ტოტალური კონტროლი და მოზარდების მისერ ონლინსივრცეში გატარებული დრო მაქსიმალურად გაკონტროლდება. თუმცა ჩნდება კითხვა – ტოტალური კონტროლი და სოცქსელების დაბლოკვა გამოიღებს თუ არა შედეგს? სპეციალესტები შიშობენ, რომ ეს მეთოდები არა თუ უშედეგოა, არამედ შეიძლება სიტუაციაა გაამწვაოს. ,,ეჭვგარეშეა, კიბერდაშინება შეიძლება ასოცირებული იყოს დეპრესიული განწყობის ზრდით და ასევე თინეიჯერებში თვითმკვლელობის რაოდენობის ზრდით, განსაკუთრებით გოგონებს შორის”, – ამბობს ბენჯამინ შინი. ,,მათ უფრო მეტად, ვიდრე ბიჭებს სჭირდებათ ონლაინკომუნიკაცია, როგორც თანამოაზრე ადამიანების ჯგუფთან, ასე რომ, თუ მათ წავართმევთ ამ კომუნიკაციის საშუალებებს (სოციალური ქსელებს), ჩვენ მივიღებთ აბსოლუტურად იზოლირებულ ბავშვს. ფსიქოლოგები თანხმდებიან – რომ მოზარდები ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ, როცა მათ უზღუდავენ სოცქსელების მოხმარებს, რაც ასევე საყურადღებოა. მშობლებს არ უნდა ეშინოდეთ შვილებთან რთულ თემებზე სუბარი, რადგანაც, აუცილებელია, გააგებინოთ ბავშვს სიცოცხლის მნიშვნელობა, მისი, როგორც პიროვნების როლი, მოუსმინეთ მას, გაიგეთ მისი აზრი, დამოკიდებულებები რიგ საკითხებზე. იყავით მისთვის, როგორც უახლოესი მეგობარი.

 

მასალა მოამზადა:  მარიამ როდონაიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიფსიქოლოგია

ბავშვობის დროს განცდილი ბულინგის შედეგები დროთა განმავლობაში მცირდება

ახალი კვლევა ამტკიცებს, რომ ბავშვობის დროს განცდილი ბულინგით გამოწვეული შიში და დეპრესია დროთა  განმავლობაში მცირდება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ბავშვებს გამოჯანსაღების უნარი აქვთ.

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში 11,000 ტყუპი შეისწავლეს. კვლევამ აჩვენა, რომ ბულინგით გამოწვეული შფოთვა ორი წლის განმავლობაში შენარჩუნებული იყო, თუმცა ხუთი წლის შემდეგ გაქრა.

მისი თქმით, სკოლებში ბულინგის შედეგების მინიმალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ფსიქიატრები აცხადებდნენ, რომ ბულინგი ახალგაზრდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დიდი ხნის განმავლობაში ძალიან სერიოზულ უარყოფით ზეგავლენას ახდენს.

განცხადებით, დაშინება შესაძლოა ახალგაზრდობის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დიდი ხნის განმავლობაში სერიოზულ გავლენას მოახდენს.

ახალ კვლევაზე დაყრდნობით კი მკვლევარები აცხადებენ, რომ ბულინგის შედეგები რამდენიმე წლის შემდეგ აღმოფხვრას იწყებს.

11, 14 და 16 წლის ასაკის 11 000-ზე მეტი ბავშვის გამოკვლევის შედეგად მკვლევარებმა შეძლეს ბულინგსა და ფსიქიკური ჯანმრთელობას შორის კავშირი შეეფასებინათ.

მათი თქმით, ბულინგი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებში მხოლოდ ნაწილობრივ შეიძლება დავადანაშაულოთ, თუმცა მან შეიძლება გამოიწვიოს:

შფოთვა

დეპრესია

ჰიპერაქტიურობა

ქცევის პრობლემები

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ შედეგები იმედის მომცემია, ვინაიდან ამტკიცებს, რომ მისი ზეგავლენა ფსიქიკურ ჯანრთელობაზე დროთა განმავლობაში მცირდება.

ბავშვების ბულინგისგან დაცვა პრიორიტეტია, თუმცა მათ, ვინც ბულინგის მსხვერპლი მაინც გახდა, მისი შედეგების აღმოსაფხვრელად დახმარება სჭირდებათ.

„თუმცა, ამ პრობლემასთან საბრძოლველად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ის, რომ სკოლები ბულინგის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებდნენ,“ – აღნიშნავენ მეცნიერები.

ბულინგის სტატისტიკა საქართველოში

ბულინგის ოფიციალური სტატისტიკა საქართველოში არ არსებობს. ეს ნაწილობრივ დაკავშირებულია თავად ბულინგის იდენტიფიცირების სირთულესთან სკოლებში. ხშირია შემთხვევა, როდესაც მასწავლებლები ან მშობლები სიტყვიერი, ფიზიკური აგრესიის შემცველ ქცევას ბავშვურ სიცელქედ მიიჩნევენ და ამაზე ყურადღებას არ ამახვილებენ. გარდა ამისა, მჩაგვრელი ბავშვი იშვიათად ახორციელებს მსგავს ქცევას უფროსის თანდასწრებით. იცის რა, რომ შეიძლება დაისაჯოს, მსხვერპლის დასაჩაგრად ირჩევს საკლასო ოთახს — შესვენებაზე, ან ცარიელ დერეფანს — გაკვეთილების მსვლელობისას.

განათლების ნაციონალური ცენტრის 2016 წლის მონაცემების მიხედვით, ყოველი 5 ბავშვიდან 1 ბულინგის მსხვერპლია. Modecki, Minchin, Harbaugh, Guerra, & Runions-ის 2014 წელს გაკეთებული 80 კვლევის მეტა-ანალიზის მიხედვით, 12-18 წლის მოზარდების 35% განიცდის ტრადიციულ ბულინგს (ფიზიკური, სიტყვიერი აგრესია), ხოლო 15% – კიბერ-ბულინგს. Petrosina, Guckenburg, DeVoe, & Hanson-ის 2010 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით კი, ბულინგის მსხვერპლი ბავშვებიდან 64% არ საუბრობს ამაზე. Davis & Nixon-ის 2010 წლის კვლევის მიხედვით, ჩაგვრის მიზეზი ყველაზე ხშირად ხდება ხოლმე ბავშვის გარეგნობა (55%); სხეულის ფორმა (37%) და ეროვნება (16%).

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

წყარო: BBC

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

აგრესია – ნებისმიერი ქცევა, რომელიც სხვისთვის საზიანოა

 აგრესია, ერთი შეხედვით, ყველასათვის გასაგები მოვლენაა, თუმცა არსებობს აზრთა სხვადასხვაობა ამ ფენომენის განმარტებასთან დაკავშირებით.

სირთულეს ქმნის ის, რომ აგრესიაში მრავალი რამ მოიაზრება. აგრესიად მიიჩნევენ მანიაკის მიერ ჩადენილ მკვლელობას, რაგბისტების თამაშის უხეშ სტილს, მეუღლის უყურადღებობით გამოწვეულ ჩუმ პროტესტს და ა. შ. აგრესიის სრულყოფილმა განმარტებამ მისი ყველანაირი გამოვლინება უნდა მოიცვას. ტერმინოლოგიურ სირთულეში გასარკვევად ფსიქოლოგებმა, უპირველეს ყოვლისა, ზიანის მომტანი ქმედება გამიჯნეს იმ ქმედებისაგან, რომელსაც სხვისთვის ზიანი არ მოაქვს. შესაბამისად, ყველაზე მარტივი განმარტების მიხედვით, აგრესია არის ნებისმიერი ქცევა, რომელიც სხვისთვის საზიანოა. მაგრამ ამ განმარტებაში უგულებელყოფილია განზრახვა, რომლითაც სუბიექტი გარკვეულ ქმედებას ჩადის. თუ არ გავითვალისწინებთ განზრახვას, მაშინ ზოგიერთ ქმედებას, რომელიც სხვისთვის ზიანის მიყენებას ისახავს მიზნად, მაგრამ საბოლოოდ არ აღმოჩნდება საზიანო, ვერ ვუწოდებთ აგრესიულს. გარდა ამისა, ამ განმარტების მიხედვით, როცა ინდივიდი უნებლიედ აყენებს ზიანს სხვას, მისი ქცევა აგრესიად უნდა მივიჩნიოთ. ამრიგად, აგრესიის სრულყოფილი განსაზღვრება მხოლოდ ქმედების განზრახვის გათვალისწინებით არის შესაძლებელი. აგრესია ჩვეულებრივ განიხილება როგორც უარყოფითი მოვლენა, მაგრამ ზოგიერთი აგრესიული ქმედება შეიძლება დადებითი იყოს. აგრესიული ქმედება, რომლის მიზანი არის სოციალური ნორმების დაცვა, პროსოციალურია, მაგალითად, დამნაშავის მიმართ პოლიციელის ქმედება უფლება-მოვალეობის შესრულებისას და მისთ. ძალადობრივი ქმედებები, რომლებიც აშკარად არღვევს სოციალურ ნორმებს და ზიანი მოაქვს ადამიანისათვის, ანტისოციალურად უნდა ჩაითვალოს. ხოლო აგრესიულ ქმედებებს, რომლებიც შუალედურ ტიპს წარმოადგენს პროსოციალურსა და ანტისოციალურს შორის, დასაშვები აგრესია ეწოდება. ამ სახის აგრესია შეიცავს ქმედებებს, რომლებიც არ ჯდება სოციალური ნორმების ფარგლებში, მაგრამ არ არღვევს ზნეობრივ სტანდარტებს, მაგალითად, მსხვერპლის საპასუხო აგრესია მოძალადის ქმედებაზე. აგრესიის განსაზღვრისას ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს აგრესიული ქცევა და აგრესიული გრძნობები. ქცევა ყოველთვის არ გამოხატავს შინაგან გრძნობებს; ადამიანი შეიძლება განიცდიდეს ძლიერ ბრაზს, მაგრამ არ ცდილობდეს სხვისთვის ზიანის მიყენებას. მიზეზები, რომლებიც რისხვის გრძნობას იწვევს და შეზღუდვები, რომლებიც ამ გრძნობის აგრესიულ ქმედებებში გადაზრდას უშლის ხელს, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ფაქტორებს წარმოადგენს. აგრესიული გრძნობების – ბრაზისა და რისხვის – გამომწვევ ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მიზეზს სხვა ადამიანის მხრიდან თავდასხმა ან შეტევა წარმოადგენს. ბრაზის კიდევ ერთი წყაროა ფრუსტრაცია, რომელიც ადამიანს უჩნდება მაშინ, როდესაც მიზნისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებები ხვდება. რაც შეეხება აგრესიულ ქცევას, მის ძირითად მექანიზმს გამოცდილება წარმოადგენს. ბავშვი სხვა ადამიანებზე დაკვირვებით და მათი მიბაძვით სწავლობს; როდესაც აგრესიული ქცევა წახალისებულია, მაშინ, მოსალოდნელია, ბავშვმა უფრო ხშირად გაიმეოროს ის მომავალში. ზრდადასრულებულ ინდივიდს, როგორც წესი, შეუძლია ბრაზის იმპულსებისა და აგრესიული რეაქციების გაკონტროლება, რაც ძირითადად დასწავლის შედეგია. აღწერილი მექანიზმი ქცევის პრაქტიკულად ყველა ფორმაზე ვრცელდება. მიუხედავად იმისა, რომ აგრესიის კვლევების უმრავლესობა ძირითადად აგრესიული ქცევის ემოციური წინაპირობების ანალიზს ეძღვნება, მკვლევრებმა დაუშვეს, რომ არსებობს ასევე ე. წ. უაფექტო აგრესია, რომელიც არ არის განპირობებული ემოციური მდგომარეობით. ის შეიძლება სპონტანურად წარმოიშვას შეჯიბრისას, მეტოქეობის სიტუაციაში. მკვლევრები ასევე განიხილავენ აგრესიის ინსტრუმენტულ და მტრულ სახეებს. ინსტრუმენტულია აგრესია, როდესაც ადამიანი აგრესიულ ქცევას იყენებს რაიმე პრაქტიკული მიზნის მისაღწევად სხვა ადამიანისათვის ზიანის მიყენების მცდელობით, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ის არ არის განრისხებული. მტრული აგრესიის მიზანს კი ბრაზის დროს აგრესიის ღიად გამოვლენა წარმოადგენს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიამედიცინაფსიქოლოგია

ისტერიკა – ძველი წარმოდგენები და მკურნალობის გზები

ისტერიკის სახელწოდება წარმოდგება ბერძნული სიტყვისაგან “hysteria” (საშვილოსნო). ძველად ისტერიკული ხასიათის აშლილობას საშვილოსნოს უკავშირებდნენ, მიაჩნდათ, რომ მას ორგანიზმში ხეტიალი და საციცოცხლო ფუნქციების დარღვევა შეეძლო.

ცხადია, ეს შეხედულება უსაფუძვლოა და დღეს მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ისტერიკა განპირობებულია ენდოგენური და ეგზოგენური ფაქტორების რთული კომპლექსით. მის წარმოშობაში განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ფსიქიკური ტრავმა. ამასთანავე, რაც უფრო ძლიერია ავადმყოფობისადმი წინასწარი განწყობა, მთ უფრო მცირეა ფსიქიკური ტრავმის როლი – უმნიშვნელო განცდაც კი საკმარისია ისტერიკული აშლილობისთვის, და პირიქით, ნევროპათიული და ფსიქოპათიური თვისებებით ნაკლებად დატვირთულ პიროვნებას ნევროზი შეიძლება განუვითარდეს მხოლოდ ძლიერი, აფექტური განცდის შედეგად.

ისტერიკის ცალკეული სიმპტომები და სინდრომები მკურნალობას ექვემდებარება. შრომის, დასვენების, ძილის, კვების რეჟიმის, ჰიგიენური პირობების დაცვა და ცხოვრებისეული გამოცდილება  აკავებს მას.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიფსიქოლოგია

5 ნიშანი იმისა, რომ უფრო მეტად კრეატიული ხართ, ვიდრე საშუალო ადამიანი

 ყველას სურს რომ კრეატიული იყოს და შემოქმედებითი უნარით გამოირჩეოდეს, რატომაც არა? ვის არ უნდა, რომ საოცარი იდეა ჰქონდეს, დაწეროს ბესტსელერი, ან დაწეროს სიმღერა, რომელიც ჰიტი გახდება. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ადამიანებმა არ იციან რამდენად კრეატიულები არიან და ყოველდღიურ რუტინაში ეკარგებათ შემოქმედებითი უნარი. 

გთავაზობთ მახასიათებლებს, რომლებიც, შესაძლოა, თქვენი უფროსისგან, მეგობრებისგან და ასევე თქვენგანაც უგულებელყოფილია, მაგრამ რეალურად ეს თვისებები ნიშნავს, რომ იმაზე უფრო კრეატიული ხართ, ვიდრე საშუალო ადამიანი.

  1. ხართ სარკასტული – დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, რომ სარკაზმი კარიერული წინსვლის თვალსაზრისით დიდ როლს თამაშობს. ყველას მოსწონს, როცა ადამიანს მახვილგონივრული, მკაცრი, სწრაფი და ჭკვიანური შეფასებების გაკეთება შეგიძლიათ. კვლევის თანახმად, სარკაზმი არის ინტელექტისა და ადამიანის კრეატიულობის ნიშანი და კარიერული წარმატების წინასწარმეტყველი.
  2. გამორჩეული ხართ, სხვები ადვილად გამჩნევენ – კვლევის თანახმად, თუ მარტივად შესამჩნევი ადამიანი ხართ, ეს ასევე თქვენი მდიდარი შემოქმედებითი უნარის მანიშნებელია. მკვლევარები წერენ, რომ სამყაროში შემოქმედებითი მიღწევები დაკავშირებულია სენსორულ პროცესებთან.
  3. ხართ ბუზღუნა – ბუზღუნა ადამიანები სამსახურში არ მოსწონთ და ხელმძღვანელები ცდილობენ, რომ ასეთები არ ჰყავდეთ კომპანიაში, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს არასწორი დამოკიდებულებაა, ვინაიდან, კვლევის თანახმად, ბუზღუნა ადამიანები შემოქმედებითი უნარებით გამოირჩევიან.
  4. ემოციურად გაუწონასწორებელი – კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც არ გამოირჩევიან ემოციური სტაბილურობით, აქვთ დიდი შემოქმედებითი უნარები. ასე რომ, თუ აღმოაჩინეთ, რომ რამდენიმე წუთის წინ განრისხებული იყავთ, ახლა კი მშვენიერ ხასიათზე ხართ, იცოდეთ – ეს თქვენს კრეატიულობაზე მეტყველებს.
  5. გამუდმებით კამათობთ – თუ ვერასოდეს ვერ თანხმდებით პოლიტიკურ შეხედულებებზე, კამათობთ ფეხბურთისა თუ სხვა საკითხების გამო, გილოცავთ, თქვენ ძალიან კრეატიული ხართ, თავში უამრავი გიჟური იდეა გიტრიალებთ და რაც მთავარია, მათი განხორციერლებისკენ ხართ მიდრეკილნი.

 

მასალა მოამზადა:  ციცი კიკვაძემ

წყარო: https://www.inc.com/

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

პერფექციონიზმი – პიროვნების მისწრაფება უნაკლობისკენ

  პერფექციონიზმი 1978 წელს ფსიქოლოგმა ჰოლენდერმა, ერთ-ერთმა პირველმა განსაზღვრა პერფექციონიზმი, როგორც საკუთარი თავისადმი ყოველდღიურად წაყენებული უფრო მაღალი დონის მოთხოვნები, ვიდრე ამას გარემოება ითხოვს. მოგვიანებით, ბერნსმა დააზუსტა და შეავსო ეს ცნება კოგნიტური პარამეტრით (აზროვნებით) – „ყველაფერი ან არაფერი”.
  „perfectus-ი“ ლათინური სიტყვაა და „ სრულყოფილებას” ნიშნავს. ფსიქოლოგიაში პერფექციონიზმი განიხილება პიროვნულ მახასიათებლად, რომელსაც ახასიათებს პიროვნების მისწრაფება უნაკლობისკენ და უმაღლესი სტანდარტების შესრულებისკენ, მას აგრეთვე თან ახლავს კრიტიკული თვითშეფასება და კონცენტრირება სხვების შეფასებებზე. პერფექციონიზმი იმის რწმენაა, რომ ადამიანს შეუძლია საუკეთესო შედეგის მიღწევა. როცა პერფექციონისტები ვერ აღწევენ საკუთარ მიზნებს მათ დეპრესია ემართებათ.    ფსიქოლოგიაში კამათის საგანია, პერფექციონიზმი პიროვნებისათვის დადებითი პიროვნული ნიშანია თუ უარყოფითი. პერფექციონიზმი შეიძლება იყოს როგორც პიროვნების „ნორმალური“ მახასიათებელი, ისე ნევროტული ფსიქიკური აშლილობაც. ფსიქოლოგმა დონალდ ჰამაჩეკმა გამოყო პერფექციონიზმის ორ სახე: ადაპტური და ნევროტული. ადაპტური პერფექციონიზმის დროს – ადამიანი შრომისმოყვარეა და ლიდერის თვისებებით ხასიათდება, აქტიურია, მოტივირებული, აქვს მაღალი, მაგრამ რეალისტური სტანდარტები, გააჩნია მიზნები და მისი მიღწევის კონკრეტული გზები, აქვს პოზიტიური თვითშეფასება და პრეტენზიის მაღალი დონე. ისახავს ძნელად მისაღწევ მიზნებს, მაგრამ მას ეს პროცესი, განსაკუთრებით შედეგი სიამოვნებს. მუშაობის პროცესში აზარტულია და გარკვეულად ღელავს კიდეც. რაც შეეხება ნევროტულ პერფექციონიზმს, ამ შემთხვევაში პიროვნებას წარუმატებლობის ძლიერი შიში იპყრობს. იგი მუდამ უკმაყოფილოა საკუთარი მიღწევებით, ეს კი მუდმივ დაძაბულობას იწვევს პიროვნებაში. იმისათვის, რომ არ შელახონ საკუთარი უბადლო იმიჯი, ცდილობენ დამალონ დაშვებული შეცდომები ან უარი თქვან ჩანაფიქრზე, ისინი მოქმედებენ პრინციპით „ყველაფერი ან არაფერი”. ელოდებიან იდეალურ მომენტს და ემზადებიან დიდი წარმატებებისთვის. ხშირად ეს მომენტი იგვიანებს, ამასობაში კი სხვები ახალ საქმეებს იწყებენ, შეცდომებსაც უშვებენ, მათ მაგალითზე სწავლობენ და თანდათან წინ მიიწევენ. პერფექციონისტული ორიენტაცია ბავშვობიდანვე ფორმირდება. მას ოჯახური აღზრდის თავისებურებები განსაზღვრავს. გამოკვეთილია მშობლების ქცევის 4 ტიპი, რომელიც მოქმედებს ბავშვის პერფექციონისტული აზროვნების ფორმირებაზე: მშობლები ზედმეტად კრიტიკული და მომთხოვნი არიან; მშობლების მოლოდინები და სტანდარტები ამაღლებულია; კრიტიკა არ არის პირდაპირი, არამედ ირიბი; მშობლები არ არიან თანახმა საერთოდ არაფერზე ან მათი თანხმობა პირობითია მშობლები- პერფექციონისტები ქცევის პერფექციონისტული ფორმების და სტანდარტების დასწავლის მოდელები არიან შვილებისთვის. კანადელმა მკვლევრებმა გამოყვეს პერფექციონიზმის 4 სახე: „მეზე” მიმართული პერფექციონიზმი – გულისხმობს ძალიან მაღალ სტანდარტებს, მუდმივ თვითშეფასებასა და თავისი ქცევის გაკრიტიკება, ასევე სრულყოფილებისკენ სწრაფვის მოტივს, რომელიც ინდივიდუალურია თავისი ინტენსივობით. პიროვნება თავის თავს „არ პატიობს“ არასრულყოფილებას ან შეცდომას. სხვა პიროვნებებისკენ მიმართული პერფექციონიზმი – რწმენები და მოლოდინები სხვა პიროვნებების მიმართ. გულისხმობს არარეალისტურ სტანდარტებს ახლო ადამიანებისთვის, ადამიანური სრულყოფილების მოლოდინი და სხვათა მუდმივი შეფასება. ეს წარმოქმნის სხვათა დადანაშაულებას, ნდობის დეფიციტსა და ხალხის მიმართ მტრულ დამოკიდებულებას. პერფექციონიზმი სამყაროს მიმართ – რწმენა იმისა, რომ ყველაფერი სამყაროში უნდა იყოს „სწორად“, აკურატულად, რომ ყველა საყოველთაო პრობლემას უნდა ჰქონდეს სწორი და დროული გადაწყვეტილება. სოციალურ გარემოზე გათვალისწინებული პერფექციონიზმი – სწრაფვა შეესაბამებოდეს სხვათა სტანდარტებსა და მოლოდინებს. ამაში გამოიხატება ის, რომ ხალხი ხშირად თავიანთ მოლოდინებში არარეალისტულნი არიან, მკაცრად აფასებენ და ინდივიდს წნეხის ქვეშ აქცევენ, რათა ის სრულყოფილი გახდეს. პერფექციონიზმს აქვს როგორც პოზიტიური ასევე ნეგატიური ასპექტები. პერფექციონიზმის პოზიტიური ასპექტები: პერფექციონიზმმა შეიძება ადამიანების მოუტანოს დიდი წარმატება. პერფექციონიზმი აჩენს ისეთი მოტივაციას, რომლითაც წინ აღუდგები ყველა პრობლემას და წინაღობას. ადაპტურ პერფექციონისტებს აქვთ საქმის გადადების დაბალი მაჩვენებელი, ვიდრე არაპერფექციონისტებს. პერფექციონიზმის ადაპტური ფორმა მიჩნეულია, როგორც პოზიტიური პიროვნული მახასიათებელი. ადაპტური პერფექციონიზმი შეიცავს ორგანიზებულ და გეგმაზომიერ მოქმედებას, მუდმივ ლტოლვას რომ იყო საუკეთესო და სხვადასხვა საკითხებისადმი გონივრულად მიდგომას, წვრილმან დეტალებზე ყურადღების მიქცევას, თავგანწირვას და შეუპოვრებას, ეს მახასიათებლები აჩენს მაღალ თვითშეფასებას და დაბალ კრიტიკას და ნეგატივიზმს. პერფექციონიზმის ნეგატიური ასპექტები: პერფექციონიზმი შეიძლება იყოს ზიანის მომტანი. ნევროტული პერფექციონისტები გრძნობენ მუდმივ წნეხს რომ მიაღწიონ თავიანთ უმაღლეს სტანდარტებს. ეს წნეხი ბადებს კოგნიტურ დისონანსს და ადამიანს არ შეუძლია თავისი მოლოდინების თანხვედრა. ნაკლებადაპტური პერფექციონისტები აჩვენებენ მაღალ სოციალურ დაძაბულობას და შფოთვას, რაც ასახავს მათ არაადეკვატურ გრძნობებს და დაბალ თვითშეფასებას. ნევროტული პერფექციონიზმისდაძლევა შესაძლებელია რამდენიმე რეკომენდაციის შესრულებით: მიეცით თავს უფლება, იყოთ ზოგჯერ „არასრულყოფილი“რაიმე საქმიანობებში. 
  გაიაზრეთ, რომ დღეს დასრულებული არასრულყოფილი სამუშაო უკეთესია სრულყოფილ, მაგრამ ყოველ ჯერზე გადადებულ სამუშაოზე. თუ გეშინიათ რაიმე საქმიანობის დაწყება, შეეკითხეთ თავს, რა მოხდება ისეთი საშინელი, თუ არ გამომივა? თუ არაფერი ცუდი თავში არ მოგდით, ესე იგი შიშიც გაუმართლებელია. მიეცით თავს უფლება , დაუშვათ დღეში 3 შეცდომა. შეცდომებისგან არავინ არის დაცული, არც კრიტიკისგან. მაგრამ შეხედეთ კრიტიკას სხვა კუთხით: თუ გაკრიტიკებენ, ესე იგი სჯერათ, რომ თქვენ უკეთესადაც შეგიძლიათ ამოცანის შერულება. ისწავლეთ გამოყოთ მნიშვნელოვანი უმნიშვნელოსგან. ნუ ჩაიციკლებით დეტალების შესრულებაზე.
მასალა მოამზადა:  მართა ჩაგუნავამ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
სრულად ნახვა
ბიზნესიფსიქოლოგია

მაღალინტელექტუალური ადამიანების 8 განსაკუთრებული ნიშანი

1.მაღალინტელექტუალური ადამიანები ადვილად ადაპტირდებიან.

ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა ფსიქოლოგიურმა კვლევამ დაადასტურა, რომ ჭკვიანი ადამიანი ან ცვლის ქცევის მოდელს, რათა იყოს უფრო ეფექტური ახალ შექმნილ გარემოებებში, ან თავად ცვლის ამ გარემოებებს.

2.მათ ესმით, რომ ბევრი რამ არ იციან.

ჯიმი ვაინერის აზრით, ყველაზე ჭკვიანი ადამიანები ადვილად აღიარებენ იმას, რომ რაღაც არ იციან. მის დაკვირვებას ადასტურებს ჯასტინ კრიუგერისა და დევიდ დანინგის კლასიკური კვლევა. მასში ნათქვამია, რომ ნაკლებად ინტელექტუალური ადამიანები მიდრეკილები არიან გადააფასონ საკუთარი გონებრივი შესაძლებლობები.

3.მათ  აქვთ ცოდნის უდიდესი წყურვილი.

როგორც დიდ ბრიტანეთში ნახევარი საუკუნის მანძილზე ჩატარებულმა მეცნიერულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, მათ, ვინც ბრწყინვალედ აბარებდა ტესტებს 11 წლის ასაკში, 50 წლის ასაკშიც შეინარჩუნეს ცნობისმოყვარეობა.

4.მათ აქვთ ფართო ხედვა და გახსნილები არიან ყველაფერი ახლისთვის.

ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ გახსნილი ადამიანები, ანუ ისინი, ვინც ეძებენ ალტერნატიულ აზრს და მიუკერძოებლად წონიან ყველა ფაქტს, ჩვეულებრივ მაღალ ქულას ინტელექტუალურ ტესტებში იღებენ. ამავე დროს, ჭკვიანი ადამიანები სიფრთხილით ეკიდებიან ახალ იდეებსა და პერსპექტივებს.

5. მათ უყვართ მარტოობა.

რიჩარდ ჰი მიიჩნევს, რომ მაღალინტელექტუალური ადამიანები – ინდივიდუალისტები არიან. ცოტა ხნის წინ ჩატარებული კვლევების შედეგად, ჭკვიანი ადამიანები ნაკლებ სიამოვნებას იღებენ მეგობრული ურთიერთობებისგან.

6.მათ აქვთ თვითკონტროლის მაღალი დონე.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი თვითკონტროლსა და ინტელექტს შორის. 2009 წელს ჩატარებული მეცნიერული ექსპერიმენტის დროს მონაწილეებს შესთავაზეს აერჩიათ ფინანსური ანაზღაურება. შედეგების თანახმად, მაღალ ანაზღაურებას უპირატესობა მიანიჭეს თვითკონტროლის მაღალი დონის მქონე მონაწილეებმა.

7.მათ აქვთ იუმორის კარგი გრძნობა.

ჩატარებული კვლევის მიხედვით, ადამიანები, რომლებიც უწერდნენ კომიქსებს უფრო სასაცილო წარწერებს, ფლობდნენ ვერბალური ინტელექტის უფრო მაღალ დონეს. სხვა კვლევის შედეგების მიხედვით, ვერბალური ინტელექტის მაღალ დონეს ფლობდნენ პროფესიონალური კომიკოსები.

8.ისინი მგრძნობიარეები არიან სხვა ადამიანების მიმართ.

ჭკვიანი ადამიანები გრძნობენ, რას ფიქრობენ ან გრძნობენ სხვა ადამიანები. მაღალი ემოციური ინტელექტის ადამიანებს უყვართ ახალი ნაცნობობა. მათ აინტერესებთ მათთან ურთიერთობა და ბევრი ახალი ამბის გაგება.

 

წყარო: http://www.businessinsider.com/

მასალა მოამზადა: ციცი კიკვაძემ

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინაფსიქოლოგია

დეპრესია ტვინის ქსელს ცვლის

მეცნიერებმა დეპრესიასა და ტვინის თეთრი მატერიის სტრუქტურას შორის კავშირი დაადგინეს.
მეცნიერები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი დადგინდება, რა ზეგავლენას ახდენს თეთრი მატერიის ცვლილებები განწყობასა და მღელვარებაზე, კვლევამ შესაძლოა დიდი როლი ითამაშოს დეპრესიის სამკურნალო და სამართავი ახალი გზების მოძიებაში.
ბრიტანეთის ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დიდი ბრიტანეთის ბიობანკის მონაცემთა ბაზიდან 3,461 მოზარდის მონაცემებს გადახედეს და განაცხადეს, რომ დიდი ნიმუშს ზომა დამაჯერებლობას მატებს კვლევის შედეგებს.
ტვინის თეთრი მატერიის განლაგების გამოსახულების მისაღებად დიფუზიური ტენზორის ტექნოლოგია გამოიყენეს, რომელიც მაგნიტურ რეზონანსულ გამოსახულებას (MRI) ეყრდნობა და მეცნიერებს ტვინის ბოჭკოების გაცილებით უფრო დეტალურად მოდელირების საშუალებას აძლევს, ვიდრე ამას აქამდე ახერხებდნენ.
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ თეთრი მატერიის მთლიანობა – თეთრი ნივთიერების ხარისხი – შემცირებული იყო იმ ადამიანებში, რომლებმაც დეპრესიის სიმპტომები გამოავლინეს, ხოლო იმ პაციენტებში, რომლებსაც ეს სიმპტომები არ ჰქონდათ, თეთრი მატერიის მთლიანობა ნორმაში ჰქონდათ.
საბოლოო ჯამში, კვლევამ შეიძლება დეპრესიის რისკის პროგნოზირების და იმის უკეთ გაგების ახალი გზები გამოძებნოს, თუ როგორ იცავს თეთრი მატერია დეპრესიისგან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, მსოფლიოში სხვადასხვა ასაკის 300 მილიონზე მეტ ადამიანს დეპრესიისგან გამოწვეული პრობლემები აწუხებს. დეპრესია უუნარობის ერთ-ერთ წამყვან მიზეზად აღიარეს.
მეცნიერები დეპრესიასა და ტვინის ქსელს შორის ურთიერთობების გამოსახვას ცდილობენ. განვითარებაში ერთი ინოვაციური მკურნალობა იყენებს მაგნიტურ პულსს, რათა შეცვალოს ტვინის სქემები და მათი ურთიერთქმედება.
ამავე დროს ტვინის კონკრეტული ნაწილები ასევე დაკავშირებულია დეპრესიასთან დაკავშირებულ პრობლემებთან – გასულ წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მარცხისა და დაბალი თვითშეფასების გრძნობები დაკავშირებულია ორბიფროტალური ქერქის ფუნქციონირებასთან, რომელიც უზრუნველყოფს სენსორულ ინტეგრაციას, მოლოდინსა და გადაწყვეტილების მიღებას.
ექსპერტები მიიჩევენ, რომ კვლევა დეპრესიის ტვინზე ზეგავლენის ამოცნობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაწილია. დეპრესიის განკურნების გზის პოვნა გადაუდებელი აუცილებლობაა, ამისთვის კი, უპირველეს ყოვლისა, მისი მექანიზმის შესწავლაა საჭირო.

 

წყარო: http://www.sciencealert.com/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაფსიქოლოგია

ტემპერამენტი და ოთხი სხვადასხვა ტიპის ადამიანი

ტემპერამენტის მიხედვით განასხვავებენ ოთხი ტიპის ადამიანებს:

სანგვინიკური  ტიპის ადამიანი მოძრავი, ცოცხალი, ემოცური და მგრძნობიარეა. გამოირჩევა უდარდელობითა და ხალისიანობით. ახასიათებს მოქმედების სისწრაფე, ემოციების თავშეუკავებელი გამოხატვა და ჟესტიკულაცია.  სანგვინიკებს შუძლიათ ცხოვრებაში დაინახვონ უფრო მეტი პოზიტიური, ვიდრე ნეგატიური.

ქოლერიკული ტიპის ადამიანები ფეთქებადი და ფიცხი ხასიათის  პიროვნებები არიან. ახასიათებთ სწრაფი მოძრაობები, ემოციური აღგზნებადობა, მტკიცე და ხანგრძლივი გრძნობები. გამოირჩევიან მბრძანებლობით, არ უყვართ მორჩილება და ადვილად ბრაზდებიან. სანგვინიკური ტიპებისგან განსხვავებით, ქოლერიკული ტემპერამენტის ადამიანები ცხოვრებაში უფრო მეტ ცუდს ხედავენ,  ვიდრე კარგს.

ფლეგმატიკური  ტემპერამენტი ადამიანებს ახასიათებთ დინჯი, აუჩქარებელი მოძრაობები. არიან გულცივები და გულგრილები, რომლებიც გარეგნულად გრძნობებს არ გამოხატავენ. იშვიათად ბრაზდებიამ, თუმცა გაბრაზების შემთხვევაში, ძნელად წყნარდებიან. მიდრეკილები არიან დადებითი, სასიამოვნო ემოციებისაკენ.

მელანქოლოკური  ტემპერამენტის ადამიანებს ახასიათებთ აუჩქარებელი, დინჯი, მოდუნებული მოძრაობები. გრძნობების გარეგან გამოხატვაში არიან თავშეკავებულნი. ძირითადად, განწყობილი არიან პესიმისტურად, რადგან ცხოვრებისგან უფრო მეტ ცუდს მოელიან. ამ ტიპის ადამიანები უფრო მეტად ჩაკეტლები არიან და ეტანებიან მარტოობას. არ უყვართ სხვებთან კონტაქტი და მიდრეკილნი არიან უსიამოვნო გრძნობებისადმი.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

რა გვიშლის ხელს ბედნიერებაში?

    კაცობრიობა ჩაფლულია წუხილის მორევში. ჩვენ გარშემო უამრავი ადამიანი იტანჯება წარსულის ტრავმით, ყოველდღიური წვრილმანებით, ეკონომიკური მდგომარეობითა და სხვა მრავალი პრობლემით. ამ ყველაფერს ემატება მომავალზე წუხილი და უიმედობის განცდა, ეს კი აწმყოს გვართმევს და თანდათან ჩვენი შინაგანი ძალებიც სუსტდება. ამის გამო ინდივიდი სრულ ქაოსში იმყოფება და  ბურუსიდან გამოსვლას ვერ ახერხებს. ცხოვრება ტანჯვად ეჩვენება და მისი მარცხის მთავარი მიზეზიც ესაა.

თქვენი დღევანდელი მდგომარეობა შეიძლება არახელსაყრელი იყოს, მაგრამ ასეთად არ დარჩება, თუ გადაწყვეტთ, რომ დაუყოვნებლივ გჭირდებათ ცვლილებები. იმის გაცნობიერება, რომ შეგწევთ ძალა თქვენი ცხოვრების უკეთესობისაკენ შეცვლისა, წარმატების პირველი ნაბიჯია. ადამიანი თვითონ არის თავისი ბედნიერებისა და უბედურების მჭედელი. უსამართლობაა ყველაფერი გარე სამყაროს დავაბრალოთ, რადგან წარუმატებლობა ჩვენს შიგნით მწიფდება. მოვლენების საწყისი – აზრია, რომლის ხილული გამოვლინება ისაა, რასაც ვაკეთებთ. ჩვენი აზრები თუ მოტივაციას გვიქმნის დასახულ მიზანს მივაღწევთ, ხოლო თუ პასიურობისაკენ გვიბიძგებს ვერასოდეს გავიმარჯვებთ. ამ ყველაფრის გაკონტროლება შესაძლებელია, მთავარია იმის გააზრება, რომ თითოეული ადამიანის ფიქრების შედეგი მისი დღევანდელი ცხოვრებაა. პიროვნებას, რომლის გონებაშიც ყველაფერი ტრაგიკულად აღიქმება, სამყაროც ასეთი წარმოუდგენია. ადამიანის ცხოვრებისეული პირობები მჭიდროდ დაკავშირებულნი არიან მის შინაგან მდგომარეობასთან. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გარე პირობებმა შეიძლება სრულფასოვნად გახსნან მისი ხასიათი. მაგრამ  გარემოებები ძალიან ახლოს არიან დაკავშირებულნი მენტალურ პროცესებთან. აზრებმა, რომლებიც ხასიათის ნაწილად იქცნენ, პიროვნების ამჟამინდელი მდგომარეობა ჩამოაყალიბეს. ადამიანი ცხოვრებისეული წნეხის ქვეშ იქამდე  რჩება, სანამ სჯერა, რომ ყველაფერს შემთხვევითობა ან გარემოებები განაპირობებს. ასეთი განწყობა, ფაქტობრივად, გამორიცხავს მიზნისაკენ სწრაფვას და ინდივიდი აღარ იყენებს ძალებს ცოხვრების გასაუმჯობესებლად. ამასობაში უამრავ ნეგატიურ საკითხებზე იწყებს ფიქრს და წარმოსახვის უნარსაც მოიხმარს, შემდეგ კი მისი წარმოდგენელი სურათები ცოცხლდება და ერთ დღესაც მის პირისპირ აღმოჩნდება. ზოგი ამას ინტუიიცით და ბედისწერით ხსნის. გამორიცხავენ იმას, რომ თავად გამოიწვიეს უსიამოვნებები ნეგატიურზე ფიქრით. ცხოვრების ამ წესს მიჩვეულნი  მუდმივ დაძაბულობაში  იმყოფებიან. თავიანთი აკვიატებული იდეებით კი კვლავ უარყოფით მოვლენებს ეჯახებიან. სამწუხაროდ, ვერც ასეთი ნათელი მაგალითი ვერ არწმუნებს ადამიანს, რომ ბრალეულობა მხოლოდ მასშია. გარე პირობების ცვლილება დამოკიდებულია გონებრივ ცვლილებებზე. თუ პიროვნება აზროვნების ჭეშმარიტ ძალას დაინახავს, ის მაშინვე დაიწყებს ნეგატიური ფიქრების ტრანსფორმაციას. ამაზე მთელი რწმენითა და ენერგეტიკით მუშაობა ყველაფერს სასიკეთოდ წარმართავს. ცხოვრების სტილის კორექცია, მიმართული უნდა იყოს წარმატებისა და ბედნიერების მოპოვებისაკენ. ეს არ გულისხმობს სიძნელის არ არსებობას. ცხოვრების ბილიკებზე ხშირად მივადგებით რთულ ამოცანებს, საჭიროა სათანადო ძალები გამოვიმუშავოთ, რათა გადავლახოთ ისინი და მოვიპოვოთ ცოდნა გამოცდილებაზე დაყრდნობით. ბედნიერების შეგრძნება შესაძლებელია ყოველ წუთს ერთი უბრალო პრინციპით – იყო მადლიერი ყველაფრით, რაც გაგაჩნია. ეს შეიძლება იყოს სიყვარული, ოჯახი, კარიერა, მატერიალური მდგომარეობა და მრავალი სხვა. ადამიანმა უნდა აღმოაჩინოს საკუთარ თავში ისეთი რამ, რაც მას სიმშვიდეს მოგვრის. დაფიქრდით საკუთარ შესაძლებლობებზე, თუ აქამდე არ იცოდით თქვენი ტალანტის შესახებ, აღმოაჩინეთ ის და შეცვალეთ თქვენი ცხოვრება.

ყოველდღიურობის დინამიკის გამო ბევრ რამეს ყურადღებას არ ვაქცევთ. ნეგატიური ინფორმაციის მოზღვავება, აღქმა და მისი გადამუშავება დიდ ენერგიას გვართმევს. ხშირად ამის გამო დრო აღარ გვრჩება ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე ფიქრისათვის, როგორიცაა, ჩვენი შინაგანი სამყარო. მართალია, საკუთარი თავის შეცნობა რთული ფენომენია, მაგრამ ცხოვრების გაუმჯობესებისათვის აუცილებელი წინაპირობაა. არცერთ სულიერს არ შესწევს იმის ძალა, რომ ზეგავლენა მოახდინოს სამყაროს კანონებზე. განაახლოს ან შეცვალოს იგი, არამედ ადამიანს შეუძლია მისი აღმოჩენა და გაგება. მან თავისი არსებობა უნდა მიუსადაგოს მარადიულ კანონზომიერებებს. მხოლოდ ამ გზით მოიპოვებს იგი სულიერ სიმშვიდეს. ინდივიდუუმი ამ ფაქტს ვერ შეცვლის, მაგრამ მას შეუძლია შეცვალოს საკუთარი ჩვევები, რომლებიც ხელს უშლის მის განვითარებას, როგორც მენტალურად ასევე მატერიალურად. ჩვევისა და მიზიდულობის კანონის მუშაობის უგულვებელყოფა კაცობრიობის ტანჯვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ჩვევის ბუნების თავისებურება ასეთია – დროთა განმავლობაში იგი გაუცნობიერებელი ხდება და მისი მოქმედებაც სუბიექტის ძალისხმევის გარეშე მეორდება. მიუხედავად ადამიანის სურვილისა, ჩვევა შესაძლოა მთლიანად დაეუფლოს მას.  მაგალითად, თუ სიზარმაცე დაიპყრობს ხასიათს და უმოქმედობას მიაჩვევს ინდივიდს, სავარაუდოდ, ის ვერასოდეს შეძლებს ბატონობას საკუთარ თავზე. მისი სურვილები ვერ განხორციელდება, ვინაიდან ამ ჩვევით შეპყრობილი ადამიანი პასიურია… ის ვერ მიუახლოვდება მიზანს, რადგან შინაგანი ძალები დასუსტებულია. ასეთ მდგომარეობაში მყოფი, ვერ ახერხებს პრიორიტეტების სწორად დალაგებას. რადგან მისი სხეული მუდმივად უმოქმედობას ირჩევს. სიჯიუტე- ასევე აფერხებს ადამიანის განწყობას. სუბიექტს შესაძლოა ჰქონდეს რაღაც სურვილი, მაგრამ უმნიშვნელო საბაბის გამო, იგი შეიძლება დათრგუნოს მისმა აზრებმა.  ეს მავნე  ჩვევები ადამიანს მუდმივად აყოვნებს და ხელს უშლის ბედნიერებაში. ამ შემთხვევაში ნათლად ჩანს, რომ ვერც ერთი გარემოება ვერ დააზარალებს ადამიანს ისე, როგორც მისი შინაგანი იმპულსები. ვინაიდან ყველა  ემორჩილება საკუთარ კარგსა თუ ცუდ ჩვევებს. გამოსავალი ისაა, რომ ინდივიდმა ეს ჭეშმარიტება დაინახოს და მყისიერად დაიწყოს საკუთარ თავთან მუშაობა. როდესაც რაღაც ფაქტორები ხელს გვიშლიან მიზნის მიღწევაში, იწყება ფრუსტრაცია და ადამიანი უკიდურესად დათრგუნულია. ამას შეიძლება მოჰყვეს აგრესიის განვითარება, რომელიც კიდევ უფრო დააზარალებს სუბიექტს.

არსებობს აზრები, რომლებიც ადამიანს ამონებენ. როდესაც ის კონკრეტულ საკითხზე ფიქრობს და წინასწარ არწმუნებს თავს, რომ არ გაუმართლებს და ყველაფერს ცუდი დასასრული ექნება დიდი ალბათობით, სწორედ ასე მოხდება. მიზიდულობის კანონი არ არჩევს ცუდსა და კარგ ფიქრებს. მისი მუშაობის მექანიზმი ორივე შემთხვევაში ერთნაირია. მაშინ, როდესაც ინდივიდი ამხნევებს საკუთარ თავს და უწინასწარმეტყველებს წარმატებას, რა თქმა უნდა, ერთ დღესაც დასახულ მიზანს მიაღწევს. ასე, რომ უნდა გათავისუფლდეთ მავნე ჩვევებისა და აზრებისაგან.  პირველ ეტაპზე ისინი საკუთარ თავში ყალიბდებიან და შემდეგ ხელს გვიშლიან იმაში, რომ სრულფასოვნად ვიცხოვროთ.

მოსახლეობა ყოველდღიურად იტანჯება დაავადებებით. სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევებში, ინდივიდუუმი თავად აყენებს ზიანს საკუთარ ჯანმრთელობას. რასაკვირველია, ამით იმის თქმა არ მსურს, რომ ფიზიკურ მიზეზებს არ აქვთ კავშირი დაავადებებთან. არამედ ყურადღება მინდა გავამახვილო ფიქრების ძალასა და ეფექტურობაზე. ადამიანის, ნეგატიური განწყობა  აისახება თავის ჯანმრთელობაზე. ისევე როგორც, სხვა დანარჩენ სიტუაციებში ამ დროსაც, დიდი წვლილი ენიჭება ფიქრებსა და წარმოდგენილ სურათებს. პათოფობიით არაერთი ადამიანია შეპყრობილი. მათ მუდმივად აქვთ ავად გახდომის შიში. ამგვარ მდგომარეობაში ისინი თავიანთ ორგანიზმს ამზადებენ პრობლემისათვის და იზიდავენ შეუძლოდ ყოფნას. მათი ასეთი აკვიატება ხშირად რელობად იქცევა და ადამიანი მართლაც ავადდება წინასწარ ნაფიქრი დაავადებით. იგივე შეიძლება ითქვას თანატოტროპიზმზე, რომლის დროსაც ინდივიდს აჩემებული აქვს, რომ რომელიმე კონკრეტული  სნეულებით მოკვდება. ავადმყოფური გონება გაცილებით დიდი პრობლემაა ვიდრე ავადმყოფი სხეულის ქონა. თუ ადამიანი გონებრივად საღად აზროვნებს დიდია იმის ალბათობა, რომ თავისი ჯანმრთელობის პრობლემა დაძლიოს და განიკურნოს. ფიქრებისა და განწყობის დახმარებით შეუძლებელი არაფერია. იმის მრავალჯერ წარმოდგენა, თუ, როგორ დგება ლოგინს მიჯაჭვული ადამიანი და გადაადგილდება, თავის შედეგს გამოიღებს. ოპტიმისტური განწყობა ყოველთვის შეცვლის ცუდს კარგით. რწმენისა და აზრების მნიშვნელობას ადასტურებს პლაცებოს ეფექტიც. რომლის დროსაც პაციენტი ყოველგვარი სამკურნალო ნივთიერებების გარეშე იკურნება. მთავარი წამალი რწმენაა. სუბიექტს სწამს, რომ  კონკრეტული პრეპარატით გამოჯანმრთელდება. რომელიც მხოლოდ ვიზუალურად ჰგავს მედიკამენტს და შემადგენლობაში არანაირი წამლის შემცველი ნივთიერება არ ურევია.

ადამიანი საკუთარი აზრების ერთობლიობაა. ჩვენი ცხოვრება ჩვენივე ფიქრების უშუალო შედეგია.  თქვენი ფიქრები თქვენსავე ცხოვრებას უკეთესობისაკენ წარმართავს და ასევე გამოიწვევს რეგრესს. გააჩნია, თქვენ რომელ მათგანს მიანიჭებთ უპირატესობას. მომავალი თქვენ ხელშია. შეინარჩუნეთ ამაღლებული განწყობა და ნუ მიაყენებთ ზიანს თქვენს ყოველდღიურობას, ხასიათსა და ჯანმრთელობას. გაანალიზეთ რა გიშლით ხელს მშვიდად ყოფნაში. ტანჯვის დამარცხება იწყება მიზეზთა გაცნობიერებით, ამას მოჰყვება სრული დაძლევა. რასაც ბუდამ კარმის მიზეზშედეგრობრივი კავშირის დანგრევა უწოდა.

 

ავტორი: მედეა გელდიაშვილი

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 12 13 14 15 16 20
Page 14 of 20