close

ფსიქოლოგია

საქართველოფსიქოლოგია

,,დავითიანნის” ფსიქოლოგიის ცენტრში ნაადრევი ქორწინების შესახებ მრგვალი მაგიდა შედგა

2017 წლის 11 მარტს ,,დავითიანნის” ფსიქოლოგიის ცენტრში გაიმართა მრგვალი მაგიდის შეხვედრა ნაადრევი ქორწინების შესახებ. შეხვედრის მოდერატორი იყო ფსიქოლოგი – სალომე საბიაშვილი. შეხვედრას ესწრებოდნენ კავკასიის  უნივერსიტეტის; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის; წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის; თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები და ასევე იურისტი – თეა აბულაძე. შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებმა განიხილეს ნაადრევი ქორწინების გამომწვევი მიზეზები, უარყოფითი შედეგები და პრევენციის გზები.

მონაწილეებმა გამოაქვეყნეს რეკომენდაციების პაკეტი რომელიც ასე გამოიყურება:

  1. უმთავრესი საკითხია მიეწოდოს მოზარდებს სწორი ინფორმაცია მოზარდების ფსიქო-სექსუალური განვითარებისა და მისი მახასიათებლების შესახებ. სასურველია, აღნიშნული საგანამანათლებლო საკითხებზე პასუხისმგებლობა შესაბამისმა სამთავრობო ორგანოებმა აიღონ. როგორიცაა – განათლების სამინისტრო და ასევე ჯანდაცვის სამინისტრო და მათმა დაქვემდებარებულმა უწყებებმა.
  2. სასურველია, მოხდეს მშობლებთან მუშაობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მითითებების და შეზღუდვების არგუმენტირებული მიცემა და არა მშრალი აკრძალვებით შემოფარგვლა. აკრძალვა იწვევს მოზარდის წინააღმდეგობრივ ქცევას. თუ შენ მე ამიკრძალავ ამას, უფრო მეტად დამაინტერესებს და სურვილი გამიჩნდება ამის გაკეთების.
  3. სწავლება მშობელსა და შვილს შორის სწორი კომუნიკაციისა, რომლის პროცესშიც მშობელი მეგობრის როლს ირგებს, უზიარებს თავის გამოცდილებას, ესაუბრება ქორწინების მნიშვნელობაზე, პასუხისმგებლობაზე, ვალდებულებებზე. ასევე, ეფექტურია, მათთან გასაუბრება, ვინც ნაადრევად შექმნა ოჯახი – როგორ ცხოვრობენ, როგორ აფასებენ გადადგმულ ნაბიჯს, შეცვლიდნენ თუ არა არჩევანს, რა შედეგები მოჰყვება ნაადრევ ქორწინებას.
  4. მოზარდის პიროვნული და კარიერული ზრდის ხელშეწყობა, მისი დაინტერესება მისივე ასაკის შესაფერისი საქმიანობით – ჰობით, სხვადასხვა წრეზე შეყვანა, ტრენინგებსა და ზრდაზე ორიენტირებულ სხვა სახის ღონისძიებებზე მისი ხშირი დასწრება.

ნაადრევი ქორწინების საშუალო ასაკად განსაზღვრულია 13-18 წელი, მოზარდობის პერიოდი. პუბერტატის პროცესის მიმდინარეობა აქტიურდება სწორედ ამ ასაკში, იწყება ჰორმონალური ცვლილებები, რაც მოქმედებს მოზარდის ფსიქიკასა და ფიზიოლოგიაზე. ის ხდება მეტად გაღიზიანებული, წინააღმდეგობრივი, მეამბოხე. ეს საკმაოდ რთული და მნიშვნელოვანი პერიოდია მოზარდის ცხოვრებაში მისი შემდგომი განვითარებისათვის.

ნაადრევი ქორწინების რღვევის ყველაზე ხშირი მიზეზია პიროვნული შეუთავსებლობა, როდესაც მოზარდებს ასაკი ემატებათ, მათი ხასიათი ფორმირდება და შესაბამისად პარტნიორები ვეღარ უგებენ ერთმანეთს ემოციურად, ვერ ეწყობიან ფსიქოლოგიურად. ასევე ხშირი მიზეზია სიყვარულისა და ვნების არევა, ქორწინდებიან ვნების გამო, რომლის დაკმაყოფილების შემდგომაც ქრება სიყვარულის ილუზია და შეიძლება ეს გახდეს გაყრის საფუძველი.

მოზარდს არ აქვს ბოლომდე გაცნობიერებული საკუთარი პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობის აღება კი ქორწინებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ საჭიროა მოზარდი ჩამოყალიბდეს სრულფასოვან პიროვნებად და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს ცხოვრებისეულად ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც ხშირ შემთხვევაში იმპულსური სურვილითაა გამოწვეული.

ის თუ რატომ ქმნიან ოჯახებს ნაადრევად შესაძლოა მრავალი მიზეზით იყოს გამოწვეული:

რაც უკვე ვახსენეთ – ვნებას მიიჩნევენ სიყვარულად და დგამენ ამ ნაბიჯს, თუმცა მცირე ხანში აცნობიერებენ, რომ ეს შეცდომა.

შესაძლოა ოჯახში არსებული ყურადღების დეფიციტის კომპენსაცია სურდეთ თავიანთი ოჯახის შექმნით.

ასევე ხშირია მშობლების მიბაძვით მიღებული გადაწყვეტილება – თუ მშობელი ნაადრევად დაქორწინება, იზრდება შანსი, რომ შვილმაც იგივე გაიმეოროს.

არ აქვთ საკმარისად გაცნობიერებული ქორწინების მნიშვნელობა და ამას აღიქვამენ ერთგვარ თამაშად ან აკრძალულ ხილად.

ოჯახის შექმნა ძალიან სერიოზული ნაბიჯი და მნიშვნელოვანი მოვლენაა ადამიანის ცხოვრებაში. ამიტომ სანამ ამ ნაბიჯს გადადგამენ მოზარდები უნდა დაფიქრდნენ, არის ეს სიყვარულით თუ ვნებით ნაკარნახევი, იქნებ მშობლების გავლენისგან გაქცევის ან დამოუკიდებლობის მოპოვების სურვილია. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე მათ კარგად უნდა გაიაზრონ და გააცნობიერონ რამდენად მზად არიან, რა არის ქორწინება, როგორი მზაობა სჭირდება მას და სურთ თუ არა მათ ამ ასაკში დიდ დათმობებზე წასვლა, ოჯახის შენარჩუნებისთვის ბრძოლა.

მნიშვნელოვანია ამ ფაქტორების გათვალისწინებით შეიქმნას პრევეციული  ღონისძიებების მთელი ჯაჭვი. რაც გულისხმობს სწორ განათლებას დაწყებითი კლასიდანვე, პროფორიენტაციაში დახმარებას და სხვადასხვა კუთხით  პიროვნული ზრდის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, საინფორმაცია კამპანიის წარმოებას როგორც მშობლებისთვის, ასევე შვილებისთვის.

რეკომენდაციების ამ სახეზე თანხმდება მრგვალი მაგიდის მონაწილე თითოეული წევრი. შესაბამისად, ინფორმაცია საჯაროა და ყველასთვის ხელმისაწვდომი.

 

მასალა მოამზადა: ნინო თოფურიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

სრულად ნახვა
კვლევებიფსიქოლოგია

რა ხდება ადამიანის ტვინში, როცა ის გმირობას ჩადის?

დაეხმარებოდით თუ არა დაზარალებულ უცნობს ხანძრის დროს, თუნდაც ამით შესაძლოა თქვენს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს?

ეს გახლავთ სცენარი, რომელიც მეცნიერთა გუნდმა ვირტუალური რეალობის სიმულაციაში შექმნა, რათა დაეტესტათ, რა  ხდება ადამიანის ტვინში, როცა ის თავგანწირვით მოქმედებს.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ იმ ადამიანების ტვინებში, რომლებიც სწორად იქცევიან, განსხვავებები არსებობს.

ტრიესტეს გაღრმავებული კვლევების საერთაშორისო სკოლის (სისა) მკვლევარები იმედოვნებდნენ, რომ ალტრუიზმს ნათელს მოჰფენდნენ.

მათმა კვლევამ მონაწილეები ვირტუალურ რეალურ (VR) გარემოში ჩაფლო – ცეცხლმოკიდებული შენობის ევაკუაცია სასწრაფოდ უნდა განეხორციელებინათ.

თითოეულ ადამიანს ეკითხებოდნენ: საკუთარი თავის გადარჩენა სურდა, თუ დაშავებული ადამიანის გადარჩენა.

უმრავლესობამ ალტრუისტული არჩევანი გააკეთა – 65 პროცენტმა სხვისი დახმარების სურვილი გამოთქვა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ვირტუალურ „მეს“ საფრთხე ემუქრებოდა.  ამ ადამიანებს ტვინის მარჯვენა წინა ნაწილი გაფართოებული ჰქონდათ, ანუ ტვინი ის ნაწილის, რომელიც სოციალური ემოციების დამუშავებაში არის ჩართული.

კვლევის შედეგები ჟურნალ ,,Neuropsychologia-ში” გამოქვეყნდა.

ვირტუალური რეალობა არ შეიძლება ალმოკიდებული შენობაში ყოფნის რეალურ საფრთხეს ასახავდეს. მაგრამ მკვლევართა გუნდი შეეცადა სიმულაციას რეალურის მსგავსი რეაქცია გამოეწვია.

მაგრამ კვლევის გუნდი მუშაობდა, რათა დავრწმუნდეთ, სიმულაციური გამოიწვია იგივე სახის რეაგირება, როგორც რეალურ ცხოვრებაში. კომპიუტერის საშუალებით შექმნილი გარემოს ინტენსიური აუდიო-ვიზუალური ნიშნები – როგორიცაა: სიგნალიზაცია, აფეთქებები, ხველა და შოკი- მიზნად ისახავდა მღელვარების, საფრთხსა და შიშის გრძნობის გაძლიერებას.

მონაწილეების ტვინებს მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატით იკვლევდნენ. იტალიელ მეცნიერთა გუნდმა შეძლო მონაწილეთა ქცევის ცენტრალური ნერვული სისტემის გარკვეული ნაწილის ანატომიასთან დაკავშირება.

ინდრაჯით პათილი მორალურ ფსიქოლოგიას სწავლობს, რომელიც ადამიანის მიერ მორალური გადაწყვეტილებების მიღების დროს მასში მიმდინარე ნერვული და ფსიქოლოგიური პროცესების ახსნას ცდილობს.  პათილი აღნიშნული კვლევის წამყვანი ავტორი გახლავთ.

„კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანთა უმრავლესობამ ალტრუისტული გადაწყვეტილება მიიღო, ინდივიდის სურვილი, რომ საკუთარი თავის ხარჯზე დაეხმაროს სხვას საჭიროების დროს, როგორც ჩანს, განპირობებულია სხვაზე ორიენტირებული ზრუნვის მოტივაციით,“ – აცხადებს დოქტორ პატილი, რომელიც ამჟამად ჰარვარდის უნივერსიტეტში მუშაობს.

ექსპერტები დიდი ხანია იკვლევენ ადამიანის მორალურ გადაწყვეტილებას ფილოსოფიიდან აღებული ჰიპოთეტური მორალური დილემის გამოყენებით.

ვირტუალური რეალობის სცენარმა მკვლევარებს ჰიპოთეტურის კონკრეტულად გადაქცევის საშუალება მისცა.

მსგავსი კვლევა მანამდე პლიმითის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს. მონაწილეებს უნდა გადაეწყვიტათ, გასწირავდნენ თუ არა თავს მატარებლის შესაჩერებლად, რომელიც სარკინიგზო ხაზზე მყოფ ხუთ ადამიანს კლავდა.

მონაწილეთა 70 პროცენტმა თავგანწირვისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

 

წყარო: Dailymail

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

სტერეოტიპები და მათი გავლენა ჩვენზე

სტერეოტიპები ყველა დროის პრობლემას წარმოადგენს. დროის ცვლილებასთან ერთად იცვლება ისინიც. ყველა ადამიანს ხალხის გარემოცვაში უწევს ცხოვრების გატარება, შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ხდება საზოგადოების აზრი, სურვილი გვიჩნდება, რომ დავიმსახუროთ მათი მოწონება. ამ ქმედებით ჩვენ გარკვეულ საზღვრებს ვუწესებთ საკუთარ თავებს. სწორედ ასე ყალიბდება სტერეოტიპები.

აღსანიშნავია ამ სიტყვის თავდაპირველი მნიშვნელობაც, ლითონის ყალიბი, რომელიც გამოიყენება დიდტირაჟიანი გამოცემებისათვის.

მაგრამ მაინც, რა არის სტერეოტიპი დღევანდელობაში? ეს არის ფიქსირებული მახასიათებლები და შთაბეჭდილებები, რომლებიც გარკვეული ჯგუფის წარმომადგენლების შესახებ ყალიბდება და რომელთა მეშვეობითაც ხდება ჯგუფის კონკრეტული წევრების აღქმა.

სტერეოტიპები შეიძლება დავყოთ რამდენიმე ჯგუფად. არსებობს ეროვნებასთან, სქესთან, დაავადებებთან, რელიგიურ ჯგუფებთან, ასაკთან, კონკრეტული პროფესიის წარმომადგენლებთან და სხვათა მიმართ.

 

რასიზმი/ეროვნებასთან დაკავშირებული სტერეოტიპები

 რასიზმი სტერეოტიპული აზროვნების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მისი მთელი არსი ყველაფრის გამარტივებაა. იმის აღიარების ნაცვლად, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ჩვენ მათ ჩარჩოში ვაქცევთ და უმრავლესობაზე შთაბეჭდილებას რამდენიმე წინადადებით ვიქმნით. ეს ყველაფერი იდეალურად არის აღწერილი ფილმში ,,მომავლის მწერლები/Freedom writers”, სადაც მოსწავლეები დაყოფილები არიან ეთნიკურ ჯგუფებად (აფროამერიკელები, აზიელები, ლათინოამერიკელები, თეთრკანიანები და სხვ.), განსჯიან სხვა ჯგუფის წარმომადგენლებს სტერეოტიპებით და ღიზიანდებიან, როდესაც გაკიცხვის საგანი თვითონ ხდებიან. ეს ყველაფერი მათ საკუთარი თავის რწმენას აკარგვინებს. ფილმში ნაჩვენებია თუ როგორ პოულობენ თავიანთ თავებს, ერთიანდებიან და ურთიერთპატივისცემას სწავლობენ.

 

გენდერული სტერეოტიპები

გენდერული სტერეოტიპები არის შეხედულებები, წარმოდგენები, ცრურწმენები ქალისა და კაცის სოციალური როლის, შესაძლებლობების, დანიშნულების, სტატუსის შესახებ, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. ამ თემასთან დაკავშირებით წინსვლა შესამჩნევია, მათი ნაწილი დამსხვრეულია და ბრძოლა დღესაც აქტიურად მიმდინარეობს. თუმცა გენდერული სტერეოტიპები მაინც აქტუალური პრობლემაა. ქალები დაიღალნენ, რომ სუსტ სქესად აღიქმებიან, რომ ხალხს მათ ინტელიგენტურობაში ეჭვი ეპარება, რომ ყველას ზედმეტად ემოციურები ჰგონიათ, რომ არაფემინურებად მიიჩნევიან კონკურენტუნარიანობის შემთხვევაში. მამაკაცებსაც აწუხებთ, რომ მათგან ყოველთვის სიძლიერეს ელიან, რომ მაღალ სტანდარტებს უწესებენ, რომ საზოგადოებაში ემოციების გამოხატვის უფლება არ აქვთ და სხვა. ამ სტერეოტიპების ნაწილის დამსხვრევა ნაჩვენებია მოკლემეტრაჟიან ფილმში “მე აქ ვარ/I’m here”. საოცარია, რომ ბიჭი რობოტის სხეულის ყველა ნაწილი იდეალურად მოერგო გოგონა რობოტისას.

 

სტერეოტიპები დაავადებების მიმართ

ჩვენ ყველანი ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ და ვაწყდებით სტერეოტიპებს ზოგჯერ ისე, რომ ვერც ვაცნობიერებთ, თუმცა სტერეოტიპები დაავადების მიმართ ალბათ ყველაზე სასტიკია. შესაძლოა ადამიანი განსაჯო იმის გამო, რომ მისი აზრები, გემოვნება, შეხედულებები შენსას არ ემთხვევა, მაგრამ ადამიანის გაკიცხვა იმისათვის, რაზეც არანაირი გავლენის მოხდენა შეუძლია ყველაზე არაჰუმანური საქციელია. ფილმში – ,,კლასის წინ/Front of the class”,  სწორედ ამ თემაზეა საუბარი. ქრონიკული დაავადების, ტურეტის სინდრომის მქონე ადამიანი მიზნად ისახავს გახდეს მასწავლებელი. ფილმში ნაჩვენებია ყველა ის პრობლემა, რომელსაც ბრედლი გზაზე აწყდება. იგი განსჯის საგნად იქცევა იმ დაავადების სიმპტომების გამო, რომლითაც დაიბადა.

ეს არის სტიგმა. სამწუხაროდ, ისეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, რომელშიც თუ ხელს მოიტეხ ყველა გითანაგრძნობს, მაგრამ თუ რაიმე ფსიქოლოგიური დაავადება გაქვს, ხალხი გერიდება, უარგყოფს. ჩვენი ყველა ორგანოს დაზიანება მისაღებია ტვინის გარდა. ბულემია არ არის გრძელთმიანი ლამაზი გოგონა ტრაგიკული სახით, რომელიც თავს ინადგურებს. ანორექსია არ არის გამხდარი ადამიანი, რომელიც დესერტზე უარს ამბობს. დეპრესია არ არის დაისზე მიშტერებული მოდელი ცრემლებისგან გადღაბნილი მაკიაჟით. პანიკური შეტევა არ არის შენი სახის საყვარელ ბალიშში ჩარგვა და ტირილი. მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები სულაც არ არის ლამაზი და საოცარი. ისინი შენ განსხვავებულ ადამიანად არ გაქცევენ. ისინი არიან მონსტრები, რომლებიც ცხოვრებას ანადგურებენ, ასე რომ უბრალოდ შევწყვიტოთ მათი შესაძლებლობების არდაფასება. როგორც სხვა დანარჩენს, ჩვენ ბოლომდე ვერასდროს ჩავწვდებით ამ ყველაფრის არსს,  სანამ ჩვენ თვითონ არ ვიქნებით მათ ადგილას. და მაშინაც დრო დასჭირდება სიტუაციის გააზრებას.

არ მინდა, რომ ბრბომ გადაწყვიტოს თუ ვინ ვარ, ეს მე თვითონ უნდა ავირჩიო!

 

მასალა მოამზადა: სალომე ციმაკურიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინაფსიქოლოგია

დაღლილობა, მისი ცუდი მხარეები და თავიდან აცილების გზები

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველამ ვიცით, მუშაობის ღირებულება და ის საზღვრები და ლიმიტი, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ იმისთვის, რომ არ გადავიღალოთ, ხშირ შემთხვევაში, მაინც გვიწევს ნორმაზე მეტი მუშაობა, რაც გადაღლილობასა და სტრესს იწვევს.საუკეთესო ლიდერებმა და მუშაკებმაც იციან, რომ თუ ადამიანი არ გამოყოფს გარკვეულ დროს დასვენებისთვის და ძალების აღდგენისთვის, იზრდება იმის შანსი, რომ გადაღლილობამ პიკს მიაღწიოს, მით უმეტეს, თუ მუშაობ სწრაფ და კონკურენტუნარიან ინდუსტრიაში.

Ink.com–მა შემოგვთავაზა ის სამი საშუალება, რომელიც მოგვეხმარება თავიდან ავიცილოთ გადაღლილობა.

1.თქვენ გრძნობთ თავს გათიშულად, უენერგიოდ და არაინტენსიურად.

ერთ–ერთი ყველაზე იოლი გზა ვუთხრათ არა იმ რაღაცებს, რაც ჩვენს გადაღლილობას იწვევს არის ის, რომ მეტი დრო დავუთმოთ ძილს, ძილის დროს ადამიანი ყველაზე კარგად ისვენებს და ამარაგებს საკუთარ თავს ენერგიებით. სიფრთხილე ერთ–ერთი ყველაზე საჭირო რამაა ენერგიების დაზოგვისთვის, ჩვენ ფრთხილად და წინდახედულად უნდა მოვიქცეთ, კარგად ავწონ-დავწონოთ ჩვენი ვალდებულებები და რაც შეიძლება მარტივი გზით ვიმოქმედოთ.

2.ჩვენ ყველანი დაღლილები ვართ

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმრავლესობა თავს ძალიან დაღლილად გრძნობს, მეცნიერებმა თქვეს, რომ ადამიანს აქვს იმაზე ბევრად მეტი შესაძლებლობა, ვიდრე ჰგონია, შეიძლება, რომ მცირე დატვირთვამაც გამოიწვიოს დაღლილობა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ადამიანის ხასიათთან გვაქვს საქმე, რადგან არსებობენ პიროვნებები, რომლებიც დიდი ძალისხმევის დაკარგვის შემდეგაც კი ვერ გრძნობენ დაღლილობას და პირიქით, ეს ყველაფერი ხასიათთანაა დაკავშირებული.

3.თქვენ ხშირად ავადმყოფობთ

დაღლილობა არა მარტო ადამიანის ხასიათსა და გონებას ვნებს, არამედ ფიზიკურადაც სპობს ჩვენს მდგომარეობას, აქვეითებს იმუნიტეტს, რაც უადვილებს ვირუსებს ჩვენ ორგანიზმს მიაყენონ ზიანი. თუ გაინტერესებთ, რატომ ვერ აღწევთ საუკეთესო შედეგს, რომელიც თქვენს ორგანიზმს შეუძლია, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ესეც გადაღლილობის და არასწორად გადანაწილებული ძალსხმევის ბრალია.

 

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიფსიქოლოგია

 9 ფსიქოლოგიური ხრიკი იმისთვის, რომ მივიზიდოთ ადამიანთა ყურადღება

 

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ასხივებენ ისეთი დონის მაგნიტურ მიმზიდველობას, რომელიც თითოეული პიროვნების ყურადღებას იპყრობს. ამ უკანასკნელთ სურთ, რომ მიემსგავსნონ თავიანთ ეტალონს, შეძლონ მათთან მეგობრობა, მიაღწიონ მათ მიერ აღიარებას, ან -დაიკავონ მათი ადგილი.  არსებობს ცხრა ხრიკი, რომელიც დაეხმარება ზემოაღნიშნულ ადამიანებს იმაში, რომ გახდნენ მათი რჩეულის მსგავსნი.

 

იმიჯი(ინდივიდუალურობა)

პიროვნებას სჭირდება იმიჯი, რომელიც ხაზს გაუსვამს თავის ინდივიდუალურობას და გამოარჩევს სოციუმისგან. მეტიც, საჭიროა, უნიკალური თვისებები, რომელიც მხოლოდ ერთ ადამიანს ექნება. სწორედ ეს უკანასკნელნი ეხმარებიან ადამიანს, რომ გახდეს გამორჩეული და თავი უცხოებსაც კი დაამახსოვროს. სულაც არაა საჭირო, რომ იყო ლამაზი, რადგან ინდივიდუალურობა შესახედაობით არ განისაზღვრება. უცნაურად ჟღერს, მაგრამ უნიკალურობა შესაძლოა ყველაზე შეუხედავ ადამიანშიც კი იყოს. ეს ერთი შეხედვით შეუმჩნეველი  თვისებები ყოველ მოძრაობაში, ჟესტში, სახის გამომეტყველებაში ჩანს. სწორედ ამიტომაა ის უნიკალური. იმიჯი ერთგვარი სტილია, რომელიც ყველა ადამიანის პიროვნულ თვისებას განსაზღვრავს. მაგალითი ამისა ბევრია:

  •  ჩარლი ჩაპლინი – ულვაში, სმოკინგი, ხელჯოხი;
  •  ტილდა სუინტონი – ასექსუალობა, არანაირი მაკიაჟი;
  •  უინსტონ ჩერჩილი – სიგარა;
  • იოსებ სტალინი – ულვაში, ჩიბუხი, აქცენტი;
  • ადოლფ ჰიტლერი – ორიგინალური ფორმის ულვაში, ინტონაცია;
  • დიტა ფონ ტიზი-წითელი პომადა, 40-იანების ჩაცმის სტილი;
  • მერლინ მონრო-გამოკვეთილი ქალური ფორმები, თმის ფერი;
  • სალვადორ დალი-ულვაში, სახის გამომეტყველება.

 

ოცნება/მიზნები

რათა საზოგადოებას გავუღვივოთ სურვილი იმისა, რომ გვემსგავსნონ ჩვენ, პატივი გვცენ და გააღმერთონ ჩვენი პიროვნული თვისებები, საჭიროა ჩვენში არსებობდეს მიზანი არსებობისა.  ამ უკანასკნელში ბევრი რამ მოიაზრება, კერძოდ, ამბიციები, მიზნები, ოცნებები, რომლებიც ხორციელდება, სურვილი იმისა, რომ სამყარო უკეთესობისკენ შეიცვალოს და ა.შ.  ესაა ბრძოლა უკეთესი ცხოვრებისთვის.  არსებობს მოსაზრება, რომ ადამიანი ოცნების გარეშე ემსგავსება წიგნს, რომელშიც  არ დევს დედააზრი. ჩნდება კითხვა: იარსებებს კი სურვილი იმისა, რომ აღნიშნული წიგნი წავიკითხოთ? პასუხი მარტივია.

 

თავდაჯერებულობა

იმისთვისç რომ ვიყოთ თავდაჯერებულნი, საჭიროა, არსებობდეს ჩვენში ქარიზმა. მხოლოდ მამაც ადამიანს შეუძლია პრობლემების გადაჭრა და გადაწყვეტილებების მიღება, ოცნებების ახდენა და მიზნებს მიღწევა.  მხოლოდ საკუთარი თავის ნდობით, საკუთარი ძალისხმევით, შრომითაა შესაძლო წარმატების მიღწევა.  ასეთ ადამინს შეუძლია დაეხმაროს სხვებსაც, მათი გასაგები ენით აუხსნას ყოველივე და გზა გაუკაფოს წარმატებისკენ.  ყველა, ვინც კი თავდაჯერებული პიროვნების გარშემო ტრიალებს, გრძნობს ამ ხასიათს, რადგან იგი ჩანს, როგორც საუბრის მანერაში, ასევე ქმედებებშიც.  რათა ლაპარაკის დროს უკეთ წარმოვაჩნოთ თავდაჯერებულობა, უკეთესი იქნება რომ თავიდან ავიცილოთ შემდეგი ფრაზები: ვიმედოვნებ, სავარაუდოდ, ალბათ და სხვ.

 

კამათის დავიწყება

გაუჩნდება კი ვინმეს სურვილი, რომ მიბაძოს ისეთ ადამიანს ვინც სულ წუწუნებს ან კამათობს? რა თქმა უნდა, არა! ქარიზმულ ადამიანი მუდამ პოზიტიურად განწყობილი უნდა იყოს. კრიტიკა, წუწუნი, ჩივილი, კამათი მისთვის უცხოა. სწორედ ამ უკანასკნელ ქმედებებს შეუძლია ადამიანის ნეგატიურად დამუხტვა და წარმატებისკენ სწრაფვის შენელება.  მაშინაც კი, როდესაც ჩვენს ცხოვრებაში რთული პერიოდი დგას, უნდა გავიღიმოთ, რადგან იგი გვეხმარება სამყაროს, საკუთარი არსებობის უკეთესობისკენ შეცვლაში.

 

საუბარი ხელებით

ხელების გამოყენება საუბრის ხელს უშლის ორატორს, რომ წარმოაჩინოს თავდაჯერებულობა.  თითოეული ქმედება უნდა იყოს განსაზღვრული იმისთვის, რომ მსმენლის ყურადღება არ გაიფანტოს. სხეულის ნაწილების გამოყენება კი ხელს შეგვიშლის იმაში, რომ საკუთარი აზრი ნათლად ჩამოვაყალიბოთ.  კარგი იქნება, რომ საკუთარი თავები წარმოვიდგინოთ ჰოლივუდის ვარსკვლავების ამპლუაში და მოვიქცეთ ისე, თითქოს წითელ ხალიჩაზე მივდივართ.

 

კარგი მეზღაპრე

ცნობილია, რომ ადამიანთა უმეტესობას სჯერა იმის, რომ იყო ამბის კაგრი მთხრობელი – ნამდვილად ღვთის საჩუქარია.  ეს სულაც არ არის ასე, რადგა ზემოაღნიშნული ქმედება არაა ტალანტი. მეზღაპრეობა უბრალო უნარია, რომლის გამომუშავებაც ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია.  საჭიროა თავდაჯერებულობა აქაც ვახსენოთ, რადგან ის საუბრის მანერის აუცილებელი კომპონენტია. საყურადღებოა იუმორის გრძნობაც, რომელიც ამბავს უფრო მიმზიდველსა და საინტერესოს ხდის.  კარგი იქნება, თუ ისტორიის თხრობისას თვითირონიულობასაც დავურთავთ, რადგან იცინო საკუთარ სუსტ მხარეებზე, კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ეს მინუსები გამოსწორდეს, არ უნდა დავივიწყოთ ემოცია, სხეულის ენა და პოზიტიურობა. გული არ გაიტეხოთ იმიტომ, რომ ვიღაცას თქვენ მიერ მოთხრობილი ამბავი ან ხუმრობა არ მოსწონს.

 

არ იყურო აქეთ-იქით

ცუდია, როცა ვინმეს ესაუბრები და მას არ უყურებ. ეცადე აღნიშნულ პიროვნებას ყოველთვის თვალებში უყურო.  ხანდახან ერთ გამოხედვასაც კი შეუძლია გამოასხივოს ათასგვარი ემოცია, წამოთქვას წარმოუთქმელი სიტყვები. გქონდეს თვალთა კონტაქტი მოსაუბრესთან აუცილებელი რამაა, რათა გამოიჩინო ყურადღება და აგრძნობინო მოსაუბრეს, რომ დაინტერესებული ხარ მისი მონათხრობით. აუცილებელია საუბრის დროს თავი ავარიდოთ ტელეფონის გამოყენებას.

 

ისწავლე სხვების მოსმენა

საჭიროა გახსოვდეს, რომ შენ არ ხარ ერთადერთი და არსებობს მილიონობით სხვადასხვა აზრი. ჭკვიანი და წარმატებული ადამიანი ინტერესდება სხვათა შეხედულებებითაც. მოუსმინო სხვას ყურადღებით – ერთგვარი კულტურაა.  იყო კარგი მსმენელი – დაარწმუნებს სხვებს საკუთარი თავის საჭიროებაში. რა თქმა უნდა, ყოველ სიტყვას ვერ დაიმახსოვრებ, მაგრამ მოლაპარაკეს სახელის დამახსოვრებაც კი მნიშვნელოვანია.

 

სარკის ეფექტი

სარკის ეფექტი არის ადვილი ხერხი იმისთვის, რომ დახვეწო სახის გამომეტყველება, საუბრის მანერა, ინტონაცია. ეს საშუალება ამართლებს, რადგან დაფუძნეულია ნარცისიზმზე.  ეს ხერხი ამართლებს მაშინაც, როცა სხვა პიროვნებების მიმიკების დამახსოვრება გვსურს. მაგალითად მაშინ, როცა რომელიმე ცნობილი პიროვნება მოგვწონს და მისი სახის გამომეტყველების შეძენა გვინდა.

 

დაბოლოს, ის რაც შენშია, ინდივიდუალური თვისებები, გხდის მეტად მიმზიდველს, მომხიბვლელს, ძლიერსა და დასამახსოვრებელს.

 

წყარო: brightside.me

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

რატომ საბავშვო ბაღი? – რეკომენდაციები მშობელებს ფსიქოლოგებისგან

საზოგადოებაში განსხვავებული აზრები მუსირებს იმის თაობაზე თუ, რომელ ასაკში უნდა მივიყვანოთ ბავშვი საბავშვო ბაღში ან საერთოდ, უნდა მივიყვანოთ თუ არა. როგორ შევარჩიოთ ბაღი და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ბავშვების ჯანსაღი სოციალიზაციისთვის. ამ თემაზე  ფსიქოლოგებს  აქვთ პასუხი.

ფსიქოლოგი ნინო კერესელიძე:

,,ადამიანი დაბადებიდან გარდაცვალებამდე მუდმივად განვითარების პროცესშია. მისი განვითარება 3 სფეროს ეხება: ფიზიკურს, კოგნიტურს (შემეცნებითს) და ფსიქო-სოციალურს.

ფსიქო-სოციალური განვითარების პროცესში, ადამიანი გადის რამოდენიმე სტადიას. ფსიქოსოციალური განვითარების სტადია ეს ცხოვრების ეტაპია, რომლის დროსაც ადამიანი იძენს ცხოვრებისეულ გამოცდილებას და ამ გამოცდილებით გამდიდრებული ეგუება ან ერგება სოციალურ გარემოს. ეს შეძენილი გამოცდილება, კი განსაზღვრავს მის პიროვნულ ცვლილებას ანუ განვითარებას.

2-6 წელი ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია ბავშვის ცხოვრებაში. ამ პერიოდში ბევრი სოციალური, კოგნიტური და ემოციური ამოცანის გადაჭრის წინაშე დგება, რომელთაც ის თავისი შესაძლებლობებით, მიღწევებით, შეძენილი ცოდნითა და უნარებით უნდა დახვდეს და დაძლიოს კიდეც.

იმისათვის, რომ ბავშვს მიეცეს დამოუკიდებლობის განცდა, აუცილებელია, იგი მივიყვანოთ საბავშვო ბაღში, რადგან ეს მისთვის ის პირველი მნიშვნელოვანი დაწესებულებაა, რომელშიც ოჯახის შემდეგ უხდება შეგუება, დღის ხანგრძლივი პერიოდის გატარება მშობლების გარეშე თანატოლებთან და სხვა უფროსებთან ერთად. ამ დაწესებულებაში, აგრძელებენ ბავშვები იმ ჩვევებისა და ქცევის ათვისებას, იმ ღირებულებების, შეხედულებებისა და ნორმების გამოკვეთას და ჩამოყალიბებას, რომლებიც გაზიარებულია და სასურველია იმ გარემოსთვის, რომელშიც ბავშვი ცხოვრობს და ვითარდება. ეს სწორედ იმ პროცესის სათავეა, რომელსაც სოციალიზაციას ვეძახით და იგი მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე გრძელდება. სოციალიზაციის განმსაზღვრელი ფაქტორების როლში გამოდიან ამ პროცესში ჩართული ადამიანები და სოციალური ინსტიტუტები – ოჯახი, მშობლები, და-ძმები, თანატოლები, საბავშვო ბაღი, პედაგოგები, სკოლა, აღმზრდელები, ეკლესია, ტელევიზია და ა.შ.

საბავშვო ბაღში, მის ირვლივ თავმოყრილ საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესში, ბავშვი აცნობიერებს და აღმოაჩენს, რომ ის ძველებურად აღარ არის მიჯაჭვული მშობელზე, აღმზრდელზე და დამოუკიდებელი აზრები გააჩნია. მას უკვე შეუძლია თავად იმოქმედოს, დაგეგმოს თავისი ნაბიჯები და ქცევა. ბავშვი თვითონ წყვეტს როდის ითამაშოს და როდის არა, როდის ჭამოს, რა ჭამოს, რა ჩაიცვას და ა.შ. ეს ბავშვის ის ეტაპია, როდესაც ის საკუთარ ნებას ავლენს და დამოუკიდებლობისკენ პირველ ნაბიჯებს დგამს.

მიტომ, ნუ შეშინდებით, მშობლებო, თამამად შეიყვანეთ ბავშვები საბავშვო დაწესებულებებში, ვინაიდან თქვენ შეუწყობთ ხელს მის გონებრივ თუ ფიზიკურ განვითარებას და უფრო მეტად განუვითარებთ მას, იმ ჩვევებს, რაც საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის დასჭირდება სამომავლოდ. სწორედ ამიტომ, „დავითიანნის“ მშობელთა სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა მშობლის კომუნიკაციას და დამოკიდებულებას შვილთან. ასევე ვმუშაობთ ისეთ საკითხებზე როგორიც კრიზისებია და მათი მოგვარება. ზოგადად მნიშვნელოვნად ვთვლი მშობლებს გააზრებული ქონდეთ, რომ ბავშვის აღზრდა მარტო ჩაცმა და გამოკვება არაა, რომ ბავშვს სჭირდება სწორი და ჯანსაღი დამოკიდებულება მშობლისგან, რაც ხშირ შემთხვევაში მშობლბმა არც იციან და არც ინვესტიციას დებენ საკუთარ განვითარებაში. ბავშვისთვის, კი მნიშვნელოვანია ყავდეს მშობელი, რომლმაც იცის ბავშვთან მოქცევის შესახებ, მინიმუმ ერკვევა ისეთ საკითხებში როგორიცაა, დასჯის ალტერნატივა, მიჯაჭულობა ან თუნდაც როგორ მოიქცეს, როდესაც ბავშვს საბავშო ბაღში წასვლა არ სურს. ამ საკითხების სწავლება ხდება სწორედ „დავითიანნის“ მშობელთა სკოლაში, ძალიან მიხარია, რომ უკვე არაერთმა მშობელმა გამოთქვა მონდომება გამხდარიყო უკეთესი, მეტი ესწავლა და ეშრომა ისევ თავისი შვილებისთვის.“

ნინო ახალაია ბავშვთა ფსიქოლოგი ნინო ახალაია:

,,პატარასთვის საბავშვო ბაღის სწორად შერჩევა, სადაც დაცული იქნება მისი ფსიქოლოგიური და ფიზიკური უსართხოება, ძალიან საპასუხიმგებლო და მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც მშბელმა მაქსიმალური სიფრთხილით უნდა გადაჭრას. საჭიროა ბევრი საკითხის გათვალისწინება. სახლიდან რა მანძილზეა საბავშვო ბაღი, პატარას დაღლა არ ღირს გზაში, არც საკუთარი სახლის ეზოს გადაღმა მდებარე ბაღია რეკომენდებული –პატარებს ძნელად ესმით თუ კი სახლი აქვეა, რატომ უნდა იყოს ბაღში და არა სახლში. მნიშვნელოვანია, როგორი ეზო აქვს საბავშო დაწესებულებას და დღეში რამდენჯერ იგეგმება ბავშვების სუფთა ჰაერზე გაყვანა.

საყურადღებოა ჯგუფში ბავშვების რაოდენობა, არც ძალიან ცოტა და არც ძალიან ბევრი. ნათელი ოთახი, რომელიც ხშირად ნიავდება და არის საკმარისი ადგილი მოძრავი თამაშებისთვისაც. ცხადია, მენიუსაც უნდა მიექცეს ყურადღება. ყველაზე მთავარი კი არის ის, თუ რა დრო ეთმობა თამაშს, ჯგუფურ აქტივობებს, ვარჯიშს. ჯგუფის წამყვანი არის აღმზრდელი, რომლის პიროვნულ თვისებებზე და პროფესიულ კვალიფიკაციაზე არის დამოკიდებული ბავშვის ჰარმონიული განვითარება, პიროვნული ზრდა. პატარები აღმზრდელს ხშირად დედისეულ გრძობებს მიაწერენ და მათი განცდები მეტისმეტად ფაქიზია, ამიტომ ტრავმირება ადვილად ხდება.“
წყარო: http://www.ttimes.ge
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი  – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

ბულინგის თემაზე ,,დავითიანნის” ფსიქოლოგიის ცენტრში მრგვალი მაგიდა შედგა

18 თებერვალს ,,დავითიანნის” ფსიქოლოგიის ცენტრში ჩატარდა მრგვალი მაგიდის ფორმატის მომდევნო შეხვედრა, რომელსაც უძღვებოდა მოწვეული ფსიქოლოგი ელიზავეტა სოლოღაშვილი. მრგვალი მაგიდა შეეხებოდა ბულინგის თემას.

მრგვალ მაგიდაზე დამსწრეებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები. შეხვედრა იყო თავისუფალი დასწრების და ინტერაქციული ხასიათის. შეხვედრაზე ელიზავეტა სოლოღაშვილმა  ისაუბრა ბულინგის მნიშვნელობასა და დეფინიციაზე; ბულინგის სახეებსა და მათ შინაარსზე; ასევე მოიყვანა კონკრეტული მაგალითები სასკოლო ცხოვრებიდან; შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა – მასწავლებელთა მიერ განხორციელებული ბულინგი; ვინ არის ბულერი? რა თვისებებსა და მახასიათებლებს ატარებს ის? ვინ არის მსხვერპლი და რა თვისებები გააჩნია მას? და ბოლოს, ის შეეხო ბულინგის პრობლემის პრევენციის საკითხსაც. ბულინგი ეს არის ხანგრძლივი ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობა, ერთი ინდივიდის ან ჯგუფის მხრიდან, მეორე ინდივიდზე, რომელსაც არ შეუძლია თავის დაცვა კონკრეტულ სიტუაციაში.

მოძალადის ტიპური მახასიათებლებია:

• აქვთ სხვებზე ბატონობის მოთხოვნილება.

• არიან იმპულსურები და ადვილად ბრაზდებიან.

• ხშირად აგრესიულად და გამომწვევად იქცევიან უფროსების მიმართ.

• მსხვერპლის მიმართ არ განიცდიან თანაგრძნობას.

• თუ მოძალადე (bully ) ბიჭია, მაშინ ის ფიზიკურად ძლიერია.

ბულინგის მსხვერპლი ბავშვის ტიპიური მახასიათებლებია:

  •  არიან მორიდებულები, ჩაკეტილები, მგრძნობიარენი.
  •  ახასიათებთ მაღალი შფოთვა.
  • აქვთ დაბალი თვითშეფასება.
  • მიდრეკილნი არიან დეპრესიისადმი და თავის თანატოლებთან შედარებით ხშირად ფიქრობენ თვითმკვლელობაზე.
  • არ ჰყავთ ახლო მეგობარი. უკეთ ურთიერთობენ უფროსებთან, ვიდრე თავის თანატოლებთან.
  • თუ ბიჭია, მაშინ ის თავის თანატოლებთან შედარებით, ფიზიკურად სუსტია.

გამოიყოფა ბულინგის 4 სახე: ფიზიკური, ვერბალური, ფსიქოლოგიური და კიბერბულინგი.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

როგორ ამოვიცნოთ ფსიქოპათი?

11 თებერვალს ,,დავითიანნის” ფსიქოლოგიის ცენტრში გაიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა თემაზე ,,დღევანდელი საქართველო და ფსიქოპათია”. შეხვედრას ესწრებოდნენ ფსიქოლოგები, თერაპევტები, მომავალი ფსიქოლოგები და ჟურნალისტები. შეხვედრის განმავლობაში განიხილეს ფსიქოპათიის ფსიქოლოგური, სოციალური და სომატური საფუძვლები.

 

ფსიქოპათია განიხილება როგორც ნორმასა და ფსიქიკურ დაავადებას შორის მდგომარეობა. შესაბამისად  ფსიქოპათიის დიაგნოზი არ ისმება. განვითარებულ ქვეყნებში ფსიქოპათებს იკვლევენ  და მკურნალობენ საპატიმროებში. მათი ტვინის აგებულება არაფრით არ განსხვავდება სხვა პოპულაციის ტვინის აგებულებისგან, თუმცა კვლევისას ჩანს, რომ ტვინის გარკვეული უბნები არ რეაგირებენ გარკვეულ გამღიზიანებლებზე.

ფსიქოპათები კარგად იცნობენ ადამიანის ფსიქიკას, კარგად იციან როგორ ითამაშონ საზოგადოებისთვის მისაღები და მომხიბვლელი როლი და მოახდინონ ზემოქმედება. მათ არ სჭირდებათ მეგობრები, მათ უნდათ ჰყავდეთ ფანები. ფსიქოპათი შორიდან აკვირდება მსხვერპლს, სწავლობს მის სუსტ მხარეებს და შემდეგ მოულოდნელად ესხმის თავს.

  რა ახასიათებთ მათ?

ფსიქოპათებს ვხვდებით ყველგან, ისინი არც ისე ცოტანი არიან, თუმცა არც ისე ადვილია მათი ამოცნობა. მათ არ გააჩნიათ ემპათიის უნარი და არ აქვთ ემოციები, არავითარი ადამიანური განცდები. მათ აქვთ დაუოკებელი სურვილი, გავლენა ჰქონდეთ ადამიანებზე, იყვნენ გამორჩეულები და ყურადღების ცენტრში. მათ არ უჩნდებათ ადეკვატური ემოციები ამა თუ იმ სიტუაციაში, თუმცა სწავლობენ და ძალიან კარგად აკეთებენ ნებიმიერი ემოციის იმიტაციას. ისინი თამაშობენ იმ ნორმებთან შესაბამის ემოციის გამოხატვას, რაც გარკვეულ საზოგადოებაში და გარკვეულ სიტუაციაში სჭირდებათ. მაგალითად,  დასაფლავებისას, თუმცა მათ არ ესმით რატომ აქვთ ასეთი განცდები ადამიანებს რეალურად.

არავითარი სინანული. რაც არ უნდა ჩაიდინონ, არ ნანობენ. მათ არ შესწევთ თვითანალიზის უნარი და, შესაბამისად, ვერ წარმოუდგენიათ, რომ მათი ქცევა სხვისთვის დამაზიანებელი შეიძლება იყოს.

ზედაპირულობა. მათ არ შეუძლიათ გატაცებულები იყვნენ რამით. მათ შეუძლიათ ისწავლონ  დაკვრა ტექნიკურად, მაგრამ არ შეუძლიათ ეს ჰობის დონეზე აკეთონ, რადგან ამას სჭირდება ემოციები. ისინი გატაცებულები და აღფრთოვანებულები არიან მხოლოდ საკუთარი თავით. მათი დასწავლილი ქმედებები იმდენად ზედაპირულია, რომ მალე ჰბეზრდებათ ერთი და იმავე  რამის კეთება.  მათი დანაშაულებრივი ქმედებები მოტივირებულია ჭარბი ნეიროფსიქოლოგიური, მღელვარებებისა და ემოციური აღგზნებადობის საჭიროებით მომაბეზრებელი ერთფეროვნებიდან თავის დასაღწევად.

განდიდების მანია. ნაკლები შინაგანი სიღრმის და ზედაპირულობის მიუხედავად მათ არ აკლიათ თვითდაჯერებულობა. ისინი საკმაოდ თავდაჯერებულები არიან და ცხოვრობენ იმ შეგნებით, რომ ღმერთები არიან.

უპასუხისმგებლობა. მათ არ აქვთ პასუხისმგებლობის განცდა რადგან ისინი არასოდეს არ მიიჩნევენ თავს დამნაშავედ. მთელი სამყაროა დამნაშავე მათ პრობლემებში.

იმუპლსური ქცევა. მათ სწორად მიაჩნიათ ის, რაც მათ უნდათ და თუ სხვას არ უნდა ის, რაც მათ სურთ, მათი ქმედება არის სწორი და მსხვერპლის-  არასწორი. თუ მათ ვინმესთან სექსი უნდათ და მას ეს არ სურს, გაუპატიურება სწორია, იმიტომ რომ მათ ეს სურთ.

დაუოკებელი სურვილი მოტყუების. ფსიქოპათების გარეშე სამყარო გაცილებით წესიერი იქნებოდა. ადამიანი როცა იტყუება ოფლიანდება, ღელავს და ა.შ ფსიქოპათებისთვის კი ეს ბუნებრივი მდგომარეობაა, მათთვის ტყუილი არის როგორც სუნთქვა. ატყუებენ სიცრუის დეტექტორსაც, რადგან არ აღენიშნებათ სიცრუისთვის დამახასიათებელი რეაქციები. სიცრუის ოსტატობით გააოცებენ გამოცდილ ფსიქიატრებს და სხვა ფსიქოპათებს.

მანიპულირება. ისინი იტყუებიან სწორედ იმიტომ, რომ მართონ, მანიპულირებენ ემოციებით და მსხვერპლის განცდებს მათსავე საწინააღმდეგოდ იყენებენ. თამაშობენ მსხვერპლის ემოციებს და მას მიაჩნია ის მსგავსად ან ემპათიურად, ამიტომ იზიდავს მას და სიახლოვის განცდას უჩენს. ცდილობენ წონასწორობიდან გამოიყვანონ, რომ ნათლად აზროვნება აღარ შეეძლოს და აირიოს. არაადამიანურად ზემოქმედებენ მტკივნეულ მხარეზე და ტრავმას ამძიმებენ ფსიქიკური შოკით.

ასოციალური ქცევა. სოციუმისთვის მიუღებელი ქცევები მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს, როგორიცაა დაბინძურება, ვანდალიზმი, დაუნდობლობა, ცხოველების წამება, სამყაროსთვის მავნებლობა.

ნარცისიზმი. არის ნარცისების ორი ტიპი: სხეულებრივი და სულიერი. სხეულებრივი – შეყვარებული არიან სხეულზე, ახდენენ კუნთების დემონსტრირებას, ეამაყებათ თავიანთი სექსუალურობა და ხშირად არიან ნარკოტიკებსა და სექსზე დამოკიდებულები. სულიერი ნარცისები – ამპარტავნები, ყველაზე ჭკვიანები. მათ სჭირდებათ სტატუსი, რომ სხვები მის სახელს აღიარებდნენ. მათთვის ნორმალურია ურთიერთობიდან ცალმხრივი სიამოვნების მიღება და თუ ეს აღარ არის მიმზიდველი, მაშინვე ტოვებენ პარტნიორს.

ახასიათებთ პოპვარსკვლავებს, ასევე მრავლად ვლინდება ანტიკურ მხატვრობაში. ფსიქოპათია ან მისი მახასიათებელი ნიშნები აქვს ბევრ მნიშვნელოვან პიროვნებას წამყვან პოზიციებზე.

მსხვერპლი. პროფესიონალი ქალი ფსიქოპათები კარგად თამაშობენ მსხვერპლის როლს, თუმცა ამ ნიღბის მიღმა გამანადგურებელი მხეცი იმალება. ისინი ერთდროულად თამაშობენ სხვადასხვა სასიყვარულო თამაშს ემოციებით, ფულის ან სხვა გამორჩენის მიზნით.

თაღლითი. ყველა თაღლითი არაა ფსიქოპათი, მაგრამ ფსიქოპათი თაღლითი ძალიან დამაჯერებელია. ისინი განსხვავდებიან ინტელექტის დონით და, შესაბამისად, მათი ინტერესის სფერო და მოქმედების არეალი სხვადასხვა დონისაა.  საშიშია მაღალი ინტელექტის მქონე ფსიქოპათი.

ფსიქოპათი თუ სოციოპათი. ხშირად აიგივებენ და ერევათ ერთმანეთში ეს ორი ცნება, თუმცა სოციოპათი ფსიქოპათისგან განსხვავდება. სოციოპათი მკვეთრად გამოხატული ანტისოციალური ქცევით გამოირჩევა. მას უწოდებენ ანტისოციალურ მონსტრს. ეს შესაძლოა იყოს სერიული მკვლელი, პედოფილი, სადისტი, ტერორისტი. ისინი ხშირად პროფესიონალი კრიმინალები არიან. მათ ახასიათებთ ზიზღის გამომხატველი მანერა და დაბინდული მზერა. ისინი გამანადგურებლად საშიშები არიან. ფსიქოპათიც ასევე სოციუმის მონსტრია ლამაზი ნიღბით. ის მოქმედებს ფარულად და სოციოპათივით არ ავლენს საჯაროდ აგრესიას.

პროფესიონალი ფსიქოპათი. ისინი არიან გაცილებით ინტელექტუალურები და მცირე მსხვერპლი მათ არ აკმაყოფილებთ, არიან მასობრივი გამანადგურებლები, აწყობენ გენოციდს. თავიანთ ცოდნას შესანიშნავად იყენებენ კარიერისთვის და ყოველთვის აღწევენ მიზანს, რადგან ამისთვის ყველაფერზე მიდიან. როცა სათავეში მოდიან, აჩვენებენ ნამდვილ სახეს და იწყებენ ტირანიას. ერთ-ერთი ძლიერი გავლენის სფერო არის რელიგია – რელიგიური მიმდინარეობის წამყვანი ფსიქოპათი ფიგურები.

როგორ მოქმედებენ ფსიქოპათები?

 მათი სისუსტეა თუ ვინმე მათ წინასწარგანზრახვას მიხვდება. გამოკითხვა– ისინი ატარებენ გამოკითხვას პოტენციური მსხვერპლის საპოვნელად. ცდუნება – ცდილობენ, პოტენციური მსხვერპლი აცდუნონ -კომპლიმენტებით, კარგი განწყობით, მომხიბვლელი შეთავაზებით და ა.შ.

მბრძანებელი და დანარჩენები. ფსიქოპათის მიზანია პოტენციური მსხვერპლი გამოაცალკეოს საზოგადოებისგან – ისინი მოქმედებენ როგორც ველურ ბუნებაში მტაცებლები, რადგან გაუადვილდეთ მონადირება, სხვების დახმარების გარეშე და შემდეგ ესხმიან თავს. ისინი ხშირად აპირისპირებენ ერთმანეთს ჯგუფებს ან ინდივიდებს და ამით სარგებლობენ, რაც მეტი – მით უკეთესი, ქაოსში თავს გრძნობენ, როგორც თევზი – წყალში. ცდილობენ, თავისკენ გადმოიბირონ რაც შეიძლება მეტი ადამიანი, მათ შორის, ლოიალური და სოციუმისთვის მისაღები პიროვნებები. ისინი წამლავენ გარემოს ნევროტულობით.

შიში და ტირანია. მსხვერპლის აბსოლუტური კონტროლი. შიშის სირცხვილის და ემოციური ზეწოლის საშუალებით. ახასიათებთ ასევე პარანოია და ნევროტულობა. შიზოფრენია. ხშირად ფსიქოპათიას ახლავს შიზოფრენიაც. აკვიატებული ჰალუცინაციები ისწრაფიან რეალობაში განხორციელებისკენ.

თავდაცვა ფსიქოპათებისგან. ჩვეულებრივი ადამიანს ხშირად ვერ წარმოუდგენია, რომ ასეთი მონსტრები შეიძლება არსებობდნენ. ერთადერთი გზაა მათი ამოცნობა და მათგან წასვლა. ყველანაირი კონტაქტის გაწყვეტა. თუმცა, ამოცნობა არც ისე მარტივია, ეს შესაძლოა გამოცდილ პროფესიონალსაც  გაუჭირდეს.  წინასწარ გამოიცნო მისი მიზნები ან აცადო, ვიდრე მის ნამდვილ სახეს გამოაჩენს. ნამდვილ სახეს აჩენს მაშინ, როცა მსხვერპლი უკვე მის ხელშია და შეუძლია მისი გეგმის სისრულეში მოყვანა.

გაშორება. თავდაცვის გაძლიერება, თავდაცვითი კურსის გავლა, პაროლების შეცვლა, გასაღების და ტელეფონის ნომრის გამოცვლა, ახლობლების ინფორმირება.

როგორ არ უნდა მოვიქცეთ ფსიქოპათთან?

 არავითარ შემთხვევაში ემპათიურად. ასე  შეუძლებელია ასწავლო რაა სიყვარული. რაც უფრო ემოციურად და ემპათიით მოვექცევით, ის ამით უფრო ძლიერდება. ფსიქოპათის ერთადერთი შემაკავებელი არის კიდევ უფრო დიდი ფსიქოპათი. დაანახო მისი სახე – ვინაა ის სინამდვილეში.

არსებობენ პირველადი ფსიქოპათები (ანუ თანდყოლილი ფსიქოპათია) და მეორადი ფსიქოპათები (რომლებიც შემდეგ ჩამოყალიბდნენ ფსიქოპათად), გამოვლინებებში მათ შორის განსხვავება არ არსებობს.

ფსიქოპათად ჩამოყალიბება. შესაძლოა იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი ძლიერი ტრავმის შედეგად ან ჯგუფის გავლენით. ძალადობამ შესაძლოა დააზიანოს კორტექსის ის ნაწილი რომელიც გრძნობებზე და ემოციებზეა პასუხისმგებელი და ადამიანი ფსიქოპათად იქცეს ან მოხვდეს ჯგუფში რომელიც პირდება ძალაუფლებას ემოციების ხარჯზე და იწყებს არაჰუმანირი ბრძანებების შესრულებას. მიზანმიმართულად ფსიქოპათად ჩამოყალიბების მაგალითია ,,ბავშვი მებრძოლები”-  სამ-განზომილებიანი ძალადობრივი კომპიუტერული თამაშები. არსებობს არჩევანი – გახდე ან მსხვერპლი ან იმ ჯგუფის წევრი, რომელიც მოითხოვს ფსიქოპათად გახდომას. ტიპური მეორუელი ფსიქოპათები არიან ტრეიდერები, მათთვის ადამიანების მოტყუება და დამცირება ფულის მისაღებად არაფერია. უფრო ხშირად ფსიქოპათები არიან კაცები. ფსიქოპათების ინტერესის სფერო კაცებთან ფული და სექსია, ქალებთან  – ფული. ფსიქოპათად ჩამოყალიბებას 1/3 გენეტიკა, ხოლო 2/3 სოციუმი განაპირობებს.

ერთადერთი ჭეშმარიტება დედამიწაზე არის ჩვენი განცდები. /გუსტავ მალერი/

ზოგჯერ არაჩვეულებრივია, არაფერს გრძნობდე, არაფერი იცოდე იმის შესახებ, რას გრძნობ.

ადამიანს, რომელსაც ძლიერი ტრავმა აქვს გადატანილი, უნდა დაივიწყოს ყველა განცდ,ა რომ აღარ ახსოვდეს ის, რაც გადაიტანა. რაც უფრო ღრმა ბავშვობაშია ტრავმა გადატანილი, უფრო ძლიერია მისი ფსიქიკაზე ზემოქმედება.

კრიმინალი ფსიქოპათების უმრავლესობას აქვთ როგორც ბიოლოგიური დარღვევა, ასევე სოციალური ასპექტიც, მაგალითად, აღმზრდელი მარტოხელა დედა, სოციალური გაჭირვება და ა.შ.

კრიმინალი ფსიქოპათები ვერ აცნობიერებენ საშიშ სიტუაციას, მათ შეიძლება ინსტინქტურად უკან დაიხიონ საფრთხის წინ, მაგრამ რეალურად ვერ აღიქვამენ,  რა ხდება. (მაგ: ფილმი ,,ამერიკელი ფსიქოპათი”). ბავშვობიდან სჭირდებათ მათ დახმარება და მუდმივი ტრენინგი, რომ ტვინის ის უბნები გააქტიურდეს, რომელიც ატროფირებული აქვთ. ბავშვებთან ეს მიღწევადია, ზრდასრულებთან – რთულია თქმა, თუმცა მათთანაც ხდება ინტენსიური მუშაობა, ნებისმიერ ფსიქოპათს სჭირდება დახმარება და შიშის დასწავლა. სჭირდება დიდი ძალისხმევა და დიდი დრო. ესაა ისეთივე ტრენინგი როგორც ქცევის დასწავლა, როგორც სპორტი.

გენეტიკური ფსიქოპათების და სოციუმიდან ჩამოყალიბებული ფსიქოპათის ქცევა არაფრით არ განსხვავდება. დაუნდობლობა მომდინარეობს ფსიქო- ემოციური დეფექტისგან. ემპათია სოციალიზაციის შედეგია, სოციუმიდან დასწავლილია და ეს ხდება 4-5 წლის ასაკში.

ფსიქიკური დარღვევებისას ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მუცლადყოფნის პერიოდში დედის მდგომარეობა. თუ მას ტრავმა ან სტრესი ქონდა ამ პერიოდში, ბავშვის სტრესის მიმართ მდგრადობა მცირდება, ვერ ყალიბდება მისი ნერვული სისტემა ნორმალურად. დაბადების შემდეგ დედის ახლო კონტაქტი, ღიმილი, ემპათია, ზრუნვა ქმნის მეორე ადამიანთან დაკავშირების გამოცდილებას. მოგვიანებით ასევე რეაგირებს პიროვნება სხვა ადამიანის პოზიტიურ მზერაზე, ასევე აქტიურდება მისი ტვინის შესაბამისი არეალი – ცნობიერების არეალში ოქსიტოცინი (Oxytocin Ausschüttung) და ენდოგენ ოპიუდი ( Endogener Opioide). თუ ტირის, აქტიურდება დინზოლერ კორტექსი. ოქსიტოცინის გააქტიურებისას იმატებს სეროტონინი და ბავშვი მშვიდდება. ლიმბურ სისტემაში ახალი ნერვული უჯრედების წარმოქმნის სტიმულირება არის ადრეული ფსიქიკური დეფიციტის კომპენსირების შესაძლებლობა. ასე მოქმედებს პლაცებო ეფექტიც, შთაგონებისას იმატებს ოქსიტოცინი და სეროტონინი.

იმისთვის, რომ მიაღწიო, უნდა გადადო გვერდზე შენი განცდები და ემოციები და აკეთო მხოლოდ ის, რაც მიზნამდე მიგიყვანს. ეს არ ხდება ერთჯერადად, არასოდეს არ ვჩერდებით მიღწეულზე და თუ ვისწავლით, როგორ გადავდოთ გვერდზე განცდები და უარვყოთ ისინი, ეს გადადის ჩვევაში და გვიყალიბდება ეს თვისება. ადვილი არაა სინდისის ხმის ჩახშობა, თავიდან ძალიან მტკივნეულია, მით უმეტეს თუ მორალურადაა აღზრდილი ადამიანი და მაინც გადაწყვიტა ეს გზა აერჩია, უჭირს ძალიან. დიდი ბრძოლა უწევს საკუთარ თავთან, აწუხებს სინდისი, მაგრამ უარყოფს და მიზნის პოზიტიურ მხარეზე ფიქრობს, რომ ეს ამად უღირს.. მაგრამ თანდათან სხვა განცდები მოდის და სინდისის ხმა უფრო და უფრო შორიდან მოისმის და ნაკლებად გამაღიზიანებელია.  არა მარტო ახლა, ეს პრობლემა ახასიათებდა ყველა ეპოქას, თუმცა რაც დრო გადის, მით უფრო უხეშდება და მნიშვნელობას კარგავს განცდები. ხშირად ვიცით, რომ უნდა განვიცდიდეთ, გვინდა კიდეც განვიცდიდეთ, თუმცა ამის ძალა აღარ შეგვწევს. ფსიქოპათიის მზარდი ტენდენციის ერთ-ერთ  ფაქტორად მიჩნეულია არაჯანსაღი საკვები. საკვებიდან დაგროვილი ტოქსინები და შხამები აწვება ნერვულ უჯრედებს და ხელს უშლის მათ ჯანსაღ ფუნქციონირებას.

ყველაზე საშიში შესაძლოა იყვნენ ჩვენთან ახლოს მყოფი ადამიანები, მაგალითად, მეზობლები, ვისაც თითქოს ვიცნობთ, მაგრამ არ ვიცით, რეალურად ვინ არიან.

 

მასალა მოამზადა: გულისა ჯალალმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
ბიზნესიფსიქოლოგია

ჟესტები და მათი ახსნა

გვერდზე დახრილი თავი – გამოთქმულის მიმართ ინტერესის გამოხატვა. თუ თქვენი საუბრისას მსმენელი თავს გვერდზე ხრის, ნიკაპით ხელს ეყრდნობა და მთლიანი სხეულით ოდნავ წინ გადმოიწევს, ესე იგი, თქვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია მისთვის საინტერესოა. ანალოგიურად, თუ გსურთ, ადამიანი დადებითად განაწყოთ თქვენ მიმართ, ინტერესის გამომხატველი ჟესტი გამოიყენეთ.

დაბლა დახრილი თავი – უარყოფითი დამოკიდებულების, არმოწონების გამომხატველია. თუ თქვენი აუდიტორია დაბლა დაშვებული თავებით ზის, სასწრაფოდ უნდა მოიფიქროთ რაიმე, რომ დამსწრეთა დაინტერესების ხარისხი გაზარდოთ.

ხელების თავის უკან ამოდება – ეს ჟესტი ახასიათებს თავდაჯერებულ, უპირატესობის გრძნობით შეპყრობილ ადამიანს, ან ადამიანს, რომელსაც მიაჩნია, რომ ყველაფერი იცის ამ ქვეყანაზე. ალბათ, ამიტომაცაა, რომ ბევრი საშინლად ღიზიანდება ამ პოზის დანახვისას. თუ, ამავდროულად, ადამიანი ფეხს ფეხზე დებს მაშინ ის, ყველაფერთან ერთად, კამათისა და დისკუსიის მოყვარულია, ასეთ ადამიანს, მასთან ურთიერთობის გათანაბრების მიზნით, შეეცადეთ, პოზა შეაცვლევინოთ. მაგალითად, თუ რაიმე პრობლემაზე საუბრობთ, გახსნილი ხელისგულების გამოყენებით სთხოვეთ, კომენტარი გააკეთოს და მისი ნათქვამის მიმართ ინტერესი გამოხატეთ. შეგიძლიათ, ასევე, მისი პოზის ზუსტი გამეორება სცადოთ ( როგორც წესი პოზის სარკისებრი ასახვა ადამიანთან დათანხმებას ნიშნავს ).

 

წყარო: Harvard Business Review

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

 

სრულად ნახვა
ბიზნესიფსიქოლოგია

5 მნიშვნელოვანი რამ, რაც ჭკვიან ადამიანებზე უნდა ვიცოდეთ  

 

ხელმძღვანელებმა უნდა გაითვალისწინონ ის განსაკუთრებული თავისებურებები, რაც ჭკვიანი ხალხის უმრავლესობას ახასიათებს და რაც მათ მართვას აძნელებს:

 

1.მათ საკუთარი თავის ფასი იციან – ჭკვიანი ხალხის შრომითი უნარები შუასაუკუნეობრივ გილდიათა ცოდნასავით მხოლოდ რჩეულთათვის არის განდობილი და არაფრით ჰგავს ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქისთვის დამახასიათებელ სტანდარტიზებულ, სქემატურ და ყველასთვის ხელმისაწვდომ ცოდნას. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ვერ გადასცემთ ცოდნას ამ ხალხის გარეშე.

 

2. ისინი საღად აზროვნებენ – ჭკვიანი ადამიანები ეძებენ ისეთ კომპანიებს, რომლებიც კარგად დააფინანსებენ მათ ინტერესებს. თუ ორგანიზაციის ფონდები ამოიწურა, ისინი არჩევანს აკეთებენ: ან ხვალ, უხვრესურსიან ადგილს პოულობენ, ან არსებულ ბაზას საკუთარი პროექტების განსახორციელებლად იყენებენ.

 

3.ისინი მოითხოვენ ყველგან შეღწევის თავისუფლებას – თუ მათ ადმინისტრაციასთან მისასვლელ მოკლე გზას მოუჭრით, შეიძლება მიიჩნიონ, რომ ორგანიზაცია მათ საქმეს არასერიოზულად ეკიდება.

 

4.მათ ადვილად ბეზრდებათ ყველაფერი – ჩვენს მობილურ სამყაროში ჭკვიან ხალხს ვერ შეინარჩუნებთ, თუ არ დაასაქმებთ მათ ინტელექტუალურად და არ ჩააბამთ ორგანიზაციის საქმიანობაში.

 

5.მათ მჭიდრო კავშირი აქვთ ერთმანეთთან – ჭკვიანი ხალხი, ჩვეულებრივ, საერთო საინფორმაციო ქსელშია ჩართული. ხშირად ისინი ძალზედ მნიშვნელოვან ცოდნას უზიარებენ ერთმანეთს, რაც, ერთი მხრივ, ორგანიზაციისთვის უფრო ღირებულს ხდის ამ ხალხს, ხოლო, მეორე მხრივ, ზრდის ინფორმაციის გაჟონვის რისკფაქტორს.

 

წყარო: Harvard Business Review

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა მეცნიერთა და ანალიტიკოსთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 16 17 18 19 20
Page 18 of 20