close

ფსიქოლოგია

ფსიქოლოგია

სინესთეზია – ფსიქოლოგიური მოვლენა, რომელიც დღემდე ამოუხსნელია

ფერებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამყაროში. წარმოუდგენლად დიდია მათი გავლენა ემოციებსა და გრძნობებზე. ფერმა შეძლება შეცვალოს ჩვენი განწყობა და ქცევა,გამოიწვიოს საპასუხო რეაქცია ან პირიქით საერთოს დაგვაკარგვინოს რაიმეს კეთებს სურვილი.  ,,დოქტრინა” გესაუბრებათ იმ უცნაურ დაავადებაზე, რომელსაც სინესთეზია ეწოდება.

 

არსებობს ბევრი უცნაური დავაადება ფსიქოპათოლოგიები, მაგრამ  სინესთეზია (ბერძნ. συναίσθησις — ერთდროული შეგრძნება, ერთობლივი გრძნობა, თანაშეგრძნება) — ფსიქოლოგიაში აღქმის მოვლენა, როდესაც ერთი გრძნობის ორგანოს გაღიზიანებისას მისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური შეგრძნების პარალელურად ჩნდება სხვა გრძნობის ორგანოსთვის დამახასიათებელი შეგრძნებაც. მაგ. ფერადი ყნოსვა, ფერადი სმენა და ა.შ.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც სამყაროს განსხვავებულად აღიქვამენ. მათ მარმარილოს მუსიკა ესმით და სიბნელის გემო იციან. ასეთ ადამიანებს სინესთეტებს უწოდებენ და მათ სინესთეზიის ნიჭი აქვთ. უნიკალური ფენომენი, ბოლომდე შესწავლილი დღემდე არ არის. სამყაროს შეცნობაში ჩვენ გრძნობის ორგანოები გვეხმარება: ენაზე განთავსებული რეცეპტორებით გემოს ვგრძნობთ, ყურებით ხმა გვესმის, თვალებით ვხედავთ, მაგრამ სინესთეზიის მქონე ადამიანები სამყაროს ერთოდროულად რამდენიმე ორგანოს საშუალებით აღიქვამენ. სინესთეზია (synaisthesis) – ბერძნული სიტყვაა და შერეულ ან ერთდროულ შეგრძნებას ნიშნავს.  ის აღმოჩენილი იქნა ფრანსის გალტონის (Francis Galton) მიერ, მე-19 საუკუნეში. ის იყო ჩარლზ დარვინის ნათესავი. მან შეამჩნია ის სიმპტომები, რომელიც ამ დაავადების დროს გააჩნდათ.

მეცნიერული ენით, სინესთეზია წარმოადგენს რეალობის აღქმის ისეთ მოვლენას, როცა გრძნობის ერთი ორგანოს  ამოქმედების დროს ადამიანს უჩნდება შეგრძნება, რომელიც ამ ორგანოსთვის დამახასიათებელი არ არის. მაგალითად, ადამიანი სიბნელეში ყოფნის დროს, სიბნელის გემოს გრძნობს. ეს ჰალუცინაცია არ არის, ეს რეალური გრძნობების კომპლექსია.  რატომ ხდება ასე?! ამ პრობლემის ორი ასპექტიდან ერთ-ერთი ძალზე დამაინტრიგებელია. სინესთეზია გვხვდება ოჯახების შიგნით და გალტონმაც განაცხადა, რომ ამას აქვს შთამომავლობითი, გენეტიკური საფუძველი. მეორე ასპექტი, სინესთეზია შეეხება –შემოქმედებას – სინესთეზია რვაჯერ უფრო ხშირად გვხვდება მხატვრებს, პოეტებს, მწერლებს და სხვა შემოქმედებით ადამიანებს შორის, ვიდრე ჩვეულებრივ მოსახლეობაში. რატომ უნდა იყოს ეს ასე? არსებობს მრავალი თეორია. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ისინი უბრალოდ გიჟები არიან. ეს არც თუ ისე მეცნიერული თეორიაა, ასე რომ დავივიწყოთ მის შესახებ. სხვა თეორიის მიხედვით, ისინი მარიხუანის მწეველები და ნარკომანები არიან. ამაში შეიძლება ერიოს სიმართლის მარცვალი რადგან ეს ბევრად ხშირად გვხვდება და ყველამ ვიცით რომ ნებისმიერი კაიფი ჩვენს ფანტაზიას უფრო ამდიდრებს,მაგრამ არა. ეს დააადება ასეთი მარტივი ამოსახსნელი არ არის.

ნეიროფიზიოლოგები დღემდე ვერ თანხმდებიან, თუ რას წარმოადგენს სინესთეზიის მოვლენა. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, სინესთეტის ტვინში ნეირონები სპონტანურად ცვლიან ელექტროიმპულსებს და შედეგად, ადამიანის ცნობიერებაში შეგრძნებებს შორის უცნაური ურთიერთკავშირი ჩნდება.

ამის ნათელი მაგალითია –  რუსი მწერალი ვლადიმერ ნაბოკოვი, რომელმაც სინესთეზიის ნიჭი დედისგან მიიღო. 7 წლის ასაკში ის ფერადი კუბებით თამაშობდა, რომელზეც ციფრები ეწერა. მას არ მოეწონა ამ ფერთა განლაგება, დედამისი კი მიხვდა, რომ ბავშვის წარმოსახვაში არსებული ფერები არ ემთხვეოდა რეალურ ფერებს. ასე დადგინდა რომ მას სინესთეზია აღმოაჩნდა. მეცნიერები ამბობენ რომ სინესთეზია ბავშვებში წლინახევრამდე არეულია. მისი ვაჟი ასევე იყო სინესთეტიკი. თანამედროვე მეცნიერება სინესთეზიის რამდენიმე გავრცელებულ ფორმას გამოყოფს ესენია:

-ვიზუალური სინესთეზია, როცა ინიდივიდი ვიზუალურ გამოსახულებას ფერებად აღიქვამს; —ფერადი სმენა, რომელიც ყველაზე ხშირად მუსიკოსებშია გავრცელებული. ამ ნიჭის მქონე ადამიანები ბგერებს ფერებად აღიქვამენ.

– გემოს სინესთეზია, რომელიც არ გულისხმობს რაღაცის ენით გასინჯვას, არამედ ნიშნავს, რომ ამა თუ იმ საგნის დანახვისას, ადამიანს უჩნდება გემოს ასოციაციები, მაგალითად, კონკრეტულ სიმღერას მისთვის შეიძლება მარწყვის მურაბის გემო ჰქონდეს.

– სმენითი სინესთეზია ადამიანს მაშინ აქვს, როცა ამ თუ იმ საგნის დანახვაზე კონკრეტული ბგერები ან მუსიკა ესმის. სინესთეზიის ფენომენი განსაკუთრებით გავრცელებულია შემოქმედ ადამიანებში. მაგალითად, მოცარტი ამტკიცებდა, რომ რე მაჟორულ გამას ფორთოხლისფრად ხედავს, სი ბემოლ მინორი კი შავი ფერისაა. სინესთეზიის მქონე ადამიანები ხშირად მუსიკის მოსმენის დროს ფერებად ხედავენ და შემდეგ ამ ყველაფერს ხატავენ. არსებობს უამრავი ნახატი, რომელიც ასე შეიქმნა.

უნგრელმა კომპოზიტორმა ფრანც ლისტმა ერთ-ერთი კონცერტის დროს სთხოვა ორკესტრს, „უფრო ლურჯად დაეკრათ”.

ცნობილი ლინგვისტი – ანტუან თომსონი დააბადის კი უნიკალური ნიჭი ჰქონდა – ის გარშემო არსებულ საგნებს ციფრებად აღიქვამდა, მათ შორის სახლებს, ხეებსა და მეგობრების თმასაც კი.

ბერძენი ფილოსოფოსი პითაგორე დარწმუნებული იყო, რომ ყველა ადამიანს საკუთარი, პირადი მუსიკა აქვს. ის ამტკიცებდა, რომ ყველა ცოცხალ არსებასა და ნივთს გააჩნია საკუთარი რიცხვი, ფერი, ფორმა და ბგერითი ინტერვალი.

XIX საუკუნეში ამ ფენომენს პათოლოგიას უწოდებდნენ, თუმცა დღესაც, მეცნიერებამ ბოლომდე ვერ გამოიკვლია, თუ რა ფაქტორებითაა გამოწვეული სინესთეზია. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ სინესთეზიის ნიჭის შეძენა ხელოვნური გზითაც შეიძლება. მაგალითად, არსებობს ფაქტები, როცა სინესთეზია განუვითარდათ მხედველობა დაკარგულ ადამიანებს. რეალურად სინესთეზიის მქონე ადამიანები თუნდაც წერილობით სინესთეზიასე თითოეულ ასოს ერთი და იგივე ფერს შეუსაბამებენ წლების განმავლობაში. ანუ მათთვის ეს ფერთა რუტინა ძალიან იშვიათად ან თითქმის არ იცვლება. უნდა გვახსოვდეს ასევე, რომ ყველა სინესთეზიით დაავადებულ ადამიანს საკუთარი ფერები გააჩნია.

2014 წელს მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რა დროსაც რამდენიმე ადამიანს სპეციალური პროგრამით ასწავლეს ციფრების ამა თუ იმ ფერზე მიბმა. ანუ კონკრეტული ასოს დანახვაზე ექსპერიმენტის მონაწილეს უნდა ,,შეეგრძნო” გარკვეული ფერი. ექსპერიმენტის შედეგად გაირკვა, რომ საბოლოოდ, მოხალისეებმა ასოების აღქმა მხოლოდ ფერადი ასოციაციების საშუალებით დაიწყეს და ეს უნარი მათ ექსპერიმენტის დასრულების შემდეგაც შეუნარჩუნდათ. უფრო მეტიც, ასოებმა მიიღეს პირადი დახასიათება, მაგალითად ,,ხ” ასო მოწყენილი გახდა, ,,ვ” კი – მშვიდი და ა.შ.

რამდენიმე წლის წინ, მსოფლიო მედია წერდა ფენომენალურ მოვლენაზე, როცა კანადელ მამაკაცს ინსულტის შემდეგ სინესთეზიის ნიჭი გაუჩნდა. ის გრძნობდა, რომ გარკვეული ფერით დაწერილი ასოები მასში გაღიზიანებას იწვევს, ლურჯი ფერის დანახვაზე პირში ჟოლოს გემო ჰქონდა, ჯეიმს ბონდის შესახებ მხატვრული ფილმის საუნდტრეკის მოსმენის დროს კი ორგაზმისთვის დამახასიათებულ კონვულსიებს გრძნობდა. შეშინებულმა მამაკაცმა ექიმებს მიმართა, რომლებმაც დაადგინეს, რომ ინსულტის შედეგად დაზიანებული ტვინი ცდილობდა ნეირონებს შორის ქაოტური კავშირების ხელახლა ჩამოყალიბებას. სინესთეზიის ყველაზე ამოუცნობი და იდუმალი ფორმა ე.წ. სარკისებური შეხების სინესთეზიაა, როცა ადამიანი სხვის ფიზიკურ შეგრძნებებს გრძნობს. აშშ-ში მცხოვრებ ექიმს ჯოელ სალინასს სინესთეზიის სწორედ ეს ფორმა აქვს. ჩახუტებულ ადამიანებს როცა ხედავს, სიამოვნებას განიცდის. მაგრამ სხვა ადამიანის ფიზიკური ტკივილი მასაც ანიჭებს ტკივილს. სალინასი მასაჩუსეტსის ცენტრალური კლინიკის ნევროლოგია, როცა მის პაციენტს ზედა კიდურის ამპუტაციის ოპერაცია უტარდებოდა, ექიმი წარმოუდგენელ ტკივილს განიცდიდა, თუმცა ამბობს, რომ ეს ნიჭი მას საშუალებას აძლევს, პაციენტებთან ურთიერთობაში ფსიქოლოგიური ბარიერი გაარღვიოს და მათთან უფრო ახლოს იყოს.

არსებობს კიდევ უფრო უცნაური სინესთეზიის სახეები,მაგალითად :
-ერთ ერთ ყველაზე იშვიათ და საინტერესო ფორმას „დრო-სივრცის სინესთეზია“ (Time-Space Synesthesia) წარმოადგენს. ხსენებული ფენომენის დროს, ადამიანს შესწევს უნარი გარკვეული ფიგურები და ობიექტები სივრცეში წარმოიდგინოს და იშვიათ შემთხვევავში დაინახოს კიდეც. დრო-სივრცის აღქმის უნარის გამძაფრებისას ადამიანი ახერხებს დროის ინტერვალების ვიზუალურ აღწერას და დამახსოვრებას. აღნიშნულ შემთხვევას იკვლევს ცნობილი მეცნიერი სინესთეზიის განხრით იულია სიმნერი და მას ერთ ერთ ყველაზე მაღალ ხარიხს ანიჭებს და განსაკუთრებით კომპლექსურ ფორმად მოიხსენიებს. ხშირ შემთხვევაში ფიგურების სამგანზომილებაში ვიზუალიზაცია და მათი სივრცეში მანიპულირებაც ხდება.

– ტაქტილური (შეხებითი) გამოვლინების დროს, სინესთეტი სხვის სხეულზე დანახულ შეხებას, საკუთარ სხეულზე გრძნობს. მგავსი სინესთეზიის მქონეები კარგი ინსტუიციით და მაღალი მგრძნობელობით გამოირჩევიან. ეს ფენომენი გამოწვეულია სარკისებური ნეირონების ზედმეტი აქტიურობით. სარკისებური მექანიზმი ყოველ ადამიანს გააჩნია, მაგრამ ტაქტილური სინესთეტები სხვა ადამიანთან ბევრად ახლო მგრძნობელობით კონტაქტში იმყოფებიან და შეგრძნებების აღქმა კიდევ უფრო მძაფრად ხდება. ხსენებული შემთხვევა წინამორბედისგან განსხვავებით, რომელიც ასი წლის წინ აღწერეს პირველად, ბევრად ახალია და ის 2005 წელს დოქტორმა ჯემი ვარდმა შეისწავლა პირველად.

-ასევე საკმაოდ ცნობილი ფორმაა აურის აღქმითი (ხედვითი) სინესთეზია. ამ დროს, სინესთეტის მიერ, დაკვირვების ობიექტის გარშემო არსებული ფორმები და ფერები აღიქმება და იცვლება იმისდამიხედვით თუ რა ხასიათზე და ემოციურ მდგომარეობაშია ესა თუ ის ადამიანი. სავარაუდოდ, ყველასთვის ცნობილი „ინდიგო თაობა“ (ცისფერი აურით) სწორედ ამ ფენომენის შედეგად იქნა აღმოჩენილი.

-ასევე მეტნაკლებად ცნობილ სინესთეტურ ფორმას მიეკუთვნება Ticker-Tape-Synesthesia, რომლის დროსაც მოსმენილი ტექსტის სუბტიტრებად წარმოდგენა, ანდაც მისი წარმოსახულ კლავიატურაზე აკრეფა ხდება.

– ცნობილია ასევე სინესთეზიის ფორმა, რომლის დროსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ამა თუ იმ (ბასრ, ხორკლიან, პრიალა) საგანზე შეხებისას იცვლება ადამიანის ხასიათი და მისი ემოციური მდგომარეობა იმისდა მიხედვით თუ რა გავლენას ახდენს ესა თუ ის ობიექტი მის გრძნობებზე. ალბათ ერთ ერთი ყველაზე ცნობილი სინესთეტი დედამიწის ისტორიაში, იოჰან ვოლფგანგ გოეთე იყო, რომელსაც „ფერთა თეორიის“ შქემნაში მისი ორიგინალური ნიჭი და სამყაროს სინესთეტური აღქმა დაეხმარა.

როგორც ზევით ვახსენეთ, ბევრ ცნობილ ადამიანს სჭირდა ე.წ სინესთეზიის პათოლოგია.კომპოზიტორი ალექსანდრე სკრაბონი ნოტებს ფერებად აღიქვავდა, მხატვარი ვასილი კანდინსკის კი, პირიქით, ფერების ხმა ესმოდა. მაინც რა არის ამ უცნაური დააადების მიზეზი?! და არის თუ არა ეს დაავადება ნიჭი?! გენეტიკურია თუ არა ?! როგორც ჩანს ამ კითხვაზე პასუხი ძალიან დიდი დროის მერე თუ გვექნება.

ცოტა სიგიჟეა იმაზე ფიქრი, რომ სტატისტიკის მიხედვით,  ყოველ 2000 ადამიანში ერთს სინესთეზია სჭირს და უმეტესობა ამ ყველაფერს ნორმალურად აღიქვამს, რეალურად ისინი ვერც კი ხვდებიან რომ სწორედ ყველაზე დიდი საკითხის მატარებლები არიან. მეცნიერებმა ასევე დაამტკიცეს ის ფაქტი, რომ ერთ წლამდე ყველა პატარა ბავშვს სჭირს სინესთეზია.

ვილაიანურ რამაჩანდრანი თავის გამოსვლაში სინესთეზიის შესახებ გვეუბნება,რომ : რა იქნება, თუ ეს გენი გამოხატულებას პოულობს ყველგან, ტვინის შიგნით და ყველაფერი გადაბმულია? დაფიქრდით, რა საერთო აქვთ ყველა მხატვარს, მწერალს, პოეტს — მეტაფორული აზროვნების უნარი, რომელიც, ერთმანეთთან აკავშირებს ერთი შეხედვით განსხვავებულ იდეებს, როგორიცაა, ,,ეს აღმოსავლეთია და ჯულიეტა მასში მზეა.” თქვენ ხომ არ მიგაჩნიათ, რომ ჯულიეტა მზეა — იმ გაგებით, რომ ის მანათობელი ცეცხლოვანი ბურთია? ანუ შიზოფრენიკები ასე ფიქრობენ, მაგრამ ეს სხვა ისტორიაა, არა? ნორმალური ადამიანები იტყვიან, რომ ის მზესავით თბილია, მზესავით განსხივოსნებულია, მზესავით მზრუნველია. თქვენ მყისიერად მოძებნეთ კავშირები. 20:48 და თუ თქვენ ახლა იგულისხმებთ, რომ ეს უფრო დიდი გადახლართვები და კონცეფციები ტვინის სხვა არეებშიც გვხვდება, ეს შექმნის უფრო მეტ მიდრეკილებას მეტაფორული აზროვნებისა და შემოქმედებისკენ სინესთეზიის მქონე ადამიანებში. და შედეგად, სინესთეზიის რვაჯერ მეტად გავრცელებულ შემთხვევებს პოეტებს, მხატვრებსა და მწერლებს შორის. ეს სინესთეზიის ძალიან ფრენოლოგიური ხედვაა.

ვილაინურის სიტყვებით ვამთავრებ მე ჩემს სტატიას და გეკითხებით თქვენ : „ოდესმე თუ გიგრძვნიათ ლურჯი ფერისგან ჟოლოს გემო?!”

 

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
მედიცინაფსიქოლოგია

მეცნიერები დეპრესიის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ გზას გვთავაზობენ

ადამიანებს, რომლებიც დეპრესიისგან განიკურნენ, მაგრამ მეხსიერებაზე, კონცენტრაციასა და შემეცნებით ფუნქციაზე მის დეპრესიისგან დატოვებულ კვალს ებრძვიან, სტიმულანტი მოდაფინილი დაეხმარებათ.

ამის შესახებ მეცნიერები იმ კვლევაზე დაყრდნობით იუწყებიან, რომლის შედეგებიც საზოგადოებისთვის სამშაბათს გახდა ცნობილი.

მედიკამენტი მოდაფინილი ჩვეულებრივ ძილის ისეთი დარღვევების დროს ინიშნება, როგორიცაა ნარკოლეფსია.  კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარები ამტკიცებენ, რომ მედიკამენტი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მეხსიერებას და ეფექტურია დეპრესიის აღმოსაფხვრელად.

ისინი აცხადებენ, რომ დეპრესიის მკურნალობისას პაციენტები და ექიმები განწყობის გაუმჯობესებაზე არიან ფოკუსირებული და არ ითვალისწინებენ ისეთ მნიშველოვან ფაქტორს, როგორიცაა დეპრესიის ზეგავლენას თავის ტვინზე.

„შეცნებითი დისფუნქცია არის დეპრესიის მკურნალობის არასათანადოდ გათვალისწინებული ფაქტორი. ადამიანები ხშირად მიმართავენ ფსიქიატრებს მეხსიერებასთან დაკავშირებული ჩივილებით. ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ შესაძლოა, მოდაფინილი გამოსავალი იყოს,“ – აცხადებენ კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერები, რომლებმაც კვლევის ფარგლებში 60 დეპრესიის დიაგნოზით ნამკურნალევი  ადამიანი გამოიკვლიეს და აღმოაჩინეს, რომ მათ, ვინც  გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოდაფინილი მიიღეს, მეხსიერებასთან დაკავშირებული უმნიშვნელო პრობლემები ჰქონდათ განსხვავებით იმათგან, ვინც აღნიშნულ მედიკამენტს არ ღებულობდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, დეპრესია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ნომერ პირველ პრობლემაა, რომლითაც მსოფლიოს მასშტაბით 350 მილიონი ადამიანია დაავადებული. ორგანიზაცია ყველა ქვეყანას მოუწოდებს, დაავადების წინააღმდეგ ბრძოლას მეტი ყურადღება დაუთმონ.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

ემოციური კავშირი შვილთან და მისი მნიშვნელობა

    რას ნიშნავს იყო ახლოს შვილთან? იქნებ ეს ნიშნავს დაატარებდე ყველგან და დაყვებოდე, რომ მარტო არაფრის კეთება მოუწიოს, ან იქნებ ეს განისაზღვრება იმით თუ რამდენ საათს ვატარებთ ერთ ოთახში? პასუხია  – არა.

ემოციურად ახლოს ყოფნისათვის არ არის საჭირო მთელი დღე ერთ ოთახში ან სახლში იყოთ ერთად, მთავარია თუ როგორი მჭიდრო კავშირია ამ ერთად ყოფნის დროს. მაგალითად: ოჯახში მამა ტელევიზორს უყურებს, ბავშვი სათამაშოებით თამაშობს, დედა კი ტანსაცმელს აუთოვებს. მოყვანილ მაგალითში ისინი ერთად არიან, ერთ ოთახში, თუმცა არავითარი კავშირი მათ საქმიანობას  შორის არ არის. მჭიდრო ემოციურ კავშირს არ სჭირდება მთელი დღე. მშობლებსა და ბავშვს შორის, საკმარისი დრო დღეში ერთი ან ნახევარი საათიც შეიძლება იყოს ბავშვისათვის, თუ ეს დრო იქნება მჭიდრო კომუნიკაციაზე აგებული. ამაში იგულისხმება, რომ ამ დროის მანძილზე პატარა და დედ-მამა ერთად აკეთებდნენ რაიმეს: შეიძლებ ერთად თამაშობდნენ, ან ქმნიდნენ რაღაც  სახალისოს. ასევე შეიძლება მამა-შვილი ეხმარებოდეს დედას შესასრულებელ, ბავშვის ასაკის შესაბამის,  სახლის საქმეებში. ასეთი გუნდური მუშაობა, მეტად ეფექტურია რადგან სახალისოა, საქმეც მარტივად კეთდება და პატარაც ბავშვობიდან ეჩვევა წესრიგს. მშობლის მიერ მძიმე  სამუშაო დღის შემდეგ თამაშში გატარებული ერთი ასეთი საათი მეტი ემოციური ენერგიის გადამცემი იქნება ბავშვისათვის, ვიდრე ერთ ოთახში სხვადასხვა საქმით დაკავებული ადამიანების ყოფნამ მთელი დღის მანძილზე.

ასევე მნიშვნელოვანია რომ პატარა იღებდეს  შექებას. ხშირად გვავიწყდება შევამჩნიოთ პატარას მიღწევები, რადგან რაც ჩვენთვის მარტივია, მატივი გვეჩვენება სხვისთვისაც. რა თქმა უნდა, საჭიროა შემჩნევის მიცემაც, რათა ბავშვმა იცოდეს საზოგადოებაში მიგებული ქცევის წესები, თუმცა ვეცადოთ რომ არ შევზღუდოთ ბავშვის მოძრაობა და აქტივობა   საჭიროების გარეშე. რაც უფრო მეტად მოძრავია ბავშვი, მით მალე და კარგად ვითარდება. ამასთაავე ბავშვი, რომელიც შეზღუდული არ არის მშობლის აკრძალვებით, იზრდება მეტად შემოქმედებითი.

არ არის საჭირო ბავშვს შევუქოთ ყველაფერი, თუ რამე მას არ გამოსდის ან არ მოსწონს საკუთარ გარეგნობაში. ნუ დაუწყებთ საპირისპიროს მტკიცებას. მას ამის დაჯერება შეიძლებ გაუჭირდეს. შეიძლება თქვენს პატარას რაიმე მართლაც არ გამოსდიოდეს, თუმცა აუცილებლად იქნება ისეთი რამ, რაც გამოუვა, ამიტომ აღმოაჩინეთ ასეთი დეტალები და ის შეაქეთ მასში. რაც უფრო ადეკვატური იქნება თქვენი შექება, მით უფრო მეტად დაიჯერებს ბავშვი მას.

საჭიროა, გვახსოვდეს, რომ როდესაც ბავშვი გვიყვება თავის პრობლემებსა ან მიღწევაზე, აუცილებელია, მას მოვუსმინოთ, მანამ არ გამოხატავს თავის ემოციას ბოლომდე. ამასთანავე, რაც არ უნდა უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ ესა თუ ის ნაამბობი, ნუ აგრძნობინებთ ბავშვს ამას. ასეთ შემთხვევაში თქვენ მოახერხებთ მის გაგებას, მისი ნდობის მოპოვებას  და დიდი ალბათობით შემდეგშც გადაგიშლით გულს. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი შვილი ჩაკეტილია, შეგიძლიათ, თავად გადაუშალოთ გული და მოუყვეთ, თუ რა გაწუხებდათ მის ასაკში, რა გეშლებოდათ. თქვენი გულწრფელობა და ნდობა იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც მასაც მისცემს საფუძველს, გულწრფელად და მოურიდებლად გადაგიშალოთ გული.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

ნარცისიზმი, როგორც დაავადება და მისი ნიშნები

ნარცისიზმი ეგოიზმის, მედიდურობისა და პატივმოყვარეობის პიროვნული თვისებაა. თავად ტერმინი ფროიდმა შექმნა ნარცისის მიხედვით. ბერძნულ მითოლოგიაში, ნარცისი იყო პათოლოგიურად ეგოცენტრული ახალგაზრდა კაცი, რომელსაც აუზში თავისი ანარეკლი შეუყვარდა. ფროიდს სჯეროდა, რომ ნარცისიზმი დაბადებიდან ყოველი ჩვენგანის მნიშვნელოვანი ნაწილია. ენდრიუ მორისონის მტკიცებით, ჯანმრთელი ნარცისიზმის ზომიერი რაოდენობა ინდივიდის მოთხოვნებს საშუალებას აძლევს დაბალანსდეს სხვებთან ურთიერთობაში. 

ამ დაავადებას პირველად 1968 წელს მიაქციეს ყურადღება. ის თავდაპირველად აღინიშნებოდა, როგორც ეგოცენტრიზმი–საკუთარ თავზე გადამეტებული ყურადღების მიმართვა.

ფსიქოლოგიაში და ფსიქიატრიაში გადამეტებული ნარცისიზმი პიროვნული აშლილობების კატეგორიაში შედის. ზიგმუნდ ფროიდს სჯეროდამ რომ ნარცისიზმი ჩვენი ცხოვრების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია დაბადებიდან.სხვა ფსიქოლოგის ენდრიუ მორისონის აზრით კი, მოზარდებში ნარცისიზმის ზომიერი გამოვლინება აუცილებელია, ვინაიდან ის ხელს უწყობს კარგი ურთიერთობების დამყარებას სხვებთან.

,,საკუთარ თავზე ავადმყოფური შეყვარება” ეს არის ერთ–ერთი განმარტება ამ ტერმინისა. ამ ჰიპოთეზის თანახმად, ნარცისიზმით შეპყრობილი ადამიანები საათობით ათვალიერებენ საკუთარ თავს სარკეში, ეს გაუცნობიერებლად ხდება, ისინი საკუთარი თავის მიხედვით ადგენენ სილამაზის და სრულყოფილების კრიტერიუმებს. სჯერათ, რომ ყველას უნდა მოსწონდეთ და აღფრთოვანებულები იყვნენ მისით. ადვილად ბეზრდებათ ყველაფერი და ყოველთვის ცდილობენ ცვლილებების შეტანას თავიანთ ცხოვრებაში. მეორეს მხრივ ამ ადამიანებს ახასიათებს ძლიერი მიჯაჭვულობა ერთ კონკრეტულ ადამიანთან თუ რაიმე სხვასთან. სხვა კრიტერიუმებია:

– კრიტიკაზე სიბრაზით, სირცხვილითა და დამცირებით რეაგირებს.

– იყენებს სხვების უპირატესობას, რათა თავის დასახულ მიზანს მიაღწიოს.

– აზვიადებს საკუთარ მნიშვნელობას.

– აზვიადებს თავის მიღწევებსა და ტალანტს.

– ერთობა არარეალური ფანტაზიებით წარმატების, ძალის, სილამაზის, ინტელექტისა და რომანტიკის შესახებ.

– უსაფუძვლოდ დიდი მოლოდინი, რომ მის მიმართ კეთილგანწობილნი იქნებიან.

– ითხოვს მუდმივ ყურადღებასა და კეთილგანწყობას სხვებისგან.

– უმიზეზოდ ეჭვიანია.

– იგნორირებას უკეთებს სხვა ადამიანის გრძნობებს.

– აქვს აკვიატებული ინტერესები.

– მოქმედებს უმეტესად ეგოისტური მიზნების მისაღწევად.

ნარცისები ერთი შეხედვით მიმზიდველნი და მომხიბვლელები არიან და უმეტესად უპირატესობა აქვთ, როდესაც ადამიანს პირველად ხვდებიან. თუმცა საბოლოო შედეგები მათთვის სავალალოა, მაგალითად, წარუმატებლობა გრძელვადიან, პირად ურთიერთობებში.

ერთი შეხედვით პრობლემა საკმაოდ მარტივია, „ადამიანი, რომელსაც საკუთარი თავი შეუყვარდა“, მაგრამ მეორე მხრივ, საკითხი მეტად რთული და აქტუალურია. ნარცისიზმი აღიარებულია, როგორც დაავადება და იგი შეტანილია „სპეციფიკურ პიროვნულ აშლილობათა“რიცხვში. ამ ტიპის ადამიანებს აღმატებული წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე; ისინი არიან მკვეხარა და პრეტენზიულნი. მუდმივად დაკავებულნი არიან ფანტაზიით საკუთარი განუზომელი წარმატების, ძალაუფლებისა და ინტელექტუალური ბრწყინვალების შესახებ. თვლიან, რომ განსაკუთრებულნი არიან, რის გამოც სხვებისგან ელიან თაყვანისცემას და განსაკუთრებულ პრივილიეგიებს. მიიჩნევენ, რომ საუკეთესოს ღირსნი არიან და ცდილობენ მაღალი სტატუსის მქონე ადამიანებთან დაკავშირებას. ისინი ექსპლუატაციას უწევენ ადამიანებს და ნაკლებად აინტერესებთ მათი განცდები. მათ შურთ სხვების ქონებისა და მიღწევების და ფიქრობენ, რომ სხვებსაც შურთ მათი. არიან ქედმაღალნი და არ მიიჩნევენ სხვებს თავის ტოლად. საუბრის დროს ვერ მალავენ ირონიასა და სარკაზმს.

გადაჭარბებული აღიარების მოთხოვნილება, სურვილი იყო უპირველესი, მაგრამ ნარცისის პიროვნებაში აქვე ჩნდება დიდი კონტრასტი. მას, როგორც წესი, აქვს ხოლმე დაბალი თვითშეფასება და როგორც ფროიდი იტყოდა, იგი ცდილობს საკუთარი „ეგოს“ დაცვას–ეძებს პოზიტიურ სტიმულებს გარემოში, რათა მოახდინოს კოგნიტური დისონანსის დაძლევაა. მისთვის მისაღებია ნებისმიერი კომპლიმენტი, თუნდაც რეალობას მოკლებული, მაგრამ ნეგატიურად რეაგირებს უმნიშვნელო კრიტიკაზეც კი. ხშირად ადამიანი, რომელიც მას აკრიტიკებს, მისთვის გადაიქცევა შურისძიების ობიექტად, მტრად, რომელიც უნდა დაამარცხოს. თუმცა,
არსებობს მეორე გამოსავალიც, ნარცისი უბრალოდ აუფასურებს მაკრიტიკებელს, მას მიანიჭებს, რაც შეიძლება, დაბალ სტატუსს, შემდგომ უკვე კი ახდენს მისი აზრისა და დამოკიდებულების უგულებელყოფას.

როგორია ნარცისის ირგვლივ არსებული სოციალური გარემო?
კვლევების თანახმად დადგენილია, რომ ნარცისი მუდამ ცდილობს განახორციელოს ცვლილებები ცხოვრებაში, ეს მას ეხმარება თვითშეფასების ამაღლებაში. მაგრამ რამდენად გამოდის მას ეს ცვლილებები თანხმობაში მოიყვანოს ინტიმურ ცხოვრებასთან? თავად ნარცისი მიიჩნევს, რომ იგი ყველას მეგობარია, რომ მასთან მეგობრობა ერთგვარი საჩუქარი და ჯილდოა სხვებისთვის. მაგრამ რეალური სურათი საპირისპიროს გვიჩვენებს, ის არის მარტოსული და ვერ ახერხებს ურთიერთობების შენარჩუნებას. ხშირად განდიდების ბოდვებს იგი მიჰყავს სრულ
იზოლაციამდე. საზოგადოება მას გაურბის, ნარცისი კი მიიჩნევს, რომ უბრალოდ მისი შურთ. რაც შეეხება სასიყვარულო ურთიერთობებს, მათთვის დამახასიათებელია შედარებით ხანმოკლე, ზედაპირული სიყვარული. მათთვის, რაოდენობა ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია ხარისხზე. შესაბამისად, ცდილობენ რაც შეიძლება მეტი გული დაიპყრონ და რაც შეიძლება მეტი კომპლიმენტი მიიღონ. ურთიერთობებში ისინი ნაკლებად გამოხატავენ გრძნობებს, მათთვის სიყვარული სულაც არ არის რეციპროკული–მოითხოვენ, მაგრამ სამაგიეროს არ გასცემენ. ნარცისიზმის სიმწვავეს სწორედ, რომ სოციალური ურთიერთობები განსაზღვრავს.

ნარცისიზმი განსაკუთრებით გავრცელებულია სიყმაწვილის ასაკის გოგონებსა და ბიჭებშიეპიზოდს მათი სექსუალურობის ჩამოყალიბებაში .რაც შეეხება გამომწვევს მიზეზებს, ნარცისიზმი ხშირად გამოდის, როგორც ბავშვის იზოლირებული აღზრდის და მასზე ჰიპერმზურნველობის ან ემოციური  უკმარისობის შედეგი. ზ. ფროიდის ფსიქოანალიტიკურ თეორიაში ნარცისიზმი აიხსნებოდა, როგორც აუცილებელი ეტაპი ლიბიდოს განვითარებაში და როგორც პიროვნების დევიანტური (სოციალური დარღვევა) განვითარების ფორმა. ეს ყოველივე კი ვლინდება პიროვნების უუნარობაში უყვარდეს და უყვარდეთ . თავად ბავშვზე ჰიპერმზრუნველობა მშობლების მხრიდან ფროიდის მიერ განიხილებოდა, როგორც მშობელთა ნარცისიზმის რეციდივი. ანუ შეიძლება ითქვას, რომ, რიგ შემთხვევებში, ნარცისიზმი „გადამდებიც“ კია.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიფსიქოლოგია

როგორ დავძლიოთ წარუმატებლობის შიში?

 კომპანიების მიერ ზრდის შეწინააღმდეგების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ღრმად გამჯდარი მიზეზი წარუმატებლობის შიშია. მართლაც, ბოსტონის საკონსულტაციო ჯგუფის 2015 წლის გამოკითხვაში, რესპონდენტების 31% ინოვაციის მთავარ ხელის შემშლელ ფაქტორად რისკი თავიდან არიდების კულტურას მიიჩნევს.

უფროს აღმსრულებლებს ეს პრობლემა კარგად ესმით. ერთი მხრივ, მარცხის სარგებელსაც აღიარებენ. როგორც 3M-ის ლეგენდარულმა თავმდჯომარემ, უილიამ ემნაითმა ერთხელ აღნიშნა, „ყველაზე კარგი საქმე თავგადასავლების და გამოწვევების ფონზე კეთდება… შეცდომები აუცილებლად იქნება“. პიქსარის პრეზიდენტი, ედ კატმულიც იმავე აზრზეა. „შეცდომები აუცილებლად ცუდს არ ნიშნავს“, ამბობს ის. „საერთოდაც არ ნიშნავს ცუდს. ისინი რამე ახლის კეთების გარდაუვალი შედეგია… და აუცილებლად უნდა დავაფასოთ“.

მეორე მხრივ, ბიუჯეტირება, რესურსების ალოკაცია და რისკის კონტროლი ეფექტიანობასა და პროგნოზირებაზეა აგებული და აღმასრულებლებს სწორედ ამ კონტროლისთვის აჯილდოვებენ. ასე რომ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანი ფიქრობს, რომ დასაშვები და აუცილებელიც კია წარუმატებლობა, ყველაფერს აკეთებს მისი თავიდან ასარიდებლად.

თუმცა, ამ თავსატეხის გადაჭრის გზა ნამდვილად არსებობს: წარუმატებლობის ფასი დაინახვეთ და შედეგად მისგან ამონაგების გაზომვას და გაუმჯობესებასაც შეძლებთ – სარგებლის გაზრდას ხარჯების გაკონტროლების დროს.

წარუმატებლობის მოგების საზომი თქვენ მიერ აქტივობაში ჩადებული რესურსების მნიშვნელობაა. მოგების ზრდის ერთ-ერთი გზა ამ რიცხვების შემცირებაა დაბალი ინვესტირების გზით. ან შეგიძლიათ რესურსები თანდათანობით გაზარდოთ – დაიწყოთ მცირედით, იმ დრომდე, სანამ ყველა გაურკვეველ საკითხს არ გადაჭრით. მრიცხველი ის „აქტივებია“, რომელსაც გამოცდილების შედეგად იღებთ, მომხმარებელზე და ბაზარზე, თქვენზე და თქვენს გუნდზე და თქვენს ოპერირებაზე ინფორმაციის ჩათვლით. მათი ზრდა კი წარუმატებლობიდან მიღებული მოგების ზრდას ნიშნავს.

ათობით ინდუსტრიის 50-ზე მეტ კომპანიაში გუნდების და ორგანიზაციული დინამიკის ათწლიანი კვლევა მოწმობს, რომ, თუ ადამიანები სწორი მიმართულებით ფიქრობენ, მათ ამ პროპორციის გაზრდა არა მხოლოდ პროექტების უარყოფითი მხარეების შემცირებით, არამედ დადებითი მხარეების გაზრდითაც შეუძლიათ. ზოგიერთი წარუმატებლობა ბაზრის ინსაიტის სახით უშუალო სარგებელს იძლევა, საიდანაც პირდაპირი მოგების მიღება შეგვიძლია. ზოგი გაცილებით ფართო გაკვეთილს დაგვასწავლის, რასაც პირადი ან ორგანიზაციული განვითარებისკენ მივყავართ.

ორგანიზაციული ამონაგების გასაზრდელად სამი ნაბიჯი შეგიძლიათ გადადგათ: პირველ რიგში, ყველა ის პროექტი შეისწავლეთ, რომელმაც არ გაამართლა და მათგან რაც შეიძლება მეტი ინსაიტი მიიღეთ. მეორე – ამ ინსაიტებს გარკვეული ფორმა მიეცით და მთელს ორგანიზაციაში გაავრცელეთ. მესამე – ჩაატარეთ კომპანიის შიდა გამოკითხვა იმაში დასარწმუნებლად, რომ წარუმატებლობისადმი თქვენი დამოკიდებულებას ყველა ის სარგებელი აქვს, რაც უნდა ჰქონდეს.

 ნაბიჯი I: ისწავლეთ ყველა წარუმატებლობისგან

უპირველეს ყოვლისა, ადამიანებს იმ პროექტებზე და ინიციატივებზე ფიქრის საშუალება მიეცით, რამაც მათი იმედგაცრუება გამოიწვია. რა თქმა უნდა, ეს ადვილი არ არის: ძველი პრობლემების განხილვა არა მხოლოდ მოსაბეზრებელი, არამედ მტკივნეულიცაა. ბევრ ჩვენგანს დროის წინსვლაში და არა უკან ყურებაში დახარჯვა ურჩევნია.

როცა რაღაც ისე არ ხდება, როგორც დაგეგმილი იყო, ეს თქვენი არსებული შეხედულებების გადამოწმების და შესწორების შესაძლებლობას იძლევა. აუცილებლად აღნიშნეთ, რა გასწავლათ პროექტმა თითოეულ ამ საკითხზე: მომხმარებლის და ბაზრის დინამიკა, თქვენი ორგანიზაციის სტრატეგია, კულტურა და პროცესები, თქვენი საკუთარი თავი და თქვენი გუნდი და მომავალი მიმართულებები. სწორედ ეს ინსაიტებია თქვენი აქტივები.

ვნახოთ, როგორ იმუშავა ამ მიდგომა ბრიტანულ ყოველდღიურ გაზეთში. რამდენიმე წლის წინ აღმასრულებელმა დირექტორმა ერთ-ერთი წარმატებულ ახალგაზრდა რედაქტორს კოლეგებთან ერთად ახალი საგაზეთო ფორმატის პროტოტიპის მარკეტინგზე, დიზაინზე და ტექნოლოგიაზე მუშაობა და შემდეგ ეტაპზე პროექტის  მომხმარებლებთან ტესტირება სთხოვა. ექსპერიმენტს ორი მნიშვნელოვანი შედეგი ჰქონდა: პირველი – მიუხედავად იმისა, თუ კვლევებისას რას აღნიშნავდა მიმხმარებელი, გაზეთის ტრადიციული განშლა და მისი ციფრული ალტერნატივა ერჩივნა. მეორე – პატარა კროს-ფუნქციონალური გუნდი ახალი სარედაქციო პროდუქტების შექმნის ეფექტური გზა აღმოჩნდა. თუმცა, ყველაზე დიდი გაკვეთილი ალბათ პირადული იყო. იმის გამო, რომ ახალგაზრდა რედაქტორი პასუხისმგებლობას გრძნობდა ამ წარუმატებლობის გამო, სამუშაოდ სხვაგან გადავიდა. აღმასრულებელ დირექტორს ამ გამოცდილებაზე, როგორც საკუთარ პასუხისმგებლობაზე ისე შეეძლო ესაუბრა, თუმცა შეცდომის აღიარების გზით მან ეს აქტივად აქცია. „ახალგაზრდა რედაქტორი ფიქრობდა, რომ წარმატება ამ პროდუქტის პილოტირებას და ამუშავებას გულისხმობდა“, ამბობს აღმასრულებელი დირექტორი. „მაგრამ ჩემთვის ეს ექსპერიმენტი იყო, სადაც წარმატება ჰიპოთეზის დადასტურებას ან უარყოფას ნიშნავდა. მისთვის ეს ყველაფერი უფრო გარკვევით უნდა ჩამომეყალიბებინა“. აღმასრულებელმა დირექტორმა რედაქტორის გადასვლა საკუთარ დანაშაულად საჯაროდ აიღიარა, თანამშრომლებს მეტ კომუნიკაციას დაპირდა და ახალი ექპერიმენტებისკენ მოუწოდა.

მეორე მაგალითად საკონსულტაციო კომპანიის ისტორია შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომელმაც მსხვილი სამთავრობო კონტრაქტი ნაკლებად პრესტიჟულ კონკურენტს დაუთმო. ეს დიდი და მოულოდნელი დარტყმა იყო. მაგრამ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე შემთხვევის განხილვის შედეგად გუნდის წევრებმა ამ წარუმატებლობიდან დიდი სარგებელი მიიღეს. მათ გააცნობიერეს, რომ შერჩევის სამთავრობო კრიტერიუმები ძალიან განსხვავდებოდა იმისგან, რასაც ელოდნენ და მათმა კონკურენტმა სახელმწიფო სტრუქტურის საჭიროებები გაცილებით კარგად აღიქვა და შესაბამისად, კონტრაქტიც მოიგო. დისკუსია უფრო ღრმა ინსაიტებშიც გადავიდა. გუნდის მიერ კრიტერიუმების შეუფასებლობის მიზეზი მათ მიერ საკუთარი შესაძლებლობების გადაფასება და კლიენტის სურვილებში გარკვევის ნაცვლად დაშვებებზე დაყრდნობა იყო. კომპანიამ ამ საქმეს თავისი საუკეთესო თანამშრომლებიც კი არ მიამაგრა, რადგან ფიქრობდა, რომ თავად ბრენდი თავის სათქმელს იტყოდა. „სიმართლე ის არის, რომ მთლიანად პროცესს ისევე სერიოზულად არ მივუდექით, როგორც ჩვენი კონკურენტი და შედეგად წავაგეთ კიდეც“, აღნიშნავს ერთ-ერთი აღმასრულებელი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ წარუმატებლობის აქტივი იმის გაცნობიერება იყო, რომ კომპანიას მთლიანად უნდა შეეცვალა შესაძლებლობების მიმართ თავისი დამოკიდებულება.

პროექტებზე ამ მიმართულებით საუბარი ადამიანებს დასწავლილის გააზრებისკენ, გაკვეთილის წინსვლისთვის გამოყენებისკენ და გამოცდილებიდან ყველა დადებითი ეფექტის შეგროვებისკენ მიმართავს.

ნაბიჯი 2: გაუზიარეთ გაკვეთილი

მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალური წარუმატებლობების გააზრება სასარგებლოა, ნამდვილ მოგებას მაშინ იღებთ, როცა გაკვეთილს მთელს ორგანიზაციაში განავრცობთ. ერთ-ერთი აღმასრულებლის თქმით, „შემთხვევა ფართო მსჯელობის საგნად უნდა აქციოთ“. როცა ერთი წარუმატებელი პროექტიდან მიღებული ინფორმაცია, იდეები და შესაძლებლობები ერთი ბიზნეს სფეროდან მეორეში გადადის, სარგებელი ერთი-ორად იზრდება.

გაზიარებული გაკვეთილი მომავალი ინიციატივების გაჩენის შესაძლებლობასაც ზრდის. „ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც როგორც ლიდერმა შეიძლება დაუშვათ, ამბის მომტანის მიჩუმება და ცუდი ამბების ჩამარხვაა“, აღნიშნავს ერთ-ერთი აღმასრულებელი. პოზიტივზე ფოკუსირებით ნდობას, კეთილმოსურნეობას და სხვების სარისკო იდეებისკენ სწრაფვას აღვივებთ.

გირჩევთ, უფროსი ლიდერები მუდმივად შეკრიბოთ წარუმატებლობებში მათი პასუხისმგებლობების განსახილველად. მსგავსი მსჯელობა ყველაზე კარგად მაშინ მუშაობს, როცა ის სწრაფია, კონკრეტულ თემას ეხება, ხშირად ხდება – იქნება ეს წარმატების თუ წარუმატებლობის შემთხვევაში და მიმართულია წინსვლაზე და სწავლაზე.

2009 წელს, როცა Best Buy-ის ხელმძღვანელად კალ პატელი დაინიშნა, მან სწორედ ეს მიდგომა გამოიყენა. კომპანიამ რამდენიმე წლით ადრე ჩინური სავაჭრო ქსელი – Five Star შეიძინა და საკმაოდ წარმატებულადაც მუშაობდა. მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ Best Buy-ის ბრენდირებულ მაღაზიებს გადარჩენისთვის ბრძოლა უწევდათ. პატელმა მაღაზიების მენეჯერები უამრავი ცვლილებისკენ მიმართა: ახალი განლაგება, მომწოდებლებთან მუშაობის გზები, საფასო პოლიტიკა – და ყოველკვირეულ შეხვედრებსაც ჩაუყარა საფუძველი. „პარასკეობით ერთგარი განხილვა გვქონდა: რისი სწავლა გსურდათ? რა ისწავლეთ? რა დაგიჯდათ? ყველა გუნდს ამ თემებზე სასაუბროდ მხოლოდ 5-10 წუთი ეძლეოდა“. საბოლოო ჯამში, ჩინეთში ყველა Best Buy-ის მაღაზიის დაკეტვა გადაწყვიტა. მაგრამ, რამდენადაც Five Star-ის ქსელსაც მეთვალყურეობდა, მიღებული ინსაიტების გათვალისწინების და თანამშრომლების უმრავლესობის შენარჩუნების საშუალება მიეცა. მიღებული ცოდნა დანარჩენ მმართველ გუნდსაც გაუნაწილა.

მეორე მაგალითი ერთ-ერთი რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიიდანაა. წარუმატებელი ტექნოლოგიური პროექტის განხილვამ გამოავლინა, რომ პრობლემების ზედაპირზე ორ თვიანი ტივტივის მიუხედავად, საინვესტივიო კომიტეტს გადაწყვეტილების მისაღებად ამ პერიოდზე ოთხჯერ მეტი დრო დასჭირდა. როდესაც გუნდის ლიდერმა ეს ვითარება კოლეგებს და ხელმძღვანელებს გააცნო, სწრაფი განხილვის მექანიზმიც ამოქმედდა, რაც მომავალში წარუმატებელი პროექტების სწრაფი ლიკვიდაციის გარანტიას იძლეოდა.

ზოგიერთი ორგანიზაცია წარუმატებლობების გაკვეთილების თანამშრომლებთან გასაზიარებლად ფორმალურ სტრუქტურებსაც ქმნის. Engineers Without borders International-ის (არაკომერციული, არა-მომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ხელმოკლე თემების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნავს) აღმასრულებლებს იმდენად აწუხებდათ ცოდნის სუსტი გავრცელების პრობლემა, რომ ყოველწლიური „წარუმატებლობის ანგარიშის“ გამოცემა და გავრცელება დაიწყეს.

უნდა აღინიშნოს, რომ არაფორმალური მიდგომებიც კარგად მუშაობს. აქ პროექტთან დაკავშირებული კონკრეტული ნიუანსების კომპანიის „ფოლკლორად“ ქცევა იგულისხმება. ბრიტანულ გაზეთში აღმასრულებელი დირექტორის პილოტისა და ექსპერიმენტის ამბავი ყველას ახსოვს. საკონსულტაციო კომპანიაში წაგებული კონტრატი კოლეგებს მუდმივად ახსენებს ქემაღლობის შედეგებს. კოკა-კოლაში ახალი კოკა-კოლის წარუმატებელი პროექტს 30 წელია ითვალისწინებენ.

ნაბიჯი 3: განიხილეთ თქვენი წარუმატებლობის ნიმუში

მესამე ნაბიჯი თქვენს ორგანიზაციაზე ზევიდან დახედვა და იმის გარკვევაა, ამართლებს თუ არა თქვენი მიდგომა. სწავლობთ თუ არა თქვენი ყოველი წარუმატებელი მცდელობისგან? ავრცელებთ თუ არა გაკვეთილს მთელს ორგანიზაციაში? და გეხმარებათ თუ არა ეს ნაბიჯები თქვენი სტრატეგიის და შესრულების გაუმჯობესებაში?

ვენჩორული კომპანიები მუდმივად ამ მიმართულებით მუშაობენ. მაგალითისთვის, Hoxton Venture-ში პარნიორები კვარტალში ერთხელ ნახევარი დღით იკრიბებიან და ყველა იმ ბიზნესს განიხილავენ, რაშიც კი განუხორციელებიათ ინვესტიცია. მთავარი მიზანი იმის აღმოჩენაა, სადმე ფუნდადმენტურად მცდარი მიდგომა ხომ არ აქვთ. მომავლის მართვის 2008 წლის კონფერენციაზე სილიკონის ველის ინვესტორმა, სტივ იურვესტონმა აღნიშნა: „თქვენ გადაწყვეტილების მიღების იმ მექანიზმზე უნდა იმუშავოთ, რომელიც უამრავი გადაწყვეტილებების მიღების დროს კარგ შედეგებს მოგიტანთ. ეს ‘კარგი გადაწყვეტილება მიიღეთ-ს?” კი არ გულისხმობს, არამედ, ‘გვაქვს თუ არა გადაწყვეტილების მიღების ის პროცესი, რომელის სტატისტიკურად კარგად მუშაობს?’“

ეს დისკუსიები თქვენი წარუმატებლობების დონის შეფასებაში უნდა დაგეხმაროთ. ზოგჯერ იგრძნობთ, რომ სისტემის გამკაცრებაა საჭირო. განვიხილოთ ერთ-ერთი სამთო მოპოვების კომპანიის მაგალითი. 2000-ანების დასაწყისში პოსტ-ინვესტიციის განხილვის პროცესი მიმდინარეობდა. მოხდა იმ პროექტების რამდენიმე ეტაპიანი ანალიზი, რომლებსაც პოზიტიური შედეგი არ ჰქონია. მაგრამ 2000-იანების ინდუსტრიული რესურსები ბუმის დროს, კომპანიამ საკუთარი შესაძლებლობები გადააფასა და ამ განხილვების სიხშირე და ინტენსივობაც შემცირდა. შედეგად კომპანიამ ორი მეტისმეტად ცუდი შენაძენი გააკეთა, რამაც დიდ შემცირებამდე და ხელმძღვანელობის შეცვლამდე მიიყვანა. ახალი აღმასრულებელი დირექტორი კი ძველ პოსტ-ინვესტიციების განხილვებს დაუბრუნდა.

ადამიანები მუდმივად უნდა მიმართოთ წარუმატებლობაზე გახსნილად საუბრისკენ. ზოგი კომპანია წარუმატებლობის სპეციალურ ჯილდოსაც კი აწესებს: ნიუ იორკულ სააგენტო Grey-ის „გმირული წარუმატებლობის“ ჯილდო აქვს; ნასას – „გამჭრიახი მარცხის“ და „წინსვლის“ ჯილდო, Tata ჯგუფს კი, „ცდის გაბედვის“ ჯილდო, რის მისაღებადაც 2013 წელს 240 ადამიანი იღვწვოდა. „ადამიანების გამხნევება გვსურს და გვინდა, რომ წარუმატებლობის არ ეშინოდეთ“, აღნიშნავს Tata-ს ხარისხის მართვის ხელმძღვანელი სუნილ სინჰა.

მარცხი ნაკლებად მტკივნეულია, როცა მისგან მაქსიმალურ სარგებელს იღებთ. თუ ყოველი მცირე თუ დიდი შეცდომიდან ისწავლით, გაავრცელებთ ამ გაკვეთილებს და დრო და დრო ამ პროცესებს გადახედავთ, ეს თქვენს ორგანიზაციას სწორი მიმართულებით ეფექტურად გადაადგილებაში დაეხმარება და წარუმატებლობიდან თქვენი ამონაგები კი გაათმაგდება.

 

წყარო: Harvard Business Review

მასალა მოამზადა:  ციცი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

ბავშვის განვითარების თეორია ფროიდის მიხედვით

,,დოქტრინა” გთავაზობთ ბავშვის განვითარების თეორიას ზიგმუნდ ფროიდის სწავლების მიხედვით:

 

ორალური სტადია (0-1 წელი):  ორალური სტადია იმით ხასიათდება, რომ სიამოვნების და, შესაბამისად, პოტენციური ფრუსტრაციის ძირითადი წყარო კვებასთან დაკავშირებულ აქტიობის ზონაზეა კონცენტრირებული. ორალური სტადია ორი ფაზისგან შედგება – ადრეული და გვიანდელი, რომლებიც ცხოვრების პირველ და მეორე ნახევარწლებს მოიცავენ. ის ხასიათდება ორი თანმიმდევრული ლიბიდოზური მოქმედებით (წოვა და კბენა). ამ სტადიაზე წამყვანი ეროგენული ზონა პირია – კვების, წოვის და საგნების პირველადი კვლევის იარაღი. ფროიდის მიხედვით წოვა ბავშვის სექსუალური გამოვლინების ტიპია. ჩვილს, რომ საკუთარი განცდების გამოხატვა შეეძლოს ის იტყოდა, რომ ,,დედის ძუძუს წოვა ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა ცხოვრებაში”.
თავდაპირველად წოვა საკვებით ტკბობასთანაა დაკავშირებული. მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ წოვა ლიბიდოზურ მოქმედებად იქცევა, რომლის საფუძველზედაც ხდება ,,იგი”-ს ინსტინქტების დამაგრება. ბავშვი ხანდახან საკვების არარსებობის შემთხვევაშიც წოვს მაგ., თავის ცერა თითს. სიამოვნების ეს ტიპი ფროიდის სწავლებაში სექსუალურ სიამოვნებას ემთხვევა და თავისი დაკმაყოფილების საგანს საკუთარი სხეულის სტიმულირებაში პოულობს. ამიტომ ამ სტადიას ის ავტოეროტიულს უწოდებს. ფროიდი თვლიდა, რომ სიცოცხლის პირველ 6 თვეში ბავშვი თავის შეგრძნებებს ვერ გამოჰყოფს მათი გამომწვევი ობიექტისაგან. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბავშვის სამყაროში ობიექტები არ არსებობს. ბავშვი ცხოვრობს პირველყოფილი ნარცისიზმის მდგომარეობაში და სამყაროში სხვა ობიექტების არსებობას ვერ აცნობიერებს. გლობალური ბაზისული ნარცისული მდგომარეობა ძილია, როდესაც ჩვილი სითბოს გრძნობს და არავითარი ინტერესი არ გააჩნია გარემომცველი სამყაროსადმი. ჩვილობის ასაკის მეორე ფაზაში ბავშვს სხვა (დედის), როგორც მისგან დამოუკიდებელი ობიექტისადმი, ეწყება ინტერესის ფორმირება. შეიძლება შევამჩნიოთ, რომ ბავშვი აფორიაქებულია, როდესაც დედა მიდის ან როდესაც მის ადგილს უცნობი ადამიანი იკავებს.
ფროიდის მიხედვით ადამიანის მუცლად ყოფნის პერიოდი სხვა ცხოველებთან შეფარდებით შემოკლებულია. ქვეყანას ის ნაკლებად მომზადებული ევლინება ვიდრე სხვა ცხოველები. ამის გამო ძლიერდება რეალური გარე სამყაროს გავლენა, ვითარდება ,,მე”-ს და ,,იგი”-ს დიფერენციაცია, იზრდება საფრთხეები გარემომცველი სამყაროს მხრიდან და განუსაზღვრელად იზრდება იმ ობიექტის მნიშვნელობა, რომელსაც ამ საფრთხეებისაგან მისი დაცვა შეუძლია და თითქოს ჩვილს მუცლადყოფნის დაკარგულ პერიოდს უნაზღაურებს. ეს ობიექტი დედაა. დედასთან ბიოლოგიური კავშირი იწვევს იმის მოთხოვნილებას, რომ უყვარდეთ, რაც შემდგომში არასდროს არ ტოვებს ადამიანს. ცხადია, დედას პირველივე მოთხოვნაზე არ შეუძლია ჩვილის ყველა სურვილის დაკმაყოფილება. ყველაზე სრულყოფილი მოვლის დროსაც კი შეზღუდვები გარდაუვალია. სწორედ ეს შეზღუდვები წარმოადგენენ ობიექტის დიფერენცირების, გამოყოფის წყაროს. ამრიგად, ფროიდის შეხედულებების მიხედვით, სიცოცხლის დასაწყისში შინაგანსა და გარეგანს შორის განსხვავებულობა მიიღწევა არა ობიექტური რეალობის აღქმით, არამედ სხვა ადამიანის მოქმედებებთან დაკავშირებული სიამოვნებებისა და უსიამოვნებების განცდით.
ორალური სტადიის მეორე ნახევარში კბილების გაჩენასთან ერთად წოვას კბენა ემატება, რაც მოქმედებას აგრესიულ ხასიათს აძლევს და ბავშვის ლიბიდოზურ მოთხოვნილებას აკმაყოფილებს. დედა ბავშვს მკერდზე კბენის საშუალებას არ აძლევს. ამრიგად სიამოვნებისკენ სწრაფვა რეალობასთან კონფლიქტში მოდის. ფროიდის მიხედვით ახალშობილს ,,მე” არ გააჩნია. ეს ფსიქიკური ინსტანცია თანდათანობით დიფერენცირდება მისი ,,იგი”-სგან. ,,მე” ინსტანცია რალური სამყაროს პირდაპირი გავლენით მოდიფიცირებული ,,იგი”-ს ნაწილია. ,,მე” ინსტანციის ფუნქციონირება დაკავშირებულია პრინციპთან ,,დაკმაყოფილების არ არსებობის დაკმაყოფილება”. როგორც ავღნიშნეთ ბავშვის მიერ გარე სამყაროს საგნების პირველი შეცნობა დედის საშუალებით ხდება. დედის არყოფნის შემთხვევაში ბავშვი განიცდის დაუკმაყოფილებლობის მდგომარეობას და ამის გამო იწყებს დედის ცნობას, გამოყოფას, რადგან დედის არყოფნა მისთვის პირველ რიგში სიამოვნების არქონაა. ამ სტადიაზე ჯერ კიდევ არ არსებობს ,,ზე-მე” ინსტანცია და ბავშვის ,,მე” მუდმივი კონფლიქტის მგომარეობაშია მის ,,იგი”-სთან. განვითარების ამ სტადიაზე ბავშვის სურვილების, მოთხოვნილებების დაკმაყოფილების დანაკლისი ერთგვარად ,,ყინავს” ფსიქიკური ენერგიის გარკვეულ ნაწილს, ხდება ,,ლიბიდოს” ფიქსაცია, რაც წინ ეღობება შემდგომ ნორმალურ განვითარებას. ბავშვი, რომელიც ვერ იღებს თავისი ორალური მოთხოვნილებების საკმარის დაკმაყოფილებას, იძულებულია ეძებოს ჩანაცვლება მათი დაკმაყოფილებისთვის და ამის გამო ვერ გადადის გენეტიკური განვითარების შემდგომ სტადიაზე.
ზ.ფროიდის ამ იდეებმა ბიძგი მისცა ბავშვის კრიტიკული პერიოდების შესწავლას, რომელთა განმავლობაში იქმნება ხელსაყრელი პირობები ასაკისათვის დამახასიათებელი გენეტიკური ამოცანების გადასაჭრელად. თუ ეს ამოცანები არ იჭრება მაშინ ბავშვს გაცილებით უძნელდება მომდევნო ასაკობრივი პერიოდების ამოცანების გადაჭრა.
ორალურ სტადიაზე ადამიანის ლიბიდოს ფიქსაციისას ფროიდის აზრით ყალიბდება პიროვნების ზოგიერთი თვისება: გაუმაძღობა, სიხარბე, მომთხოვნელობა, ყოველივეთი უკმაყოფილება. მისი წარმოდგენით უკვე ორალურ სტადიაში ადამიანები იყოფა ოპტიმისტებად და პესიმისტებად.
ანალური სტადია (1-3 წელი), ისევე როგორც ორალური, ორი ფაზისაგან შედგება. ამ სტადიაზე ლიბიდო ანუსის ირგვლივაა კონცენტრირებული და სიფაქიზის მიჩვევის პერიოდში ბავშვის ყურადღების ობიექტი ხდება. ეხლა ბავშვის სექსუალურობა თავისი დაკმაყოფილების ობიექტს დეფეკაციის, გამოყოფის ფუნქციების დაუფლებაში პოულობს. აქ ბავშვი მრავალ აკრძალვას აწყდება და ამიტომ გარე სამყარო მისთვის იმ ბარიერის შინაარსს იძენს, რომელიც მან უნდა გადალახოს. შესაბამისად ამ დროს განვითარება კონფლიქტურ ხასიათს იძენს. ამ სტადიაზე ბავშვის ქცევასთან დაკავშირებით შეიძლება ვთქვათ, რომ ,,მე” ინსტანცია სრულადაა ჩამოყალიბებული და მას შეუძლია ,,იგი”-ს იმპულსების მართვა. ბავშვის ,,მე” ტკობისაკენ მისწრაფებასა და რეალობას შორის წარმოშობილი კონფლიქტების მოგვარებასა და კომპრომისების პოვნას სწავლობს. სოციალური ძალდატანება, მშობლებისაგან დასჯა, მათი სიყვარულის დაკარგვის შიში, აიძულებს ბავშვს გონებაში წარმოიდგინოს, მოახდინოს ზოგიერთი აკრძალვის ინტერიორიზაცია. ასე იწყება ბავშვის ,,მე”-ს ნაწილის – ,,ზე-მე”-ს, ჩამოყალიბება, რომელშიც ძირითადად ავტორიტეტებია წარმოდგენილი, მშობლებისა და იმ მოზრდილი ადამიანების გავლენაა მოცემული, რომლებიც აღმზრდელების რანგში ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ფსიქოანალიტიკოსების აზრით ანალურ სტადიაზე ყალიბდება ხასიათის ისეთი თვისებები, როგორებიცაა: აკურატულობა; სიფაქიზე; პუნქტუალობა; სიჯიუტე; დაფარულობა; აგრესიულობა; დამგროვებლობა; ეკონომიურობა; კოლექციონირებისაკენ მიდრეკილება; ყველა ეს თვისება ბავშვის სხვადასხვაგვარი დამოკიდებულების შედეგია იმ ბუნებრივი, სხეულებრივი პროცესებისადმი, რომლებიც ჯერ კიდევ განვითარების მეტყველებამდელ დონეზე, სიფაქიზის მიჩვევის პერიოდში, მისი ყურადღების ობიექტს წარმოადგენდნენ.
ფალიკური სტადია (3-5 წელი) ბავშვური სექსუალურობის უმაღლეს საფეხურს ახასიათებს. წამყვან ეროგენულ ზონებს გენიტალური ორგანოები წარმოადგენენ. ამ სტადიამდე ბავშვური სექსუალურობა აუტოეროტიული იყო, ეხლა კი ის გასაგნდა, ანუ ბავშვები განიცდიან სექსუალურ მიკედლებულობას მოზრდილებისადმი. პირველი ადამიანები, რომლებიც ამ თვალსაზრისით ბავშვის ყურადღებას იქცევენ მშობლებია. საწინააღმდეგო სქესის მშობლისადმი ლიბიდოზურ მიკედლებულობას ზ.ფროიდმა ბიჭებისთვის ოიდიპოსის, ხოლო გოგონებისთვის ელექტრას კომლექსი უწოდა და განსაზღვრა ისინი, როგორც საწინააღმდეგოს სქესის მშობლისადმი ბავშვის მოტივაციურ-აფექტური დამოკიდებულება. ბერძნულ მითში მეფე ოიდიპოსზე, რომელმაც მოკლა მამა და ცოლად შეირთო დედა, ფროიდის აზრით ჩადებულია სექსუალური კომლექსის გასაღები: ბიჭები განიცდიან დედისადმი ლტოლვას, აღიქვამენ მამას, როგორც მეტოქეს, რაც ერთდროულად მათში სიძულვილსაც იწვევს და შიშსაც. ოიდიპოსის კომლექსის გადაჭრა, ანუ კომლექსისაგან გათავისუფლება ფალიკური სტადიის ბოლოს კასტრაციის შიშის გავლენით ხდება, რაც ფროიდის აზრით აიძულებს ბიჭებს უარი თქვან დედისადმი სექსუალურ ლტოლვაზე და მოახდინონ საკუთარი თავის მამასთან იდენტიფიცირება. ამ კომპლექსის გამოძევების საფუძველზე მთლიანად დიფერენცირდება ინსტანცია ,,ზე-მე”. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ბავშვის ფსიქიკური განვითარებისთვის ოიდიპოსის კომპლექსის გადალახვა. ამრიგად ფალიკური სტადიის ბოლოს სამივე ფსიქიკური ინსტანცია ჩამოყალიბებულია და მუდმივ კონფლიქტის მდგომარეობაში იმყოფება ერთმანეთთან. მთავარ როლს ,,მე” ინსტანცია ასრულებს. ის ინახავს წარსულის მოგონებებს, მოქმედებს რეალისტური აზროვნების საფუძველზე. თუმცა ამ ინსტანციას ეხლა ერთდროულად ორ ფრონტზე უწევს ბრძოლა: ,,იგი”-ს დამანგრეველი პრინციპებისა და ,,ზე-მე”-ს სიმკაცრის წინააღმდეგ. ამ პირობებში წარმოქმნილი შფოთვის მდგომარეობა ბავშვისთვის სიგნალია, რომელიც აფრთხილებს მას შინაგანი და გარეგანი საფრთხეების თაობაზე. ამ ბრძოლაში ,,მე”-ს დაცვის მექანიზმები გამოდევნა და სუბლიმაცია ხდება. ზ.ფროიდის მიხედვით ბავშვის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდებო 5 წლამდე სრულდება. სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება პიროვნების მთავარი სტრუქტურები. ფროიდის მიხედვით ფალიკური სტადია ხელს უწყობს პიროვნების ისეთი თვისებების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა: თვითდაკვირვება; კეთილგონიერება; რაციონალური აზროვნება, მოგვიანებით კი მამაკაცური ქცევის უტრირება გაძლიერებული აგრესიით.
ლატენტური სტადია (5-12 წელი) სქესობრივი ინტერესის დაქვეითებით ხასიათდება. ,,მე” ფსიქიკური ინსტანცია მთლიანად აკონტროლებს ,,იგი”-ს მოთხოვნილებებს. სექსუალური მიზნისგან მოწყვეტილი ლიბიდოს ენერგია მეცნიერებაში და კულტურაში არსებულ ზოგადსაკაცობრიო გამოცდილების ათვისებაზე გადადის, ოჯახური წრის გარეთ თანატოლებთან და მოზრდილებთან მეგობრული ურთიერთობები მყარდება.
გენიტალური სტადია (12-18 წელი) ხასიათდება ბავშვური სექსუალური მისწრაფებების დაბრუნებით. ყველა ყოფილი ეროგენული ზონა ერთიანდება და მოზარდი ზ.ფროიდის აზრით ერთი მიზნისაკენ – ნორმალური სექსუალური ურთიერთობისკენ მიისწრაფის. თუმცა ნორმალური სექსუალური ურთიერთობის განხორციელება შეიძლება გაძნელებული იყოს და მაშინ გენიტალური სტადიის განმავლობაში შეიძლება დავაკვირდეთ განვითარების რომელიმე წინამორბედი სტადიის მიმართ ფიქსაციის ან რეგრესიის ფენომენს ამ სტადიებისთვის დამახასიათებელი ყველა თავისებურებით. ამ სტადიაზე ,,მე” ინსტანცია კვლავ უნდა ებრძოლოს ხელახლა გამოვლენილ ,,იგი”-ს აგრესიულ იმპულსებს. ასე მაგ., ამ ეტაპზე შეიძლება კვლავ წარმოიქმნას ოიდიპოსის კომპლექსი, რომელიც მოზარდს ჰომოსექსუალიზმისკენ, ურთიერთობისთვის თავისევე სქესის პირების არჩევისკენ უბიძგებს. ,,იგი”-ს აგრესიულ იმპულსებს რომ ებრძოლოს ,,მე” ინსტანცია დაცვის ორ ახალ მექანიზმს იყენებს. ესენია ასკეტიზმი და ინტელექტუალიზაცია. ასკეტიზმი შინაგანი აკრძალვების დახმარებით ამუხრუჭებს ამ ფენომენს, ხოლო ინტელექტუალიზაციას ის წარმოსახვამდე დაჰყავს და მოზარდს ამ აკვიატებული სურვილებისაგან განთავისუფლების საშუალებას აძლევს.
როდესაც ბავშვი მოზრდილი ხდება მისი ხასიათი ,,მე”-ს, ,,იგი”-სა და ,,ზე-მე”-ს განვითარების და ურთიერთქმედების პროცესებით განისაზღვრება. ფროიდის მიხედვით, ნორმალური განვითარება სუბლიმაციის მექანიზმით ხორციელდება, ხოლო განვითარება, რომელიც გამოდევნის, რეგრესიის ან ფიქსაციის მექანიზმით ხორციელდება, პათოლოგიურ ხასიათებს წარმოშობს.
აღწერილია ამ სტადიაზე ჩამოყალიბებული ყველაზე მკვეთრად გამოხატული ხასიათის ორი ტიპი: ფსიქიკური ჰომოსექსუალიზმი და ნარცისიზმი. ფსიქოანალიზში ფსიქიკურ ჰომოსექსუალიზმს ყოველთვის არ განიხილავენ როგორც უხეშ სქესობრივ გაუკუღმართებას. ის შეიძლება ქცევის ისეთი ფორმები იყოს, რომელშიც სხვა სქესის მიმართ სიყვარული ჩანაცვლებულია ამხანაგური მიკედლებულობით, მეგობრობით, თავისივე სქესის პირთა გარემოცვაში საზოგადოებრივი საქმიანობით. ასეთი ადამიანები თავის ცხოვრებასა და ქცევაში ოჯახზე წინ საზოგადოებას აყენებენ და თავისივე სქესის ადამინთა კომპანიაში მჭიდრო სოციალურ კავშირებს ქმნიან. სექსუალური ხასიათის მეორე ტიპი ნარცისიზმია. ის იმით ხასიათდება, რომ პიროვნების ლიბიდო თითქოს გამოყოფილია ობიექტისაგან და საკუთარი თავისკენაა მიმართული. ნარცისული პიროვნება თავს საკუთარი სექსუალური ზრახვების ობიექტად განიხილავს. მისთვის სიამოვნების გარე ობიექტები მეორე პლანზეა გადანაცვლებული და მთავარი ადგილი თვითდაკმაყოფილებას და თვითკმაყოფილებას უჭირავს. მსგავსი ხასიათები ყურადღებას, მოქმედებებს, განცდებს უპირატესად თავისივე თავისკენ მიმართავენ.


საინტერესოა რაში მდგომარეობს თანამედროვე ფსიქოლოგიაზე .ფროიდის უდიდესი გავლენის საიდუმლო?
უპირველეს ყოვლისა, ეს განვითარების დინამიკური კონცეფციაა, მეორე რიგში კი თეორია, რომელმაც გვიჩვენა, რომ ადამიანის განვითარებისთვის მნიშვნელობა სხვა ადამიანს აქვს და არა საგნებს, რომლებიც მას გარს აკრავს. თანამედროვე ამერიკელი ფსიქოლოგების ჯ.უოტსონისა და გ.გიდგრენის სიტყვებით, ფროიდმა თავის საუკუნეს გაუსწრო და დარვინის მსგავსად თავისი დროის საღი აზრის ვიწრო, რიგიდული საზღვრები მოშალა, რითაც გზა გაუკვალა ადამიანის ქცევის შესწავლის თეორიას. ზ.ფროიდის მოძღვრების არაჩვეულებრივი განვითარებაიმ – და ჩვენ არ შევცდებით თუ ამ თეორიას წარმატებულს ვუწოდებთ – წერდა ფროიდის თანამედროვე ოსვალდ ბიუმკე – მხოლოდ იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ ოფიციალური მეცნიერება ასე შორსაა რეალობისგან; როგორც ჩანს მან ისე მცირედი იცოდა ჭეშმარიტ სულიერ განცდებზე, რომ ,,სულიერ ცხოვრებაზე” რაიმეს გაგების მსურველს პურის მაგიერ ქვას აწოდებდა”. `ძველი, ,,მოზაიკური” ექსპერიმენტალური ფსიქოლოგია სულიერი ცხოვრების მხოლოდ ცალკეულ ელემენტებს სწავლობდა და სავსებით არ აინტერესებდა რეალური ადამინის პიროვნებასთან მათი ფუნქციონალური ერთობის საკითხი; ის თითქმის არ სწავლობდა მის საქციელს, ქცევებს, რთულ განცდებსა და დინამიკას”– წერდა ა.ლურია.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

კომპლიმენტისა და მანიპულაციის ფსიქოლოგია

არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელიც ბუნებრივად ახერხებს სხვა ადამიანების კეთილგანწყობის სწრაფად მოპოვებას. ფსიქოლოგებმა გაარკვიეს, რომ ისინი ურთიერთობაში ისეთ მეთოდებს იყენებენ, რომელიც, როგორც წესი, მოსაუბრისგან დაფარულია. და რახან ეს მეთოდები არსებობს, მაშასადამე, მისი გაანალიზება და სწავლებაც შესაძლებელია.

ჩვენ ყოველთვის  არ გვაქვს გაცნობიერებული, რა გვიზიდავს მეორე ადამიანში, ან, პირიქით, რას ვხედავთ ისეთს, რომ ურთიერთობის სურვილი გვეკარგება. კომუნიკაციისას უამრავი სიგნალი მოდის პარტნიორის მხრიდან, რომელიც ხშირად გაუაზრებელია. მაგალითად, მოსაუბრემ თვალები რომ დახუჭოს, შეიძლება ვერ აღიდგინოს, რა ფერის ჰალსტუხი უკეთია პარტნიორს.  ანუ სიგნალი, რომელიც თვალმა აღიქვა, უკვალოდ დაიკარგა იმიტომ რომ მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მოგვინიჭებია. ე.ი. სიგნალი „კვალს ტოვებს“ მაშინ, როცა ის მოსაუბრისთვის ემოციურად მნიშვნელოვანია. ცნობიერების გვერდის ავლით ემოციურად მნიშვნელოვანი სიგნალი რჩება არაცნობიერში და იქიდან ახდენს გავლენას, რაც, საბოლოოდ, ურთიერობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

რა მოხდება, თუ შევძლებთ პარტნიორისთვის ისეთი სიგნალის გაშვებას, რომელიც მისთვის ემოციურად მნიშვნელოვანი იქნება, პოზიტიური დატვირთვა ექნება და, ამავე დროს, პარტნიორი მის გაცნობიერებას ვერ შეძლებს? მივიღებთ ასეთ ეფექტს – პარტნიორი იტყვის რომ ეს შეხვედრა რაღაცით სასიამოვნო იყო, რომ თავი კომფორტულად იგრძნო. თუ ამ მიდგომას რამდენჯერმე გაიმეორებთ, მას მტკიცე ემოციური დამოკიდებულება ჩამოუყალიბდება („ღუზის“ ეფექტი). ატრაქციის ჩამოყალიბებასთან ერთად, დიდია ალბათობა რომ მოლაპარაკება და საქმიანი ურთეირთობა სასურველი შედეგით დასრულდება.

კომპლიმენტის ფსიქოლოგია

დადებითი ემოციის მისაღწევად ერთ-ერთი მძლავრი იარაღია კომპლიმენტი.

ადამიანი, რომელიც სასიამოვნო სიტყვებს ისმენს მისი მისამართით,  დადებით ემოციებს იღებს, კმაყოფილია. ამიტომ მოსაუბრე, რომელიც კომპლიმენტს გვეუბნება, სასურველი მოსაუბრეა. ასე რომ, კომპლიმენტის მიზანი მოსაუბრისთვის კმაყოფილების მინიჭებაა. საქმიან ურთიერთობაში კი გასაგებია,  რომ რაც უფრო სასიამოვნო იქნება თქვენთან ურთიერთობა , მით მეტია ალბათობა რომ წამოწყებულ საქმეს სასრველი მიმართულებით წაიყვანთ.

კომპლიმენტის დროს ვახერხებთ ადამიანს ვაგძნობინოთ მისი მნიშვნელობა, შევაფასოთ მისი შრომა, ხაზი გავუსვათ მის როლს საერთო საქმეში. მაგრამ ცოტა სახიფათოა, კომპლიმენტი პირფერობას არ დაემსგავსოს.

რით განსხვავდება კომპლიმენტი შექებისგან და პირფერობისგან?  შექება მოსაუბრის დადებითიი შეფასებაა. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეფასებას ახდენს სტატუსით ან რანგით უფროსი.

კომპლიმენტი არის ადამიანის დადებითი შეფასების ცოტა გადაჭარბებული აღნიშვნა. როგორც წესი, ეს არის ის, რასაც ადამიანი თავის თავზე ფიქრობს. კომპლიმენტისგან განსხვავებით, პირფერობა ადამიანური თვისებების ან საქმიანობის ძლიერი გადაჭარბებაა. პირფერობა ცინიზმს შეიცავს და შეიძლება ის უარყოფილი იყოს. თუმცა არიან ადამიანები, ვისაც პირფერობაც სიამოვნებას ანიჭებს.

კომპლიმენტის და პირფერობის განმასხვავებელი ნიშნები:

  • კომპლიმენტი გულისხმობს „დაუსრულებელ“ შექებას, რომლის დროსაც მსმენელი თავად აკეთებს დასკვნებს. პირფერობის დროს კი მესიჯი სწორხაზოვანი, მარტივი და გასაგებია;
  • კომპლიმენტი ირიბად მიუღითებს რაიმე თვისებაზე, პირფერობის დროს კი ზუსტი მინიშნებაა და, როგორც წესი, გადაჭარბებულიც;
  • კომპლიმენტს შეუძლია ადამიანში სასიამოვნო გრძნობები აღძრას, პირფერობამ კი, ადვილი შესაძლებელია, უკუ შედეგიც გამოიღოს.

კომპლიმენტის სწორად გამოყენების წესები:

  • კომპლიმენტში მითითებული ფაქტები ორივე მხარისთვის უნდა იყოს ცნობილი
  • თუ არ ხართ დარწმუნებული რომ პარტნიორი ზუსტად მიხვდება თქვენს მინიშნებას, გარისკვა არ ღირს
  • დაუშვებელია კომპლიმენტი ფაქტებს ეწინააღმდეგებოდეს
  • კომპლიმენტი უნდა იყოს მოკლე და ლაკონური, არ უნდა შეიცავდეს ორაზროვან მიდგომას. მაგ. „რამდენჯარაც მოგისმინეთ, აღფრთოვანებული დავრჩი, როგორ ადვილად ახერხებთ პასუხებისგან თავის არიდებას“
  • რაც შეიძლება ხშირად თქვით კომპლიმენტები. კომპლიმენტი კარგი ამბის თქმის სურვილით იწყება. ამიტომ ჯერ დააკვირდით, რა მოგწონთ პარტნიორში, რა თვისებაა ისეთი, რასაც თავადაც ისურვებდით რომ გქონოდათ, და უთხარით ამის შესახებ;
  • გარეგნობაზე აქცენტის გაკეთება ბევრად მარტივია, ვიდრე შინაგანი თვისებების შემჩნევა. გარეგნობაზე ხაზგასმას ადამიანი ბავშვობიდანვე სწავლობს და ამაში დიდ როლა მშობლები თამაშობენ. მნიშვნელოვანია ვისწავლოთ აგრეთვე შინაგან თვისებებზე დაკვირვება, რადგან ასეთი შინაარსის კომპლიმენტი უფრო კარგად „მუშაობს“;
  • კომპლიმენტი უნდა იყოს გულწრფელი, თქვენ თავად უნდა გჯეროდეთ ის, რასაც ამბობთ;
  • კომპლიმენტი უნდა შეიცავდეს არა ზოგად დახასიათებას, არამედ კონკრეტულ ნიშან-თვისებაზე ხაზგასმას;
  • კომპლიმენტის შინაარსი შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს პარტნიორის თვითშეფასებასთან. არ უნდა მოხდეს მისი გაუფერულება. მაგ. ფენომენალური მეხსიერების პატრონს არ უნდა უთხრათ, „რა ადვილად იმახსოვრებთ ტელეფონის ნომრებს, აღფრთოვანებული ვარ!“
  • არ უნდა შეიცავდეს დიდაქტიკის ელემენტებს („ძალიან კარგად გაართვი თავის შენს დავალებას, მაგრამ ცოტა უფრო მეტად აქტიური იყავი მომავალში“);
  • ასევე უნდა გავითვალისწინოთ პარტნიორის ასაკი, სქესი და მდგომარეობა. თუ ახალგაზრდა ადამიანს სიამოვნებს მის წარმატებაზე ხაზგასმა, ასაკოვანისთვის შეიძლება უფრო მეტად სასიამოვნო იყოს მისი შვილების ან შვილიშვილების შექება.

ადამიანები სიამოვნებით ისმენენ კომპლიმენტებს, შეიძლება პატარა შეცდომები გაპატიონ კიდევაც. რადგან მამაკაცები მაინცდამაინც არ არიან განებივრებული კომპლიმენტებით, ჯობია სწავლა სწორედ მათით დაიწყოთ.

 

მანიპულაციის ტექნიკები

ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორის ფსიქოლოგიური პოზიციის ამოცნობა და ისეთი პოზიციის დაკავება, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება საბოლოო შედეგის მიღწევისთვის.

მანიპულაცია – ეს არის ადამიანის ქცევის ფარული მართვა რაიმე სარგებლის მიღების მიზნით. ადამიანს, რომელიც ასეთ ქცევას ახორციელებს, მანიპულატორი ეწოდება. ჩვენი ყველა  ქცევა, რომელიც პარტნიორს ჩვენთვის სასურველი მიზნისკენ მისდაუნებურად უბიძგებს, მანიპულატორული ეწოდება.

მანიპულაციის განმასხვავებელი ნიშნები:

  • მანიპულატორის მიერ საკუთარი მიზნებისა და საშუალებების გააზრებულად გამოყენება;
  • მიზნის გააზრებულად დაფარვა;
  • საშუალებების დაფარვა;
  • ადრესატის მიერ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება.

 

რა თქმა უნდა, ცხოვრებაში გვხვდება სიტუაციები, როცა იძულებული ვართ დავმალოთ ჩვენი მიზნები. თუმცა ხშირი მანიპულაცია ძალიან სახიფათოა, რადგან ადამიანის პიროვნებას ანგრევს და ფიტავს — მისი  ძირითადი სასიცოცხლო ძალები სწორედ სხვების მართვისთვის იხარჯება.

განასხვავებენ მანიპულატორის სამ ტიპს – აქტიური, პასიური და შეჯიბრობითი.

აქტიური მანიპულატორი – ამ ადამიანებს საკუთარი თავის იმედი არ აქვთ, მათ ურჩევნიათ პასუხისმგებლობა მუდმივად სხვაზე იყოს გადატანილი – მასზე, ვინ შეუძლიათ აკონტროლონ ან მთლიანად მათზე იყვნენ დამოკიდებული. როგორც წესი, ასეთი გავლენის მოპოვებას გამჭრიახი გონება ჭირდება

პასიური მანიპულატორი – ესენი არიან ადამიანები, რომელთაც იმდენად ეშინათ სხვისი კრიტიკის, რომ ცდილობენ ყველას ყველაფერში დაეთანხმონ („რაც გინდათ მიქენით“). ასეთი პოზიცია ძალიან მომგებიანია, თუ ვერ ერევი ცხოვრებისეულ სირთულეებს.

შეჯიბრობითი  მანიპულატორი – ადამიანები, რომლისთვისაც ცხოვრება მუდმივად „ბრძოლის ველია“, სადაც აუცილებლად გამარჯვება უნდა მოიპოვოს. საქმიანი პარტნიორიც მისთვის მოწინააღმდეგეა, რომელიც უნდა დაამარცხოს.

მანიპულაციის ძირითადი მიზნის ცოდნა საშუალებას იძლევა წინასწარ გათვალო პარტნიორის ქცევის სტილი და მზად დახვდე გამოწვევებს.

განასხვავებენ მანიპულაციის ფორმებს  მიზნის მიხედვით  – გედონისტური და პრაგმატული.

გედონისტური მანიპულაცია ხორციელედება  იმ ემოციონალური რეაქციის  დასანახად, რასაც მანიპულატორი ადრესატში აღძრავს. მანიპულატორი დიდ სიამოვნებას იღებს ამ რაქციით, რადგან  უეჭველი დადასტურებაა მისი ძალაუფლებისა. ბევრი გედონისტი მანიპულატორი ახორციელებს ასეთ ქცევას „უმიზეზოდაც“, რათა დამატებით დარწმუნდეს თავის ძალაში და ადრესატის მორჩილებაში.

პრაგმატული მანიპულაცია მიმართულია არა რექციის მიღებაში, არამედ თავად მიზნის მიღწევაში, რომელსაც ადრესატი ისე ახორციელებს, ვერც კი ხვდება.

პრაგმატული მანიპულაციის მიზანი შეიძლება იყოს:

  • აიძულოს ადრესატი რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს;
  • უარი თქვას რაიმეზე;
  • მიიღოს ინფორმაცია ადრესატისგან;
  • მიიღოს დაფარული ინფორმაცია

პირველ ეტაპზე პრაგმატული მანიპულატორი ქმნის შესაფერის ფსიქოლოგიურ კლიმატს, სადაც ადვილი იქნება მანიპულირება. ამ დროს შეიძლება გამოიყენოს პირფერობა, შექება, თავის შებრალება და ა.შ.

არანაკლებ ეფექტურად გამოიყენება  არავერბალური კკომუნიკაციის ელემენტები:

  • საუბრის ტემპის მოულოდნელი აჩქარება
  • დისტანციის მოულოდნელი შეცვლა;
  • სივრცის შეზღუდვა;
  • არარეგლამენტირებული შეხება.

მომდევნო ეტაპზე კი უკვე იყენებს მანიპულაციის რომელიმე ფორმას.

 

მანიპულატორული ქცევისგან თავდაცვის ძირითადი ფორმები

პასიური თავდაცვა

პასიური თავდაცვის არსი მდგომარეობს საკუთარი სპონტანური რეაქციების შეკავებაში მანიპულატორის ქცევის საპასუხოდ. პასიური თავდაცვის ყველა ფორმა მიმართულია მანიპულატორის შეტევის ტემპის შენელებაზე, რათა „მსხვერპლმა“ სული მოითქვას. ასე იქცევიან მაშინ, როცა არ იციან რა გააკეთონ კონკრეტულ სიტუაციაში ან როცა არ უნდათ მანიპულატორთან ურთიერთობის გაფუჭება. გამოცდილება აჩვენებს,  რომ მანიპულატორი ამ დროს მართლაც წყვეტს აქტიურ მცდელობებს.

თუ თქვენ მანიპულატორის მსხვერპლი აღმოჩნდით, საჭიროა სპონტანური ქცევებისგან თავი შეიკავოთ, რადგან დაბნეული და კონტროლდაკარგული მსხვერპლი ნამდვილი ძღვენია მანიპულატორისთვის.

პასიური თავდაცვის ფორმები:

  • მანიპულატორის სიტყვებზე რეაქციის არქონა;
  • შთაბეჭდილების შექმნა რომ ვერ გაიგეთ, რას ამბობს მეორე მხარე;
  • შემოთავაზებულ წინადადებებზე დათანხმება;
  • მანიპულატორის თხოვნის გამეორება, ოღონდ კითხვითი ფორმით.

რეკომენდაციები:

ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია თვალიერება – ცნობილია, რომ ნეგატიური ინფორმაცია ყველაზე მეტად აღიქმება და გვამახსოვრდება აუდიალური არხებით. ამიტომ დაძაბულ, კონფლიქტურ სიტუაციაში ჯობია ყურადღება გადაიტნოთ ვიზუალურ მხარეზე და ყურადღებით „დაათვალიეროთ“ მოწინააღმდეგე და ირგვლივ არსებული გარემო.

  • შეეცადეთ დააკვირდეთ თქვენი პარტნიორის სახეს დეტალურად, თითქოს მისი პორტრეტის დახატვას აპირებთ
  • ამ პერიოდში შეეცადეთ არ გამოხატოთ ირონია და ზიზღი;
  • ამ „სპეციალური“ პაუზის დროს შეეცადეთ დაინახოთ რაც შეიძლება მეტი დეტალი პარტნიორის გარშემო.

კარგად მოქმედებს აგრეთვე სიჩუმის პაუზა. უეცარი სიჩუმე მართლაც ანეიტრლებს ოპონენტის ნეგატიურ დამოკიდებულებას. გამიზნულად შენარჩუნებული სიმშვიდე კი ხაზს უსვამს ადამიანის შინაგან ძალას.

აქტიური თავდაცვა

თუ პასიური თავდაცვის დროს მთავარია წამოსული აგრესიის შეჩერება და წონასწორობის შენარჩუნება, აქტიური თავდაცვა გულისხმობს მანიპულატორის დროულ გამოაშკარავებაას და საპასუხო დარტყმის მიყენებას.

 

მასალა მოამზადა: ირინა ტაბუციძემ ( ფსიქოლოგიის ცენტრ  ,,პიკის” დამფუძნებელი)
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

ყველაფერი ბავშვების ემოციების შესახებ

,,დოქტრინა”  გთავაზობთ იმ ფსიქოლოგიურ ასპექტებს, რომლებიც თქვენი პატარების ემოციებს თან ახლავს:

 

სიხარული

     სიხარული, რომლის გამოხატვაც ღიმილით იწყება და შემდეგ სიცილში გადადის, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე. ჩვილები იღიმებიან და იცინიან ახალი უნარის დაუფლებისას, მოტორულ და კოგნიტურ სფეროში დახელოვნებისას. ბავშვები კარგად გრძნობენ, რომ მათი ღიმილი უფროსის უფრო მეტ სითბოსა და ყურადღების გამოხატვას განაპირობებს.

პირველი კვირების განმავლობაში, ბავშვები სიმაძღრის, თვალის სწრაფი მოძრაობის ძილის (REM), ნაზად შეხების, დედის ხმის გაგონების და რწევის დროს იღიმიან. პირველი თვის ბოლოს კი საინტერესო საგნის დანახვისას გაიღიმებენ.

6-10 კვირის ჩვილის სახეზე .სოციალური ღიმილი  ჩნდება (იღიმის  დედის დანახვისას ან მისი ხმის გაგონებისას). 3 თვის ჩვილი კი მისთვის ნაცნობ ადამიანთან ინტე­რაქციისას იღიმის.

ბავშვები სიცილს პირველად დაახლოვებით 3-4 თვის ასაკში იწყებენ. ღიმილის მსგავსი სიცილი ჩნდება აქტიური გამღიზიანებლის საპასუხოდ. მაგალითად, როცა მშობლები ბავშვს ეთამაშებიან.

6 თვის ბავშვები უფრო ხშირად ნაცნობ ადამიანებთან ინტერაქციისას იღიმებიან და იცინიან.

10-12 თვის ბავშვები კონტექსტიდან გამომდინარე სხვადასხვაგვარად იღიმებიან – მშობლის დანახვაზე ფართოდ იღიმებიან; უცხო ადამიანს თავშეკავებულად, უხმოდ უღიმიან; მასტიმულირებელი თამაშის დროს კი გულიანად იცინიან.

2 წლის ასაკისთვის კი ღიმილი გააზრებული, სოციალური სიგნალი ხდება.

ბრაზი და სევდა

     ახალშობილი სხვადასხვა არასასიამოვნო განცდაზე (შიმშილი, მტკივნეული სამედი­ცინო პროცედურა, სხეულის მაღალი ტემპერატურა და ა.შ.) ზოგადი დისტრესით პასუხობს.

4-6 თვიდან ბავშვებში ბრაზის გამოხატვის სიხშირე და ინტენსივობა იზრდება, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა სიტუაციით. მაგალითად, მათთვის საინტერესო საგანს გამოართმევენ, ზღუდავენ მის მოძრაობას, აძინებენ, მზრუნველის წასვლისას ან თუ თავისი მოქმედებით, სასურველ მიზანს ვერ აღწევენ და ა.შ.

     რატომ იზრდება ბრაზის რეაქცია?

     ეს დაკავშირებულია კოგნიტურ და მოტორულ განვითარებასთან. მას შემდეგ რაც პატარები ნებისმიერი (მიზანმიმართული) მოქმედების უნარს იძენენ, საკუთარი მოქმედებების კონტროლისა და მათი შედეგების შეფასებას იწყებენ. ასევე უფროსი ასაკის ჩვილები უკეთ ახერხებენ ტკივილის და ფრუსტრაციის გამომწვევი მიზეზის განსაზღვრას.

ბრაზის ინტესივობის ზრდა ასრულებს ადაპტურ ფუნქციასაც. ბრაზით მობილიზებული ენერგია, პატარას თავდაცვის ან სირთულის დაძლევის საშუალებას აძლევს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბავშვის გაბრაზება უფროსებს უბიძგებს მისთვის დისკომფორტის მოხსნაზე. მაგალითად, თუ ბრაზის გამომწვევი მიზეზია დედისგან სეპარაცია, მაშინ მომავალში დედამ შეიძლება მარტო აღარ დატოვოს ბავშვი.

სევდა შეიძლება გამოიწვიოს ტკივილმა, სასურველი საგნის გამორთმევამ, ხანმოკლე განშორებამ. სევდა ჩვილობაში ბრაზთან შედარებით იშვიათია.

სევდა, როგორც წესი, მზრუნველთან განშორებისას ან მზრუნველსა და ჩვილს შორის კომუნიკაციის სარიოზული დარღვევის შემთხვევაში ჩნდება.

შიში

     ბრაზის მსგავსად, შიში  ცხოვრების პირველი წლის მეორე ნახევარში ჩნდება. უფროსი ასაკის ჩვილები ახალი სათამაშოთი თამაშის დაწყებას ყოყმანობენ.

ცოცვის დაუფლების შემდეგ, ბავშვებს სიმაღლის შიში უჩნდებათ. ყველაზე ხშირად კი ჩვილებს უცხო ადამიანის შიში ახასიათებთ. ბევრი ჩვილი უცხო ადამიანს სიფრთხილით ხვდება, თუმცა არსებობს გამონაკლისიც. ბავშვის რეაქცია დამოკიდებულია რამოდენიმე ფაქტორზე: ტემპერამენტზე (ზოგი ბავშვი ბუნებით მშიშარაა), უცხო ადამიანთან ურთიერთობის გამოცდილებაზე და არსებულ სიტუაციაზე. თუ უცნობი ადამიანი ზის და არ ანხორციელებს აქტიურ ქმედებებს, ხოლო მშობელი ბავშვის გვერდითაა, მაშინ ჩვილი პოზიტიურ ქცევას და ცნობისმოყვარეობას ამჟღავნებს. უცხო ადამიანის მხრიდან სითბოს გამოხატვა, მიმზიდველი სათამაშოს შეთავაზება, ნაცნობი თამაშის წამოწყება, ბავშვთან ნელა მიახლოვება – ბავშვის შიშს ამცირებს.

6 თვის ბავშვებთან შიშის გრძნობის გაზრდამ, შეიძლება მისი ცნობისმოყვარეობა შეაფერხოს. ბავშვები მზრუნველს იყენებენ როგორც უსაფრთხოების საყრდენს, რომელსაც შეიძლება მოსცილდე გარემოს გამოსაკვლევეად და დაუბრუნდე საფრთხის შემთხვევაში.

დროთა განმავლობაში უცხო ადამიანის შიში და სხვა სახის შიშებიც მცირდება. კოგნიტური განვითარება საშუალებას აძლევს ბავშვს გაარჩიოს საშიში და უსაფრთხო სიტუაციები. ამასთანავე, ხრდასთან ერთად ბავშვი ეუფლება შიშის დაძლევის სტრატეგიებს.

 მე-ს ცნობიერებასთან დაკავშირებული ემოციები

     ბაზისური ემოციების გარდა, ადამიანისთვის დამახასიათებელია უფრო რთული ემო­ციებიც, როგორიცაა – სირცხვილის და დანაშაულის გრძნობა, შური და სიამაყე. ასეთ ემო­ციებს მე-ს ცნობიერებასთან დაკავშირებულ ემოციები ეწოდება, ვინაიდან ამ ემოციებს მე-ს განცდის გაძლიერება ან შესუსტება შეუძლია. მაგალითად, ჩვენ ნეგატიურად ვაფასებთ ჩვენს საქციელს, თუ სირცხვილის გრძნობას განვიცდით.

დანაშაულის გრძნობა ვინმესთვის ზიანის მიყენების დროს ჩნდება. სიამაყე კი პირიქით, საკუთარი მიღწევებით კმაყოფილებას ასახავს.

მე-ს ცნობიერებასთან დაკავშირებული ემოციები ჩნდება 2 წლის ასაკში, როდესაც ბავშვებს საკუთარი მე-ს განცდა უჩნდებათ.

18-24 თვის ბავშვებში სირცხვილის, სიამაყისა და უხერხულობის გრძნობა ჩნდება, ხოლო შური – 3 წლის ასაკში.

მე-ს ცნობიერებასთან დაკავშირებული ემოციების განვითარებას განაპირობებს, ერთის მხრივ, თვითშემეცნების განვითარება და მეორეს მხრივ, უფროსების მიერ მიცემული მითითებები, როდის უნდა გაუჩნდეს მათ სიამაყის, სირცხვილის ან დანაშაულის გრძნობა. უფროსები უკვე 2 წლის ბავშვებთან, სირცხვილის გრძნობის გამოყენებით, კარგი და ცუდი საქციელის ჩამოყალიბებას ცდილობენ. მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ გადაჭარბებულმა სირცხვილის გრძნობამ, შესაძლოა ბავშვის თვითშეფასებას ზიანი მიაყენოს.

3 წლის ასაკში მე-ს ცნობიერებასთან დაკავშირებული ემოციები თვითშეფასებას უკა­ვშირდება.

 

სრულად ნახვა
სოციოლოგიაფსიქოლოგია

მეცნიერები: ,,მელოტი მამაკაცები უფრო წარმატებულები, ჭკვიანები და მამაკაცურები არიან”

პენსილვანიის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მელოტ მამაკაცს გარშემომყოფები უფრო დომინანტურ და წარმატებულ პიროვნებებად მიიჩნევენ.

ამერიკელმა მეცნიერმა – ალბერტ მანსმა, რომელიც თავადაც მელოტია, 2012 წელს კვლევა ჩაატარა. მას სურდა, გაერკვია, თუ როგორ რეაგირებს ხალხი თავგადაპარსულ მამაკაცებზე და ამ მიზნით მათ სხვადასხვა ფოტოებს აჩვენებდა.

თითოეულ სუბიექტს ერთსა და იმავე ფოტოს ორჯერ აჩვენებდნენ, ერთ ფოტოზე იყო მამაკაცი, რომლის თავი თმით იყო დაფარული და მეორე ფოტოზე კი – იგივე მამაკაცი გადაპარსული თმით.  სუბიექტების განცხადებით, ისინი ფიქრობდნენ, რომ მელოტი მამაკაცები უფრო დიდები, დომინანტურები და ძლიერები იყვნენ.

ერთი საინტერესო დეტალი: ისინი დროებით უთმოები უნდა ყოფილიყვნენ. თმის ცვენით გამოწვეული სიმელოტე ნაკლებ მიმზიდველად მიიჩნეოდა.

ტექნოლოგიური მეწარმე – სეზ გოდინი, უკვე 20 წელია მელოტია. იგი შეეცადა აეხსნა, თუ რატომ განიხილებიან მელოტი მამაკაცები, როგორც უფრო დომინანტურები. ,,მე არ ვამბობ, რომ თავის გადაპარსვა უფრო წარმატებულს გხდით, მაგრამ იგი იწყებს საუბარს, იმის შესახებ, რომ თქვენ რაღაც მნიშვნელოვანი გაქვთ გაკეთებული,” – აცხადებს გოდინი.

მელოტი მამაკაცები არა მხოლოდ უფრო ძლიერებად, არამედ უფრო ჭკვიანებადაც განიხილებიან. ზაარლანდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგის, როლანდ ჰენსის მიერ ჩატარებულმა გლობალურმა კვლევამ, რომელშიც 20.000-ზე მეტი სუბიექტი იყო ჩართული, აჩვენა, რომ მელოტი მამაკაცები მიიჩნევიან უფრო ასაკოვნებად, ჭკვიანებად და ბრძენებად.

დიდი ხნის განმავლობაში მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ მელოტი მამაკაცები სქესობრივად უფრო ძლიერები იყვნენ, რადგან თმის ცვენა ტესტოსტერონების დონესთან კორელირებს. თუმცა ეს ასე არაა.  თმის ცვენა გამოწვეულია არა ტესტოსტერონებისგან, არამედ ჰორმონ DHT-გან. ეს ჰორმონი ტესტოსტერონებისგან წარმოიქმნება, მაგრამ ის მხოლოდ და მხოლოდ თმის ფოლეკულებზე ახდენს გავლენას და არა სხეულის სხვა ნაწილზე.

თუმცა, ძვირფასო მელოტებო, გულს ნუ გაიტეხთ, ბევრ ადამიან კვლავ სჯერა, რომ მელოტი მამაკაცები უფრო ძლიერები არიან. ეს გახლავთ შეხედულება, რომელსაც თავიანთი ვარცხნილობის სტილით ამყარებენ ისეთი აღიარებული სექსსიმბოლოები, როგორებიც არიან: ჯეისონ სტეტჰამი, ბრიუს უილისი და მაიკლ ჯორდანი.

 

 წყარო: http://www.businessinsider.de/

მასალა მოამზადა:თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიოფსიქოლოგია

შაქარი ისეთივე ზიანს აყენებს ტვინს, როგორსაც ძალადობა

ის, რომ ნებისმიერი დიეტის დროს შაქრის რაოდენობდა უნდა შევამციროთ, უკვე კარგა ხანია ყველამ კარგად ვიცით. ისიც აღარაა სადავო, რომ კოლა და ლიმონათი ჩვენი წელის ხაზისა და სტომატოლოგიური ჯანმრთელობისთვის სახარბიელო არაა.

შაქრის მავნებლობის კვლევას მეცნიერები კვლავ განაგრძობენ. მკვლევართა ერთმა ჯგუფმა ახალი გამოკვლევა ჩაატარა, რომელიც ამტკიცებს, რომ შაქრიანი სასმელი ადამიანის ტვინს ისეთივე ზიანს აყენებს, როგორსაც უკიდურესი სტრესი ან ძალადობა.

ცხოვრების ადრეულ ეტაპზე გადატანილი მთელი რიგი საზიანო შემთხვევები, როგორიცაა:  უბედური შემთხვევები, ბუნებრივი კატასტროფები, ფიზიკური, სექსუალური და ემოციური ძალადობა; ოჯახური ძალადობა და დანაშაულის მსხვერპლად ყოფნა – იწვევს სტრესის ძირითადი ჰორმონის, კორტიზოლის მომატებას.

არსებობს მტკიცებულება, რომ ბავშვობაში ცუდი მოპყრობა ტვინის მოცულობის შემცირებასთანაა დაკავშირებული და ეს ცვლილებები შეიაძლოა უკავშირდებოდეს მღელვარებასა და შიშს.

 მეცნიერებმა ვირთხებზე დაკვირვება ჩაატარეს და აღმოჩნდა, რომ შაქრიანი სასმელის მიღება ადრეულ ასაკში გადატანილი სტრესის შედეგად ტვინზე დატოვებულ კვალს კიდევ უფრო აღრმავებს.

 ექსპერიმენტში მონაწილე ვირთხების ნახევარი შეზღუდულ ბუდეში მოათავსეს დაბადებიდან 2-9 დღის გამნავლობაში. შემდეგ ისინი ნორმალურ საწოლს დაუბრუნეს ძუძუდან მოცილების პერიოდამდე.

ამის შემდეგ ვირთხების ნახევარს შეუზღუდავად აწვდიდნენ უცხიმო საჭმელს და სასმელ წყალს, ხოლო დანარჩენებს საჭმელი, წყალი და 25 პროცენტიანი შაქრიანი წყალი, რომელიც შეეძლო დასალევად აერჩიათ.

ორივე ჯგუფის ვირთხები მოიხმარდნენ შაქარს და ექსპერიმენტის დროს მეტი კალორია მიიღეს. როდესაც ვირთხები 15 კვირის გახდნენ, მკვლევარებმა მათი ტვინები შეამოწმეს.

როგორც ვიცით,  ცხოვრების ადრეულ ასაკზე გადატანილი სტრესი გავლენას ახდენს ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ფუნქციაზე, ამიტომ მეცნიერებმა შეისწავლეს ტვინის ნაწილი, რომელსაც ჰიპოკამპუსს უწოდებენ და რომელიც მეხსიერებისა და სტრესისთვისაა მნიშვნელოვანი.

ექსპერიმენტის დროს, ვირთხების ოთხი ჯგუფი შეისწავლეს – კონტროლირებული (არა სტრესგადატანილი), კონტროლირებადი ვირთხები, რომლებმაც სასმელი შაქრიანი წყალი დალიეს, ვირთხები, რომლებიც სტრესისგან დაუცველები იყვნენ, და ვირთხები, რომლებიც სტრესისგან დაუცველები იყვნენ და შაქრიანი წყალი დალიეს.

კვლევამ აჩვენა, რომ შაქრის ქრონიკული მოხმარება იმ ვირთხებში, რომლებსაც სტრესი გადატანილი არ ქონდათ, წარმოშობდა ისეთივე ცვლილებებს ჰიპოკამპუსში, რაც წარმოიქმნებოდა იმ ვირთხების ჰიპოკამპუსში, რომლებსაც სტრესი გადატანილი ქონდათ, მაგრამ შაქრიან წყალს არ სვამდნენ.

შაქარი და სტრესი ერთნაირად ამცირებენ კიდევ ერთ რეცეპტორს, რომელიც ნერვების ზრდისთვისაა საჭირო, Neurod1.

ტვინში შაქრიანი სასმელით გამოწვეული ცვლილებები შემაშფოთებელია, როგორც ჩანს, ის ტვინის განვითარებზე უარყოფითად მოქმედებს. ტკბილ და გაზიან გამაგრილებელ სასმელს კი განსაკუთრებთ დიდი ოდენობით მოიხმარენ ცხრიდან თექვსმეტ წლამდე ასაკის ბავშვები.

მეცნიერები მოუწოდებენ ყველას, რაც შეიძლება შეზღუდონ ყოველდღიურად მოხმარებული შაქრის დოზა.

წყარო: Dailymail

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 4 20
Page 2 of 20