close

ფსიქოლოგია

ფსიქოლოგია

როგორ გავაგებინო მოზარდს, რომ მოაწესრიგოს თავისი ნივთები? – ფსიქოლოგის რჩევა

ნტერვიუები მომზადებულია ფსიქოთერაპევტ ანუკა კალმახელიძის პროექტის

 “მშობლის როლი შვილის განვითარებაში” ფარგლებში,

 სადაც მშობლების მიერ გაჟღერებულ კითხვებს სცემენ პასუხს პროფესიონალი

ფსიქოლოგ , ფსიქოთერაპევტები.

პროექტი ხორციელდება საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა  დავითიანნის მხარდაჭერით.

ფსიქოკონსულტირებისა და ფსიქოდიაგნოსტიკის სპეციალობის დოქტორანტი

პიროვნების განვითარების და რეაბილიტაციის სპეციალისტი, ოკუპაციური თერაპევტი, სენსორული თერაპევტი-თამარ ( სოფო) წიგნაძე

როგორ ვასწავლო, ასე გამეტებით არ სცემოს პატარა ძმა?

როდესაც ვხედავთ, რომ დედმამიშვილი მეორეს ფიზიკურად უსწორდება, ჩვენ რისხვას განვიცდით ამ დროს, ვფიქრობთ, რომ ის აგრესიულია, მოძალადეა და თავის უდანაშაულო ძმა მტრულად ექცევა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის ჩვენი შვილია. ის ამ გზით გვატყობინებს, რომ ჩვენი მხარდაჭერა და დახმარება სჭირდება. მაგრამ შეუძლია მშობელს დახმარება, თუ საკუთარი ემოციების მართვა მან ჯერაც არ იცის და სანაცვლოდ ჩვენ მას ვსჯით, დახმარების სანაცვლოდ. სოფო წიგნაძე საჭიროა მას ემპათია გავუღვიძოთ და განვუვითარო თავისი ძმის ან ცხოველების მიმართ. როგორ დავეხმაროთ მას მართოს ემოცია? საკუთარი ქცევა? უმეტესად ამ დროს მეტი დროის გატარებას ვურჩევთ მშობლებს. უნდა განვავითაროთ ნდობა, ვცადოთ კავშირი მასთან, რათა დავეხმაროთ თავის ჩახლართულ გრძნობებში გაერკვეს. ეცადეთ, მასთან მეტი დრო გაატაროთ, შევქმნათ მეტი ნდობა ჩვენს შორის. ნახევარ საათიანი სრულყოფილი კავშირიც კი მას განაცდევინებს თქვენს ყურადღების ცენტრში ყოფნას. მიეცით საშუალება, თვითონ მოიფიქროს, რა უნდა აკეთოს თქვენთან ერთად. დაუთმეთ მას მთლიანად თქვენი თავი და უგულვებელყავით ყველაფერი დანარჩენი. ნახავთ, თუ რამდენად შეიცვლება მისი დამოკიდებულება და თვითშეფასება. შეუქმენით უსაფრთხოების განცდა, ეთამაშეთ.

როგორ გავაგებინო მოზარდს, რომ მოაწესრიგოს თავისი ნივთები?

ხშირად უწესრიგო ოთახი წარმოადგენს “პიროვნულ თავისუფლებას,” იცხოვროს საკუთარი პირობებით. “ეს ჩემი ოთახია,” ამბობს მოზარდი, “მე თავისუფლად ვიცხოვრებ, როგორც მე მსურს.” მაგრამ მშობლები აიძულებენ იცხოვრონ მოზარდებმა იმ სსაყოფაცხოვრებო პირობებში, რასაც ისინი ადგენენ. აქ მშობლებს უპირისპირდებიან მოზარდები, მაგრამ მშობლებიც იჩენენ პრინციპებს. ბავშვი გაჩვენებთ, რომ მას უნდა საკუთარ სივრცეში ცხოვრება, რატომ არის თქვენთვის ბინძური ოთახის საკითხი ასე მნიშვნელოვანი? ის თქვენი თავის გაგრძელებაა? თუ ზედამხედველობას აირჩევთ, ცუდი არჩევანია. უბრალოდ გამოკეტეთ კარი და არეულობა არ შეგაწუხებთ. დიახ, თქვენ პატივი უნდა სცეთ მის პირად სივრცეს

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

რა იწვევს ბავშვებში მავნე ჩვევებს – ფსიქოლოგის რჩევა

ნტერვიუები მომზადებულია ფსიქოთერაპევტ ანუკა კალმახელიძის პროექტის

 “მშობლის როლი შვილის განვითარებაში” ფარგლებში

სადაც მშობლების მიერ გაჟღერებულ კითხვებს სცემენ პასუხს პროფესიონალი

ფსიქოლოგ , ფსიქოთერაპევტები.

პროექტი ხორციელდება საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა  დავითიანნის მხარდაჭერით.

ფსიქოკონსულტირებისა და ფსიქოდიაგნოსტიკის სპეციალობის დოქტორანტი

პიროვნების განვითარების და რეაბილიტაციის სპეციალისტი, ოკუპაციური თერაპევტი, სენსორული თერაპევტი-თამარ ( სოფო) წიგნაძე

როგორ შეიძლება 9 წლის ბავშვისთვის კოვიდისგან დაწესებული შეზღუდვები ნაკლებად სტრესული იყოს?

კარგია, თუ COVID-ის შესწავლით დავიწყებთ ბავშვთან საუბარს და დაავადებათა კონტროლის და მართვის ცენტრების, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგულაციებს ავუხსნით და გავაცნობთ. თუ შესაძლებელია, გამონახეთ საუკეთესო დრო, მაგალითად სადილობის დროს, დასვან ბავშვებმა კოვიდის, ან სტრესული ფაქტორების შესახებ კითხვები. ეცადეთ, მოუსმინთ და აუხსნათ პასუხები ფაქტებით. თუ ეს არ შეგიძლიათ, იყავით უბრალოდ პატიოსნები. აუხსენით რა შეიძლება გავაკეთოთ კოვიდის წინააღმდეგ, როგორ დავიცვათ თავი. მოუყებით აბსტრაქტული ნაბიჯები, როგორ დავიბანოთ ხელი, რა გავითვალისწინოთ ჭამის წინ. აჩვენეთ ეს აქტივობები მათ თქვენ თვითონ, დაიბანეთ ხელი, გარეცხეთ ყველაფერი, დარჩით სახლში, აჩვენეთ თქვენი მაგალითით სოციალური დისტანცია მაღაზიაში სიარულის, რიგში დრომის და სხვა აქტივობების დროს. მიეცით ინფორმაცია ჯანსაღი კვებისა და ფიზიკური აქტივობების შესახებ. ასევე, უნდა შევეცადოთ, მივცეთ მას სიმშვიდის მაგალითი. თუ სიმშვიდეა ოჯახში, ბავშვიც მშვიდადაა.

რა იწვევს ბავშვებში მავნე ჩვევებს, ტიკებს (ფრჩხილების კვნეტა, თვალების პაჭუნი)?

ითვლება, რომ თითების პირში ჩადების არასასურველი ქცევა 5-დან 15 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებს ახასიათებთ. მათ შორის 50% მოზარდობის ასაკში თავად გადალახავს ამ ჩვევას. მიზეზად მიიჩნევა შფოთვები, სტრესი, მოწყენილობა, ან კომფორტი. როგორ ამოვიცნოთ? თუ ბავშვი ოჯახური კამათის, თანატოლების ჩხუბის, შენიშვნის მიცემის დროს ასრულებს ამ ქცევას, ის სტრესზე მიუთითებს; თუ ამ ქცევას ტელევიზორის ყურების ან მოწყენილობის დროს ახორციელებს, იგი მოწყენილობის გამო ხდება, სტერეოტიპული ქცევაა. თუ შეამჩნევთ, რომ სკოლის ან აცხოვრებლის შეცვლის, ოჯახის კონფლიქტის დროს იკვნეტს ფრჩდილებს, ეცადეთ გაესაუბროთ მას, შეურჩიოთ კარგი დრო და ხასიათი, რომ განიხილოთ შემთხვევა, რისიც მას ეშინია ან აშფოთებს. ეცადეთ ზედმიწევნით დააჭრათ ფრჩხილები ყოველ კვირაში; შეუძლიათ მოტივაცია მისცეთ, შესთავაზოთ რელაქსაციის აქტივობები: მხატვრობა, ძერწვა, ენერგიის ხარჯვა ეზოში

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

განქორწინების შემდგომი სტრესი ბავშვებში – ფსიქოლოგი გვირჩევს

ინტერვიუები მომზადებულია ფსიქოთერაპევტ ანუკა კალმახელიძის პროექტის

 “მშობლის როლი შვილის განვითარებაში” ფარგლებში,  სადაც მშობლების მიერ გაჟღერებულ კითხვებს სცემენ პასუხს პროფესიონალი

ფსიქოლოგ , ფსიქოთერაპევტები.

პროექტი ხორციელდება საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა  დავითიანნის მხარდაჭერით.

ლიკა წერეთელი – ფსიქოთერაპევტი

ბავშვს არ უყვარს არც დედის და არც მამის, ახალი მეორე ნახევრები, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს  უნახავს თუნდაც ხელზე ხელით შეხების ფაქტი.. ამ საკითხზე მხოლოდ ბებიასთან საუბრობს და იმ ადამიანებთან ისე იქცევა, ორივე მათგანი დარწმუნბულია რომ ბავშვი შეყვარებულია მათზე. შეიძლება ურჩიოთ, ასეთ შემთხვევაში, მშობლებს? (მშობლები გაშორებული არიან)

უპირველეს ყოვლისა, შევთანხმდეთ იმაზე, რომ ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია როგორც ბავშვის ბუნებაზე, ასევე მისი მშობლებისა და მათი მეორე ნახევრების, ასევე ბებიის განწყობასა და ქცევაზე. მაგრამ თუკი განზოგადებულად ვიმსჯელებთ, ფაქტია, რომ ბავშვს, უპირველეს ყოვლისა, მშობლების ერთად  ყოფნა სურს და სიყვარული სჭირდება. ამ ორი ფაქტორიდან გამომდინარე, მშობლების მეორე ნახევრები საფრთხედ განიხილებიან: მათში ხედავს ბავშვი მშობლების ცალ–ცალკე ყოფნის მიზეზსაც და, გარდა ამისა, ახალი მეორე ნახევარი სწორედ ის ადამიანია, რომლის გამოც, ბავშვის აზრით, არა მარტო მეორე მშობელი, არამედ თავადაც ზარალდება, რადგანაც ამ ახალ ადამიანს მიაქვს ის სიყვარული, რომელიც, ბავშვის შეხედულებით, მას და მის მეორე მშობელს უნდა ეკუთვნოდეს. ორივე წყვილთან სანიმუშო მოქცევა კი, შესაძლოა, იმ დარჩენილი „მცირე“ სიყვარულის დაკარგვის შიში იყოს, რომელიც ბავშვს მშობლისგან ჯერ კიდევ ეიმედება. ბებია კი, მისი აზრით, ის ადამიანია, რომლის სიყვარულიც მთლიანად შვილიშვილს ეკუთვნის და მასთან ღია საუბარი შეიძლება. ამ შემთხვევაში სიტუაცია ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, ბებიის როლი აქ ძალზე მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს. თუკი ის ბავშვს რომელიმე მშობლის და მისი მეორე ნახევრი წინააღმდეგ განაწყობს, ეს ბავშვისთვის ვერაფერი დახმარება იქნება. მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ მშობლების გაცილება–შერიგება მასთან არავითარ კავშირში არ არის და რომ ის ნებისმიერ შემთხვევაში მშობლებისთვის ყველაზე საყვარელ არსებად რჩება, რომ მას სიყვარულში კონკურენტი არ ჰყავს. ამის შეგრძნება მასში სიმშვიდესა და თავდაჯერებულობას შემოიტანს და მას ენერგიის დახარჯვა მშობლების გამოსაცდელად სიტუაციების მოწყობაში (რაც ხშირია) ან მათ გამალებულ შერიგებაში აღარ დასჭირდება და მისი ენერგია გაცილებით მშვიდობიანად დაიხარჯება. საბოლოოდ იმისთვისაც მოიცლის, რომ წინასწარი მტრული განწყობის გარეშე დააკვირდეს მშობლის მეორე ნახევარს და ის ულ სხვა კუთხით დაინახოს. მისი სამყარო ამით გაიზრდება და გამდიდრდება, კიდევ ერთი ახლო ადამიანით შეივსება.

უნდა შეიკავონ თუ არა თავი მშობლებმა, ბავშვების სიახლოვეს ერთმანეთის კოცნისა და ფიზიკური შეხებისაგან?

მშობლების მიხრიდან ერთმანეთისადმი სითბოსა და სიყვარულის გამოხატვა ბავშვს, როგორც წესი, აბედნიერებს, როდესაც ხედავს, რომ სამსახურიდან მოსული მამა დედას ჩაეხუტა და აკოცა, რომ ტელევიზორის ყურებისას დედამ მამას თავი მხარზე მიადო, მამა კი დედის ხელს ხელით ეფერება. ასეთი მშობლები ხომ შვილსაც სიამოვნებით ეხუტებიან, ეფერებიან და არც მას უშლიან ემოციების გამოხატვას, ამას კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ემოციური ჩამოყალიბებისთვის. მშობლების ერთმანეთისადმი სიყვარული ბავშვზე არაცნობიერად უდიდეს დადებით გავლენას ახდენს, მის თვითშეფასებას ამაღლებს.

სტატია  მოამზადა : სალომე სისაურმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

როგორ გავუმკლავდეთ ბავშვის აგრესიას და-ძმის მიმართ? – ფსიქოლოგი გვირჩევს

ინტერვიუები მომზადებულია ფსიქოთერაპევტ ანუკა კალმახელიძის პროექტის 

მშობლის როლი შვილის განვითარებაში” ფარგლებში,  სადაც მშობლების მიერ გაჟღერებულ კითხვებს სცემენ პასუხს პროფესიონალი

ფსიქოლოგ , ფსიქოთერაპევტები.

პროექტი ხორციელდება საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა  დავითიანნის მხარდაჭერით.

ლიკა წერეთელი – ფსიქოთერაპევტი

როგორ ავუხსნათ მოზარდ გოგონებს, რომ ინტერნეტი დაუცველია და ხშირად, შეიძლება არასასურველმა პიროვნებამ მისწეროს და სცადოს კონტაქტი? რა ფორმით მივაწოდოთ ინფორმცია, რომ ზემოთაღნინული ფაქტი, დადგომის შემთხვევაში, გვითხრას და არ დაგვიმალოს?

უპირველეს ყოვლისა, მოზარდ გოგონას „დიდად“ უნდა იგრძნოს თავი და ამგვარი გაუფრთხილებლობაც აქედან მოდის.  მეორე მხრივ დამალვა სწორედ გარკვეული შიშის შედეგია, რაც იმითაა გამოწვეული, რომ მშობელი მას გაუჯავრდება, რაც ერთი მხრივ სტრესის მომგვრელია, ხოლო მეორეს მხრივ, იმის დასტურია, რომ მშობელი მას ბავშვად აღიქვამს.  როგორც ხედავთ,  წრეზე ვტრიალებთ. ამიტომაც მშობლებმა თავად მიდგომა უნდა შეცვალონ შვილების მიმართ, ესაუბრონ მათ როგორც თანასწორებს, სრულიად ღიად და მშვიდად აუხსნან საქმის ვითარება, გაუხმოვანონ საფრთხეები  და რაც მთავარია, ნებისმიერ სიტუაციაში საკუთარი მხარდაჭერა აღუთქვან. ეს მოზარდ გოგონებს საკუთარ თავსაც სულ სხვაგვარად დაანახებს და მათთვის გარემო სიტუაციის შეფასებაც შეიცვლება, უფრო ჯანსაღი გახდება. აკრძალული ხილი ხომ ყოველთვის განსაკუთრებულად მიმზიდველია, მაგრამ როდესაც აკრძალვა ღარ არის, ისიც თავის განსაკუთრებულ ხიბლს კარგავს. ამ შემთხვევაში შიშიც აღარ ფიგურირებს  და სამყაროსთვის საკუთარი ზრდასრულობის ასეთი გზით დამტკიცების საჭიროებაც უბრალოდ ქრება.

როგორ იქცევა მშობელი, როცა ბავშვი იჩენს აგრესიას და-ძმის მიმართ?( როგორ ვასწავლოთ, რომ არ შეიძლება ძმის გამეტებით ცემა?)

აქ, უპირველესად,  გასარკვევია ის, თუ რა გახდა ამგვარი აგრესიული ქცევის მიზეზი. უმიზეზოდ ხომ არაფერი ხდება. იქნებ, ეს ძმის სრულიად კონკრეტულმა საქციელმა გამოიწვია? რა ტიპის საქციელი იყო ეს? თუ მართლაც წონასწორობიდან გამომყვანი შემთხვევა იყო, ბავშვებთან დავილაპარაკოთ, სიტუაცია გავარკვიოთ და აქ შესაძლოა სამომავლოდ ქცევის განსხვავებული სტრატეგია დაიგეგმოს. ნებისმიერ შემთხვევაში მშვიდ საუბარსა და ვითარების აუღელვებელ გარჩევას დადებითი შედეგი მოყვება. შეიძლება მშობელმა გარკვეული აქტივობები დაგეგმოს, რომელშიც ორივე ბავშვი იქნება ჩართული: სულ ერთია, ეს თამაში იქნება, წიგნის ერთობლივად  ხმამაღლა კითხვა თუ ფილმის კოლექტიური ყურება – ბავშვები რაღაცამ უნდა გააერთიანოს. საუკეთესოა, თუ ამ აქტივობებში თავად მშობელი იქნება ჩართული და ორივე ბავშვის მიმართ სიყვარულისა და სითბოს გამოხატვას შეძლებს, სამაგალითო ქცევისთვის ორივეს შეაქებს. შესაძლოა, სიტუაცია ისეთი იყოს, რომ ბავშვის ძმის ან დის მიმართ აგრესია ეჭვიანობით იყოს გამოწვეული. აქ მშობელმა საკუთარი ქცევა უნდა განიხილოს, ხომ არ უთმობს ის ერთ ბავშვს უფრო მეტ ყურადღებას, ხომ არ გამოხატავს მის მიმართ უფრო მეტ სიყვარულს, ისე, რომ მეორე ზედმეტად და მიტოვებულად გრძნობს თავს? რა აგსაკვირია, რომ მასში აგრესია გროვდება, რომელსაც ის თავისი „უბედურების“ გამომწვევ ობიექტზე მიმართავს. ეს ის ნიუანსებია, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებასა და გათვალისწინებას მოითხოვს.

სტატია მოამზადა : სალომე სისაურმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

 როგორ   შევაყვაროთ  მოზარდს  წიგნის კითხვა? – ფსიქოლოგი გვირჩევს

ინტერვიუები მომზადებულია ფსიქოთერაპევტ ანუკა კალმახელიძის პროექტის 

მშობლის როლი შვილის განვითარებაში” ფარგლებში,  სადაც მშობლების მიერ გაჟღერებულ კითხვებს სცემენ პასუხს პროფესიონალი

ფსიქოლოგ , ფსიქოთერაპევტები.

პროექტი ხორციელდება საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა  დავითიანნის მხარდაჭერით.

ლიკა წერეთელი – ფსიქოთერაპევტი

 როგორ   შევაყვაროთ  მოზარდს  წიგნის კითხვა?

უწინარესად, მინდა გითხრათ, რომ იძულება შედეგს ვერ მოიტანს. უფრო სწორედ მოიტანს – უკუშედეგს. ბავშვს კითხვა შესძულდება. იმისთვის, რომ რამეს მივაღწიოთ, ამის ბუნებრივი სიტუაცია უნდა იყოს შექმნილი. როდესაც ბავშვი უბრალოდ წიგნებითაა გარემოცული, პირველი რეაქცია ამ „უცნაური“ ნივთებით დაინტერესება იქნება. თუკი ბავშვი ხედავს, როგორ კითხულობენ მშობლები და ისმენს, თუ როგორ საუბრობენ ისინი ერთმანეთთან ან მეგობრებთან წაკითხული წიგნების შესახებ, ესეც ბუნებრივი ინტერესის გამომწვევი იქნება. ბავშვს ხომ ყველაფერი აინტერესებს და ის ყველაფერს აკვირდება და უსმენს. რა თქმა უნდა, საუკეთესოა თავად  ბავშვთან რაღაც წაკითხული წიგნის შესახებ საუბარი, მისი, ასე ვთქვათ „ჩათრევა“ საინტერესო სიუჟეტსა და პერსონაჟების საოცარ სამყაროში.  მსოფლიოში მრავლად არის იმგვარად მოწყობილი ბიბლიოთეკები და წიგნების მაღაზიები, სადაც მშობლებსა და ბავშვებს მთელი დღის გატარება შეუძლიათ. ამგვარ სივრცეში მოხვედრა და წიგნების ჯადოსნურ სამყაროში, მომნუსხველ ველში ყოფნაც კი უკვე სრულიად სხვა განწყობას შეუქმნის ბავშვს წიგნების მიმართ.

როგორ შეიძლება 9 წლის ბავშვისთვის, კოვიდის გამო დაწესებული შეზღუდვები, ნაკლებად სტრესული იყოს?

აქ ბევრი რამ მშობლებსა და ოჯახზეა დამოკიდებული. თუკი ბავშვი მშობლებთან, საკუთარ სახლში კომფორტულად გრძნობს თავს, თუკი იქ კონტაქტი და სითბოა, თუკი მისთვის იქ მხარდამჭერი სივრცეა და მშობლები მას ამ უსიამოვნო შეზღუდვებში ახალ შესაძლებლობებს დაანახებენ, როგორიცაა ერთად ყოფნა, რაღაც საქმეების ერთობლივად კეთება, სტრესი მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

სტატია მოამზადა :  სალომე სისაურმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

გაბედე იყო ცუდად, ანუ გაყალბებული დეპრესია

ეკა კაპანაძე – ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი

თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად შეიძლება ჩაითვალოს მიდრეკილება, უარყოფითი ემოციების განდევნისაკენ და სულ მცირე ნეგატიური გრძნობების დეპრესიაზე მიწერა.  სავარაუდოა, რომ დეპრესიის პოპულარიზაციას სოციალურ ქსელებში გავრცელებული არაერთი მცდარი ინფორმაცია თუ დამოკიდებულებაც იწვევდეს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ადამიანებს უჭირთ მოუსმინონ თავის უარყოფით ემოციებს ისევე, როგორც ამას ბედნიერებისა და კარგი განწყობის შემთხვევაში აკეთებენ. ცუდ ხასიათზე ყოფნა ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ დეპრესიასთან გვაქვს საქმე, ზოგჯერ უბრალოდ ჩვენი ცხოვრების გარკვეული ეტაპის შემადგენელი ნაწილია უხასიათობა, რომელსაც ახალ აღმოჩენებამდე მივყავართ, თუ სწორად გამოვიყენებთ ასეთ პერიოდებს.

  • არსებობს თუ არა დეპრესიის თვითდიაგნოსტირებისთვის რაიმე უნივერსალური მეთოდი და სიმპტომატიკა?

ფსიქოდიაგნოსტიკაში არსებობს დეპრესიის საკვლევი ტესტები, რომელთა ძირითადი დანიშნულებაა ინდივიდმა, სურვილის შემთხვევაში, დაადგინოს და მიიღოს პასუხი საკუთარი ფსიქოემოციური მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული ტესტები, შესაძლოა დაეხმაროს ადამიანს მიიღოს ინფორმაცია დეპრესიის გამაფრთხილებელ ნიშნებზე, თუმცა საბოლოო დიაგნოზის დასმის საშუალება ვერ მისცეს მას. ამ ტიპის ტესტები, ძირითადად, სასარგებლოა შემდგომი ნაბიჯის დაგეგმვისათვის, იქნება ეს საკუთარ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობის აღება, სპეციალისტთან ვიზიტი თუ სხვ.

მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერებაც, რომ ხასიათის ცვალებადობა ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. სევდა და გაღიზიანება ყოველი ადამიანის ყოფიერების თანმდევია, თუმცა თუ ისეთ სიმპტომატიკას, როგორიცაა: ინტერესის დაკარგვა სხვადასხვა საქმიანობისადმი, შფოთვა, სიცარიელის განცდა, კვებისა და ძილის რეჟიმის დარღვევა, სისტემატური სახე ეძლევა, ამ შემთხვევაში, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დეპრესიასთან გვაქვს საქმე.

  • ეხმარება თუ არა ადამიანს, ზოგჯერ, უარყოფითი ემოციების ქონა ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში?

როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ემოციები, ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ალბათ, ბევრად უფრო შემაშფოთებელი და არარეალური იქნებოდა, რომ ნეგატიურ გამოცდილებაზე პოზიტიური ემოციებით ვრეაგირებდეთ. თითოეულ მოვლენასა თუ სიტუაციას შესაბამისი ემოციური მდგომარეობა და გამოხატვა ახასიათებს. ადამიანს უნდა გააჩნდეს ადექვატური რეაქციები მიმდინარე მოვლენებზე.

  • საჭიროა თუ არა, ნებისმიერი დეპრესიისათვის დამახასიათებელი ნიშნის გამოვლენისთანავე ფსიქოლოგთან ვიზიტი?

ფსიქოლოგთან ვიზიტი, რა თქმა უნდა, სასარგებლო და რეკომენდირებულია, არა მხოლოდ დეპრესიის პრევენციისათვის, არამედ ნებისმიერი, პიროვნებისთვის რთულად გასამკლავებელი სიტუაციის შემთხვევაში, თუმცა პირველ ეტაპზე, ყოველდღიურ ცხოვრებაში ფიზიკური აქტივობის დანერგვა, როგორიცაა: ვარჯიში, ცურვა, სეირნობა, მეგობრებთან სასიამოვნო გარემოში ყოფნა და ა.შ. შესაძლოა აღმოჩნდეს გზა, მცირედი უარყოფითი შეგრძნებების მარტივად დაძლევისაკენ.

  • არის თუ არა, ყველანაირი ნეგატიური განცდის გაქრობა, ფსიქოთერაპევტის მთავარი ამოცანა კლიენტთან მუშაობის დროს?

ფსიქოთერაპიის მთავარ ამოცანად, შეიძლება ჩაითვალოს, იმ დაკვეთის, მოთხოვნის დამუშავება, რაც თერაპიულ სივრცეში, ამა თუ იმ კლიენტს ესაჭიროება. თითოეული ადამიანი, თავისი ინდივიდუალური გამოცდილებიდან გამომდინარე, საკუთარ, უნიკაალურ შემთხვევაზე მუშაობს. ყოველი პიროვნებისთვის განსხვავებულია ნეგატიური განცდების წყარო, უარყოფითი ემოციების გავლენის დონე და მისი დაძლევის სურვილი. შესაბამისად, ფსიქოთერაპევტის უშუალო მიზანს წარმოადგენს, არა ყველანაირი ნეგატიური განცდის გაქრობა ადამიანში, არამედ იმ კონკრეტული დაბრკოლების პოვნა  – უარყოფითი ემოციების სახით, რომლებიც ხელს უშლიან ადამიანის ფსიქიკას ჯანსაღად ფუნქციონირებაში.

და ბოლოს, შეეცადეთ მოუსმინოთ საკუთარ თავს. პრობლემის იდენტიფიცირება და მასზე მუშაობა დაგეხმარებათ რესურსების აღმოჩენასა და რეალიზებაში.

მოამზადა: გვანცა ხაბელაშვილმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

გარდატეხის ასაკი და მისი თავისებურებანი.

ინტერვიუები მომზადებულია ფსიქოთერაპევტ ანუკა კალმახელიძის პროექტის “მშობლის როლი შვილის განვითარებაში” ფარგლებში,  სადაც მშობლების მიერ გაჟღერებულ კითხვებს სცემენ პასუხს პროფესიონალი ფსიქოლოგ , ფსიქოთერაპევტები.

პროექტი ხორციელდება საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა  დავითიანნის მხარდაჭერით.

ეკა ნინოშვილი- ბავშთქა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტი

  1. როგორ მივხვდე დაეწყო თუ არა ბავშვს ე.წ. გარდატეხის ასაკი? როგორ უნდა დავიცვა ამ პერიოდში ოქროს შუალედი?

ბავშვობიდან მოზრდილობაში გადასვლა. ის იწყება დაახლოებით 11 წლიდან და 17-18 წლამდე გრძელდება. მოზარდის ფიზიკური, ანატომიურ-ფიზიოლოგიური განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია სქესობრივი მომწიფება. რომლის დასაწყისად გოგონებში 11-13 წელია, ბიჭებისათვის 13-14 წელი.. მოზარდის ფიზიკური განვითარება,,ნახტომისებურად” ხდება, რაც სხეულის ინტენსიურ ზრდაში გამოიხატება. გარდამავალი ასაკისათვის დამახასიათებელია კრიტიციზმი. ის კრიტიკულად გამადიდებელი ლუპით უყურებს ყველაფერს.

მოზარდი ხშირად მეამბოხეა, აწყობს ბუნტს მშობლების წინააღმდეგ. არ მოსწონს მათი წესები, შეხედულებები, ამიტომ ხშირად კამათობს. მათ სურთ რომ ბრძოლით მოიპოვონ დამოუკიდებლობა, თუმცა მშობლების სიყვარული და ზრუნვა არანაკლებ ჭირდებათ.

მშობლის რეაქცია ამ დროს არ უნდა იყოს მწვავე, დამრიგებლური კილო  მშობლის მხრიდან ამოღებულ უნდა იქნას. მათ უნდა მოძებნონ რამე საერთო ინტერესი. მოზარდის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ გარეგნულად და თავისი მოთხოვნილებებით ის ზრდასრულია, ხოლო შინაგანი თავისებურებებითა და შესაძლებლობებით ჯერ კიდევ ბავშვი. სწორედ აქედან მომდინარეობს მისი მოთხოვნილება მიიღოს მშობისგან სითბო და ყურადღება

ამ პერიოდში აუცილებელია მშობლებმა შვილების მიმართ შეცვალონ დამოკიდებულების სტილი. მათ მიმართ აღარ უნდა იყოს ურთიერთობა როგორც ბავშვის მიმართ, მოზარდი თავს დიდად თვლის,,მე პატარა აღარ ვარ’ და პრეტენზიას აცხადებს ახალ უფლებებზე, უფროსებისათვის ეს პრეტენზიები უსაფუძვლოა. თუ ეს წინააღმდეგობა დარჩება კონფლიქტი გარდაუვალია. ამიტომ მფარველი მეურვიდან მშობელი მეგობრად უნდა იქცეს. ზედმეტი მზრუნველობა ხელს უშლის ბავშვის განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლას.  სრულფასოვანი ურთიერთობებისა და ცხოვრებისეული გამოცდილების გაზიარებისათის  ყველაზე მნიშვნელოვანი მშობლების მხრიდან მეგობრული სიახლოვისა და თანასწორობის განცდა გვევლინება.

  1. 11 წლის ბიჭი როგორ გადავაჩვიო ტყუილს?

პირველ რიგში უნდა გაირკვეს რატომ ტყუის ბავშვი.

ტყუილის მრავალი მიზეზი  არსებობს

ზოგჯერ ბავშვი უბრალოდ ფანტაზიორობს, ზოგჯერ იტყუება სასურველი შედეგის მისაღწევად ან ყურადღების მისაქცევად. ტყუილის მიზეზი შეიძლება იყოს მშობლების ან სხვა ავტორიტეტი ადამიანების მაღალი (არაადეკვატური) მოლოდინები, თუმცა ყველაზე ხშირად ტყუილის მიზეზად მაინც დასჯის შიში გვევლინება.

სწორედ   ამ მიზეზებიდან გამომდინარე უნდა  შეარჩიოს მშობელმა სწორი მიდგომა. ეს შეიძლება იყოს:

  • ბავშვისადმი რეალისტური და გონივრული მოთხოვნების წაყენება
  • სიმკაცრის ლოიალური და კეთილგანწყობილი დამოკიდებულებით ჩანაცვლება.( რითიც ბავშვი მიხვდება  რომ სიმართლის თქმის შემთხვევაში ცუდი არაფერი ელის).
  • თვითონ მშობელიც იყოს გულწრფელი, რადგან ბავშვები ხშირად ზრდასრულების მაგალითზე სწავლობენ.
  • გაუზიარონ მშობლებმა საკუთარი გამოცდილებები მარცხსა თუ წარმატებაზე.
  • დაეხმარონ ბავშვს საკუთარი ძლიერი მხარეების აღმოჩენაში
  • განიხილონ ის შედეგები რაც შეიძლება მოჰყვეს ბავშვის ამა თუ იმ ქცევას, მათ შორის ტყუილს
  • განიხილონ ბავშვის საქციელი და არა მისი პიროვნება
  • ბავშვმა მშობელთან ურთიერთობისას უნდა იგრძნოს, რომ სიმართლე მის დასახმარებლად და გამოსავლის მოსაძებნად არის საჭირო და არა მისი ,, გასამართლებისა“ და ,,განაჩენის გამოტანისთვის“.

სტატია მოამზადა : მარიამ შავგულიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

გლოვა და გლოვის ეტაპები

გლოვის პროცესი შეგვიძლია განვმარტოთ, როგორც მძაფრი ემოციური და ფიზიკური რეაქცია, რომელსაც ინდივიდი ახლო ადამიანის, ან ოჯახის წევრის  გარდაცვალების შემდეგ განიცდის.

გეშტალტ თერაპიის მიხედვით „ადამიანის ყველა ფუნქცია ორგანიზმის/გარემოს, სოციო-კულტურულ, ცხოველურ და ფიზიკურ სფეროში ურთიერთქმედებს.“ ამის გათვალისწინებით, საყვარელი ადამიანის სიკვდილი ორგანიზმის/გარემოს სფეროში თვითრეგულაციის დისბალანსია და მწუხარების პროცესი ამ წონასწორობის აღდგენას წარმოადგენს. თავად პროცესი კი შეიძლება დავყოთ ხუთ ეტაპად:

ეტაპი 1

მოულოდნელი გარდაცვალების, ისევე როგორც ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, ოჯახი იმედგაცრუებული, შეძრწუნებული რჩება და არ შეუძლია სასტიკ რეალობას თვალი გაუსწოროს. თავდაპირველ დღეებს ნათესავებთან და მეგობრებთან შეხვედრები და მზადების პროცესი ავსებს. დაკრძალვის შემდეგ ოჯახს სიცარიელის შეგრძნება ეუფლება მას შემდეგ, რაც ნათესავები და მეგობრები მიდიან და იწყება ყოველდღიური ცხოვრების ეტაპი. ამ დროს ადამიანები თავიანთ თავს უსვამენ კითხვებს: „რატომ მე? რატომ ეს ადამიანი?“ და ყოველგვარი პასუხის გარეშე იწყება უარყოფა („ეს ნამდვილად კოშმარია;“ „გავიღვიძებ და მივხვდები, რომ ცუდი სიზმარი იყო…“). ბევრი ადამიანი დროს მოგონებებსა და ოცნებებში ატარებს. ზოგიერთი მათგანი არა მხოლოდ თავს განაცალკევებს სხვებისგან, რომ თავიანთ თავს საქმეს ურთულებენ, თვალი გაუსწორონ საყვარელი ადამიანის გარდაცვალებას. ეს სიტუაცია, მძიმე დანაკარგი (bereavement) განისაზღვრება, როგორც ღრმა მწუხარებისა და მარტოობის მდგომარეობა.

გეშტალტის გადმოსახედიდან, მწუხარე ადამიანი ამ ეტაპზე კონტაქტის პროცესს რადიკალურად შეცვლილად (შეწყვეტილად) აღიქვამს. თავდაპირველად, როგორც წესი, მისი რეაქცია ნორმასთან შედარებით დაქვეითებულია; უარყოფას მოყვება დროებითი, არასტანდარტული ფუნქციონირება, რაც მოიცავს სიზმრებს, ცოცხლად წარმოსახვასა და ფსევდოჰალუცინაციებს. პირველი ერთგვარი თავდაცვაა, მეორეს მიზანს კი „ჭარბი დაძაბულობის ენერგიის ამოწურვა“ წარმოადგენს.

ჩვეულებრივ, მგლოვიარე ადამიანს სურს იპოვოს ადამიანი, რომელთანაც საყვარელ ადამიანზე ისაუბრებს – ცხოვრების ისტორიების მოყოლა, მათი კარგი მომენტების გაზიარება, როგორ შეხვდნენ ერთმანეთს, გემოვნება, პროექტები, რომლებიც ჩაიშალა, ისევე როგორც ცუდი მომენტები და გარდაცვლილი ადამიანის „სიჯიუტე.“ ექსპერტები თვლიან, რომ მგლოვიარე ადამიანმა გარდაცვლილი ადამიანის გარდაცვალების უმცირესი დეტალებიც კარგად უნდა გაიხსენოს (Horowitz, Siegel, Holen, Bonanno, Milbrath, & Stinson [1997]).

ავტორი იხსენებს, რომ ოცდაათი წლის განმავლობაში არ შეხვედრია მწუხარე ადამიანს, რომელიც გარდაცვლილ ადამიანზე სპონტანურად ლაპარაკს არ იწყებდა. მათ თვალები „შუშისებრი“ უხდებოდათ არა მხოლოდ საყვარელი ადამიანის გარდაცვალებისგან გამოწვეული ტკივილის გამო, არამედ მათზე სახალისო, ამაღელვებელი ისტორიების გახსენების და გაზიარების დროსაც. ისინი ავტორს უზიარებდნენ მოთხრობებს, წერილებს, ნახატებს, ისტორიებს…

ამ ყველაფრის გათვალისწინებით იგი გვთავაზობს, წერილის ფორმატში დავწეროთ დღიური გარდაცვლილი ადამიანისთვის და შევადგინოთ ამ ურთიერთობასთან დაკავშირებული მუსიკის, ჩანაწერების და ა.შ. კრებული. ეს ყველაფერი „გამოტანის“ (sacar fuera) პროცესის გააქტიურებას შეუწყობს ხელს, რასაც თან სდევს განადგურების (დე-სტრუქტურირებისა) ეტაპობრვი პროცესი; ეს ყველაფერი კი ასიმილაციასა და ზრდაში დაგვეხმარება.

ეტაპი 2

მათ, ვინც სიკვდილის თემა კარგად იცნობს, ხშირად უკვირთ, როდესაც იგებენ, რომ მწუხარება სიკვდილითაა გამოწვეული. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც ავადმყოფი ადამიანის, ასევე ოჯახისთვის, როდესაც მწუხარება კატასტროფული ან უკურნებელი დაავადების შედეგია. მაგრამ ეს ეტაპი სიკვდილით გამოწვეული გლოვის დროსაც არსებობს, თუმცა არა ასეთ აშკარა ფორმით. თუკი პირველ ეტაპზე ადამიანი სინამდვილეს გაურბის, უარყოფს, ეს „შეთანხმებისა“ და „ვაჭრობის“ საშუალებას იძლევა. ამ დროს ცოცხალი ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ ჩაფლულია რეალობის შოკში, უშედეგოდ ცდილობს მოლაპარაკება აწარმოოს (ღმერთთან, სიცოცხლესთან, გარდაცვლილთან, უზენაეს არსებასთან და ა.შ.) და იძლევა დაპირებას რაღაცის სანაცვლოდ.

ეს მოლაპარაკებები ახალი ამბების გაცნობიერებისა და ემოციური მუხტის ინტენსივობის გადავადების გზაა. ამავდროულად, იგი ხელს უწყობს შემდეგ ეტაპზე გადასვლას: დანაშაულის გრძნობის გარეშე მისცენ ბრაზს, რისხვას, აღშფოთებას არსებობის საშუალება. ამ ეტაპის დასასრულს ორი ელემენტი ახასიათებს. პირველი დასაბამს აძლევს მრისხანებას, მეორეს კი ავტორი „რიტუალს“ უწოდებს, რომელშიც შესაწირავს მოიაზრებს. ეს არის უარი გარდაცვლილი ადამიანის წინაშე (როგორც წესი, გაუცნობიერებლად), თითქოს მეხსიერების გასაგრძელებლად. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ექთანი, რომელსაც რამდენიმე წლის წინ მამა გარდაეცვალა. ერთხელ, ტირილის დროს, ავტორმა მას ჰკითხა, რას იზიარებდნენ ისინი ერთმანეთში და რა დაკარგა მან მამის გარდაცვალებით, რაზეც ექთანმა დაუფიქრებლად უპასუხა: „მასმოხარშული კრემი უყვარდა, მაგრამ იმ დღის შემდეგ, როდესაც გარდაიცვალა, აღარასდროს, არავისთვის მომიმზადებია ის.“ ავტორი აღნიშნავს, რომ ექთნის საუბარში გამოწვევისა და სიამაყის ნაზავი იგრძნობოდა და მან ტირილი ნაკლები ინტენსივობით განაგრძო.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც გლოვის დროს კონკრეტულ სანაპიროს აღარ სტუმრობენ ან კონკრეტული მუსიკის მოსმენას წყვეტენ. ავტორსაც გამოუცდია გლოვა – მან თავისი მეუღლის გიტარა ნაფლეთებად დაამსხვრია და მისთვის ხელი აღარ უხლია. რიტუალის მთავარი არსი არა იმ საქმიანობის აღდგენაა, რაც ინდივიდმა შეწყვიტა, არამედ სიტუაციის გაცნობიერება.

ეტაპი 3

მომხდარის შემდგომ ველში შემოდის მრისხანების განცდა, ბრაზი თუ რატომ მოხდა ეს. მართალია მწუხარე ადამიანი ტირის და დარდს გრძნობს გლოვის პირველ ეტაპზე, მაგრამ ისე ჩანს, თითქოს ცრემლები და დარდი „მხოლოდ თავისთვისაა.“  ბრაზი და რისხვა საწყისი ემოციებია. კუბლერ-როსი (1969/1973) აღნიშნავს: როდესაც უარყოფის პირველი ეტაპი ვეღარ ნარჩუნდება, მას სიბრაზის, მრისხანების, შურისა და უკმაყოფილების გრძნობები ანაცვლებს.

გეშტალტის პროფესიონალებმა იციან, რომ ემოციები შეიძლება გაცნობიერების გარეშე არსებობდეს. ამ ეტაპზე მწუხარე ადამიანები სვამენ კითხვებს, რომლებიც პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში დაუსვეს თავიანთ თავს: „რატომ მე? მე რატომ დამემართა? რით დავიმსახურე?“ ზოგჯერ გარდაცვლილის მიმართ გარკვეულწილად თავს იჩენს წარსულ ამბებთან დაკავშირებული დანაშაულის განცდა. ამ დროს ისინი ეჭვს გრძნობენ ღმერთის, ცხოვრების მნიშვნელოვან საკითხებზე და ა.შ. მათ პასუხები არ აქვთ თავიანთ კითხვებზე. პასუხები არ აქვს არც თერაპევტს, რომელიც არც კი ცდილობს ამ კითხვებს უპასუხოს. თერაპევტი ასევე არ ცდილობს რაიმე რელიგიური იდეის დანერგვას, განურჩევლად იმისა, არის თუ არა ინდივიდი რელიგიური. იგი იღებს მათ განცხადებებსა და რწმენას.

გეშტალტ თერაპიის თანახმად, ჩვენ განადგურების ფაზაში ვართ, სადაც აგრესია და ბრაზი აუცილებელია. მგლოვიარე ინდივიდმა უნდა გაანადგუროს აუტანელი მდგომარეობა და სასიყვარულო ობიექტის დაკარგვა, რათა პროცესი დამაკმაყოფილებლად გაგრძელდეს. როგორც პერლსი და სხვები (1951) აღნიშნავენ, „განადგურება (დე-სტრუქტურირება) არის გლოვის ყველა პროცესის ფრაგმენტებად დანგრევა, რათა ისინი ახალ მთლიანობაში ასიმილირდნენ.“ ამ ეტაპის ბოლოს მწუხარე ადამიანები საყვარელი ადამიანის დავიწყების შიშზე, ყველა დეტალის, ჟესტის დამახსოვრების აუცილებლობაზე საუბრობენ. ისინი ზოგჯერ ამბობენ, სახის მახასიათებლების დამახსოვრება უჭირთ, ან თავს დამნაშავედ გრძნობენ. განადგურება იწყება, და შესაბამისად ჩნდება შიში და შფოთვა, რაც შემდეგ ეტაპს აძლევს დასაბამს.

ეტაპი 4

სევდა ბრაზის შემდეგ ჩნდება, ზოგჯერ მასთან მონაცვლეობით. ახლა თითქოს დამწუხრებულმა ადამიანმა ორგანულად იცის დანაკარგის შესახებ. ის აღარ არის მხოლოდ რაციონალური და გონებრივი. უნდა ითქვას, რომ დანაკარგი იგრძნობა, არარსებობა განიცდება. ეს ყველაზე დელიკატური ეტაპია, რადგან ინდივიდი დანაკარგს განიცდის არა მხოლოდ საყვარელი ადამიანის არყოფნის, არამედ იდეების, გეგმების, გრძნობების, ინტერესების, პროექტების, იმედების უკმარისობის სახით.

ეს ის ეტაპია, როდესაც ადამიანები თავიანთ თავის უფრო მეტის უფლებას აძლევენ. მათთვის ჭამა რთულია, ცუდად ან საერთოთ არ სძინავთ, არიან აპათიურები, არ შეუძლიათ კონცენტრირება. დეპრესიული ტენდენციის მქონე ადამიანებს შეიძლება ამ ეტაპზე თვითმკვლელობის იდეაცია ან მცდელობა ჰქონდეთ. ეს არის დანაშაულის გრძნობების ეტაპი: მწუხარება, სასოწარკვეთა, მაგრამ ასევე სიყვარული, ბედნიერება…

თერაპევტის საქმიანობა ამ ეტაპზე ემოციების გამოხატვის მხარდაჭერაა, მიმდინარე შეფერხებებთან ერთად. ისინი უჩვეულოდ იქნებიან, რაც კონტაქტის პროცესის შეწყვეტას იწვევს. ამაში მოიაზრება ინტოექცია, პროექცია, ეგოტიზმი და ა.შ. ასეთ დროს თერაპევტსა და კლიენტს შორის კონტაქტიც გაწყვეტის გარეშე „ცხელი სავარძლის“ ტექნიკის გამოყენება შეიძლება სარგებლიანი აღმოჩნდეს როგორც არა მხოლოდ ინფორმირებულობის ტექნიკა, ასევე ემოციური განტვირთვის გზა და შენახული დაძაბულობისა და კონტროლისგან გათავისუფლება.

ეტაპი 5

აღიარება ზარალის ათვისების ტოლფასია. მწუხარების ამ, ბოლო ეტაპზე მისასვლელად წინასწარ განსაზღვრული დრო არ არსებობს. ის მწუხარებასა და აღორძინებას შორის მერყეობს. ამ დროს ერთვება ერთგულების ჩვევა, ანუ გარდაცვლილი ადამიანის ზოგიერთი  მახასიათებლის გამორკვევა, რომელიც აუცილებელ საჭიროებებსა და შესაძლებლობებს აკმაყოფილებს, და რომელიც „წარმოადგენს ძალას შემდგომი მოქმედებისათვის.“ ეს ერთგულება შეიძლება ასევე დავინახოთ გარდაცვლილი ადამიანის ჩვევების, ტანსაცმლისა და საგნების დაცვაში. გარდა ამისა, ასიმილაციის ამ ბოლო ეტაპზე ინდივიდი გარკვეული ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობას განიხილავს.

სტატია მოამზადა : ემმა კოპალეიშვილმა , მარიამ შავგულიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

როგორ მივაჩვიოთ ბავშვი ყოველდღიურ რუტინას და პუნქტუალობას? – ფსიქოლოგი გვირჩევს

ინტერვიუები მომზადებულია ფსიქოთერაპევტ ანუკა კალმახელიძის პროექტის “მშობლის როლი შვილის განვითარებაში” ფარგლებში,  სადაც მშობლების მიერ გაჟღერებულ კითხვებს სცემენ პასუხს პროფესიონალი ფსიქოლოგ , ფსიქოთერაპევტები.

პროექტი ხორციელდება საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა  დავითიანნის მხარდაჭერით.

მანჩო წვერავა ფსიქოთერაპევტი

  1. რა მოვიმოქმედო იმისათვის, რომ ბავშვს მივაჩვიო პუნქტუალობა, არ დააგვიანოს (გაკვეთილზე, შეხვედრაზე, ცეკვაზე).

ბავშები ძირითადად მშობლებისგან დაისწავლიან ხოლმე ჩვევებს და მათი ქცევის მაგალითზე უყალიბდებათ ესა თუ ის ჩვევა. რა თქმა უნდა  მნიშვნელოვანია აქ მშობლის როლი, ასწავლეთ   შვილს თქვენს მაგალითზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია პუნქტუალურიბა . კითხეთ რა არის მიზეზი იმისა რომ აგვიანებს აქ ძალიან ბევრი რამ შეიძლება იმალებოდეს. ესაუბრეთ აუხსენით პუნქტუალურბის დადებითი მხარეები მოუსმინეთ მის აზრს რას ფიქრობს რას გრძნობს ეცადეთ მასთან ბოლომდე შეხვიდეთ კონტაქტში რათა ორივესთვის ცხადი იყოს რას და რატომ სთხოვთ.

 

  1. როგორ მივაჩვიოთ ბავშვი ყოველდღიურ რუტინას? როგორ გავაგებინო მოზარდს, რომ მოაწესრიგოს მისი ნივთები?

ასეთ დროს მნიშვნელოვანია გამიჯნოთ რა არის თქვენთვის რუტინა და რას თხოვთ მას და რა არის ეს  თქვენი შვილისთვის . მნიშვნელვანია შეუთანხმდეთ ბავშვს რას  რატომ და რისთვის  აკეთებთ წინასწარ მიაწოდეთ ინფორმაცია მაგ: „ახლა ავდგებით და ხელ-პირს დავიბანთ“ „ახლა ვივახშმებთ და შემდეგ დავიძინებთ“ მნიშვნელოვანია რომ ეს იყოს მუდმივობა და ხდებოდეს ერთასა და იმავე დროს სწორედ ეს არის რუტინა. მნიშვნელოვანია რომ მუდმივად იყოს თქვენ შორის კონტაქტი მოუსმინოთ და გაუზიაროთ გულწრფელად თქვენი ემოციები და შეგრძნებები აუცილებლად ეცადეთ თქვენი ტონი იყოს მაქსიმალურად მშვიდი. რაც შეეხება მოწესრიგებას პირველ ეტაპზე სცადეთ დაიხმაროთ და მასთან ერთად დაალაგოთ გახადეთ ეს პროცესი შემოქმედებითი ისაუბრეთ სხვა და სხვა თემებზე ეს პროცეს მეტად სახალისოს გახდის.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

პერსონაჟები და პიროვნული განვითარება

ალბათ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ინტერნეტში ერთხელ მაინც შეგხვედრიათ მხატვრულ ნაწარმოებებზე დაფუძნებული ქვიზები, მაგალითად: “რომელ სახლს მიეკუთვნებით ჰოგვარტსში ან ვესტეროსში?” “რომელი “გიჟი მეფე” ხართ?” შექსპირის რომელი როლის შესასრულებლად ხართ დაბადებული?” და ა.შ. საინტერესოა, თუ რატომ უნდა გვინდოდეს ამის ცოდნა.

რანდი შედლოსკი-შუმეიკერის ხელმძღვანელობით, ამ საკითხთან დაკავშირებით 2014 წელს ერთი კვლევა ჩატარდა. სტატია სახელწოდებით “მე-ს გაფართოება გამოგონილი პერსონაჟების საშუალებით” (Self-Expansion through Fictional Characters) პარასოციალური ურთიერთობის (ცალმხრივი) კონცეპტიდან მომდინარეობს – ეს შედარებით ახალი ტერმინია სოციალურ მეცნიერებებში და მედიის წყალობით, უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

მიუხედავად იმისა, რომ ცხადია ნამდვილ და გამოგონილ ადამიანებს შორის ზღვარი (მე ვარსებობ, ჰერმიონ გრეინჯერი კი – არა), ძალიან რთულია ასეთი მკაფიო ზღვარი გავავლოთ ნამდვილ და გამოგონილ ურთიერთობებს შორის. შესაძლოა, თქვენც აღმოჩენილხართ მსგავს სიტუაციაში, როდესაც მენტალური წარმოდგენა შეგიქმნიათ ვიღაც პიროვნებაზე და გიფიქრიათ იმაზე, თუ რას მოიმოქმედებდა იგი კონკრეტულ სიტუაციაში.

შეუძლიათ თუ არა გამოგონილ მეგობრებს უკეთეს ადამიანად გვაქციონ? უსაფრთხო მანძილის გარდა, რისი შემოთავაზება შეუძლია შეთხზულ ყაჩაღთან ურთიერთობას? შუმეიკერის კვლევა იმ მასშტაბებს განიხილავს, სადაც პარასოციალურ ურთიერთობებს თვით-განვითარება შეუძლიათ გაგვიადვილონ, ან სელფის უფრო დიდი პასუხისმგებლობა ჩამოგვიყალიბონ. ნამდვილ სამყაროში, შუმეიკერის სიტყვებით, თვით-განვითარება მაშინაა შესაძლებელი, როდესაც ჩვენთან ურთიერთობაში მყოფ ადამიანს განვიხილავთ, როროგრც “ცოდნისა და გამოცდილების სანდო წყაროს”. შეუძლია თუ არა გამოგონილ პერსონაჟს იგივე სიძლიერის გავლენა ჰქონდეს ჩვენს გაუმჯობესებაზე?

დიახ – ასე აჩვენებს კვლევა. უნივერსიტეტის სტუდენტებს სთხოვეს, უცნობი ნოველა წაეკითხათ. ნოველა ახალგაზრდა პიროვნებას ეხებოდა, რომელიც სირბილის შეჯიბრებაში იღებდა მონაწილეობას, და შემდეგ სტუდენტებს უნდა შეეფასებინათ პროტაგონისტი თავიანთ ორ ნამდვილ ნაცნობთან (ახლო მეგობარი და კლასელი) და ორ სატელევიზიო პერსონაჟთან ერთად (ერთი ფავორიტი და ერთი არაფავორიტი პერსონაჟი) სხვადასხვა განზომილებებით. თვით-განვითარებას 14-ნაწილიანი სკალით ზომავდნენ (მაგ.: “რამდენად გეხმარება X შენი თავის ცნობიერების გაუმჯობესებაში?” ან “რამდენად შეგცვალათ X-ის ცოდნამ უკეთესობისკენ?”) და კორელაცია დადგინდა არა იმის საფუძველზე, რეალური იყო თუ არა პიროვნება, არამედ იმის საფუძველზე, არამედ ურთიერთობის ინტენსივობაზე დაყრდნობით.

კვლევამ აჩვენა, რომ ახლო მეგობრები ყველაზე დიდ გავლენას ახდენენ თვით-განვითარებაზე, შემდეგ – სატელევიზიო პერსონაჟები, ბოლოს კი – რიგითი ნაცნობები. რაც უფრო მეტად მსგავსი იყო გამოგონილი პერსონაჟი ექსპერიმენტის მონაწილის იდეალურ (და არა ნამდვილ) მე-სთან, უფრო ძლიერი იყო გავლენა.

თუმცა არავინ ამტკიცებს, რომ პარასოციალურ ურთიერთობებს რეალურის ჩანაცვლება შეუძლიათ, ავტორები კვლევას ძალიან მნიშვნელოვან “კარგ ამბად” განიხილავენ, რადგან იგი მიანიშნებს, რომ ჩვენი ურთიერთობებიდან განვითარების შესაძლებლობები მხოლოდ ყოველდღიური ინტერაქციებით არ შემოიფარგლება. ავტორთა თქმით, “მხატვრულ სამყაროში გადასვლა პიროვნული ზრდის საშუალებას იძლევა იმდენად, რამდენადაც გამოგონილი პერსონაჟების გამოცდილებები, პერსპექტივები და ცოდნა უშუალოდ მკითხველის განვითარებას უწყობს ხელს.” აქედან გამომდინარე, პარასოციალური ურთიერთობები მოდელებს გვიყალიბებს “განსაკუთრებით მათთვის, რომლებიც დროებით ან ქრონიკულად იზოლირებულნი არიან, აქვთ ლიმიტირებული სოციალური ურთიერთობები ან მხოლოდ ჰომოგენურ სოციალურ ჯგუფებში ატარებენ დროს.”

https://digest.bps.org.uk/2014/08/20/can-relationships-with-fictional-characters-aid-our-self-development/

სტატიის ავტორი : მარიამ შავგულიძე

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 4 5 6 7 8 20
Page 6 of 20