close

ფსიქოლოგია

ფსიქოლოგია

რა არის ბიპოლარული აშლილობა

მსოფლიო მასშტაბით მრავალი კვლევაა ჩატარებული ბიპოლარულ აშლილობაზე.
მკვლევარების ძირითად ინტერესს წარმოადგენს, თუ რა გავლენას ახდენს ადამიანზე,
როდის ვლინდება და რა დამახასიათებელი თავისებურებები გააჩნია. ბიპოლარული
აშლილობა არის ფსიქიკური აშლილობა, რომელიც აწუხებს მსოფლიოს მოსახლეობის 1% –
ზე მეტს. მისი ქრონიკული მიმდინარეობა დაკავშირებულია ავადობისა და
სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებლებთან, რის გამოც ბიპოლარული აშლილობა
ახალგაზრდებში უუნარობის ერთ – ერთი ძირითადი მიზეზია (Eduard Vieta, 2018) .
პაციენტების დაახლოებით 25 % – ს, სუიციდის მცდელობა ჰქონიათ. ამერიკის
შეერთებულ შტატებში, ბიპოლარული აშლილობის გავრცელების პრევალენტობა
მერყეობს მოსახლეობის 1 % – დან 1,6 % – მდე (Donald M. Hilty, 1999) .
ადამიანს, რომელსაც აქვს ბიპოლარული აშლილობა, შესაძლოა უარყოფითი გავლენა
მოახდინოს მის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე.
ბიპოლარული აშლილობა შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ, როგორც
წესი, დაწყება ხდება დაახლოებით 25 წლის ასაკში (Smitha Bhandari, 2019) . თუმცა,
კვლევებით დასტურდება, რომ ის ძირითადად თავს იჩენს მოზარდებში და გრძელდება
მთელი ცხოვრების განმავლობაში. ბიპოლარული აშლილობა არის კომპლექსური, მძიმე
და მრავალფაქტორული განწყობის აშლილობა (V Bergink, 2016) .
ბიპოლარული აშლილობით დაავადებულ პაციენტთა დაახლოებით 55% -ს, ასევე აქვთ
სულ მცირე ერთი თანმხლები შფოთვითი აშლილობა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს
შფოთვას, პანიკურ აშლილობას, პოსტ ტრამვულ სტესულ აშლილობას ან სოციალურ
ფობიას. შფოთის არსებობა კორელაციაშია ბიპოლარული აშლილობის სიმძიმის
ზრდასთან (Sajatovic, 2010) .
ბიპოლარული აშლილობა შეიძლება იყოს ქრონიკული ან ეპიზოდური (რაც ნიშნავს იმას,
რომ ხდება ზოგჯერ და არა რეგულარული ინტერვალებით) ფსიქიკური აშლილობა. მან
შეიძლება გამოიწვიოს განწყობის, ენერგიის, აქტივობის, კონცენტრაციისა და
ფოკუსირების უჩვეულო, ხშირად უკიდურესი და მერყევი ცვლილებები. ბიპოლარულ
აშლილობას ხანდახან უწოდებენ მანიაკალურ დეპრესიულ აშლილობასაც, რომლებიც

2
ძველი ტერმინებია. თითოეული ადამიანი, ცხოვრებაში განიცდის აღმასვლას და
დაღმასვლას, მაგრამ ბიპოლარული აშლილობა განსხვავებულია. განწყობის
ცვლილებების დიაპაზონი შეიძლება იყოს უკიდურესი. მანიაკალური ეპიზოდის დროს,
ადამიანი თავს შეიძლება გრძნობდეს ძალიან ბედნიერად, იყოს გაღიზიანებული ან
ამაღლებული და აქტიურობის დონე მკვეთრად გაიზარდოს. დეპრესიული ეპიზოდის
დროს, ვიღაც შეიძლება იყოს ძალიან სევდიანი, ინდიფერენტული, ან უიმედო და ამავე
დროს აქტიურობის დონე იყოს ძალიან დაბალი. ზოგიერთ ადამიანს აქვს ჰიპო
მანიაკალური ეპიზოდები, რომლებიც ჰგავს მანიაკალურ ეპიზოდებს, თუმცა ნაკლებად
მწვავე და პრობლემურია (Bipolar Disorder, 2018) .
მიუხედავად იმისა, რომ ბიპოლარული აშლილობის დროს, განწყობის ეპიზოდი შეიძლება
შედგებოდეს მხოლოდ მანიაკალური ან დეპრესიული ეპიზოდებისაგან, იგი ასევე
შეიძლება მოიცავდეს ორივეს ერთად (Ursula McCormick, 2015) .
მაგალითად, ჰოლანდიელი კოჰორტას შთამომავლების 88 % – ს, რომელთაც
განუვითარდათ ბიპოლარული სპექტრის აშლილობა, თავდაპირველად დეპრესიული
ეპიზოდით გამოირჩეოდა. ბიპოლარული აშლილობის გარდასახვის საშუალო დრო 5,1
წელია (Eduard Vieta, 2018) .
ბიპოლარული აშლილობის ტიპები
არსებობს ბიპოლარული აშლილობის ორი ძირითადი ტიპი. ორივე მათგანი იწვევს
განწყობის, ენერგიის დონის ცვლილებებს. ეს განწყობები მერყეობს ძალიან
ამაღლებული, ენერგიული ქცევის ან აქტივობის გაზრდილი დონიდან (მანიაკალური
ეპიზოდები) დაქვეითებული, უიმედო და აქტივობის დაბალ დონემდე (დეპრესიული
ეპიზოდები) (Bipolar Disorder, 2018) (Ursula McCormick, 2015) .
ბიპოლარული აშლილობა I მიჩნეულია, როგორც მანიაკალური ეპიზოდი, რომლის
ხანგრძლივობა სულ მცირე 7 დღეა და განისაზღვრება მანიის მინიმუმ ერთი ეპიზოდის
არსებობით. არის ისეთი შემთხვევები, როდესაც მანიაკალური სიმპტომები ისეთი
მწვავეა, რომ საჭირო ხდება ჰოსპიტალური მკურნალობა. ჩვეულებრივ, ცალკეული
დეპრესიული ეპიზოდებიც მიმდინარეობს, რომელიც გრძელდება სულ მცირე ორი კვირა.
ასევე, შესაძლებელია განწყობის დარღვევის ეპიზოდები შერეულ მახასიათებლებთან
ერთად (ერთდროულად აქვთ დეპრესია და მანიაკალური სიმპტომები).

3
ბიპოლარული აშლილობა II დეპრესიული და ჰიპო მანიაკალური ეპიზოდებით
ხასიათდება, მაგრამ არა ზემოთ აღწერილი სრული მანიაკალური ეპიზოდებით (Bipolar
Disorder, 2018) .
ბიპოლარული აშლილობის სიმპტომები და ხანგრძლივობა
ბიპოლარული აშლილობის სიმპტომები შეიძლება იყოს განსხვავდებული. ინდივიდი,
რომელსაც აქვს ბიპოლარული აშლილობა, შეიძლება ჰქონდეს მანიაკალური ეპიზოდები,
დეპრესიული ეპიზოდები ან შერეული ეპიზოდები. შერეული ეპიზოდი მოიცავს, როგორც
მანიაკალურ, ასევე დეპრესიულ სიმპტომებსაც. განწყობის ასეთი ეპიზოდების არსებობა,
იწვევს სიმპტომებს, რომელიც გრძელდება ერთი ან ორი კვირის განმავობაში, შეიძლება
უფრო დიდ ხანსაც გაგრძელდეს. ეპიზოდის დროს, სიმპტომები გრძელდება ყოველდღე,
დღის უმეტეს მონაკვეთში. განწყობის ეპიზოდები ინტენსიურია. გრძნობები
ინტენსიურია და ხდება ქცევის, ენერგიის დონის ან აქტივობის დონის ცვლილებები,
რომელიც გარშემო მყოფებისთვის შესამჩნევია. ბიპოლარული აშლილობის მქონე
ზოგიერთ ადამიანს, შეიძლება ჰქონდეს უფრო მსუბუქი სიმპტომები, სხვებთან
შედარებით. მაგ: ჰიპო მანიაკალური ეპიზოდის დროს, შეიძლება ადამიანი ძალიან კარგად
გრძნობდეს თავს, იყოს ძალიან პროდუქტიული, მან შეიძლება ვერც იგრძნოს, რომ რაიმე
ისე ვერ არის. თუმცა, ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა შეიძლება შეამჩნიონ გუნება-
განწყობისა და აქტივობის დონის ცვლილებები, რადგან ქცევა ჩვეულებისამებრ
განსხვავებულია და მწვავე დეპრესიამ შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი ჰიპო
მანიაკალური ეპიზოდები (Bipolar Disorder, 2018) .
კვლევებით დადასტურებულია, რომ ბიპოლარული აშლილობის მქონე პაციენტები,
დეპრესიის ეპიზოდებს უფრო ხშირად და ხანგრძლივად განიცდიან, ვიდრე მანიაკალურ
ან ჰიპო მანიაკალურ ეპიზოდებს. განწყობის ეპიზოდების ხანგრძლივობა ცვალებადია.
ჰიპო მანიაკალური ეპიზოდი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე კვირის განმავლობაში,
მანიაკალური ეპიზოდი კვირიდან თვეებამდე, ხოლო დეპრესიული ეპიზოდი შეიძლება
გახანგრძლივდეს თვეებიდან წლებამდე (Ursula McCormick, 2015) .
გამომწვევი მიზეზები – რისკ ფაქტორები

4
საინტერესოა, რა არის ის ფაქტორები, რომლის ზემოქმედების შედეგად, ვლინდება
ბიპოლარული აშლილობა. მრავალი კვლევაა ამის შესახებ ჩატარებული და მიღებულმა
შედეგებმა აჩვენა, რომ არსებობს ისეთი გარემო ფაქტორები, რომლებიც იწვევს
ბიპოლარულ აშლილობას. ესენია: სტრესი, ალკოჰოლი, სხვადასხვა ნივთიერებების
ბოროტად გამოყენება და ძილის ნაკლებობა (ინსომნია).
ანტიდეპრესანტების გამოყენება დეპრესიული ხასიათის მქონე ახალგაზრდებში,
შეიძლება იყოს რისკ ფაქტორი, რადგან ანტიდეპრესანტებმა, შეიძლება გამოიწვიონ ჰიპო
მანიაკალური სიმპტომები.
თამბაქოს მოხმარება ასოცირებულია ფსიქიკური აშლილობების მომატებულ რისკთან,
დეპრესიიდან შიზოფრენიამდე. დედის მიერ თამბაქოს მოხმარებაც კი ზრდის რისკს,
რომ მის შთამომავალს ჰქონდეს ბიპოლარული აშლილობა (Eduard Vieta, 2018) .
ძილის დაქვეითება, ზრდის რისკს, ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანში, გამოვლინდეს
მანიის ეპიზოდი (Smitha Bhandari, 2019) .
დიდ ბრიტანეთში, 3140 ბიპოლარული აშლილობის მქონე კვლევის მონაწილემ (68%
ქალი) აღნიშნა, რომ ძილის დაქვეითებამ გამოიწვია მაღალი ან დაბალი განწყობის
ეპიზოდები (66% BD-I). მათი საშუალო ასაკი 46.44 წელია. მაღალი განწყობის ეპიზოდების
მაჩვენებელი, დაკავშირებულია მდედრობითი სქესის წარმომადგენლებთან. უფრო
დეტალურად კი, მონაწილეების 20 % – მა განაცხადეს, რომ ძილის დაქვეითებამ
გამოიწვია მანიის ან ჰიპომანიის ეპიზოდები. 11,4 % – მა კი აღნიშნა, რომ მათ
შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა დეპრესიულ ეპიზოდს.
მამრობითი სქესის წარმომადგენლებსა და იმ მონაწილეებთან შედარებით, რომელთაც
ჰქონდათ ბიპოლარული აშლილობის II დიაგნოზი, მდედრობითი სქესის
წარმომადგენლები, რომლებსაც ჰქონდათ ბიპოლარული აშლილობის I დიაგნოზი,
აცხადებდნენ, რომ ძილის დაქვეითებამ გამოიწვია მაღალი განწყობის ეპიზოდები (Katie
Swaden Lewis, 2017) .
ბიპოლარული აშლილობის დროს, მამაკაცებს შეიძლება ჰქონდეთ მანიაკალური
ეპიზოდი, ხოლო ქალები ხშირად განიცდიან დეპრესიულ მდგომარეობას (Smitha Bhandari,
2019) .
ბიპოლარული აშლილობა ხშირად გვხვდება ოჯახებში და კვლევის თანახმად, ეს
ძირითადად მემკვიდრეობით აიხსნება. გარკვეული გენების მქონე ადამიანებს უფრო

5
ხშირად აქვთ ბიპოლარული აშლილობა, ვიდრე სხვებს. ოჯახური ისტორია ბიპოლარული
აშლილობის ერთ-ერთი მყარი რისკ ფაქტორია (Eduard Vieta, 2018) .
საკმაოდ ბევრი მკვლევარია დაინტერესებული, რომ გამოიკვლიონ, თუ რამდენად დიდ როლს
თამაშობს გენეტიკური ფაქტორი ფსიქიკური აშლილობის აღმოცენებაში. კერძოდ, ჩატარებული
კვლევებით დასტურდება, რომ ადამიანს, რომელსაც აქვს ბიპოლარული აშლილობა, ჰყავს სულ
მცირე ერთი ახლო ნათესავი დეპრესიით ან ბიპოლარული აშლილობის მქონე.
ბავშვს, რომელსაც ერთი მშობელი ჰყავს ბიპოლარული აშლილობით, 10 % – დან 25 % – მდე აქვს
შანსი, რომ მასაც განუვითარდეს მომავალში. იმ შემთხვევაში, თუ ორივე მშობელს აქვს
აღნიშნული ფსიქიკური აშლილობა, მაშინ ეს შანსი იზრდება 10 % – დან 50 % – მდე. თუ არა
იდენტურ ტყუპ და-ძმას აქვს დარღვევა, შანსი, რომ სხვა და-ძმას ექნება, დაახლოებით
10% – 25% – ია. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ოჯახის წევრებში, ბიპოლარული
აშლილობა, შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოვლინდეს (Smitha Bhandari, 2019) .
თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გამომწვევი მიზეზი, მხოლოდ გენები არ არის.
კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ მაშინაც კი, როდესაც ერთ ტყუპს განუვითარდა
ბიპოლარული აშლილობა, მეორე ტყუპს შეიძლება არ ჰქონდეს. ასევე, ადამიანს, რომლის
მშობელს ან დედ – მამის შვილს აქვს ბიპოლარული აშლილობა, უფრო მეტად არიან
მიდრეკილნი, მაგრამ არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ოჯახის წევრებს აქვთ
ბიპოლარული აშლილობა, მათ კი არა (Bipolar Disorder, 2018) .
ცნობილი ფაქტია, რომ გარემო პირობები ზემოქმედებს ადამიანის ფიზიკურ, მენტალურ
ჯანმრთელობაზე, პროფესიულ ფუნქციონირებაზე და პირად ურთიერთობებზე (Ursula
McCormick, 2015) .
აქედან გამომდინარე, ბავშვობაში გადატანილი არასასურველი მოვლენები (ბავშვობის
ტრამვა, მშობლის დაკარგვა, ახალი სამსახური ან სამსახურის დაკარგვა, ოჯახური
უთანხმოება) რისკ ფაქტორია იმისა, რომ მოგვიანებით განვითარდეს ბიპოლარული
აშლილობა (V Bergink, 2016) (Smitha Bhandari, 2019) .
ასაკი
უმეტეს შემთხვევაში ბიპოლარული აშლილობა იწყება გვიან მოზარდობაში
(თინეიჯერობის ასაკში) ან ადრეულ ზრდასრულობაში და შეიძლება გაგრძელდეს მთელი
ცხოვრების განმავლობაში. ზოგჯერ, ბიპოლარული აშლილობა შეიძლება გამოვლინდეს

6
ბავშვებშიც. ბიპოლარული აშლილობა ხშირად მოითხოვს ხანგრძლივ მკურნალობას და
თავისით არ ქრება (Bipolar Disorder, 2018) .
დანიაში ჩატარდა კვლევა, რომელიც მიმდინარეობდა 1980 წლიდან 1998 წლამდე,
მონაწილეთა რაოდენობა შეადგენდა 980 554 ადამიანს. კვლევის მიზანი იყო, დაედგინათ,
რამდენად არსებობდა რისკი იმისა, რომ ბავშვობაში გადატანილი არასასურველი
ცხოვრებისეული მოვლენები, რომელიც განსხვავდებოდა, როგორც სიხშირით, ასევე
სიმძიმით, შემდგომში გამოეწვია ბიპოლარული აშლილობა. 2235 მონაწილეს დაუდგინდა
ბიპოლარული აშლილობა (1392 მდედრ. 843 მამრ). მდედრობით სქესთა
წარმომადგენლებში, საშუალო ასაკი 23 წელია. ბიპოლარული აშლილობის მქონე 686 (30.7
%) მონაწილეს, 21 წლის ასაკში დაესვათ დეპრესიის დიაგნოზი. მათ ჰქონდათ,
მანიაკალური ან ჰიპო მანიაკალური ეპიზოდები, დეპრესიული ეპიზოდის შემდეგ. 1549
კოჰორტაში, ჰიპო მანია იყო ბიპოლარული აშლილობის პირველი რეგისტრირებული
ეპიზოდი. უფრო მეტიც, 59 ადამიანს, დაესვა ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი 15
წლამდე ასაკში. აღნიშული კვლევით, დადგინდა, რომ ოჯახური უთანხმოება ზრდის
რისკს, რომ მოგვიანებით გამოვლინდეს ბიპოლარული აშლილობა და ასევე, სომატური
დაავადება ზრდის ბიპოლარული აშლილობის რისკს იმ შემთხვევაში, თუ ის
კომბინაციაშია, ცხოვრების არასასურველ მოვლენასთან (V Bergink, 2016) .
ასევე, საინტერესოა კვლევის შედეგები, რომელიც ჩატარდა ამერიკის შეერთებულ
შტატებში და ევროპის ორ ქვეყანაში (ნიდერლანდები და გერმანია), ბიპოლარული
აშლილობის მქონე 500 – ზე მეტ ადამიანში, რომელთა საშუალო ასაკი 42 წელია. აშშ-ს
პაციენტებში, ორჯერ მეტი შემთხვევა იყო ბავშვობის არასასიამოვნო მოვლენების და
გენეტიკური ფაქტორის მხრივ. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ევროპის პაციენტების
მხოლოდ 2 % – ს ჰქონდა ბავშვობაში დაწყებული ბიპოლარული აშლილობა, ხოლო აშშ – ში
კი 22 % -ს. აშშ-ს პაციენტთა 61 % – ს ბიპოლარული აშლილობა დაეწყოთ 19 წლის ასაკში,
რაც ორჯერ მეტია, ევროპის შედეგებთან (30 %).
ამერიკის შეერთებულ შტატებში პერლისმა და მისმა კოლეგებმა ჩატარებული კვლევით
დაადგინეს, რომ ბიპოლარული აშლილობის მქონე პაციენტების 28 % – ს 13 წლის ასაკში
დაეწყოთ აღნიშნული აშლილობა. 66 % – ს კი 20 წლის ასაკში (Robert M. Post, 2008) .
ბიპოლარული აშლილობის მკურნალობის გზები

7
როგორც უკვე აღინიშნა, ბიპოლარული აშლილობის მკურნალობა რთული, ხანგრძლივი
და საყურადღებო პროცესია. ის შეიძლება იყოს სუიციდის, სამსახურის დაკარგვისა და
ოჯახური უთანხმოების გამომწვევი მიზეზი, მაგრამ სათანადო მკურნალობა უკეთეს
შედეგებს იძლევა (Bipolar Disorder, 2018) . ამიტომ, სპეციალისტის კონსულტაციის შედეგად,
საჭიროა მკურნალობის ჩატარება, როგოც მედიკამენტური, ასევე ფსიქოთერაპიული
გზით.
ფარმაკოლოგიური მკურნალობა ფუნდამენტურია ბიპოლარული აშლილობით
დაავადებულთა წარმატებული მართვისთვის. მწვავე ეპიზოდების დროს, მკურნალობის
მიზანია სიმპტომების შემცირება (Ursula McCormick, 2015) . ის იძლევა საშუალებას,
გაკონტროლდეს ბიპოლარული აშლილობის სიმპტომები. ზოგ ადამიანს სჭირდება
სცადოს რამდენიმე განსხვავებული მედიკამენტი და დააკვირდნენ მკურნალ ექიმთან
ერთად, სანამ საუკეთესოს არ მიაგნებენ. ყველაზე გავრცელებული მედიკამენტი,
რომელსაც მკურნალი ექიმი ნიშნავს, არის განწყობის მარეგულირებელი (Bipolar Disorder,
2018) .
ფსიქოთერაპია
ფსიქოთერაპია, მკურნალობის სხვადასხვა ტექნიკებიდან ერთ-ერთი მეთოდია, რომლის
მიზანია, დაეხმაროს ადამიანს, განსაზღვროს და ცვლილებები შეიტანოს მის ემოციებში,
ფიქრებსა და ქცევებში. ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანებს, ფსიქოთერაპია
აძლევს განათლებას, უნარებსა და სტრატეგიებს. ფსიქოთერაპია, ხშირად მედიკამენტურ
მკურნალობასთან ერთად კომბინირებულად გამოიყენება, რასაც მოაქვს უკეთესი შედეგი
(Bipolar Disorder, 2018) . ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანებში, ფსიქოთერაპია
წარმოადგენს მკურნალობის ერთ-ერთ გზას, რომელიც ამცირებს თანმხლები დეპრესიისა
და შფოთვის სიმპტომებს (Joseph M. Cerimele, 2014) .
ფსიქო-სოციალური თერაპია
ფსიქო-სოციალური მკურნალობა, ინდივიდუალური ფსიქოთერაპიის ჩათვლით, ასევე
საგანმანათლებლო და დამხმარე ჯგუფური თერაპიები, სულ უფრო განიხილება
ბიპოლარული აშლილობის მკურნალობის განუყოფელ ნაწილად. ფსიქო-სოციალური
მკურნალობის საერთო კომპონენტებია, დაავადების შესახებ განათლება, მიმდინარე

8
მკურნალობაზე ფოკუსირება და საკუთარი თავის მოვლა. საინტერესოა, რომ ფსიქო-
სოციალურ მკურნალობას შორის, ეფექტურობის ყველაზე ძლიერი მტკიცებულებაა
პაციენტებისა და აღმზრდელების ჯგუფური ფსიქოლოგიური განათლება. ამ მიდგომის
ხანგრძლივი დროით დაცვა განაპირობებს, მკურნალობის დროის შემცირებას (Ursula
McCormick, 2015) .

როგორც ზემოაღნიშნული კვლევებიდან ჩანს, ფსიქიკური აშლილობა ხელს უშლის
ორგანიზმის ჯანსაღ ფუნქციონირებას და აისახება ადამიანის ცხოვრების ხარისხზე და
ზიანს აყენებს მათ ურთიერთობებს გარშემომყოფებთან (Ursula McCormick, 2015) .
იმისათვის, რომ ადამიანის მდგომარეობა გახდეს უკეთესი, საჭიროა კომპლექსური
მკურნალობა და ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება.

Bibliography
1. Bipolar Disorder. (2018). National Institute of Health .
2. Donald M. Hilty, M. T. (1999). A Review of Bipolar Disorder Among Adults. Psychiatric Services .
3. Eduard Vieta, M. P. (2018). Early Intervention in Bipolar Disorder. The American Jornal of Psychiatry .
4. Joseph M. Cerimele, M.-F. C. (2014). Bipolar Disorder in Primary Care:Clinical Characteristics of 740
Primary Care Patients With Bipolar Disorder. Psychiatric Services .
5. Katie Swaden Lewis, K. G.-S. (2017). Sleep loss as a trigger of mood episodes in bipolar disorder:
individual differences based on diagnostic subtype and gender. The British Journal of Psychiatry .
6. Robert M. Post, D. A. (2008). Incidence of childhood-onset bipolar illness in the USA and Europe. The
British Journal of Psychiatry .
7. Sajatovic, K. K. (2010). Patient, Treatment, and Systems-Level Factors in Bipolar Disorder
Nonadherence: A Summary of the Literature. CNS Neuroscience & Therapeutics .
8. Smitha Bhandari, M. (2019). WebMD. Retrieved from https://www.webmd.com/bipolar-
disorder/guide/bipolar-disorder-whos-at-
risk?fbclid=IwAR2nYgm88zS9W2cYBJyZZC3syfj9aOt9K70sPJ8Hmd4i2n2z6bsoY-LPrvg#1
9. Ursula McCormick, M. R.-B.-B. (2015). Diagnosis and treatment of patients with bipolar disorder:A
review for advanced practice nurses. Journal of the American Association of Nurse Practitioners .

9
10. V Bergink, J. L.-O. (2016). Childhood adverse life events and parental psychopathology as risk factors
for bipolar disorder. Translational Psychiatry

მასალა მოამზადა :  ნინო ჩხაიძე 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

სკოლის გავლენა მოზარდთა მენტალურ ჯანმრთელობაზე

მენტალური  ჯანმრთელობა წარმოადგენს პიროვნების   კოგნიტურ, ბიჰევიორულ და ემოციურ მდგრადობას. მენტალური ჯანმრთელბა განაპირობებს  ინდივიდის ინტეგრაციას საზოგადოებაში , უნარს დაძლიოს  მის გარშემო მყოფი გარემო და შეძლოს ჯანსაღი ფუნქციონირება საკუთარ თავთან და მის საზღვრებს გარეთ.

მენტალური ჯანმრთელობის დარღვევა იწვევს რიგ დავადებებს როგორიცაა დეპრესია , სტრესი , ძლიერი შფოთვა,პანიკური აშლილობა და სხვა, რომლებიც გვაფერხებს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მათი მოგვარებისთვის კი მრავალი ძალის ჩართვა და იმ ბარიერების დამსხვრევაა რომელიც დღეს ამ დავადებებს უდგას წინ. სტიგმები რომლებიც ხელს გვიშლიან გამოვხატოთ ჩვენი პრობლემები ყველანანირი „იარლიყების’’ მიკერვის გარეშე.

მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს მრავალ გარემოში ვაწყდებით მათ შორის ერთერთი ყველაზე საყურადღებო და მნიშველოვანია გარემოა სკოლა.  ადგილი რომელიც საწყის უდებს ადამინიას სოციალიზაციას და მის ინტეგრაციას საზოგადოებაში.სწორედ სკოლა აყალიბებს იმ გარემოს რომელშიც პიროვნება სწავლობს და იმუშავებს იმ უნარებს რომელებიც შემდგომ ცხოვრებაში შეძლებს გამოყენებას, მაგრამ რამდენად აქცევს ყურადღებას სასკოლო გარემო მენტალურ ჯანმრთელობას რამდენად ხშირია მენტალური პრობლემები სკოლებში და რა სახით ? რა იწვევს მათ ? არის თუ არა ეს პრობლემები ჩაკეტილ ჩარჩოებში და საჭიროა თუ არა ამ ჩარჩოების მოხსნა.

მსჯელობა

როდესაც 6 წლის ასაკში ბავში აბიჯებს სკოლაში ის იწყებს ახალი გარემოს შესწავლას , იწყება პირველი ნაბიჯები პიროვნების განვითარებისა, სოციალიზაციის გზები , თვითდამკვიდრების პირველი მცდელობები. შემდგომ მოზარდობის ასაკშკი კი ხდება უამრავი ცვლილები,სოციალური-ფსიქოლოგიური ფაქტორები რომლებიც ამზზადებს მოზარდს მომავალი ცხოვრებისათვის. საზოგადოებრივი მრავალფეროვნება , ოჯახური და სასკოლო გავლენა მოზარდებს უქმნის განვითარების და პიროვნულ  ცვლილებების საფუძველს.ეს გარდამავალი პერიოდია ბავშობიდან გამოსვლისა და მოზარდობის პერიოდისკენ გადასვლის . ბევრი ფიზიოლოგიურ და სოციალურ ცვლილებებთან ერთან ასევე მნიშვნელოვანია მენტალური ჯანმრთელობაც  რომელიც ხშირ შემთხვევაში უგუვებელყოფილი რჩება და ექცევა სტიგმის ქვეშ, საზოგადოებაში ჩამოყალიბებული სტრეოტიპი იმასთან დაკავშირებით რომ ჩვენ დისტრესზე საუბარი დაუშვებელია ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ ჩვენ ფსიქიკურ პრობლემებზე თუნდაც გადაჭარბებულ სტრესზე,რადგან ეს ამა თუ იმ ლეიბლის მიკერებაა ,რომელიც  საზოგადოების გარკვეული ნაწილიდან გარიყვას იწვევს.სწორედ აქედან გამომდინარე მოზარდები ექცევიან იმ დონის ჩარჩოებში საიდანაც გამოსვლა ,მათთვის თითქმის შეუძლებელია . სწორედ ამ წარმოდგენების ქვეშ მყოფი მოზარდები ვერ ახერხებენ თავიანთ პიროვნების რეალიზაციას შინაგანი , მათვის ამოუცნობი პრობლემების გამო .მოზარდები, რომლებიც ემზადებიან იმისათვის რომ საზოგადოების სრულყოფილი და ჯანსაღი წევრები გახდნენ.მოზარდების ფუნქციური როლი სასკოლო გარემოში ცოდნის მიღება მისი გააზრება და გამოყენებაა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ამ ყველაფერს ხელს უშლის სკოლისგან მიღებული მაღალი სტრესი, შფოთვა იმის თაობაზე თუ როგორ რეალიზდება მოსწავლე საკლასო გარემოში, ზეწოლა მშობლებისგან , თანატოლებისგან და ოჯახისგან , ვუტოვებთ თუ არა მოსწავლე იმის საშუელებას რომ ისუნთქოს დაინახოს თავისი პრობლემა და მოახერხოს მისი დაძლევა ?  სასწავლო გარემოში მოსწავლის აკადემიურ მოსწრებასთან ერთად სწორედ ამ პრობლემებზე უნდა კეთდებოდეს აქცენტი, არსებობს რიგი პრობლემებისა რომელიც თავს იჩენს სკოლაში მათ შორის  საყურადღებოა მოზარდთა დეპრესია და შფოთვით აშლილობა . ეს ის დავადებებია რომლებსაც გაჩნიათ გამოხატულების ფართო სპექტრი ,  რომლებივ ვლინდება სხვადასხვა დონეზე  საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას და სრულ მხარდაჭერას ,  სასკოლო გარემო საჭიროებს ამ დავადებების მიმართ მიმღებლობის ჩამოყალიბებას , მასწავლებებლები უნდა იყვნენ ინფორმირებულები და უნდა შეძლოოთ ამოიცნონ ის საბაზისო ნიშნები რომლებიც შემდგომ პრობლემის ამოცნობაში დაეხმარებათ, მიმართონ  სკოლის ფსიქოლოგს თუ დადგება ამის საიჭორეაბა და მოზარდი მზად იყოს ყოველგვარი შიშის გარეშე გადადგას დახმარებისკენ ნაბიჯი. ქვემოთ განვიხილავთ ამ დავადებათა  ნიშნებს და მიდგომის გზებს.

 სკოლის გავლენა დეპრესიაზე

კვლევებზე დაყნობით ,დეპრესია მოზარდებში , ყველაზე გავრცელებულ ასაკად ითვლება 12 და 14 წელი.ამ დროისთვის დამახასიათებელია ცვლილებები ფიზიოლოგიურ დონეზე, რომლის დროსაც  მოზარდი არ არის მზად . ისინი გადადიან მაღალ კლასებში, იცვლება პასუხისმგებლობები ,როლები სასკოლო სისტემაში. თავს იჩენს თვითდამკვიდრების და საკუთარი თავის აღმოჩენის მოტივები.კვლევამ აჩვენა რომ მოზარდებში დეპრესიის სიმპტომები უფრო მეტად ახასითებთ გოგონებს ვიდრე ბიჭებს.გოგონებში დეპრესია გამოწვეულია სოციალური გარიყვის, სხვა გოგონების მიერ აბუჩად აგდების,საკუთარი სხეულის შეცნობა-შეუცნობობის საკითხების და ა.შ გამო. ბიჭებში იმატებს აგრესია, საკუთარი ავტონომიის დამტკიცების სურვილი და სხვა ,სწორედ ამ  ცდელობების წარუმატებლობამ შესაძლოა გამოიწვიოს დეპრესია.დეპრესიის დიაგნოზის მქონდე მოსწავლეები განიცდიან სირთულეებს სწავლის პროცესში , მათ უჭირთ კონცენტრაციის შენარჩუნება , არ შეუძლიათ ბოლომდე მიიყვანონ თავიანთი საქმე , არ ერთვებიან საგაკვეთილო პროცესში, მათ უჭირთ საკუთარი თავის გამოხატვა და  არ უსმენენ მასავლებელს, მათვის დამახასიათებელია საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულება და მოტივაციის დაბალი დონე. სოციალურად დეპრესიის მქონე მოსწავლეები ერიდებიან ისეთ აქტივობებს სადაც მათ მოუწევთ სხვასთან ურთიერთობა დეპრესიის ფაქტორებიდან გამომდინარე მათ აქთ დარღვეული რიგი კოგნიციები რომლებიც ხელს უშლით გარემოში აქტულიზებისთვის , ამ მიზემებიდან გამომდინარე ხშირად სხვებს ისინი ჰგონიათ ანტისოციალურები ჩაკეტილები.ხშირ შემთხვევაში მათ აქვთ დიდი სურვილი იყვნენ აკადემიურად წარჩინებულნი მაგრამ დეპრესიული ფონის დემოტივაცია მათ ხელს უშლით ამაში. რა პრობლემებს შეიძლება გადავაწყდეთ ასეთი მოსწავლის აღმოჩენისას ქართულ რეალობაში ? , როგორც ზემოთ ავღნიშნეთ აკადემიური გარემო არის მენტალური პრობლმების მიმართ სტიგმატიზირებული  , მოსწავლეებს უჭირთ გამოხატონ პირდაპირ თუ რა აწუხებთ მათ , ამ დროს მასწავლებელმა უნდა შემაჩნიოს არავერბალური და ვერბალური სიგნელები, როგორ აცვია მას , სჭირდება თუ არა საუბარი, ახდენს თუ არა კონცენტრირებას ამა თუ იმ საკითხზე, რამდენად მოტივირებულია.აუცილებელია რომ ამ დავადების მიმართ ვიკოთ უკიდურესად სენსიტიურები ის მოსწავლებიი რომლებიც ვერ გამოხატავენ საკუთარ თავს იკეტებიან თავიანთთავებში ,ხშირ შემტხვევაში უვითარდებათ მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები , რომლებიც უკიდურეს სიტუაციაში სუიციდით მთავრდება.სწორედ ამ ნიშნების აღმოჩენისას სასკოლო გარემომ პოზიტიური გზებით უნდა შეუქმნას მოზარდს მოტივაცია იმისა ,რომ მიმართოს სკოლის ფსიქოლოგს რომ დროულად მოხდეს მოსწავლის, აკადემიური პროცესში ჩართვა და მისი პოტენციალის სრული გამოყენება.

შფოთვითი აშლილობა  ( Anxiety)  განმარტებულია როგორც სუბიექტური განცდა შიშის , დისტრესის ან ზედმეტი ნერვიულობისა მას აქვს მწვავე ფიზიოლოგიური(მუდმივი თავის ტკივილი , გულისრევაის შეგძნებები , მუდმივი კანკალი ) და ემოციური გამოხატულებები( გამუდმებული პანიკას , დაბნეულუბის ან პარანოიდული გამოვლინებები  ). შფოთვის დიაგნოზის დასმისას   გამოიკვეთება მსუბუქი შფოთვა რომელიც დაკავშირებულია რაიმე კონკრეტულ ფობიასთან ან სიტუაციასთაც  და გენერალიზებულ შფოთვებად რომელის  აღმოცენების სპექტრიც ძალიან  მრავალი ტრიგერიდან გამომდინარეობს . მოზრდილებში მრავლადა გავრცელებული სხვადასხვა სახის შფოთვითი აშლილობები  , ამერიკული ფსიქოლოგიის ასოციაციაზე დაყრდნობით ( APA) შფოთვითი აშლილობის  აღმოჩენა და მისი დიაგნოზის დასმა ხშირ შემთხვევაში ვერ ხდება ადრეული ასაკიდან მოზარდებს შფოთვის მაღალი გამოხატულება შეენიშნებათ გვიან მოზრდილობაში , 15-17 წლამდე პერიოდში. შფოთვითი აშლილობის მქონე მოსწავლეებს აწყდებიან რიგ სირთულეებს სასწავლო პროცესში. შფოთვა ამცირებს მაღალი აკადემიური მოსწრებას , მოსწავლის  შეფასებას საგაკვეთილო პროცესში, მსუსბუქი შოთვის მქონე მოსწავლები უფრო მეტად ახერხებენ ჩართულობას საგაკვეთილო პროცეში კონცერტრირდებიან მიზანზე  და შეუძლიათ მათი მიღწევა , ხოლო მაღალი შფოთვის დროს მოსწავლები ხშრად აცდენენ სკოლას და  დაქვეითებული აქვთ შემეცნების უნარი .ხშირ შემთხვევაში საერთოდ ვერ ახერხებენ სწავლას , არ აქვთ ჯანსაღი ინტერპერსონალუროი ურთიერთობები , ხშირად აცდენენ სკოლას ან არ აქტიურობენ კლასში რადგან  არ შეუძლიათ შფოთვის დაძლევა , კველებმა აჩვენა რომ ამ სიტუაციების გამო ხშირად მოზარდები სკოლას საერთოდ ანებებენ თავს .აქიდან გამომდინარე სკოლის გარემო და ოჯახი მოზარდს იღებს როგორც არადეკვატურ პიროვნებას მაგრამ ხშირ შემტვევაში მას მიეწერება  ‘’დელინკვეტნი მოზარდის  ‘’ , ‘’ ცუდი მოსწავლის“, ზარმაცის „ იარლიყები რაც კიდევ უფრო აუარესებს მოზარდის სიტუაციას .  შფოთვით ნიშნების არ დაკვირვებით,მასწავლებლებს არ ესმით თუ რატომ არ შეუძლია მოსწავლეს მოყვეს გაკვეთილი ,გამოვიდეს აუდიტორიის წინაშე, შეძლოს საკუთარი აზრის გამოხატვა, რატომ არის ის ჩაკეტილი და  არ სურს ჩართულობაა კლასში, ეს იწვევს მოსწავლის გარიყვას საკლასო გარემოდან, ამ პრობლებიდან გამომდინარე ხშირად სკოლაში მოსწავლის პრობლემებს უკავშირებენ სახლთან,ხოლო ოჯახი კი პირიქით,  სკოლას აბრალებს მოზარდის პრობლმემებს ამ შემტხვევაში გაუგებარ სიტუაციაში რჩება მოსწავლე რომელიც საჭიროებს დახმარებას და მისი შეკავებული ენერგიის გამოშვებას, სწორედ ამიტომ პედაგოგმა აუცილებლად უნდა განსაზღვროს თუ რისგან არის გამოწვეული მოსწავლის ეს ქცევა და შეძლოს ადეკვატური რეაგირება. ამ დროს სკოლის ფსიქოლოგთან დახმარებით პედაგოგი ადგენს ინდივიდუალურ გეგმას , რომელის დაეხმარება მოსწავლეს შფოთვის კოპირებაში.

კვლევა

იქიდან გამომდინარე ,რომ დღევანდელ მსოფლიოში ბევრი  ორგანიზაცია და კვლევა ეთმობა იმ სტიგმის დარღვევას რომელიცაა მენტალური დავაადებები და მცდელობა იმისა, რომ ახალგაზრდა თაობას შეცვალოს წარმოდგენა ამ დავადებების მიმართ მაგრამ ქართულ რეალობაში ამის მცდელობები ნაკლებადაა არსებითი. გადავწყვიტე ჩამეტარებინა კვლევა და გამერკვია თუ რას ფიქრობენ მოზარდები ამ პრობლების შესახებ აქვთ თუ არა საკმარისი ცნობადობა და შეუძლიათ თუ არა გამოხატონ პრობლემა მასწავლებელთან სკოლის ფსიქოლოგთან ან თუნდაც თავიანთ კლასელებთან . შედგა თავისუფალი კითხვარი რომელიც შედგებოდა რვა კითხვისგან , გამოიკითხა 150 ადამინი თბილისი საჯარო სკოლებში , კითხვაზე თუ რას ფიქრობდნენ მოზარდები მენტალურ დავადებეზე როგორიცაა დეპრესია ,შფოთვა სტრესი და ა.შ მათი პასუხი იყო , რომ მათ არ იცოდნენ ქონდა  თუ  არა ეს დავადება ვინმეს მათ გარშემო ,მაგრამ მუდამ ესმოდათ თავიანთი ნაცნობებისგან სხვა სკოლებში ამ პრობლმების შესახებ , მოზარდთან მეორე ნაწილი ამტკიცებდა რომ პირად გადახდენია ეს კონკრეტული პრობლემები ,მაგრამ კითხვაზე  დაინტერესდნენ თუ არა ამით მათი კლასელები ან მასწავლებლები პასუხი ორ ნაწილად გაიყო  „შეცადნენ „ . ზოგიერთი „კი“ ან აბსილიტური უარი . ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვათა შორის მიმართავდნენ თუ არა ისინი რაიმე პრობლემის შეთხვევაში სკოლის ფსიქოლოგს უმარავლესობის პასუხი იყო არა.

მენტალური პრობლემები უღესად საინტერესო და უკიდურესად მნიშვნელოვანი თემაა, დღევანდელ რეალობაში  , თუ ჩვენ ავიმაღლებთ ცნობადობას იმის შესახებ,  თუ რა დგას ამ ცნების უკან და ვიქნებით პოზიტიურად განმტკიცებული, ამ პრობლემების ცვლილებისკენ, ვასწავლოთ ახალგაზდა თაობას რომ ვიყოთ ღიები ამ პრობლემების მიმართ .თუ ჩრვენ დავამსხვრევთ იმ  ბარიერს,  რომელც ხელს გვისშლის საკუთან ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობის სრული პოტენციალის მიღწევაში, მაშინ ჩვენ წინ მივიღებთ ჯანსაღ, მენტალურ დავადებების მიმართ ღია და ნორმალიზებულ გარემოს.

სტატიის ავტორი : ემმა კოპალეიშვილი

გამოყენებული ლიტერატურა :

  • “”The mental health of adolecents ‘’ -a national profile 2008 david knof m.jane park
  • Depression supporting students at school- Thomas Hubert PHD
  • Students with anxiety -evelyn h,hanie , Rebecca powel standal

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

ნინო კერესელიძე – ხელოვნება, როგორც თერაპია

დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, არტ თერაპიის სპეციალისტი ნინო კერესელიძე : 

შემოქმედებითობა – ერთ-ერთი იმ მნიშვნელოვან თვისებათაგანია, რომელიც ადამიანს სხვა ცოცხალი ორგანიზმებისგან განასხვავებს. ხელოვნებას, პირველი ადამიანების არსებობის დროიდან უდიდესი ადგილი ეკავა კაცობრიობის ცხოვრებაში. ამას ადასტურებს პირველყოფილი ნახატები გამოქვებულებში და ათასობით განამარხებული ქანდაკება. ადამიანი მოწოდებულია იმისთვის, რომ გამოხატოს საკუთარი პიროვნება და ინდივიდუალობა. ხატვა, ძერწვა, ცეკვა, ფერწერა – ეს ყოველივე, რომ საშუალებას იძლევა ადამიანმა გარეთ გამოიტანოს საკუთარი შინაგანი სამყარო და გამოხატოს გრძნობები ფაქტია, მაგრამ როგორია ხელოვნება, როგორც თერაპია?

ხელოვნება, როგორც თერაპია 1940 წლიდან გვხვდება. არტ თერაპიის მეშვეობით დღის სინათლეზე გამოდის ის დაფარული და მიმალული ემოციები, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ადამიანის მენტალური ჯანმრთელობისთვის. რადგან  ზოგჯერ, ის რაც ვერ გამოითქმის სიტყვით, გამოიხატულებას ჰპოვებს ფერებში, ფორმებსა და მოძრაობებში. აღსანიშნავია, რომ არტ თერაპია ყურადღებას ამახვილებს ქმნადობის პროცესზე და არა უშუალოდ მისი შედეგებით ტკობაბზე, განსხვავებით ხელოვნებისა.

  • შეუძლია თუ არა ხელოვნებით თერაპიის გავლა ნებისმიერ მსურველს, თუ იგი უნდა დანიშნოს აუცილებლად არტთერაპევტმა?

არტ თერაპიის გავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, გამომდინარე იქიდან, რომ იგი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტექნიკების მომცველი მეთოდია და მარტივად იძლევა პროცესში ცვილელების განხორციელების შესაძლებლობას. იგი ხშირად გამოიყენება დიაგნოსტირებისას და განსაკუთრებით გამოყენებადია მოზარდებთან და ბავშვებთან.

  • არტთერაპიის მსვლელობის პროცესში, თავად მონაწილე ირჩევს სასურველ შემოქმედებით საქმიანობას, თუ თერაპევტი სთავაზობს მას გარკვეული საჭიროებებიდან გამომდინარე?

არტ თერაპიის მსვლელობისას, უმეტეს შემთხვევაში თერაპევტი სთავაზობს კლიენტს სხვადასხვა ტექნიკას, თუმცა არის შემთხვევები, ტოცა თავად კლიენტი ირჩევს სამუშაო მასალას. ტექნიკებისა და მასალების შერჩევა დამოკიდებულია კონკრეტულ შემთხვევებსა და საჭიროებებზე.

  • როგორც ვიცით, ვიზუალიზაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხურია წარმატების მიღწევის პროცესში.შესაძლოა თუ არა არტთერაპია, როგორც ვიზუალიზაციის ერთ-ერთი საშუალება, იყოს გზა წარმატებისაკენ?

 არტ თერაპია მოიცავს უამრავ მეთოდს, რომელიც ადამიანს ეხმარება შეიცნოს საკუთარი თავი, დასახოს მიზნები და მიაღწიოს მათ. ამიტომ, შეიძლება თამამად ითქვას, რომ არტ თერაპია არის ერთ-ერთი ეფექტური გზა წარმატებისაკენ.

  • არტთერაპია მოიაზრებს, მხოლოდ უშუალოდ შემოქმედებით პროცესს, თუ ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი კავშირი ხელოვნების სფეროსთან? მაგალითად: წიგნის კითხვა, მუზეუმებში სიარული, გამოფენების დათვალიერება და ა.შ.

 ხელოვნებისგან განსხვავებით, რომელიც ორიენტირებულია  უშუალოდ შედეგზე, ხელოვნებით თერაპიაში ფოკუსში ექცევა ქმნადობის პროცესი. ვინაიდან, არტ თერაპია ხელოვნებით თერაპიის ერთ-ერთი სახეა, იგი მოიაზრებს, რომ  ჩანაწერების გაკეთება, ხატვა, სიმღერა, ცეკვა  – ყველა მსგავსი მოქმედება, შეუძლია შეასრულოს ნებისმიერმა არაპროფესიონალმა პიროვნებამ  და მიიღოს სიამოვნება, განთავისუფლდეს ნეგატიური ემოციებისგან და შფოთვისგან, მხოლოდ პროცესის მეშვეობით.

 მოამზადა გვანცა ხაბელაშვილმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

სტრესის მართვა და ჯანსაღ მშობელთა ცხოვრება

უნდა ვაღიაროთ, რომ თანამედროვე სამყაროში ბავშვის აღზრდა უფრო და უფრო მეტ საჭიროებას მოიცავს, რაც ხშირად მშობლების სტრესის გამომწვევი მიზეზი ხდება. ბავშვის აღზრდა და მასთან დაკავშირებული აურაცხელი პასუხისმგებლობა, დაწყებული ფინანსებზე შფოთვით და დამთავრებული ბავშვების სკოლიდან სპორტულ წრეებზე ტარებით, შესაძლოა შეუძლებლად და დაუძლეველად გვეჩვენოს. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით (2010 APA Stress in America survey) მრავალი ამერიკელი ოჯახს სტრესის დიდმნიშვნელოვან წყაროდ განიხილავს (73%) და მიუხედავად იმისა, რომ მშობლები სტრესის მართვის საჭიროებას აღიარებენ, მხოლოდ მათი მცირე ნაწილი თვლის, რომ კარგად უმკლავდება მას (32%).

სტრესის მართვა

მრავალი ადამიანი სტრესის მართვას ისეთი არაჯანსაღი გზებით ცდილობს, როგორებიცაა ნიკოტინის, ალკოჰოლის მიღება და გადამეტებულად საკვების მიღება. მსგავსი ქცევა განსაკუთრებული საფრთხის შემცველია მშობლებისთვის, რომლებიც შვილებისთვის ქცევის მოდელს ქმნიან. კვლევები მიუთითებს, რომ მშობლების კვების რეჟიმი გავლენას ახდენს შვილის კვებით ჩვევებზე. ამიტომაც დედები და მამები, რომლებსაც სტრესისგან გამოწვეული არაჯანსაღი კვებითი რეჟიმი აქვთ, თავიანთ შვილებს რისკის ქვეშ აქცევენ. ასეთ ბავშვებს შესაძლოა ღარიბი სტრესის გამკვლავების მექანიზმი ჩამოუყალიბდეთ. ამის საპირისპიროდ, როდესაც მშობელი სტრესის მართვას, მაგალითად, ვარჯიშით ცდილობს, შვილებისთვის დადებით ქცევის მოდელს ქმნიან.

ჯანსაღი ცხოვრების წესი

მიუხედავად იმისა, რომ სტრესის მართვის ჯანსაღი მოდელის შექმნა რთული საქმეა, მშობლებს მრავალი მცირე ნაბიჯის გადადგმა შეუძლიათ ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. გრძელი და რთული სამუშაო დღის შემდეგ, შესაძლოა ტახტზე წამოწოლა და დასვენება უფრო მაცდურად ჟღერს, ვიდრე შვილებთან საუბარი. თუმცა, აქტიურად ყოფნა და დროის ბავშვებთან ერთად გატარება ოჯახში ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბებას უწყობს წელს. ფიზიკური აქტივობა ენდორფინების გამოყოფაში გვეხმარება, რომლებიც სხეულს ბუნებრივი ენერგიის მატებით უზრუნველყოფს, რაც სტრესის ტოქსიკური გავლენებს ამცირებს. ოჯახის წევრებთან ერთად სასეირნოდ სიარული, დაჭერობანას თამაში შვილებთან ან ლაშქრობაში სიარული სტრესს საგრძნობლად შეამცირებს და ბავშვებისთვის დადებით, ჯანსაღ ცხოვრების წესის მოდელს შექმნის. ამ აქტივობების შესრულებამ შესაძლოა ენერგიის მატებაც გაგრძნობინოთ.

თუ კვლავ დაძაბულად და მშფოთვარედ გრძნობთ თავს სტრესიდან გამომდინარე, კიდევ ერთი გამკლავების გზა პროფესიონალთან ვიზიტია. მაგალითად, პრაქტიკოს ფსიქოლოგებს მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლიათ სტრესორების მართვაში და, ზოგადად, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში დაგეხმარონ. სტრესის მართვის მრავალი მიდგომა არსებობს, მაგრამ პროფესიონალი ფსიქოლოგი თქვენი უნიკალური შემთხვევისთვის ყველაზე შესაფერისს შეარჩევს, რომელიც თქვენს ხასიათსა და საჭიროებებს საუკეთესოდ ერგება.

მასალა მოამზადა : მარიამ შავგულიძე

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიფსიქოლოგია

მარტოობა ხშირად პროდუქტიულია

ცხოვრება ყველა ადამიანისთვის სხვადასხვაგვარია, თითოეულ პიროვნებას საკუთარი აზრი გააჩნია ნებისმიერ საკითხზე, მაგრამ ხშირად ისე ხდება, რომ ინდივიდები ვერ ახერხებენ თავიანთი დამოკიდებულებების სწორად გამოხატვასა და ჩვენებას.

ბიზნეს ინსაიდერმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც წაიკითხავთ, თუ რისთვისაა საჭირო მარტოობა, რაში გვეხმარება იგი, როგორც ცნობილია, ერთ–ერთი წიგნის, „უხელმძღვანელე საკუთარ თავს“ წაკითხვის შემდეგ რესპოდენტმა გაუზიარა თავისი აზრი მკითხველს, რომ თუ ადამიანი ისეთ გარემოცვაშია, რომ საკუთარ აზრს სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ასაჯაროებს, შესაძლებელია ფსიქოლოგიური ტრამვა მიიღოს.

ადამიანი როდესაც მარტო რჩება საკუთარ თავთან, ფიქრობს ისეთ საკითხებზე, რაც მისთვის უმნიშვნელოვანესია და ეძებს გადაჭრის ხერხებს, სიმშვიდე, მხოლოდ ერთი პიროვნება და მისი აზროვნება ხშირად საწინდარია სწორი გადაწყვეტილებების მიღებისა.

წყარო : Businessinsider.com

მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
კვლევებიფსიქოლოგია

კვლევა – ნუ მოერიდებით ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას, ეს თქვენ ბედნიერებას მოგანიჭებთ

როდესაც ადამიანი რთული გადაწყვეტილების წინაშე დგას, სტატუს -კვოს წინააღმდეგ წასვლა და ცვლილების განხორციელება მას უფრო ბედნიერს ხდის, ვიდრე ცვვლილებებზე უარის თქმა,- ამის შესახებ ცნობილი ამერიკელი ეკონომისტის სტივენ ლევიტის კვლევაშია ნათქვაი, რომელიც ჟურნალ Review of Economic Studies-ში გამოქვეყნდა.

ლევიტმა ექსპერიენტის ფარგლებში ვებ-გვერდი freakonomicsexperiments.com შექმნა, სადაც მოხალისეებს სთხოვდნენ, აერჩიათ  მნიშვნელოვანი საკითხი, როელზეც ისინი ფიქრობდნენ და გადაწყვეტილების იღება სურდათ : „დავტოვო თუ არა სასახური?“, „ვიშვილო თუ არა?“, „განვქორწინდე თუ არა? თუმცა, გადაწყვეტილების მიღებამდე მეგობრებსა და ოჯახისთვის რჩევის კითხვისა და დადებითი და უარყოფითი მხარეების განხილვის ნაცვლად, პასუხის მისაღებად მათ ვირტუალური მონეტის ამობრუნებას სთავაზობდნენ.

ექსპერიმენტში მონაწილეებს ორი კითხვარი გაუგზავნეს, ერთი ორი თვის და ერთი – ექვსი თვის შემდეგ. ისინი, ვინც ცვლილებების განხორციელებაზე უარი განაცხადეს, 2 თვის შემდეგ თავის გადაწყვეტილებას იწონებდნენ, თუმცა, 6 თვის შემდეგ მათი უმრავლესობა აცხადებდა, რომ კარგი იქნებოდა, გადაწყვეტილება რომ მიეღო და ცვლილება განეხორციელებინა.

რაც შეეხებათ იმ მონაწილეებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელეს, ისინი როგორც ორი, ასევე ექვსი თვის შემდეგ აცხადებდნენ, რომ თავს ბედნიერად გრძნობდნენ და მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილები იყვნენ.

„გადაწყვეტილების მიღების პროცესში ოქროს წესი გახლავთ შემდეგი : თუკი არ იცით, როგორ მოიქცეთ და რა გადაწყვეტილება მიიღოთ, სჯობს აიჩიოთ ის, რომელიც ცვლილებასთანაა დაკავშირებული, ვიდრე შეინარჩუნოთ სტატუს-კვოს მდგომარეობა,“- აცხადებს ლევიტი.

მის მიერ ჩატარებულმა კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ როდესაც საქმე ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებას ეხება, ადამიანები დიდ სიფრთხილეს იჩენენ და ცვლილებას ერიდებიან, თუმცა ისინი, ვინც გაბედულები არიან და ცვლილება არ აშინებთ, თავს უფრო ბედნიერად გრძნობენ.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ  

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიფსიქოლოგია

განწყობა და დამოკიდებულებები

ადამიანის სიძლიერე არ განისაზღვრება მხოლოდ ფიზიკური შესაძლებლობებით, არანაკლებ მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური, ანუ მენტალური სიძლიერე, როდესაც ადამიანი ჩამოყალიბებულია, შეუძლია ემოციების სწორად მართვა და აკონტროლებს აფექტურ მდგომარეობას, შესაბამისად იგი ფსიქოლოგიურადაა ძლიერი.
ფსიქოლოგებისა და ექპერტების ცნობით ფიზიკურ სიძლიერეზე მნიშვნელოვანი, სწორედ მენტალური ძალაა, რადგან იგი განაგებს თქვენი ცხოვრების სტილს, აქედან გამომდინარეა თქვენი ფიზიკური და შინაგანი სიძლიერეც.
ბიზნეს ინსაიდერმა გამოაქვეყნა რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ უკეთესობისკენ შეცვალოთ თქვენი ფსიქოლოგიური სახე:
1. ისწავლეთ თქვენი ემოციების მართვა
2. იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, რომ აირიდოთ უარყოფითი ემოციები
3. ეცადეთ ეძებოთ პოზიტივი ყველაფერში
4. შეწყვიტეთ ის ქმედებები, რომლებიც თქვენს ფსიქოლოგიურ მხარეს ზიანს აყენებს.

წყარო : Businessinsider.com 

მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

ამერიკელი მეცნიერები : ვეგანები და ვეგეტარიანელები თვითმკვლელობის ჩადენის სამჯერ უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე ხორცისმჭამელები

ალაბამას უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახალი კვლევა ჩაატარეს, რომლის შედეგებმაც აჩვენა, რომ ვეგანები და ვეგეტარიანელები დეპრესიისა და შფოთვის განვითარების გაცილებით მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც ხორცით იკვებებიან.
კვლევის თანახმად, ყოველი მესამე ვეგანი ან ვეგეტარიანელი დეპრესიას ან შფოთვას განიცდის. ხორცისმჭამელებთან შედარებით ორჯერ მეტი ალბათობით ესაჭიროებათ ფსიქიკური დაავადების საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება და თვითმკვლელობის ჩადენის სამჯერ უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან.
კვლევის – „ხორცი და ფსიქიკური ჯანმრთელობა : ხორცის მიღებისგან თავშეკავებასა და დეპრესიას, შფოთვასა და მასთან დაკავშირებული ფენომენის სისტემატური განხილვის“ – ფარგლებში 18 სამეცნიერო კვლევა და მათში ჩართული 160 257 ადამიანი გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ ისინი, ვინც ხორცს არ ჭამენ, დეპრესიის, თვითდაზიანების მიყენებისა და თვითმკლველობის ჩადენის გაცილებით მაღალი რისკის ქვეშ არიან. კვლევა ჟურნალ „Critical Reviews in Food Science and Nutrition“-ში გამოქვეყნდა.
აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო წრეებში არსებობს კიდევ ერთი მოსაზრება : ვეგანურ ან ვაგეტარიანულ კვებით რაციონზე გადასვლა გარკვეული „ქცევითი ნიშანია“, რომელიც იმაზე მეტყველებს, რომ ამა თუ იმ ადამიანს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. თუმცა, აღნიშნული თეორია ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის და მხოლოდ მოსაზრების დონეზე რჩება.

მასალა მოამზადა :  თამარ ტაბტაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიფსიქოლოგია

ნდობის თამაში – ექსპერიმენტი, რომელიც შურისძიების მოტივაციას ხსნის

შვეიცარელმა მეცნიერებმა, ერნესტ ფერის ხელმძღვანელობით, ჩაატარეს „ნდობის თამაშის“ სახელით ცნობილი ექსპერიმენტი, რომლის წყალობითაც ბევრი ახალი რამ შევიტყვეთ შურისძიების მოტივაციის შესახებ, თამაშის პირობები დაახლოებით ასეთია: თქვენ და თქვენს ანონიმ პარტნიორს გეძლევათ ათ–ათი დოლარი. პირველი სვლა თქვენია. უნდა გადაწყვიტოთ, დაიტოვოთ ფული თუ პარტნიორს გაუგზავნოთ. თუკი თანხას დაიტოვებთ, თითოეულ თქვენგანს ათი დოლარი დარჩება და თამაშიც დამთავრდება, ხოლო თუ გაუგზავნით, ექსპერიმენტატორები ფულს გააოთხმაგებენ და თქვენს მეწყვილეს 40 დოლარს მისცემენ. ამგვარად, მის ბანკში 50 დოლარი შეგროვდება.

იბადება ბუნებრივი კითხვა: რატომ უნდა მისცეთ ფული პირველმა? პასუხი მარტივია: იმედი გაქვთ, რომ პარტნიორიც ნამუსიანად მოიქცევა თავის სვლაზე. მას კი ორი არჩევანი აქვს– ან მთელი თანხა უნდა დაიტოვოს, ან გაგიყოთ და 25 დოლარი გამოგიგზავნოთ.

თუკი თქვენი მეწყვილე რაციონალურად და პირადი ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს, იგი ფულს არ გაგინაწილებთ. თუ ეს იცით და ასევე რაციონალურად მოაზროვნე ხართ, არც თქვენ გაუგზავნით კუთვნილ 10 დოლარს. კარგი ამბავი ისაა, რომ ადამიანები მეტად მიმნდობები არიან და უფრო ხშირად პასუხობენ სიკეთით სიკეთეს, ვიდრე ამას სტანდარტული ეკონომიკური თეორია გვასწავლის. ექსპერიმენტის მსვლელობისას მრავალმა ადამიანმა გასცა თავისი 10 დოლარი და, უმეტეს შემთხვევაში კუთვნილი 25 დოლარიც მიიღო.

მაგრამ შვეიცარული თამაში აქ არ მთავრდება. თუ თქვენი პარტნიორი მთელს თანხას ჩაიჯიბავს, შეგიძლიათ თამაშის მომდევნო ფაზაში, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, დასაჯოთ იგი. თქვენ მიერ გადახდილი თითოეული დოლარი თქვენს ხარბ მეწყვილეს 2 დოლარს წაართმევს. ამგვარად, თუკი 25 დოლარს არ დაინანებთ, თქვენი პარტნიორი მთლს თანხას დაკარგავს. შეიძლება იფიქროთ, რომ კაცი, რომელმაც ერთი წუთის წინ 10 დოლარი დაკარგა უაზრო ანგარიშსწორებისთვის კიდე უფრო მეტ ფულს წყალში არ გადაყრის, მაგრამ ფაქტია, რომ განაწყენებულ მოთამაშეთა უმრავლესობას არაკეთილსინდისიერი პარტნიორებისთვის სამაგიეროს გადახდის შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვია.

თუმცა, ცდის ყველაზე საინტერესო აღმოჩენა ეს არ ყოფილა. გადაწყვეტილების მიღების მომენტში ტესტის ორგანიზატორები ექსპერიმენტის მონაწილეთა გონებას ჰოზიტრონულ–ემისიური ტომოგრაფის საშუალებით უკეთებდნენ სკანირებას. მათი მნიშვნელოვანი აღგზნება დააფიქსირეს სტრიატუმში–ტვინის იმ მონაკვეთში, რომლის გააქტიურებაც, ჩვეულებრივ, ჯილდოს მიღების სიამოვნებას უკავშირდება. ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უმადური პარტნიორის დასჯის გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, სიამოვნებას ანიჭებთ ადამიანებს. მეტიც, რაც უფრო მეტი იყო უპატიოსნო მეწყვილის სასჯელი, მით უფრო მეტი იყო სტრიატუმის აქტივობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საზღაურის მიგების წყურვილს – რაგინდ ძვირადღირებული და ირაციონალურიც იყოს იგი – ბიოლოგიური საფუძვლები აქვს.

 

წყარო: Harvard business review
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

ემოციური კეთილდღეობა პანდემიის დროს

ქუჩების დაცარიელება , მარაგიდან ამოწურული პირბადეები , ეკონომიკური არეულობა და სტიგმა დავადების მიმართ , ესაა დღევანდელი მსოფლიოს განხილვის საკითხები. გავდივართ ქუჩაში თუ ვართ სახლში იზოლირებულ გარემოში ჩვენ გარშემო ინფორმაციის მუდმივი ნაკადი მოდის ,რომელიც გვაფრთხილებს გვაიმედებს და გვაინფორმირებს, დღევანდელ არსებულ სიტუაციაზე. ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა, ესაა დღევანდელობის მთავარი სქემა , ამასთან ერთად კი მოდის ფიქრები ემოციები შეგრძნებები რომელიც ასევე მნიშვნელოვანია.ხშირად ადამიანებში შფოთვას, ფორიაქს და დაძაბულობას იწვევს ის , რაც მათვის ამოუცნობია ეს ემოციეური მდგომარეობა კი მთელ მსოფლიოშია დასადგურებული. შფოთვა ამ საკითხის გარშემო ყველგანაა სოციალურ ქსელებში , სკოლებში ბაღებში და ოფისებში. მშობლები რომელთაც უწევთ სამსახურში სიარული და ამავდროულად ბავშვების კეთლდღეობაზე ზრუნვა და ემოციების შეკავება, ხანდაზმული ოჯახის წევრებზე ღელვა და მათ დაცვის სურვილი. არ დაგიმალავთ და ჩემთვის როგორც ფსიქოლოგისთვის , რომელიც მუდამ თვითძიებასა და საკუთარი კეთილდღეობის ბალანსისთვის იბრძვის,არც ისე ადვილი აღმოჩნდა, რამდენიმედღიანი განუკითხაობა იმისა თუ რახდება სამყაროში ,აქ და ამჟამად კონდიციიის შერყევა და იზოლაცია, მაგრამ ამის მიუხედავა,რელაქსირებული მუსიკის ფონზე გადავწყვიტე გავაცნობიერო, რა შემიძლია გავაკეთო და გავაკეთოთ ჩვენ ყველამ იმისათვის რომ გვქონდეს ადეკვატური ემოციური ფონი.
როდესაც ადამიაანის რაღაც ჯგუფს ახასიათებს შფოთვა, ეს მშფოთვარე ველი გადადის ყველაზე ვინც კი კონტაქტში შედის ამ ადამიანთან, იმისთვის რომ ჩვენ და ჩვენ გარშემო ხალხი იყოს ემოციურ კედილდღეობაში ამ რთული პერიოდის დროს შეგვიძლია პატარა ემოციეური ბიძგებით მივცეთ ერთმანეთს საშუალება რომ ვისუთქოთ და არ გავავცელოთ ველი შფოთვისა.
ინფორმაცია ძალაა – ეს ფრაზა ჩემი მთელი ცხოვრების განმავლობაში მომყვებოდა როდესაც ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას რაიმე მოვლენის შესახებ მისი კონტროლი და ადეკვატური ემოციური ფონის შენარჩუნება შესაძლებელია , როდესაც ვიცით რომ ამ ვითარებაში სასურველი სახლში დარჩენა პირად ჰიგიენაზე ზრუნვა,ჩვენი კონტროლი ამ სიტუაციისადმი უფრო იმატებს , პანიკას ანაცვლებს ინფრომირებულობა იმის შესახებ რომ უმძიმეს სიტუაციაშიც კი როდესაც გვგონია რომ არაფრის კეთება შეგვიძლია, ჩვენთვითონ აღმოვჩნდებით გასაღები ცვლილებისა და კონტროლისა
გაზიარება და მხარდაჭერა კაცობრიობის ერთერთი ყველაზე დიდი იარაღია ცოდნა რომელსაც ვიღებთ , ხარისხიანს ,გამოცდილებას რომელსაც გვიზიარებენ ასევე გვეხმარება იმაში რომ ჩვენი შფოთვა და პანიკა მეტად კონტროლირებადი გახდეს სწორედ ამიტომ რამოდენიმე არაჩვეულებრივი ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი დამეხამრა იმაში რომ უფრო ღრმა რეკომანდაციები და რჩეები მოგაწოდოთ თუ როგორ შეიძლება ამ პერიოდის ეკოლოგიური ემოციებით დაძლევა.

როგორ შევიმსუბუქოთ შფოთვა და პანიკა სოციალური დისტანცირების დროს რა მეთოდებს შეგვიძლია მივმართოდ ?

შფოთვის შესამსუბუქლებლად ყველაზე ეფექტურია სუნთქვა და ფოკუსირება მასზე. არსებობს სპეციალური 4-წამიანი სუნთვის ვარჯიშები რაც შფოთვის დონეს საგრძნობლად სწევს დაბლა. ასევე იზოლაციაში ყოფნისას მნიშვნელოვანია პოზიტიურ მხარეზე აქცენტირება, რა რის კარგი როცა ხარ სახლში და რისთვის გაქვს გამონთავისუფლებული დრო ამის გადახედვა. შესაძლებელია ისეთი რესურსების და ნიჭის აღმოჩენაც მოხდეს ამ დროს აქამდე რომ არ იცოდა ადამიანმა.

ნინო კერესელიძე ( ფსიქოლოგი , გეშტალტ-ფსიქოთერაპევტი )

ეკა კაპანაძე ( ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი )

პირველ რიგში, უნდა გნვსაზღვროთ ამა თუ იმ ინდივიდის ფსიქოლოგიური მახასიათებლები. სოციალური დისტანცირების დროს, ამგვარი შეზღუდვა ერთისთვის შეიძლება დამცავ საშუალებად გვევლინებოდეს (ამ კონკრეტულ შემთხვევაში – ვირუსისგან), ხოლო მეორისთვის თავისუფლების შეზღუდვასთან ასოცირდებოდეს. საჭიროა მოხდეს კონკრეტული ადამიანის მიერ შფოთვისა და პანიკის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება სოციალური დისტანცირების პროცესში. შეიძლება შფოთვა გამოწვეული იყოს კომუნიკაციის შესაძლებლობების შეზღუდვით, რომელიც ამა თუ იმ ადამიანისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასიცოცხლო საშუალებაა, ასევე აღნიშნული აკრძალვა საყოველთაო და მარტო იგი არ არის აკრძალვის სისტემაში მოქცეული.რეკომენდაციების სახით, სასურველია ინდივიდმა სოციალური დისტანცირების დროს პრიორიტეტად დააყენოს როგორც საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ასევე გარშემომყოფ ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

როგორ შეიძლება ერთმა ინდივიდმა გავლენა მოახდინოს მასობრივი შფოთვის და პანიკის დონის კონტროლზე ?
ყოველ ინდივიდს საკითარი პასუხისმგებლობა აქვს სოციუმში, შესაბამისად ყველა ადამიანს აქვს უნარი მოახდინოს გავლენა საზოგადოებაზე, როდესაც ჩვენი ქცევა არის ისტერიული და ვცდილობთ მოვაგვროვოთ პროდუქტი თუ სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები იმ რაოდენობით რომელიც საჭიროზე მეტია ამით ვახალისებთ სხვა ადამიანებშიც შფოთვას- ნინო კერესელიძე

თითოეული ადამიანი საკუთარი ემოციური სტაბილურობით, ზრუნავს იმ მიკროსოციუმზე, სადაც იგი იმყოფება. შფოთვა, პანიკა, ისევე როგორც სხვა ემოციები (დადებითი თუ უარყოფითი) გადამდებია. ასე რომ, შფოთვისა და პანიკის დადებითი ემოციების ტრანსფორმაციით ჩვენ ვცვლით ჩვენს აღქმას და გარემოზე რეაგირების გზებს პოზიტიური კუთხით.- ეკა კაპანაძე

რა რაკომენდაციებს და რჩვებეს მისცემდით ადამიანებს რომლებიც თვითიზოლაციასა და კარნტინში იმყოფებიან ?

მოიძიეთ აქტივობები რისი კეთების სურვილიც შეიძლება გქონდათ და აქამდე დროის უქონლობის გამო ვერ ახერხებდით, დაკავდით ფიზიკური აქტივობით, შეეცადეთ მოუსმინოთ სასიამოვნო მუსიკას და რაც მთავარია ჯანმრთელად იკვებოთ.- ნინო კერესელიძე

თვითიზოლაცია გარდა იმისა, რომ თავისუფლად გადაადგილებისა და გარკვეული დროით იზოლაციაში მარტო ყოფნას გულისხმობს, მისი დანახვა პოზიტიური რაკურსითაც არის შესაძლებელი: დრო, რომელიც მხოლოდ მე მეკუთვნის.
დამთრგუნველი ემოციების დროს მნიშვნელოვანი როლს თამაშობს რელაქსაციის, მოდუნების უნარი. დაძაბულობის მოხსნის მნიშვნელოვანი პირობაა მოდუნება. უნდა გვახსოვდეს, რომ დაძაბულება ეხება როგორც გონებას, ასევე სხეულსაც. მოცემულ მომენტში რელაქსაცია შეიძლება ჩაითვალოს სტრესთან გამკლავების საუკეთესო საშუალებად.

თვითიზოლაციით ძირითიდი პოსტულატის დისკომფორტიდან ზრუნვაზე გარდაქმნა ხელს შეგიწყობთ უფრო ეფექტურად გამოიყენოთ დრო. ეს იქნება – კითხვა, წერა, ხატვა, სიმღერა თუ ფიზიკური აქტივობები.
გააკეთეთ დღის განრიგი. დროის სტრუქტურირება დაგეხმარებათ თვითიზოლაციაში ყოფნის პერიოდი მრავალფეროვანი გახადოთ.
გისურვებთ წარმატებას და გახსოვდეთ, რომ თქვენ მარტო არ ხართ – ეკა კაპანაძე

იზრუნეთ საკუთარ ემოციურ კეთილდღობაზე და გისურვებთ ჯანმრთელობა.

მასალა მოამზადა : ემმა კოპალეიშვილმა 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 5 6 7 8 9 20
Page 7 of 20