close

ფსიქოლოგია

ფსიქოლოგია

ფსიქოთერაპია ონკოლოგიაში

ფსიქოლოგია მუდამ დიდ მნიშვნელობას წარმოადგენდა სხვადასხვა სფეროში.რათქმაუნდა არა არის გამონაკლისი მასთან მიახლოებული სფეროც, მედიცინა. ონკოლოგია ეს არის მედიცინის ის სფერო, რომელიც მზარდად განვითარებადი და უმნიშვნელოვანესია ჩვენს დღევანდელობაში ,ექიმები , მეცნიერები გამუდმებით მუშაობენ იმაზე თუ , როგორ აღმოფხვრან ონკოდავადებები, მაგრამ ამ პროცესში პაციენტებს ყველაზე მტად სჭირდებათ ემოციური მხარდაჭერა.ფსიქოთერაპია კი სწორედ აქ ჩნდება ერთერთ დამხმარე წყაროდ.  საინტერესოა რამ გამოიწვია  ფსიქოთერაპიის ჩარევა ამ სფეროში , რამდენად ეფექტურია და როგორ მუშაობს ის, ამაზე გვესაუბრება გეშტალტთერაპევტი , ერთერთი გამორჩეული და საინტერესო ფსიქოლოგი ლიკა წერეთელი.

რამ გამოიწვია იმის საჭიროება რომ მომხდარიყო ფსიქოთერაპიის ჩარევა ონკოლოგიურ პაციენტებში ?

დამეთანხმებით, რომ ონკოლოგიური დაავადებები დღესდღეობით ძალზე გავრცელდა და კაცობრიობის ერთ-ერთ უდიდეს პრობლემად იქცა. ტარდება კვლევები, მიმდინარეობს ქირურგიული და მედიკამენტოზური მკურნალობა, რაც, რა თქმა უნდა, ძალზე მნიშვნელოვანია, თუმცა, როგორც ვხედავთ, ბოლომდე სასურველი შედეგი არ მოაქვს. და აქ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ არსებობს ფსიქოსომატიკა, რომლის უარყოფაც არ შეიძლება.  ფიზიკურ სხეულზე ზემოქმედებასთან ერთად, რაც სრულიად აუცილებელია, იგივე ხარისხით არსებობს საჭიროება ადამიანის ფსიქიკაზე ზემოქმედებისა. ფსიქოლოგიურმა სარეაბილიტაციო კურსმა დიდი წვლილი შეიძლება შეიტანოს პაციენტის ჯანმრთელობის ნორმალიზების პროცესში.

ონკოლოგიური დაავადებების კავშირზე ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობასთან პირველად სწორედ ექიმები ალაპარაკდნენ. ჯერ კიდევ მე-19 ს.-ის შუა წლებში ონკოლოგიური დაავადებების კვლევის პიონერი ირლანდიელი ექიმი უოლტერ ჰაილ უოლში თავის წიგნში „კიბოს ბუნება და მისი მკურნალობა“ ერთმნიშვნელოვნად საუბრობს კიბოს ფსიქოსომატურ ბუნებაზე და ამბობს, რომ ამ დაავადების კავშირი ფსიქიკასთან იმდენად აშკარაა, რომ ძალზე უგუნური იქნებოდა ამის ეჭვქვეშ  შეტანა. ცნობილი ბრიტანელი ქირურგი და ლონდონის უნივერსიტეტის ვიცეკანცლერი სერ ჯეიმს პეჯეტი ასევე დარწმუნებული იყო იმაში, რომ დეპრესიული მდგომარეობა მთავარ როლს ასრულებს კიბოს განვითარებაში და გამოაცხადა კიდეც ამის შესახებ თავის კლასიკურ ნაშრომში „ქირურგიული პათოლოგია“. მე-19 ს.-ის მიწურულს კი ლონდონელმა ქირურგმა ჰერბერტ სნოუმ პირველი კლასიკური კვლევა ჩაატარასტატისტიკის გამოყენებით. შედეგები შეიძლება იხილოთ მის წიგნში „კიბო და მისი განვითარების პროცესი“:  ლონდონის ონკოლოგიური კლინიკის 250 პაციენტი ქალიდან, რომელთაც სარძევე ჯირკვლისა და საშვილოსნოს  კიბო ჰქონდათ, მხოლოდ 19 არ აღენიშნებოდათ დაავადების არანაირი ხილული მიზეზი, 43 შემთხვევაში საუბარი იყო მექანიკურ დაზიანებაზე, როგორც შესაძლო მიზეზზე, ხოლო დანარჩენი 188 პაციენტი სხვადასხვა მძიმე სტრესული განცდებით იყო დახუნძლული.

რამ გამოიწვია თქვენი ინტერესი ონკოლოგიური პაცინეტებთან მუშაობაში ?~

უპირველეს ყოვლისა, ეს იყო საკუთარი ტრაგიკული გამოცდილება ოჯახში. მეუღლე დამეღუპა ონკოლოგიით. ეს იყო ჯერ კიდევ სანამ შემოვაბიჯებდი ფსიქოლოგიის დარგში. გეშტალტ თერაპიის შესწავლის პროცესში სწორედ ეს ძლიერი მოთხოვნილება ვიგრძენი და რომ მოვიძიე ლიტერატურა, რომელიც ათვლის წერტილი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემთვის, მივაგენი ცოლ-ქმარ საიმონტონების წიგნს „Getting well again“. ამ ადამიანებს ჰქონდათ საკუთარი თეორიის შექმნისა და მისი კვლევის საშუალება, რადგანაც დალასში საკუთარი კვლევითი ცენტრი გააჩნდათ. აქედან დაიწყო ჩემთვის ყველაფერი.

როგორ  მუშაობს გეშტალტ თერაპია ონკოლოგიურ პაციენტებთან?

ეს, მართლაც საინტერესოა. საქმე ის არის, რომ საიმონტონებმა კარგად ჩამოაყალიბეს, როგორც ონკოპაციენტის ზოგადი ფსიქოტიპი, ასევე მასთან მუშაობის გარკვეული სტრატეგია. ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, უპირველეს ყოვლისა, აღინიშნებოდა პაციენტების გაჭედილობა გარკვეულ ცხოვრებისეულ ეტაპზე და ამ გაჭედილობით გამოწვეული უდიდესი სტრესი და გამოუვალი მდგომარეობის განცდა. საიმონტონების სტრატეგია უპირველესად, გამოიხატებოდა პაციენტებისადმი ჰოლისტურ (მთლიანობით) მიდგომაში. ისინი მიმართავდნენ რელაქსაციებსა და ვიზუალიზაციებს ძალიან რესურსულ თემებზე. მაგალითად ერთ-ერთი ვიზუალიზაცია იყო შინაგან ბრძენთან შეხვედრა, რაც ახალი ხედვებისა და ახალი ძალების წყარო ხდებოდა. ყოველივე ეს გეშტალტ თერაპიისთვის მთლიანად მისაღებია, მაგრამ იყო ერთი ძალზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც გეშტალტ თერაპიაში რადიკალურად განსხვავდება საიმონტონების მეთოდისგან.

აქ საუბარია საიმონტონების ხედვით ერთ-ერთ მნიშვნელოვან ვიზუალიზაციაზე, როდესაც პაციენტს უნდა წარმოედგინა კიბოს უჯრედები და „კილერი“ უჯრედების მიერ მათი განადგურების პროცესი. სწორედ ეს იყო, რაც ზოგს გამოსდიოდა და ზოგს არა. მიხვდებით, რომ აქ საუბარია ბრძოლასა და წინააღმდეგობაზე, რასაც გეშტალტთერაპია სხვაგვარად უყურებს. გეშტალტ თერაპია გვეუბნება, რომ ჩვენი ძვირფასი სასიცოცხლო ენერგია უნდა იხარჯებოდეს რაღაცის შექმნაზე და არა განადგურებაზე. მით უმეტეს, რომ დაავადების მექნიზმს ასე ვხედავთ: ადამიანის გაჭდილობა განაპირობა მისმა ხისტმა ჩარჩოებმა, რომლიდანაც ადამიანი თავადაც ვერ გამოდის და ნაკლებად თუ რამეს უშვებს შიგნით. ჯანსაღი ცხოვრება კი ახალი, ინფორმაციით, განცდებით, გამოცდილებებით ცხოვრებაა, მათი გათავისება, მაშასადამე ჩვენში შეშვება. როდესაც ეს პროცესი არ ხდება, ახალი გამოცდილების ადგილზე წარმოიქმნება სიცარიელე, რომელიც რაღაცით უნდა შეივსოს და ეს რაღაცა როგორც წესი, დაავადებაა. შესაბამისად, დაავადება მტერი კი არა, სიგნალის მომცემია გზააცდენილი ადამიანისთვის და თუკი ის ამ სიგნალს შესაბამისად აღიქვამს და საკუთარ თავზე მუშაობას იწყებს, ანუ ავსებს ამ ცარიელ ადგილებს განდევნილ-უარყოფილის შემოშვებით, ვერდანახულის დანახვით, ავადობა ამ სიახლისთვის ადგილს ათავისუფლებს და ადამიანის გამთლიანება ხდება. ავადობისთვის კი ადგილი აღარ რჩება – ის თავის ფუნქციას ამოწურავს. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მუშაობის სქემა დაავადებასთან მიმართებაში კონფლიქტური კი არა, – დიალოგურია.

შეგიძლიათ გვესაუბროთ თუ როგორია გეშტალტ თერაპიის პროცესი ონკოლოგიის სფეროში?

რაც შეეხება თერაპიის პროცესს, აქ ყველაზე მთავარია, ძალიან ფაქიზად მოხდეს ადამიანის ჩამოშორება როგორც სევდისა და სინანულის განცდისგან (ანუ წარსულისგან), ასევე შფოთისა და შიშის განცდისგან (ესე იგი მომავლისგან) და მისი აწმყოზე – აქ და ამჟამად – მდგომარეობაზე კონცენტრირება გაკეთდეს. აქ მნიშვნელოვანია წარსულის განსხვავებულ ჭრილში დანახვა და მომავლის მოლოდინების აწმყოში ტრანსფორმაცია. საუბარია ნებისმიერი სახის მოლოდინზე – ცუდზეც და კარგზეც. საუკეთესო წამალი მთელი ცხოვრების „აქ და ამჟამად“ პროცესზე კონცენტრაციაა, როდესაც უარს მბობ ილუზიებზე (და მომავალი ყველა შემთხვევაში ილუზორულია) და მთლიანად აქ ხარ – ყოველ წამს, სხეულის ყველა უჯრედით ღია ხარ იმისთვის, რაც მოაქვს ცხოვრებას. აქაა სასიკეთო ცვლილებების შემოსვლის  ყველაზე მეტი შანსი.

რამდენად ეფექტურია  გეშტალტთერაპია ონკოლოგიურ პაციენტებში?

ამ სფეროში გამოცდილება ჯერ ძალზე მცირეა, მაგრამ რა პროცესებსაც  ჩემი მუშაობის დროს ვეხები, – მომწონს. დინამიკა აშკარად თვალში საცემია. ის მდგომარეობა, რაზეც უკვე მოგახსენეთ მოლოდინებთან მიმართებაში, ადვილი მისაღწევი არ არის, თუმცა, თავად თერაპიული პროცესია ამის საწინდარი: აქ და ამჟამდ მუშაობა, განსაკუთრებით პროექციული მეთოდებით, უამრავ ვერდანახულ, ან მივიწყებულ განცდასა თუ ბლოკს ამოაგდებს ხოლმე ქვეცნობიერიდან და ამას დიდი ეფექტი აქვს. საბოლოო მიზანი არის ის წინადადება, რომელიც ცნობილ ამერიკე ქირურგს, ბერნი სიგალს მისმა ყოფილმა ონკოპაციენტმა უთხრა, როდესაც ადამიანი, რომლის დიაგნოზით დადგენილი ყველა ვადა დიდი ხნის გასული იყო და ის ცოცხალი და ენერგიული გამოეცხადა ექიმს, მის კითხვაზე, თუ რა მოიმოქმედა, პასუხი ასეთი იყო: „მე შვწყვიტე გადარჩენაზე ფიქრი, უბრალოდ ცხოვრება დავიწყე“. სწორედ ეს არის საიდუმლო რეცეპტი.

 

მასალა მოამზადა : ემმა კოპალეიშვილმა 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

აუთენტური ‘’ მე’’-ს მნიშვნელობა ჩვენს ცხოვრებაში

ადამინები სოციალური ქმნილებები ვართ , ჩვენ ვარსებოთ , ვაქტუალიზირდებით და ვურთიერთობთ  სოციალური გარემოში. დღევანდელ რეალობაში ეს ყველაზე უფრო ხშირი ფენომენია , ჩვენი ყოველდღიურობა სავსეა ურთიერთობებით,  როლებითა და სხვადასხვა გარემოზე მორგებით. მაგრამ ამ სოციუმში ხშირად ვერ ვამჩნევთ, თუ  ვინ ვართ ჩვენ რეალურად. გეშტალტ თერაპიის ფუძებდებელი ფრიც პერლსი ამბობდა -‘’იყავი ის ვინც ხარ და თქვი ის რასაც გრძნობ’’.

გეშტალტ თერაპია,თერაპია მთლიანობის შესახებ, ამბობს რომ ადამიანი მაშინაა აქტუალიზირებული როდესაც ის პოულობს მის ნამდვილ აუთენტურ „მე“-ს შეუძლია  მისი რეალური მოთხოვნილებები დააყენოს წინ და ისეურთიერთიმოქმედოს გარე სამყაროსთან, რომ არ დათმოს რეალურად რა უნდა მას, არ შეიზღუდოს ის საზღვარი, რომელის მას უნკალურს და აუთენტურს ქმნის.

რა არის პიროვნები საზღვრები ? , როგორ შემიძლია ვიყო ყველაზე აუთენტური მე ? როგორ დავიცვათ საკუთარი საზღვრები ? – ამ კითხვებზე პასუხის ძებნაში დაგვეხმარა გეშტალტთერაპევტი ნანა იოსავა.

რა არის პიროვნული საზღვრები , კონტაქტის ველი ?

ტერმინი პიროვნული საზღვრები შემოიგო ფროიდმა, ფსიქოანალიზში არსებობს გარეგანი და შინაგანი საზღვრები ‘’მე’’-სი. საზღვარი მოთავსებულია მე-სა და სამყაროს შორის (მე და არა მე ). მე-ს შინაგანი საძღვრები იყოფა ცნობიერად და არაცნობიერად. გეშტალტ თერაპიაში საზღვარი ეს ის ადგილია სადაც ერთი სივრცე მთავრდება და იწყება მეორე, ანუ ერთი პიროვნება და იწყება მეორე – ეს შეხვედრის ადგილია ურთერთობის გაცვლის   მე-სა და არა მეს შორის. ‘’არა მე ‘’ შეიძლება იყოს ადამიანი , გამოცდილება , ინფორმაცია. გეშტალტ მიდგომაში პიროვნების საზღვარი არის , კონტაქტის ფუნქცია. საზღვრის განსაზღვრა შეიძლება მხოლოდ ურთერთობებში. ეს მუდმივი პროცესია : მე- სი და შეგრძნება ( იდ  ფუნქცია)  და გარემოზე წარმოდგენის  ურთიერთშეფარდება ( პერსონალითი ფუნქცია ) და გარემოს გამოკვლევის არჩევანის მიღება , არ მიღება ( ეგო ფუნქცია ). ამ გაგებას ჯანსაღ პიროვნების საზღვარი ემთხვევა კონტაქტის საზღვარის მცნებას.

როგორ  ხდება პიროვნული საძღვრების არევა გარე სამყაროსთან მიმართებაში ?

საზღვრის ჩამოყალიბებაში მთავარია იბიექტი ( დედა, და , ახალი გარემოცვა და ა.შ ) ვინც განაპირობებს მე საზღვრის  ფორმირებას. როგორ შენდება ურთიერთობა ამ ობიექტთან, დიდი წილად განაპირობებს პიროვნების თვით იდენტობას და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას. პატარა ადამიანის ( ბავშვის  )  ფსიქოლოგიური საზღვრები დამოკიდებულია თუ რამდენად შეუძლია დედას მისი მოთხოვნილებების აღქმა და არეკვლა , მათ გამოხმოვანება. ასე რომ  საზღვრების დარღვევა იწყება ბავშობიდან.  ქმედება რომელიც ერთი შეხედვით მშობელს ეჩვენება უმნიშვნელო( დაუყვირა ბავშვს, წავიდა დატოვა ძიძასთან , აუკრძალა რაღაც მისთვის მნიშვნელოვანი და ა.შ ) ბავშვისთვის ტრავულია. ასევე  ჰიპერმზრუნველობა, როცა ბავშვის მოთხოვნილებები კმაყოფილდება აღმოცენებამდე, როცა მშობელი აკეთებს ბავშვის ნაცვლად იმას რაც მას შეუძლია.

ჯანსაღი საზღვრის ჩამოყალიბება ხდება იქ სადაც საკმაო რესურსია და მხარდაჭერა-გაცნობიერების  თავისი სურვილები და უნარები სადაც ბავშვს აქ პირობები იყოს განსხვავებული სხვებისგან.

აღრზდის პროცესში თუ ბავშ აჩუმებენ აუფასურებენ , უარყოფენ ის იღებს გარემოსგან ინფორმაციას რომ იყო თავისუფალი საშიშია. ვინაიდან მას არ შეუძლია არსებობა და თავდაცვა რომ გადარჩეს უარს ამბობს თავის თავზე. ბავშვს უყალიბდება განცდა რომ სხვაობა მესა და არა მეს შორის საშიშია , სართხე მიტოვებულობის , მარტოობის, ძალადობის , ბავშვი ირჩევს ან მორჩილებას ან სრულ შერწყმას ან იზოლირებას. ორივე შემთხვევაში არ არის კონტაქტი-შეხვედრა განსხვავებულთან. ურთერთობა  და კონტაქტი შესაძლებელია როცა საზღვარი მოქნილია , მობილურია , როცა პიროვნება ცხადგრძნობს თავის სურვილებს , მოთხოვნილებებს , იტანს სხვის განსხვავებულობას და პატივს სცემს მას.

როგორ შეგიძლია ავხსნათ როგორია  აუთენტური ‘’მე’’ ?

აუთენტური მეს მქონე ადამიანი აცნობიერებს თავის შეგრძნებებს სურვილებს , მიზნებს ღირებულებებს , მოტივებს. აქვს უნარი დაიცვას საკუთარი თავი, თავისი პოზიცია  თქვას არა.

აღიარებს სხვის უფლებებს იგივეზეაქვს მოლაპარაკების თანამშრომლობის კონსტრუქციული კონფლიქტის უნარი.

მოლოდინი სხვა ადამიანებისგან მინიმანურია.

ამყარებს ახლო ურთიერთბას და ამ დროს გრძნობს იდენტობას.

აქვს ადამპტაციის უნარი და ეს არ აშინებს .

აქვს უნარი შეწყვიტოს ურთიერთობა ისეთ ადამიანებთან  და სიტუაციებთან რომელიც არ მოსწონს ან დესტრუქციულია.

როგორ უნდა დავიცვათ ‘’მე’’-ს საზღვრები ?

პიროვნების საზღვრების დაცვის ფუნქციას ასრულებს ფსიქოლოგიური დაცვის მექანიზმები , რომლებიც მუშაობს საზღვარზე, თავიდან ისინი აღმოცენდებიან როგორც ადაპტური შემოქმედებითი ,  მაგრამ შემდეგ კარგავენ შემოქმედებით ხასიათს და იწვევენ სტერეოტიპული პატერნის შამოყალიბებას. თერაპიაზე მოსული კლიენტი ვერ ამჩნევს რომ საძღვრები დარღვეული აქვს. ეს მისთვის ჩვეულია. აქ ჩანს შედეგი და არა წყარო. თუ ზრდასრულმა შოკური ტრამვის შემდეგ იცის მიზეზი , კლიენტმა არ იცის , ის თავის თავის თავს ადანაშაულებს და ითხოვს თავისუფლებას არასწორი შეგრძნებებისგან

როგორ დავიცვათ თავი ? ეს ინდივიდუალურია

  • განსაზღვრეთ თქვენი საზღვრები : ფიზიკური , ემოციური . ინტელექტუალური, სულიერი , სხხვადასხვა კატეგორიის ადამიანებისთვის.
  • გაიხსენეთ წინა გამოცდლიება ბრაზი სირცხვილი , წყენა , უხერხულობა , ეს ის შეგრძნებებია როდესაც შენი საზღვარი დაირღვა.
  • შეადგინეთ ცხრილი სადაც ყველა კატეგორიის ადამიანისთვის ჩაიწერთ შეზღუდვებს.
  • მყარად უთხარით პირდაპირ რა შეიძლება და რა არა
  • თქვენი საზღვრები დაცვით და გამყარებით თქვენ დაიწყებთ თავის საკუთარი თავის დაფასებას , თქვენი მოთხოვნილებების და საჭიროების შეგრძნება ცხადგრძნობას
  • შეწყვიტეთ იმაზე ფიქრი თუ რას იტყვიან სხვები
  • განსაზღვრეთ თქვენი პირადი სექსუალური საზღვრები, ვისი შეხებაა კომფორტული და მისაღები. რა და როდის ვისგან. არ გაჩერდეთ, არ მოითმინოთ როცა ის ირღვევა
  • მატერიალურადაც- თქვენი საზღვრავთ ვის რა უფლება აქვს ? ვის რა აჩუქოთ , ათხოვოთ , ასესხოთ. ეს საზღვრები სხვადასხვა ადამინაებისთვის განსხვავდება.
  • – რაც შეეხება ემოციურ საძღვრებს – არ მისცეთ უფლება სხვას თავისი ბრაზი გადმოანთხიოს თქვენზე
  • უფრო მეტი ძალიან მნიშვნელოვანია გააცნობიერო შენი ისე რომ არ განსაჯო და არ დაადანაშაულო საკუთარი თავი. თუ თქვენ თავს იმართლებთ ან იდანაშაულებთ ეს სუსტი საზღვრების ინდიკატორია.

P.S გაუფრთხილდით თქვენს საზღვრებს და იყავით ყოველთვის აუთენტურათ თქვენი თავები.

მასალა მოამზადა : ემმა კოპალეიშვილმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

გერმანელი ექიმები ითხოვენ, რომ შოპოჰოლიზმი ფსიქიკურ აშლილობად აღიარონ

ჰანოვერის მედიცინის სკოლის სპეციალისტები ითხოვენ, რომ შოპოჰოლიკები ფსიქიურად არამდგრადებად ცნონ. რადგან ისინი დამოკიდებულები არიან ონლაინშესყიდვებზე, რაც მათი ფსიქიკის აშლილობაზე მიანიშნებს, წერს The Times.

კვლევის ჩატარების დროს მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ არიან ადამიანები, რომლებიც მათთვის არასაჭირო ნივთებს ყიდულობენ და ამის გამო მათ ფინანსური პრობლემები აქვთ. მკვლევარების განცხადებით, ეს ადამიანები თავს ვერ აკონტროლებენ და მაღაზიები შოპოჰოლიზმით დაავადებული ადამიანების ხარჯზე მდიდრდებიან.

კვლევამ აჩვენა, რომ შესყიდვებზე უფრო მეტად დამოკიდებულნი არიან ახალგაზრდები, სპეციალისტები ამბობენ, რომ განვითარებულ ქვეყნებში სრულწლოვნების 5%-ია დაავადებული ონლაინშოპინგით. ამიტომ ექიმები ითხოვენ, რომ შოპოჰოლიზმი ფსიქიკურ აშლილობად აღიარონ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

მე ფსიქოლოგი

ფსიქოლოგია მზარდად განვითარებადი და ფართო სპექტრის მქონე სფეროა ჩვენს რეალობაში , რომელსაც ცხოვრების შემცვლელი გამოცდილებები ერთვის თავს, რომლის დროსაც  უაღრესად ვითარდებით.

მაგრამ ის ასევე სავსეა სტერეოტიპებით, რომელიც ყოვლისშემძლე ჯადოქრებად გვაქცევს ხოლმე, ადამიანებად რომლებსაც არ აქვთ უფლება დაუშვან შეცდომები , არ აქვთ უფლება არ იცოდნენ რას ფიქრობს ადამიანი იმ მომენტში.

ხშირ შემთვევაში როდესაც , წამების უკან ვამთავრებთ ფსიქოლოგიის ფაკულტეტს ვგონია რომ  მთელი სამყაროს პასუხისმგებლობა ჩვენზეა , წავიკითხეთ ფროიდი , იუნგი , პერლზი და გვგონია რომ გასაღები ჩვენს ხელშია , ერთი ხელის მოსმით შეგვიაძლია ყველა ადამიანის ცხოვრებისეული პრობლემა მოვაგვაროთ, ყველა თეორია მათზე დავტესტოთ მხოლოდ იმიტომ რომ სისტემა არ გვეუბნება არას , არ გვიწესებს რეგულაციას როდის და როგორ გავუწიოთ ინდივიდს კვალიფიკაციური დახმარება( მაგრამ დღესდღეობით ბევრი  გმირი ფსიქოლოგ , თერაპევტები ზრუნავენ ამაზე , რაც ფრიად სასიხარულოა ).დღევანდელი გარემო ფაქტორებისგან და სოც- კულტურისგან გამომდინარე კი ვიცით თუ როგორ ჭირდებათ ადამიანებს იმედი , რომელსაც ყოვლდაშემძლე სიტყვის ფსიქოლოგის გაგონებისას უღვივდებათ. რა არის ჩვენი როლი საზოგადოებაში , როგორ გავუმკლავდეთ იმ წნეხს რომელსაც ახალბედა ფსიქოლოგი ქვია და როგორ შეგვიძლია  სწორად და უსაფრთხოთ დავიწყოთ ჩვენი კარიერა ამაზე და კიდევ მეტზე რჩევებს მოგვცემს , უსაყვარლესი და ფრიად საინტერესო  პრაქტიკოსი ფსიქოლოგი  ირინა ტაბუციძე.

როგორ ფიქრობთ რა სირთულებს ვაწყდებით დღეს როგორც ფსიქოლოგები   განსაკუთრებით კი დამწყები ფსიქოლოგები ?

სირთულეები ბევრი გვაქვს დავიწყოთ იმით რომ , არ გვაქვს ლიცენზირების საკითხი მოგვარებული , ეს არის ყველაზე მტკივნეული რაც ქართველ ფსიქოლოგებს გვაწუხებს შესაბამისას არ კონკროლდება ადამიანს რა განათლების დონე აქვს რა კვალიფიკაცია აქვს რა აქვს გავლილი, ერთ მგომარეობაში ვართ, ერთ დონეზე ვართ ძ ფსიქოლოგები რომელსაც აქვთ ბაზისური განათლება , სხვადასხვა ტრენინგებზე მიღებული  განათლება , პრაქტიკული გამოცდილება  და ა.შ და ადამიანები რომლებსაც ერთკვირიანი  ან ორ კვირიანი ტრენინგი აქვთ გავლილი და ამაყად უწოდებენ თავის თავს ფსიქოლოგს , ამიტომ არანარიად არ კონტროლდება ფსიქოლოგთა კვალიფიკაციის საკითხი ამიტომაც ეს არის ყველა მტკივნეული პრობლემათა შორის.ასევე სტუდენტები რომლეებიც ამთავრებემ უნივერსიტეტს პრაქტიკულად არიან ჰაერში ,ძალიან ხშირად იმიტომ რომ ძალიან უჭირთ ფსიქოლოგის პოზიციით რაიმეს პოვნა, პრაქტიკის გავლა , დამხმარედ ასისტენტან,  დაწყებით საფეხურზე მუშაობა ძალიან რთულია და ეს ეტაპი თითქმის ყველამ გავიარეთ.

შეგიძლიათ გაგვიზიაროთ თქვენი გასმოცდილება როდესაც აბიჯებდით ფსიქოლოგიის სამყაროში ?

სიმართლე გითხრათ მე რაგაც მხრივ გამიმართლა , დავამთავრე დიმიტრი უზნაძის ინსტიტუტი რითაც ძალიან ვამაყობ , ვიყავი პირველი გამოშვება , როდესაც დავამთავრე და მივიღე ცოდნა , უცებ აღმოვჩნდი სიცარილეში.პარალელურად, სტუდენტობის პერიოდში ვწერდი სტატიებს გაზეთში და მოხდა ისე რომ გავყევი ჟურნალისტიკას იმიტომ რომ ჩემი მიმართულებით ვერაფერი ვერ ვნახე მაშინ , იყო 90იანი წლები.შემდეგ ის ტელეკომპანია სადაც მე ვმუშაობდი დაიხურა , ვეღარც ვხდებოდი რა მინდოდა ცხოვრებში ,  შემდგომ ბევრი რამდენიმე რაღაც დამეთხვა ერთმანეთს და ამასობაში ერთერთ არასმთავრობო ორგანიზაციაში იყო ვაკანსია რამდენიმე თვიანი  და მოვხდი იქ , იქ დაიწყო ყველაფერი მივხდი რომ სწორედ იქ ვიყავი სადაც საჭირო იყო , შემომდგომ მე და ჩემა მეგობარმა გადავწყვიტეთ რომ ჩამოგვეტყალიბებინა ჩვენი ცენტრი , მაგრამ ყველაფერს დასჭირდა დიდი დრო და მოთმინება.

რა სტერეოტიპებს აწყდებით დღევანდელ რეალობაში ფსიქოლოგების მიმართ ?

ძალიან ბევრი სტერეოტიპებია რატქმაუნდა პირველი ის რომ , ფსიქოლოგი თავად უნდა იყოს უნიკალური ადამიანი და თვითონ არ უნდა ქონდეს პრობლემები და ყველაფერი მოგვარებული უნდა ჰქონდეს , კიდევ ის სტერეოტიპი მივდივართ ფსიქოლოგთან რო რაგაცა გვირჩიოს რაც მკაცრად აკრძალული გვაქ  ფსიქოლოგებს. თუ ფულს იხდი ის კარგია , რაც ყოველთვის ასე არაა.არავინ არ კითხულობს თუ რა განათლება აქვს თავად ამ ფსიქოლოგი.მაგრამ ამის საპირისპიროდ არის შემთხვევები როდესაც თვითონ კლიენტები მირეკავენ მეკითხებიან ჩემს კალიფიკაციის შესახებ, რაც დიდად სასიხარულოა და მნიშვნელოვანია. ასევე ხანდახან ჩვენ ( ფსიქოლოგებს ) გვიყენებენ ისეთ აბსურდულ მოთხოვნებს რომლის შერულებაც შეუძლებელია.რაც შეეხება სწორედ ამ დაკვეთებს რომლებსაც გვაძლევენ როგორც ფსიქოლოგებს , საჭიროა  გამოვყოთთ ამისთვის დრო ავუხსნათ სხვას თუ რა ფუნქცია აქვს ფსიქოლოგს რა უნდა გააკეთოს  , დასაწყიშივე თუ  მეორე მხარეს აქვს ამაზე მზაობა და თანახმა ამაზე მაშინ იწყება ჰარმონიული პროფესიული ურთერთობა.  როდესაც არ იყო პოპულარული ფსიქოლოგია ხალხი გაოცებული მეკითხებოდა როგორ თქვენ მე ლაპარაკში ფული უნდა გადაგიხადოთ ? . ნელნელა ფსიქოგანათლება იზრდება რაც ძალიან კარგია.

რას ურჩევდით დამწყებ ფსიქოლოგებს როდესაც კარიერულ განვითარების ასპარეზში ებმევიან ? 

პირველ რიგში რაც ყველა დიდი ბონუსი აქვს დამწყებ ფსიქოლოგებს აქვთ არის დიდი ენთუზიაზმი , რომელიც შეიძლება ნელნელა დაიკარგოს.მაგრამ იალომს აქვს თავის წიგნში ახსნილი რომ ძალიან ხშირად დამწყებმა ფსიქოილოგებმა ბევრი რამე შეიძლება არ იცოდნენ , მაგრამ სწორედ იმიტომ რომ ისინი სავსე არიან ენთუზიაზმით, მათი ემპათიის უნარმა შეიძლება ძალიან კარგი შედეგი მოგვცეს საბოლოოდ , და ამიტომ ეს ბონუსი არ უნდა დაკარგო,რადგან თუ მას ეს თვისება  გაგყვა მთელი ცხოვრება არაჩვეულებრივია ანუ ყოველი კლიენტი შენთვის იყოს განსაკუთრებული. თუ არ გაქვს ენთუზიაზმი კმაყოფილების გრძნობა მაშინ , ალბათ ამ პროფესიაში არ უნდა იყო რადგან თუ გეზარება დილით ადგომა და ეს ხდება მხოლოდ რუტინა,  რაც მალე გაიქცევი ამ გარემოდან მით უკეთესი. ამ შემთხვევაში ხაზს ვუსვამ პრაქტიკოს დამწყებს ფსიქოლოგებს რომელსაც ვურჩევდი მაქსიმალური განათლების მიღებას და არ დაეზაროთ ამ ყველაფრის კეთება გაიაროს ტრენინგები და წახვიდე წინ და არასოდეს შეწყვიტო ეს პროცესი.

დამწყებ ფსიქოლოგებს რომლებიც ახლა იწყებენ მუშაობას  ვურჩევდი რომ არ მივიდნენ პროფესიულ გადაწვამდე , ხშირად ხდება რომ , ხანდახან იმდენად ერთვებიან სხვა ადამიანის პრობლემებში რომ ეს მოგყვება სამსახურიდან გამოსვლის მერეც , მეც  გავიარე ეს ეტაპი და ალაბათ  ყველა გადის ამ ეტაპს სამსახურთან დაკავშირებით შფოთვები იმაზე ფიქრი ვაიდა ეს არ გამომივიდეს და ა.შ , სწორედ ამან იცის საოცარი გადაღლა , მითიმეტეს იმ დროს როდესაც არ იცის ამის რეგულირება , ბალანსის დაჭერა.ბოლოს ვიტყვი რომ ძალიან მნიშვნელოვანი გყვადეთ გვერდით პრაქტიკოსი ფსიქოლოგი რომელიც გირჩევთ დაგეხმარებათ მათგან ისწავლით და ა.შ.

მასალა მოამზადა : ემმა კოპალეიშვილმა 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

ფსიქიკური ჯანმრთელობა და მისი მნიშვნელობა

“იყავი ცვლილება რომელიც გინდა ნახო სამყაროში ‘’ – განდი .

როდესაც რაიმე ცვლილებას ვეჩეხები მუდამ ესციტატა მახსენდება და თითქოს იმედით ვივსები , ვუმეორებ ჩემ თავს ახლა თუ არა როდის ? მე თუარა ვინ ? სწორედ ეს ფრაზები ჩამესმოდა  თავშიროდესაც გამახსენდა ფსიქოლოგიურისამყაროსთვის ერთ ერთ ყველაზე მნიშვნელოვანიდღის შესახებ რომელსაც ფსიქიკურიჯანმრთელობის დღე ქვია. ჩვენს კულტურაშალბათ ნაცნობია ფრაზები, ‘’ფსიქოლოგი არა ის ‘’ „გიჟი კი არ ვარ ‘’ და ასე შემდეგ . დიდი ხნისგანმავლობაში ეს ფრაზები მაფიქრებინებდა რომიქნებ ისინი მართლები არიან და  მე თუ რაიმეპრობლემა მაქ რომელიც ფიზიკურად არგამოიხატრება , არ ჩანს , მაშინ ამაზე არ უნდავილაპარაკო. ხშირ შემთხვევაში (მაგრამ არაყოველთვის ) , რაიმე სახის ფსიქიკურ დავადებასფიზკური გამოხატულება არ აქვს ,  სტრესრომელიც გვანგრევს , შფოტვას რომელიცგვაიძულებს რომ დავიმალოთ. დეპრესიარომელიც გვწყვიტავს გარე სამყაროდან , პირველად მხოლოდ ჩვენს ფსიქიკაში  იბადება დამათი გარეთ გამოშვების რესურსები ხშირშემთხვევაში ნაკლებადა  ხელმისაწვდომი . მაგრამ  როდის უნდა შევწყვითოთ ტაბუს დადება სტიგმატიზირება იმისა რომ სხვადასხვა ფსიქიკური დავადებები მნიშვნელოვანია და ისინი საჭიროებს ჩვენს უდიდეს ყურადღებას.  ამ ნიშვნელვანი დღესთან დაკავშირებით დიალოგის გახსნასა და საკითხის უფრო გარკევისთვის ჩვენს რუბრიკაში დიდი წვრილი შეიტანა ფსიქოლოგმა დავით ანდღულაძემ.

რა სირთულეებს ვხვდებით დღევანდელობაშიფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ?

ფსიქიკურ ჯანმრტელობასი პროფესიულ დონის ამაღლება , არასდროს ადრე არ იყო ფსიქიატრია პოპულარული მიმარტულება მედიცინაში ფსიქიატრიაში არავინ იბრძდა , არავინ აბარებდა სწამედიცინოზე იმ მიზნით რომ ფსიქიატრი გამოსულიყო , დღეს ამ  მხრივ  სიტუაცია შეიცვალა ეს განაპირობა ფსიქოლოგია , ფსიქოთერაპიის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლამ საზოგადოების განვითარები დონიამაღლებამ და ასევე სახელმწიფოს მხრიდან მეტმა ყურადღებამ , ფსიქიკური ჯანმრთელპობის მიმართ სახელმწიფოსგან ნამდვილად  ეთმობა უფრო მეტი ყურადღება , თუნდაც ის რომ რეზიდეტურა სახელმწიფოს მიერ ფინანსდება ეს უკვე არის ძალიან დიდი გადადგმული ნაბიჯი .

რა დონეზე ჩვენს რეალობაში ფსიქიკურიჯანმრთელობის საკითხები სტიგმატიზირებული( ტაბუ დადებული ) ?

გაცილებით უფრო ნაკლებ დონეზეა დღესდღეობით ვიდრე 10 წლის ან თუნდაც 20 წლის უკან მაგრამ დღესდღეობით კიდე ბევრია სამუშაო და ჯერ- ჯერობით მაინც არსებობს სტიგმა და ჯერ-ჯერობი ადამიანები მაინც შეშინებლნი არიან ამ საკითხთან დაკავშირებით , ერიდებიან ფიქრს და ხმამაღლა საუბარს , იგივე სტიგმა არის ფსიქიკური ჯანმრთელობის შედარებით უფრო მსუბუქ ნაწილზე როგორიცაა ნერვოზები და მასთან დაკავშირებული  ფსიქოთერაპიაც , ის კიარა ფსიქოკონსულტირება , ის რომ მიიღო კონსულტაცია ნებისმიერ ცხოვრებისეულ საკითხვზე ესსეც კი ხშირ შემთხვევაში გარკვეულ უხერხულობას ქმნის.

როგორ შეიძლება ზემოდხსენებული სტიგმის ( ტაბუს ) დაძლება ?

სტიგმა იძლევა მეტი ინფორმირებულობით , ადამიანები თუ კი  უკეთ ერკვევიან ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებში , დარღვების სიხშირეში , დარღვევის მიზეზებში ასევე იციან რომ დარღვევა არაა საბედისწერო , შირომ შესაძლებელია მკურნალობა ამ შემთვევაში ნაკლებად შიშთან და სირცხვილთან იქნება და დაკავშირებული და სტიგმაც შემსუბუქდება .

რა წვლილი შეიძლება შეიტანოს საზოგადოებამფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართ შექმნილიიარლიყების მოსაშორებლად ?

საზოგადოების წვრილი უაღრესად დიდი მაგრამ აქ მნიშვნელვანია  იმის  აღნიშვნა რომ თვითონ საოზგადოებაშა სტრიგმა , თვითონ საზოგადოება ადებს ტაბუს რა დონითაცა ჯერ კიდევ შემორჩენილი , თვითონ საზოგადოებამ რომ რაიმე წვრილი შეიტანოს ამისათვის საჭიროა თით საზოგადოება შეიცვალოს საძოგადოება თავის თავს ვერც ცვლის ასერომ , ამ საკითხის მიმართ ჯანდაცვის სამკინისტრომ უნდა იზრუნოს  და ასევე შესაბამის  ორგანოებმა , მათ შორის არასამთავრობო ორგანოებმაც,  ასევე ვპიქრობ განათლების სმაინისტრომ შესაძლობა შეიტქანოს უმნიშცვნელოვანესი წვლილი ამ საკითხში , რას ასწავლის ბავშვებს  რა ფონის შემოტანა შეუძლია იმისთვის რომ ნაკლებად სტიგმატიზირებული იყოს ნებისმიერი ნაკლი მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები

უნდა იყოს თუ არა ყველასთვის ხელმისაწვდონიფსიქოთერაპიული დახმარება ?

რათქმაუნდა უნდა იყოს , როგორც ყველასთვის ხელმისაწვდომი როგორც საკვები , საცხოვრებელი , ასევე ხელმისაწვდომი უნდა იყოს ფსიქოთერაპიული დახმარება.

როდის და რა შემთხვევაში უნდა მივიდეს ადამიანითერაპიაზე ?

როდესაც გარკვეულ ფსიქიკურ პრობლემებს გრძნმობვს , დარღვეული აქვს სიმშვიდე წონასწორა იოლად გაღიზიანებადია, ჩვეული ურთიერთობები ადამიანთან მეგობრებთან და ა.შ

მასალა მოამზადა : ემმა კოპალეიშვიმლა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

ფსიქიკური ჯანმრთელობა – შფოთვა , პანიკური შეტევები და მათი გავლენა ჩვენზე

10 ოქტომბერი ფსიქური ჯანმრთელობის დღეა სწორედ ამ კვირაში რუბრიკის თემეტიკები , რომლები ფრიად მნიშვნელოვანია ამ დღეს მინდა დავუკავშირო. ამ დღემ შთამაგონა განგვეხილა ისეთ მნიშვნელოვანი საკითხი როგორიცა შფოთვა და პანიკური შეტევები. სტასტიკურად ზემოთ ხსენებული პრობლემას საზოგადოების 2 პროცენტი განიცდის , რაც ფართო პერსპექტივით ძალზედ  დიდი მაჩვენებელია, ჩვენს კულტურაში ეს ფენომენები ხშრად დიალოგის გარეთ , რჩება და მათი  მოგვარების საკითხზე მხოლოდ ერთეულები არიან დაინტერესებულნი.

შფოთვა ( anxity ) – ვიკიპედიური და სხვა განმარტებით საიტებზე დაყრდობით შეიძლება ასე გავიგოთ : ფსიქოვეგეტატიური წონასწორობის დარღვევის სუბიქტური ასახვა, რომელიც წარმოქმნის ფსიქიკური სტრესის ყველაზე ინტიმურ მექანიზმს და საფუძვლად უდევს ფსიქოპათოლოგიური დარღვევების დიდ ნაწილს.

შფოთვა კლინიკურად ვლინდება გაურკვეველი საფრთხის შეგრძნებით . იზრდება დაძაბულობის შეგრძნება, რაც აძნელებს რეალურად საფრთხის შემცველი და უმნიშვნელო გამღიზიანებლის ერთმანეთისგან გარჩევას. შფოთვა, რამდენიმე ცალკეული ემოციის კომბინაციას წარმოადგენს. შიში, (ამათგან შიში ბაზისური ემოციაა) სევდა, განრისხება, ინტერესი, სირცხვილი, ამ ემოციათა სხვადასხვაგვარი კომბინაცია განსაზღვრავს შფოთვის ინტენსივობას და სპეციფიკას.შფოთვა, როგორც პროცესი გულისხმობს გარემოში არსებული სტრესული გამღიზიანებელი ან პიროვნების შინაგანი სამყაროდან მომდინარე, მუქარის შემცველი სტიმულის გავლენით აქტუალიზებულ კოგნიტურ, აფექტურ და ქცევით რეაქციებს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ , შფოთვითი ეპიზოდები ყოველ ჩვენგანში შეილება აღმოჩნდეს და სრულიად მისაღებია რომ ამაზე ღია დიალოგი მიმდინარეობდეს,შფოთვა შეიძლება უცბად სახლიდან გასვლისას , ტრანსპორტში ჩაჯდომისას ან თუნდაც მეგობრებთან ყოფნისას კი გაგვიჩნდეს ,  ამ დროს გვიჩნდება ძლიერი შეგრძნება ეგრეწოდებული პანიკა როდესაც არვიცით რა გავაკეთოთ, გაძლიერებულმა შპოთვა ეიძება გადაიზარდოს  პანიკურ შეტევებშიც კი რომელთანაც გამკლავება ადვილი  არ არის ( მაგრამ სრულიად შესაძლებელია), რა არის პანიკური შეტევები,  როგორ შეიძება შფოთვას გავუმკლავდეთ ?  ამაე მცირე ინფორმაციაკლინიკური ფსიქოლოგიის კუთხით მოგვაწოდა, ფსიქოთერაპევტმა მარინა ბოსტოღანაშვილმა.

1 . რა არის პანიკური შეტევები და რამ შეიძლება მიგყვიყვანოს პანიკის კონდიციამდე ?

პანიკური  შეტევის დროს ხდება   ადრენალინის გამოყოფა – ჰორმონი, რომელიც ამზადებს სხეულს პოტენციურად სახიფათო სიტუაციისთვის ,  რეაქციისთვის და იწვევს ”გაქცევის  ან ბრძოლის” მექანიზმს.  ადამიანს  უჩქარდება  გულისცემა, სუნთქვა უფრო ინტენსიური ხდება, რაც იწვევს ფილტვების ჰიპერვენტილაციას და სისხლში ნახშირორჟანგის დონის დაქვეითებას – ეს  იწვევს თავბრუსხვევას, კიდურების დაბუჟებას.  ასეთი ორგანიზმის რეაქცია საფრთხეზე აბსოლუტურად ნორმალურია და პანიკური შეტევა მხოლოდ სისტემის გაუმართაობაა, რის გამოც “ავარიული რეჟიმი” ირთვება  საჭიროების გარეშე.

პანიკური შეტევის  ხანგრძლივობა მერყეობს რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე, საშუალოდ 15-30 წუთი. შეტევების სიხშირე დღეში რამდენჯერმე შეძლება იყოს ან  თვეში 1-2 ჯერ. ხშირად პანიკის შეტევები ხდება ყოველი   მიზეზის გარეშე, მაგრამ ზოგჯერ  შეტევები ხდება მხოლოდ ქუჩაში, ან მხოლოდ შენობაში, მანქანაში ყოფნის დროს, სახლიდან ქუჩაში გასვლის წინ, მხოლოდ მარტოობაში ან, პირიქით, ხალხში.

პანიკის შეტევები თავისთავად საშიში არ არის, მაგრამ მათ შეუძლიათ ცხოვრება სრულიად აუტანელი გახადონ და საბოლოოდ გამოიწვიოს დეპრესიის, ფობიების და ძლიერი ნევროზის განვითარება – რაც, თავის მხრივ, კრიზისული სიტუაციების  მატებას იწვევს. პანიკის შეტევები ცვლის ადამიანის ქცევას – ის იწყებს სიტუაციების თავიდან აცილებას, რომელშიც ამ აშლილობამ შეიძლება გამოიჩინოს თავი, ნერვული და ეჭვიანი გახდეს, მუდმივად უსმენს თავის თავს და ცხოვრობს ახალი შეტევის მოლოდინში და შისში . ზუსტად ამ დროს უნდა მიმართოს ადამიანი დახმარებას .

2. როგორ შეიძლება ყოველდღიურად შფოთვის დაძლევა

 გადართვა ანუ ყურადგების  გადატანა . პანიკასთან გამკლავება შეგიძლიათ, თუ ამაზე ფიქრს შეწყვეტთ, ხოლო ამის გაკეთების ყველაზე მარტივი გზაა აქტიური ყურადღების ფოკუსის  გადართვა .  კონცენტრირება მოახდინეთ პროცესზე, გააგრძელეთ ის საქმე რითიც იყავით დაკავებული რომლისთვისაც კრიზის მოხდა , რთული იქნება თავიდან . ან შეეცადეთ დათვალოთ 100 – დან 1 – მდე, ან ესაუბრეთ თქვენს ახლობელ ადამიანებს  ისეთ თემაზე, რომელიც შორს არის იმ თემიდან ,რომელმაც გამოიცვია შფოთი . თუ ქუჩაში ხართ, ან ტრანსპორტში ხართ, შეეცადეთ ყურადღება  გადაიტანოთ იმ რეალობაში  რომელშიც  იმყოფებით: ითვლით  მანქანები , გვერდზე მდგომი მგზავრის ქურთუკზე დაითვალეთ  ღილები  და ა.შ.

 სუნთქვის რეგულირება . ფილტვების ჰიპერვენტილაცია შეტევის დროს არღვევს   აირების ბალანსს სისხლში, რაც იწვევს კიდევ უფრო მეტ შფოთვას და ქოშინს. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ბალანსის ნორმალიზება. ამის გაკეთება შეგიძლიათ  ქაღალდის პაკეტში სუნთქვით ან ხელის გულებიდან შექმნილ ფინჯანისებურ სივრცეში .  სუნთქვა უნდა იყოს თანაბარი და შენელიბული .

ასევე სასურველია : შეისწავლეთ რელაქსაციის ტექნიკა. თუ თქვენ რეგულარულად ივარჯიშებთ იოგას, მედიტაციას და კუნთების პროგრესირებულ რელაქსაციას მიმართავთ – ამ გზით თქვენ დაიწყებთ აქტიურად ბრძოლას სტრესთან , შფოთვასთან  და პანიკასთან , რადგან ასეთი პრაქტიკის დროს სხეული მოდუნებულია.

რაც უფრო მეტად ისვენებთ, მით უფრო ადვილია წინააღმდეგობა გაუწიოთ პანიკის შეტევებს.

უფრო მეტი კომუნიკაცია ოჯახთან და ახლო მეგობრებთან. სრული იზოლაციის პირობებში ადამიანი შეიზლება რეფლექსირებას მიმართოს  და იგრძნოს თავი მარტოხელად , ამიტომ რეგულარულად უნდა გქონდეთ კაავშირი ადამიანებთან რომლებიც შენზე ზრუნავენ.

ფიზიკური  დატვირთვა . ეს ბუნებრივი მეთოდია შფოთვის აღმოსაფხვრელად, სცადეთ ვარჯიში ან ვარჯიში დღეში სამჯერ (მაგალითად, 10 წუთი). განსაკუთრებით ეფექტურია რიტმული  ვარჯიშები :  ცურვა , სირბილი , ცეკვა . მეტი დასვენება და ძილი .  თუ  ძილი  არ  გყოფნით , მაშინ სხეული და ფსიქიკა ვერ შეძლებეს  დაავადებასთან  ბრძოლას .

მეცნიერული თუ კლინიკური განხილვები ამ საკითხების გარმშემო მუდამ ამაო დარჩება თუ ჩვენ არ გადავდგით ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არ დავიწყეთ დიალოგი იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ფსიქიკური კეთილდღეობა და  რამხელა მნიშვნელობა აქვს ამას ჩვენს ყოველდღიურობაში, სტიგმა რომელიც ამ საკითხებს თან დასდევს მუდამ დაგვაბკოლებს რომ გამოსავალი ვიპოვოთ ამიტომაც გადადგი ნაბიჯი და ისაუბრე .

მასალა მოამზადა :ემმა კოპალეიშვილმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

ცვლილება და ფსიქოლოგია

ცხოვრება მუდმივად მოძრავი და შეუჩერებელი ეტაპებითაა სავსე იქნება ეს დედის მუცლიდან სამყაროში გამოსვლა , ერთი ასაკიდან  მეორეში გადასვლას ბაღიდან სკოლაში შესვლას ბავშობა თუ მოზარდობა შემდგომ ზრდასრულობა და ა.შ ეს დაუსრულებელი ციკლია რომელიც მუდმივად ცვალებადი და ზრდადია ,  ხშირად ეს ისე მოულედნელად ხდება რომ  ადამინები ამისთვის მზადაც კი არ ვართ.უბრალოდ რომ ვთქვათ ცვლილება გარდაუვალია და ხშირად ადამიანები ცვლილების გასაყარს ვჩერდებით და გვიჭირის იმ ამოუცნობისკენ გადასვლა რაც ახალ ეტაპს და ახალ გამოცდილებებს მოგვიტანს.

როგორ შეგვიძლია შეხვდეთ ცხოვრებვისეულ , იქნება ეს კარგი თუ არა , მოგვიტანს თუ არა ეს ცვლილება სარგებელს თუ უბრალოდ ამ ცვლილების მორევში დავჩებით ხშირ შემთხვევაში ამის გარანტიას არავინ გვაძლევს…

მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება როდესაც  რაიმე ცვლილების გასაყარზე ვდგავართ :

ყველა ცვლილება პოზიტიურია რომდენაც ნეგატიური არ უნდა იყოს ის რადგან საბოლოოდ ეს გვანვითარებს და ახალ გზებს გვაჩვენებს როგორები შეიძლება ვიყოთ.

შენს ტემპს შენთვითონ ირჩევ , ყველას ცხოვრების გზა ინდივიდუალურია  ადამიანები ისე გადიან ადაპტაციას როგორც მათ  შინაგან საათს შეუძლია, დრო რომელიც ცვლილებასთან არის დაკავშირებული უნდა აიჩიო შენ ,იქნება ეს ორი წამი ორი საათი ორი დღე თუ ორი წელი , კონტროლი ამ ცვლილებისა უნდა იყო შენ.

სტრესი შიში ამოუცნობის მიმართ არქეულად დასაბამიდან მოდის ჩვენში ქვის ხანაში ადამინებს დღის და ღამის ცვლილების ეშინოდა გავიდა დრო და ახლა ვიცით რომ ყოველ მზის ამოსვლას ჩასვლა მოყვება და ყოველი ბნელი ღამის შემდეგ მზე ამოვა და ისევ დავინახავთ სინათლეს , შიში ეს უბრალოდ თანმხლებია იმ პროცესისა რომელიც ჩვენში ცვლილებას გაოიწვევს, ის უბრალოდ ფრთხილი მეგობარია , რომელიც შენი თანამგზავრია იმ საინტერესო ამოუცნობისკენ.  ფსიქოლოგიური რუბრიკა არ იქნებოდა ფსიქოლოგიური თუ მასში არ ჩავრთავდით გამოცდილი ფსიქოლოგების  ნაზრევსაც, ამჯერად ამაში ფსიქოლოგი ნინო თოფურია დაგვეხმარება.

 

როგორ შეგვიძლია ფსიქოლოგიურად ავხსნათ ისეთი ფენომენი როგორიცა ცხოვრებისეული ცვლილებები და ახალი გამოცდილებების შემოტანა ?

ჩვენ ვიცით, რომ ადამიანი სოციალური არსებაა და მისი მოთხოვნილებაა, კონტაქტი ჰქონდეს სოციუმთან. ამგვარი ინტერაქცია თავისთავად მოიაზრებს ცვლილებებსა და სიახლეებს. სოციუმისა და ადამიანის ურთიერთქმედება და გავლენა ორმხრივია. სწორედ ეს განაპირობებს საზოგადოებისა განვითარებასა და მისი თითოეული წევრის პიროვნულ ზრდას. ცვლილებისა და ახალი გამოცდილების გარეშე განვითარება უბრალოდ შეფერხდებოდა და მივიღებდით დეგრადირებულ სოციუმს, რაც თავისთავად, გაყინავდა ადამიანთა განვითარებას.

შესაბამისად, ცხოვრებისეული ცვლილებები და გამოცდილებები ააქტიურებენ ჩვენში სხვადასხვა უნარსა და შესაძლებლობას, რაც ახალ გზებს გვიხსნის თვითრეალიზებისა და პიროვნული თავისუფლებისკენ. ამის შედეგად ვხდებით მეტად ადაპტურნი და გვიადვილდება სოციუმთან ინტერაქცია.

 

რა ფსიქოლოგიური თავისებურებებით  შეგვიძლია  დავძლიოთ ცვლილებების გაჩენისას აღმოცენებული შიში  და სტრესი ?

შიშის ემოციას იწვევს ის, რაც აუხსნელი, გაურკვეველი და ახალია ჩვენთვის; რაც ჩვენს კოგნიტურ სქემაში ჯერ არ არის ჩაწერილი. ცვლილების შესწავლა და მისი რაციონალური ანალიზი გვეხმარება შიშის დაძლევაში. როდესაც ადამიანი იწყებს არსებული სიტუაციის შესწავლას, მოვლენათა ანალიზს და  ახდენს მოვლენებისადმი საკუთარი ემოციებისა და დამოკიდებულებების იდენტიფიკაციას, ის ამით ამცირებს სტრესის დონეს.

პირველ რიგში, უნდა გავიაზროთ, რომ ცვლილება იწვევს სტრესს და ეს საჭიროცაა, რადგან რომ არა სტრესი, ჩვენი ბევრი სასარგებლო და პრაქტიკული უნარი უბრალოდ გამოუსადეგარი იქნებოდა და შესაბამისად, ფუჭად და უმიზნოდ გაიფლანგებოდა. სტრესი ახდენს ჩვენს კონცენტრირებას, არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას და ეს ხშირად არის სხვადასხვა სფეროში წარმატების მიღწევის საწინდარი. როდესაც ვიცით, რომელ სტრესთან, სტრესორთან გვაქვს საქმე, როგორია ამის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება, მაშინ სტრესი უკვე მართვადი ხდება და ჩვენ შეგვიძლია ის ჩვენსავე სასარგებლოდ გამოვიყენოთ. მხოლოდ უკონტროლო სტრესია ხელისშემშლელი.  თუმცა როგორც ყველაფერში, ასევე აქაც ზომიერებაა დასაცავი. სტრესი უნდა იყოს ბიძგი, წამომწყები და ის არ უნდა გაგრძელდეს დიდხანს, რათა არ გამოიწვიოს ადამიანის გამოფიტვა. ამიტომ აქამდე არ უნდა მივიყვანოთ საქმე და დროულად დავიწყოთ ჩვენი სტრესის გამოკვლევა. როდესაც იცი, რასთან გაქვს საქმე, შესაბამისი ინსტრუმენტითვე იწყებ მასთან გამკლავებას.

 

ქონიათ თუ არა გამოცდილება ცხოვრებისეულ  ცვლილებებთან და როგორ დაგეხმარათ ამაში ფსიქოლოგია ?

ცვლილება თითოეული ადამიანის ცხოვრების შემადგენელი კომპონენტია. ამის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია სამყაროში არსებობა. ჩვენ მუდმივად განვიცდით ცვლილებებს, ზოგიერთი მათგანი მკრთალია და მას ვერ ვამჩნევთ, ზოგიერთი კი მკაფიო და ხილული.

ფსიქოლოგიური ცოდნა მეხმარება იმაში, რომ ადეკვატურად მივიღო ეს ცვლილებები, დავაკვირდე საკუთარ ემოციებს ამ პროცესში, გავამხნევო საკუთარი თავი და რაციონალურად მივუდგე სიტუაციას – რას ვგრძნობ ამ პროცესში, როგორ მოქმედებს ეს ჩემზე, საით მივყავარ, რას დავკარგავდი, ეს რომ არ მომხდარიყო, რა მომცა ამ ცვლილებამ, პრე და პოსტ ანალიზს უკეთებ შენს ცხოვრებას ამ ცვლილებასთან მიმართებაში. განვმეორდები და ვიტყვი, რომ როდესაც იცი, რასთან გაქვს საქმე, იმასაც ხვდები, ამას როგორ გაუმკლავდე ადეკვატურად. ცვლილება ხომ პიროვნული ზრდის განუყოფელი ნაწილია.

 

რა არის ის რაც აპერხებს ადამიანს რომ გადადგას ნაბიჯი რაიმე ცვლილების განსახორციელებლად ?

ჩვენთვის ნაცნობი „კომფორტის ზონა.“ ეს ის არის, რის შესახებაც თითქოს უკვე ყველაფერი იცი, სრულად გაქვს ამასთან ადაპტაცია გავლილი და ზონიდან გასვლის ნებისმიერი მცდელობა, შენში შიშს, შფოთვას, ღელვას იწვევს. –„მე ვიცი, რა ხდება ჩემს კომფორტის ზონაში, სადაც ჩემთვის ყველაფერი ნაცნობია, მაგრამ არ ვიცი რა არის მის მიღმა. ამიტომ მე დავრჩები აქ და ამით მოსალოდნელ „საფრთხეს“ ავირიდებ თავიდან…“ ეს კი ნიშნავს სტაგნაციას, განვითარების შეუძლებლობას. ვინაიდან, ნაცნობ ზონაში არ არის დინამიკა. ადამიანი განვითარებისკენ მიდრეკილი არსებაა, შესაბამისად, მას არ შეუძლია დიდხანს იყოს ამ ზონაში მოთავსებული, მეტის მოთხოვნილება აქვს და როდესაც ამას კომფორტის ზონის დატოვების შიშით ვერ ახორციელებს, უტევს დეპრესია, სტრესი, შფოთვა და სხვა სახის გამოვლინებები, რაც კავშირშია არარეალიზებულ ენერგიებთან. ახლის ძიება, ცვლილებების მიღება საშუალებას გვაძლევს ჩვენი ენერგიები სწორად დავხარჯოთ და ახალი, სუფთა გამოცდილებები მივიღოთ და არა ვიცხოვროთ დაუხარჯავ ტოქსიკურ ენერგიებთან ერთად, რაც დიდხანს გაგრძელების შემთხვევაში, ეტაპობრივად იწვევს ჩვენს განადგურებას. თავდაპირველად კომფორტის ზონიდან თითოეული გასვლა დისკომფორტია, მაგრამ შემდგომში, ამ მექანიზმის ათვისებასთან ერთად, ადამიანი სწავლობს როგორ გარდაქმნას ეს დისკომფორტი კომფორტად და გააგრძელოს გზა განვითარებისკენ.

 

როგორ უნდა გამოვიყენოთ სტრესი და შიშები რომელიც გვაფერხებს რაიმე ახალის აღმოჩენისას  ჩვენს სასიკეთოთ ?

შეფერხება ზოგჯერ განვითარების მაჩვენებელია. რომ არა სტრესი ადამიანი შეუჩერებლად დახარჯავდა თავის ენერგიებს და ეს მის გამოფიტვას გამოიწვევდა. სტრესი გვაფერხებს და სიგნალს გვაძლევს, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, რომ მოსალოდნელია სასიცოცხლო ძალებისგან დაცლა და ორგანიზმი არაკონცენტრირებულად ხარჯავს საკუთარ რესურსებს. სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას გავჩერდეთ, დავფიქრდეთ და გადავამოწმოთ, ნამდვილად სწორად მივდივართ თუ არა ჩვენს ცხოვრებისეულ გზაზე; იმაში ვხარჯავთ თუ არა დროსა და ენერგიას, რაც საჭიროა ჩვენთვის. როდესაც ადამიანი ისწავლის მოუსმინოს საკუთარ ორგანიზმს, ემოციებს, სხეულს, სტრესი აღარ იქნება მისთვის შემაფერხებელი ბარიერი, არამედ ის იქნება ერთგვარი დამხმარე სიგნალი იმისა, რომ დროულად გაჩერდე, შეისვენო და შენს ცხოვრებისეულ ტემპს გადახედო.

P.S  გაცნობიერება პირველი ნაბიჯია, გასაღების პოვნისას….

სტატია მოამზადა : ემა კოპალეიშვილმა 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიფსიქოლოგია

როგორ ვაკონტროლოთ, დავგეგმოთ ჩვენი ხარჯები

არსებობს საინტერესო ფსიქოლოგიური თეორია, რომლის მიხედვითაც, იმ ქვეყნებში, რომელთაც ისტორიის განმავლობაში ბევრი ომი გადაუტანია, მოსახლეობა ნაკლებად ახერხებს ფინანსური დანაზოგის გაკეთებას. ეს თეორია იმით იხსნება, რომ ამგვარ ქვეყნებში, მოსახლეობის კოლექტიურ აზროვნებაში ყოველთვის ფიგურირებს ომის, ან რაიმე სხვა სირთულის დიდი ალბათობა, რის გამოც, ადამიანები არ აწყობენ გრძელვადიან გეგმებს. საქართველო სწორედ ამგვარი ქვეყნების სიას შეგვიძლია მივაკუთვნოთ. აქედან გამომდინარე, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არ გააჩნია არანაირი დანაზოგი.
იმისათვის, რომ შესძლოთ ფულის დაზოგვა, საჭიროა დაზოგვის დადებითი მხარეების გააზრება და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. თანამედროვე მსოფლიოში, ომებისა და სხვა ნეგატიური მოვლენების ალბათობა სტაბილურად იკლებს, ხოლო სიცოცხლის ხანგრძლივობა იმატებს. აქედან გამომდინარე, მომავლისთვის დაგეგმვა მნიშვნელოვანია.
გთავაზობთ 5 ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ, რათა წარმატებით დაგეგმოთ და გადაანაწილოთ თქვენი ხარჯები

  1. შეიძინეთ სასარგებლო უნარები
  2. ჩამოაყალიბეთ ბიუჯეტი
  3. შეიმუშავეთ ვალის გადახდის გეგმა
  4. გახსენით ანაბარი ბანკში
  5. გამოიყენეთ დაგროვილი საპროცენტო განაკვეთის ძალა
    Hbr.com
სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

ფსიქოლოგია ადამიანისთვის შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო იყოს

ადამიანის სიძლიერე არ განისაზღვრება მხოლოდ ფიზიკური შესაძლებლობებით, არანაკლებ მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური, ანუ მენტალური სიძლიერე, როდესაც ადამიანი ჩამოყალიბებულია, შეუძლია ემოციების სწორად მართვა და აკონტროლებს აფექტურ მდგომარეობას, შესაბამისად იგი ფსიქოლოგიურადაა ძლიერი.

ფსიქოლოგებისა და ექპერტების ცნობით ფიზიკურ სიძლიერეზე მნიშვნელოვანი, სწორედ მენტალური ძალაა, რადგან იგი განაგებს თქვენი ცხოვრების სტილს, აქედან გამომდინარეა თქვენი ფიზიკური და შინაგანი სიძლიერეც.

ბიზნეს ინსაიდერმა გამოაქვეყნა რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ უკეთესობისკენ შეცვალოთ თქვენი ფსიქოლოგიური  სახე:

1. ისწავლეთ თქვენი ემოციების მართვა

2. იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, რომ აირიდოთ უარყოფითი ემოციები

3. ეცადეთ ეძებოთ პოზიტივი ყველაფერში

4. შეწყვიტეთ ის ქმედებები, რომლებიც თქვენს ფსიქოლოგიურ მხარეს ზიანს აყენებს.

Businessinsider.com

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

იმპრესიული მეტყველება

მეტყველება ბავშვის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა, რომელიც ეხმარება მას სოციუმთან ინტერაქციაში, საკუთარი შეხედულებების, შეგრძნებებისა და ემოციების გაზიარებასა და სხვათა ნათქვამის შინაარსის გააზრებაში. რუსი ფსიქოლოგი ლ. ვიგოტსკი მიიჩნევდა, რომ ბავშვი ცოდნას იღებს იმ კულტურისა და გარემოსგან, რომელშიც ცხოვრობს და ამ ყველაფრის განხორციელებაში უდიდესი როლი მიუძღვის მეტყველებას.
მეტყველება იყოფა – ექსპრესიულ და იმპრესიულ (რეცეპტული) ტიპებად.
იმპრესიული მეტყველება მოიცავს – სიტყვების მნიშვნელობის გაგებისა და მოსმენილის/წაკითხულის ინტერპრეტაციის უნარს, რაც საკმაოდ რთული მექანიზმია (სხვისი მეტყველების გაგება და მისი ხმოვანი შინაარსის შენახვა). იმპრესიული მეტყველების განსაკუთრებული ფორმაა – კითხვა. ყველაზე აქტიურ მონაწილეობას ამ პროცესში იღებს – ვერნიკეს ზონა (მეტყველების სენსორული ზონა, რომლის დარღვევის შემთხვევაში ადამიანს ესმის სიტყვა, თუმცა ვერ იგებს მის მნიშვნელობას. ე.ი. ადამიანი სიტყვების მიმართ რჩება ყრუ) და სმენითი ანალიზატორი, რომლის მუშაობის დარღვევა იწვევს იმპრესიული მეტყველების ცვლილებას.
ტესტის იმპრესიული მეტყველების ნაწილი მოიცავდა ისეთ სახალისო დავალებებს, როგორიცაა – „დაუკარი ტაში, ახლა კი მითხარი, ვინ დაუკრა ტაში“; „მაჩვენე, სად გაქვს ლოყები, ცხვირი“; „სად არის კუბიკი/ბურთი/თოჯინა“ და ა.შ. სწორედ ასე იწყება იმპრესიული მეტყველების განვითარება.
აღსანიშნავია, რომ ბავშვის მეტყველება ასაკის მატებასთან ერთად ვითარდება და იხვეწება, მდიდრდება ლექსიკური მარაგი. ხუთი წლიდან ბავშვი უკვე გრამატიკულად გამართულ წინადადებებს იყენებს და ბევრად თავისუფლად გამოხატავს საკუთარ სურვილებს. უვითარდება რთული ტექსტების გაგების უნარი.
2 წლიდან ბავშვის მეტყველების მარაგი განსაკუთრებით სწრაფად იზრდება. ეს პერიოდი ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში ცნობილია, როგორც ”ენობრივი აფეთქების” პერიოდი.

მასალა მოამზადა: ნინო თოფურია
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 6 7 8 9 10 20
Page 8 of 20