close

ფსიქოლოგია

ფსიქოლოგია

ფსიქოლოგია ადამიანისთვის შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო იყოს

ადამიანის სიძლიერე არ განისაზღვრება მხოლოდ ფიზიკური შესაძლებლობებით, არანაკლებ მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური, ანუ მენტალური სიძლიერე, როდესაც ადამიანი ჩამოყალიბებულია, შეუძლია ემოციების სწორად მართვა და აკონტროლებს აფექტურ მდგომარეობას, შესაბამისად იგი ფსიქოლოგიურადაა ძლიერი.

ფსიქოლოგებისა და ექპერტების ცნობით ფიზიკურ სიძლიერეზე მნიშვნელოვანი, სწორედ მენტალური ძალაა, რადგან იგი განაგებს თქვენი ცხოვრების სტილს, აქედან გამომდინარეა თქვენი ფიზიკური და შინაგანი სიძლიერეც.

ბიზნეს ინსაიდერმა გამოაქვეყნა რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ უკეთესობისკენ შეცვალოთ თქვენი ფსიქოლოგიური  სახე:

1. ისწავლეთ თქვენი ემოციების მართვა

2. იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, რომ აირიდოთ უარყოფითი ემოციები

3. ეცადეთ ეძებოთ პოზიტივი ყველაფერში

4. შეწყვიტეთ ის ქმედებები, რომლებიც თქვენს ფსიქოლოგიურ მხარეს ზიანს აყენებს.

Businessinsider.com

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

იმპრესიული მეტყველება

მეტყველება ბავშვის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა, რომელიც ეხმარება მას სოციუმთან ინტერაქციაში, საკუთარი შეხედულებების, შეგრძნებებისა და ემოციების გაზიარებასა და სხვათა ნათქვამის შინაარსის გააზრებაში. რუსი ფსიქოლოგი ლ. ვიგოტსკი მიიჩნევდა, რომ ბავშვი ცოდნას იღებს იმ კულტურისა და გარემოსგან, რომელშიც ცხოვრობს და ამ ყველაფრის განხორციელებაში უდიდესი როლი მიუძღვის მეტყველებას.
მეტყველება იყოფა – ექსპრესიულ და იმპრესიულ (რეცეპტული) ტიპებად.
იმპრესიული მეტყველება მოიცავს – სიტყვების მნიშვნელობის გაგებისა და მოსმენილის/წაკითხულის ინტერპრეტაციის უნარს, რაც საკმაოდ რთული მექანიზმია (სხვისი მეტყველების გაგება და მისი ხმოვანი შინაარსის შენახვა). იმპრესიული მეტყველების განსაკუთრებული ფორმაა – კითხვა. ყველაზე აქტიურ მონაწილეობას ამ პროცესში იღებს – ვერნიკეს ზონა (მეტყველების სენსორული ზონა, რომლის დარღვევის შემთხვევაში ადამიანს ესმის სიტყვა, თუმცა ვერ იგებს მის მნიშვნელობას. ე.ი. ადამიანი სიტყვების მიმართ რჩება ყრუ) და სმენითი ანალიზატორი, რომლის მუშაობის დარღვევა იწვევს იმპრესიული მეტყველების ცვლილებას.
ტესტის იმპრესიული მეტყველების ნაწილი მოიცავდა ისეთ სახალისო დავალებებს, როგორიცაა – „დაუკარი ტაში, ახლა კი მითხარი, ვინ დაუკრა ტაში“; „მაჩვენე, სად გაქვს ლოყები, ცხვირი“; „სად არის კუბიკი/ბურთი/თოჯინა“ და ა.შ. სწორედ ასე იწყება იმპრესიული მეტყველების განვითარება.
აღსანიშნავია, რომ ბავშვის მეტყველება ასაკის მატებასთან ერთად ვითარდება და იხვეწება, მდიდრდება ლექსიკური მარაგი. ხუთი წლიდან ბავშვი უკვე გრამატიკულად გამართულ წინადადებებს იყენებს და ბევრად თავისუფლად გამოხატავს საკუთარ სურვილებს. უვითარდება რთული ტექსტების გაგების უნარი.
2 წლიდან ბავშვის მეტყველების მარაგი განსაკუთრებით სწრაფად იზრდება. ეს პერიოდი ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში ცნობილია, როგორც ”ენობრივი აფეთქების” პერიოდი.

მასალა მოამზადა: ნინო თოფურია
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოაფსიქოლოგია

რა იწვევს ყურადღების გაფანტვას?

ფოკუსირება – ყურადღების მოკრებას გულისხმობს,  უმრავლესობას აწუხებს ეს პრობლემა, ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეიძლება უჩიოდეს გაფანტულ ყურადღებას. რადგან საზოგადოება უამრავ სხვადასხვა საკითხზე ფიქრობს, ხშირ შემთხვევაში მათ ავიწყდებათ ძალიან მნიშვნელოვანი საქმეებიც კი, ასევე, უჭირთ მუშაობა ან მეცადინეობა.

მოცემული პრობლემის გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს, Enterpreneur.com–მა  შემოგვთავაზა რამდენიმე ძირითადი რამ, რაც იწვევს ყურადღების გაფანტვას:

  1. უძილობა, გამოუძინებელი ტვინი ჩვეულებრივზე ბევრად ცუდად მუშაობს;
  2. პრიორიტეტული საქმის არქონა, როდესაც თქვენ არ იცით, რა უფრო მნიშვნელოვანია გიჭირთ არჩევნის გაკეთება;
  3. სტრესი;
  4. ცხოვრებისეული ფაქტორები, პრობლემები.

წყარო: Entrepreneur.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიფსიქოლოგია

ბრიტანელი მეცნიერი ბედნიერებისა და წარმატების „რეცეპტს“ გვთავაზობს

 მეცნიერები აცხადებენ, რომ ბედნიერებისა და წარმატების საიდუმლო მარტივია.

დღემდე არ არსებობს კონსენუსი იმის შესახებ, თუ რა განაპირობებს ადამიანის წარმატებას, ან როგორ ცდილობენ ან აღწევენ ადამიანები იმას, რასაც აკეთებენ.

თუმცა, პორტსმუთის უნივერსიტეტის სპორტისა და ვარჯიშის მეცნიერი დოქტორ დენიელ ბრაუნი ამტკიცებს, რომ ცხოვრების კოდი „გატეხა“ და შინაარსიანი ცხოვრების ,,საყიდლების სია“  შეადგინა.

ექსპერტმა ჩაატარა კვლევა იმის შესახებ, თუ რა აბედნიერებთ ადამიანებს. სიაში შედის თვისებები, როგორიცაა ოპტიმიზმი, მოტივაცია და თვითდაჯერებულობა.

 ადამიანებს ბედნიერების მიღწევაში შესაძლოა ეკლესიურობა ან რელიგიურობა, მშვიდი გარემო და მაღალი ხარისხის ავტონომიაც დაეხმაროს.

დოქტორ ბრაუნი აცხადებს, რომ  წარმატების გასაღებს წარმოადგენს ასევე ,,გამოწვევებსა და სირთულეებთან ბრძოლა მართვად დონეზე”.

მისი ,,საყიდლების სია” მოიცავს ორ სვეტს, თუ „როგორი უნდა იყოს ადამიანი” და „რა უნდა ჰქონდეს” მას.

ის ამბობს, რომ ცხოვრებაში ,,წარმატება” მოდის პოზიტიურობისგან, სულიერებისგან, პრო-აქტიურობისგან, მოქნილობისგან, თავდაჯერებულობისა და სოციალურად კომპეტენტურობისგან. თუმცა შესაძლებლობები, ოჯახის მხარდაჭერა, გამოწვევები, მშვიდი გარემო, ნდობა და ავტონომია ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.

წარმატებული ადამიანი არის:

ოპტიმისტი,

ეკლესიური ან რელიგიური,

მოტივირებული,

აქტიური,

ბეჯითი,

მოხერხებული,

ადაპტირებადი,

სოციალურად კომპეტენტური,

თვითდაჯერებული/თვითშეფასების უნარის მქონე.

წარმატებულ ადამიანს აქვს:

შესაძლებლობა,

დამსაქმებლის/ ოჯახის / სხვათა მხარდაჭერა,

გამოწვევები და სირთულეები მართვად დონეზე,

მშვიდი გარემო,

ავტონომიის მაღალი ხარისხი,

მიიჩნევენკომპეტენტურად.

 

დენიელ ბრაუნი აცხადებს, რომ წარმატების მისაღწევად საკმარისია სიიდან რამდენიმე დასახელების კომბინაცია და არა მთელი ჩამონათვალი.

 სიის შესაქმნელად, დოქტორმა ბრაუნმა გამოიყენა ბავშვებსა და მოზარდებზე, მხატვრებზე, დასაქმებულ ადამიანებზე, სპორტსმენებსა და მოხუცებზე ჩატარებული კვლევები.

,,წარმატებული – ეს არის სიტყვა, რომლის მოსმენას საკუთარი თავის დახასიათებისას ყველა ისურვებდა, თუმცა მეცნიერებამ დღემდე ვერ მოახერხა მისი აღწერა და კლასიფიცირება. წარმატება ესაა ცხოვრებითა და საკუთარი თავით ტკბობა და რაიმეს კარგად კეთების უნარი ,“ – აცხადებს დოქტორ ბრაუნი.

წარმატებისკენ სწრაფვა განიხილეს ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.

ზოგჯერ მას აღწერდნენ, როგორც სიცოცხლისუნარიანობას, სწავლას, გონებრივ სიმტკიცეს, ან ამ და სხვა თვისებებს კომბინაციას.

იგი ასევე განიხილებოდა სხვადასხვა კონტექსტში, მათ შორის სამხედრო, ჯანმრთელობა და ბავშვთა განვითარება.

 ,,XX საუკუნის დასასრულის შემდეგ, მეცნიერებაში დაისვა საკითხი ადამიანის თვით რეალიზებისა და წარმატების უკეთ გაგების შესახებ, თუ როგორ ახერხებენ ადამიანები შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთონ. თუმცა, კონსესუსის მიღწევა ვერ მოხერხდა ერთი მიზეზის გამო – არ არსებობს სათანადო კვლევები,“ – აცხადებს დოქტორი ბრაუნი.

მისი კვლევა მომავალი კვლევებისთვის ექვს რეკომენდაციას იძლევა, მათ შორის ზუსტი გამოკვლევის საჭიროება იმის შესახებ, თუ რა ხდის წარმატების მიღწევას შესაძლებელს და აქვს თუ არა წარმატებას გრძელვადიანი და კუმულაციური გავლენა ადამიანებზე.

ბრაუნის კვლევა სამეცნიერო ჟურნალ ,,European Psychologist-ში” გამოქვეყნდა.

 

წყარო: https://medicalxpress.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

ოპტიმისტური და პესიმისტური აღქმა

ადამიანის აღქმა იმის შესახებ თუ როგორია სამყარო, ცხოვრება, სხვა ადამიანები, მოვლენები, ყალიბდება ღრმა ბავშვობაში.  ყალიბდება ასევე მსოფლმხედველობა.

მრავალი წლის განმავლობაში ადამიანი აგროვებს ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა არის ცხოვრება – მშობლებისგან, მეგობრებისგან,  სკოლასა დაუნივერსიტეტში.

ამ ინფორმაციის მიხედვით ყალიბდება ოპტიმისტური ან პესიმისტური აღქმა. ეს გამოიხატება პირველ რიგში ადამიანის აზროვნებაში.

ოპტიმისტურად მოაზროვნე ადამიანი იმედიანადაა განწყობილი ცხოვრების მიმართ, მისი ყურადღება მიმართულია იმაზე, რაც აქვს ამჟამად. ის ხედავს შესაძლებლობებს და არა პრობლემებს. ის პასუხისმგებლობას იღებს თავის თავზე და არ ადანაშაულებს სხვებს.

 

ქვემოთ ჩამოთვლილია ოპტიმისტური განწყობის დამახასიათებელი  კრიტერიუმები.

  1. ადამიანიოპტიმისტურიგანწყობითადააზროვნებითიღებსპასუხისმგებლობასდაშვებულშეცდომებზე
  2. კონცენტრირებულიაიმაზე,რაცგააჩნია დასურს.
  3. ოპტიმისტიმუდამსწავლობსდაყოველთვისიგებსრაღაცახალს
  4. მასარეშინიაცვლილებებისცხოვრებაში
  5. საუბრობსიდეებზედაარაადამიანებზე
  6. კონცენტრირებულიაშესაძლებლობებზედაარაპრობლემებზე
  7. ის მიზანმიმართულია.

 

ადამიანს პესიმისტური განწყობით შეუძლია შეცვალოს თავისი აღქმა და განწყობაცხოვრების მიმართ. პირველი რჩევა მათთვის შეიძლება იყოს საკუთარი თავის ანალიზი. ამისთვის საჭიროა გამონახო დღეში 15 წუთი,რათა დააკვირდე თუ რა აზრები და ემოციები გაგაჩნია, საბოლოო ჯამში ისინი მიგახვედრებენ თუ რა მოთხოვნილებები გაქვთ რეალურად.

ასევე კარგი ხერხია აფირმაციები, მაგალითად

  1. მე დღითიდღე სულ უფროდაუფრო ჯანმრთელი ვხდები
  2. მე მაქვს ყველაფერი ბედნიერებისათვის
  3. მე ვუყვარვარ სამყაროსა და ადამიანებს
  4. მე მაქვს იმდენი ფული, რამდენიც მყოფნის.

აფირმაციებში დაუშვებელია ნაწილაკი  -არ

აფირმაცია უნდა იმეორო ყოველდღე 6-7 ჯერ

სასურველია რომ აფირმაცია იმეორო მაშინ როდესაც გაქვს თავისუფალი დრო – არ ხარ დაძაბული.

ცხადია რომ ერთ დღეში ვერ გახდები ოპტიმისტი, ისე როგორც ვერ გახდები ბოდიბილდერი,  ამას უნდა მუშაობა რომ ახალმა აზროვნების წესმა ჩაანაცვლოს პესიმისტური განწყობა ცხოვრებისადამი.

 

სტატია მოამზადა დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრის ფსიქო კლუბის წევრმა მამუკა ფიფიამ.

 

სრულად ნახვა
ფსიქოლოგია

აგრესია მოზარდებში

გასული საუკუნეებიდან მოყოლებული დღემდე საზოგადოებაში ყოველთვის აქტუალურ საკითხს წარმოადგენს ,,ადამიანი’’-მისი ქცევა,კოგნიცია,მოტივაცია,სოციალურ-ემოციური მდგომარეობა და ა.შ.საინტერესოარა განაპირობებს ადამიანთა ქცევას?როგორ ყალიბდება?რატომაა ზოგი ქცევა აგრესიულიშინაარსის მატარებელი და ზოგი ალტრუიზმით გაჯერებული?-ეს მცირე ჩამონათვალია იმ კითხვებისა, რომლებიც უკავშირდება ადამიანის ქცევას,მის თავისებურებებს და რომლებიც საკმაოდ მწვავედ დგას საზოგადოებაში.განსაკუთრებით კი მოზარდებში და მათ გარშემო მყოფ ადამიანებში.ბოლო პერიოდში აგრესიული შინაარსის ქცევების გამოვლენამ მოზარდთა პოპულაციაში მასშტაბური სახე მიიღო მთელ მსოფლიოში.მაგ.:ხორავას ქუჩის ტრაგედია-არასრულწლოვანთანატოლებს შორის მომხდარი დაპირისპირება,რომელიც ორი მოზარდის მკვლელობით დასრულდა(საქართველო.2017წ.).მკვლელობა საგანმანათლებლო დაწესებულებაში-18 წლის სკოლის მოსწავლე საკუთარ სკოლაში შეიარაღებული მიდის,ახორციელებს 106 გასროლას,რომლის შედეგედაც კლავს 8 მოსწავლეს და ბოლოს საკუთარ სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს(ტუუსულა,ფინეთი.2007წ).ვიდეო თამაში ინტერნეტ სივრცეში-ვირტუალური სამყაროს მიღმა არსებული რეალური ადამიანის/ების მიერ გაცემული ინტრუქციები მოთამაშეებზე(მათ შორის ბავშვებზეც),რომლებიც  თამაშის მაღალ ეტაპზე გასავლის შემთხვევაში ანხორციელებენ სახიფათო ქმედებებს,იღებენ თვითდაზიანებებს სხეულზე და თვითმკვლელობებით ასრულებენ სიცოცხლეს.ბულინგი,რომელსაც სისტემატიური სახე აქვს მიღებული მთელ მსოფლიოში და რომლესაც ყოველდღიურად უამრავი მსხერპლი ჰყავს.

სანამ გადავიდოდეთ აგრესიული ქცევის გამომწვევ მიზეზებზე და მის პრევენციაზე,მანამდე საჭიროა მოვახდინოთ სიტყვა ,,აგრესიის’’ დეფინაცია.აგრესია არის განზრახ ქმედება,რომლის მიზანია ზიანის მიყენება ან ტკივილის გამოწვევა.ამ განმარტებიდან გამომდინარე არ აქვს მნიშვნელობა აგრესორი მიაღწევს თუ არა მიზანს,რადგან აგრესია აგრესიად რჩება თუ კი არსებობს წინასწარი განზრახვა აგრესიული ქვეცის განხორციელებისა.განასხვავებენ აგრესიის შემდეგ სახეებს:მტრული(აგრესიული აქტი,რომელიც ბრაზის განცდითაა გამოწვეული და რომლის მიზანიც ტკივილის ან ზიანის მიყენებაა),ინტრუმენტული(განზრახვა ზიანის მიყენებაა,მაგრამ ეს ზიანი მიზნის მიღწევის საშუალებაა და ტკივილის მიყენების სურვილით არაა განპირობებული),პირდაპირი(ფიზიკური და ვერბაური.მაგ.:ჩხუბი)და ირიბი(მაგ.:ჭორები)აგრესია.საკმაოდ საინტერესოა როგორ ჩნდება აგრესია?თანდაყოლილია იგი თუ დასწავლილი?ამასთან დაკავშირებით არსებობს აგრესიის 3 თეორიული მოდელი,რომელიც ხსნის აგრესიული აქტის განხორციელების საფუძველს.ესენია:1.ბიოლოგისტური-აგრესია თანდაყოლილი,უნივერსალურია,რომელიც აიხსნება წმინდა ფიზიოლოგიური მექანიზმით.იგი ეხმარება ადამიანს გარემოსთან ადაპტაციაში და სიცოცხლის შენარჩუნებაში.ამ თეორიის ერთ-ერთი მიმდევარი გახლდათ ზიგმუნდ ფროიდი,რომელიც ამბობს,რომ ადამიანს აქვს თანდაყოლილი ,,ეროსის’’ სიცოცხლის და ,,თანატოსის’’ აგრესიული ქმედების გამომწვევი სიკვდილის ინსტიქტი.იგი თვლის,რომ ადამიანმა უნდა მოახდინოს ამ ინსტიქტების სუბლიმაცია-დესტრუქციული ენერგიის მისაღებ და სასურველ ქცევად გარდაქმნა,თორემ ადამიანი ვერ შეძლებს ნორმალურ ფუნქციონირებას სოციუმში. 2.ფრუსტრაცია-დამთრგუნველი დაძაბულობის,მღელვარების, სასოწარკვეთის მდგომარეობა.თუ არ შეგვექმნება ბარიერი ჩვენი მოთხოვნილებების რეალიზების პროცესში მაშინ აგრესია არ აღიძვრება.ესე იგი აგრესია საპასუხო რეაქცია  სწორედ ფრუსტაციაზე.3.სოციალური დასწავლა-აგრესია განიხილება,როგორც სოციალური ქცევა,რომელიც აღიძრვრება და კონტროლირდება სოციუმის მიერ.იგი დაისწავლება,როგორც საკუთარი ასევე სხვათა გამოცდილების,დაკვირვების,იმიტაციის  საფუძველზე.მიუხედავად იმისა,რომ ეს სამი თეორია განსხვავდება ერთმანეთისგან ჩვენ მხოლოდ ერთი მათგანის მიხედვით არ უნდა ავხსანათ ადამიანის ქცევა.არ უნდადაგვავიწყდეს რომ ჩვენვართ ბიო-ფსიქო-სოციალური არსებები,რაც აერთიანებს სამივე თეორიას და გულისმობს,რომ სწორედ ამ სამივე შეხედულების გაერთიანების ჭრილში უნდა იქნას ესა თუ ის ქცევა განხილული.

როგორც ავღნიშნეთ აგრესიული ქცევის სირთულე ყველაზე მწვავად მოზარდობის პერიოდში დგას,რაც მოიცავს 12-18 წელს,რომლის დროსაც ხდება მთელი რიგი ცვლილებები მოზარდებში:ფიზიკური,ემოციური,სქესობრივი,იწყებენ პიროვნულ განვითარებას,ახალსოციალური ურთიერთობებს,თვითდამკვიდრებას,მიკუთვნებულობას,დევიანტურქცევებს,კონფლიქტებს,როგორც საკუთარ თავთან ასევე ოჯახის წევრებთან და მათ გარშემო მყოფ სოციუმთან.ეს არის საკმაოდ ,,ქაოსური’’ პერიოდი მოზარდებში,რომლის დასასრულს,მას შემდგომ რაც მოხდება ფიზიკური,ემოციური და სოციალური ცვლილებებით გამოწვეული პრობლემებთან გამკლავება,მოზარდი ხდება უკვე ზრდასრული ადამიანი.საკამოდ საინტერესოა თუ რა იწვევს აგრესიას მოზარდებში?აგრესიის გამომწვევი მრავალი ფაქტორი არსებობს.მაგალითად:1.მზაობა მშობლობისთვის,მშობლის მდგომარეობა,მისი განწყობა ჯერ არ დაბადებული ბავშვის  მიმართ.თუ ბავშვი არასასურველია მშობლისთვის.მაგ.:ძალადობის ნაყოფია.უმეტესწილად ასეთ შემთხვევაში  დაბადებისთანავე გარემო  მტრულად განწყობილია ბავშვისადმი.ამგვარი უარყოფითი ფონის  მთავარი,პირველადი წყარი კი მშობელია.შესაბამისად ბავშვი იზრდება ისეთ გარემოში,რომელიც მას სამყაროსადმი მტრულიდამოკიდებულების ჩამოყალიბებისკენ უბიძგებს,რაც თავისთავად იწვევს აგრესიას,რომლის გამოვლენაც ყველაზე თავისუფლად მოზარდობის ასაკში ხდება.2.აღზრდის სტილი-ბავშვობისდროინდელ გამოცდილებას,საკმაოდ დიდი მმნიშვენლობა აქვს მოზარდთა პიროვნების,მათ ქვეცის,ჩვევების  ჩამოყალიბებაში,რაც თავისთავად განპირობებულია იმ აღზრდის სტილის მიერ,რასაც მშბელი/ები იყენებენ ბავშვის აღსაზრდელად.არსებობს რამოდენიმე აღზრდის სტილი,რომლებიც პოტენციურად უფრო მეტი აგრესიის ჩამოყალიბებასა და გამოვლენას უწყობს ხელს.ესენია:ავტორიტარული-ხასიათდება დაბალი მიმღეობით,ნაკლები ჩართულობით,იძულებითი კონტროლით და ნაკლები ავტონომიით მშობელთა მხრიდან შვილებისადმი.ისინი იმყოფებიან მუდმივი ზეწოლის,შიშისა  და ძალადობის ქვეშ.მშობლები ახდენენ ,,ფსიქოლოგიურ კონტროლს’’ ბავშვზე მანიპულირებით.წინააღმდეგობის შემთხვევაში კი ფიზიკურადაც კი  სჯიან მათ.ასეთ აღზრდის  სტილს ორი შედეგი აქვს ბავშვი ხდება უსუსური,მორჩილი, ,,მარიონეტი’’ ან აგრესორი,ისეთივე ან იმაზე უარესი,როგორიც მისი მშობლები იყვნენ.ლიბერალური-ბავშვებისდამოუკიდებლობასადაინდივიდუალურობასდიდყურადღებასუთმობენ,მათსითბოთიდამზრუნველობითზრდიან,თუმცაკონტროლისუსტიადამშობლებივერახერხებენბავშვებისათვისსაზოგადოებაშიარსებულიქცევისნორმებისსწავლებას.იმ იმედით რომ მშობელი ბავშვს ყოველთის დაეხმარება და არასდროს არ დასჯის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ყალიბდება დევიანტური,პროსოციალური ქცევა.ინდიფერენტული-ამ დროს ბავშვი არის მშობლების მხრიდან ემოციურად გარიყული.ვერღებულობს სითბოს,არ ხდება ბავშვის ინტერესების გათვალისწინება.შესაძლოა ადგილი ჰქონდეს უტრირებულ ყურადღებას.თუმცა რაღათქმაუნდა ბავშვიამ ხელოვნურობას ხედავს.ასეთ შემთხვევაში ისინი თავს გრძნობენ ზედმეტებად,უჩნდებათ პროტესტი,რაც იწვევს აგრესიულ ქცევას.ასევე იმისთვის რომრამენაირად მიიქციონ მშობლის ყურადღება აგრესიულს ქცევას ხშირად მიმართავენ.წინააღმდეგობრივი აღზრდის სტილი-ამ დროს ადგილი აქვს ორი გასნხვავებული,საპირისპირო აღზრდის სტილის გამოყენებას მშობლების მხრიდან ბავშვთან ურთიერთობაში.მაგ:შესაძლოა მამის აღზრდის სტილი იყოს ავტორირარული,ხოლო დედის წამქეზებლური ჰიპოპროტექცია.ამგვარი სიტუაციის დროს ბავშვი გაურკვევლობაში,არ იცის რა გააკეთოს-ამიტომ ხშირად მიმართავს აგრესია.3.საზოგადოებაში,ოჯახშიდაყველაზეხშირადსკოლებშივხდებსუარყოფა,განდევნადადაცინვა-რასაცადამაინიმიყავსფრუსტრაციამდე,ხოლოამუკანასკნელსკიაგრესიამდე.ყველაზე მწვავე პრობლემა მოზარდებში ბულინგია.ეს უკანასკნელი ნიშნავს ჩაგვრას,მსხვერპლის ამორჩევას და მის აქტიურ დევნას.ეს შესაძლოა იყოს:ფიზიკური ნაკლი,ქცევის თავისებურებები(ჰიპერაქტიული/ჩაკეტილობა),გარეგნობა,ორიენტაცია,სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა და ა.შ.ბულინგის ყველაზე გავრცელებული ფორმებია:ვებალური ბულინგი(დამცირება,შეურაცყოფა),ფიზიკური(ცემა),ფსიქოლოგიური(ობსტრუქცია ჯგუფის მიერ),კიბერ ბულინგი(ძალადობა ონლაინ სამყაროში),ფულის გამოძალვა და ა.შ. ამგვარი მოპყრობა ადამიანს აყენებს ჩაგრულის პოზიციაში,რომელიც აუცილებლად გარკვეული დრიოს შემდგომ გამოავლენს აგრესიას ან მაშინვე თავადაც მიმართავს აგრესიულ ქცევას.4.სოციალური დასწავლა-ტელევიზორს,ძალადობრივი ვიდეორგოლებს,ვიდეოთამაშებს,ანიმაციებს, ფილმებს,მასმედიას დიდი  გავლენა ადამიანის ქცევაზე.კერძოდ მათში არსებული აგრესიული შინაარსის სცენები იწვევს აგრესიას ადამიანებში.ეს ყოველივე კი ახალგაზრდებში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.ფაქტობრივად,ძნელია მოზარდის პოვნა,რომელიც ამით არ არის დაკავებული.მათი ხშირი თამაშისა თუყურების შემდგომ ხდება აგრესიული ქცევის დასწავლა,ჩვენივე უნივერსალური მექანიზმისწაბაძვა,იმიტაციის  საფუძველზე.ამას ადასტურებს მთელირიგი ექსპერიმენტები,რომლეიც ჩატარებული იქნა სხვადახვა დროსა და სხვადასხვა ადამიანების მიერ.მაგ.:ესქპერიმენტები-ალბერტ ბანდურას ,,თოჯინა ბობო’’,ბუშმანის და ანდერსონის ,,ძალადობრივი ვიდეო თამაშები და მტრული მოლოდინები-კვლევა აგრესიის გავრცელების მოდელი’’,ლეონარდ ბერკოვიცი ,,ძალადობაზე დაკვირვების ეფექტი’’ და სხვა.

არსებობს თუ არა სქესთასორისი განსხვავება აგრესიული ქცევის განხორციელების დროს?ჯეიმს დებსის,ნინ კრიკის და სხვათა მიერ ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ,რომ სქესთაშორისი განსხვავება არსებობს-მამრობითი სქესის წარმომადგენლები მიმართავენ უფრო მეტი სიხშირთ ფიზიკურ აგრესიას(ჩხუბი),ხოლო მდედრობითი სქესის წარმომადგენლები კი სიტყვიერს(ჭორაობა,დაცინვა).ასევე ტესტოსტერონის(მამრობით სქესობრივი ჰორმონი) სიჭარბე  მატებს აგრესიის სიხშირეს.

 აგრესიული ქცევის პრეცენცია:

  1. სიცილის და იუმორის გამოყენება-მოზარდთა ურთიერთობის დროს ჯანსაღი იუმორის გამოყენება მათთანურთიერთობისას საკმაოდ კარგ შედეგს გვაძლევს.ამ დროს ისინი უფრო მეტად გახსნილნი,კონტაქტურები,გულღიები არიან.აღსანიშნავია ის,რომ არ უნდა გამოვიყენოთ იუმორი,რომელიც სარკაზმით არის გაჯერებული,ვინაიდან იგი უფრო მეტად გაამძაფრებს აგრესიას და სისტემატურ სახეს მისცემს მას.(ვერბალური აგრესია).
  2. ,,როლური თამაშები’’-როლური თამაშების გამოყენებით,შეგვიძლია მოზარდს ვასწავლოთ თუ როგორ მოიქცეს აგრესიული სიტუაციის დროს.მაგ.:გავათამაშოთ კონფლიქტური სიტუაცია და ვაჩვენოთ არსებული პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზები,რომლების აგრესიას არ მოიცავს.ანუ ჯერ არაგრესიული ქცევითი მოდელის შემუშავებას ვახდენთ დაშემდგომ ვანხორციელებთ მის ფიქსირებას.
  3. ემპათიის,თანაგანცდის გამომუშავება-ვასწავლით თანაგანცდას,სხვა ადამიანებთან საკუთარი თავის გაიგივებას.მაგ.:სხვების ემოციურ მდგომარეობაზე ყურადღების გამახვილება-.მაგ.:ფრაზები-,,მეწყინა,ვწუხვარ’’
  4. თვითცნობიერების ამაღლება-მოზარდი სწავლობს,შეიმეცნებს საკუთარი თავს.როგორია,რა უნარები,შესაძლებლობები აქვს.ახდებს ანალიზს საკუთარი ქცევებისადა ობიექტივირებას აგრესიული ქცევების.
  5. აგრესიის მაპროვოცირებელი ფაქტორების მოხსნა-მაგალითად :ძალადობა,შეურაცყოფა,უგულებელყოფა,ასევე აგრესიის ფიზიკური დეტერმინატების მოხსნა,მაგ.:ტემპერატურა,ხმაური.
  6. არააგრესიული ქცევის მოდელირება-ამ დროს ვახდენთ მოზარდებში არაგრესიული ქცევითი მოდელების ჩამოყალიბებას ეტალონებად.ბავშვები მუდმივად აკვირდებიან მათ გარშემომყოფ ადამიანებს,პირველ რიგში კი მშობლებს,უახლოეს ადამიანებს.ამიტომ აუცილებელია ჯერ ჩვენი ქცევა ვაკონტროლოთ.ის არ უნდა  იყოს აგრესიული,რათა ბავშვებმა/მოზარდებმა არ მოახდინონ ამგვარი ქცევის იმიტაცია,დასწავლა.ასევე უნდა ვაჩვენოთ ისეთი ფილმები,ანიმაციები,წავუკითხოთ/წავაკითხოთ წიგნები,სტატიები,მოვუყვეთ ისტორიები,

სადაც აგრესიული ქცევა იქნება უარყოფილი,ხოლო არაგრესიული წახალისებული.

  1. არააგრესიული ქცევის განმტკიცება-იმ შემთხვევაში,როდესაც მოხდება არაგრესიული,პროსოციალური ქცევის განხორციელება ამ დროს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ მოზარდისადმი დადებითი განმამტკიცებელი.მაგ.:სხვაზე ზრუნვის დროს მოზარდის ქცევის შექება.
  2. მოთმინება-მაშინ,როდესაც მოზარდი ანხორციელებს აგრესიულ ქცევას,ამ დროს მშობელმა მოზარდის აგრესიას აგრესიით არ უნდა უპასუხოს.ეს უფრო გაართულებს სიტუაციას.ამ დროს საჭიროა პირველ რიგში მშობელმა აკონტროლოს საკუთარი ემოციონალური მდგომარეობა,დაელოდოს მოზარდის დამშვიდებას და მხოლოდ ამის შემდგომ უნდა დაუწყოთ  საუბარი და გაანალიზება მისი აგრესიული ქცევისა.
  3. ინტერნეტ სამყაროსთან კონტაქტის შემცირება-აგრესიული ფილმების,ანიმაციების ყურებისა და აგრესიული ვიდეოთამაშების აკრძალვა.მათი ჩანაცვლება შემეცნებითი ინფორმაციითა და თამაშებით.
  4. აღზრდის სტილი-ავტირუტეტული(მაღალი მიმღეობა,ჩართულობა კონტროლის ტექნიკისა და შესაბამისი ავტონომიის გარანტია).მაშინ როდესაც ბავშვსა და მშობელ შორის არის ჯანსაღი ურთიერთობა,როდესაც მოზარდმა იცის რას ნიშნავს საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობის აღება,აქვს თვითრეგულაციის უანრი განვითარებული,როდესდაც ოჯახის წევრები მოზარდის ცხოვრებაში არიან აქტიურად ჩართულნი(მათთან ერთად ატარებენ დროს,ერთად მსჯელობენ და იღებენ გადაწყვეტილებებს),მაშინ მოზარდი ადვილად ადაპტური ხდება გარემოში,ფიქსირდება აგრესიის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი.ესე იგი საჭიროა მოზარდსა და მშობლებს შორის არსებული ძლიერი კავშირი და არა მათი კონტროლი.
  5. აგრესიული ქცევის სუბლიმაცია-აგრესიული შინაარსის ენერგიის გარდაქმნა სოციალურად მისაღ ფორმად.ამის კარგი საშუალებაა მოზარდების სპორტით დაკავება(იმ სპოტრით,რომელიც მათ აინტერესებთ).
  6. საზოგადოებაში ფსიქოლოსოციალური განათლების მიწოდება და მომსახურეობის გაუმჯობესება.იქნება ეს საბავშვო ბაღი,სკოლა,უნივერსიტეტი და ა.შ.აღმზრდელების,პედაგოგების,ფსიქოლოგების,სოც.მუშაკების აქტიური ჩართულობა მოზარდთა ცხოვრებაში.

სტატია მოამზადა დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრის ფსიქო კლუბის წევრმა ხატია ცოცხალაშვილმა

სრულად ნახვა
ბიზნესიფსიქოლოგია

ჭკვიანი ადამიანების ფსიქოლოგია

ჭკვიან ადამიანებთან ურთიერთობისას აუცილებლად უნდა ვიცოდეთ რამდენიმე ფაქტი, რომლებიც დაგვეხმარება  მათთან ურთიერთობის სწორად წარმართვაში

მათ საკუთარი თავის ფასი იციან – ჭკვიანი ხალხის შრომითი უნარები შუასაუკუნეობრივ გილდიათა ცოდნასავით მხოლოდ რჩეულთათვის არის განდობილი და არაფრით ჰგავს ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქისთვის დამახასიათებელ სტანდარტიზებულ, სქემატურ და ყველასთვის ხელმისაწვდომ ცოდნას. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ვერ გადასცემთ ცოდნას ამ ხალხის გარეშე.

 ისინი საღად აზროვნებენ – ჭკვიანი ადამიანები ეძებენ ისეთ კომპანიებს, რომლებიც კარგად დააფინანსებენ მათ ინტერესებს. თუ ორგანიზაციის ფონდები ამოიწურა, ისინი არჩევანს აკეთებენ: ან ხვალ, უხვრესურსიან ადგილს პოულობენ, ან არსებულ ბაზას საკუთარი პროექტების განსახორციელებლად იყენებენ.

 ისინი მოითხოვენ ყველგან შეღწევის თავისუფლებას – თუ მატ ადმინისტრაციასთან მისასვლელ მოკლე გზას მოუჭრით, შეიძლება ჩათვალონ, რომ ორგანიზაცია მათ საქმეს არასერიოზულად ეკიდება.

 მათ ადვილად ბეზრდებათ ყველაფერი – ჩვენს მობილურ სამყაროში ჭკვიან ხალხს ვერ შეინარჩუნებთ, თუ არ დაასაქმებთ მათ ინტელექტუალურად და არ  ჩააბამთ ორგანიზაციის საქმიანობაში.

 მათ მჭიდრო კავშირი აქვთ ერთმანეთთან – ჭკვიანი ხალხი, ჩვეულებრივ, საერთო საინფორმაციო ქსელშია ჩართული. ხშირად ისინი ძალზედ მნიშვნელოვან ცოდნას უზიარებენ ერთმანეთს, რაც, ერთი მხრივ, ორგანიზაციისთვის უფრო ღირებულს ხდის ამ ხალხს, ხოლო, მეორე მხრივ, ზრდის ინფორმაციის გაჟონვის რისკფაქტორს.

Hbr.com

მასალა მოამზადა : ლაშა ჟინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინაფსიქოლოგია

კვლევა : თინეიჯერების ტვინს კანაფი გაცილებით დიდ ზიანს აყენებს, ვიდრე ალკოჰოლი

კანადაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კანაფის გამოყენებით მოზარდები ხანგრძლივ ზიანს აყენებენ თავიანთ ტვინებს.

აღმოჩნდა, რომ კანაფი გაცილებით უარყოფით ზეგავლენას ახდენს თინეიჯერის აზროვნების უნარზე, მეხსიერებასა და ქცევაზე, ვიდრე სასმელი.

კვლევის ფარგლებში ოთხი წლის განმავლობაში 13 წელს ზემოთ ასაკის 3,800-მდე მოზარდი გამოიკვლიეს.

ალკოჰოლური სასმელებისა და ისეთი ნარკოტიკების მიღება, როგორიცაა კანაფი, ახალგაზრდა ასაკში იწვევს შემეცნებით შესაძლებლობებთან დაკავშირებულ  პრობლემებს, ანუ  უარყოფითად  მოქმედებს სწავლაზე, ყურადღების კონცენტრირებასა  და გადაწყვეტილების მიღების უნარზე.

კვლევამ აჩვენა, რომ აღნიშნული პრობლემები გაზრდილია, რადგან გაზრდილია კანაფის მოხმარების მაჩვენებელი. მისი უარყოფითი ეფექტი კი ალკოჰოლის ზეგავლენასთან შედარებით გაცილებით ხანგრძლივად მოქმედებს.

თინეიჯერებში კანაფის მოხმარების მაჩვენებელი ალკოჰოლის მოხმარების მაჩვენებელზე ნაკლებია.  სტატისტიკის თანახმად, მოზარდთა 28 პროცენტს კანაფი ერთხელ მაინც გაუსინჯავს. რაც შეეხება ალკოჰოლის მოხმარებას თინეიჯერებში, აღნიშნული მაჩვენებელი 75 პროცენტს  უტოლდება.

კვლევის დროს კანადის 31 სხვადასხვა სკოლის თინეიჯერები კვლევის ავტორებს წელიწადში ერთხელ ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდიდნენ. კომპიუტერული შემეცნებითი ტესტების საშუალებით კი პარალელურად მათი ტვინების უნარებს ამოწმებდნენ.

მეცნიერებისთვის კვლევის შედეგები მოულოდნელი აღმოჩნდა : კანაფის მოხმარება მოზარდის ტვინზე გაცილებით უარყოფითად მოქმედებს და უარყოფითი ზეგავლენა გრძელდება მაშინაც კი, როდესაც თინეიჯერი კანაფის მოხმარებას წყვეტს. უარყოფითი ზემოქმედება აღინიშნა მახსოვრობაზე, ლოგიკურ აზროვნებასა და ქცევის კონტროლზე.

„მათი ტვინი ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია, მაგრამ ამას კანაფი უშლის ხელს. ამიტომ მოზარდებმა კანაფის მოხმარებისგან რაც შეიძლება დიდხანს უნდა შეიკავონ თავი,“ განაცხადა მონრეალის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, პროფესორმა პატრიცია კონროდმა.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ კვლევის შედეგები ნარკოტიკების პრევენციის პროგრამების აუცილებლობაზე მეტყველებს.

აღსანიშნავია, რომ კანაფი გაერთიანებულ სამეფოში ყველაზე ფართოდ მოხმარებად  არალეგალურ ნარკოტიკულ საშუალებად ითვლება.  ის იწვევს დამოკიდებულებას და მნიშვნელოვნად ზრდის ფსიქოზური დაავადებების განვითარების რისკს, განსაკუთრებით კი მოზარდებში.

ექსპერტები აცხადებენ, რომ კანაფის მოხმარება დაკავშირებულია ისეთ სიმპტომებთან, როგორიცააძილის პრობლემები და გუნება-განწყობილების ცვლილებები.

აღნიშნული კვლევა ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალ Psychiatry-ში გამოქვეყნდა.

წყარო : BBC

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

სრულად ნახვა
ანალიტიკაფსიქოლოგია

პერფექციონიზმი – „ყველაფერი ან არაფერი!”

ფსიქოლოგ ჰოლენდერის განსაზღვრებით, პერფექციონიზმი (ლათინური სიტყვიდან perfectus – „აბსოლუტური სრულყოფილება“) არის პიროვნული მახასიათებელი, რომელიც გულისხმობს საკუთარი თავისადმი უფრო მაღალი მოთხოვნების წაყენებას, ვიდრე ამას გარემოება მოითხოვს.

პერფექციონისტი მიისწრაფვის ძნელად შესასრულებელი ან არარეალური მიზნებისაკენ, თვითკრიტიკულია, და როცა მიზანს ვერ აღწევს, უჩნდება დაბალი თვითშეფასების განცდა. სხვა სიტყვებით, პერფექციონისტის ცხოვრება რეალურად მიუღწეველი იდეალისაკენ სწრაფვაა.

ბერნსის მიხედვით, პერფექციონიზმი არის პიროვნული სტრატეგია, რომელიც გულისხმობს: „ყველაფერი ან არაფერი!“ ინდივიდს აქვს მხოლოდ ორი ალტერნატივა: ან მაღალი სტანდარტების შესატყვისობა, ან სრული კრახი. მნიშვნელოვანი, წარმატებული ადამიანის იმიჯის შესანარჩუნებლად პერფექციონისტი ცდილობს, დამალოს დაშვებული შეცდომები, ან უარი თქვას მისთვის ძნელად განსახორციელებელ ჩანაფიქრზე, რათა თავიდან აიცილოს წარუმატებლობა. პერფექციონისტის პრობლემა ისაა, რომ ის დიდი წარმატებებისათვის ემზადება და იდეალურ მომენტს ელოდება, მაგრამ ეს მომენტი შეიძლება არასოდეს დადგეს. მისი უამრავი დრო და ენერგია მიაქვს მეორეხარისხოვან დეტალებზე მუშაობას. პერფექციონიზმის არსი კარგად არის ასახული გამოთქმაში: „საუკეთესო კარგის მტერია“. პერფექციონიზმი თანდაყოლილი პიროვნული მახასიათებელია, თუმცა მისი ფორმირება, გარკვეულწილად, ბავშვობაში, აღზრდის თავისებურებების გავლენითაც ხდება. მაგალითად, პერფექციონიზმს აყალიბებს მშობლების „პირობადებული სიყვარული“, როცა ბავშვი მხოლოდ იმ შემთხვევაში იმსახურებს შექებას, წახალისებას, თუ მშობლების მოსაწონად იქცევა. როგორც წესი, პერფექციონისტის მშობლები მკაცრი, კრიტიკული, მომთხოვნი ადამიანები არიან და ნაკლებად ავლენენ მხარდაჭერას შვილების მიმართ. მშობლების მოლოდინი და სტანდარტები ხშირად არ შეესაბამება ბავშვის შესაძლებლობებსა და მოთხოვნილებებს. ბავშვი იძულებულია, არასოდეს დაუშვას შეცდომა, რომ გაამართლოს მშობლების მოლოდინი და თავიდან აიცილოს კრიტიკა.

ჰიუტმა და ფლეტმა პერფექციონიზმი აღწერეს, როგორც სამგანზომილებიანი კონსტრუქტი – თვითორიენტირებული, სხვებზე ორიენტირებული და სოციალურად მიწერილი და პერფექციონიზმის გასაზომი სკალაც შეიმუშავეს. თვითორიენტირებული პერფექციონიზმი გულისხმობს საკუთარი თავის მიმართ წაყენებულ ირაციონალურ მოლოდინებსა და სტანდარტებს. ასეთ ადამიანს ახასიათებს დაბალი თვითპატივისცემა და შეიძლება ჰქონდეს ისეთი ფსიქიკური პრობლემები, როგორიცაა: შფოთვა, დეპრესია, მნიშვნელოვანი განსვლა რეალურ და იდეალურ მე-ს შორის. სხვებზე ორიენტირებული პერფექციონიზმი გულისხმობს სხვა ადამიანის მიმართ წაყენებულ მაღალ სტანდარტებს. ასეთი ადამიანი გარშემომყოფებისაგან მოელის სრულყოფილებას, მუდმივად აფასებს მათ და ორიენტირებულია სხვების დადანაშაულებასა და კრიტიკაზე. ეს ქმნის დაძაბულობას, პრობლემებს ინტერპერსონალურ ურთიერთობებში. სოციალურად მიწერილი პერფექციონიზმის მქონე ადამიანი მოქმედებს იმ სტანდარტებისა და მოლოდინების შესაბამისად, რომლებსაც, მისი აზრით, მას უყენებენ მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანები. ის ფიქრობს, რომ სხვები მისგან მოელიან სრულყოფილებას, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გარშემომყოფების შეფასებებს და ეშინია სხვების მხრიდან უარყოფის. ამ ტიპის პერფექციონიზმის მაღალი ხარისხი შეიძლება გახდეს ისეთი ფსიქოლოგიური პრობლემების მიზეზი, როგორიცაა: დეპრესია, სუიციდი, სოციალური შფოთვა, კვებითი აშლილობები. ფსიქოლოგთა ნაწილი წინა პლანზე აყენებს პერფექციონიზმის დადებით ასპექტებს და მიუთითებს, რომ პერფექციონისტები გამოირჩევიან მაღალი მოტივაციით, დაბრკოლებების გადასალახად საჭირო ბრძოლის უნარით. მაგალითად მოჰყავთ მეცნიერების, სპორტის, ხელოვნების მსოფლიოში ცნობილი წარმომადგენლები, რომლებმაც დიდ წარმატებებს მიაღწიეს.

როედელის მიხედვით, პერფექციონიზმი ადამიანს ანიჭებს მიზნის მიღწევის ძლიერ ენერგიასა და მოტივაციას. ჰამაჩეკმა პერფექციონიზმის ორი სახე გამოჰყო – ჯანსაღი (კონსტრუქციული) და ნევროტული (დესტრუქციული). ჯანსაღი პერფექციონიზმის მქონე ადამიანი შრომისმოყვარეა და ლიდერის თვისებები ახასიათებს. ის მოტივირებულია, აქვს მაღალი, მაგრამ რეალისტური სტანდარტები, დიადი მიზნები და მათი მიღწევის კონკრეტული გზები, პოზიტიური, ადეკვატური თვითშეფასება და პრეტენზიის მაღალი დონე. ის მუშაობის პროცესში აზარტულია, გარკვეულწილად შფოთავს კიდეც, მაგრამ თავისი საქმიანობიდან და აქტივობებიდან სიამოვნებას იღებს. ნევროტული პერფექციონიზმის შემთხვევაში სრულყოფილება იდეა-ფიქსი ხდება და ადამიანს წარუმატებლობის ძლიერი შიში იპყრობს; სიყვარულისა და საყოველთაო პატივისცემის დამსახურების სურვილის გამო ირჩევს ისეთ მიზანს, რომელიც მის შესაძლებლობებს აღემატება, ეს კი მასში მუდმივ დაძაბულობას იწვევს. არარეალური მიზნებისაკენ სწრაფვა ხდება საკუთარი თავით უკმაყოფილების, შინაგანი დისჰარმონიისა და სტრესის მიზეზი.

 

წყარო:  Naec.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”  

 

სრულად ნახვა
ფილოსოფიაფრაზებიფსიქოლოგია

სხვებში ის გვეზიზღება, რაც ჩვენი სულის ნაწილიცაა”- ჰერმან ჰესე

,,სხვებში ის გვეზიზღება, რაც, ამავდროულად, ჩვენი სულის ნაწილიცაა. საერთოდ არ გვანაღვლებს ის, რაც ჩვენც არ გვახასიათებს.”

ჰერმან ჰესე

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა  და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 7 8 9 10 11 20
Page 9 of 20