close

კვლევები

კვლევები

ჩერნობილში მცხოვრებ ძაღლებში აუხსნელი გენეტიკური ცვლილებები აღმოაჩინეს – მეცნიერებმა ახალი კვლევის შედეგები გაასაჯაროვეს

ჩერნობილის ზონაში მცხოვრები ველური ძაღლების პოპულაცია გენეტიკურად განსხვავდება სხვა ტერიტორიებზე მცხოვრები ძაღლებისგან. ამას მოწმობს ახალი კვლევის შედეგები, რომლის შესახებაც სამეცნიერო ჟურნალი IFL Science წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ 1986 წელს ჩერნობილიდან ადამიანების მასობრივი განსახლების დროს ათასობით ძაღლი, რომლებიც მიმდებარე სოფლების მოსახლეობის ეზოებში ცხოვრობდნებ, უსახლკაროდ დარჩნენ. ატომური ელექტროსადგურის გარშემო დასხივებულ ზონაში მიტოვებულმა ძაღლებმა შექმნეს სტაბილური პოპულაცია, რომელიც დღესაც არსებობს.

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ ძაღლებმა განიცადეს სწრაფი ევოლუცია ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში და ახლა გენეტიკურად განსხვავდებიან სხვა ძაღლებისგან მთელ მსოფლიოში. მათი დნმ-ის პროფილი იმდენად შეიცვალა, რომ ახლა მათი გენები სულ სხვა შემადგენლობისაა.

ძაღლები არ არიან ერთადერთი სახეობა, რომელიც გარდაიქმნა ჩერნობილის მკაცრი გარემოს გამო. რადიაციის ზონაში მყოფ ზოგიერთ ფრინველს აქვს ნაწლავის სხვადასხვა მიკრობიომა, ხის ბაყაყებმა ფერი იცვალეს და მგლებს აქვთ შეცვლილი იმუნური სისტემა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

მეცნიერები ახალი ანტიბიოტიკის შექმნას ბაყაყის პეპტიდის გამოყენებით აპირებენ

ბაყაყები ასობით მილიონი წლის განმავლობაში თითქმის ყველა კონტინენტზე გავრცელდნენ – ტროპიკული ჯუნგლებიდან დაწყებული, სუბარქტიკული ტყეებით დასრულებული.

ევოლუციის პროცესში მათ გამორჩეული თავდაცვითი მექანიზმები გამოიმუშავეს, მათ შორის აქამდე უცნობი ანტიბიოტიკები. ასე ისინი ტენიან გარემოში მობინადრე უამრავ ბაქტერიასთან იბრძოდნენ. ამ ნაერთების ვარიაციებმა, შესაძლოა, მომავალში ადამიანები მედიკამენტების მიმართ რეზისტენტული პათოგენებისგან დაიცვას.

ახალ ნაშრომში სეზარ დე ლა ფუენტე, პენსილვანიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ხელოვნური პეპტიდების შექმნას აღწერს. ისინი ანტიბიოტიკების კლასს მიეკუთვნება და სამხრეთ აზიაში მობინადრე ბაყაყის სეკრეტებისგან მიიღეს.

კვლევა დე ლა ფუენტეს ლაბორატორიის წინა ნაშრომებს ეფუძნება. მათში მეცნიერებმა მოულოდნელ ადგილებში აღმოჩენილი ანტიბიოტიკები აღწერეს. ასეთი ადგილებია, თუნდაც, გადაშენებული ორგანიზმების (მაგალითად, მამონტებისა და ნეანდერტალელების) დნმ ანდა ადამიანის ნაწლავის მიკრობიომი.

“თითოეული კვლევის შთაგონების წყარო იმ გარემოს წარმოდგენაა, რომელშიც ევოლუცია პოტენციურად ანტიბიოტიკების განვითარებას შეუწყობდა ხელს”, — ამბობს დე ლა ფუენტე — “ამფიბიები მიკრობებით სავსე გარემოში ცხოვრობენ, თუმცა ინფექციებით იშვიათად ავადდებიან. ეს ნიშნავს, რომ ისინი ანტიმიკრობულ ნაერთებს გამოიმუშავებენ”.

2012 წელს ჩინელმა მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ Odorrana andersonii-ის სახეობის ბაყაყი ანტიმიკრობულ პეპტიდს, სახელად Andersonnin-D1, გამოყოფს.

ეს ამფიბია პირველად XIX საუკუნეში ბელგიელმა ნატურალისტმა აღწერა. სახეობა უნიკალური სუნით გამოირჩევა, მის მიერ გამოყოფილ პეპტიდს კი კლინიკური გამოყენებისთვის შეუსაბამო თავისებურება ახასიათებს. ეს პეპტიდი გროვებად იკრიბება, რაც ტოქსიკური გვერდითი მოვლენების რისკს ზრდის და ბაქტერიებთან ბრძოლაში ნივთიერების ეფექტიანობას ამცირებს.

დე ლა ფუენტემ და მისმა კოლეგებმა კვლევისთვის პეპტიდის ქიმიურ სტრუქტურაში მცირე ცვლილებები შეიტანეს. შედეგად მათ ანტიბიოტიკებად გამოსადეგი რამდენიმე ვარიანტი მიიღეს, რომლებიც არცერთ გვერდით მოვლენას არ იწვევს.

“სტრუქტურაზე ორიენტირებული დიზაინის მეშვეობით ჩვენ მოლეკულის თანმიმდევრობას ვცვლით”, — ამბობს მარსელო ტორესი, სტატიის თანაავტორი — “შემდეგ კი ვაკვირდებით, ეს მუტაციები როგორ მოქმედებს იმ ფუნქციაზე, რომლის გაუმჯობესებასაც ვცდილობთ”.

მას შემდეგ, რაც სტრუქტურაზე ორიენტირებული დიზაინის ორი ეტაპი გაიარეს, მკვლევრებმა შექმნილი სინთეზური პეპტიდები სხვადასხვა ტიპის ბაქტერიაზე გამოცადეს. პრეკლინიკური მოდელების გამოყენებით გუნდმა აღმოაჩინა, რომ ახალი ნაერთები საშიში ბაქტერიების წინააღმდეგ ისეთივე ეფექტიანია, როგორც უძლიერესი ანტიბიოტიკები, მაგალითად პოლიმიქსინ B. ამასთანავე, მათი გამოყენებისას უჯრედები და ნაწლავის სასარგებლო ბაქტერიები არ დაზიანებულა.

მკვლევრებმა პეპტიდები არამხოლოდ ერთი სახეობის ბაქტერიებთან, არამედ სხვადასხვა უფრო რთულ სიტუაციაში გამოცადეს. ამან მათ საშუალება მისცა, ანტიბიოტიკების ეფექტი რეალურ გარემოში შეეფასებინათ.

“ეს ექსპერიმენტები საკმაოდ რთული ჩასატარებელია, რადგან საჭიროა სხვადასხვა ბაქტერიის ერთდროულად გაზრდა”, – აცხადებს დე ლა ფუენტე.

თუ დამატებითი ტესტირებები წარმატებით ჩაივლის, მკვლევრები შექმნილ პეპტიდებს ახალი ექსპერიმენტული პრეპარატების (IND)დამტკიცების პროცესში ჩართავენ. ეს ბოლო ეტაპია, სანამ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია (FDA) ნებართვას გასცემს, რომ პრეპარატი კლინიკურად გამოიცადოს.

დე ლა ფუენტე მედიცინაში ბუნების პოტენციალს უსვამს ხაზს:

“გვიხარია, რომ ბაყაყები და, ზოგადად, ბუნება შეიძლება შთაგონების წყაროდ იქცეს ახალი მოლეკულების შექმნისთვის. შემდეგ ისინი ანტიბიოტიკებად გარდაიქმნება”, – ამბობს იგი – “ინჟინერიის შესაძლებლობების წყალობით შეგვიძლია, ეს ბუნებრივი მოლეკულები ავიღოთ და კაცობრიობისთვის რაღაც უფრო სასარგებლოდ ვაქციოთ”.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

წითელა ადამიანის ორგანიზმს უკიდურესად დიდ, ზოგჯერ გამოუსწორებელ ზიანს აყენებს – კვლევა

წითელას ინფექციები უკიდურესად სერიოზულია. 2025 წელს აშშ-ში ინფიცირებულთა 14 პროცენტს ჰოსპიტალიზება დასჭირდა. შარშან ეს მაჩვენებელი 40 პროცენტი იყო.

წითელას შეუძლია დააზიანოს ფილტვები და იმუნური სისტემა, გამოიწვიოს თავის ტვინის სამუდამოდ დაზიანება. ყოველი 1000 ინფიცირებულიდან ერთი კი კვდება. მიუხედავად იმისა, რომ წითელას ვაქცინაციის პროგრამა აშშ-ში ბოლო 60 წლის განმავლობაში ძლიერ წარმატებული იყო, ბოლო წლებში შემთხვევების რაოდენობა გახშირდა.

წითელა ერთ-ერთი ყველაზე გადამდები დაავადებაა მთელ პლანეტაზე. ერთი ინფიცირებული ადამიანი მის გარშემო 9-10 ადამიანს აინფიცირებს, თუკი ისინი არავაქცინირებულები არიან. ორდოზიანი ვაქცინა წითელას პრევენციაში 97%-ით ეფექტიანია.

როდესაც წითელას ვირუსი ადამიანს აინფიცირებს, უჯრედის ზედაპირზე ეკვრის კონკრეტულ ცილებს. შემდეგ შიგნით უშვებს თავის გენომს, იწყებს გამრავლებას და ამ პროცესში უჯრედები ნადგურდება. პირველად ეს ზედა სასუნთქ გზებსა და ფილტვებში ხდება, სადაც ვირუსი აზიანებს ადამიანის ნორმალურად სუნთქვის უნარს.

ამ ორივე ადგილას, ვირუსი ასევე აინფიცირებს იმუნურ უჯრედებს, რომლებსაც ის ლიმფურ კვანძებში მიაქვს და უკვე იქიდან, მთელ სხეულში.

წითელას მქონე ადამიანთა საავადმყოფოში მოხვედრას ძირითადად იწვევს ამ დაავადების ეფექტები ფილტვებზე. ვინაიდან ვირუსი ფილტვის უჯრედებს ანადგურებს, პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ვირუსული პნევმონია, რასაც ახასიათებს ძლიერი ხველა და სუნთქვის გაძნელება. წითელას პნევმონია ყოველი 20 ინფიცირებული ბავშვიდან ერთს უვითარდება და პატარა ბავშვების წითელათი სიკვდილის ძირითადი მიზეზია.

წითელას ვირუსს შეუძლია, პირდაპირ შეიჭრას ნერვულ სისტემაში და ანთების გამოწვევით ისიც დააზიანოს.

წითელა თავის ტვინის მწვავე დაზიანებას ორი სხვადასხვა გზით იწვევს: ტვინის პირდაპირი ინფიცირება, რაც დაახლოებით 1000-დან ერთ ადამიანში ხდება; და ტვინის ანთება, რაც ინფიცირებიდან 2-30 დღის შემდეგ შეიძლება მოხდეს. ასეთი შემთხვევებიც ათასიდან დაახლოებით ერთია. ასეთ მოვლენას გადარჩენილ ბავშვებს შეიძლება განუვითარდეთ თავის ტვინის სამუდამო დაზიანება და ისეთი მდგომარეობები, როგორიცაა სიბრმავე და სმენის დაკარგვა.

წითელას ინფექციის განსაკუთრებით საგანგაშო, მაგრამ ნაკლებად შესწავლილი ეფექტი ისაა, რომ შეუძლია, შეამციროს იმუნური სისტემის უნარი, ამოიცნოს წარსულში შეხვედრილი პათოგენები. მკვლევრები დიდი ხანია ეჭვობდნენ, რომ წითელაზე ვაქცინირებულ ბავშვს სხვა დაავადებებისადმიც უკეთესი იმუნიტეტი აქვს, მაგრამ არ იყვნენ დარწმუნებული, რატომ.

2019 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, წითელას ინფექციამ გაანადგურა ინფიცირებულთა ანტისხეულების 11-დან 75 პროცენტამდე, რამაც ისინი მოწყვლადი დატოვა იმ სხვა მრავალი ინფექციისადმი, რომლებიც წარსულში უკვე ჰქონდათ გადატანილი და იმუნიტეტიც გააჩნდათ. ამ ეფექტს იმუნურ ამნეზიას უწოდებენ და იქამდე გრძელდება, ვიდრე ადამიანები ხელახლა არ დაინფიცირდებიან ან აიცრებიან თითოეულ იმ დაავადებაზე, რომლებიც მათმა იმუნურმა სისტემამ დაივიწყა.

იშვიათ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც ადამიანი გამოჯანმრთელდება, ვირუსი შეიძლება ადამიანის თავის ტვინში დარჩეს დაუფიქსირებელ დონეზე და 7-10 წლის შემდეგ ხელახლა გააქტიურდეს.

ამ დაავადებას ქვემწვავე სკლეროზულ პანენცეფალიტს უწოდებენ და წარმოადგენს პროგრესულ დემენციას, რომელიც თითქმის ყოველთვის ფატალურია. ემართება წითელას მქონე ყოველი 25 000 ადამიანიდან დაახლოებით ერთს, მაგრამ ხუთჯერ უფრო ხშირია ინფიცირებულ ერთ წლამდე ჩვილებში.

მკვლევრები დიდი ხანია ეჭვობდნენ, რომ ასეთი ინფექციები გამოწვეული იყო წითელას კონკრეტული შტამით, მაგრამ უფრო ახალი კვლევები მიუთითებს, რომ წითელას ვირუსს შეუძლია განიცადოს მუტაციები, რომლებიც მას პირველადი ინფექციის დროს აძლევს თავის ტვინის ინფიცირების საშუალებას.

წითელას ვირუსის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის შესასწავლი. მაგალითად, მეცნიერები იკვლევენ ანტისხეულებით თერაპიას მწვავე შემთხვევებისათვის.

თუმცა, თუნდაც მკურნალობის ეს საშუალება ეფექტიანი აღმოჩნდეს, წითელას სერიოზული ეფექტების პრევენციის საუკეთესო გზა ვაქცინაციაა.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით, რომელიც  მიხეილ ჭაბუკაშვილმა თარგმნა

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

1 გრამი საღეჭი რეზინა 100 მიკროპლასტმასს შეიცავს – არის თუ არა ეს ჯანმრთელობისთვის საშიში – მეცნიერების განმარტება

საღეჭი რეზინას, შეუძლია თქვენს ნერწყვში ასობით ან თუნდაც ათასობით მიკროპლასტიკის გამოყოფა . ამის დასტურია ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევა, წერს FoxNews.

„ჩვენ ვიყენებთ პლასტმასს ყოველდღე – ბოთლებს, კონტეინერებს, შეფუთვას. დროთა განმავლობაში ის იშლება მიკრონაწილაკებად, რომლებსაც შეუიარაღებელი თვალით ვერ ვხედავთ. ეს არის მიკროპლასტიკა”, – განმარტა სანჯაი მოჰანტიმ, სამოქალაქო და გარემოს ინჟინერიის ასოცირებულმა პროფესორმა.

აღნიშნულია, რომ მკვლევრებმა გამოსცადეს ბაზარზე არსებული 10 ბრენდის საღეჭი რეზინი – 5 სინთეტიკური და 5 ნატურალური. მათი სახელები სპეციალურად არ სახელდება.

მკვლევარმა განმარტა, რომ საღეჭი რეზინა მიიღება პოლიმერით, რომელიც პლასტმასის მსგავსია. მეცნიერის თქმით, ბუნებრივი საღეჭი რეზინის დროს იყენებენ მცენარეულ პოლიმერს, რომელიც მომხმარებელთა უმეტესობის აზრით უფრო უსაფრთხოა. თუმცა, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ამ ტიპის რეზინი ასევე შეიცავს მიკროპლასტიკებს.

„თავდაპირველად ვივარაუდეთ, რომ ბუნებრივი რეზინი იქნებოდა პლასტმასისგან თავისუფალი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს არასწორი იყო“, – თქვა ლიზა ლოუმმა, რომელიც ასევე მონაწილეობდა კვლევაში.

ყველა შემოწმებული რეზინის ზოლები შეიცავდა ერთსა და იმავე პოლიმერებს: პოლიოლეფინებს, პოლიეთილენ ტერეფტალატს, პოლიაკრილამიდს და პოლისტიროლს.

კვლევის მონაწილეებმა თითო-თითო ბრენდის შვიდი ცალი საღეჭი რეიზინი დაღეჭეს. თითოეული ნიმუშისთვის ღეჭა 4 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც ნერწყვი შეგროვდა ანალიზისთვის.

შედეგებმა აჩვენა, რომ საშუალოდ, ერთი გრამი რეზინა შეიცავს 100 მიკროპლასტმასს. ერთი ღეჭვისას ნერწყვში 200-250 მიკროპლასტიკა გამოიყოფა.

„რას აკეთებს მიკროპლასტიკა, ჯერ დადგენილი არ არის. თუმცა უკვე დადასტურებულია, რომ ის ადამიანის ორგანიზმში გროვდება”, – აღნიშნა მეცნიერმა.

ვაშინგტონში კონდიტერების ეროვნული ასოციაციის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სურსათის უვნებლობა არის ნომერ 1 პრიორიტეტი საკონდიტრო კომპანიებისთვის, რომლებიც იყენებენ მხოლოდ სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებულ ინგრედიენტებს.

„ამ პატარა საპილოტე კვლევის ავტორები ადვილად აღიარებენ თავიანთ პრესრელიზში, რომ არ არსებობს განგაშის საფუძველი. საღეჭი რეზინი ისეთივე უსაფრთხოა, როგორც ეს იყო ბოლო 100 წლის განმავლობაში”, – განმარტა მან.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

ღორის სისხლი შესაძლოა გაახალგაზრდავების წყაროდ იქცეს

ახა­ლი კვლე­ვით, მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ღო­რის სის­ხლში ნა­პოვ­ნი ნა­ერ­თე­ბის­გან შე­მუ­შა­ვე­ბულ ახალ თე­რა­პი­ულ სა­შუ­ა­ლე­ბას E5 -ს შე­უძ­ლია ორ­გა­ნიზ­მის გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბა.

და­ბე­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო E5 გა­მოს­ცა­დეს ასა­კო­ვან ვირ­თხებ­ზე, სწო­რედ ამ ცდე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი კვლე­ვის ან­გა­რიშ­ში, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხან გა­მოქ­ვეყ­ნდა ჟურ­ნალ­ში GeroScience, ვკი­თხუ­ლობთ რომ E5 შედ­გე­ბა რთუ­ლი ნა­ნო­ნა­წი­ლა­კე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდა პლა­სე­ბის­გან.

და­ბე­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თე­რა­პი­ის დროს ახალ­გაზ­რდა ღო­რის სის­ხლით მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა ასა­კო­ვა­ნი ვირ­თხის ორ­გა­ნიზ­მში შე­იყ­ვა­ნეს, რა­მაც უჯრე­დე­ბის გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბა გა­მო­იწ­ვია. მეც­ნი­ე­რე­ბის აზ­რით, თუ მსგავ­სი ექ­სპე­რი­მენ­ტის ჩა­ტა­რე­ბა ადა­მი­ან­ზე გახ­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, მა­შინ 80 წლის მო­ხუ­ცი 26 წლის ახალ­გაზ­რდას და­ემ­სგავ­სე­ბა.

კვლე­ვე­ბის შე­დე­გად ისიც დად­გინ­და, რომ ღო­რის სის­ხლს გა­მა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბე­ლი ეფექ­ტი ჰქონ­და ვირ­თხე­ბის სხვა­დას­ხვა ქსო­ვილ­ზე, ის ასე­ვე ცვლის სის­ხლის, გუ­ლი­სა და ღვიძ­ლის ბი­ო­ლო­გი­ურ ასაკს.

“მკურ­ნა­ლო­ბამ გა­ა­ნა­ხევ­რა სის­ხლის, გუ­ლის და ღვიძ­ლის ქსო­ვი­ლის ეპი­გე­ნე­ტი­კუ­რი ასა­კი… ასე­ვე იყო ნაკ­ლე­ბად გა­მო­ხა­ტუ­ლი, მაგ­რამ სტა­ტის­ტი­კუ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბის ეფექ­ტი თა­ვის ტვი­ნის ჰი­პო­თა­ლა­მუს­ზე. და­ვა­ფიქ­სი­რეთ ქცე­ვი­თი და კოგ­ნი­ტი­უ­რი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბაც”, – აღ­ნიშ­ნუ­ლია კვლე­ვა­ში.

მა­თი­ვე თქმით, პლაზ­მუ­რი ფრაქ­ცი­ე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა თან­მიმ­დევ­რუ­ლად ეფექ­ტი­ა­ნია რო­გორც მამრ, ასე­ვე მდედრ ვირ­თხებ­ში. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მეც­ნი­ე­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ამ ტი­პის თე­რა­პი­ამ შე­საძ­ლოა ადა­მი­ან­ზე უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა იქო­ნი­ოს:

”ის, რაც სა­სარ­გებ­ლოა ერთი სა­ხე­ო­ბის­თვის, შე­იძ­ლე­ბა კა­ტას­ტრო­ფუ­ლი აღ­მოჩ­ნდეს მე­ო­რის­თვის“, – მათი მტკი­ცე­ბით, მრა­ვა­ლი გა­მა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბე­ლი მკურ­ნა­ლო­ბა მღრღნე­ლე­ბი­დან ადა­მი­ან­ზე ეფექ­ტი­ა­ნად არ გა­და­დის.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

4.22 მილიარდი წლის წინ მთვარის მანტია “ამოტრიალდა” — კვლევა

არიზონის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა გააანალიზეს, როგორი იყო მთვარის ადრეული შიდა სტრუქტურა და იქ მიმდინარე პროცესები გამოავლინეს. კერძოდ, მათ გაარკვიეს, როგორ “ამოტრიალდა” ამ ციური სხეულის მანტია რამდენიმე მილიარდი წლის წინ.

“მთვარის ისტორიის ამ კრიტიკული ფაზისას მოვლენათა ზუსტი მიმდევრობის შესახებ მწირი ფიზიკური მტკიცებულებები მოგვეპოვებოდა. ასევე, შეუთანხმებლობაა იმის შესახებ, თუ რამ გადაინაცვლა ქვევით, პირდაპირი მნიშვნელობით”, — აცხადებენ სპეციალისტები.

გავრცელებული თეორიის თანახმად, მთვარე დაახლოებით 4.5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა, როცა დედამიწას მცირე ზომის ობიექტი თეია შეეჯახა. შედეგად საკმარისი მატერია გამოიყო, რათა ჩვენი პლანეტის ორბიტაზე თანამგზავრი გაჩენილიყო.

ფოტო: NASA

პროგრამა Apollo-ს ფარგლებში მთვარიდან ჩამოტანილი ნიმუშების გამოკვლევამ მისი წარსულის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდა. მაგალითად, მის ზედაპირზე არსებულ ვულკანურ ქვებში დიდი ოდენობით ტიტანს მიაგნეს. სატელიტურმა დაკვირვებებმა ცხადყო, რომ მსგავსი ქანები ჩვენი მეზობელი ციური სხეულის იმ მხარეს უფრო უხვადაა, რომელიც მუდმივად დედამიწისკენაა მობრუნებული.

გამოცემაში Nature Geoscienceგამოქვეყნებული ახალი ნაშრომით ვიგებთ, რამ გამოიწვია ეს.

ფორმირების პირველ ეტაპზე მთვარე მთლიანად მაგმის ოკეანით უნდა ყოფილიყო დაფარული. როცა დამდნარი ქვები გაცივდა, მანტია და ქერქი წარმოიქმნა. ამის მიუხედავად, ზედაპირის ქვეშ ჯერ კიდევ არასტაბილური გარემო იყო. კომპიუტერული მოდელების მიხედვით, ქერქის ქვეშ არსებულმა მაგმამ, დიდი ალბათობით, კრისტალიზაცია განიცადა და მკვრივი მინერალები წარმოშვა. მათ შორისაა ილმენიტი, რომელიც დიდი ოდენობით ტიტანსა და რკინას შეიცავს.

იქიდან გამომდინარე, რომ ეს ორივე ელემენტი მათ ქვეშ არსებულ მანტიაზე მკვრივი იყო, ამან გრავიტაციული არასტაბილურობა გამოიწვია. ასეთ პირობებში მოსალოდნელია, რომ მსგავსი შრე უფრო ღრმად ჩასულიყო. იქ აღნიშნული მატერია მანტიას შეერია და დადნა, შემდეგ კი ზედაპირზე ტიტანით მდიდარი ლავის სახით გადმოინაცვლა.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მთვარის გრავიტაციული ველის წყალობით შესაძლებელი იყო იმის გაგება, თუ როგორაა გადანაწილებული ზემოხსენებული შრის დაღმასვლის შემდეგ ფორმირებული ილმენიტის ნარჩენები. ამისთვის მათ NASA-ს ზონდის მონაცემები გამოიყენეს და დაასკვნეს, რომ მსგავსმა მინერალებმა სწორედ მთვარის ხილული მხარისკენ გადაინაცვლა და სიღრმეში კასკადურად “ჩაიძირა”. ავტორთა გამოთვლებით, ეს დაახლოებით 4.22 მილიარდი წლის წინ უნდა მომხდარიყო.

ამ პროცესმა ციური სხეულის გრავიტაციულ ველზე კვალი დატოვა, რომელიც ხელოვნურმა თანამგზავრმა დააფიქსირა. ახალი შედეგები მთვარის ვულკანიზმსაც შეესაბამება.

“გამოდის, რომ მთვარის ყველაზე ადრეული ისტორია მისი ზედაპირის ქვეშაა შემონახული, მის გამოსავლენად კი მოდელებისა და მონაცემების სწორი კომბინაცია იყო საჭირო”, — ამბობენ მეცნიერები.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

მეცნიერებმა სიმსივნის უჯრედების თვითგანადგურების პოტენციურ გზას მიაგნეს – იქცევა თუ არა ეს აღმოჩენა კიბოს დამარცხების საშუალებად?

მკვლე­ვა­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მათ კი­ბოს უჯრე­დე­ბის თვით­გა­ნად­გუ­რე­ბის გზას მი­აგ­ნეს. კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში მდე­ბა­რე კი­ბოს ცენ­ტრის მეც­ნი­ე­რებ­მა CD95-ის რე­ცეპ­ტორ­ში ცილა იპო­ვეს, რო­მელ­საც კი­ბოს უჯრე­დე­ბის მოკ­ვლა შე­უძ­ლია. CD95 დიდი ხა­ნია გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც “სიკ­ვდი­ლის რე­ცეპ­ტო­რი”, რად­გან მათ ისე­თი სიგ­ნა­ლის გაგ­ზავ­ნა შე­უძ­ლი­ათ, რო­მე­ლიც კი­ბოს უჯრე­დე­ბის “თვით­გა­ნად­გუ­რე­ბას” იწ­ვევს.

ჯო­გენ­დერ ტუ­შირ სინ­გჰი, მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ის და იმუნ­ლო­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი და კვლე­ვის უფ­რო­სი ავ­ტო­რი ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნით კმა­ყო­ფი­ლია და იმე­დოვ­ნებს, რომ ეს სიმ­სივ­ნის მკურ­ნა­ლო­ბა­ში გა­დამ­წყვეტ ნა­ბი­ჯად იქ­ცე­ვა.

“ახ­ლად აღ­მო­ჩე­ნილ თე­რა­პი­ას, სიმ­სივ­ნუ­რი უჯრე­დე­ბის მოკ­ვლას­თან ერ­თად, იმუ­ნო­თე­რა­პი­ის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის გაზ­რდაც შე­ეძ­ლე­ბა. ეს სიმ­სივ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ორ­მა­გი დარ­ტყმა იქ­ნე­ბა”, – ნათ­ქვა­მია მკვლე­ვარ­თა გან­ცხა­დე­ბა­ში.

ექ­სპერ­ტე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ კი­ბოს სა­მო­მავ­ლო მე­დი­კა­მენ­ტებს შე­ეძ­ლე­ბათ გა­აძ­ლი­ე­რონ CD95-ის რე­ცეპ­ტო­რე­ბის აქ­ტი­ვო­ბა, რათა სიმ­სივ­ნე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლი ახა­ლი ია­რა­ღი შე­იქ­მნას, რომ­ლებ­საც ის­ტო­რი­უ­ლად ქი­რურ­გი­ით, ქი­მი­ო­თე­რა­პი­ით და რა­დი­ა­ცი­ით მკურ­ნა­ლობ­დნენ. კვლე­ვის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ტუ­შირ სინ­გჰ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ კი­ბოს მკვლე­ვა­რებს ახლა შე­უძ­ლი­ათ კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბი­დან ადა­მი­ა­ნის სიმ­სივ­ნის ნი­მუ­შე­ბი შე­აგ­რო­ვონ, რათა ამ აღ­მო­ჩე­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ახა­ლი ანა­ლი­ზი ჩა­ა­ტა­რონ.

წყა­რო: nypost

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკაეკონომიკაკვლევებიმსოფლიოსამართალისოციოლოგია

რამდენ მოგებას აკარგვინებს მსოფლიო ეკონომიკას ქალისა და მამაკაცის ანაზღაურებას შორის სხვაობა

მსოფლიო ბანკის მიერ 141 ქვეყანაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მამაკაცსა და ქალს შორის სამუშაო ანაზღაურებას შორის განსხვავების გამო, მსოფლიო ეკონომიკა დიდ ზარალს განიცდის. იგივე მკლევარების შეფასებით, გენდერული თანასწორობა შრომის ანაზღაურების სფეროში, დამატებით 160 ტრილიონი დოლარის დოვლათს შექნის  მსოფლიო ეკონომიკისთვის.

,,თანაბარი ანაზღაურება და სამუშაო საათები გაზრდის არა მხოლოდ წლიურ შემოსავალს ინდივიდუალურ დონეზე, არამედ ისეთი პრობლემების აღმოფხვრაშიც დაგვეხმარება, როგორიცაა ბავშვთა სიკვდილიანობა არასაკმარისი საკვების გამო“, – აღნიშნულია კვლევის ანგარიშში.

მკლევართა შეხედულებით, სახელმწიფოები თავიანთი შემოსავლის საშუალოდ 14 %-ს კარგავენ მხოლოდ გენდერული უთანასწორობის გამო. „141  ქვეყანაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყველა ქვეყანაში, ქალები უფრო ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ, ვიდრე კაცები, ამიტომაც, ჩვენ გამოვითვალეთ თუ რა რაოდენობის თანხა დაემატებოდა მსოფლიო ეკონომიკას ანაზღაურება და სამუშაო საათები ორივე სქესისთვის იდენტური რომ ყოფილიყო“. – აცხადებს მსოფლიო ბანკის ეკონომისტი კუენტინ ვოდონი.

მთავარი დასკვნა აღნიშნული კვლევისა არის ის, რომ თანაბარი შრომის პირობებისა და ანაზღაურების შექმნით, მოგებული დარჩებიან არა მხოლოდ ქალები, არამედ, ზოგადად, საზოგადოება, რადგან მაღალი ცხოვრების სტანდარტი ნიშნავს ნაკლებ სიღარიბეს ოჯახში  რაც ეროვნულ დონეზეც უკეთეს მაჩვენებელს უდრის.

 ჩრდილოეთი ამერიკა და ევროპის ქვეყნები სიის სათავეში არიან გენდერული უთანასწორობით გამოწვეული ფინანსური დანაკარგების კუთხით. ეს თანხა 40 ტრილიონი დოლარიდან 50 ტრილიონ დოლარამდე მერყეობს. იმის გათვალისწინებით, რომ ამ რეგიონის ქვეყნების მოსახლეობის უმეტესობას მაღალი ან საშუალო შემოსავლის დონე აქვთ, დანაკარგებიც ერთ ერთეულზე უფრო მეტია.

მკლევარების განცხადებით, „აღნიშნული დასკვნა კიდევ უფრო ნათელს ხდის ფაქტს, რომ მსოფლიო ლიდერებმა აქტიურად უნდა დაიწყონ ამ საკითხის განხილვა და ისეთი პოლიტიკის ინიცირება და დაფინანსება, რომელიც ხელს შეუწყობს ქალებს დასაქმებასა თანაბარი ანაზღაურების მიღებაში“.

წყარო: The Guardian

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევები

ალცჰაიმერის რისკების დადგენა ლაპარაკის მანერით შეიძლება – კვლევა

ბოსტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტის ახალი ალგორითმი შეიმუშავეს, რომელიც მსუბუქი კოგნიტიური დარღვევის მქონე ადამიანების მეტყველების ნიმუშებს აანალიზებს. ალგორითმს წინასწარ შეუძლია განსაზღვროს მსუბუქი კოგნიტური დარღვევის, MCI-ის პროგრესირება და 78,5%-იანი სიზუსტით დაადგინოს გადაიქცევა თუ არა ის ალცჰაიმერის დაავადებად.

აღნიშნული კვლევა, გუნდის წინა კვლევის გაგრძელებაა, რომლის დროსაც ხელოვნური ინტელექტი 1000-ზე მეტი ადამიანის ხმის ჩანაწერების გამოყენებით ავარჯიშეს, რათა მას კოგნიტიური დარღვევების ზუსტი აღმოჩენა შესძლებოდა.

მეცნიერების მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტი, 63-97 წლის ასაკის 166 მსუბუქი კოგნიტიური დარღვევის მქონე ადამიანის ტრანსკრიბირებული ხმის ჩანაწერებით ავარჯიშეს. გამომდინარე იქიდან, რომ მეცნიერებმა უკვე იცოდნენ რომელ პაციენტს განუვითარდა ალცჰაიმერის დაავადება, მანქანური სწავლის მოდელი გამოიყენეს იმ კანონზომიერებების დასადგენად, რომლებიც ალცჰაიმერის ჩამოყალიბებასთან იყო კავშირში და 90 ადამიანს აერთიანებდა.

ხელოვნური ინტელექტის სრული მომზადების შემდეგ, ალგორითმი შეიძლება გამოყენებულ იქნას საპირისპირო მხარეს:

ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკის წინასწარ დასადგენად, მეტყველების ნიმუშების ტრანსკრიპტებზე დაყრდნობით, რომლებიც მანამდე არასოდეს დამუშავებულა. ამასთან, პაციენტის საბოლოო პროგნოზული ქულის მისაღებად დამატებულია სხვა ფაქტორებიც, მათ შორის, ასაკი და სქესი.

ბოსტონის უნივერსიტეტიდან კომპიუტერული სპეციალისტის იოანის პასჩალიდის განმარტებით, ხელოვნური ინტელექტის მიერ მინიჭებული ქულა შესაძლებლობას მისცემს მეცნიერებს განსაზღვრონ კოგნიტიური დარღვევა უცვლელად დარჩება თუ ალცჰაიმერის დაავადებაში გადაიზრდება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

შესაძლოა, ტვინი იმაზე 10-ჯერ მეტ ინფორმაციას იტევდეს, ვიდრე აქამდე ვვარაუდობდით

ტვინის მეხსიერების მოცულობა ბიტებით იზომება და ნეირონების კავშირზეა დამოკიდებული, რომელსაც სინაფსი ეწოდება. დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდნენ, რომ ამ სტრუქტურების ზომების ვარიაცია და სიმძლავრე შეზღუდული იყო ისევე, როგორც ინფორმაციის ტევადობა.

ახალი კვლევა ამ ვარაუდს ეჭვქვეშ აყენებს და საპირისპიროს ამტკიცებს — რომ ტვინს იმაზე დაახლოებით 10-ჯერ მეტი ინფორმაციის დატევა შეუძლია, ვიდრე აქამდე ვვარაუდობდით. მეცნიერებმა სინაფსების შესუსტება-გაძლიერება ვირთხის ტვინის ჰიპოკამპუსში შეისწავლეს, რათა სხვაობის მიხედვით დაედგინათ, რა ოდენობის მონაცემების შენახვაა იქ შესაძლებელი.

ადამიანის ტვინში 100 ტრილიონზე მეტი სინაფსია, რომლებიც ინფორმაციის გადატანას ქიმიური ნაერთების მეშვეობით უზრუნველყოფს. სწავლის პროცესში სპეციფიკურ კავშირებში მეხსიერების მოცულობა იზრდება, რათა ახალი მონაცემები დაიტიოს. ფაქტობრივად, ასეთი გაძლიერება და შესუსტება ნეირონების აქტიურობაზეა დამოკიდებული, რასაც სინაფსური პლასტიკურობა ეწოდება.

მისი შესწავლა სინაფსების ფიზიკურ მახასიათებლებზე დაკვირვებითაა შესაძლებელი. ზოგჯერ ნეირონი ამგვარი სტრუქტურების წყვილს იყენებს, ხოლო იმის გარკვევა, ორივე მათგანი ერთნაირად ძლიერდება ან სუსტდება თუ არა, პლასტიკურობის განსაზღვრაში გვეხმარება. რა თქმა უნდა, ეს მარტივი არაა, მაგრამ მეცნიერებმა ე.წ. ინფორმაციული თეორია მოიშველიეს, მათემატიკური მეთოდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, რა ოდენობის მონაცემები გადაიცემა სისტემაში, ამ შემთხვევაში სინაფსებში. რაც უფრო მეტი ბიტია მათში, მით უფრო მეტია ტევადობაც.

ამგვარად, ავტორები ვირთხის ჰიპოკამპუსში სინაფსების წყვილებს დააკვირდნენ, რომლებიც ერთი და იმავე ტიპისა და რაოდენობის სიგნალების საპასუხოდ აქტიურდებოდა. დადგინდა, რომ ისინი აბსოლუტურად ერთნაირად ძლიერდებოდა და სუსტდებოდა, ანუ ტვინი ამ პროცესების დარეგულირებისას მაღალ სიზუსტეს ავლენს.

დადგინდა, რომ ჰიპოკამპუსს 4.1-დან 4.6-მდე ბიტის დატევა შეუძლია, რაც ნიშნავს, რომ თითო სინაფსში 1 ბიტზე მეტი ინფორმაცია ინახება. ეს შედეგები ვირთხის ტვინის მცირე არეალის მიხედვით მიიღეს, ამიტომ უცნობია, როგორი მაჩვენებლები იქნება მთლიანობაში ან ადამიანის შემთხვევაში.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 108
Page 1 of 108