close

კვლევები

კვლევები

ატმოსფერო საჰარის უდაბნოს მტვერს წყლის ბინადართა საკვებად გარდაქმნის — კვლევა

კალიფორნიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერთა კვლევის თანახმად, საჰარის უდაბნოს მტვერი წყლის ბინადარ ფიტოპლანქტონებს საკვებით ამარაგებს. კერძოდ, რაც უფრო დიდი რაოდენობითაა იქ მსგავსი ნაწილაკები და რაც უფრო დიდ მანძილზე გადაადგილდება, მით უკეთ გარდაიქმნება მტვრის შემადგენელი რკინა საკვებად ვარგისად, რათა ამ ორგანიზმებისთვის მარტივად ხელმისაწვდომი იყოს.

“ეს კვლევა ადასტურებს, რომ შესაძლოა, რკინის შემცველ მტვერს მისი წყაროდან შორს არსებულ სიცოცხლეზე ჰქონდეს გავლენა”, — აცხადებს ბიოგეოქიმიკოსი ტიმოთი ლიონსი.

ჩრდილოეთ აფრიკა ჰაერში არსებული ნაწილაკების უდიდესი წყაროა. ქარის მეშვეობით ყოველწლიურად დასავლეთისკენ დაახლოებით 800 მილიონი მეტრული ტონა ასეთი მატერია გადაადგილდება, რომელშიც რკინის იზოტოპები გვხვდება. ამ ლითონს დიდი როლი აქვს ბიოქიმიურ პროცესებში, რომელთა შედეგადაც ატმოსფერული ნახშირბადისგან ორგანული მოლეკულები მიიღება. ამის მიუხედავად, ეს ელემენტი შეზღუდული რაოდენობითაა, რის გამოც, გარკვეულწილად, ის განკარგავს იმას, თუ სად “ყვავის” სიცოცხლე.

მნიშვნელოვანია, რა ფორმითაა რკინა წარმოდგენილი, რათა ცოცხალმა ორგანიზმებმა ის გამოიყენონ. მისი სასურველი ფორმის წარმოსაქმნელად ატმოსფეროში სათანადო პირობებია, სადაც მტვრის ნაწილაკები ხვდება, გარდაიქმნება და ოკეანის ზედაპირზე ჩაედინება. ამაზონის დაბლობსა და ბაჰამის კუნძულებზე ყველაზე კარგად ხსნადი და გამოსადეგი რკინის მარაგია, რადგან ის იქამდე დიდ მანძილს გადის და ატმოსფეროში ხანგრძლივადაა დაყოვნებული.

სპეციალისტებმა ოკეანის ფსკერიდან ამოღებული ნიმუშები გააანალიზეს და დაადგინეს, რომ მანძილთან ერთად მტვრის რაოდენობა მცირდებოდა, მაგრამ მარტივად ხსნადი და სასარგებლო რკინისა — იზრდებოდა. ეს მიანიშნებს, რომ ატმოსფეროში ნაკლებად ბიორეაქციული ლითონი უფრო ხელმისაწვდომ ფორმად გარდაიქმნება. მას ფიტოპლანქტონები და ისეთი მცენარეები იყენებენ, რომლებიც ჩვენთვის აუცილებელი ჟანგბადის უდიდეს ნაწილს წარმოქმნიან. ეს ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია ამგვარი მტვერი დედამიწაზე მიმდინარე ბიოლოგიური პროცესებისთვის.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Frontiers in Marine Science გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

მეცნიერებმა აღმოაჩინეს საკვები ნივთიერებები, რომელიც დაკავშირებულია ტვინის დაბერების შენელებასთან

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სიბერის ბიოლოგიური პროცესების შესწავლა დაგვეხმარება უფრო დიდხანს ვიცხოვროთ და ვიყოთ ჯანმრთელები ხანდაზმულ ასაკში. ილინოისის უნივერსიტეტისა და ნებრასკა-ლინკოლნის უნივერსიტეტის მკვლევარებმა 65-დან 75 წლამდე ასაკის ადამიანებში ჩაატარეს კვლევა, რომლის შედეგები ჩვენი ტვინის დაბერების სიჩქარეს ჩვენი კვების რაციონში არსებულ საკვებ ნივთიერებებთან აკავშირებს.

მკვლევარებმა, რომლებიც ეძებდნენ კავშირს გარკვეულ საკვებსა და  ტვინის ნელ დაბერებას შორის, ტვინის სკანირების შემდეგ სქემა შეადგინეს და ტვინის დაბერების ორი განსხვავებული ტიპი გამოავლინეს – და უფრო ნელი ტემპით დაბერება ასოცირდებოდა საკვები ნივთიერებების მიღებასთან, რასაც მიიღებდით ხმელთაშუა ზღვის კვების რაციონთან.

ცხიმოვანი მჟავები, როგორიცაა თევზისა და ზეითუნის ზეთი, და ანტიოქსიდანტები, როგორიცაა ვიტამინი E, რომელსაც შეიცავს ისპანახ და ნუში, სასარგებლო ბიომარკერებს შორის გამოვლინდა, ისევე როგორც კაროტინოიდები, მცენარეული პიგმენტები, რომლებიც აღმოაჩინეს სტაფილოსა და გოგრაში. კიდევ ერთი სასარგებლო ბიომარკერი, რომელიც დაკავშირებულია ნელ დაბერებასთან ამ კვლევაში იყო ქოლინი, რომელსაც მაღალი კონცენტრაციით შეიცავს კვერცხის გულ, ხორცდა სოიო.

მკვლევარებმა შეაფასეს ტვინის დაბერება როგორც მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით, ასევე კოგნიტური შეფასებებით.

მეცნიერები გეგმავენ, რომ მომავალში მნიშვნელოვანი დროის განმავლობაში დააკვირდნენ  კლინიკურ კვლევებს, რათა დაინახო, როგორ შეიძლება კვების რაციონმა და საკვებმა გავლენა იქონიოს ტვინის დაბერებაზე.

შესაძლებელია, კვების რაციონში მცირე ცვლილების შეტანაც კი დაგვეხმაროს ისეთი ნეიროდეგენერაციული დაავადებების რისკის შემცირებაში, როგორიცაა ალცჰეიმერი.

კვლევა npj Aging-ში გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

როგორ მოქმედებს კვერცხი ტვინზე — კვლევა

მაღალი ქოლესტერინის შემცველი ცხოველური პროდუქტი, რომელსაც მილიარდობით ადამიანი მიირთმევს, არ არის ისეთი საზიანო თქვენი ჯანმრთელობისთვის, როგორც ამას ხშირად ამბობენ. მეტიც, ეს შეიძლება კარგიც კი იყოს თქვენთვის.

კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა გააანალიზეს 890 ადამიანის ჯანმრთელობის მონაცემები და დაადგინეს, რომ კვირაში ორი-ოთხი კვერცხის მირთმევა დაკავშირებულია სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებასთან.

ანალიზი ეფუძნება ჯანსაღი დაბერების კვლევას, რომელმაც შეისწავლა კოგნიტიური ფუნქციის სამი ასპექტი.

მას ვინც კვერცხს ჭამდა, მოკლევადიანი და გრძელვადიანი მეხსიერების ნაკლები დაქვეითება აღენიშნებოდა.

სხვა კვლევებმა დაადგინა, რომ კაცები, რომლებიც მეტ კვერცხს ჭამდნენ, უკეთეს ქულებს იღებდნენ კოგნიტიურ ტესტებში.

“მიუხედავად ქოლესტერინის მაღალი დონისა, ჩვენი შედეგები აჩვენებს, რომ კვერცხს არ აქვს მავნე ეფექტი და შესაძლოა, დროთა განმავლობაში კოგნიტიური ფუნქციის შენარჩუნებაშიც კი დაგვეხმაროს”, — აღნიშნეს კვლევის ავტორებმა.

თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ადამიანებს ურჩევდნენ მორიდებოდნენ ქოლესტერინის მაღალი შემცველობის მქონე ცხოველურ პროდუქტებს, როგორიცაა კვერცხი, კარაქი და ნაღები, რადგან ითვლებოდა, რომ ეს საკვები ზრდის ქოლესტერინის დონეს სისხლში. მეორე მხრივ, ეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკებზე აისახება.

ეს რჩევა შეიძლება ჯერ კიდევ იყოს აქტუალური გარკვეული ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ადამიანებისთვის, როგორიცაა დიაბეტი. ახალი მტკიცებულებები უფრო იმისკენ იხრება, რომ გაჯერებული ცხიმები, შაქარი და ნატრიუმი არის არტერიებში ფენების დაგროვების მთავარი ხელშემწყობი და არა დიეტური ქოლესტერინი.

პრობლემა ის არის, რომ ქოლესტერინით მდიდარი ბევრი საკვები ასევე შეიცავს გაჯერებული ცხიმების დიდ დოზას. კვერცხი და მოლუსკები ორი ძირითადი გამონაკლისია, იმისდა მიხედვით, თუ როგორ მზადდება ისინი.

მეტიც, კვერცხი არის უცხიმო, მაღალი ცილოვანი, საკვები ნივთიერებებით მდიდარი საკვები, რომელსაც შეუძლია რეალურად შეამციროს თქვენი სხეულის ქოლესტერინის დონე და როგორც ჩანს, დადებითად მოქმედებს ტვინზეც.

კრიც-სილვერშტეინი და ბეტანკური თავიანთ ნაშრომში აღნიშნავენ, რომ კვერცხი მდიდარია ცილებით, ამინომჟავებითა და ქოლესტერინით. მათი თქმით, ეს ფაქტორები იცავს ჩვენს ნეირონებს და მათ ჯანსაღ ფუნქციონირებაში ეხმარება.

კვერცხები ასევე შეიცავს კაროტინოიდებს, რომლებიც დაკავშირებულია გაუმჯობესებულ კოგნიტიურ ფუნქციებთან.

კვლევა ჟურნალ Nutrients-ში გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

“მეხსიერებაზე პასუხისმგებელი მხოლოდ ტვინი არ არის” – რას აჩვენა ახალმა კვლევამ, რომელიც შესაძლოა თვითგანკურნების ინოვაციად იქცეს

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ჩვე­ნი ტვი­ნი არ არის ერ­თა­დერ­თი ად­გი­ლი, სა­დაც მო­გო­ნე­ბე­ბი იქ­მნე­ბა და ინა­ხე­ბა.

ნიუ-იორ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტის (NYU) მკვლევ­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ მახ­სოვ­რო­ბა­ზე შე­იძ­ლე­ბა თი­თო­ე­უ­ლი უჯრე­დი იყოს პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი.

“მეხ­სი­ე­რე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი მხო­ლოდ ტვი­ნი არ არის. სწავ­ლა და და­მახ­სოვ­რე­ბა ძი­რი­თა­დად და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მხო­ლოდ ტვინ­თან და ტვი­ნის უჯრე­დებ­თან, მაგ­რამ ჩვე­ნი ახა­ლი კვლე­ვა აჩ­ვე­ნებს, რომ სხე­უ­ლის სხვა უჯრე­დებ­საც შე­უძ­ლი­ათ ის­წავ­ლონ და შექ­მნან მო­გო­ნე­ბე­ბი“, – ამ­ბობს ნე­ი­რო­მეც­ნი­ე­რი ნი­კო­ლაი კუ­კუშ­კი­ნი.

პრო­ცე­სის უკეთ შეს­წავ­ლის შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა მეც­ნი­ე­რებ­მა მეხ­სი­ე­რე­ბის პრობ­ლე­მე­ბის სამ­კურ­ნა­ლო უფრო ეფექ­ტუ­რი გზე­ბი შე­ი­მუ­შა­ონ.

  • კვლე­ვის ავ­ტო­რე­ბის თქმით, ქი­მი­უ­რი აქ­ტი­ვო­ბის მრა­ვალ­ჯე­რა­დი ციკ­ლი (გან­მე­ო­რე­ბი­თი ქცე­ვა) არის ის, რაც ნე­ი­რო­ნებს შო­რის მეხ­სი­ე­რე­ბის ფორ­მი­რე­ბის პრო­ცესს იწ­ვევს. ამ ფე­ნო­მენს “მა­სობ­რი­ვი სივ­რცის ეფექტს“ უწო­დე­ბენ და თით­ქმის ყვე­ლა ცო­ცხალ ორ­გა­ნიზ­მში არ­სე­ბობს.

კუ­კუშ­კინ­მა და კო­ლე­გებ­მა პირ­ვე­ლად აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ “მა­სობ­რი­ვი სივ­რცის ეფექ­ტი“ გე­ნე­ბის გარ­და გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლია გე­ნე­ბის ქვეპ­რო­დუქ­ტის ზო­მებ­ზე, რო­მელ­საც ლუ­ცი­ფე­რა­ზა ეწო­დე­ბა.

“გან­მე­ო­რე­ბით სწავ­ლის უნა­რი არ არის ტვი­ნის უჯრე­დე­ბის უნი­კა­ლუ­რი ფუნ­ქცია. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ყვე­ლა უჯრე­დის ფუნ­და­მენ­ტუ­რი თვი­სე­ბა. მეხ­სი­ე­რე­ბა არ­სე­ბობს არა მხო­ლოდ ტვინ­ში, არა­მედ მთელ ჩვენს სხე­ულ­ში და ამ “სხე­უ­ლის მეხ­სი­ე­რე­ბას” შე­უძ­ლია დიდი როლი შე­ას­რუ­ლოს და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­კურ­ნე­ბა­ში”, – გან­მარ­ტავს კუ­კუშ­კი­ნი.

კვლე­ვის ავ­ტო­რი გვირ­ჩევს, რომ “ჩვენს სხე­ულს უფრო მე­ტად მი­ვენ­დოთ.“

“მა­გა­ლი­თად, იფიქ­რეთ იმა­ზე, თუ რა ახ­სოვს ჩვენს პანკრე­ასს ჩვე­ნი წარ­სუ­ლი კვე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბი­დან. ახა­ლი მახ­სოვ­რო­ბის გა­ა­ქი­უ­რე­ბამ შე­იძ­ლე­ბა მოგ­ცეთ სის­ხლში გლუ­კო­ზის ჯან­სა­ღი დო­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და სხვა და­დე­ბი­თი ტენ­დენ­ცი­ე­ბი,“ -წერს მეც­ნი­ე­რი.

წყა­რო

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

რა ხდება ჩვენს ტვინში, როდესაც ორ საპირისპირო გრძნობას ერთდროულად განვიცდით

ცხოვრებაში ყველას გვქონია შეგრძნება, როდესაც ერთი კონკრეტული ფაქტი ჩვენში ერთმანეთის საპირისპირო ემოციებს აღძრავს. მაგალითად, შვილი, რომელიც გაიზარდა და დამოუკიდებლად საცხოვრებლად გადადის. ამ მომენტში თქვენ ერთი მხრივ გეუფლებათ ბედნიერების შეგრძნება, რომ ბავშვი გაზარდეთ, ის დამოუკიდებელია და ახლა მარტო იცხოვრებს. მეორე მხრივ, ის თქვენ გტოვებთ, ის თქვენთან ერთად აღარ იცხოვრებს, რაც სევდიანია.

ეს მხოლოდ ერთი უხეში მაგალითია და ასეთი ბევრი არსებობს. სანამ წინ წავიწევდეთ, მოდით დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა არის ზოგადად ემოცია.

მეცნიერები განმარტავენ ემოციებს, როგორც ტვინისა და სხეულის მდგომარეობებს, რომლებიც მოქმედების მოტივაციას გვაძლევს. კლასიკური გაგებით, ემოცია შეიძლება იყოს პოზიტიური ან უარყოფითი.

თუ ტყეში სეირნობთ და უეცრად გარეულ მტაცებელს ხედავთ, თქვენი გულისცემა და სუნთქვა ჩქარდება, გასაქცევად ხართ მზად — თქვენ ახლა უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც გადარჩენაში დაგეხმარებათ. ბევრი მეცნიერი ამ რეაქციას “შიშის” ემოციას უწოდებს.

მეორე მხრივ, საყვარელი ადამიანების ირგვლივ ყოფნა თქვენში დადებით ემოციებს იწვევს და ეს მათთან დარჩენისკენ გიბიძგებთ. სწორედ ეს გეხმარებათ გაიძლიეროთ თქვენი სოციალური სტატუსი და გყავდეთ ისეთი ადამიანები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში თქვენს გვერდით იქნებიან. ესეც ევოლუციური ფენომენია.

ეს ყველაფერი გვეხმარება იმის ახსნაში, თუ რატომ განვითარდა ემოციები და როგორ მოქმედებს ისინი გადაწყვეტილების მიღებაზე. თუმცა, ამ ორი ემოციის მიღმა კომპლექსური პროცესებია — მაგალითად, ორგვარი ემოცია.

ორგვარი ემოციები არ ჯდება ამ ჩარჩოში. თუ საპირისპირო ბიოლოგიური სისტემები თრგუნავენ ერთმანეთს და თუ ემოციები ბიოლოგიურია, თქვენ არ უნდა განიცდიდეთ საპირისპირო ემოციებს ერთსა და იმავე მომენტში.

ასეთ მსჯელობას მივყავართ იქამდე, რომ შეუძლებელია ერთდროულად ორი საპირისპირო ემოციის შენარჩუნება. ერთი შეხედვით, თქვენ ასეთ დროს მალევე უნდა იღებდეთ გადაწყვეტილებას, მაგრამ ცხოვრებაში ეს ასე არ ხდება.

საპირისპირო ემოციების ბიოლოგია

ემოციების გაზომვის კლასიკური მეთოდები ჯერ კიდევ განიხილავს დადებითსა და უარყოფითს, როგორც სპექტრის საპირისპირო მხარეს, თუმცა ბოლო აღმოჩენები სულ უფრო ხშირად მიუთითებს შერეულ ემოციებზე.

მაგალითად, ადამიანები ნოსტალგიასა და შიშს ზოგჯერ ერთდროულად დადებითადა და უარყოფითად აღიქვამენ.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ მოხალისეების ფიზიოლოგიური რეაქციები — როგორიცაა გულისცემა და კანის ელექტრული აქტივობა — აჩვენებს უნიკალურ ნიმუშებს, რა დროსაც ადამიანი განიცდის ამაზრზენსა და მხიარულ ემოციებს. ეს ნიშნავს, რომ ამაზრზენი და მხიარული რეაქციები მართლაც ერთდროულად ხდება და ამით რაღაცა ახალი ემოცია ყალიბდება.

fMRI-ით დაკვირვებისას, ნეგატიურ იუმორზე ტვინის პასუხების შესწავლისას, ვერ დაფიქსირდა ტვინის აქტივობის ნიმუში, რომელიც განსხვავდება ჩვეულებრივი ზიზღისგან. ასეთ დროს ადამიანების ტვინში მხოლოდ ზიზღთან დაკავშირებული აქტივობა ხდებოდა.

თუმცა, fMRI კვლევები ეყრდნობა ტვინის კონკრეტულ მომენტში აქტივობას. შერეული ემოციების განცდა დადებითსა და უარყოფით მდგომარეობებს შორის დამოკიდებულია ზოგად ტვინის აქტივობებზე.

საპირისპირო ემოციები ტვინში

იმის შესასწავლად, არის თუ არა საპირისპირო ემოციები დაკავშირებული ტვინის უნიკალურ მდგომარეობასთან, რომელიც დროთა განმავლობაში სტაბილურად ნარჩუნდება, მეცნიერებმა ახალი კვლევა ჩაატარეს.

MRI აპარატში ყოფნისას მონაწილეებმა უყურეს ანიმაციურ მოკლემეტრაჟიან ფილმს ახალგაზრდა გოგონაზე. გოგონა მამის მხარდაჭერით ცდილობს გახდეს ასტრონავტი, რა დროსაც მამა კვდება.

სკანირების შემდეგ, კვლევის მონაწილეებმა ანიმაციურ ფილმს თავიდან უყურეს და აღნიშნეს ის მომენტები, რა დროსაც განიცადეს დადებითი, უარყოფითი და საპირისპირო ემოციები.

კვლევის ავტორების თქმით, მათ აღმოაჩინეს, რომ საპირისპირო ემოციები არ აჩვენებდა უნიკალურ, თანმიმდევრულ მახასიათებლებს ტვინის ღრმა უბნებში, როგორიცაა ამიგდალა. სწორედ ტვინის ეს უბანი ასრულებს მნიშვნელოვან როლს ემოციების წარმოებასა და გადამუშავებაში.

აღმოჩნდა, რომ იზოლატორულ ქერქს, ტვინის ნაწილს, რომელიც აკავშირებს თავის ტვინის ღრმა რეგიონებს ქერქთან, ჰქონდა თანმიმდევრული და უნიკალური ნიმუშები როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ემოციებისთვის, მაგრამ არა შერეული ემოციებისთვის.

“ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ რეგიონები, როგორიცაა ამიგდალა და ინსულარული ქერქი, ამუშავებდნენ საპირისპირო ემოციებს”, — აღნიშნეს მკვლევრებმა.

ასევე, დააფიქსირეს უნიკალური, თანმიმდევრული აქტივობა ქერქის რეგიონებში, როგორიცაა წინა ცინგულატი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს კონფლიქტისა და გაურკვევლობის დამუშავებაში. მეტიც, დაფიქსირდა აქტივობა ვენტრომედიალურ პრეფრონტალურ ქერქში, რომელიც მნიშვნელოვანია თვითრეგულირებისთვისა და კომპლექსური აზროვნებისთვის.

როგორც ჩანს, სწორედ ეს კომპლექსური პროცესები გვაძლევს საშუალებას ვიგრძნოთ ერთმანეთის საპირისპირო ემოციები. ტვინის რეგიონები, როგორიცაა წინა ცინგულატი და ვენტრომედიალური პრეფრონტალური ქერქი, აერთიანებს ინფორმაციის ბევრ წყაროს. ისინი აუცილებელია შერეული ემოციების ჩამოყალიბებისთვის.

ეს აღმოჩენები ასევე შეესაბამება იმას, რაც მეცნიერებმა იციან ტვინისა და ემოციური განვითარების შესახებ. საინტერესოა, რომ ბავშვებში პატარა ასაკში შერეული ემოციები არ ვლინდება. ეს კომპლექსური პროცესები იწყება უფრო მოზრდილ ასაკში.

ახალმა კვლევამ გამოავლინა ის, თუ როგორ ყალიბდება ტვინში შერეული გრძნობები, მაგრამ კიდევ ბევრი რამ არის სასწავლი.

შერეული ემოციები ის არის, რაც რთულ სიტუაციაში გვევლინება და ხშირად აქედან გამოსავალს გვთავაზობს. სწორედ ამ ემოციებისა და აზრების დაბალანსებით ვიღებთ ისეთ რთულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მხოლოდ ადამიანისთვისაა დამახასიათებელი.

მეორე მხრივ, ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციები შეიძლება მტკივნეული იყოს. მაშინაც კი, თუ იცით, რომ უნდა დაშორდეთ რომანტიკულ პარტნიორს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა დადებითი გრძნობა, რომელიც თქვენ გაქვთ მათ მიმართ, ავტომატურად გაქრება. ერთია, როდესაც იცით დაშორების აუცილებლობა, მაგრამ მეორე, როდესაც ამ ყველაფერს მაინც ტკივილი მოჰყვება.

რა იწვევს ამ განსხვავებებს? ეს განსხვავებები დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ამუშავებს მათ ტვინი. სწორედ ამ პროცესებში უკეთ გარკვევა და მომავალში მათი მართვაა მკვლევრებისთვის საინტერესო. ისინი ამ მიმართულებით კვლევების გაგრძელებას აპირებენ და ვნახოთ, იქნებ ეს ყველაფერი ჩვენი ემოციების უკეთ გარკვევაში დაგვეხმაროს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა: მეცნიერებმა დაადგინეს, რომელი თამაში ანელებს ტვინის დაბერებას

ჰონკონგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ „მაჯონგი“ დადებითად მოქმედებს მოხუცი ადამიანის კოგნიტიურ უნარებზე, მეხსიერებასა და ემოციურ მდგომარეობაზე. კვლევის შედეგები ჟურნალში The Journal of Prevention of Alzheimer’s Disease Article (JPADA) გამოქვეყნდა.

„მაჯონგი“ ტრადიციული ჩინური თამაშია, რომელშიც სპეციალური ქვები გამოიყენება. ის მოთამაშისგან კონცენტრაციას, კარგ მეხსიერებასა და დაკვირვებულობას მოითხოვს. თამაში პოპულარულია ჩინეთში, იაპონიასა და აზიის სხვა ქვეყნებში. თამაშში 4 მოათამაშე მონაწილეობს, თითოეული ცდილობს შეკრიბოს მომგებიანი კომბინაცია და მიიღოს ქულები.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეგულარული თამაში ხელს უწყობს მეხსიერების შენარჩუნებას, დადებითი გავლენა აქვს კოგნიტიურ უნარებზე და მოხუცებს დეპრესიასთან ბრძოლაში ეხმარება. მკვლევრებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ „მაჯონგი“ მოხუცებს სოციალურ აქტივობაშიც ეხმარება.

გამოცდილ მოთამაშეებს, განსაკუთრებით 60 წელს გადაცილებულებს უკეთესი კოორდინაცია და მეტი სოციალური კავშირი აქვთ, ვიდრე მათ, ვინც არ თამაშობს. ეს კონტაქტები კი ამცირებს კოგნიტიური დარღვევების რისკს და ხელს უწყობს ჯანსაღი ფსიქიკის შენარჩუნებას.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

საიდან ჩნდება სმენითი ჰალუცინაციები? — მეცნიერები შესაძლო პასუხს გვთავაზობენ

ნიუ იორკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს და ფიქრობენ, რომ დაადგინეს, საიდან ჩნდება სმენითი ჰალუცინაციები. საუბარია ხმებზე, რომლებიც შიზოფრენიისა და სხვა ფსიქიკური დაავადებების მქონე ადამიანებს ჩაესმით.

მკვლევრებმა ელექტროენცეფალოგრამა გამოიყენეს და ტვინის აქტივობას დააკვირდნენ. დადგინდა, რომ სმენითი ჰალუცინაციების “გაგონების” მექანიზმი რადიკალურად არ განსხვავდება იმისგან, თუ როგორ გვესმის გარემოდან შემომავალი ხმები.

დიდი ხანია მიჩნეულია, რომ შიზოფრენიისა და სხვა დაავადებების მქონე ადამიანებს ობიექტურად არარსებული ხმები იმიტომ ესმით, რომ მათ ტვინს ფიქრებისა და გარედან წამოსული ხმების გამიჯვნა უჭირს; შედეგად ადამიანი ისე აღიქვამს, თითქოს გარემოში ვიღაც ელაპარაკება.

სმენითი ჰალუცინაციების მქონე ადამიანების ტვინი ამ ხმებსაც ისევე ამუშავებს, როგორც სხვა ნებისმიერ ხმას. იმის გასაგებად, თუ რით განსხვავდება სმენითი ჰალუცინაციების მქონე ტვინი ჩვეულებრივისგან, შანხაის ტვინის და კოგნიტიური მეცნიერების ინსტიტუტის (ნიუ იორკის უნივერსიტეტი) მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს. მათ შიზოფრენიის მქონე პაციენტებს ელექტროენცეფალოგრამის (EEG) მონიტორები დაამაგრეს. კვლევის 20 მონაწილეს სმენითი ჰალუცინაციები ჰქონდა, ხოლო 20-ს — არა.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ სმენითი ჰალუცინაციების მქონე ადამიანების ტვინები “დასკვნითი განმუხტვის” სიგნალს ვერ წარმოქმნიდა. ეს სიგნალი შინაგან მონოლოგებს ახშობს და სხეულს ამზადებს, რომ ჩვენი პირიდან მომავალი ხმები გაიგონოს.

კვლევის მონაწილეებს სთხოვდნენ, რომ რაიმე მარცვალი წარმოეთქვათ. როცა ცდისპირები ამისთვის ემზადებოდნენ, ჰალუცინაციების მქონე ჯგუფი შინაგან მონოლოგებს წყვეტდა სალაპარაკოდ; ამასთანავე, იგი ზედმეტად აქტიურად რეაგირებდა “ეფერენტულ ასლზე” — ტვინის სიგნალზე, რომელიც ვოკალიზაციასთან დაკავშირებულ მოტორულ ფუნქციებს ინსტრუქციებს აძლევს.

გამოდის, სმენითი ჰალუცინაციები ტვინის იმ ნაწილს ააქტიურებს, რომელიც ხმებს ამუშავებს, ამავდროულად კი საუბართან დაკავშირებულ ზოგიერთ მოტორულ ფუნქციას აფერხებს. შედეგად სმენითი ჰალუცინაციების მქონე ადამიანები საკუთარ აზრებს ხარვეზიანად ამუშავებენ, საბოლოოდ კი ტვინი ამ აზრებს გარედან შემომავალ ხმებად აღიქვამს.

“სმენითი ჰალუცინაციების მქონე ადამიანებს შეუძლიათ, ხმები გარეგანი გამღიზიანებლის გარეშე “გაიგონონ”. ტვინში მოტორულ და სმენით სისტემებს შორის ფუნქციური კავშირების დარღვევაა პასუხისმგებელი იმაზე, რომ წარმოსახვისა და რეალობის გამიჯვნის უნარი იკარგება”, — განმარტავენ მკვლევრები მოხსენებაში.

ავტორები ფიქრობენ, რომ, შესაძლოა, ეს მიგნება შიზოფრენიის უკეთესი სამკურნალო მეთოდების შემუშავებაში დაგვეხმაროს. როგორც წესი, ამ დაავადებას მედიკამენტური მკურნალობითა და ზოგჯერ ფსიქოთერაპიითაც მართავენ. ამის მიუხედავად, სიმპტომების ბოლომდე მოხსნა ნაკლებად ხერხდება, ზოგიერთ წამალს კი უსიამოვნო გვერდითი მოვლენები ახასიათებს.

ნაშრომი, რომელშიც მკვლევრები თავიანთ მიგნებებზე საუბრობენ, ჟურნალში PLOS Biology გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

გასულ წელს ტყეებს ნახშირორჟანგი თითქმის არ შთაუნთქავს — კვლევა

ნახშირბადის ციკლი ჩვენს პლანეტაზე მიმდინარე უმნიშვნელოვანესი პროცესია, რომელიც მსოფლიო კლიმატთან მჭიდრო კავშირშია. ატმოსფეროში დაგროვებული დიდი ოდენობით ნახშირორჟანგის მოსაშორებლად აუცილებელია, ის ოკეანეებმა, ნიადაგმა და ტყეებმა საკმარისად შთანთქას.

ახალი არარეფერირებული კვლევის თანახმად, ხმელეთმა და მცენარეებმა გასულ წელს ნახშირორჟანგი თითქმის არ შთაინთქა, ანუ წინა წლებთან შედარებით COძალიან მცირე რაოდენობით გადაამუშავა. ეს საინტერესოა, რადგან 2023 წელი რეკორდულად ცხელი იყო.

მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ტენდენცია ოკეანეებშიც ფიქსირდება. ამას შარშანდელი კვლევა ადასტურებს, რომელიც ზოოპლანქტონებზე ჩატარდა. დადგინდა, რომ ოკეანის მყინვარების სწრაფი დნობა, სავარაუდოდ, ნახშირორჟანგის შთანთქმას აძნელებს. ამის პარალელურად გარემოში სათბურის აირების ემისია არა და არ მცირდება, ბუნება კი მათ მოსაშორებლად ჩვენი ერთადერთი იმედია.

“პლანეტა, რომელიც სტრესის ქვეშაა, ჩუმად გვეხმარებოდა და ბიომრავალფეროვნების მეშვეობით შესაძლებლობას გვაძლევდა, პრობლემისთვის დროებით ყურადღება არ მიგვექცია.

შედეგად, კომფორტის ზონაში გადავინაცვლეთ და კრიზისს სათანადოდ ვერ აღვიქვამთ”, — ამბობს პოტსდამის კლიმატის გავლენის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, იოჰან როკსტრომი.

მეცნიერები აცხადებენ, რომ კომპიუტერული მოდელების მიხედვით, მომავალში კლიმატის ცვლილების გამო ხმელეთისა და ოკეანეების მიერ სულ უფრო ნაკლები ნახშირორჟანგი შთაინთქმება.

სიმულაციების უმეტესობის თანახმად, ეს ცვლილება ნელა მოხდება, მომდევნო 100 წლის განმავლობაში. ამის მიუხედავად, სავალალო შედეგებს უკვე ვხედავთ, რადგან უარესდება ისეთი ფაქტორები, როგორიც ტყის ხანძრები და გაუტყეურებაა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

შესაძლოა, კატები სიტყვებს ბავშვებზე სწრაფად იმახსოვრებდნენ

უკვე 12 000 წელია, კატები ჩვენ გვერდით ცხოვრობენ და, როგორც ჩანს, ამ დროის განმავლობაში ადამიანთა კომუნიკაციას ალღოც აუღეს. ახალი კვლევის თანახმად, შესაძლოა, ისინი კონკრეტული ობიექტების შესაბამის სიტყვებთან ასოციაციებს ბავშვებზე სწრაფად იმახსოვრებენ. ასევე, ამისთვის ჯილდოზე დაფუძნებული სპეციალური გაწვრთნა არ სჭირდებათ.

ამ უნარის გამოსაკვლევად იაპონელმა მეცნიერებმა 32 ზრდასრულ კატაზე ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელიც მანამდე მეტყველების განვითარების შესასწავლად 14 თვის ბავშვებზე იყო გამოცდილი. ცხოველებს ლეპტოპში ხანმოკლე ანიმაციურ ვიდეოებს აჩვენებდნენ, პარალელურად კი მათი პატრონების აუდიო ჩანაწერი ესმოდათ, რომელშიც გამოგონილ სიტყვებს ამბობდნენ.

პირველ ვიდეოში მარტორქის მსგავსი არსება ჩანდა, რომელიც იზრდებოდა და პატარავდებოდა, გამოგონილი სიტყვა კი “კენარუ” იყო. მეორეში ცვალებადი ზომის მქონე წითელი მზე იყო წარმოდგენილი, რომლის შესაბამის სიტყვადაც “პარუმბო” შეარჩიეს. ბავშვებში 20-წამიანი ვიდეო/აუდიო გამოიყენეს, ამ ცდაში კი 2-2 ექსპერიმენტის 9-წამიანი ვიდეოები აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ კატების უმრავლესობას ასოციაციები დაემახსოვრებინა.

ამის შემდეგ კატები მცირე ხნით შეასვენეს და მომდევნო ეტაპზე ვიდეო-აუდიო კიდევ 4-ჯერ აყურებინეს/მოასმენინეს. ამჯერად მათ ნახევარში სიტყვები “არასწორი” იყო. ცხოველებს ეს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ და დაიბნენ, რაც იმით გამოიხატა, რომ ეკრანს საშუალოდ 33%-ით მეტხანს უყურებდნენ. ზოგი მათგანის გუგები ამ შეუსაბამობის გამო გაფართოვდა კიდეც.

“ეს ადასტურებს, რომ კატებს გამოსახულებისა და სიტყვის ასოციაციების სწრაფად დამახსოვრება შეუძლიათ. ისინი ჩვენს ყოველდღიურ საუბარს აკვირდებიან და იმაზე მეტად ცდილობენ გაიგონ, რას ვამბობთ, ვიდრე წარმოგვიდგენია”, — აცხადებენ მეცნიერები.

აღსანიშნავია, რომ კატებსა და ბავშვებში ჩატარებული ექსპერიმენტები 100%-ით იდენტური არ ყოფილა, ამიტომ რამდენად მართებულია შედეგების შედარება, საკამათოა. პატარებს მხოლოდ ერთმარცვლიან სიტყვებს ასმენინებდნენ, თანაც უცნობი ადამიანის მიერ სხვადასხვა ინტონაციით ნათქვამს. ოთხფეხა მეგობრებს სამმარცვლიანი სიტყვების დამახსოვრება მოუწიათ, რომელთაც მათივე პატრონი ერთი ინტონაციით ამბობდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა: კომპლექსური სიცოცხლე დედამიწაზე იმაზე ადრე აღმოცენდა, ვიდრე აქამდე გვეგონა

მეცნიერთა ჯგუფი ამტკიცებს, რომ იპოვეს საკუთარი თეორიის მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ კომპლექსური სიცოცხლე დედამიწაზე იმაზე 1,5 მილიარდი წლით ადრე აღმოცენდა, ვიდრე აქამდე გვეგონა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, გაბონში მომუშავე სპეციალისტებმა ეს მტკიცებულებები ნამარხი ნეშტების სახით ქვებში აღმოაჩინეს, რამაც დაარწმუნა, რომ ცხოველთა ბინადრობისთვის შესაფერისი პირობები პლანეტაზე უკვე 2,1 მილიარდი წლის წინ არსებობდა. მათივე განცხადებით, იმ დროს ბინადარი ორგანიზმები ზღვის კონკრეტულ მონაკვეთში ცხოვრობდნენ და დროთა განმავლობაში გადაშენდნენ.

თუმცა მათ მოსაზრებას მეცნიერებათა უმეტესობა არ ეთანხმება. სპეციალისტების უმრავლესობას სჯერა, რომ სიცოცხლე დედამიწაზე დაახლოებით 635 მილიონი წლის წინ აღმოცენდა. ამასთან, მეცნიერები ვერც იმაზე თანხმდებიან, არის თუ არა გაბონში ნაპოვნი ფორმაციები ნამარხი ნაშთები.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 9 10 11 12 13 108
Page 11 of 108