close

კვლევები

კვლევები

ადამიანის ორგანიზმში ათასობით ტოქსიკური ნივთიერება აღმოაჩინეს, რომელიც სხეულში საკვების შეფუთვიდან ხვდება – კვლევა

ადამიანის ორგანიზმში აღმოაჩინეს 3 600-ზე მეტი ქიმიკატი, რომლებიც კონტაქტში შედის საკვების შეფუთვაში, ჭურჭელში ან სხვა ნივთებში. ამის შესახებ ნათქვამია ახალ კვლევაში.

მკვლევრების თქმით, ქიმიკატები ადამიანის სისხლში, თმასა და დედის რძეში აღმოაჩინეს. ეს სია მოიცავს უაღრესად ტოქსიკურ ნაერთებს, რომელთა უმეტესობა დაკავშირებულია კიბოსთან, ჰორმონალურ დისბალანსთან და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებთან.

საერთო ჯამში, კვლევამ გამოავლინა დაახლოებით 14 ათასი ქიმიკატი, რომელიც შეიძლება შედიოდეს პროდუქტებთან, ამიტომ მისი შედეგები არ ნიშნავს იმას, რომ ქიმიკატების ორგანიზმში შეღწევაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ საკვების შეფუთვას ეკისრება.

ყველაზე ცუდ ნივთიერებებს შორის იყო პლასტმასი, რომელიც დიდწილად დაურეგულირებელია და შეიძლება შეიცავდეს ათასობით ქიმიურ ნივთიერებას. სილიკონი და ლითონის ქილების საფარი ასევე შეიძლება შეიცავდეს ტოქსიკურ ნაერთებს. გარდა ამისა, მკვლევარმა განმარტა, რომ ბევრი ქაღალდისა და მუყაოს პროდუქტი დამუშავებულია PFAS-ით და შესაძლოა შეიცავდეს პლასტმასის ფენას.

თუმცა, მომხმარებელს შეუძლია დაიცვას თავი ქიმიკატებისგან და იყიდოს შუშის პროდუქცია, რომელშიც ეს ნივთიერებების შედარებით ნაკლებია.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

ძაღლის ყოლა ხანდაზმულებისთვის დემენციის რისკებს 40%-ით ამცირებს

ძაღლის ყოლა ხანდაზმულებისთვის დემენციის რისკებს 40%-ით ამცირებს. როგორც ბოლოდროინდელი კვლევა ცხადყოფს, გარდა იმისა, რომ ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობრადაა აღიარებული, მასთან ურთიერთობას ტვინსა და ზოგად ჯანმრთელობაზე პირდაპირი სარგებელი მოაქვს.

იაპონიის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ოთხფეხა მეგობარი განსაკუთრებით დიდ გავლენას 65 წელს ზემოთ ადამიანებზე ახდენს. პირველ რიგში, ძაღლის ყოლა სახლიდან რეგულარულად გასვლის სიხშირეს ზრდის, რაც ხშირად ხანდაზმულების სოციალიზაციისა და ცხოვრების აქტიური წესის წინაპირობა ხდება. ეს არაპირდაპირი გარემოებები, როგორც მეცნიერები ამბობენ, საბოლოოდ, დიდწილად განაპირობებს ტვინის აქტივობისა და დემენციის განვითარების რისკების ალბათობას.

ცნობისთვის, დემენციის წამყვან მიზეზად ალცჰაიმერი მიიჩნევა. ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია მეხსიერების დაკარგვა, აზროვნების უნარის დაქვეითება, პრობლემების გადაჭრის უუნარობა, მეტყველების დარღვევა. ალცჰაიმერი უმეტესად 65 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებში გვხვდება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კოვიდპანდემიამ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა შეამცირა

მასშტაბური კვლევის თანახმად, Covid-19-ის პანდემიამ სიცოცხლის საშუალო სავარაუდო ხანგრძლივობა 1.6 წლით შეამცირა. მაჩვენებელმა პირველი ორი წლის განმავლობაში გლობალურად დაიკლო. ცვლილება მეცნიერთათვის მოსალოდნელზე მასშტაბური აღმოჩნდა.

IHME-ს მონაცემებით, სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა ათწლეულების განმავლობაში მატულობდა. შესაბამისად, პანდემიის პერიოდი ამ მხრივ გარდამტეხი აღმოჩნდა.

ნაშრომი ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნდა.

„Covid-19-ის პანდემიამ მსოფლიოს ზრდასრულ მოსახლეობაზე იმაზე დიდი გავლენა იქონია, ვიდრე ნებისმიერმა სხვა მოვლენამ ნახევარი საუკუნის განმავლობაში, იქნება ეს კონფლიქტები თუ ბუნებრივი კატასტროფები”, — განაცხადა ოსტინ შუმახერმა, IHME-ს მეცნიერმა და ნაშრომის მთავარმა ავტორმა.

კვლევის ფარგლებში 204 ქვეყანა და ტერიტორია გააანალიზეს. 2020-2021 წლებში სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა მათ 84%-ში შემცირდა. მკვლევრების თქმით, ეს თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ რაოდენ გამანადგურებელი გავლენა შეიძლება იქონიოს ხალხზე ახალმა ვირუსმა.

ამ დროის განმავლობაში 15 წელს ზემოთ ადამიანთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 22%-ით გაიზარდა კაცების შემთხვევაში, ქალებში კი — 17%-ით.

მეხიკო, პერუ და ბოლივია იმ ადგილებს შორისაა, სადაც სიცოცხლის საშუალო სავარაუდო ხანგრძლივობა ყველაზე მეტად შემცირდა.

საგულისხმოა, რომ IHME-ს გლობალური ავადობის ტვირთის კვლევის მონაცემებით დადებითი ტენდენციაც გამოვლინდა: ხუთ წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში 2021 წელს იმაზე ნახევარი მილიონით ნაკლები ბავშვი დაიხოცა, ვიდრე 2019-ში. გამოდის, ბავშვთა სიკვდილიანობა შემცირებას განაგრძობს.

ამასთანავე, პანდემიამ სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა შეამცირა, თუმცა, მკვლევრების თქმით, ხალხი მაინც იმაზე ბევრად დიდხანს ცოცხლობს, ვიდრე უწინ. ცნობილია, რომ 1950-2021 წლების შუალედში დაბადებისას სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 23 წლით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი, კერძოდ, 49 წლიდან 72 წლამდე ავიდა.

ცნობისთვის, მკვლევართა შეფასებით, კოვიდის შედეგად 2020-2021 წლებში იმაზე 15.9 მილიონით მეტი ადამიანი დაიხოცა, ვიდრე ეს პანდემიის გარეშე მოხდებოდა. სიკვდილის შემთხვევები ან თავად ვირუსმა გამოიწვია, ანდაც პანდემიასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა.

კვლევამ აჩვენა ისიც, რომ დაბერებული, მდიდარი ერების მოსახლეობამ შემცირება დაიწყო, ნაკლებად შეძლებულ სახელმწიფოებში კი ეს რიცხვი ზრდას განაგრძობს.

„ეს დინამიკა უპრეცედენტო სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ გამოწვევებს მოიტანს, თუნდაც მუშახელის შემცირებას ისეთ ადგილებში, სადაც ახალგაზრდა პოპულაცია მცირდება; ასევე რესურსების ნაკლებობას ისეთ ადგილებში, სადაც პოპულაციის ზომა სწრაფად განაგრძობს ზრდას”, — განაცხადა ოსტინ შუმახერმა – „მსოფლიოს ერებს ერთმანეთთან თანამშრომლობა დასჭირდებათ ნებაყოფლობითი ემიგრაციის კუთხით”.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

როგორ გვეხმარება შოკოლადი წონის დაკლებასა და ალცჰაიმერის თავიდან აცილებაში – ახალი კვლევა

შოკოლადი დაგეხმარებათ წონის დაკლებაში და ალცჰაიმერის დაავადების თავიდან აცილებაში – ეს არის „გონების საკვები“, რომელსაც მეცნიერები გვთავაზობენ ახალი კვლევის შემდეგ.

ჟენჟოუს უნივერსიტეტის (ჩინეთი) მეცნიერები მივიდნენ ახალ დასკვნამდე ნივთიერების თეობრომინის თვისებებთან დაკავშირებით, რომელიც გვხვდება კაკაოს მარცვლებში.

მეცნიერები ამბობენ, რომ თეობრომინს შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს მაღალი ქოლესტერინის გავლენას მეხსიერებასა და კოგნიტურ ფუნქციაზე. ამ ნაერთს შეუძლია გადალახოს ჰემატოენცეფალური ბარიერი და სისხლის მიმოქცევის სისტემის მეშვეობით გავლენა მოახდინოს ჩვენს კეთილდღეობაზე, რაც დადებითად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. საქმე იმაშია, რომ ნამდვილი შოკოლადის ჭამას შეუძლია გააუმჯობესოს ჩვენი ტვინის ფუნქციონირება, ასევე ამაღლებს განწყობას და დაგვეხმარება დეპრესიასთან ბრძოლაში.

მეცნიერები ასევე ამბობენ, რომ გვერდითი ეფექტების დაბალი სიხშირისა და ადამიანის ორგანიზმისთვის მინიმალური ზიანის გათვალისწინებით, თეობრომინის და მისი წარმოებულების სათანადო დოზებით გამოყენება შეიძლება ჩაითვალოს ეფექტურ საშუალებად ტვინის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული დარღვევების პროფილაქტიკისთვის. ეს ხსნის მნიშვნელოვან პერსპექტივებს სამედიცინო სფეროში, ამბობენ მკვლევრები.

ეს მოდულაცია პოტენციურად უზრუნველყოფს ნეიროდაცვას ასაკთან დაკავშირებული კოგნიტური დაქვეითების, ალცჰაიმერის დაავადებისა და პარკინსონის დაავადებისგან. გარდა ამისა, თეობრომინს გააჩნია ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, ხელს უწყობს იმუნურ სისტემაში ანთების საწინააღმდეგო ფაქტორების გამომუშავებას.

ასევე, კვლევამ აჩვენა, რომ შოკოლადი დაგეხმარებათ წონის დაკლებაში. ეს აიხსნება იმით, რომ თეობრომინი ეხმარება ორგანიზმს ცხიმების დაშლაში, რაც დადებითად მოქმედებს ადამიანის მეტაბოლიზმზე. მეცნიერები ასევე საუბრობენ თეობრომინის სარგებლიანობაზე ჩვენი თირკმელებისთვის.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა – მიკროსკოპული პლასტმასი, შესაძლოა,ინსულტისა და გულის შეტევის რისკს ზრდიდეს

ექიმები აცხადებენ, რომ პლასტმასისგან გამოწვეულ დაბინძურებას, შესაძლოა, სიცოცხლისთვის საშიში შედეგი ჰქონდეს. 

ნეაპოლელმა ექიმებმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთეს, რაც აღმოაჩინეს, რომ იმ ადამიანებში, რომელთა სისხლძარღვები დაბინძურებული იყომიკროსკოპული პლასტმასით, გაზრდილი იყო ინსულტის, გულის შეტევისა და ნაადრევი სიკვდილის რისკი. 

კერძოდ, მკვლევარებმა გამოიკვლიეს არტერიულიდაავადების მქონე პაციენტების სისხლძარღვებიდანაღებული ცხიმოვანი ნადები და დაადგინეს, რომნახევარზე მეტს დაბინძურებული პოლიეთილენის ანპოლივინილ ქლორიდის (PVC) პატარა ნაწილაკების დანალექი ჰქონდა.

ისინი, ვისი ცხიმოვანი ნადებიც მიკროპლასტმასს ან ნანოპლასტმასს შეიცავდა, თითქმის ხუთჯერ უფროხშირად განიცდიდნენ ინსულტს, გულის შეტევას ანსიკვდილს რაიმე მიზეზით მომდევნო 34 თვისგანმავლობაში, იმათთან შედარებით, ვისი ცხიმოვანი ნადებიც პლასტმასით დაბინძურებული არ იყო. 

დასკვნები არ ადასტურებს, რომ პლასტმასისნაწილაკები ინსულტსა და გულის შეტევას იწვევს – ადამიანები, რომელთა ორგანიზმიც დაბინძურებულია, შესაძლოა, უფრო მაღალი რისკის ქვეშ სხვა მიზეზების გამო არიან – მაგრამცხოველებსა და ადამიანის უჯრედებზე ჩატარებულიკვლევები იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ამაში ბრალი, შესაძლოა, პლასტმასის ნაწილაკებს მიუძღოდეს. 

ელექტრონული მიკროსკოპით დაკვირვების შედეგად მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მათ, ვისაცპლასტმასის ნაწილაკები ჰქონდათ ცხიმის ნადებში, 4.5-ჯერ უფრო ხშირად ჰქონდათ ინსულტის, გულისშეტევის ან რაიმე მიზეზით სიკვდილის ალბათობა, ვიდრე მათ, ვის ნადებშიც პლასტმასით დაბინძურების კვალი არ აღმოჩნდა.

მკვლევარები აცხადებენ, რომ საჭიროა შემდგომიმუშაობა იმის დასადასტურებლად, თამაშობს თუროლს ინსულტსა და გულის შეტევაში პლასტმასითდაბინძურება, თუმცა, მანამდე, საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა პოტენციური საფრთხის მიმართ. 

„ადამიანებმა უნდა გავაცნობიეროთ, რა რისკებზე მივდივართ ჩვენი ცხოვრების წესით. იმედი მაქვს, ჩვენი კვლევის განგაშის გზავნილი აამაღლებს მოქალაქეების, განსაკუთრებით მთავრობების, ცნობიერებას, რათა საბოლოოდ გააცნობიერონ ჩვენი პლანეტის ჯანმრთელობის მნიშვნელობა. ნათქვამი ერთ სლოგანად რომ გავაერთიანოთ, იქნება : პლასტმასის გარეშე ნიშნავს ჯანმრთელ გულს და დედამიწას“, – აცხადებენ კვლევის ავტორები. 

მანჩესტერის უნივერსიტეტის მეცნიერი, ჰოლი შილსიაცხადებს, რომ მიკრო და ნანოპლასტმასებისგავლენა ნადების წარმოქმნასა და გულისკორონარული დაავადებაზე მეტ ყურადღებასსაჭიროებს. 

„სავარაუდოა, რომ მიკროპლასტმასებმა დანანოპლასტმასებმა და ტოქსინებმა, რომელსაც ისინი ატარებენ, შეიძლება გამოიწვიოს ათეროსკლეროზისგანვითარებამდე მიმავალი მოვლენები“, – აღნიშნა შილსმა.

წყარო : theguardian.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაკვლევები

კლიმატის ცვლილების გამო მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ევროპაში გაცილებით სწრაფად ვრცელდება დაავადებები, რომელიც კოღოებს გადააქვთ

კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის გამო მსოფ­ლი­ო­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ევ­რო­პა­ში გა­ცი­ლე­ბით სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა ისე­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რაც კო­ღო­ებს და ასე­ვე სხვა მწე­რებს გა­და­აქვთ. ლა­პა­რა­კია ისეთ და­ა­ვა­დე­ბებ­ზე, რო­გო­რი­ცაა მა­ლა­რია და დენ­გეს ცხე­ლე­ბა. მათი პრე­ვა­ლენ­ტო­ბა ბოლო 80 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში საგ­რძნო­ბად გა­ი­ზარ­და, რად­გან გლო­ბა­ლურ­მა დათ­ბო­ბამ მათ გავ­რცე­ლე­ბას უფრო თბი­ლი და ნო­ტიო პი­რო­ბე­ბი შე­უქ­მნა.

ჯან­მრთე­ლო­ბის მდგრა­დო­ბის გლო­ბა­ლუ­რი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლის, რე­ი­ჩელ ლოუს გან­ცხა­დე­ბით, უახ­ლო­ე­სი რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, კო­ღო­ე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი გავ­რცელ­დე­ბა ჩრდი­ლო­ეთ ევ­რო­პის, აზი­ის, ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კი­სა და ავ­სტრა­ლი­ის ამ­ჟა­მად და­უ­ზა­რა­ლე­ბელ ნა­წი­ლებ­ში.

“გლო­ბა­ლურ დათ­ბო­ბა ნიშ­ნავს, რომ მა­ლა­რი­ი­სა და დენ­გეს გავ­რცე­ლე­ბის რის­კი იზ­რდე­ბა. მსოფ­ლიო ამის­თვის მზად უნდა იყოს. რე­ა­ლო­ბა ის არის, რომ ცხე­ლი სე­ზო­ნე­ბი კო­ღო­ე­ბით გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბას ხელს შე­უ­წყობს. დენ­გე ძი­რი­თა­დად გვხვდე­ბა ტრო­პი­კულ და სუბტ­რო­პი­კულ რე­გი­ო­ნებ­ში, იგი აზი­ურ ვე­ფხვის კო­ღოს გა­და­აქვს ( Aedes albopictus), ეს მწე­რი უკვე ევ­რო­პის 13 ქვე­ყა­ნა­ში და­ფიქ­სირ­და: იტა­ლია, საფ­რან­გე­თი, ეს­პა­ნე­თი, მალ­ტა, მო­ნა­კო, სან მა­რი­ნო, გიბ­რალ­ტა­რი, შვე­ი­ცა­რია, გერ­მა­ნია, ავ­სტრია, სა­ბერ­ძნე­თი და პორ­ტუ­გა­ლია”, – ამ­ბობს ლოუ.

2000 წელს მსოფ­ლი­ო­ში დენ­გეს ცხე­ლე­ბის 500 000 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, 2019 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით კი – რა­ო­დე­ნო­ბა 5 მი­ლი­ონს აღე­მა­ტე­ბო­და.წყა­რო

  • დენ­გეს ცხე­ლე­ბა – ინ­ფექ­ცი­უ­რი გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც ორი კლი­ნი­კუ­რი ფორ­მით მიმ­დი­ნა­რე­ობს: დენ­გეს კლა­სი­კუ­რი ცხე­ლე­ბა და დენ­გეს ჰე­მო­რა­გი­უ­ლი ცხე­ლე­ბა. და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ვია რნმ შემ­ცვე­ლი არ­ბო­ვირუ­სი, რომ­ლის გა­დამ­ტა­ნიც კო­ღო­ე­ბი არი­ან. ამ­ჟა­მად ეს და­ა­ვა­დე­ბა აფ­რი­კის, ამე­რი­კის, ხმელ­თა­შუა ზღვის­პი­რე­თის აღ­მო­სავ­ლე­თის და წყნა­რი ოკე­ა­ნეს და­სავ­ლეთ ნა­წი­ლის 100 ქვეყ­ნი­სათ­ვის ენ­დე­მურ და­ა­ვა­დე­ბას წარ­მო­ად­გენს
  • მა­ლა­რია – მწვა­ვე პრო­ტო­ზო­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც ხა­სი­ათ­დე­ბა ცხე­ლე­ბის შე­ტე­ვე­ბით, ანე­მი­ით, ღვიძ­ლი­სა და ელენ­თის გა­დი­დე­ბით; შე­საძ­ლე­ბე­ლია რე­ცი­დი­ვე­ბი. და­ა­ვა­დე­ბას იწ­ვევს ერ­თუ­ჯრე­დი­ა­ნი ორ­გა­ნიზ­მი – პლაზ­მო­დი­უ­მი, რო­მე­ლიც გა­და­აქვს მა­ლა­რი­ის კო­ღოს – ანო­ფე­ლესს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

როგორ გავზარდოთ ჭკვიანი ბავშვი – რას გვირჩევენ შვედი მეცნიერები

ყველა მშობელს სურს, რომ გაზარდოს წარმატებული შვილი, ისეთი, რომელიც შეძლებს ყველა მისი ოცნების განხორციელებას. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ეს სავსებით შესაძლებელია. არის ასეთი საშუალება, რომელიც ბავშვს ერთი საფეხურით წინ წასწევს.

არსებობდა მოსაზრება, რომ ბავშვები, რომლებიც იღებდნენ თევზის ქონის კაფსულებს, საგრძნობლად აუმჯობესებდნენ კითხვის უნარს სულ რაღაც სამ თვეში.შვედეთის გოტენბერგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგძლივი კვლევა. მასში მონაწილეობდა 154 ბავშვი. კვლევა მიმდინარეობდა ომეგა 3 -ზე, რომელიც არის არანაჯერი ცხიმოვანი მჟავების ჯგუფი. პატარები დაყვეს ორ ჯგუფად. ერთ ჯგუფს აძლევდნენ დღეში სამ აბ თევზის ქონს, მეორე ჯგუფს კი პლაცებოს (პლაცებო – ნივთიერება სამკურნალო თვისებების გარეშე, რომელსაც წამლის საშუალების სახით იყენებენ. მკურნალობის დროს ექიმი არწმუნებს, რომ ის გამოჯანმრთელდება. ეს წამალი იმისთვისაა, რომ პაციენტმა ირწმუნოს საკუთარი გამოჯანმრთელების ფენომენი).მკურნალობის შემდეგ ჩატარებული იქნა კომპიუტერიზებული ტესტირება კითხვის უნარის გასაზომად. მათ, ვინც იღებდა თევზის ქონს, 64%-ით გააუმჯობესეს აზროვნების უნარი და ხუთჯერ უფრო სწრაფად ახერხებდნენ არეული სიტყვების დალაგებას.

წამყვანი მკვლევარი დოქტორ მატდ ჯონსონი ამბობს: “ჩვენ ამ ეფექტით გაოცებულნი დავრჩით, აქამდე ეს არ ვიცოდით”. მეცნიერებს ყოველთვის სჭირდებათ განმეორებითი კვლევები, რათა ერთხელ შემჩნეული დაამტკიცონ. დადებითი ეფექტი მაშინ დადასტურდა, როცა მეორე ჯგუფსაც, რომელსაც პლაცებოს აძლევდნენ მისცეს თევზის ქონი.

ბავშვები, რომლებიც ძლივს კითხულობენ სულ მალე ხდებიან მობილიზებულნი და ინტერესით ასრულებენ დავალებებს. იმ ბავშვებს, რომლებსაც აღენიშნებათ ქცევითი პრობლემები, სავარაუდოა, რომ მათ ექნებოდათ მოსმენის პრობლემაც.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაკვლევები

ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს

ადამიანთა სამრეწველო საქმიანობის გამო დედამიწის ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაცია დღითიდღე იმატებს. ახალი კვლევის თანახმად, ერთ-ერთი მავნე აირის, ნახშირორჟანგის, დონე ამჟამად იმაზე სწრაფად იზრდება, ვიდრე ბოლო 50 000 წელში.

საინტერესოა, რა გზით მოიპოვეს მეცნიერებმა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იცვლებოდა CO2-ის შემცველობა ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში. მათ ამაში ანტარქტიკის რეგიონში არსებული ყინულის ანალიზი დაეხმარა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ბოლოს ნახშირორჟანგის დონის განსაკუთრებული მატება (ცხადია, ბუნებრივი) 7 000 წლის წინ დაფიქსირდა. ამ დროს 55 წლის განმავლობაში აღნიშნული აირის კონცენტრაცია მილიონში 14 ერთეულით იზრდებოდა. ახლა ამას მხოლოდ 5-6 წელი სჭირდება, ანუ, ავტორების თქმით, ეს პროცესი 10-ჯერაა აჩქარებული.

“წარსულის გამოკვლევა გვახვედრებს, რამდენად განსხვავებულია დღევანდელობა. CO2-ის მატების ამჟამინდელი ტემპი უპრეცედენტოა”, — აცხადებენ მეცნიერები.

ყინულში არსებული ბუშტუკები ატმოსფეროს ადრინდელი შმცველობის შესახებ ინახავს ინფორმაციას.

ფოტო: Oregon State University

მათთვის ბოლო გამყინვარებისას ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ზრდის პერიოდების შესახებ ისედაც ცნობილი იყო, მაგრამ დეტალური მონაცემები არ ჰქონდათ. უკანასკნელმა კვლევამ ცხადყო, რომ მსგავსი პერიოდები ჩრდილოამერიკული ყინულოვანი საფარის კოლაფსით იყო გამოწვეული. ეს ჯაჭვურ რეაქციებს განაპირობებდა, მათ შორის ტროპიკულ მუსონებს, სამხრეთ ნახევარსფეროში დასავლეთის ქარებს და ოკეანეებიდან CO2-ის გამოყოფას.

ამაზე უდიდეს გავლენას სწორედ დასავლეთის ქარები ახდენდა, რომლებიც ღრმაოკეანურ დინებებზე ზემოქმედებს. ეს გასათვალისწინებელია, რადგან კლიმატის ცვლილების გამო, შესაძლოა, ჰაერის მსგავსი მასები უფრო გაძლიერდეს და სამხრეთის ოკეანის მიერ ნახშირორჟანგის შეკავების უნარი შეასუსტოს.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიადედამიწაეს საინტერესოაკვლევები

მეცნიერებმა აღმოაჩინეს არსება, რომელსაც ჟანგბადის გარეშე სიცოცხლე შეუძლია

თელ-ავივის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ორაგულში აღმოაჩინეს მედუზას მსგავსი პარაზიტი, რომელსაც მიტოქონდრიალური გენომი არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ სუნთქავს, ანუ შეუძლია ისეთ გარემოში ცხოვრობა, სადაც ჟანგბადი არ არის .

ჰენიგუია სალმინიკოლა (Henneguya salminicola) გახლავთ დღემდე აღმოჩენილი პირველი მრავალუჯრედიანი ორგანიზმი მიტოქონდრიალური გენომის გარეშე.

მეცნიერები აცხადებენ, რომ უცნაური პარაზიტის აღმოჩენა არა მარტო ცვლის ჩვენს წარმოდგენებს დედამიწაზე არსებული სიცოცხლის შესახებ, არამედ ზეგავლენას ახდენს დედამიწის მიღმა სიცოცხლის ძებნის პროცესზეც.

ჰენიგუია სალმინიკოლა ჰიდროიდია – ანუ განეკუთვნება ცოცხალი ორგანიზმების იმავე კატეგორიას,  რომელსაც განეკუთვნებიან მედუზები, ფრინტები და მარჯნები. აღსანიშნავია, რომ მას ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანი არ მოაქვს.

მეცნიერებმა ჰენიგუია სალმინიკოლა დნმ-ის თანმიმდევრობის ანალიზისა და ფლუორესცენტული მიკროსკოპიის საშუალებით შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ მას დაკარგული ჰქონდა მიტოქონდრული გენომი, აერობული სუნთქვის უნარი და ასევე ყველა ნუკლეარული გენი, რომელიც მიტოხონდრიის ტრანსკრიპციასა და რეპლიკაციაშია ჩართული.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ დედამიწაზე არსებობს სულ მცირე ერთი მრავალუჯრედიანი ორგანიზმი, რომელსაც სიცოცხლისთვის ჟანგბადი არ სჭირდება.

კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

წყარო : sciencealert.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიოლოგიაკვლევებიმედიცინა

ეპილეფსია – პროფილაქტიკა და პირველადი დახმარება

ეპილეფსია არის ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადება, როდესაც დარღვეულია თავის ტვინში ნერვული უჯრედების აქტივობა, რაც იწვევს გულყრას. გულყრის დროს ადამიანს შეცვლილი აქვს ქცევა, განიცდის უჩვეულო სიმპტომებს და შეგრძნებებს გონების დაკარგვის ჩათვლით. ეს ეპიზოდური შეტევა შესაძლოა იყოს ხანმოკლე ან ხანგრძლივი.

მსოფლიოში მოსახლეობის 1%-ს (65მლნ) აქვს ეპილეფსია. ასაკის მატებასთან ერთად გამოვლინების სიხშირე მატულობს.

ეპილეფსიის რისკფაქტორია ნებისმიერი მოვლენა, რომელიც ნეირონების (ნერვული უჯრედის) გაღიზიანებას იწვევს, მაგრამ კრუნჩხვა ვუთარდება თუ ადამიანს კრუნჩხვისადმი მზაობა გენეტიკურად მომატებული აქვს.

ეპირეფსიური კრუნჩხვის განვითარებას ხელს უწყობს:

  • ინფექციური და ენდოკრინული დაავადებები
  • მაღალი ტემპერატურა
  • ნარკომანია
  • კვებითი ინტოქსიკაცია
  • ზოგიერთი მედიკამენტი
  • ალკოჰოლი

დისკოტეკა, სადაც რამდენიმე უძლიერესი რისკფაქტორის თანხვედრა ხდება, საუკეთესო გარემოა ეპილეფსიური კრუნჩხვების აღმოცენებისათვის.

პროფილაქტიკა:

ეპილეფსიით დაავადებულთათვის შეტევის თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია ცხოვრების რეჟიმის შეცვლა ანუ აუცილებელია მაქსიმალური ინტელექტუალური დატვირთვა, ძილის რეჟიმის დაცვა. ეპილეფსიით დაავადებულნი დიდხანს უნდა იმყოფებოდნენ ჰაერზე, ეკრძალებათ ხანგრძლივად ტელევიზორის ყურება, მზეზე ყოფნა. რეკომენდებული არ არის წყლის სპორტი, ალპინიზიმი და სხვა. სასარგებლოა მსუბუქი, გამაჯანსაღებელი ვარჯიში. ავადმყოფი უნდა ერიდოს უძილობასა და ძლიერ ემოციებს, რეკომენდებული არ არის მუშაობა ღამის ცვლაში, ხმაურიან და დახუთულ შენობაში.

პირველადი დახმარება ეპილეფსიის დროს:

  1. თუკი შესამჩნევია, რომ ადამიანს უნდა დაემართოს შეტევა, აუცილებელია მას შეექმნას უსაფრთხო გარემო, რომ დაცემისგან არ მიიღოს ტრავმა.
  2. აუცილებელია ყველა საგანი, რომელიც არის დაზარალებულის ახლოს, უნდა მოშორდეს. თავქვეშ ამოედოს ბალიში
  3. აუცილებელია შემბოჭავი ტანისამოსი გაიხსნას, რომ სუნთქვაში ხელი არ შეუშალოს ადამიანს.
  4. არ შეიძლება ეპილეფსიის შეტევის დროს ადამიანის დამაგრება (დაჭერა), მიიღებს მოტეხილობას
  5. არ შეიძლება კბილების ძალით გახსნის მცდელობა, ეს მხოლოდ გამოიწვევს კბილების და ყბების ტრავმირებას.
  6. არ არის საჭირო ენის ხელით დაჭერა, დაზარალებული ,,ენას არ ჩაყლაპავს’’.
  7. საჭიროა მიღებული ყველა ტრავმის თვალსაზრისით პირველადი დახმარების გაწევა.
  8. ავადმყოფის ჰოსპიტალიზაცია შეტევის შემდეგ აუცილებელია, თუ ეს იყო პირველი შემთხვევა; შეტევა იყო ზედიზედ რამდენჯერმე; დაზარალებულს აქვს ტრავმები; დაზარალებული გონს ვერ მოდის 10 წთ და მეტი.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 10 11 12 13 14 108
Page 12 of 108