close

კვლევები

კვლევები

ულტრა დამუშავებული საკვები 32 ფიზიკურ და ფსიქიკურ პრობლემასთანაა დაკავშირებული

ულტრა დამუშავებული საკვები პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელობაზე 32 მავნე ზემოქმედებასთან, მათ შორის გულის დაავადებების, კიბოს, ტიპი 2 დიაბეტის, მავნე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნაადრევი სიკვდილის მაღალ რისკთან, – ამის შესახებ მიმოხილვის შეგედებშია აღნიშნული, რომელიც BMJ-ში გამოქვეყნდა.
კვლევა ულტრა დამუშავებული საკვების სწრაფად მზარდი გლობალური მოხმარების ფონზე ჩატარდა. სტატისტიკის თანახმად, გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებში საშუალო კვების რეჟიმზე ნახევარზე მეტი ახლა ულტრა დამუშავებული საკვებისგან შედგება. ზოგიერთისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც უფრო ახალგაზრდა ან ღარიბია, ტიპიურია კვების რეჟიმი, რომელიც 80%-მდე ულტრა დამუშავებულ საკვებს შეიცავს.
მიმოხილვაში, რომელშიც 10 მილიონზე მეტი ადამიანი იყო ჩართული, ბევრმა წამყვანმა ინსტიტუტის ექსპერტმა, მათ შორის ჯონ ჰოპკინსის სახელობის ბლუმბერგის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლამ აშშ-ში, სიდნეის უნივერსიტეტმა და საფრანგეთის სორბონის უნივერსიტეტმა მიიღო მონაწილეობა.
”საერთო ჯამში, აღმოჩნდა პირდაპირი კავშირი ულტრა დამუშავებულ საკვებსა და ჯანმრთელობის 32 პარამეტრს შორის, რომლებიც მოიცავს ნაადრევ სიკვდილს, კიბოს, ფსიქიკური, რესპირატორული, გულ-სისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავის და მეტაბოლურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს“,  – აცხადებენ კვლევის ავტორები.
მათი მტკიცებით, „დამაჯერებელმა“ მტკიცებულებები აჩვენა, რომ ულტრა დამუშავებული საკვების უფრო დიდი რაოდენობით მიღება დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან სიკვდილის რისკის 50%-ით გაზრდასთან, ტიპი 2 დიაბეტის 12%-ით და შფოთვის განვითარების რისკის 48-53%-ით გაზრდასთან.

ასევე არსებობდა “უაღრესად დამაფიქრებელი” მტკიცებულება, რომ ულტრა დამუშავებული საკვების მიღებამ შეიძლება გაზარდოს სიმსუქნის, ტიპი 2 დიაბეტის, ძილის პრობლემების და გულის დაავადებებისგან სიკვდილის რისკი 40-66%-ით, ასევე დეპრესიის განვითარების რისკი 22%-ით გაიზარდოს.
მკვლევარების თქმით, ულტრა დამუშავებული საკვების მიღებასა და ასთმას, კუჭ-ნაწლავის პრონლემებს, ზოგიერთი სახეობის კიბოს და კარდიომეტაბოლურ რისკ-ფაქტორებს შორის კავშირის შესახებ შეზღუდული მტკიცებულებები არსებობს და შემდგომ გამოკვლევას საჭიროებს.
მეცნიერები აცხადებენ, რომ ულტრა დამუშავებული საკვები, მათ შორის შეფუთული ცომეული და ე.წ. „სნექები“, გაზიანი სასმელები, შაქრიანი მარცვლეული და მზა კერძები შეიცავს მეტ შაქარს, ცხიმს და/ან მარილს, ქიმიკატებს, საღებავებს, დამატკბობლებს და კონსერვანტებს, რომლებიც ახანგრძლივებს შენახვის ვადას, მაგრამ მათში მცირე რაოდენობითაა ვიტამინები და ბოჭკოები.
მიმოხილვაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ აუცილებელია ზომების მიღება ულტრა დამუშავებული საკვების მიღების შემცირების მიზნით.
წყარო : news.sky.com

theguardian.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

30 წლის განმავლობაში გრენლანდიაში მცენარეულობის ფართობი გაორმაგდა – კვლევა

1980-დან 2010 წლამდე გადაღებული სატელიტური ფოტოების ანალიზმა აჩვენა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში გრენლანდიაში მცენარეულობის ფართობი გაორმაგდა. ამის მიზეზად მყინვარების დნობა სახელდება.

მეცნიერების თქმით, ეს პროცესი სახიფათოა იმის გამო, რომ მცენარეულობის ფართობის ზრდის შედეგად ჭაობების ფართობი იზრდება, რაც მეთანის გამოყოფას უწყობს ხელს.

შეშფოთების კიდევ ერთ საგანს წარმოადგენს ის, რომ მიწის ზედაპირი, რომელსაც ყინული აღარ ფარავს, უფრო ადვილად ინარჩუნებს სითბოს, რაც ტემპერატურას კიდევ უფრო ზრდის. ამის შედეგად მყინვარების დნობა კიდევ უფრო სწრაფად მიმდინარეობს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

მეცნიერებმა ადამიანის 62 პლაცენტა შეისწავლეს და ყველაში მიკროპლასტმასას მიაგნეს – რას ნიშნავს ახალი აღმოჩენა

მიკროპლასტმასა, ანუ პლასტმასის მიკრონაწილაკები, უკვე თითქმის ყველგანაა აღმოჩენილი, მათ შორის საკვებში, სასმელში, ოკეანეებში, ჩვენს სხეულსა და ღრუბლებშიც კი. მას ადამიანის პლაცენტაში პირველად 2020 წელს მიაგნეს,ახალი კვლევა კი აჩვენებს, რამდენად გავრცელებულია ის ამგვარ ქსოვილებში.

მეცნიერებმა დონაციის გზით მიღებული 62 პლაცენტა შეისწავლეს და საპონიფიკაციის სახელით ცნობილი პროცესის შედეგად მასში ცხიმები და ცილები დაშალეს. შემდეგ ეს ნიმუშები სპეციალურ მოწყობილობაში ძალიან სწრაფად დაატრიალეს და პატარა გუნდად აქციეს.

მომდევნო ეტაპზე მკვლევრებმა პიროლიზის ტექნიკას მიმართეს, რაც პლასტიკური მატერიის გაცხელებას გულისხმობს, რის შედეგადაც ის წვას განიცდის. ავტორებმა სწორედ ამ პროცესში წარმოქმნილი აირი გააანალიზეს, რისთვისაც მას-სპექტრომეტრი გამოიყენეს. ეს ნიმუშში არსებული პლასტმასის ტიპებს ავლენს.

აღმოჩნდა, რომ მიკროპლასტმასა ყველა პლაცენტაში იყო, რომელიც მეცნიერებმა გამოიკვლიეს. კერძოდ, ასეთი ნაწილაკების ოდენობა ქსოვილის თითო გრამში 6.5-დან 750 მიკროგრამამდე მერყეობდა.

ასევე, ნიმუშებში აღმოჩნდა, ნეილონი, პოლივინილ ქლორიდი და პოლისტიროლი.

მიკროპლასტმასას აქვს პოტენციალი, რომ ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას. ამგვარი ნაწილაკები 5 მილიმეტრზე ნაკლები ან რამდენიმე ნანომეტრი ზომისაა, საკმაოდ პატარა, რომ ჩვენი ორგანიზმის მემბრანებში შეაღწიოს

„თუ ამ ეფექტს პლაცენტებში ვხედავთ, მაშინ ამან ჩვენს პლანეტაზე არსებულ ყველა ძუძუმწოვარზე შეიძლება გავლება იქონიოს, რაც კარგი ნამდვილად არაა“, – აცხადებენ ავტორები.

ჯერჯერობით უცნობია, შესაძლებელია თუ არა, რომ მიკროპლასტმასა პლაცენტიდან ნაყოფში გადავიდეს. ამის გასაგებად სათანადო კვლევების ჩატარებაა საჭირო.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა – მხედველობის დაქვეითების მკურნალობა, შესაძლოა, ანტიბიოტიკებით გახდეს შესაძლებელი

ახალი კვლევის თანახმად, ნაწლავის ბაქტერიებით გამოწვეული მხედველობის დაქვეითების სამკურნალოდ, შესაძლოა, ანტიბიოტიკები გამოიყენონ.
თაგვებზე ჩატარებულმა კვლევამ აღმოაჩინა ნაწლავის ბაქტერიები თვალების დაზიანებულ ადგილებში, სადაც მხედველობის დაკარგვა კონკრეტული გენეტიკური მუტაციით იყო გამოწვეული.
მკვლევარების აზრით, მათი დასკვნები იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ გენეტიკურმა მუტაციამ, შესაძლოა, მოადუნოს სხეულის დაცვა და მავნე ბაქტერიების თვალში მოხვედრა და სიბრმავე გამოიწვიოს.
ნაწლავი შეიცავს ტრილიონ ბაქტერიას, რომელთაგან ბევრი ჯანსაღი მონელებისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა, ისინი ასევე შეიძლება პოტენციურად საზიანო იყოს.
”ჩვენ აღმოვაჩინეთ მოულოდნელი კავშირი ნაწლავებსა და თვალებს შორის, რაც, შესაძლოა, ზოგიერთ პაციენტში სიბრმავის მიზეზი იყოს. ჩვენს დასკვნებს შეიძლება ჰქონდეს უზარმაზარი გავლენა CRB1-თან ასოცირებული თვალის დაავადებების მკურნალობის ტრანსფორმირებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ გავაგრძელებთ ამ კვლევას კლინიკური ცდებით, რათა დავადასტუროთ, არის თუ არა ეს მექანიზმი ადამიანებში სიბრმავეების გამომწვევი მიზეზი და შეუძლია თუ არა ბაქტერიებზე მიმართულ მკურნალობას სიბრმავის თავიდან აცილება“, – აცხადებენ კვლევის ავტორები.
მკვლევარები იკვლევდნენ CBR1 გენის ზემოქმედებას, რომელიც ასოცირდება თვალის მემკვიდრეობით დაავადებასთან, ყველაზე ხშირად ლებერის კონგენიტალური ამავროზისა (LCA) და რეტინიტის პიგმენტოზას (RP) ფორმებთან, და არის LCA-ის შემთხვევების 10%-ის და RP-ის შემთხვევების 7%-ის გამომწვევი მსოფლიოში.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ქვედა ნაწლავში გენი ებრძვის დაავადებებსა და მავნე ბაქტერიებს, არეგულირებს რა იმას, რაც გადის ნაწლავის შიგთავსსა და სხეულის დანარჩენ ნაწილებს შორის. კვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ ეს ბარიერები ბადურასა და ნაწლავებში შეიძლება დაირღვეს, როდესაც გენს აქვს განსაკუთრებული მუტაცია, რომელიც ამცირებს მის ეფექტს და საშუალებას აძლევს ნაწლავის ბაქტერიებს გადავიდნენ სხეულსა და თვალში, რაც იწვევს ბადურის დაზიანეებას და მხედველობის დაკარგვას. კვლევის თანახმად, ამ ბაქტერიების მკურნალობამ ანტიმიკრობული საშუალებებით, როგორიცაა ანტიბიოტიკები, შეძლო თაგვებში მხედველობის დაკარგვის თავიდან აცილება. იმის დასადგენად, მოქმედებს თუ არა ეს ადამიანებზე შემდგომი კვლევებია საჭირო.

წყარო : independent.co.uk
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

კვლევა – ასთმის სამკურნალო მედიკამენტმა, შესაძლოა, კვებითი ალერგიის მქონე ადამიანებში მძიმე რეაქციები შეამციროს

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ასთმის სამკურნალო მედიკამენტმა Xolair-მა შეიძლება არსებითად შეამციროს მძიმე ალერგიული რეაქციები ადამიანებში, რომლებსაც კვებითი ალერგია აქვთ და შემთხვევით მიირთმევენ საკვებს, რომლის მიმათაც ალერგიულები არიან.
New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, წამლის ინექციებმა რამდენიმე კვირის განმავლობაში შეამცირა ალერგიული რეაქციების სიმძიმე მოზრდილებსა და 1 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომლებიც ალერგიული არიან არაქისის,რძის, კვერცხისა და ხორბლის მიმართ.
აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ გასულ კვირას გააფართოვა ომალიზუმაბის დამტკიცება, რომელიც ბაზარზე Xolair-ის ბრენდის ქვეშ არის გამოშვებული, რათა ის მოიცავდეს საკვების მიმართ ალერგიის მქონე ადამიანებს კვლევის შუალედური ანალიზის საფუძველზე.
ახალ კვლევაში რამდენიმე საკვების ჩართვით, მკვლევარებმა შეძლეს დაედგინათ, რომ Xolair-ს თეორიულად შეუძლია შეამციროს ალერგიული რეაქცია, როდესაც ადამიანი  მიირთმევს მრავალ ისეთ საკვებს, რომლებზეც ადრე ალერგიული იყო.
Xolair აძლევს კვებითი ალერგიის მქონე ადამიანებს გარკვეულ დაცვას შემთხვევითი ზემოქმედებისგან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ანაფილაქსია, სერიოზული და ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქცია.
„ეს არის საოცარი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენს სფეროში. არსებობს შიში და შფოთვა, რომელიც გადადის ყოველდღიურ საქმიანობაში კვებითი ალერგიის მქონე პაციენტებისთვის ან ასეთი პაციენტების მშობლებისთვის“, – განაცხადა კვლევის უფროსმა ავტორმა და სტენფორდის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, შერონ ჩინტრაჯამ.
კვლევაში გამოიყენეს ისეთი საკვები, როგორიცაა : არაქისი, კეშიუ (თხილის სახეობა), კვერცხი, რძე, ნიგოზი, თხილი და ხორბალი, რომლებიც ყველაზე გავრცელებული კვებითი ალერგენები არიან. ამასთან, კვლევის ავტორები განმარტავენ, რომ მეტი კვლევაა საჭირო იმის შესახებ, თუ ვინ იქნებიან Xolair-ის საუკეთესო კანდიდატები და რამდენ ხანს დასჭირდებათ მისი გამოყენება.
ცნობისთვის, Xolair-ი შექმნეს Genentech-მა და Novartis-მა აშშ-ში და დამტკიცდა 2003 წელს ზომიერი და მძიმე ალერგიული ასთმის სამკურნალოდ.

წყარი : CNN

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

Telegraph: დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ცნობით, ტრანსგენდერების რძე ისეთივე სასარგებლოა, როგორც დედის რძე

ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის განცხადებით, იმ ტრანსგენდერების მიერ გამომუშავებული “დედის რძე”, რომლებიც დაბადებისას მამრობითი სქესის წარმომადგენლები იყვნენ, ისეთივე კარგია ჩვილებისთვის, როგორც დედის რძე. აღნიშნულის შესახებ გამოცემა Telegraph-ი წერს.

საავადმყოფოების გაერთიანება, რომელიც მართავს სასექსის საგრაფოს ჰოსპიტალს, უორთინგის ჰოსპიტალს და სამეფო ალექსანდრას ბავშვთა საავადმყოფოს, პირველი იყო ბრიტანეთში, რომელმაც გამოიყენა ტერმინი „მკერდით კვება“ ძუძუთი კვების ნაცვლად, რადგან ზოგიერთის აზრით, ის უფრო ინკლუზიურად ითვლება.

2021 წელს გაერთიანებამ შექმნა ბრიტანეთის „პირველი კლინიკური და ენობრივი გაიდლაინები, რომლებიც მხარს უჭერენ ტრანს და არაბინარულ მშობიარე ადამიანებს“.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, იმისთვის, რომ დაბადებით მამაკაცმა ბავშვის ძუძუთი გამოკვება შეძლოს, მას უნდა განუვითარდეს რძის წარმომქმნელი ჯირკვლები ჰორმონ პროგესტინის მიღებით.

მათივე ცნობით, „პრეპარატით გამოწვეული“ „ძუძუთი კვების“ დროს გამოყოფილი სითხე, “შედარებადია” დედის რძესთან და შესაძლოა მას გაუთანაბრდეს.

როგორც ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახურის გვერდზეა მითითებული, თუ პირი ტრანსი ან არაბინარულია და მას “მკერდით კვება” შეუძლია, მისი გადასაწყვეტია, გამოკვებავს თუ არა ჩვილს. ის ყველა შემთხვევაში, სრულ მხარდაჭერას მიიღებს სახელმწიფოს მხრიდან.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაკვლევები

ესპანეთში აღმოაჩინეს ბრინჯაოს ხელი, რომელზეც საიდუმლო წარწერებია გაკეთებული

ესპანეთში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს უცნაური 2 000 წლის ბრინჯაოს ხელი, რომელიც დაფარულია იდუმალი წარწერებით. ამის შესახებ ნათქვამია კვლევაში.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლევრებმა აღმოაჩინეს საოცრად დამაინტრიგებელი აღმოჩენა ჩრდილოეთ ესპანეთში: ბრინჯაოს ხელი, რომელიც დაახლოებით 2 000 წლით თარიღდება, რომლის უკანა მხარეს უცნაური სიმბოლოების ოთხი ხაზია ჩაწერილი.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ წარწერა დაკავშირებულია ძველ პალეო-ესპანურ ენებთან და შესაძლოა იყოს იმ ენის ნაწილი, რომელიც თანამედროვე ესპანეთში ბასკურად გადაიქცა.

ცნობილია, რომ დაახლოებით იმ დროს, როდესაც ხელი გაკეთდა, ეს ტერიტორია დასახლებული იყო ვასკონებით, ტომით, რომელმაც ძალიან ცოტა წერილობითი მაგალითი დატოვა.

არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ბრინჯაოს ხელი შეიძლებოდა შენობის შესასვლელთან ეკიდა. მკვლევრების აზრით, შესაძლებელია, რომ ხელს რაიმე სახის რიტუალური ან კულტურული მნიშვნელობა ჰქონოდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევები

30 წლის განმავლობაში გრენლანდიაში მცენარეულობის ფართობი გაორმაგდა – კვლევა

1980-დან 2010 წლამდე გადაღებული სატელიტური ფოტოების ანალიზმა აჩვენა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში გრენლანდიაში მცენარეულობის ფართობი გაორმაგდა. ამის მიზეზად მყინვარების დნობა სახელდება.

მეცნიერების თქმით, ეს პროცესი სახიფათოა იმის გამო, რომ მცენარეულობის ფართობის ზრდის შედეგად ჭაობების ფართობი იზრდება, რაც მეთანის გამოყოფას უწყობს ხელს.

შეშფოთების კიდევ ერთ საგანს წარმოადგენს ის, რომ მიწის ზედაპირი, რომელსაც ყინული აღარ ფარავს, უფრო ადვილად ინარჩუნებს სითბოს, რაც ტემპერატურას კიდევ უფრო ზრდის. ამის შედეგად მყინვარების დნობა კიდევ უფრო სწრაფად მიმდინარეობს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

სისხლის ახალი ტესტი შიზოფრენიის რისკს ავლენს

შიზოფრენიის დროული დიაგნოსტირება გონებასა და სხეულზე მისი უარყოფითი გავლენის შემცირების საშუალებას იძლევა, თუმცა ადრეულ ეტაპზე სიმპტომების შემჩნევა ძნელია.

ინდიანას უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში მომუშავე მეცნიერებმა შექმნეს სისხლის ახალი ტესტი, რომელიც ამ მხრივ წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან შიზოფრენიის სიმწვავესა და რისკს ავლენს.

„ფსიქოზი ადრეულ ზრდასრულობაში ვლინდება – სიცოცხლის ძირითად პერიოდში. სტრესი და ნარკოტიკები, მათ შორის მარიხუანა, გენეტიკური მოწყვლადობის დამაჩქარებელი ფაქტორებია.

თუ ფსიქოზს უყურადღებოდ დავტოვებთ, ის ბიოლოგიურად, სოციალურად და ფსიქოლოგიურად დაგვაზიანებს”, — აცხადებენ სპეციალისტები.

შიზოფრენია ტვინს რეალობის უწყვეტ აღქმაში უშლის ხელს და მოძრაობასთან დაკავშირებული პრობლემების გამოწვევაც შეუძლია. ამის მიუხედავად, მისი კონტროლი შესაძლებელია, მაგრამ, პირველ რიგში, დიაგნოზის დასმაა საჭირო. სისხლის ტესტი სწორედ ფსიქოზთან ასოცირებული ფიზიკური ცვლილებების, ბიოინდიკატორების, იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.

მკვლევრებმა სისხლში ზემოხსენებული ცვლილებების კვალის შესასწავლად პაციენტთა 1-დეკადიანი მონაცემები გამოიყენეს და ახალი ტესტი შექმნეს. ზოგიერთი ასეთი ბიომარკერი ამჟამინდელი თერაპიების სამიზნეა, ანუ შესაძლებელია, შიზოფრენიის ადრეული დიაგნოსტირების შემდეგ მათ აღმოფხვრას ჩვენს ხელთ არსებული მედიკამენტებით ვეცადოთ.

მეცნიერები ამბობენ, რომ სოციალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი აღნიშნავენ, რომ მათ ტესტზე ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გავლენის შესწავლაცაა საჭირო, მაგრამ ის, სავარაუდოდ, წელსვე იქნება ხელმისაწვდომი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმსოფლიო

მსოფლიოს მოსახლეობის 68% მალე ქალაქებში იცხოვრებს – როგორი იქნება ჭკვიანი ქალაქები და რომელ ქვეყანაში ვიხილავთ მას პირველად?

დღეს, მსოფ­ლი­ოს მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მეტი ქა­ლა­ქებ­ში ცხოვ­რობს და 2050 წლის­თვის ეს რი­ცხვი, სა­ვა­რა­უ­დოდ, 68%-მდე გა­იზ­რდე­ბა – ქა­ლა­ქებს კი­დევ 2,5 მი­ლი­არ­დი მო­სახ­ლე და­ე­მა­ტე­ბა. გლო­ბა­ლურ მო­სახ­ლე­ო­ბას სულ უფრო მე­ტად იზი­დავს ურ­ბა­ნუ­ლი ცხოვ­რე­ბა. ასეთ დროს კი აშ­კა­რა ხდე­ბა ჭკვი­ა­ნი ქა­ლა­ქე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ ქა­ლა­ქი, სა­დაც ტექ­ნო­ლო­გია შე­უ­ფერ­ხებ­ლად ერ­წყმის ურ­ბა­ნულ ცხოვ­რე­ბას, რაც რე­ვო­ლუ­ცი­ას ახ­დენს ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბი­სა და მუ­შა­ო­ბის ხა­რისხზე. სწო­რედ ამას იმე­დოვ­ნე­ბენ ჭკვი­ა­ნი ქა­ლა­ქე­ბი – ისი­ნი იყე­ნე­ბენ სა­ინ­ფორ­მა­ციო და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ( ICT) ძა­ლას , რათა გა­ზარ­დონ ოპე­რა­ტი­უ­ლი ეფექ­ტუ­რო­ბა, უზ­რუნ­ველ­ყონ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი სამ­თავ­რო­ბო სერ­ვი­სე­ბი და მო­ქა­ლა­ქე­თა კე­თილ­დღე­ო­ბა.

ჭკვი­ან ქა­ლა­ქებს შო­რის მსოფ­ლიო ერთი პრო­ექ­ტით და­ინ­ტე­რეს­და: NEOM, ჭკვი­ა­ნი ქა­ლა­ქი სა­უ­დის არა­ბე­თის გულ­ში, რომ­ლის აშე­ნე­ბაც სა­მო­მავ­ლოდ იგეგ­მე­ბა.

  • რო­გორ ცვლის ჭკვი­ა­ნი ქა­ლა­ქე­ბი ურ­ბა­ნულ ცხოვ­რე­ბას

მო­მავ­ლის ჭკვი­ა­ნი ქა­ლა­ქე­ბი (Smart Cities) არის ურ­თი­ერ­თდა­კავ­ში­რე­ბუ­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი. ისი­ნი იყე­ნე­ბენ სა­ინ­ფორ­მა­ციო და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ებს, რათა გა­ა­უმ­ჯო­ბე­სონ სამ­თავ­რო­ბო მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხი და მო­ქა­ლა­ქე­თა კე­თილ­დღე­ო­ბა.

ჭკვი­ა­ნი ქა­ლა­ქის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას უმ­თავ­რე­სი პრი­ო­რი­ტე­ტი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფაა. უსაფრ­თხო­ე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა სწრა­ფად უნდა გა­ი­გონ რა ხდე­ბა მათ გარ­შე­მო ქა­ლაქ­ში.

  • NEOM-ის პო­ტენ­ცი­ა­ლი

ახა­ლი ქა­ლა­ქი სა­უ­დის არა­ბე­თის 2030 წლის „ხედ­ვის“ პრო­ექ­ტის ნა­წი­ლია. მის აღ­სრუ­ლე­ბის პრო­ცესს სა­თა­ვე­ში უდ­გას მუ­ჰა­მედ ბინ სალ­მა­ნი, სა­უ­დის არა­ბე­თის პრინ­ცი, რო­მელ­მაც ახალ ქა­ლაქს The Line (ხაზი) უწო­და წრფი­ვი ფორ­მის და­გეგ­მა­რე­ბის გამო. პრო­ექ­ტი ნე­ო­მის (NEOM), ეკო­სის­ტე­მის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად შექ­მნი­ლი ფუ­ტუ­რის­ტუ­ლი ქა­ლა­ქის ნა­წი­ლია და იგი 170 კმ-ზე იქ­ნე­ბა გა­და­ჭი­მუ­ლი, გათ­ვლი­ლი 1 მი­ლი­ონ მა­ცხოვ­რე­ბელ­ზე.

ქა­ლაქს აქვს პო­ტენ­ცი­ა­ლი გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რო­ბა, გა­აძ­ლი­ე­როს მო­ბი­ლუ­რო­ბა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბა. მისი მი­ზა­ნია შექ­მნას ეკო­სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ხელს უწყობს პარტნი­ო­რო­ბას ბიზ­ნე­სებს, აკა­დე­მი­ურ ინ­სტი­ტუ­ტებ­სა და სტარ­ტა­პებს შო­რის.

  • შეშ­ფო­თე­ბა NEOM-ის შე­სა­ხებ

პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ში კარ­გად ჩანს მისი მი­ზა­ნი – ადა­მი­ა­ნე­ბი და მათი ჯან­მრთე­ლო­ბა უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, რის გა­მოც პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია ქა­ლა­ქის დაც­ლა ყო­ველ­გვა­რი გა­მო­ნა­ბოლ­ქვის­გან – ჩქა­როს­ნუ­ლი მა­ტა­რებ­ლე­ბის და სხვა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა­თა გზე­ბი მი­წის­ქვეშ იქ­ნე­ბა გან­თავ­სე­ბუ­ლი.

კრი­ტი­კო­სებ­მა გა­მოთ­ქვეს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი შეშ­ფო­თე­ბა NEOM-ის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბი­სა და მდგრა­დო­ბის შე­სა­ხებ. პრო­ექ­ტის მა­სი­ურ­მა მას­შტაბ­მა და მის­მა პო­ტენ­ცი­ურ­მა გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბამ შე­კი­თხვე­ბი გა­ა­ჩი­ნა. სკეპ­ტი­კო­სებს აინ­ტე­რე­სებთ, შე­იძ­ლე­ბა თუ არა ასე­თი დიდი ამ­ბი­ცი­ე­ბის ეფექ­ტუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა პრაქ­ტი­კა­ში.

NEOM-ის გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტექ­სტი ასე­ვე აჩენს და­მა­ტე­ბით კი­თხვებს. მისი მდე­ბა­რე­ო­ბა ეგ­ვიპ­ტი­სა და იორ­და­ნი­ის სა­ზღვრებ­თან და რე­გი­ო­ნუ­ლი დი­ნა­მი­კა იწ­ვევს გა­ურ­კვევ­ლო­ბას, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს პრო­ექ­ტის წარ­მა­ტე­ბა­ზე. პო­ლი­ტი­კუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბა, მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და პო­ტენ­ცი­უ­რი კონ­ფლიქ­ტე­ბის მარ­თვა ერთ-ერთი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვაა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 13 14 15 16 17 108
Page 15 of 108